You are on page 1of 17

საერთაშორისო

გადაზიდვები და ლოჯისტიკა
ლექცია 4
ლოჯისტიკა
• სიტყვა “ლოჯისტიკა” (Logisctics) წარმოშობით არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს
“გაანგარიშების ხელოვნებას” ან “მსჯელობისა და დათვლის ხელოვნებას”.
ისტორიულად ამ ტერმინის ძრითადად ორი განმარტება იკვეთება: პირველი
დაკავშრებულია სამხედრო სფეროსთან, რაც მოიცავს სამხედრო დანაყოფების
გადაადგილების კონტორლს , სამხედრო-მატერილაურ და სასურსათო
უზრუნველყოფას, საჯარისო დანაყოფების დისლოკაციის ადგილის განსაზღვრას და
ა.შ.
• მეორე განმარტება დაკავშრებულია მათემატიკურ სფოეროსთან.

• თუმცა თანამედროვე გაგებით “ლოჯისტიკა” - ეს არის მეცნიერება სწორი


დაგეგმარების, კონტროლისა და მართვისა ყველა იმ ოპერაციის , რომლების
განხორციელება არის გარდაუვალი იმისთვის , რომ ნედლეური პროდუქცია
გადამუშავდეს და მიეწოდოს მომხარებელს უკვე დასრულებული მზა სახის
პროდუქტად. ლოჯისტიკა - ეს არის მთელი რიგი ოპერაციებისა, დაწყებული ნედლი
პროდუქციის მიწოდების ბაზრის მოძიებიდან, მისი ტრანსპორტირების, განბაჟების,
დასაწყობების, გადამუშავების, დაფასოების,შეფუთვის, დისტრიბუციის და ფინანსური
გაანგარიშებების ჩათვლით , საბოოლოო დასრულებული პროდუქტის
მომხმარებლამდე მიწოდებამდე. ის ითვალისწინებს როგორც ფინანსურ-
მატერილაურ დაგეგმარებას, ასევე ინფორმაციულ-ტექნიკური სისტემების მართვასაც .
ლოჯისტიკური სისტემები
ლოჯისტიკური სიტემები იყოფა ორ ძირითად
კატეგორიად:
• საწარმოო, სატრანსპორტო და სასაწყობე
სიტემა, რომელიც წარმოადგენს ძირითადად
ფუნქციონალურ სისტემას
• ინფორმაციული, საკანონმდებლო და
საკადრო სისტემა , რომელის წარმოადგენს
უზრუნველყოფის სისტემა
• ლოჯისტიკაში , როგორც ვხედავთ ერთ-ერთ მთავარ
რგოლს წარმოადგენს ტრნასპორტირება-დასაწყობება.
• ლოჯისტიკა თავისებურად არის ასევე სასაწყობე
მეურნეობის მართვის სისტემაც.
• აქედან გამომდინარე, სატრანსპორტო ლოჯისტიკა არის
ერთობლიობა ყველა იმ ქმედებისა, რაც აუცილებელია
საქონლის გადაზიდვის დაგეგმის, ტრანპორტის სახეების
სწორი შერჩევის , ტრანსპორტირების განხორციელების,
საზღვარზე დასაწყობების, განბაჟების საკითხების
მოგვარების, დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვისა და
ყველა ამ ოპერაციის ფინანსურად მომგებიანი გზის
შერჩევასა და ინფორმაციული უზრუნველყოფის ჩათვლით.
სასაწყობე მეურნეობა
• სასაწყობე მეურნეობა- ეს არის რთული ტექნიკური კომპლექსი (ნაგებობა,
მრავალი სახის მატერიალურ -ტექნიკური ინფრასტრუქტურით) რომლის
დანიშნულებაა საქონლის მიღება-განთავსება, დახარისხება, შენახვა ,
გადამუშავება და შესაბამისად საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება .
• საწყობის ტიპები:
• 1. საბაჟო საწყობი: (Bonded warehouse)
• ეს არის საწყობი, რომელშიც დასაწყობებულია საქონელი, რომელიც
ექვემდებარება საბაჟო გადამუშავების პროცედურას. საბაჟო საწყობში
დასაწყობებული პროდუცქცია ითვლება , რომ ინახება ქვეყნის საზღვარზე
და მას ჯერ არ გადაუკვეთია საზღვარი. ეს ტვირთი უნდა მოექცეს
რომელიმე საბაჟო რეჟიმში და შესაბამისად მოხდეს მისი გაშვება საბაჟო
საწყობიდან. საბაჟო საწყობები ძირითადად განთავსებულია სასაზღვრო
ზოლში (საზღვაო პორტებთან, აეროპორტებთან) , თუმცა კანონმდებლობა
ითვალისწინებს საბაჟო საწყობის მოწყობის შესაძლებლობას ქვეყნის
ნებისმიერ ტერიტორიაზე.
საბაჟო საწყობში დასაწყობებული ტვირთი იმყოფება საბაჟოს
კონტროლქვეშ, მისი გაშვება საბაჟო საწყობიდან აკრძალულია,
სანამ არ მოხდება საქონლის განბაჟება და შესაბამისი
მოსაკრებლების გადახდა სახელმწიფოსთვის.
საბაჟო საწყობის ერთ ნაწილში უნდა არსებობდეს საბაჟო
კონტროლის ზონაც, სადაც ხდება საქონლის დათვალიერება
საბაჟოს მოთხოვნით საბაჟო ოფიცრისა და მეპატრონის
თანდასწრებით. საბაჟო საწყობი არის დახურული ტიპის და
ნებისმიერი გადაადგილება კონტროლდება სამეთვალყურეო
კამერების მიერ.
• არასაბაჟო- კომერციული საწყობი :(non-bonded warehouse)
ეს არის ჩვეულებრივი კომერციული საწყობი, სადაც ინახება პროდუქცია,
რომელიც არის ან ადგილობრივი წარმოების ან უკვე განბაჟებული და
ქვეყანაში იმპორიტებული.
კომერციული საწყობები არსებობს სხვადასხვა ტიპის:
1. საწარმოო საწყობები -სადაც ხდება ძრითადად ერთნაირი სახის და
ნომენკლატურის საქონლის წარმოება.
2. ნელეული პროდუქციის საწყობები;
3. მზა საქონლის საწყობები;
4. გამანაწილებები საწყობები- განკუთვნილია ძირითადად პროდუქციის
გადამუშავებისათვის : გადახარისხება-გადაფუთვა, დაფასოება, მარკირება.
5. სპეც-საწყობები: განკუთვნილია სპეციალური შენახვის პირობების მქონე
საქონლის დასაწყობებისთვის: მაგ: მაცივარი-საწყობი...
6. სადისტრიბუციო საწყობი: სადაც ხდება საქონლის გადახარისხება და
საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება
7. და მრავალი სახვა სახის საწყობები.
საბაჟო რეჟიმები
• იმპორტის რეჟიმი
• ექსპორტის რეჟიმი
• რეექსპორტის რეჟიმი
• დროებითი იმპორტის(შემოტანის)
რეჟიმი
• დროებითი ექსპორტის(გატანის) რეჟიმი
• გადამუშავების რეჟიმი.
სატვირთო ტერმინალი
• სატვირთო ტერმინალი რთული
ინფრასტრუქტურის დაწესებულებაა,
რომელიც აერთიანებს თავის თავში
როგორც საბაჟო საწყობის ფუნქციას,
ასევე სატვრთო გადამზიდველთა
სახმელეთო-სატვირთო მომსახურების
ფუნქციას. გადაზიდვების ენაზე მას
“ჰენდლინგ” კომპანია ეწოდება.
• საჰენდლინგო ტერმინალის მთავარი დანიშნულებაა გასაგზავნი
და ჩამოსული ტვირთის სახმელეთო-საჰაერო ან საზღვაო
დამუშავება.
• სახმელეთო-სატერმინალო დამუშავება ითვალისწინებს
პირდაპირი გამგზავნებისგან ან სატრანსპორტო კომპანიებისგან
მიღებული ტვირთის დამუშავებას გადამზიდისთვის გადასაცემა -
აწონვა, ადგილების რაოდენობის და ზომების დაფიქსირება,
ტვირთის შემოწმება უსაფრთხოებაზე (სკანირება -X-ray)
• საექპორტო ტვირთის შემდგომი დასაწყობება საბაჟო საწყობში
და მისი მომზადება სატრასნპორტო საშუალებაზე დასატვირთად:
მარკირების გაკეთება, გადამზიდის პალეტებზე ან კონტეინერებში
დატვირთვა-ჩატვირთვა, სატვირთო მანიფესტის მომზადება;
ელექტრონული ინფორმაციის მიწოდება როგორც
გადამზიდისთვის ასევე ყველა შესაბამისი სამსახურისთვის.
• საჰაერო-სატვირთო მომსახურება
ითვალისწინებს უკვე
ავიაკომპანიისთვის გადასაცემად
გამზადებული ტვირთის გატანას
თვითმფინავის სადგომამდე;
გამზადებული პალეტების სწორად
ჩატვირთვას საჰაერო ხომალდში, მათ
დამაგრებას თვითმფრინავის
საბარგულში ფრენის უსაფრთხოების
ნორმების დაცვით.
ინფრასტუქტურა
• სატვირთო ტერმინალი მოწყობილი უნდა იყოს მკაცრი
საერთაშორისო ნორმების დაცვით. განსაკუთრებით ეს ეხება
საჰაერო ჰენდლინგ კომპანიებს, სადაც ტვირთების დასაწყობება და
შენახვა ხდება უკვე პირველადი შეფუთვებით და არა
კონტეინერებით.
• დასაწყობების ტერიტორია უნდა იქნას საკმარისად დიდი, რათა
მოსახერხებელი იყოს ნებისმიერი ზომის შეფუთვის დასაწყობება.
• არ შეიძლება , რომ ტვირთი დაიდოს პირდაპირ იატაკზე. ყველა
ტვირთი უნდა იყოს განლაგებული ხის პალეტებზე ; მაღალი დონის
ტერმინალებში მოწყობილია დანომრილი სტელაჟები, რაც ერთი
მხრივ შეესაბამება ტვირთის დასაწყობების ევროპულ სტანდართებს
და მეორეს მხრივ აადვილებს ტვირთის ადგილმდებარეობის
მოძებნას.
• სატვირთო ტერმინალში უნდა არსებობდეს რამდენიმე ტიპის
საწყობი სპეც. ტვირთების მომსახურებისთვის:
• ტემპერატურული რეჟიმში შენახვის საწყობი:
• Fridge storage: მაცივარი მინუს ტემპერატურით;
• Cool storage: მაცივარი პლიუს ტემპერატურით
• VAL storage: ძვირფასი ტვირთის საწყობი;
• DGR storage: სახიფათო ტვირთის საწყობი; ADR <<<
• RADAC : რადიოაქტიური ტვირთების საწყობი;
• AVI storage: ცოცხალი ცხოველების საწყობი
შესაბამისი ვეტ. მომსახურებითა და
ინფრასტრუქტურით
• HUM storage: ტვირთი-”მიცვალებულის” საწყობი
ტვირთის უსაფრთხოება
• სატვირთო ტერმინალის უპირველესი მოვალეობაა სატვირთო
უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც თავად ტვირთისა,
ასევე საჰერო ხომალდის.
• უსაფრთხოებაზე ტვირთის შემოწმების მეთოდები:
• X-rey - სკანირება
• Manual check - ვიზუალური შემოწმება
• შემოწმება სხვადასხვა მეტალის არსებობაზე
მეტალოდეტექტორით
• Odorous check -გაწრთვნილი ძაღლების გამოყენებით ტვირთის
შემოწმება
• ვიდეო კამერები
• უსაფრთხოების ლიცენზირებული სამსახური(ტრენინგები;
სერტიფიკატები)
ელექტრონული პროგრამა
• სატვირთო ტერმინალი აღჭურვილი უნდა
იყოს შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით,
რაც ხელს შეუწყობს ჩამოსული და გასაგზავნი
ტვირთზე სრული საინფორმაციო ბაზის
ქონას, რაც საჭიროა როგორც კლიენტების
მომსახურებისთვის, ასევე საბაჟოსა და
ავიაკომპანიების მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად.
ჰენდლინგ კომპანიის უფლებები და
მოვალეობები
• ჰენდლინგ კომპანია ვალდებულია მოემსახუროს
ტვირთ სრულფასოვნად, უზრუნველყოს ტვირთის
უსაფრთხოება როგორც საწყობის ტერიტორიაზე,
ასევე მისი საჰაერო ჰომალდში ჩატვირთვა-
ჩამოტვირთვის დროს.
• ჰენდლინგ კომპანია ვალდებულია დოკუმენტურად
დააფიქსიროს ყველანაირი შეუსაბამობა ტვირთის
მიღების დროს, საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს
“დარღვევოს აქტი” –Cargo Danage Report.
• ჰანდლინგ კომპანია ვალდებულია სრული
ინფორმაცია მიაწოდოს ტვირთის მეპატრონეს მის
ტვირთზე.
• ჰენდლინგ კომპანიას უფლება აქვს არ მიიღოს
ტვირთი გადასაზიდად, თუ ტვირთის შეფუთვა არ
შეეესაბამება მოთხოვნებს, ტვირთი არის
დაზიანებული ან არაუსაფრთხო გადაზიდვისთვის.
• ჰენდლინგ კომპანიას უფლება აქვს მოითხოვოს
დამატებითი წერილობითი ინფორმაცია ან
დოკუმენტაცია ტვირთზე.

You might also like