You are on page 1of 14

WAREHOUSE PROFILE

საწყობის პროფილი
გრანდ ფუდი
პროფილის სტრუქტურა

1. პროფილის აღწერილობა
2. საწყობის ზოგადი დახასიათება და სპეციალური შენიშვნები
3. საწყობის მიმდინარე ტევადობის განსაზღვრა და ზრდის
შესაძლებლობის გამოვლენა (warehouse capacity).
4. საწყობის განლაგების დახასიათება (warehouse layout).
5. მატერიალური ნაკადის და საწყობის პროცესების დახასიათება
(material flow and warehouse operations).
6. ლოკაციების ნუმერაციის სისტემა (location numbering).
7. სტანდარტული საოპერაციო პროცედურები ყველა ძირითადი
პროცესისთვის (SOP).
პროფილის აღწერილობა
„საწყობის პროფილი“ წარმოადგენს დოკუმენტს რომელშიც თავმოყრილია ყველა ის ძირითადი
საკითხი რასაც უნდა დაეყრდნოს ნებისმიერი სამოქმედო გეგმა საწყობის ტრანსფორმაციის მიზნით.
საწყობის ტევადობა, შესანახი აღჭურვილობის ტიპი, მატერიალური ნაკადი და გამოყენებული პრაქტიკა
მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საწყობის ეფექტიან მუშაობაზე და საოპერაციო ხარჯებზე, ამიტომ
„საწყობის პროფილში“ ეს საკითხები დეტალურად არის განმარტებული.
„საწყობის პროფილში“ წარმოდგენილი შეფასება და დასკვნა მიღებული იქნა ყოვლისმომცველი
ანალიზის შედეგად მოპოვებული მონაცემების საფუძველზე.
„საწყობის პროფილთან“ ერთად ასევე წარმოდგენილია სამუშაო დოკუმენტები რომლებშიც
ინფორმაცია თავმოყრილია გაანგარიშებების, ცხრილების და ტექსტების სახით, კერძოდ:

• Warehouse_layout_capacity (xls) - საწყობის ელემენტების აღწერა, განლაგების ტიპი, ტევადობის


დაანგარიშება.
• Product slotting (xls) - სასაქონლო ჯგუფების განლაგების ანალიზი.
• Location numbering and Pick path (xls) - ლოკაციების მისამართების სისტემა და შეკვეთის აკრეფის
მარშრუტი.
• Material flow and Business Processes (xls) – მატერიალური ნაკადის და ბიზნეს პროცესების ანალიზი,
• SOPs (doc) - სტანდარტული საოპერაციო პროცედურები საწყობის ყველა ძირითადი პროცესისათვის.
ზოგადი აღწერა და სპეციალური შენიშვნები
 საწყობი 2021 წლის ნოემბერში წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ მშრალ ტრადიციულ საწყობს
(General Unheated Warehouse).
 მიწოდების ჯაჭვში საწყობი წარმოადგენს გამანაწილებელ ცენტრს საიდანაც საქონელი
ნაწილდება საცალო სავაჭრო ობიექტებსა და მებითუმეებთან.

 საწყობის იატაკი არის ბეტონის, რომლის ზედაპირი სწორია და საწყობში არსებული ტექნიკისა
და აღჭურვილობის გამოყენების საშულებას ამჟამად იძლევა, თუმცა საქონლის მარაგის ზრდას
აუცილებლად მოყვება საქონლის ჩამოტანა იატაკზე კიდევ უფრო მაღალი ლოკაციებიდან რაც
ავტოკარის უსაფრთხოდ მუშაობის ალბათობას ამცირებს უმნიშვნელოდ უსწორმასწორო
ზედაპირის შემთხვევაშიც კი, ამიტომ ძალიან რეკომენდირებულია სპეციალური საფარის
დაგება იატაკზე.

 მაგალითად, ეპოქსიდის იატაკი ზომიერი და მაღალი (moderate to high traffic) ტვირთბრუნვის


ზონებში როგორიც მიღება/გაგზავნის და შენახვის ზონებია, კარგად იცავს იატაკს ნაპრალების
წარმოქმნისგან და მნიშვნელოვნად ამცირებს გადასაზიდი ტექნიკით გამოწვეული
ინციდენტების ალბათობას.
საწყობის ტევადობა და სივრცის
უტილიზაცია
(იხ. დოკუმენტაცია)
1. ხელმისაწვდომი სივრცის მთლიანი მოცულობა შეადგენს 13 020 მ³
2. საპალეტო შენახვისთვის განკუთვნილი სივრცის მოცულობა შეადგენს 1 900,8
მ³
3. სივრცის უტილიზაცია (Space Utilization): 1900,8/13020=14,6%

სივრცის უტილიზაციის ასეთი მაჩვენებელი საკმაოდ ჩამორჩება მიღებულ


სტანდარტს რაც იმას ნიშნავს რომ მეტი გამოუყენებელი სივრცის ათვისება არის
შესაძლებელი თუმცა მხოლოდ ვერტიკალური მიმართულებით რადგან
დამატებითი სტელაჟების ჰორიზონტალურად განთავსების შესაძლებლობა არ
არის შენობის სტრუქტურიდან გამომდინარე.
დასაშვებია სივრცის უტილიზაციის მაჩვენებელის დაახლოებით 15%-ით ზრდა რაც
ჩვენ შემთხვევაში გულისხმობს კიდევ ერთი ფენის (level) დამატებას ყველა
სტელაჟზე.
საწყობის განლაგება (U-type; I-type or L-type)
• შენობა წარმოადგენს ე. წ. U ფორმის
საწყობს რაც გულისხმობს საქონლის
მიღების და გაგზავნის ზონების
მდებარეობას ერთმანეთის გვერდიგვერდ.
• ამგვარი განლაგება მარტივად გასაგებია
და კარგად ერგება ბიზნესის მრავალნაირ
პროფილს.
• თუმცა, ასეთ დროს სივრცის ეფექტიანი
გამოყენებისთვის აუცილებელია საქონელი
მკვეთრად ხასიათდებოდეს პარეტოს
პრინციპით (80/20). ასეთი განლაგების
შემთხვევაში საწყობში საუკეთესო
ლოკაციები დაახლოებით ასე
გამოიყურება:
მატერიალური ნაკადი
(საქონლის შენახვის პრინციპები)
• საქონლის შენახვა (bulk) ხორციელდება ეგრეთ წოდებული dedicated storage
მეთოდით რაც ნიშნავს იმას რომ ყველა SKU-ს აქვს მუდმივი, საკუთარი შენახვის
ლოკაცია (მისამართი). ასეთი მეთოდი ხელს უწყობს საქონლის ადვილად მიგნებას
შემგროვებლების მიერ თუმცა ამას ეწირება სივრცის უტილიზაცია რაც იმას ნიშნავს
რომ საშუალოდ მეტი ცარიელი ადგილებია შენახვის ლოკაციებში ვიდრე ეგრეთ
წოდებული shared storage მეთოდით გამოყენებისას რომელიც იძლევა სივრცის
უტილიზაციის უკეთეს შესაძლებლობას. თუმცა, უკანასკნელი მეთოდის ეფექტიანად
გამოყენება მხოლოდ შესაძლებელია WMS-ის დახმარებით.
• ეგრეთ წოდებული Picking locations ანუ ის ლოკაციები საიდანაც უშუალოდ ხდება
საქონლის შეგროვება წარმოადგენენ სტატიკურ ლოკაციებს (static locations)
საწყობის სულ ქვედა, პირველ სართულზე რაც იმას ნიშნავს რომ თითოეულ SKU-ს
აქვს კონკრეტული მუდმივი ლოკაცია პირველ სართულზე სადაც მხოლოდ მისი
შენახვა/აღება ხორციელდება. ასეთი ლოკაციებში სხვა საქონლის განთავსება არ
ხდება მაშინაც კი როდესაც შესაბამისი SKU-ს მარაგი ამოწურულია საწყობში.
მატერიალური ნაკადი (საწყობის ზონები)
(იხ. დოკუმენტაცია)
მატერიალური ნაკადი (ფუნქციური კავშირი ზონებს შორის)
მატერიალური ნაკადი
(order profile analysis - შეკვეთების პროფილის ანალიზი)
(იხ. დოკუმენტაცია)
• შეკვეთების ისტორიის ანალიზის შედეგად
გამოვლინდა ყველაზე შრომატევადი
(პოპულარული) კატეგორიები: 1. სნეკი 2.
კარამელი 3. შოკოლადი 4. მარმელადები 5.
ინგრედიენტები. ეს იმას ნიშნავს რომ კატეგორია
რაც უფრო მაღლაა სიაში მით უფრო ხშირად
გვხვდება ამ კატეგორიების SKU შეკვეთებში და მით
მეტ ვიზიტს მოითხოვენ ის ლოკაციები სადაც ეს
კატეგორიაა განთავსებული, შესაბამისად მეტ
დროს ანდომებენ ოპერატორები მის შეგროვებას.
სწორედ ამიტომ, ასეთი საქონელი მაქსიმალურად
ახლოს უნდა განთავსდეს გაგზავნის ზონასთან.
• SKU Affinity ანუ კავშირი სასაქონლო კატეგორიებს
შორის აღნიშნავს რა სიხშირით ხვდებიან
თითოეულ შეკვეთაში შემდეგნაირად
გამოვლინდა: კარამელი და სნეკი ერთად ხვდება
ყველაზე მეტ შეკვეთაში. ასეთი შეკვეთა შეადგენს
საერთო შეკვეთების რაოდენობის 71%-ს რაც იმის
ნიშანია რომ ეს ორი კატეგორია ერთმანეთის
ახლოს უნდა იყოს განთავსებული და ორივე
ერთად ახლოს გასაგზავნ დოკთან.
• შემდეგი (მესამე) ყველაზე პოპულარული
კატეგორია არის შოკოლადების.
მატერიალური ნაკადი: პიკ ლოკაციების მინიჭება
პროდუქტებზე (assigning picking locations to SKUs)
(იხ. დოკუმენტაცია)

• სლაიდზე ნაჩვენებია
შედეგები რომლებიც
მიღებული იქნა პროგრამა
slotting forward area-ს
გამოყენების შედეგად.
• სტატიკურ პიკ ლოკაციებში
პროდუქტების ამგვარ
გადანაწილებას მოაქვს
ყველაზე დიდი დანაზოგები
მოცემულ ვითარებაში (SKUs,
velocity, # of Picking locations etc.)
და წარმოადგენს ერთადერთ
ოპტიმალურ განლაგებას
მოცემულ ვითარებაში.
შეკვეთის აკრეფის მარშრუტი: S-shape
(იხ. დოკუმენტაცია)

• შეკვეთის შეგროვების (აკრეფის) ოპტიმალური


მარშრუტის დაანგარიშება რათქმაუნდა
შესაძლებელია თუმცა თითოეული
შეკვეთისთვის ცალკეული ოპტიმალური
მარშრუტის შედგენა საკმაოდ შრომატევადი და
არაპრაქტიკული საქმეა.
• ასეთ დროს მიმართავენ სხვადასხვა წესებს
(ევრისტიკულ მეთოდებს) რომლებიც ეხმარება
შეკვეთის შემგროვებელს დიდძალი
გაცნობიერების გარეშე ეფექტიანი მარშრუტით
განახორციელოს შეკვეთის/შეკვეთების
შესაგროვებლად.
• ერთერთ ყველაზე გავრცელებულ და ეფექტიან
ხერხს (განსაკუთრებით მცირე ზომის საწყობის
პირობებში) რომელიც ადვილად გასაგებია
წარმოადგენს S ფორმის მარშრუტი რაც ნიშნავს
სიარულს სერპანიტინური გზით სტელაჟების
გასწვრივ ყველა „მიმდინარე“ სტელაჟის
ბოლომდე გასვლით.
ბიზნეს პროცესები (საქონლის მიღება)
(იხ. დოკუმენტაცია)
• Cross-docking -
საწყობი პრაქტიკაში
არ იყენებს
• Receiving scheduling -
საწყობი პრაქტიკაში
არ იყენებს
• Pre-receiving -
საწყობი პრაქტიკაში
არ იყენებს
• Receipt preparation –
საწყობი პრაქტიკაში
არ იყენებს
სტანდარტული საოპერაციო პროცედურები
(იხ. დოკუმენტაცია)

You might also like