You are on page 1of 32

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

მოწვეული პედაგოგი შურეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია.

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

კვირა XIII.
თემა XIII.
საკითხი 1. სამაშველო საშუალებები.
საკითხი 2. გემის სისტემები და მათი კლასიფიკაცია.
ძირითადი: ზ.ღომიძე „გემის კონსტრუქცია და მოწყობილობები“ 2010 ბსსა (გვ.24-28)

დამატებითი: შ. კუნჭულია „ საზღვაო საქმე " რიდერი 2010 ბსსა ( გვ. 54-58)

დამატებითი: ტ.ქოქოლაძე -გემის მართვა. ბათუმი 2013. (გვ. 220 -243)

დამატებითი: Д.Я.Бронштейн Устроство и основы теории Судна. Ленинград 1988 (გვ. 129-136)

ლექსიკონები:
1. საზღვაო ლექსიკონი English -პ.ა. ფავოროვი, მოსკოვი 1977;
2. საზღვაო ტენიკური ლექსიკონი-Russian-English /English-Russian, რ. რიჩკოვი,
თბილისი 2010
3. საზღვაო ტერმინოლოგია რუსულ-ქართული/ ქართულ-რუსული.
ვ.ბარათაშვილი. თბილისი 1985
4. морской Русско – Англииский, Maritime Terminology Dictionary
Russian-English. ა. მიხიტარიანი 2002
5. Guide to Maritime English – Zurab Bezanovi. Batumi 2010 წ.
6. ინფორმაციები: ინტერნეტი:Google https://forshipbuilding.com/ship
structure/#bottom ttps://www.myseatime.com/blog/detail/10-simple-terms-to-
understand-ship-construction-better

თემა 1. სამაშველო საშუალებები.


- სამაშველო მოწყობილობა
სამაშველო მოწყობილობის დანიშნულებაა გადაარჩინოს ეკიპაჟი და მგზავრები
იმ შემთხვევაში თუ საჭირო დარჩება გემის დატოვება.

1.სამაშველო საშუალებები მზადდებოდეს საერთაშორისო საკლასიფიკაციო


ორგანოების დაშვებული მასალებისგან;
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

მოწვეული პედაგოგი შურეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია.

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

2.არ ხდებოდეს გამოუყენებელი შენახვისას, როდესაც ჰაერის ტემპერატურა


იქნება -30-დან +65C-მდე. რჩებოდეს გამოსაყენებელი ექსპლოატაციისათვის -15-
დან +40 C-მდე ჰაერის ტემპერატურის დროს.

3.იყოს მუშა მდგომარეობაში -1დან 30 C-მდე წყლის ტემპერატურის დროს, თუ


გამოიყენება ზღვის წყალში ჩასასვლელად.

4.იყოს მდგრადი ლპობის, ჟანგვის მიმართ და გაუძლოს ზღვის წყლის, ნავთობის


ან სოკოს დიდ ზემოქმედებას;

5.იყოს გამძლე მზის სხივების დიდი ხნის მოქმედებისას და არ დაკარგოს


თვისებები.

6.იყოს სტაფილოს ან მოწითალო-სტაფილოს ფერის ან შესაბამის მკაფიო ფერის


ყველა ნაწილში, რაც ხელს შეუწყობს ზღვაში აღმოჩენას.

გემები აღჭურვილია ინდივიდუალური და კოლექტიური სამაშველო


საშუალებებით.

ინდივიდუალური სამაშველო საშუალებები.

სამაშველო წრე გამოიყენება წყალში გადავარდნილი ადამიანის


გადასარჩენად. სამაშველო წრე მზადდება მცურავი მასალისგან, მათ აქვთ
ირგვლივ მოყოლებული სამაშველო ლეერი, ისინი განლაგებულია ცრუ ბორტზე,
ლეერზე, გემბანის ჯიხურის ორივე ბორტზე. სამაშველო წრეები არის:
სამაშველო თოკით, რომელიც არ ქმნის პეტლს, დიამეტრი არაა ნაკლები 8მმ-ისა,
5 კნ გაგლეჯის მაქსიმალური სიმტკიცით; თვით მნათობი ნათურებით, რომელიც
არ უნდა ჩააქროს წყალმა, თეთრი ფერის, ქონდეს ელექტროენერგიის წყარო 2სთ-
ის განმავლობაში; ავტომატურად მოქმედი ფუტის მაშხალები, რომლებიც
თანაბრად უნდა უშვებდეს ფუტს კარგად ხილავს 15წთ-ის განმავლობაში, არ
უნდა იწვოდეს ფეთქებით, ალის გამორტყოცნით, მოქმედების მთელი დროის
განმავლობაში, ტალღებში წყლით არ ივსებოდეს, აგრძელებდეს ფუტის
წარმოქმნას წყალში ჩაძირვის შემთხვევაში 10წმ-ის განმავლობაში, უნდა
აღჭურვილი სწრაფადმოქმედი გამხსნელი მოწყობილობით.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

მოწვეული პედაგოგი შურეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია.

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

ნახ. 12. სამაშველო წრე თვითაალებადი ნათურით

ნახ. 12ა. სამაშველო წრე თვითაალებადი ცეცხლით, მოქდებაში

SETTING LIFEBUOY ON THE NAVIGATING BRIDGE


სამაშველო წრის განლაგება სანავიგაციო ხიდურზე.
1.სამაშველო წრე Lifebuoy
2.საჩერის Stopper
Buoyant
მოწყობილობა
becketed
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

მოწვეული პედაგოგი შურეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია.

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

3.მცურავი lifeline
სამაშველო Lifebuoy
box
თოკი,
Buoyant
4.ყუთი lifeline
სამაშველო წრის
5.მცურავი Navigati
ng
სამაშველო
bridge
თოკი
6.სანავიგაციო
ხიდური
თოკი line
7. თვითმნათობადი მნათობი Self- ligniting light
მნათობი და საკვამლე ბუი Light-and-smoke buoy

9. დამჭერი Bracket
Resque light
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

მოწვეული პედაგოგი შურეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია.

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

10.საძებნო ფონარი Self-igniting light


თვითალებადი ნათურა Orange smoke
11.ყვითელი კვამლი

სამაშველო ჟილეტი არის ორი ტიპის-მკვრივი და გასაბერი. სამაშველო ჟილეტები


განკუთვნილია ყველა ეკიპაჟის წევრისათვის და დამატებით განაწესში მყოფი
მეზღვაურებისთვის. სამაშველო ჟილეტი უნდა იყოს სამი ზომის:
ახალშობილისთვის, საბავშვო, უფროსებისათტვის. სამაშველო ჟილეტი
აღჭურვილი უნდა იყოს გასახსნელი მცურავი თოკით ან სხვა საშუალებით,
რომელიც აძლევს საშუალებას მივამაგროთ სამაშველო ჟილეტს წყალში მყოფ
სხვა ადამიანზე, სამაშველო ჟილეტი აღჭურვილი უნდა იყოს საშუალებით,
რომლითაც მაშველი აიყვანს ადამიანს სამაშველო კანჯოში, ტივში ან მორიგე
კანჯოში. აგრეთვე სამაშველო ჟილეტი აღჭურვილი უნდა იყოს ნათურებით,
რომელთა დენის ძალა უნდა იყოს არა ნკლები 0,75კჯ. ზედა ნახევარსფეროს
ყველა მიმართულებით, ენერგიის წყარო უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია
უზრუნველყოს დენის ძალა 0,75კჯ. 8სთ-ის განმავლობაში, იყოს თეთრი ფერის.

გიდროკოსტუმები

გიდროკოსტუმები მზადდება წყალგაუმტარი ქსოვილიდან, მისი ჩაცმა


შესაძლებელი იყოს სხვისი დახმარების გარესე 2 წუთის განმავლობაში
სამაშველო ჟილეტთან ერთად. გიდროკოსტუმი საჭიროებისამერ ხელს არ
უწყობდეს წვას ან არ დნებოდეს ცეცხლში მთლიანდ გახვევისას 2წ.
განმავლობაში, დაფაროს მთელი ტანი სახის გარდა, 4,5მ სიმაღლიდან
გადმოხტომის შემდეგ გიდროკოსტუმში არ უნდა აღწევდეს დიდი რაოდენობით
წყალი, გიდროკოსტუმი თვითონ ან სამაშველო ჟილეტთან ერთად თუ ეს
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

მოწვეული პედაგოგი შურეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია.

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

საჭიროა უნდა ქონდ.ს საკმარისი ცურვის უნარიანობა და მდგრადობა მტკნარ


წყალში როდესაც არაა ღელვა. აგრეთვე გიდროკოსტუმს უნდა ქონდეს
ცურვადობა, რომელიც არ უნდა მცირდებოდეს 5% წყალში ჩასვლის შემდეგ 24
საათის განმავლობაში.

დამცავი კოსტუმი

დამცავი კოსტუმი მზადდება წყალგაუმტარი ქსოვილიდან ისე რომ


უზრუნველყოს თავისი ცურვადობა არა ნაკლებ 70ნ. დატვირთვა,გამოყენებული
ქსოვილი უნდა ამცირებდეს გადახურების რისკს, მისი ჩაცმა შესაძლებელი იყოს
სხვისი დახმარების გარესე 2 წუთის განმავლობაში, ხელს არ უწყობდეს წვას ან არ
დნებოდეს ცეცხლში მთლიანდ გეხვევისა 2წ. განმავლობაში, უზრუნველყოს
გვერდითი ხედვის 120 გრადუსიანი სექტორი. ადამიანს დამცავ კოსტუმში უნდა
შეეძლოს: ავიდეს და ჩამოვიდეს ვერტიკალურ ტრაპზე არანაკლებ 5 მ.,
გადმოხტეს 4,5მ სიმაღლიდან კოსტუმის და მასზე დამაგრებული ხელსაწყოების
დაზიანების ან გადანაცვლების გარეშე, გაცუროს არა ნაკლებ 25მ. და ავიდეს
კოლექტიურ სამაშველო საშუალებაში.

სითბო დამცავი საშუალებები

სითბო დამცავი საშუალებები მზადდება წყალგაუმტარი ქსოვილიდან


სითბოგამცემი კოეფიციენტით, სითბო დამცავი კოსტუმი უნდა შეეძლოს
შეასრულოს თავისი ფუნქციებიაერის ტემპერატური -30-დან +20გრადუსამდე.

გიდროკოსტუმები და დამცავი კოსტუმები გათვალისწინებული უნდა იყოს


მორიგე კანჯოს ეკიპაჟის წევრისათვის ან ეკიპაჟისთვის რომლებიც ემსახურებიან
საზღვაო საევაკუაციო სისტემას
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

მოწვეული პედაგოგი შურეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია.

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

კოლექტიური სამაშველო საშუალებები


სამაშველო ტივები
სამაშველო ტივები არის მყარი და გასაბერი, ჩასაშვები და გადასაგდები.

STOWAGE INFLATABLE LIFERAFT


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

მოწვეული პედაგოგი შურეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია.

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

დასაბერი სამაშველო ტივის განლაგება გემზე.

ქვემოთ მოცემული ნომრების მიხედვით;

As per below given numbers:


შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


1. ბანდაჟი Bandage
2. ნაიტოვები Lashings
3. კონტეინერი Container
სამაშველო ტივის კონტეინერი Liferaft container
მყარი კონტეინერი Rigid container
რბილი კონტეინერი Flexibale container
4. გასაბერი სამაშველო ტივი Inflatable liferaft
5. ჩალითი (სარჩული) Velise
სამჭიდროებელი ტომარა Packing bag
6. გასაშვები თოკი Operating line
7. სადგომი Cradle
8. გადასახსნელი ჰიდროსტატიკური
მოწყობილობა Hydrostatic release unit

სამაშველო ტივები უნდა აკმაყოფილებდე შემდეგ პირობებს: სამაშველო ტივი უნდა


გამოიყენებული იქნეს ყველა საზღვაო პირობებში 30 დღეღამის განმავლობაში, ქონდეს
ტენტი, რომელიც დაიცავს შით მჯდომარა ხალხს გარე გარემოსგან, მცურავი სამაშველო
ტივი უნდა უძლებდეს მრავალჯეროვან დახტომას მასზე 4,5 მ-დან გახსნილი ტენტით
თუ უტენტოდ, სამაშველო ტივის კონსტრუქცია და მოწყობილობები უნდა იძლეოდეს
ბუკსირებით საშუალებას 3 კვანძით და არ დაკარგოს მდგრადობა, მინინალური ხალხის
რაოდენობა არის 6 ადამიანი. აღჭურვილი სამაშველო ლეერებით, ტენტის ყველაზე

9
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


მაღალ გარე წერტილში და ტენტის შიგნით გააჩნდეს ნათურა რომელიც იმუშავებს 12
საათის განმავლობაში.

სატვირთო გემებზე არის ერთი ან რამდენიმე მკვრივი ან გასაბერი სამაშველო ტივი


185კგ ნაკლები მასის განლაგებული ისე, რომ შეიძლებოდეს გადატანა ერთიბორტიდან
მეორე ბორტზე ერთი ღია გემბანის დონეზე, საერთო ტევადობის საკმარისი ყველა
ეკიპაჟის წევრისათვის. თუ სამაშველო ტივის მასსა 185კგ-ზე მეტია ან არ არიან
განლაგებული ერთღია გემბანის დონეზე და არ ხერხდება მათი თავისუფალი
გადაადგილება, მაშინ სამაშველო ტივების საერთო ტევადობა ერთ და მეორე ბორტზე
საკმარისი უნდა იყოს ეკიპაჟის ყველა წევრისათვის.
 

ნახ. 12.17. გასაბერი სამაშველო


ტივი / INFLATABLE LIFERAFT.
1 –გასაბერი ფსკერი / Inflatable
floor; 2 – შესასვლელი ფარდა /
Boarding curtain Inflatable arch; 3 –
სასიგნალო ცეცხლი / Rescue signal light;
4 – ორმაგი ტენტი / Double walled
canopy ; 5 –წყალშემკრები / Rain
catchment ; 6 –გაზის ბალონი / Gas
cylinder; 7 – გასაშვები თოკი /
Operating line, Painter; 8 – წყლის
ბალასტის ჯიბე / Buoyancy
chamber ; 9 – სამაშველო ლეერი /
Lifeline ; 10 – შესასვლელი ტრაპი (კიბე) / Boarding ladder ; 11 – მცურავი ღუზა /
Drogue, sea-anchor.

10
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

 
სამაშველო კანჯო
კანჯო არის: სამაშველო, სამუშაო, მორიგე.

სამაშველო კანჯო არის: ღია, ნაწილობრივ დახურული, დახურული, თავისუფალი


ვარდნით. ისინი მზადდება მსუბუქი ლითონებისგან, პლასტმასისგან.

ყველა სამაშველო აქვს ისეთი კონსტრუქცია, ფორმა და მთავარი განზომილებების


ფარდობები, რომ ქონდეს საკმარისი მდგრადობა ღელვაზე და შესაბამისი ბორტის
სიმაღლე, როდესაც არის სრულად კომპლექტირებული ხალხით და მარაგით, შეეძლოს
უსაფრთხო ჩაშვება 10 გრადუსის დიფერენტის და 20 გრადუსის კრენის დროს. ყველა
სამაშველო კანჯოს აქვს მკვრივი კორპუსი, რომ შეძლოს შეინარჩუნოს დადებითი
მდგრადობა წყნარ წყალზე, როდესაც აქვს გამჭოლი დაზიანება კორპუსის წყალქვეშა
ნაწილში, ქონდეს საკუთარი ცურვის უნარიანობა ან იყოს დამზადებული მცურავი
მასალისგან, მდგრადი ზღვის წყალს, ნავთობს ან ნავთობპროდუქტების ზემოქმედებას
საკმარისი რათა შეინარჩუნოს თავი წყლის ზედაპირზე როდესაც დაკომპლექტებულია
ხალხით და მარაგით.

11
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


ნაწილობრივ დახურული სამაშველო კანჯოს აქვს მკვრივი გადახურვა, რომელიც
ფარავს კანჯოს 20% .

დახურულ სამაშველო კანჯოს აქვს მთლიანად დახურული მკვრივი გადახურვით,


რომელსაც აქვს ჩასასვლელი ლუქები და ილუმინატორები, რათა იყოს საკმარისად
განათებული დღის სინათლით, რომელიც იცავს კანჯოში მყოფ ადამიანებს სიცივისგან.
დახურული ლუქებით უმნიშვნელო დაზიანებებით დახურულ კანჯოს შეუძლია
შეინარჩუნოს თავი წყლის ზედაპირზე გადაბრუნებულ მდგომარეობაში სრული
ხალხის შემადგენლობით და მარაგით. დახურულ კანჯოს მდგრადობა უზრუნველყოფს
დაზიანების შედეგად თუ გადაბრუნდა ის ავტომატურად იჭერს ისეთ მდგომარეობას,
რომ მასში მჯდომ ადამიანებს აძლევს საშუალებას დატოვონ სამაშველო კანჯო.

სამაშველო კანჯო არის ცეცხლგამძლე და არის აღჭურვილი ზღვის წყლით გაგრილების


სისტემით, მას შეუძლია ყოფნა მის ირგვლივ ნავთობზე ცეცხლმოკიდებულ ხანძარში 8
წუთის განმავლობაში.

თავისუფალი ვარდნით სამაშველო კანჯო დაპროექტებულია ისე რომ დაიცავას ხალხი


საშისი აჩქარებისგან ჩაშვების დროს დაშვებული სიმაღლიდან წყნარ წყალზე
არასასურველი დიფერენტით 10 გრადუსამდე და 20 გრადუსის სულერთია რომელ
ბორტზე იქნება კრენი, როდესაც არის სრული დატვირთვით აქვს ისეთი სიმტკიცე,
რომელსაც შეუძლია გაუძლის თავისუფალ ვარდნას 1,3 ჯერ მეტი სიმაღლიდან,
რომელიც არის გათვალისწინებული.

ნავკოჭები

12
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


სამაშველო კანჯოს ჩასაშვებად წყალზე და ამოსაღებად იყენებენ იყენებენ ნავკოჭებს.

ნახ 1. ნავკოჭები

ა-ერთსახსარიანი, ბ-ორსახსარიანი, გ-გადასაშვები გრავიტაციული,

დ-გრავიტაციული ჩამოსაგორებელი, ე-გადასაშვები ამძრავით

გრავიტაციული ნავკოჭები.
ნავკოჭებია: а. ერთშარნირიანი б.ორშარნირიანი в.დახრილი г.სრიალა.
1.მოძრავი ბლოკი;2. რქები;3. ნოკური ბლოკი;4. ნავკოჭის ისარი; 5.შლიუპ
ტალის ლოპარი;6.მიმართული ბლოკი; 7. სტანინი;8. საჩერი; 9.გამყვანი
ბლოკი; 10. უმოძრავი შარნირი; 11. მოძრავი შარნირი;12.შეზღუდული
ტელესკოპი; 13.სლიპი;14. წარმართველი.

კოლექტიური სამაშველო საშუალებები

ნახ.11.3. სამაშველო კანჯო წყალზე

13
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


გემის კოლექტიური სამაშველო საშუალება - ეს არის საშუალება, რომელიც შეუძლია
გამოიყენოს ადამიანების ჯგუფმა.

სამაშველო კანჯო - სტიქიური უბედურების დროს, გემის დატოვების დროიდან


უზრუნველყოფს ადამიანების სიცოცხლეს. უშუალოდ ეს დანიშნულებები
განსაზღვრავს, სამაშველო კანჯოების კონსტრუქციასთან და მომარაგებასთან
წარდგენილ მოთხოვნებს.
სამაშველო კანჯოების რაოდენობას განისაზღვრება ცურვის რაიონით, გემის ტიპით და
გემზე ადამიანების რაოდენობით.
 
 

ნახ. 12.2. დახურული ტიპის სამაშველო კანჯო


 

ნახ.12.3. ღია ტიპის სამაშველო კანჯო


 
 

14
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


 

15
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

ნახ.2.15. თავისუფალი ვარდნის კანჯო.


 
 

ნახ. 12.16. მორიგე სამაშველო კანჯო


 
 

16
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

თავი 1. გემის სისტემები და მათი კლასიფიკაცია:

გემის სისტემები ეწოდება მილგაყვანილობის ქსელს, თავისი მექანიზმ-დანადგარებით


და არმატურით, რომელთა დანიშნულებაა თხევადი და აირების გადაადგილება გემზე.
თავისი ფუნქციით იყოფა ზოგადგემური და ენერგეტიკული დანადგარების სისტემად.

იყოფა შემდეგ ჯდუფებად:

-სატრიუმო, რომელშიც შედის ამომშრობი და საბალასტო სისტემები თავისი


მექანიძმებით , არმატურით და მილგაყვანილობით.

-ხანძარსაწინააწმდეგო, რომელშიც შედის წყლით ქრობის, ქაფით ქრობის,


მოცულობითი ანუ აირ-ორთქლური, ორთქლით, ქრობის სისტემები თავისი
დანადგარ მექანიზმებით, მილგაყვანილობით, არმატურით

-ხელოვნური მიკრო კლიმატის, რომელშიც შედის: სავენტილაციო, გათბობის, ჰაერის


კონდიციონირების სისტემები თავისი დანადგარებით და მოწყობილობებით.

-სანიტარული, წყალმომარაგების და ჩამდინარე წყლების სისტემები თავისი


დანადგარწებით და სისტემებით.

- ტანკერების სპეციალური სისტემები: სატვირთო, ჩასაწმენდი, ტვირთის შეთბობის,


ტანკებიას აირსარინი, გემბანის მორწჟვის, ტანკების სარეცხი, ინერტული გაზების და
ტანკების ვენტილაციის თავისი მილგაყვანილობით, არმატურით და ხელსაწყოებით.

17
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

დამატება პრაქტიკულებისათვის

სამაშველო ნავები ჩაშვების პროცედურები.


სამაშველო ნავის ჩასაშვებათ ჩიხოლის მოსნის შემდგომ კეტავენ
ფსკერის სპეციალ
საცობებს, ათავისუფლებენ ნაიტოვებს და დამატებით სტოპორებს.
აგრეთვე ამზადებენ შტორმტრაპებს და შკენტელებს მუსინგებით, ამაგრებენ
საჭეს, გაშლიან ცხვირის და კიჩოს ფალინებს, ხსნიან ლეერებს.
თანამედროვე შლიუპბალკები საშუალებას იძლევა სწრაფად ჩავუშვათ ნავი.
ჩასაშვებად უნდა ავწიოთ ტორმუზის ბერკეტი, რის შემდეგ ნავი თავისი
წონის მოქმედებით სრიალებს რელსებზედ შლიუპბალკასთან ერთად. რომ
არ მოხდეს შემთხვევითი ჩაშვება ნავს გააჩნია დამატებითი სტოპორი გაკის

გრავიტაციული ნავკოჭები ( შლუპბალკები ).


а. ერთშარნირიანი б.ორშარნირიანი в.დახრილი г.სრიალა.
1.მოძრავი ბლოკი;2. რქები;3. ნოკური ბლოკი;4.შლიუპბალკის ისარი;
5.შლიუპ ტალის ლოპარი;6.მიმართული ბლოკი;7. სტანინი;87. სტოპორი;
9.გამყვანი ბლოკი; 10. უმოძრავი შარნირი; 11. მოძრავი
შარნირი;12.შეზღუდული ტელესკოპი;
13.სლიპი;14. წარმართველი.

18
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

კოლექტიური სამაშველო საშუალებები.

კოლექტიური სამაშველო საშუალებები – ეს არის ხალხის ჯგუფისათვის გამოსაყენებელი სამაშველო


საშუალებები. კოლექტიური სამაშველო საშუალებები და მათი ჩასაშვები მექანიზმები უნდა
უზრუნველყოფდეს უსაფრთხო მუშაობას იმისათვის, რომ ისინი ჩაშვებული იქნეს წყალში მცირე
წყალშიგის პირობებშიც კი და ამასთანავე ნებისმიერი ბორტის კრენის 20 0–ის და დიფერენტის 100-ის
დროს.
ხალხის ჩასხდომა სამაშველო საშუალებებში და მათი წყალში ჩაშვება წყნარი ამინდის პირობებში არ
უნდა აღემატებოდეს:
 10 წუთს – სატვირთო გემებისათვის;
 30 წუთს – სამგზავრო და სარეწი გემებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ცურვის შეუზღუდავი რაიონი.
სამაშველო ნავები და ტივები, როგორც წესი, უნდა იყოს განლაგებული ერთ გემბანზე, აგრეთვე
დასაშვებია ტივების განლაგება ერთი გემბანით მაღლა ან დაბლა სამაშველო ნავების განლაგების
ადგილიდან.
სამაშველო ნავები.

სამაშველო ნავი – ეს ისეთი ნავია, რომელსაც შეუძლია ხალხის სიცოცხლის შენარჩუნება უბედური
შემთხვევის დროს გემის დატოვების შემდეგ. ეს დანიშნულება განსაზღვრავს მის მიმართ წაყენებულ
კონსტრუქციულ და აღჭურვის მოთხოვნებს.
სამაშველო ნავები მათი წყალზე დაშვების მეთოდების მიხედვით იყოფა ორ ნაწილად. მექანიკური
დაშვების და თავისუფალი ვარდნის.
გემზე სამაშველო ნავების რაოდენობა განისაზღვრება ცურვის რაიონით, გემის ტიპით და ხალხის
რაოდენობით. სატვირთო გემები, რომლებსაც გააჩნიათ ცურვის შეუზღუდავი რაიონი, უნდა იყოს
აღჭურვილი სამაშველო ნავებით ისე, რომ ორივე ბორტზე იყოს 100% ანი უზრუნველყოფა (100%
+100%=200%). სამგზავრო გემები აღჭურვილია
სამაშველო ნავებით ორივე ბორტზე, რომელთა ტევადობა არის მგზავრებისა და ეკიპაჟის საერთო
რაოდენობის 50%.ე.ი (50%+50%=100%).
მიუხედავად კონსტრუქციული განსხვავებისა, ყველა სამაშველო ნავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
მოთხოვნებს:
 ჰქონდეს კარგი მდგრადობა, ცურვადობის მარაგი წყლით სრული დატბორვის შემთხვევაშიც კი და
მაღალი მანევრირების უნარი;
 გადაბრუნების შემთხვევაში ნავის კილზე დადგომის თვითაღდგენის საიმედო უზრუნველყოფა;
 უნდა ჰქონდეს მექანიკური ძრავა სამართავი ჯიხურიდან დისტანციური მართვის პულტით,
რომელიც უზრუნველყოფს ნავის არანაკლებ 6 კვანძით მოძრაობას, სრული კომპლექტითა და ხალხის
რაოდენობით კარგი ამინდის პირობებში და შემთხვევითი დარტყმებისაგან დაცული ხრახნით;
 შეღებილი უნდა იყოს ნარინჯისფრად;
ნავის მთელ პერიმეტრზე უნდა იყოს დაწეპებული სხივისამრეკლი ლენტები, ხოლო ნავის სახურავზე
წინა და უკანა ნაწილზე ასეთივე ლენტებით უნდა იყოს გაკეთებული ჯვარი.
 

დახურული ტიპის სამაშველო ნავი.


19
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


ნავთობპროდუქტების გადამზიდ გემებზე სამაშველო ნავების კორპუსი დაფარულია ცეცხლგამძლე
ფენით, აღჭურვილია სახანძრო სარწყავი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ნავის ცეცხლმოდებულ
გარემოში გავლას 8 წუთის განმავლობაში; ასევე აღჭურვილია შეკუმშული ჰაერის ბალონებით, რომელიც
საშიში ზონის დატოვების შემთხვევაში უზრუნველყოფს ხალხის მომარაგებას ჰაერით და ძრავის მუშაობას
10 წუთის განმავლობაში. სამაშველო ნავის კორპუსი უნდა იყოს ორმაგი მისი სიმტკიცისათვის; ნავის
სამართავ ჯიხურს უნდა გააჩნდეს წრიული ხილვადობა, ილუმინატორები მზადდება ცეცხლგამძლე
მინით.
სამაშველო ნავები უნდა იყოს აღჭურვილი შიგაწვის ძრავებით:
 ძრავა უნდა მუშაობდეს არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში გაცივების გარეშე მის წყალში ჩაშვებამდე;
 საწვავის მარაგი უნდა იყოს საკმარისი 24 საათის განმავლობაში სრული სვლის პირობებში.
ნავის შესაძლებელი მართვის უზრუნველსაყოფად კვალიფიცირე–ბული პერსონალის მიერ ( მაგ.
ეკიპაჟის წევრები) სამართავ პულტთან ახლოს თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გაკრული ძრავის
გაშვებისა და ექსპლოატაციის ინსტრუქცია, ხოლო სამართავი მოწყობილობა უნდა იყოს შესაბამისად
დანომრილი. თუ გემი აღჭურვილია ნაწილობრივ დახურული ნავით, მას უნდა ჰქონდეს გაბმული ტროსი
(ტოპრიკი) ნავის კაუჭებზე, რომელზეც უნდა იყოს ჩამობმული არანაკლებ ორი ბაწარი ნასკვებით
(შკენტელი მუსინგებით), რომელიც გამოიყენება ხალხის ნავში ან წყალში ჩასაშვებად ექსტრემალურ
სიტუაციების დროს.
ნავის ზომები (სიგძე, სიმაღლე და სიგანე), ასევე ხალხის ტევადობა და მისი ნომერი უნდა იქნეს
დაწერილი ნავის ცხვირის ნაწილში საღებავით, იქვე უნდა იყოს მითითებული გემის დასახელება და
მიწერის პორტი ლათინური ასოებით. ნავის ზედა ნაწილზე უნდა იყოს დაწერილი მისი ნომერი და გემის
გამოსაძახებელი კოდი (Call Sign) სხივისამრეკლი ლენტით.
 

სამაშველო ნავის მარკირება.

ნავს უნდა ჰქოდეს ან თვითამოსაშრობი სისტემა, ან უნდა გააჩნდეს ხელის ტუმბო ნავში


მოხვედრილი წყლის გადასატუმბავად.
სამაშველო ნავს უნდა ჰქონდეს წყლის ჩასაშვები სარქველები (ერთი ან ორი ნავის ზომიდან
გამომდინარე). ეს სარქველები ავტომატურად იკეტება, როდესაც ნავი შეეხება წყლის ზედაპირს და ასევე
ავტომატურად იხსნება, როდესაც ნავი ამოდის წყლიდან.მიუხედად იმისა, რომ ეს საქველები მუშაობს
ავტომატურ რეჟიმში, ნავის ყოველი ჩაშვების დროს საჭიროა სარქველები დაიკეტოს ხრახნიანი
სახურავით.
ნავები, რომლებიც ჩაიშვება მექანიკურად, უნდა იყოს აღჭურვილი მექანიზმით, რომელიც
უზრუნველყოფს ნავის კაუჭების ერთდროულ გადახსნას. ამასთანავე ჩამხსნელი მექანიზმი უნდა
მუშაობდეს ორი მეთოდით:
 ჩვეულებრივი – კაუჭების ჩახსნა ხდება ნავის წყალში ჩაშვების შემდეგ, როდესაც დატვირთვა
კაუჭებზე იხსნება;
 დატვირთვის დროს – როდესაც კაუჭების ჩახსნა შეიძლება მოხდეს როგორც წყალში ჩაშვების შემდეგ,
ასევე ნავის ჩამოკიდულ მდგომარეობაში (სიმძიმის ქვეშ მყოფი კაუჭების პირობებში).
ნავში უნდა იყოს დაყენებული ელექტრონათურა, რომელიც ელექტრომომარაგებას ღებულობს ნავის
ბატარეიდან და უნდა ანათებდეს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში. ნავის ზედა ნაწილში ყენდება
სასიგნალე ნათურა ჩამრთველით, რომელიც ანთია მუდმივად ან ციმციმებს (50–70 ციმციმით წუთში)
თეთრი ფერის შუქით. ბატარეის მუხტი უზრუნველყოფს ნათურის 12 საათიან მუშაობას.
 

20
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

კაუჭების ჩასახსნელი მოწყობილობა


ცეცხლგამძლე ნავები უზრუნველყოფს ხალხის უსაფრთხოებას 8 წუთის განმავლობაში
ცეცხლმოდებულ ზონაში ყოფნის დროს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა მჯდომარე ადამიანების თავის
დონეზე არ უნდა აღემატებოდეს 600 . ჩვეულებრივ ასეთი ნავები ცეცხლგამძლეობის ამაღლების მიზნით
აღჭურვილია ზღვის წყლით გაგრილების სისტემით. წყლით გაგრილების სისტემის მიმღები მილი ისეა
განლაგებული, რომ გამორიცხულია მასში ზედაპირული წყლებისა და შესაბამისად ნავთობშემცველი
წყლების მოხვედრა.

სამაშველო ნავის მომარაგება.

ყოველ სამაშველო ნავს უნდა ჰქონდეს ზღვაში სიცოცხლის დაცვის კონვენციის (SOLAS-74)
მოთხოვნების შესაბამისი მომარაგება, რომელიც ითვალისწინებს:
 ნიჩბიან ნავებზე თითო ნიჩაბი ყოველ მენიჩბეზე, კიდევ ორი სათადარიგო ნიჩაბი და ერთი მესაჭე,
ძრავებიან ნავებზე – ოთხი ნიჩაბი;
 მცურავი ღუზა, რომელზეც მიმაგრებული იქნება ნავის სამი სიგრძის ტოლი ბაწარი;
 ორი ბაწარი არანაკლებ 15 მეტრი სიგრძისა;
 ორი ნაჯახი ნავის წინა და უკანა ნაწილში ბაწრების გადასაჭრელად გემის დატოვების დროს;
 საკვებისა და წყლის მარაგი (3 ლიტრი ყოველ ადამიანზე);
 სათევზაო მოწყობილობა;
 სასიგნალე საშუალებები: 4 პარაშუტული რაკეტა წითელი ფერის, 6 მაშხალა წითელი ფერის, 2
საკვამლე მაშხალა, წყალგაუმტარი ელექტროფარანი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მორზეს
ანბანის გადაცემა (სათადარიგო ელემენტებითა და ნათურით), სასიგნალე სარკე – ჰელიოგრაფი
გამოყენების ინსტრუქციით, სასტვენი, ავარიული სიგნალების ცხრილი;

პარაშუტული რაკეტა.
 პროჟექტორი, რომელიც იმუშავებს 3 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში;
 პირველადი დახმარების აფთიაქი, 6 ცალი ზღვის ავადმყოფობის საწინააღმდეგო აბი და ერთი
ჰიგიენური პაკეტი ყოველ ადამიანზე.
 სამაშველო ნავის კორპუსზე მიმაგრებული საკეცი დანა და სამი კონსერვის სახსნელი;
 ხელის ამოსაშრობი ტუმბო, ორი ვედრო და წყლის ამოსახაპი;
 გადასატანი ცეცხლსაქრობი;
 სამაშველო ნავის ძრავის შესაკეთებელი სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები;
 რადიოლოკაციური ტალღისამსხლეტი;
 კომპასი თავისი სადგომით;

21
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


 ინდივიდუალური თბოდამცავი საშუალებები 10% ნავის ხალხის ტევადობიდან (მაგრამ არანაკლებ
ორი);
სამაშველო ნავის მომარაგება თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს, გაშრეს და განიავდეს.

სამაშველო ნავის მომარაგება.

სამაშველო ნავის წყალში ჩაშვება.

მექანიკური ჩაშვების ნავები ყენდება გემის ორივე ბორტზე ჰორიზონტალურად ნავის წყალში
ჩაშვება ხდება სპეციალური მოწყობილობითა და კოჭებით საშუალებით ბორტის გასწვრივ ტროსებით
რომლის ერთი მხარე გამობმულია ნავის კაუჭზე, ხოლო მეორე დამაგრებულია ჯალამბარზე, რომლითაც
ხდება მისი წყლიდან ამოღება.
ნავის ჩაშვება ხდება მხოლოდ სიმძიმის ძალის გამოყენებით და ამისათვის არ გამოიყენება გემის
ენერგოწყაროები.
ნავის ჩაშვების მართვის განხორციელება შეიძლება როგორც გემბანიდან, ასევე ნავიდან
დისტანციური მართვით. ეს გვაძლევს საშუალებას გემის დატოვების დროს კარგი ამინდის პირობებში
გემზე არ დავტოვოთ ეკიპაჟის წევრები.
გრავიტაციულ კოჭებზე სიმძიმის ძალის ზემოქმედებით ეს პროცესი განსაკუთრებით სწრაფად
ხორციელდება (არაუმეტეს 2 წუთი) და მათი საიმედოობა არის მაღალი. ნავის ჩაშვება შეიძლება
200–ანი კრენის პირობებში. 

სამაშველო ნავის გემზე დამაგრება.

სამაშველო ნავის გრავიტაციული კოჭები არის ორი ტიპის: ჩასაგორებელი


(ჩასასრიალებელი),რომელზეც ჩამოკიდებული ნავი გადაადგილდება გორგოლაჭებზე და სახსრული
ტიპის.
ასეთი ტიპის კოჭებს ემსახურება თითო ხელით სამართავი ან მექანიკური მართვის ჯალამბარი.
თითოეულ ნავს თავის სადგომ ადგილთან დაყენებული აქვს ხალხის ნავში გადასაყვანი
შტორმტრაპი, რომლიც დამზადებულია 65 მმ–იანი ბოჭკოვანი ბაწრისაგან, ხოლო საფეხურები არის ხის
და მისი ზომები შეადგენს 480X115 X25მმ. ტრაპის ზემდა ნაწილი უნდა იყოს დამაგრებული გემბანზე
სამაშველო ნავის ქვეშ, ხოლო შტორმტრაპი უნდა იყოს დახვეული და ყოველთვის მზად სწრაფი
გამოყენებისათვის.

22
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

 ნავის წყალში ჩაშვებამდე აუცილებელია შესრულდეს ზოგიერთი ქმედებები;


1) ნავში უნდა იქნეს მიტანილი ის საჭირო ნივთები და აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა სიცოცხლის
შესანარჩუნებლად გემის დატოვების შემდეგ:

 გადსატანი რადიოსადგური (VHF) და რადიოლოკაციური შუქურამოპასუხე (SART);

23
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


 თბილი ტანსაცმელი;
 საკვებისა და სასმელი წყლის დამატებითი მარაგი;
 პიროტექნიკისა და სასიგნალე საშუალებების დამატებითი მარაგი;
2) ნავის წყალში ჩაშვების წინ აუცილებელია დაიკეტოს წყლის სარქველები.
3) უნდა მომზადდეს (გაიშალოს) ბაწრები (ფალინები) საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.
 ნავის ცუდ ამინდში წყალში ჩაშვების დროს საჭიროა მისი დაკავება ბორტის გასწვრივ მოჭიმულ
მდგომარეობაში, რომ არ მოხდეს ნავის შეჯახება ბორტზე;
 თუ ნავის ჩაშვება ხდება გემის მოძრაობისას მაშინ საჭიროა მისი შეკავება ბაწრების საშუალებით, რომ
არ გაიტაცოს წყლის ნაკადმა.
ნავის ჩაშვების შემთხვევაში შემაკავებელი ბაწრები უნდა შემოვატაროთ კნეხტებზე ან რაიმე სხვა
სახის კონსტრუქციაზე, დავიჭიროთ დაჭიმულ მდგომარეობაში და მოვუშვათ ნელ–ნელა. იმისათვის,
რომ გემის ბორტზე არ დავტოვოთ ხალხი ამ ბაწრების მოსაცემად, ვისაც შემდეგ მოუწევს საევაკუაციო
ტრაპით სარგებლობა, საჭიროა შემაკავე–ბელი ბაწრები კნეხტებზე შემოვატაროთ ორმაგად, რომლის
მოხსნაც ნავის წყალში მოხვედრის შემდეგ შესაძლებელი იქნება გემბანიდან დახმარების გარეშე.
4) უნდა იქნეს ახსნილი საგემბანე ზღუდეები;
5) მომზადდეს შტორმპტაპი;
6) უნდა აიხსნას ნავის სამაგრი ტროსები (ნაიტოვი);
7) ნავის კოჭების მუხრუჭები უნდა მოიშვას.

ხალხის ჩასხდომა და ნავის ჩაშვება.

ხალხის სამაშველო ნავში ჩასხდომა და წყალში ჩაშვება შეიძლება მოხდეს:


 სამგზავრო გემებზე – ან მისი დაყენების ადგილზე, ან ჩასასხდომ გემბანიდან;
 სატვირთო გემებზე – მისი დაყენების ადგილიდან.
ჩაშვების შემდეგი პროცესის მართვა ხდება ჩასაშვები მექანიზმის ჯალამბრის ხელის მუხრუჭის
საშუალებით. ჯალამბრის მუხრუჭიდან გათავისუფლების შემდეგ ნავის სიმძიმის ძალის ზემოქმედებით
ხდება ნავის კოჭების ბორტსგარეთ გადაწევა და ნავი იწყებს ბორტის პარალელურად ჩაშვებას. ხალხის
ასაყვანად ნავი უნდა დამუხრუჭდეს ჩასასხდომი გემბანის დონეზე.
ხალხის ნავში ჩასხდომის შემდეგ ხელის მუხრუჭი უნდა გათავისუფდეს და ნავი იწყებს ჩაშვებას.
ტროსები, რომლებზეც ჩამოკიდულია ნავი უნდა გათავისუფლდეს მაშინ, როდესაც ის იმყოფება
ტალღის ღრმულში. როდესაც ტალღა დაიწყებს ამოწევას, ნავიც წამოიწევა და დატვირთვა ნავის
კაუჭებზე აღარ იქნება.
მას შემდეგ, რაც ბოლო ადამიანი გემიდან ჩამოვა და ჩაჯდება ნავში, ბაწრები რომლებითაც იკავებდნენ
ნავს გემის ბორტთან(ფალინები) უნდა იქნეს გადახსნილი (უკიდურეს შემთხვევაში უნდა გადაიჭრას
ნაჯახით, რომელიც ინახება ნავის წინა და უკანა ნაწილში) და ნავი უნდა მოშორდეს გემის ბორტს.
რეკომენდირებულია ბაწრების (ფალინების) შენახვა, რადგანაც ისინი შეიძლება გამოყენებული იქნეს,
როგორც
საბუქსირე საშუალება, სხვა სამაშველო საშუალებებთან გადასაბმელად და ასევე ნავის ნაპირზე
ამოსათრევად.

24
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

ნავის კაუჭების ჩახსნის პროცესი.

ბოლო დროს ფართოდ გამოიყენება თავისუფალი ვარდნის სამაშველონავები. ასეთი სახის ნავებს აქვს
უფრო გამძლე კონსტრუქციის და გლუვი მოხაზულობის კორპუსი, რომლის წყალობითაც
შემსუბუქებულია მძიმე დარტყმა ნავის წყალში შესვლის დროს. იმის გამო, რომ თავისუფალი ვარდნის
ნავებში, მაინც წარმოიშობა საკმაოდ ძლიერი დარტყმის ძალა, ასეთი ნავები აღჭურვილია სპეციალური
სავარძლებით, რომლებსაც გააჩნიათ ამორტიზაციის უნარი.
 

თავისუფალი ვარდნის ნავი.

თავისუფალი ვარდნის ნავის საშტატო ადგილიდან გაშვების წინ, შიგნით მჯდომმა ხალხმა საიმედოდ
უნდა დაიმაგრონ თავი უსაფრთხოების ღვედებით, რომლებსაც გააჩნიათ სწრაფჩამკეტი მოწყობილობა
და სპეციალური თავის დასაფიქსირებელი. დინამიკური დატვირთვის უსაფრთხო მიღებისათვის დიდი
მნიშვნელობა აქვს ტანის სწორად დაჭერას სავარძელში,რაც უნდა ისწავლებოდეს გემებზე წვრთნების
დროს.
თავისუფალი ვარდნის ნავი უზრუნველყოფს ხალხის უსაფრთხოებას მაშინ, როდესაც მანძილი
ჩასაჯდომი პლატფორმიდან წყლის ზედაპირამდე არის 20მ.
თავისუფალი ვარდნის ნავები ითვლება ყველაზე საიმედო სამაშველო საშუალებად, რომლითაც
შეიძლება ხალხის გემიდან ევაკუაცია ნებისმიერი ამინდის პირობებში.

მორიგე სამაშველო ნავი.

25
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


მორიგე სამაშველო ნავების დანიშნულებაა წყალში მოხვედრილი ხალხის გადარჩენა (გემიდან
გადავარდნილი ან ზღვაში აღმოჩენილი). დიდი ხნის განმავლობაში მორიგე ნავებად გამოიყენებოდა
საშტატო სამაშველო ნავებიდან ერთ–ერთი. საშტატო სამაშველო ნავების წყალში ჩაშვება მოითხოვს
დიდ დროს და ამასთანავე ცუდი ამინდის პირობებში მათი წყალში ჩაშვება დაკავშირებულია მრავალ
სირთულესთან.

მორიგე სამაშველო ნავი

მორიგე სამაშველო ნავების უპირატესობა იმაშია, რომ მისი


წყალში ჩაშვების და ბორტზე ამოყვანის პროცესი სწრაფი და საიმედოა ასევე შესაძლებელია ამის
განხორციელება გემის სვლის შეუჩერებლად დაბალ სიჩქარეზე და მცირე ღელვის დროს. ძლიერი
სტაციონალური ჩამოსაკიდი ძრავა იძლევა ადამიანის წყალში ჩავარდნის ადგილზე სწრაფად მისვლის და
მისი გემზე სწრაფი ამოყვანის საშუალებას. მორიგე სამაშველო ნავით შეიძლება როგორც მცირე ღელვის
დროს, ასევე შეზღუდული ხილვადობის პირობებში სამძებრო ოპერაციების ჩატარება.
მორიგე ნავი მუდმივად იმყოფება მზადყოფნაში. ნავის მომზადებასა და ჩაშვებაზე განკუთვნილია
არაუმეტეს 5 წუთისა.
კორპუსის კონსტრუქციული და ცურვადობის მოთხოვნები შეესაბამება საშტატო ნავების მოთხოვნებს. ნავში
გათვალისწინებულია ადგილი დაზარალებულის მწოლიარე მდგომარეობაში გადასაყვანად. ძრავის
სიმძლავრე უზრუნველყოფს არანაკლებ 8 კვანძის სიჩქარეს, ხოლო საწვავის მარაგი საკმარისია სრული
სვლით 3 საათიანი მოძრაობისათვის. ნავი ხრახნს გააჩნია დამცავი გარსი წყალში მოხვედრილი ხალხის
დაზიანებისაგან დასაცავად.

სამაშველო ტივები.

26
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


გასაბერი სამაშველო ტივის აღჭურვილობა.

1– გასაბერი ძირი; 2– შესასვლელის ფარდები; 3–სასიგნალე ნათურა; 4–ორმაგი სახურავი; 5–წყლის


შემკრები; 6– აირის ბალონი; 7– გასაშვები ბაწარი; 8–საბალასტე წლის ჯიბე; 9–თავმოსაჭიდი; 10–ტივზე
ასასვლელი კიბე; 11 მცურავი ღუზა.

სამაშველო ტივი არის საშუალება, რომელსაც შეუძლია უბედურებაში მყოფი ხალხის სიცოცხლის
შენარჩუნების პირობების უზრუნველყოფა, მათი გემის დატოვების მომენტიდან. მისი კონსტრუქცია უნდა
იყოს ისეთი, რომ მან შეძლოს წყლის ზედაპირზე მოტივტივე მდგომარეობის შენარჩუნება, ნებისმიერი
ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების დროს 30 დღის განმავლობაში.
ტივები ჩვეულებრივ მზადდება 6–დან 25 ადამიანის ტევადობისა (სამგზავრო გემებზე შეიძლება
შეგვხვდეს 150 კაციანი). თავისი კომპაქტურობის გამო ფართოდ გამოიყენება გასაბერი ტივები.
წყალში მოხვედრის მიხედვით ტივები შეიძლება იყოს მექანიკური საშუალებებით ჩასაშვები და
წყალში გადასაგდები.
წყალში გადასაგდებ სამაშველო ტივში ჩასხდომა ხდება მისი წყლის ზედაპირზე გახსნის შემდეგ,
რაც თავისთავად ართულებს ხალხის ჩასხდომის პროცედურას. ტივის წყალში ჩაგდება მნიშვნელოვნად
იოლია ცუდი ამინდის პირობებში (განსაკუთრებით პატარა გემებზე, რომელთათვისაც რყევები მეტად
საშიშია).
მექანიკური საშუალებებით ჩასაშვები ტივები ძირითადად გამოიყენება სამგზავრო გემებზე, ხალხის
ასეთ ტივებში ჩასხდომა ხდება გემბანზე, რაც არის დიდი უპირატესობა მგზავრების გადასარ-ჩენად,
რომლებიც შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.
წყალში გადასაგდები სამაშველო ტივი უნდა იყოს საკმაოდ გამძლე, ვინაიდან, მან უნდა გაუძლოს
ვარდნას კონტეინერით არანაკლებ 18 მეტრის სიმაღლიდან და გახსნილ მდგომარეობაში მასზე ხალხის
დაცემას4,5 მეტრის სიმაღლიდან.

სამაშველო ტივი

სამაშველო ტივის ძირითადი ელემენტებია:


 ცურვადობის კამერა – უზრუნველყოფს ნავის ცურვადობას;
 ფსკერი – წყალგაუმტარი ფენა, უზრუნველყოფს იზოლაციას ცივ წყალთან;
 სახურავი – წყალგაუმტარი, უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას ტივში.
ცურვადობის კამერა სამაშველო ტივში შეიძლება იყოს როგორც მყარი, ასევე რბილი და
გასაბერი.
ცურვადობის კამერა შედგება არანაკლებ ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი
განყოფილებისაგან იმისათვის, რომ ერთ–ერთი განყოფილების დაზიანების შემთხვევაში ტივი მაინც
დარჩეს წყლის ზედაპირზე ხალხითა და სრული აღჭურვილობით. ცურვადობის კამერები
ერთმანეთზე ვერტიკალურადაა დალაგებული. მათ გააჩნია რკინის რგოლები, რაც ერთი კამერის
დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს მეორე სწორი ძირის არსებობას ხალხის მოსათავსებლად..
ცურვადობის გასაბერი კამერები ივსება უჟანგავი გაზით. ჩვეულებრივ ამისათვის იყენებენ
ნახშირორჟანგის გაზს, რომელიც მოთავსებულია ტივის ძირზე გამობმულ ბალონში. ამ გაზით ტივის
შევსებას სჭირდება ერთიდან სამ წუთამდე.

27
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


ცურვადობის გასაბერ კამერაში მუშა წნევის შესანარჩუნებლად ყენდება გადასატუმბი მექანიზმი, ან
ხელის ტუმბო.
ტივის გარეთა ნაწილი არის ნარინჯისფერი, ხოლო შიდა ნაწილი იღებება ნეიტრალური ფერით
იმისათვის, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი შიგნით მჯდომ ადამიანებს. ტივის სახურავი არის ორმაგი
და თბოიზოლაციის უზრუნველსაყოფად მათ შორის ჩატუმბულია ჰაერი.
ტივის სახურავზე უნდა იყოს:
 სულ ცოტა ერთი ფანჯარა;
 მოწყობილობა წვიმის წყლის შესაკრებად;
 მოწყობილობა რადიოლოკაციური ამრეკლის დასაყენებლად;
 სხივისამრეკლი ლენტები.
ტივის სახურავზე ყენდება სასიგნალე ნათურა, რომელიც ავტომატურად ჩაირთვება ტივის
გახსნისთანავე. ნათურის მუშაობის ვადა არის არანაკლებ 12 საათი. ნათურა აყენია ასევე ტივის
შიგნით და ისიც უნდა ენთოს არანაკლებ 12 საათი.
ტივებში შესასვლელები აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით, რომელიც განკუთვნილია
ხალხის წყლიდან ტივში ასასვლელად. ტივის ერთ–ერთ შესასვლელს წყლის დონეზე უნდა ჰქონდეს
საფეხური. ის შესასვლელები, რომლებსაც არ აქვთ საფეხური, უნდა იყოს აღჭურვილი კიბით, რომლის
პირველი საფეხური უნდა იყოს წყალში 0,4მ სიღრმეზე.
ტივის ძირზე ყენდება წყლის კამერები, ისინი წარმოადგენენ
ჩამოკიდებულ ტომრებს, რომლებსაც გააჩნიათ ხვრელი ზედა ნაწილში წყლის შესასვლელად. ხვრელები
კეთდება საკმაოდ დიდი ზომის, იმისათვის, რომ ტივის გახსნიდან 25 წამის განმავლობაში ისინი
შეივსოს არანაკლებ 60%–ით. იმის გამო, რომ ტივის წყალზედა ნაწილი ბევრად დიდია წყალქვეშა
ნაწილზე, ქარის ზემოქმედება ტივზე იწვევს დრეიფის დიდ ეფექტს. ამ მოვლენის შესამცირებლად
იყენებენ საბალასტე ტომრებს.საბალასტე ტომრები ასევე ანიჭებს ტივს მდგრადობას, რაც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შტორმის დროს.
ტივის ძირზე დამაგრებულია გაზის ბალონი, მასზე მიმაგრებულია დასაშვები ბაწარი, რომლის
დაჭიმვითაც გამშვები სარქველი მაღალი წნევის შლანგების გავლით ავსებს ტივის კამერებს.
გასაშვებ ბაწრებს გააჩნია ორმაგი დანიშნულება;
 გამოიყენება ბალონზე სარქველის გასაღებად;
 გამოიყენება ტივის გემის ბორტთან დასამაგრებლად.
გასაშვები ბაწრის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 15მ.
გასაბერი სამაშველო ტივის კომპლექტში შედის ასევე შემდეგი სასიგნალე საშუალებები:
 რადიოლოკაციური მოპასუხე – შუქურა (SART);
 მაღალტალღოვანი გადასატანი რადიოსადგური VHF;
 4 ცალი წითელი პარაშუტული რაკეტა;
 6 ცალი წითელი მფანტავი მაშხალა (ფალშვეერი);
 4 ცალი მცურავი საკვამლე მაშხალა;
 წყალგაუმტარი ელექტროფარანი, მორზეს ანბანის გადასაცემად;
 სასიგნალე სარკე ჰელიგრაფი;
 სასიგნალე სასტვენი;
 სასიგნალე ნიშნების ცხრილი.

გასაბერი სამაშველო ტივის სწორად დაყენება.

გასაბერი სამაშველო ტივი გემებზე ინახება პლასტიკურ კონტეინერში, რომელიც შედგება ორი
ჰერმეტულად შეკრული ნახევრისაგან და გადაბმულია საბანდაჟე ლენტის საშუალებით. საბანდაჟე
ლენტის ან მათი შემაერთებალი რგოლების ბოლოების გამძლეობა გათვლილია ისე, რომ ტივის გაბერვის
დაწყებისას კონტეინერის შიგნით წარმოშობილმა გაზის წნევამ უნდა გაგლიჯოს ის და გაიხსნას
კონტეინერი.
კონტეინერში მოთავსებული ტივი ყენდება სპეციალურ საფუძველზე სამაგრების(ნაიტოვები)
საშუალებით, რომელიც დამაგრებულია სწრაფი მიცემის მოწყობილობაზე (ჰიდროსტატი).
 

28
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

გასაბერი სამაშველო ტივის დამაგრების სქემა;


 
1 –ტივის გემბანზე დასამაგრებელი ლენტი; 2 – სწრაფსახსნელი კაუჭი; 3 – გამშვები ბაწარი; 4 –
ჰიდროსტატი; 5 – სუსტი რგოლი; 6 – საბანდაჟე ლენტი;

ტივის ჩასაშვებმა მექანიზმმა უნდა უზრუნველყოს მისი წყალში ჩაშვება, ხალხისა და მომარაგების
სრული კომპლექტით, გემის200–იანი კრენისა და 100–იანი დიფერენტის პირობებში.
ჩასაშვები მექანიზმი გათვალისწინებულია ტივის გათავისუფლების ორ – ავტომატური და ხელით
ჩაშვების მეთოდზე. ტივის სამაგრის ხელით გათავისულფებისათვის საკმარისია სწრაფსახსნელი კაუჭის
მაფიქსირებელი რგოლიდან ჩამოგდება. ტივის ავტომატური გათავისუფლლება ხდება ჰიდროსტატის
საშუალებით ტივის 2– 4 მეტრის სიღრმეზე წყალში ჩაძირვის შემთხვევაში.
მოქმედების პრინციპის მიხედვით ჰიდროსტატები არსებობს გადასაჭრელი და გადამხსნელი ტიპის.

გადასაჭრელი ტიპის ჰიდროსტატი.

გადასაჭრელი ტიპის ჰიდროსტატში, საჭრელი დანა საწყის მდგომარეობაში შეკავებული აქვს ჩამკეტ
ღერძს, რომელიც დამაგრებულია ზამბარის მემბრანაზე.
მემბრანის ზედა ნაწილი მოთავსებულია ჰაერგაუმტარ კამერაში, ამიტომ მისი წყალში ჩაძირვის
შემთხვევაში, როდესაც ჰიდროსტატში მოხვდება წყალი, წნევა აიწევს მხოლოდ კამერის იმ ნაწილში,
რომელშიც მოთავსებულია მემბრანის ქვედა ნაწილი. მემბრანის ზამბარის წინაღობა განსაზღვრულია ისე,
რომ ჰიდროსტატის წყალში 4 მეტრის ჩაძირვის შემთხვევაში იქ არსებული წნევა გადალახავს მას, მემბრანა
აიწევა მაღლა, გაათავისუფლებს დანას, რომელიც გადაჭრის ტივის სამაგრ ლენტს და გაათავისუფლებს
29
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


ტივს. ამის შემდეგ ტივი ამოტივტივდება წყლის ზედაპირზე და დარჩება შეერთებული გემის კორპუსთან
მხოლოდ „სუსტი რგილით“.
გადამხსნელი ტიპის ჰიდროსტატები არის მრავალი სახის, მაგრამ მათი მოქმედების პრინციპი არის
ერთნაირი. ისევე როგორც გადასაჭრელი ტიპის ჰიდროსტატში, გადამხსნელი ტიპის ჰიდროსტატებში არის
ორი ერთმანეთისაგან ჰერმეტულად გადაკეტილი კამერა, რომელთაგან ერთ–ერთში შედის წყალი და
წარმოქმნილი წნევის ხარჯზე ახდენს მექანიკურ გადახსნას. გადამხსნელი ტიპის ჰიდროსტატების
მოქმედება–ში მოყვანა გათვლილია ასევე 4 მეტრის სიღრმეზე არსებულ წნევაზე.

გემის წყალში ჩაძირვის შემთხვევაში, გასაბერი ტივის კონტეინერი ამოტივტივდება წყლის


ზედაპირზე, ამ დროს გამშვები ბაწარი გამოიქაჩება კონტეინერიდან. გასაშვები ბაწარი გემის კორპუსზე
მიმაგრებულია სუსტი რგოლით, რომლის გასაწყვეტად საჭიროა 2,2+0,4კჰ, მაგრამ ეს საკმარისია
იმისათვის, რომ გამოიქაჩოს ბაწარი და მოქმედებაში მოვიდეს ტივის გასაბერი გაზის ბალონის გამშვები
სარქველი. შემდეგი დაჭიმულობის შემთხვევაში ბაწარი წყდება და ტივი არის თავისუფალი გემის
კორპუსისაგან.
სუსტი რგოლის გამძლეობა არ კმარა იმისათვის, რომ მან ბორტთან შეაკავოს ტივი, ამიტომ, თუ
ტივის წყალში ჩაგდება ხდება გემიდან, საჭიროა ტივიდან გამოვქაჩოთ რაღაც სიგრძის გასაშვები ბაწარი
და მივამაგროთ გემის ბორტზე იმისათვის, რომ ტივის წყალში მოხვედრის შემთხვევაში არ გაწყდეს
სუსტი რგოლი და ტივი არ წაიღოს ქარმა ან დინებამ.
ეგრეთწოდებული „სუსტი რგოლი“ ადვილად შესამჩნევია გასაშვებ ბაწარზე. ის შეიძლება იყოს
შედარებით წვრილი ბაწარი, ჩასმული გასაშვებ ბაწარში, ან გასაშვები ბაწარი შეიძლება იყოს
ნაწილობრივ გადაჭრილი.

გასაბერი სამაშველო ტივის წყალში ჩაშვება.

გასაბერი ტივის მუშა მდგომარეობაში მოყვანა და წყალში ჩაშვება სურათების სახით უნდა იყოს
გაკრული ტივების განლაგების ადგილთან ახლოს, თვალსაჩინო ადგილას, ავარიული განათების
უზრუნველყოფით.
გასაბერი ნავების წყალში ჩაშვება და მასში ჩასხდომა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით;
 სამაგრების გათავისუფლება;
 გადავაგდოთ ტივი გემბანიდან. მაღალბორტიან გემებზე ტივის წყალში გადაგდება იმ ბორტიდან,
რომელიც წყლიდან ამოსულია 150–ზე მეტი კრენის პირობებში, არ არის რეკომენდირებული. ასეთ
შემთხვევაში წყლიდან ამოსული ბორტიდან გადახტომა და წყალში მოხვედრა გემის ბორტზე

30
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა


შეუხებლად ნაკლებად სარწმუნოა, ხოლო წყლიდან ამოსულ ბორტზე ჩასრიალებით, ბორტზე
არსებულ ნიჟარებზე შეიძლება მიღებული იქნეს სერიოზული ტრავმები, რაც შემდეგში შექმნის
სერიოზულ სირთულეებს;
 გამოვიღოთ კონტეინერიდან გასაშვები ბაწარი და ძლიერად მოვქაჩოთ;
 გაბერილი ტივი მოვწიოთ გემთან ახლოს და ბაწრით მივამაგროთ გემის ბორტზე;
 თუ ტივი გაიხსნება ძირით მაღლა, მაშინ მის ძირზე არსებული ბაწრების საშუალებით ის უნდა
გადმოვაბრუნოთ და მოვიყვანოთ ნორმალურ მდგომარეობაში. ამისათვის გამოვიყენოთ მისი მაღალი
ცურვადობის უნარი და აფროსნობა და ტივი დავაყენოთ ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ -
იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს ქარის ზემოქმედება და გაადვილდეს მისი გადაბრუნება;
 უნდა შეეცადოთ ტივში მოხვდეთ მშრალ მდგომარეობაში;
 შევამოწმოთ წყალში გადასახტომი ადგილი და როდესაც დავრწმუნდებით, რომ იქ არ არის ხალხი,
გადავხტეთ. წყალში გადახტომა დაშვებულია 4,5 მეტრის სიმაღლემდე;
 ტივში მოხვედრა შეიძლება შტორმტრაპის საშუალებით;
 შეიძლება წყალში ჩავიდეთ გემმისაბმელი ბაგირის საშვალებით;
 შეიძლება გადახტომა წყალში ტივთან ახლოს და შემდეგ ასვლა ტივზე;
 ხალხის ტივზე ამოსვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს სამაშველო რგოლი ბაწრით, რომელიც
იმყოფება ტივის ავარიულ აღჭურვილობაში.
მას შემდეგ, რაც ყველა გადასარჩენი ადამიანი აღმოჩნდება ტივზე ან წყალში, მაგრამ ხელჩაჭიდებული
ტივის სამაშველო ბაწარზე, საჭიროა უსაფრთხო მანძილზე მოვშორდეთ გემს, რომელიც იძირება.
ამისათვის საჭიროა;
– გამშვები ბაწრის გადაჭრა დანით, რომელიც ინახება ტივის სახურავში;
– ამოვიღოთ მცურავი ღუზა;
– ამოვქაჩოთ წყლის ჯიბეები.
საბალასტე წყლის ჯიბეები ქმნიან საკმაო წინაღობას მოძრაობის საწინააღმდეგოდ. ამიტომ საჭიროა
მათი დაცარიელება და ამ მდგომარეობაში დამაგრება ტივის ფსკერზე მათზე გამობმული ბაწრების
საშუალებით.
გემის ბორტიდან მოსაშორებლად უნდა იქნეს გამოყენებული ნიჩბები, რომლებიც ინახება ავარიულ
აღჭურვილობაში, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს მცურავი ღუზები, რომლებიც შეიძლება
ჩავაგდოთ წინ და მოვქაჩოთ ტივი, იმისათვის, რომ ღუზა ჩავაგდოთ სასურველ ადგილას, საჭიროა
ღუზაზე მიმაგრებული იქნეს რაიმე სახის სიმძიმე (მაგ. ფეხსაცმელი).
ტივის გემთან ახლოს ყოფნა საშიშია შემდეგი მიზეზების გამო:
 მორევის შექმნა გემის ჩაძირვის დროს;
 აფეთქებისა და ხანძრის ალბათობა;
 მცურავი საგნების ამოტივტივება ჩაძირული გემიდან;
 გემის გვერდზე გადაბრუნების საფრთხე.
უსაფრთხო მანძილზე გასვლის შემდეგ საჭიროა ყველა სამაშველო
საშუალება შეიკრიბოს, გადაებას ერთმანეთზე და გაჩერდეს ჩაძირულ გემთან ახლოს. სამაშველო
საშუალებების გადაბმა საჭიროა, რომ მოხდეს
ხალხის, წყლის მარაგის, საკვებისა და თბილი ტანსაცმლის თანაბრად გადანაწილება;
 სასიგნალე საშუალებების უფრო ეფექტური გამოყენება;
 ხალხის რესურსების გონივრული გადანაწილება სამუშაოების შესრულებისათვის ( მორიგეობის
ჩატარება, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, თევზის ჭერა და სხვა).გავუადვილოთ მუშაობა
სამძებრო–სამაშველო ოპერაციების ჩამტარებელ ჯგუფს.
სამაშველო საშუალებების ჩაძირულ გემთან ახლოს ყოფნის აუცილებლობა განპირობებულია
იმით, რომ სამძებროსამაშველო ოპერაციების ჩატარება ჩვეულებრივ იწყება გემის დაღუპვის
კოორდინატებიდან, ამიტომ სამძებრო ოპერაციების ჩატარების სავარაუდო ადგილის მიდამოებში
საჭიროა დავაყენოთ მცურავი ღუზა და ჩავუშვათ წყლის ჯიბეები ტივის დრეიფის
შესამცირებლად.

31
შორეული ნაოსნობის კაპიტანი იური ქადარია

გემის ტიპები, კონსტრუქციები და აღჭურვილობა

სამაშველო ტივიზე სასიგნალე საშუალებების გამოყენება და ხალხის წყლიდან ამოყვანის პროცესი


ვერტმფრენის საშუალებით

32

You might also like