You are on page 1of 23

2021-2022ს.

გემის ელექტრონული აპარატურა და მართვის სისტემები (გეამს)

დასკვნითი გამოცდების საკითხები

თითო ვარიანტისთვის მაქსიმალური 40 ქულა

5 ვარიანტისათვის: 1 ქულიანი -15 კითხვა , 2 ქულიანი - 30 კითხვა და 5 ქულიანი - 25


კითხვა.

1 ქულიანი
1. რომელი დანადგარები გამოიყენება გემზე ელექტროენერგიის წყაროდ?

ელ.ენერგიის წყაროებად გემზე გამოიყენება დიზელ-გენერატორები(D/G) , ტურბო -


გენერატორები (T/G), ლილვა გენერატორები (SH/G), ავარიული დიზელ-გენერატორები (EDG),
სანაპირო კვება(SHORE POWER) და აკუმულიატორული ბატარეები(Battery).

2.სად არის განთავსებული ავარიული და მთავარი დიზელ გენერატორები?

ძირითადი დგ -ები განლაგებულია სამანქანე განყოფილებაში , ხოლო ადგ ავარიულ მანაწილებელ


დაფასთან ერთად -დატბორვის ზღვარის ზევით - გემბანზე ,ცალკე სათავსოში .

3. რა არის გემზე ელექტრო ენერგიის ძირითადი მომხმარებელი?

ელენერგიის ძირითადი მომხმარებლებია 3 ფაზა მოკლედშერთულროტორიანი ასინქრონული


ძრავები.

4.რა შეზღუდვაა დაწესებული გადასატანი ელექტრო განათებისათვის?

გადასატანი ელექტრო განათებისათვის(portable el. light) გამოიყენება 50ვოლტამდე


ძაბვის კვება.მეტი არშეიძლება

5.ძირითადად რა სიდიდის სიხშირეები გამოიყენება გემზე?

ძირითადად საზღვაო ფლოტში გვაქვს ორი სიხშირე - 50 და 60 ჰერცი.

6. გენერატორული აგრეგატების სინქრონიზაციის რომელი ტიპებია ცნობილი?

ზუსტი სინქრონიზაცია, უხეში სინქრონიზაცია და თვითსიქრონიზაცია.


7. რა სიდიდის ძაბვები გამოიყენება გემის განათების სისტემაში ?

გემის განათების ქსელში ძირითადად გამოიყენება 110 და 220 ვ ცვლადი ძაბვა , იშვიათად ავარიული
განათებისთვის 24 ვ მუდმივი.

8. რა სიდიდის ძაბვა გვხვდება კონვენციული გემების ელექტრულ ქსელში?

9. საერთაშორის კონვენციებით რა მოთხოვნები აქვს წაყენებული ავარიულ


დიზელ გენერატორებს?

ადგ ავარიულ მანაწილებელ


დაფასთან ერთად -დატბორვის ზღვარის ზევით - გემბანზე ,ცალკე სათავსოში . უნდა იყოს
ადგ-ს წაყენებული აქვს კიდევ ერთი კონვენციური მოთხოვნა მისი გაშვების(სტარტის)
მინიმუმ ორი
მეთოდის შესახებ . მაგალითად შესაძებელია ეს იყოს აკუმულატორებით და
დაჭირხნული ჰაერით
სტარტი , აკუმულატორით და მექანიკური ზამბარით ,აკუმულატორით და ხელის
ჰიდრავლიკური ტუმბოთი და ა.შ

10. რომელია აკუმულატორული ბატარეების ძირითადი მახასიათებლები?

აკუმულატორთა მთავარი მახასიათებლებია : ძაბვა - გამოსახული


ვოლტებში(V)და ტევადობა - გამოსახული ამპერ საათებში(A/H).
11. რა დანიშნულებით გამოიყენება თბური რელეები?

ცვლადი დენის ძრავებს დენური გადამეტტვირთვისგან დასაცავად გამოიყენება


თბური რელეები

12. საიდან და როგორ ნაწილდება ელ.ენერგია გემის მომხმარებლებისათვის?

ელ ენერგია ნაწილდება მთავარი და ავარიული მანაწილებელი დაფებიდან. მმდ(MSB)


უზრუნველყოფს გემის ელ.დანადგარების კვებას ნორმალურ/ყოველდღიურ რეჟიმში.
ამდ(ESB) - კი ისეთ ავარიულ რეჟმში, როგორიცაა გემის სამანქანო ნაწილის დატბორვა ან
გაუდენურება(black out).

13. რომელი სანავიგაციო ხელსაწყოები გამოიყენება გემებზე?

გემის სანავიგაციო ხელსაწყოებია:


რადარები, ელექტრონული რუკები(ElectronicCharts), გემების
ავტომატური ამოცნობის სისტემა (AIS), გემის მონაცემთა ჩამწერი (Voyaje
DataRecorder), მაღალი სიხშირის რადიოსადგური (VHF), სანავიგაციო
ტელექსი (NAVTEX), გლობალური საზღვაო უბედურების და
უსაფრთხოების სისტემა(GMDSS), ლაგი(LOG), ექოლოტი(Echosounder),
ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემა(GPS),
მაგნიტური და გიროკომპასები(Gyro & Macnetic Compass) , რეპიტერები

და სხვა.

14 . რომელ ჯგუფებად იყოფა ელექტრო ძრავები მუშაობის რეჟიმის მიხედვით ?

შეგვიძლია დავყოთ ელექტრო ძრავები მუშაობის რეჟიმის მიხედვით ორ ჯგუფად:

1. პირველ ჯგუფში შევა ელექტრო ძრავები რომლებიც მუშაობს: ხანმოკლე,


განმეორებითი-ხანმოკლე ან შენაცვლებით რეჟიმებში. მოითხოვს ხშირ, სწრაფ და
დისტანციურ ამუშავება-დამუხრუჭება-რევერსირებას. ასევე ბრუნვთა რიცხვის ფართე
დიაპაზონში მდორე რეგულირებას. ასეთი სახის ელ. ძრავებისათვის საჭიროა
სპეციალური მარეგულირებელი აპარატურა და განსაკუთრებული მართვის სისტემები.

2. მეორე ჯგუფში შევა ელ. ძრავები რომლებიც მუშაობს ხანგრძლივ რეჟიმში თითქმის
უცვლელი დატვირთვით. ეს არარევერსირებადი ძრავებია და არ მოითხოვენ ბრუნვთა
რიცხვის რეგულირებას. მათი მართვის სქემა შედარებით მარტივია.

15. რა არის ტუმბო და რა ტიპის ტუმბოები გამოიყენება გემებზე?

ტუმბო არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სითხისა და გაზების გადასატუმბად


ან შესაკუმშად . ისინი ძირითადად ელექტრული ენერგიას გარდაქმნიან ჰიდრავლიკურ
ენერგიად.

გემებზე ძირითადად გამოიყენება ცენტრიდანული, დგუშიანი , კბილანა და ხრახნული


ტუმბოები.
2 ქულიანი

1. რა უპირატესობა და ნაკლოვანება აქვთ დიზელ გენერატორებს ტურბო / ლილვა


გენერატორებთან შედარებით?

2. რაზეა დამოკიდებული გემის ენერგო დატვირთვა მოცემულ მომენტში?

3.როგორ ხდება დიზელ გენერატორის ბრუნთა რიცხვის რეგულირება?

დიზელ გენერატორის ბრუნთა რიცხვის რეგულირება ხდება ამძრავი ძრავასათვის


საწვავის მიწოდების რაოდენობის ცვლილებით. ეს სრულდება ბრუნთა რიცხვის
რეგულატორზე განთავსებული მუდმივ დენზე მომმუშავე (24 vdc) სერვოძრავისა და
მისი ბრუნვის მიმართულების შემცვლელის საშუალებით

4. რა პირობების შესრულებაა საჭირო სინქრონული გენერატორების პარალელში


შესაყვანად?

პარალელურ მუშაობაში სინქრონული გენერატორების ჩართვისას აუცილებელია


მისაერთებელი გენერატორის ძაბვა და სიხშირე გაუთანაბრდეს მომუშავე გენერატორის
ძაბვასა და სიხშირეს, აგრეთვე უზრუნველყოფილი იყოს გენერატორების სინუსოიდების
ფაზების დამთხვევა. გენერატორების პარალელურ მუშაობაში ჩართვის პროცესს ეწოდება
გენერატორების სიქრონიზაცია.

პარალელურ მუშაობაში ცვლადი დენის გენერატორების ჩართვა შეიძლება


განხორციელდეს სამი ხერხით: ზუსტი სინქრონიზაცია, უხეში სინქრონიზაცია და
თვითსიქრონიზაცია.

5. რა სახის ამორთვები გამოიყენება ელექტრო ქსელის დენური გადატვირთვისგან


დასაცავად?

1.დენური გადატვირთვის (overcurrent) დროს ხანმოკლე დაყოვნებით ამორთვა(short


time delay trip) და ხანგრძლივი დაყოვნებით ამორთვა(long time delay trip).
თუ დენის სიდიდე სისტემაში იქნება ნომინალურზე 1,1 -ჯერ მეტი 30 წამის
განმავლობაში-მოხდება წრედის საჰაერო ამომრთველისACB - ს ამორთვა.ეს არის
ხანგრძლივი დაყოვნებით ამორთვა(long time delay trip).
თუ დენის სიდიდე სისტემაში იქნება ნომინალურზე 2,5 -ჯერ მეტი 0,4 წამის
განმავლობაში-მოხდება ACB - ს ამორთვა. ეს არის ხანმოკლე დაყოვნებით
ამორთვა(short time delay trip) .
2. თუ სისტემაში მოხდება ძაბვის ვარდნა ნომინალიდან 25 % -ით ქვემოთ 0,5 წმ-ს
განმავლობაში მოხდება ACB - ს ავარიული ამორთვა. ეს არის დაცვა ძაბვის
ვარდნისგან(under voltage trip).
3. ნომინალურზე 1,05 - ჯერ მაღალი დენის გავლის დროს(15 წამის განმავლობაში) ან
პარალელში მუშაობისას
ერთ გენერატორის გათიშვისას (ACB trip) მმდ - ზე განსაზღვრულია
არასაპასუხისმგებლო მომხმარებელთა შერჩევითი ამორთვა (preferential trip).
ელ.ენერგიის მომხმარებლები მნიშვნელობის მიხედვით იყოფა 2 ჯგუფად :
პირველი შერჩევითი ამორთვის ჯგუფი (1- st preferential trip) და მეორე შერჩრვითი
ამორთვის ჯგუფი (2- nd preferential trip)

6. რა სახის ამორთვა გამოიყენება ელექტრო ქსელის მოკლედ შერთვისგან დასაცავად?


მოკლე ჩართვებიდან დასაცავად - ნომინალზე12-ჯერ მეტი დენის გასვლისას ხდება
ავტომატური ამომრთველის მყისიერი გათიშვა(Instant trip).

7. რა დროს ამოირთვება პირველი და მეორე ჯგუფის შერჩევითი ამორთვის


მომხმარებლები?
ნომინალურზე 1,05 - ჯერ მაღალი დენის გავლის დროს(15 წამის განმავლობაში) ან
პარალელში მუშაობისას
ერთ გენერატორის გათიშვისას (ACB trip) მმდ - ზე განსაზღვრულია
არასაპასუხისმგებლო მომხმარებელთა შერჩევითი ამორთვა (preferential trip).
ელ.ენერგიის მომხმარებლები მნიშვნელობის მიხედვით იყოფა 2 ჯგუფად :
პირველი შერჩევითი ამორთვის ჯგუფი (1- st preferential trip) და მეორე შერჩრვითი
ამორთვის ჯგუფი (2- nd preferential trip).ამ ჯგუფებში შედის
ნაკლებადსაპასუხისმგებლო მომხმარებლები .
პირველი ჯგუფი გაითიშება ნომინალზე მაღალი დენის გავლის დროს ან პარალელში
მუშაობისას ერთ გენერატორის ამორთვისას, ხოლო მეორე ჯგუფი მხოლოდ პარალელში
მუშაობისას ერთ გენერატორის ამორთვისას.

8. რა დროს ამოირთვება დაცვა ძაბვის ვარდნისგან?

თუ სისტემაში მოხდება ძაბვის ვარდნა ნომინალიდან 25 % -ით ქვემოთ 0,5 წმ-ს


განმავლობაში მოხდება ACB - ს ავარიული ამორთვა. ეს არის დაცვა ძაბვის
ვარდნისგან(

9. როდის შეიძლება მოხდეს გენერატორის ძრაულ რეჟიმში გადასვლა და რატომ არის ის


საშიში?
Zravul reJimSi generatoris gadasvla SeiZleba moxdes ramdenime generatoris paraleluri muSaobisa
დროს ერთიერთი generatoris amZravi Zravas normaluri muSaobis darRvevis გამო(sawvavis
miwodebis Sewyvetis, generatoris ZravasTan gadabmis quros mwyobridan gamosvlis da სხვა
მიზეზით). Zravul reJimSi gadasuli generatori ara marto ar monawileobs eleqtroenergiiT
mimRebebis uzrunvelyofaSi, aramed TviTon moixmars mas da tvirTavs danarCen generatorebs.
ამვე დროს ძრავულ რეჟიმში მომუშავე ამძრავს შესაძლოა განუვითარდეს დაუშვებლად
მაღალი ბრუნთა რიცხვი , რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული/გამოუსწორებელი
დაზიანებები.

10. როდის და რა სიდიდეზე უნდა ამოქმედდეს უკუ სიმძლავრის რელე?


ძრავულ რეჟიმში მომუშავე გენერატორს 10-20% უკუსიმძლავრის დაფქსირებისას.
მის დასაცავად გამოიყენება უკუსიმძლავრის რელეები(reverse power relay) ,
რომლებიც ამორთავს მას

11. რა ტიპის ავტომატური ამომრთველები გვხვდება და რა არის მისი ფუნქცია-


დანიშნულება?

ავტომატური ამომრთველები წარმოადგენს ელექტრო საკომუტაციო აპარატს


,განკუთვნილს ელ.წრედების ავტომატური განრთვისათვის ავარიულ სიტუაციაში ,
აგრეთვე ელ.წრედების არახშირი ოპერატიული
ჩართვა-გამორთვისათვის. არსებობს სელექციური , არასელექციური და
უნივერსალური ავტომატები.
არასელექციური ავტომატები მოქმედებენ მოკლე შერთვის დროს დაყოვნების
გარეშე,
სელექციური - დროის დაყოვნებით, უნივერსალურებს კი გააჩნიათ მართვის
სხვადასხვა ხერხები.

12. რომელი მეთოდით მიეწოდება კვება ცვლადი დენის სამფაზა ასინქრონული


ძრავების
უმრავლესობას?

13. რომელი დამზოგავი რეჟიმი გამოიყენება დიდი სიმძლავრის ცვლადი დენის ელ


ძრავების ჩასართავად?

14. რა არის ელექტრო ძრავების გადამეტტვირთვის და მათში მაღალი დენის გავლის


მიზეზები?
ასინქრონული ძრავების დაცვა მოკლედ შერთვისგან და გადამეტტვირთვისგან არ
ხდება მცველების (Fuse) საშუალებით. mokle SerTvis denebisagan erT fazaSi dnobadi sadgmelis
gadawvა გამოიწვევს or fazaze Zravas muSaobაs. mcvelebis saSualebiT ver uzrunvelvyofT
gadamettvirTvisagan asinqronuli Zravebis dacvas, radgan mcvelebis dnobadi sadgmeli, rac SerCeulia
nominaluri denis mixedviT, gadaiwveba amuSavebis denis zemoqmedebis Sedegad.
gee sistemaSi asinqronuli Zravebis or fazaze muSaobის შემთხვევა SesaZlebelia გვქონდეს
agreTve napiridan gemis kvebis reJimSi, radganac napiridan eleqttroenergiis miwodeba xorcieldeba
droebiT gayvanili kabelebiT. am xazebSi SesaZlebelia erTerTi fazis mkvebi wredis gawyveta, rac
gamoiwvevs gemis eleqtroZravebis masobriv gamosvlas mwyobridan. msgavsi SemTxvevis
acilebisaTvis gaTvaliswinebulia specialuri dacvis danadgari, romelic gamorTavs napiridan kvebis
avtomats (ganlagebulia napiridan kvebis seqciaze) erTerTi fazis wredis gawyvetis dros.

15. რა დანიშნულებით გამოიყენება გემებზე აკუმულატორული ბატარეები?


ელ.ენერგიის აკუმულატორები ფართოდ გამოიყენება გემის ელ.ენერგიის სარეზერვო და
ავარიულ კვების წყაროებად , ასევე ადგ(ED/G) და სამაშველო კატარღების ამძრავების ასამუშავებლად.
გემებზე გამოიყენება მჟავა და ტუტე აკუმულატორები.

გემზე აკუმულიატორით მკვებავი ელ.სისტემები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად .


ესენია : ამუშავების(STARTING) , საერთო მოხმარების(GENERAL) და რადიო(RADIO) ბატარეები.
მჟავა აკუმულიატორები გემებზე გამოყენებულია შიგაწვის ძრავების სტარტერების კვებისთვის
(მაგ.: ადგ-ს და სამაშველო კატარღის),ხოლო ბოლო წლებია სხვა ჯგუფის
მომხმარებლებისთვისაც.

16. რამდენია ელექტროლიტის სიმკვრივე მჟავა აკუმულატორებში და ტუტე


აკუმულატორებში?

მჟავა აკუმულატორებში მოთავსებულია ტყვიის და ტყვიის ორჟანგისაგან


დამზადებული
ფირფიტებისბლოკი , რომელიც დაფარულია გოგირდმჟავას წყალხსნარით ,
ელექტროლიტის
სიმკვრივეა 1,24-1,27გ/სმ3.

ტუტე აკუმულიატორების 2 სახეობაა გავრცელებული : კადმიუმ-ნიკელის და რკინა-კადმიუმის.


გეეს-ში ძირითადად გამოიყენება კადმიუმ-ნიკელის აკუმულიატორები , ის შდგება ფოლადის
ჭურჭელში განთავსებული ფირფიტების ბლოკებისგან რომლებიც დაფარულია მწვავე კალიუმის
წყალხსნარსრომლის სიმკვრივეა 1,19 -1, 21 გრ/სმ3.

17. რამდენი ომია ტუტე და მჟავა აკუმულატორების შიგა წინაღობა?


მჟავა აკუმულიატორები ხასიათდება მცირე შიგა წინაღობით 0, 005 ომი, ამიტომ ძაბვა
მის
მომჭერებზე განმუხტვის დიდი დენის დროსაც კი უმნიშვნელოდ მცირდება.
ტუტე აკუმულიატორების შიგა წინაღობა შეადგენს 0,03 -0,06 ომს , ამიტომ მათში ძაბვის ვარდნა
მეტია განმუხტვის დროს , ვიდრე მჟავა აკუმულიატორებში. მათი შიგა წინაღობა მკვეთრად იზრდება
დიდი დენებით განმუხტვის დროს.

18. რას მოიცავს აკუმულატორული ბატარეების ყოველკვირეული მომსახურება?

გემებზე აკუმულიატორთა მომსახურება გულისხმობს დაკვირვებას მის მუშაობაზე და დამუხტვა-


განმუხტვის პროცესზე. ბატარეების კონტაქტები უნდა იყოს კარგად გადაჭერილი და დაფარული
დამცავი ფენით (ვაზელინით). ბატარეების საცობების აირგამავალი ხვრელები უნდა იყოს სუფთა.
პერიოდულად საჭიროა ელექტროლიტის დონის მონიტორინგი-ის უნდა ფარავდეს ბატარეის
ფირფიტებს .
ელექტროლიტის ნაკლებობის დროს მისი შევსება ხდება გამოხდილი წყლით ან ელექტროლიტით.
ძაბვა იზომება აკუმულიატორის თითოეულ ელემენტზე .
აკუმულიატორის მომსახურებისას საჭიროა დამცავი აღჭურვილობის გამოყენება . ესენია : რეზინის
ხელთათმანი , რეზინის ჩექმა , წინსაფარი და დამცავი სათვალე. ისინი სულ უნდა იყვეს
განთავსებული აკუმულიატორთა მახლობლად.

19. რა შეიძლება იყოს ტუმბოს ლილვზე მექანიკური წინაღობის წარმოშობის შესაძლო


მიზეზი?

მექანიკური წინაღობის მიზეზი შესაძლოა იყოს ზედმეტად გადაჭერილი


ჩობალი(sealing ) , დაზიანებული საკისარი , იმპელერის შეხება ტუმბოს კორპუსთან ან
გადასატუმბი სითხის ზედმეტი სიბლანტე.

20. რომელი დაცვის კლასის ელ მოწყობილობა იდგმება უმეტესად სამანქანე


განყოფილებაში და რომელი ღია გემბანზე?

21. როგორი აკუსტიკური სიგნალები გამოიყენება გემზე სხვადასხვა ტიპის განგაშის


გასარჩევად?

გემზე სხვადასხვა ტიპის განგაშის გასარჩევად გამოიყენება განსხვავებული


აკუსტიკური სიგნალები:
საერთო განგაშისათვის - 7 მოკლე და 1 ხანგრძლივი სიგნალი,
სახანძრო განგაშისათვის - უწყვეტი გონგი.
გემის დატოვების ბრძანება - ცხადდება ხმით(კაპიტნის მიერ) და ერთვის საერთო
განგაშის სიგნალი.
22. რა არის სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების დანიშნულება ?
სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების დანიშნულება არის;

1. ხანძრის დეტექტორების მდგომარეობის ინფორმაციის შეკრება:


2. დამუშავებული ინფორმაციის გადაცემა მთავრ კონტროლერზე :
3. ხანძრის ადგილობრივი და გემის საერთო სიგნალების გააქტიურება, ხანძრის
ადგილის ინდიკაცია:
4. სისტემის ელ.სადენების წრედის გამართულობის კონტროლი:
5. ხანძრის ჩაქრობის საშუალებების ჩართვა (წყლის მიწოდება, ნახშირჟანგის,
ორთქლის, ვენტილაციის გათიშვის, კარების დაკეტვის და ა. შ)

23. რომელი ტიპის სახანძრო დეტექტორები გამოიყენება გემებზე და რომელ ფიზიკურ


პარამეტრზე რეაგირებენ ისინი?
სახანძრო დეტექტორები (სენსორები)იყოფიან შემდეგ ჯგუფებად იმისდა მიხედვით
თუ რომელ ფიზიკურ პარამეტრზე რეაგირებენ:

1. თბური (HEAT DETECTOR)--რომელიც აქტიურდება ტემპერატურის


მოცემულ მნიშვნელობაზე მიღწევისას. SOLAS-ის მოთხოვნით ეს არის

დიაპაზონი 54℃ −78 .

2. კვამლის (SMOKE) --რეაგირებს მათში კვამლის გავლის შემთხვევაში.

3. ალის (FLAME)---რეაგირებს ცეცხლის ალის მიერ გამოწვეული გამოსხივების


ულტრაიისფერ ან ინფრაწითელ სპექტრში.

4. კომბინირებული---შეიცავს ზემოთხსენებული სენსორების ორ ან სამ ტიპს.


5. ხელის შემტყობინებელი (MANUAL CALL POINT) -აქტიურდება ხელის
დაჭერით.

ზოგიერთ სათავსოში მათი სპეციფიკიდან გამომდინარე ( სპეციფიური აირების


გამოყოფა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კვამლის ეტექტორის ცრუ სიგნალი) ,
გამოიყენება თბური დეტექტორები : საღებავების საწყობში, აკუმულატორთა
ოთახში , სამზარეულოში და ა.შ.
24. რომელ ჯგუფებად იყოფა ელექტრო ძრავები მუშაობის რეჟიმის მიხედვით ?

შეგვიძლია დავყოთ ელექტრო ძრავები მუშაობის რეჟიმის მიხედვით ორ ჯგუფად:

1. პირველ ჯგუფში შევა ელექტრო ძრავები რომლებიც მუშაობს: ხანმოკლე,


განმეორებითი-ხანმოკლე ან შენაცვლებით რეჟიმებში. მოითხოვს ხშირ, სწრაფ და
დისტანციურ ამუშავება-დამუხრუჭება-რევერსირებას. ასევე ბრუნვთა რიცხვის ფართე
დიაპაზონში მდორე რეგულირებას. ასეთი სახის ელ. ძრავებისათვის საჭიროა
სპეციალური მარეგულირებელი აპარატურა და განსაკუთრებული მართვის სისტემები.

2. მეორე ჯგუფში შევა ელ. ძრავები რომლებიც მუშაობს ხანგრძლივ რეჟიმში თითქმის
უცვლელი დატვირთვით. ეს არარევერსირებადი ძრავებია და არ მოითხოვენ ბრუნვთა
რიცხვის რეგულირებას. მათი მართვის სქემა შედარებით მარტივია.

25. რა არის მაღალი ძაბვა და რით განსხვავდება დაბალი ძაბვისგან?

მაღალ ძაბვად მიიჩნევა ელექტრული პოტენციალი , რომელსაც შეუძლია სერიოზული ზიანი


მიაყენოს როგორც ადამიანს , ასევე ტექნიკას. მას განასხვავებენ დაბალი ძაბვისგან ორი
მთავარი ნიშნით , ესენია : ჰაერში განმუხტვის ნაპერწკლის გამოწვევის შესაძლებლობა და
უკონტაქტოდ ელ.დარტყმის(გადაცემის) საშიშროება.

26. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მაღალ ძაბვაზე მომუშავე ელექტრო


მანქანები?
მაღალძაბვაზე მომუშავე ელმანქნები უნდა აკმაყოფილებდნენ განსაკუთრებულ მოთხოვნებს,
როგორიცაა მაღალი კლასის იზოლაცია , დაბალი ძაბვის მომხმარებლებისგან იზოლირებულად
განთავსება , სპეციალური მაფრთხილებელი ბანერები მაღალი რისკის ზონის შესახებ და ა.შ.

27. მაღალ ძაბვაზე მუშაობის დაწყებისას უსაფრთხოების წესები გამოისახება აბრევიატურით


DIE.
როგორ იშიფრება ის?

მაღალი ძაბვის სისტემაში მუშაობის დაწყებამდე აუცილებელი პროცედურები მოკლედ შეძლება


გამოისახოს აბრევიატურით DIE

D - disconnect - გათიშე

I – isolate დააიზოლირე
E - earth - დაამიწე

28. როგორი კონსტრუქციებით ხდება ელექტრული ძრავების გაგრილება?


გაგრილების სისტემის მიხედვით განასხვავებენ: ბუნებრივი გაგრილებით
(ვენტილაციის გარეშე), თვით ვენტილაციით, უფრო ფართოდ გამოიყენება შიგა და
გარე სივრცის თვით ვენტილირებადი ძრავები. შიგა სივრცის თვით ვენტილირებად
ძრავებზე ვენტილიატორი (fan) მოთავსებულია ლილვზე და საპირისპირო მხარეს
არსებული ფანჯრიდან შეიწოვს ჰაერს.

დახურული ტიპის ელ. ძრავებში ჰაერის ცირკულაცია ხდება ძრავის შიგნით, რაც ვერ
უზრუნველყჰოფს საკმარის გაგრილებას. ამიტომ ასეთ ელ. ძრაბენის ლილვზე გარედან
მოთავსებულია ვენტილატორი რომელიც აგრილებს კორპუსს

29. რა ტიპის დნობადი მცველები გვხვდება, რა არის მისი დანიშნულება და როგორია


მათი კონსტრუქცია ?

დნობადი მცველები (fuse) წარმოადგენს ელექტრულ მოწყობილობას , რომელიც


დანიშნულებაა მოცემულ მნიშვნელობაზე მეტი დენის გავლისას გაწყვიტოს წრედი,
ძირითად გამოიყენება მოკლედ შერთვისგან წრედის დასაცავად. დნბადი მცველის
მთავრი ელემენტია მეტალური დნობადი ძაფი ან ფირფიტა , რომელიც დნება მაღალი
დენის ზემოქმედებით. მას ამზადებენ ძირითადად ტყვიისგან , ასევე სხვადასხვა
მეტალების

შენადნობებისგან.ზოგიერთი მცველის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად -


კარტრიჯის და ან დნობადი ელემენტის შეცვლით.

მაღალ დენზე რეაგირების მიხედვით განასხვავებენ ნორმალურ , სწრაფმოქმედ და


ინერტულ მცველებს.

30. რა დასაშვები ნორმებია გემებზე იზოლაციის წინაღობისათვის და როგორ ხდება


მისი
კონტროლი?

ენერგეტიკული სისტემის ერთერთი მნიშვნელოვანი დაცვა არის ელ სისტემის


დამიწების(insulation resistance) კონტროლი. ამისათვის გამოიყენება Insulation
Resistance Monitor .როცა გემის იზოლაციის წინაღობა დაეცემა დასაშვებზე დაბლა
~ეს მოწყობილობა იძლევა განგაშის სიგნალს.
ფაზური იზოლაციის კონტროლისთვის აგრეთვე გამოიყენება 3 ფაზაში ჩალკცალკე
ჩართული ნათურიანი დაფა.
ტესტის ღილაკის დაჭერის დროს მკრთალად ანათებს იმ ფაზის ნათურა- სადაც გვაქვს
დაბალი იზოლაციის
წინაღობა. კარგი იზოლაციის დროს სამივე ნათურა ერთნაირად კაშკაშებს.

1000 ვოლტზე დაბალი ძაბვის ქსელისათვის მინიმალურ დასაშვებ წინაღობად


მიღებულია 1 მეგა ომი.

თუმცა დროული რეაგირებისათვის დაბალი იზოლაციის სიგნალს ვაყენებთ გაცილებით


მაღალ

წინაღობაზე (2,5 მეგა ომი).

5 ქულიანი
1. აღწერე გენერატორული აგრეგატების პარალელური მუშაობის უპირატესობები

-უზრუნველყოფილია თითოეული გენერატორული აგრეგატის მუშაობა მ.ქ კოეფიციენტის უმაღლესი მნი


- მიიღწევა ენერგეტიკული სიტემის დიდი საიმედოობა, რადგანაც სიმძლავრის რამდენიმე გენერატორულ
- შესაძლებელია დატვირთვის გადატანა ერთი გენერატორიდან მეორეზე მომხმარებელთა კვების შეწყვეტ
- მცირდება გემის ქსელის ძაბვისა და სიხშირის მერყეობა ელექტროენერგიის მომხმარებელთა დატვირთვ
- უზრუნველყოფილია გენერატორების შეცვლის შესაძლებლობა დათვალიერებისა და შეკეთების მიზნით
- მ.მ დაფის სქემები მარტივდება;

2. აღწერე გენერატორული აგრეგატების პარალელური მუშაობის ნაკლოვანებებია

- მოკლე შერთვის დენების მნიშვნელოვანი გაზრდა და შესაბამისად მოთხოვნების გაზრდა მ.მ დაფაზე

- გენერატორებს შორის ტვირთის გადანაწილებისა და მათი მუშაობის მდგრადობის უზრუნველყოფა,

ამრიგად, გენერატორების პარალელური მუშაობის დროს შესაძლებელია მათი გაცილებით ეფექტურ


დატვირთვის სტაბილური განაწილება გენერატორების ნომინალური სიმძლავრის შესაბამისად. ეს ძირი
მეორენი - რეაქტიული სიმძლავრისა.

გენერატორებს შორის ტვირთის განაწილების სტაბილურობის დარღვევა შეიმჩნევა ავტომატური რეგუ


გენერატორების სხვადასხვა ტიპის ამძრავების დროს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გენერატორების მ
დიზელ-გენერატორთან ან ტურბოგენერატორთან, რადგან ლილვა-გენერატორის ამძრავი ძრავას (მთავ
გათვალისწინებულია გენერატორების პარალელური და ცალკეული მუშაობის შესაძლებლობა. ამისათვი
გენერატორების ჩართვისას აუცილებელია მისაერთებელი გენერატორის ძაბვა და სიხშირე გაუთანაბრდეს
პროცესს ეწოდება გენერატორების სიქრონიზაცია.
პარალელურ მუშაობაში ცვლადი დენის გენერატორების ჩართვა შეიძლება განხორციელდეს სამი ხ
3. როდის გამოიყენება და როგორ მუშაობს თანმიმდევრული-დაყოვნებით გაშვების სისტემა?

სტარტზე მდგომი(Standby) გენერატორი , მისი მტყუნების შემთხვევაში გაეშვება ავარიული დიზელგ

გაუდენურების მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ თავიდან გაეშვება დიზელძრავი და იწყება გენერატორის


არის ავტომატიზირებული და მდგომარეობს მნიშვნელოვანი მომხმარებლების თანმიმდევრობით-დაყოვ
აღდგენისას. როგორც ცნობილია ასინქრონული ძრავის სტარტის(გაშვების) დროს მოითხოვება ნომინალზ

4. აღწერეთ სამფაზიანი ასინქრონული ძრავში ერთ-ერთი მკვებავი ფაზის გაწყვეტის შედეგად

განვითარებული მოვლენები.

samfaziani asinqronuli Zravas erT-erTi mkvebi fazis gawyvetis dros Zrava agrZelebs muSaobas or fazaze mcired Secv
reJimSi Zrava muSaobda 70-100% datvirTviT, maSin fazis gawyvetis Sedegad orfazian reJimSi misi datvirTva nominaluri

5. დაახასიათეთ გემის ეეს-ში გამოყენებული ელექტრული გარდამქმნელები

6.ჰაერის კომპრესორები. დანიშნულება, სამუშაო პროცესები და კონსტრუქციები.

Hhaeriskompresorebi emsaxureba SekumSuli haeris miRebas, romelic gemebze gamoiyeneba


mTavari da damxmare Zravebis gaSvebisa da reversisaTvis, avtomaturi regulirebisa da marTvis
sistemis kvebisaTvis da aseve gemis saerTo momxmareblebis uzrunvelyofisaTvis. Aam
ukanasknels miekuTvneba sxvadasxvagvari pnevmaturi instrumentebi. Haeris ZiriTadi xarji midis
dizelebis gaSvebasa da reversirebaze.

dguSiani kompresoris muSa cikli Sedgeba samuSao cilindrSi haeris Sewovis procesisagan,
SekumSva rac SeiZleba maRal wnevaze da misi gamodevna cilindridan.. dguSi (2) asrulebs
winsvliT-ukusvliT moZraobas cilindrSi. dguSi (1) haeris Sewova da dawnexva xdeba TviTmoqmedi
Semwovi (3) da damwnexi (4). sarqvelebis meSveobiT.

7.რომელ ჯგუფებადაა დაყოფილი ელ.ძრავები განთავსების ადგილის და გარემო


პირობების მიხედვით?
8. რა ექსპლუატაციის პირობებზეა გათვლილი გემის ელექტრო მოწყობილობები?

1. ტემპერატურული რეჟიმი: სამანქანე განყოფილებაში 0-დან 450C-მდე, გემბანზე

-30-დან 450-მდე. საცხოვრებელ სათავსოებში -10-დან 400C-მდე.

2. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა გემბანზე 70-დან 100%-მდე, სამანქანე


განყოფილებაში 40-დან 95%-მდე.

3. გემის ხანგრძლივი გადახრა, რწევა, სხვადასხვა მექანიზმების მუშაობისას შექმნილი


ვიბრაცია.

4. სამანქანე განყოფილებაში ნავთობის / ზეთის ნისლი (20მგ 1მ3 ჰაერში) და მარილების


(5მგ 1მ3 ჰაერში) მაღალი შემცველობა.

5. ღია გემბანის ელ. ძრავები ხშირად იფარება ზღვის ტალღებით ხოლო არქტიკულ
წყლებში ცურვისას იყინება.

9. ღუზა-გემსაბმელი ჯალამბარები. დანიშნულება , გავრცელებული სახეები,


კონსტრუქციული ნიშან-თვისებები.

ღუზა-გემსაბმელი ჯალამბარის მოქმედებაში მოყვანა შესაძლოა იქნას ორთქლის,


ელექტრო ან ელექტრო-ჰიდრავლიკური ამძრავებით.

ორთქლის ამძრავები ითვლება მოძველებულ ტექნოლოგიად. თანამედროვე გემებზე


გავრცელებულია ელექტრული და ელექტრო-ჰიდრავლიკური ამძრავები. ელექტრო
ამძრავები ძირითადად გვხვდება მშრალი ტვირთვის გადამზიდ გემებზე, ხოლო
ელექტრო-ჰიდრავლიკური ამძრავები ფართედ გავრცელებულია ყველა ტიპის გემებზე.
მათ უპირატესობას ანიჭებენ სიჩქარის მდორე რეგულირების და დიდი დატვირთვების
დროს სტაბილური მუშაობის გამო.

ღუზა-გემსაბმელი ჯალამბარის ელექტრო-ძრავი საპასუხისმგებლო მოწყობილობაა. ის


გარკვეულწილად განსაზღვრავს გემის უსაფრთხო ექსპლოატაციას. ის უნდა იყოს
საიმედო და მოქნილი, უზრუნველყოფდეს მანევრირებისა და მართვის სიმარტივეს.
მექანიზმმა უნდა უზრუნველყოს ხანმოკლე (30წთ) უწყვეტი მუშაობა, სწრაფი
დამუხრუჭება და ამ მდგომარეობაში ხანგრძლივად გაჩერება.

10. სამანქანე ელექტრული ტელეგრაფი. დანიშნულება , მუშაობის პრინციპი


,კონსტრუქციული ნიშან-თვისებები.
სამანქანე ტელეგრაფი ეწოდება მოწყობილობას, რომლის დანიშნულებაა
ბრძანებების გადაცემა ხიდურიდან სამანქანო განყოფილებაში - გემის მთავარი
ძრავას(Main Engine) მუშაობის რეჟიმის შესაცვლელად.

სამანქანე ტელეგრაფის ბრძანების გამცემი მოწყობილობა განთავსებულია კაპიტნის


ხიდურზე . ბრძანების მიმღება-დადასტურების ხელსაწყოები კი განთავსებულია
სამანქანო განყოფილებაში , ცენტრალურ სამართავ პულტზე(Engine Control Room) და
მთავარი ძრავის ადგილობრივ (ავარიული) მართვის პულტზე.

ბრძანების (Order) გადამცემ-მიმღებ მოწყობილობაში ჩაყენებულია გადაცემული


და შესრულებული ბრძანების ინდიკატორი, რომელზეც ასახავს მთავარი ძრავას
მუშაობის რეჟიმს მოცემულ მომენტში.

გემის ტელეგრაფის ძირითადი ელემენტია ინდუქციური ხელსაწყო სინქრონული


კავშირით--სელსინი, რომლების იკვებება ცვლადი დენით. ისინი რეაგირებენ
ბრძანების შეუსრულებლობაზე და იწვევენ სიგნალიზაციის გააქტიურებას.
ბრძანების შესრულების შემდეგ განგაშის სიგნალი წყდება.

11. გემის საკომუნკაციო სისტემები,ავტრომატური სატელეფონო კავშირის,ხმის


ენერგიაზე მომუშავე და რადიოტელეფონების , საზოგადოებრივი მაუწყებელი და
უკუკავშირის მუშაობის პრინციპის აღწერა.

12. რა პრინციპით მუშაობს ადგილობრივი (მოცულობითი) და სტაციონარული


სახანძრო სისტემები?
ადგილობრივ (მოცულობითი) სახანძრო სისტემებში გამოიყენება კომბინირებული
დეტექტორი (შედგება თბური/სხივური და კვამლის დეტექტორებიდან) . ერთი
მათგანის გააქტიურებისას გამოდის მხოლოდ განგაშის სიგნალი. ორივეს
გააქტიურდების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება სახანძრო სისტემა ანუ ირთვება
სახანძრო ტუმბო, იხსნება ხანძარის უბანი და არჩეული მაგისტრალით მიეწოდება
მაღალი წნევით მტკნარი წყალი, რომელიც იფრქვევა ხანძრის კერაზე.

ხანძართან ბრძოლის სტაციონარული საშუალებებია ქაფით(Foam) და


ნახშირორჟანგით (CO2) ცეცხლის ქრობის სისტემები.
ნახშირორჟანგით ცეცხლის ქრობის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება
ექცევა ეკიპაჟის უსაფრთხოებას . ამ მხუთავის გაზის გაშვების წინ ავტომატურად
აქტიურდება განსხვავებული ტონალობის განგაშის საყვირი , რაც იმის მაუწყებელია
რომ ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საშიში ზონა და გავიდეს უსაფრთხო
ადგილას.

ფეთქებასაშიშ უბნებზე გამოიყენება შეკუმშული ჰაერზე მომუშავე საყვირი.


თვითონ საყვირი განთავსებულია სახიფათო ზონაში. მილზე, რომლითაც მას
მიეწოდება შეკუმშული ჰაერი, უსაფრთხო ზონაში დამონტაჟებულია
ელექტრომაგნიტური სარქველი და ის აქტიურდება მასზე ძაბვის მოდებისას.

13. ჰაერის შემადგენლობის კონტროლის სისტემა(Gas sampling system).


დანიშნულება, მუშაობის პრინციპი, კონსტრუქციული თავისებურებები.

ჰაერის შემადგენლობის კონტროლის სისტემა(Gas sampling system)

Gas sampling system - განკუთვნილია ფეთქებასაშიში და ტოქსიკური აირების


სინჯების აღების და ანალიზისთვის გემის იმ უბნებიდან, სადაც არის საფრთხე ასეთი
გაზების დაგროვების .ესენია ნავთობრეზერვუარების მომიჯნავე განყოფილებები :
საბალასტო ტანკები, სატუმბო განყოფილება, კოფერდამემები და სხვა.

აირის სინჯების აღება ხორციელდება ჰაერის ტუმბოთი ,მონაცვლეობით სხვადასხვა


უბნებზე და ხდება მისი ანალიზი სპეციალური სენსორებით.დასაშვები ზღვრული
კონცენტრაციის გადაჭარბების შემთხვევაში მთავარი კონტროლერი გამოსცემს
განგაშის სიგნალს როგორც საშიში გაზების უბანზე , ასევე კაპიტნის ხიდურაზე ,
სამანქანე განყოფილებაში და საზ.თავშეყრის ადგილებზე. დამატებით სენსორები
შესაძლებელია განთავსებული იყოს ზედნაშენშის კორიდორებში და საყოფაცხოვრებო
კონდენცირების სისტემაში.

14. სამანქანე განყოფილების სიგნალიზაციის სახეები , მათი დახასიათება , მუშაობის


პრინციპი, კონსტრუქციული თავისებურებები.

ნავიგაციური ლაგი ( Speed LOG) - გამოიყენება გემის სიჩქარისა და განვლილი


მანძილის განსაზღვრისათვის.მისი ძირითადი ხელსაწყო დამონტაჟებული გემის
ფსკერზე, ხოლო სანავიგაციო ხიდურაზე დამონტაჟებულია მიმღები ინდიკატორი.

საზღვაო ლაგები მუშაობის პრინციპის მიხედვით გვხვდება:


ა)ბრუნვადი ლაგი(ბრუნვის პრინციპი), როცა ფრთაზე მოხვედრილი წყალი
ბრუნთა რიცხვს გადასცემს გამომთვლელ მოწყობილობაზე და გვაძლევს
ინფორმაციას დისპლეიზე.

ბ) ელექტრომაგნიტური(ინდუქციური)ლაგი, როდესაც ელექტრო გამტარი (ზღვის


წყალი) გადის ელექტრომაგნიტურ ველში, იქმნება ძაბვა და ეს ძაბვა იზრდება
გამტარის სიჩქარის მატებასთან ერთად. ძაბვების მნიშვნელობა კონვერტირდება
ელექტრულ სიგნალად და მიეწოდება ინდიკატორს სიჩქარის საჩვენებლად.

გ)დოპლერ ჰიდროაკუსტიკური ლაგის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ე.წ.


დოპლერის ეფექტს. ანუ მოძრავი ობიექტიდან გამოსხივებულ სიგნალს უძრავი
დამკვირვებელი იღებს სიხშირის წანაცვლებით. სიხშირის წანაცვლების ხარისხი
მოძრავი ობიექტის სიჩქარის პროპორციულია. დოპლერ ლაგისათვის გემის
ფსკერზე (წინა და უკანა ნაწილებში) თავსდება ორი ზებგერითი ანტენა .

ლაგი ზუსტად ვერ განსაზღვრავს განვლილ მანძილს, ზღვაში მასზე მოქმედი


ზედაპირული, სიღრმული დინებების და ქარის ზეგავლენის გამო.

15. მაგნიტური და გირო კომპასის შედარებითი დახასიათება, უპირატესობა და


ნაკლოვანებები
16. ნავიგაციური ლაგი. დანიშნულება, აღწერა, კონსტრუქციული თავისებურებები.

17. ექოლოტი. დანიშნულება, აღწერა, კონსტრუქციული თავისებურებები.

ექოლოტი(echo sounder) - სიღრმის საზომი ხელსაწყო , ნაოსნობაში


გამოიყენება უძველესი დროიდან. ძველად
გამოყენებაშიიყოხელისლოტი,რასაც წარმოადგენდა
მარკირებულითოკიდამასზეჩამოკიდებულისიმძიმე.მიუხედავადიმისარომ,
თანამედროვეფლოშიყველაგემიაღჭურვილიაელექტრონული ლოტებით,
ხელის ლოტის ქონება აუცილებელია სარეგისტრომოთხოვნებით. ის უნდა
ინახებოდეს მშრალ ადგილას, მარკირებულ და სუფთამდგომარეობაში.
დღეისათვის ძირითადად გამოიყენება 50–100 მეტრიან ხელისლოტებს.
თანამედროვე გემები აღჭურვილია ელექტრონული ექოლოტებით. ისინი
სტაციონარულად დაყენებულია გემის წინა და უკანა ნაწილში. ექოლოტი
უშვებს ბგერით სიგნალს ,რომელიც აირეკლება ზღვის ფსკერზე და ბრუნდება
უკან იმავე დანადგარში,საიდანაც გაეშვა. ტალღის სიჩქარე წყალში ცნობილია
და არის დაახლოებით 1,5 კმ 1 წმ-ში. აპარატის მიერ ხდება სიგნალის
გაგზავნიდან მის უკან მიღებამდე დროის დაფიქსირება. ამ დროის ნახევარის
გადამრავლება 1,5 კმ -ზე და შესაბამისი მანძილის გამოთვლა. ეს მანძილი
(ზღვის სიღრმე) აისახება ეკრანზე ციფრული და გრაფიკული სახით.
ექოლოტის საშუალებით შეგვიძლია მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ გემის
კორპუსს ქვეშა წყლის სიღრმეები.

გემის მართვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონვენციური


მოთხოვნილების თანახმად ყველა წყალმეჩხერ ადგილებში, (პორტებში
შესვლა-გამოსვლის დროს, ფორვატერებში მოძრაობისას,საშიში სიღმეების
გავლის დროს) მორიგე შტურმანი ვალდებულია დროულად ჩართოს
ექოლოტი თავისი ჩამწერი მოწყობილობით.

18. VHF რადიო მოწყობილობა. დანიშნულება, აღწერა, კონსტრუქციული


თავისებურებები.

საზღვაო VHF რადიო არის გემის რადიოკომუნიკაციის ორმხრივი


გადაცემისა და მიღების სისტემა გემიდან გემზე, გემიდან ნაპირზე და
გარკვეულ შემთხვევებში გემიდან საჰაერო ხომალდებთან ორმხრივი
კავშირისათვის. აგრეთვე საზღვაო ნავიგაციისა და მოძრაობის
კონტროლისთვის, სამაშველო სამსახურის გამოძახებისა და
ნავსადგურებთან კომუნიკაციისთვის.

ის იყენებს FM ფიქსირებულ საერთაშორისო არხებს, შესაბამისი ძალიან მაღალ (very


high frequency) 156-დან 174 მჰც-მდე სიხშირეებით. მე-16 არხი (156,8 მჰც) მიღებულია
უბედურების მაუწყებელ სიხშირედ და მისი დაკავება ნებადართულია
დახმარების(შველის) სათხოვნად და ასევე ხანმოკლე კომუნიკაციებისთვის.
გადამცემის სიმძლავრე შემოიფარგლება 25 ვატით, რაც მათ აძლევს 100 კილომეტრის
დიაპაზონში კავშირის საშუალებას. როგორც წესი მისი ელექტრული კვება ხდება
როგორც მთავარი ისე ავარიული ხაზით- აკუმულიატორული ბატარეებიდან.

19. ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა (AIS). დანიშნულება, აღწერა,


კონსტრუქციული თავისებურებები.

ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა (AIS) არის ავტომატური თვალთვალის


სისტემა, რომელიც გადასცემს და იღებს რადიო სიგნალებს და გამოიყენება გემების
მოძრაობის მონიტორინგისათვის.

თუ ეს სისტემა იყენებს თანამგზავრულ არხებსაც მაშინ მას უწოდებენ Satellite-AIS (S-


AIS).

AIS -იდან მიწოდებული ინფორმაცია, როგორიცაა იდენტიფიკაცია, პოზიცია, კურსი


და სიჩქარე ავსებს რადარის მონაცემებს და აუმჯობესებს საზღვაო ტრანსპორტის
უსაფრთო ნავიგაციას .

AIS აერთიანებს სტანდარტიზებულ VHF გადამცემს გლობალური პოზიციონირების


სისტემასთან და სხვა ელექტრონულ სანავიგაციო სენსორებთან, როგორიცაა
გიროკომპასი ან შემობრუნების სიჩქარის მაჩვენებელი(Rate Of Turn ). გემებს,
რომლებიც აღჭურვილია AIS გადამცემებით, შეიძლება თვალყური ადევნოთ AIS
საბაზო სადგურებიდან, რომლებიც განლაგებულია სანაპირო ხაზების გასწვრივ, ან იმ
თანამგზავრების მეშვეობით, რომლებიც აღჭურვილია AIS მიმღებებით.

20. VDR რეისის მონაცემთა რეგისტრატორის დანიშნულება, აღწერა,


კონსტრუქციული თავისებურებები.

VDR (Voyage data recorder) რეისის მონაცემთა რეგისტრატორი არის სისტემა ,


რომელიც გემზე არსებული სხვადასხვა სანავიგაციო მოწყობილობებიდან და
სენსორებიდან იღებს ინფორმაცია , აციფრულებს მას , კუმშავს და ინახავს ღია ადგილას
მოთავსებულ ჯავშნიან კონტეინერში. ეს კონტეინერი არის ცეცხლგამძლე , წყლისგან
დაცული,უძლებს წნევას და იმ სხვა ექსტრემალურ პირობებს, რომლებიც შესაძლო
ახლდეს გემზე მომხდარ ინციდენტებს , როგორიცაა ხანძარი, აფეთქება, შეჯახება,
ჩაძირვა და ა.შ.
ამის გარდა ინფორმაცია ავტომატურად ინახება სპეციალურ ჩამწერ მოწყობილობაზე
30 დღის განმავლობაში და შესაძლოა გამოყენებული იქნეს გემმფლობელის ან
საგამოძიებო სამსახურების მიერ ინციდენტის ან ავარიის შემთხვევაში მიზეზების
გამოსაკვლევად.

VDR -ის მონაცემებთან წვდომა აქვს მხოლოდ გემის კაპიტანს. სისტემას აქვს ძირითადი
და ავარიული(ბატარეებიდან) კვება. მოწვეული ტექ პერსონალის ან გემის ეკიპაჟის მიერ
პერიოდულად ხდება გამაგრილებელი ვენტილატორების და ბატარეები მომსახურება/
შცვლა.

21. NAVTEX - სანავიგაციო ტელექსის დანიშნულება, აღწერა, კონსტრუქციული


თავისებურებები.

NAVTEX - სანავიგაციო ტელექსი , არის საერთაშორისო ავტომატური , საშუალო


სიხშირის , პირდაპირი ბეჭდვის მოწყობილობა გემებზე - სანავიგაციო /
მეტეოროლოგიური გაფრთხილებებისა და პროგნოზების, ასევე გადაუდებელი
საზღვაო უსაფრთხოების ინფორმაციის (MSI) მიწოდებისთვის.

ეს ინფორმაცია არის უფასო და გადაიცემა სხვადასხვა ქვეყნების მეტეო და


სანავიგაციო სადგურებიდან. NAVTEX-ის მოქმედების დიაპაზონია ხმელეთიდან
დაახლოებით 200 საზღვაო მილი. ის არის გლობალური საზღვაო კატასტროფის
უსაფრთხოების სისტემის (GMDSS) ერთერთი ძირითადი ელემენტი. SOLAS-ის
კონვენცია თითქმის ყველა კლასის გემებს NAVTEX - ის ქონას.

22. გლობალური საზღვაო უბედურების და უსაფრთხოების სისტემა (GMDSS)-ის


დანიშნულება, აღწერა, კონსტრუქციული თავისებურებები.

გლობალური საზღვაო უბედურების და უსაფრთხოების სისტემა (GMDSS) არის


საერთაშორისო სისტემა უბედურების სიგნალის ავტომატური გაგზავნა - მიღებისათის.
ის შემუშავებულია გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ ,
როგორც SOLAS-ის კონვენციის შმადგენელი ნაწილი .

სისტემა მოიცავს უსაფრთხოების პროცედურების; სათანადო აღჭურვილობის


ტიპებს ; საკომუნიკაციო პროტოკოლების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება
უბედურებაში მყოფი გემებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოებისა და სამაშველო
ოპერაციებისთვის.
GMDSS მოიცავს შემდეგ ფუნქციებს : სიგნალის გაგზავნა ახლო მყოფი გემებისა და
სანაპირო სამსახურებისათვის - გასაჭირში მყოფი გემის პოზიციის მითითებით;
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის კოორდინაცია ; ლოკაციის განსაზღვრა ; საზღვაო
უსაფრთხოების ინფორმაციის გავრცელება ,ზოგადი და გემსა და გემს შორის
კომუნიკაცია.

23. გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS)-ის დანიშნულება, აღწერა,


კონსტრუქციული თავისებურებები.

გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS),არის სატელიტური


რადიონავიგაციის სისტემა, რომელიც არის შეერთებული შტატების მთავრობის
საკუთრება და იმართება ასევე მის მიერ. ეს მისი დანიშნულებაა მიაწოდოს
გეოლოკაციასა და ზუსტი დროის ინფორმაცია GPS მიმღებს დედამიწის ნებისმიერ
წერტილში , სადაც არის ოთხი ან მეტი GPS თანამგზავრის დაუბრკოლებელი ხედვა.
დაბრკოლებებს, როგორიცაა მთები და შენობები, შეუძლიათ შეაფერხონ შედარებით
სუსტი GPS სიგნალები. GPS არ მოითხოვს მომხმარებლისგან რაიმე მონაცემის
გადაცემას და ის მუშაობს სატელეფონო ან ინტერნეტ მიმღებისგან
დამოუკიდებლად, თუმცა ამ ტექნოლოგიებს შეუძლიათ გაზარდოს GPS ლოკაციის
დადგენის სიზუსტე. GPS თავიდან შეიქმნა როგორც სამხედრო პროექტი , ხოლო 1980
წლიდან დაიწყო მისი გამოყენება სამოქალაქო სექტორისათვისაც. GPS სერვისს
აკონტროლებს შეერთებული შტატების მთავრობა და მას შეუძლია შერჩევით უარი
უთხრას ვინმეს სისტემაზე წვდომაზე, ამიტომ რამდენიმე ქვეყანამ შეიმუშავა მსგავსი
ალტერნატიული სანავიგაციო სატელიტური სისტემა, რომელთაც შეუძლიათ მუშაობა
GPS-ისგან როგორც დამოუკიდებლად , ისე ერთად. დღესდღეისობით სისტემა
აერთიანებს 30-ზე მეტ თანამგზავრს , რომლებიც განთავსებულია დედამიწის
ორბიტაზე 20 000 კმ -ის სიმაღლეზე და ისინი ყოველ 12 სთ-ში აკეთებ სრულ ბრუნს
დედამიწის გარშემო.

თავიდან GPS-ის მონაცემთა სიზუსტეს ჰქონდა რამდენიმე მეტრის ცდომილება .


თანამგზავრების მატებასთან ერთად ცდომილება შემცირებულია 30 სმ-მდე. GPS
უზრუნველყოფს კრიტიკული პოზიციონირების შესაძლებლობებით სამხედრო,
სამოქალაქო და კომერციული მომხმარებლებს მთელს მსოფლიოში.

24. მაღალი ძაბვის უპირატესობები და ნაკლოვანებები დაბალ ძაბვასთან შედარებით.


მაღალ ძაბვად მიიჩნევა ელექტრული პოტენციალი , რომელსაც შეუძლია სერიოზული ზიანი
მიაყენოს როგორც ადამიანს , ასევე ტექნიკას. მას განასხვავებენ დაბალი ძაბვისგან ორი
მთავარი ნიშნით , ესენია : ჰაერში განმუხტვის ნაპერწკლის გამოწვევის შესაძლებლობა და
უკონტაქტოდ ელ.დარტყმის(გადაცემის) საშიშროება.

25. ჩამოთვალეთ მაღალ ძაბვასთან მუშაობის დროს დასაცავი უსაფრთხოების წესები.

მაღალ ძაბვასთან მუშაობისას საჭიროა უსაფრთხოების განსაკუთრებული წესების


დაცვა. ესენია:

1. სამუშაო ადგილის ზუსტი იდენტიფიკაცია და მონიშვნა. სათანადოთო სამუშაო სივრცისა და


განათების უზრუნველყოფა. არა-უფლებამოსილი პირებისთვის წვდომის შეზღუდვა.

2. ელექტროკვების გათიშვა ყველა შესაძლო წყაროდან. განმეორებითი ჩართვისაგან ბლოკირება


და მაფრთხილებელი პოსტერების განთავსება. ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილის
შემოწმება ძაბვის არ ქონაზე.

3. ოფიციალური გაფრთხილებების განთავსება პანელებზე და სათავსოებში. დამატებითი


ფიზიკური ბარიერების დაყენება (ბოქლომები , ბლოკირატორები და ა.შ.) იქ , სადაც მოქმედი
დანადგარები დაუცველია.

4. განსაკუთრებული ყურადღება ახლო მყოფ შიშველ სადენებთან დისტანციის დაცვით და


პერსონალური დამცავი საშუალებების გამოყენებით (საიზოლაციო ხელთათმანები, დამცავი
ხალიჩა, იზოლირებული ინსტრუმენტები და ა.შ). მუშაობისას გემის შესაძლო რხევის და
გადახრის გათვალისწინება.

5. ტერმინალების შემოწმება სპეც სასინჯი ხელსაწყოებით, იმაში დასარწმუნებლად რომ ძაბვის


ქვეშ არ იმყოფება მოწობილობა. ამისათვის ჯერ ისინჯება ხელსაწყო სწორ ფუნქციონირებაზე.
შემდეგ უნდა გაისინჯოს მოწყობილობა ძაბვის უქონლობაზე. შემდეგ განმეორებით უნდა
გაისინჯოს ტესტური ხელსაწყო. მხოლოდ ასე დასტურდება ძაბვის არ ქონა.

6. ჩამიწების და მოკლე შერთვის განხორციელება , რაც ათავისუფლებს სისტემას ნარჩენი


მუხტისგან. ამოიყენეთ მხოლოდ ამ მოწყობილობისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.
გამოიყენეთ მხოლოდ ამ მიზნებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები.

7. მაღალი ძაბვის დაფასთან და დანადგარებთან წვდომა უნდა იყოს მკაცრად კონტროლირებადი


რისკის შეფასებით და სათანადო სამუშაო ნებართვით(Risc assessment and permit to work).

მაღალი ძაბვის სისტემაში მუშაობის დაწყებამდე აუცილებელი პროცედურები მოკლედ შეძლება


გამოისახოს აბრევიატურით DIE
D - disconnect - გათიშე

I – isolate დააიზოლირე

E - earth - დაამიწე

You might also like