You are on page 1of 7

სამაშველო მოწყობილობა

სამაშველო საშუალებები

სამაშველო მოწყობილობის დანიშნულებაა გადაარჩინოს ეკიპაჟი და მგზავრები იმ


შემთხვევაში თუ საჭირო დარჩება გემის დატოვება. სამაშველო მოწყობილობები
უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს ზღვაზე
ადამიანების სიცოცხლის დაცვა (SOLAS-74). სამაშველო საშუალებები უნდა
აკმაყოფილებდნენ შედეგ მოთხოვნებს:

1.სამაშველო საშუალებები მზადდებოდეს საერტაშორისო საკლასიფიკაციო


ორგანოების დაშვებული მასალებისგან;

2.არ ხდებოდეს გამოუყენებელი შენახვისას, როდესაც ჰაერის ტემპერატურა იქნება -


30-დან +65C-მდე. რჩებოდეს გამოსაყენებელი ექსპლოატაციისათვის -15-დან +40 C-
მდე ჰაერის ტემპერატურის დროს.

3.იყოს მუშა მდგომარეობაში -1დან 30 C-მდე წყლის ტემპერატურის დროს, თუ


გამოიყენება ზღვის წყალში ჩასასვლელად.

4.იყოს მდგრადი ლპობის, ჟანგვის მიმართ და გაუძლოს ზღვის წყლის, ნავთობის ან


სოკოს დიდ ზემოქმედებას;

5.იყოს გამძლე მზის სხივების დიდი ხნის მოქმედებისას და არ დაკარგოს თვისებები.

6.იყოს სტაფილოს ან მოწითალო-სტაფილოს ფერის ან შესაბამის მკაფიო ფერის


ყველა ნაწილში, რაც ხელს შეუწყობს ზღვაში აღმოჩენას.

გემები აღჭურვილია ინდივიდუალური და კოლექტიური სამაშველო საშუალებებით.

ინდივიდუალური სამაშველო საშუალებები.

სამაშველო წრე გამოიყენება წყალში გადავარდნილი ადამიანის გადასარჩენად.


სამაშველო წრე მზადდება მცურავი მასალისგან, მათ აქვთ ირგვლივ მოყოლებული
სამაშველო ლეერი, ისინი განლაგებულია ცრუ ბორტზე, ლეერზე, რუბკის კედლებზე,
გემის ორივე ბორტზე. სამაშველო წრეები არის: სამაშველო თოკით, რომელიც არ
ქმნის პეტლს, დიამეტრი არაა ნაკლები 8მმ-ისა, 5 კნ გაგლეჯის მაქსიმალური
სიმტკიცით; თვით მნათობი ნათურებით, რომელიც არ უნდა ჩააქროს წყალმა, თეთრი
ფერის, ქონდეს ელექტროენერგიის წყარო 2სთ-ის განმავლობაში; ავტომატურად
მოქმედი ფუტის მაშხალები, რომლებიც თანაბრად უნდა უშვებდეს ფუტს კარგად
ხილავს 15წთ-ის განმავლობაში, არ უნდა იწვოდეს ფეთქებით, ალის გამორტყოცნით,
მოქმედების მთელი დროის განმავლობაში, ტალღებში წყლით არ ივსებოდეს,
აგრძელებდეს ფუტის წარმოქმნას წყალში ჩაძირვის შემთხვევაში 10წმ-ის
განმავლობაში, უნდა აღჭურვილი სწრაფადმოქმედი გამხსნელი მოწყობილობით.
სამაშველო ჟილეტი არის ორი ტიპის-მკვრივი და გასაბერი. სამაშველო ჟილეტები
განკუთვნილია ყველა ეკიპაჟის წევრისათვის და დამატებით განაწესში მყოფი
მეზღვაურებისთვის. სამაშველო ჟილეტი უნდა იყოს სამი ზომის:
ახალშობილისთვის, საბავშვო, უფროსებისათტვის. სამაშველო ჟილეტი აღჭურვილი
უნდა იყოს გასახსნელი მცურავი თოკით ან სხვა საშუალებით, რომელიც აძლევს
საშუალებას მივამაგროთ სამაშველო ჟილეტს წყალში მყოფ სხვა ადამიანზე,
სამაშველო ჟილეტი აღჭურვილი უნდა იყოს საშუალებით, რომლითაც მაშველი
აიყვანს ადამიანს სამაშველო კანჯოში, ტივში ან მორიგე კანჯოში. აგრეთვე
სამაშველო ჟილეტი აღჭურვილი უნდა იყოს ნათურებით, რომელთა დენის ძალა
უნდა იყოს არა ნკლები 0,75კჯ. ზედა ნახევარსფეროს ყველა მიმართულებით,
ენერგიის წყარო უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს დენის ძალა 0,75კჯ.
8სთ-ის განმავლობაში, იყოს თეთრი ფერის.
გიდროკოსტუმები

გიდროკოსტუმები მზადდება წყალგაუმტარი ქსოვილიდან, მისი ჩაცმა შესაძლებელი


იყოს სხვისი დახმარების გარესე 2 წუთის განმავლობაში სამაშველო ჟილეტთან
ერთად თუ გიდროკოსტუმი საჭიროებსმის ქონქს, ხელს არ უწყობდეს წვას ან არ
დნებოდეს ცეცხლში მთლიანდ გეხვევისა 2წ. განმავლობაში, დაფაროს მთელი ტანი
სახის გარდა, 4,5მ სიმაღლიდან გადმოხტომის შემდეგ გიდროკოსტუმში არ უნდა
აღწევდეს დიდი რაოდენობით წყალი, გიდროკოსტუმი თვითონ ან სამაშველო
ჟილეტთან ერთად თუ ეს საჭიროა უნდა ქონდეს საკმარისი ცურვის უნარიანობა და
მდგრადობა მტკნარ წყალში როდესაც არაა ღელვა, გიდროკოსტუმი უნდა ქონდეს
ცურვადობა, რომელიც არ მცირდება 5% წყალში ჩასვლის შემდეგ 24 საათის
განმავლობაში.

დამცავი კოსტუმი

დამცავი კოსტუმი მზადდება წყალგაუმტარი ქსოვილიდან ისე რომ უზრუნველყოს


თავისი ცურვადობა არა ნაკლებ 70ნ. დატვირთვა,გამოყენებული ქსოვილი უნდა
ამცირებდეს გადახურების რისკს, მისი ჩაცმა შესაძლებელი იყოს სხვისი დახმარების
გარესე 2 წუთის განმავლობაში, ხელს არ უწყობდეს წვას ან არ დნებოდეს ცეცხლში
მთლიანდ გეხვევისა 2წ. განმავლობაში, უზრუნველყოს გვერდითი ხედვის 120
გრადუსიანი სექტორი. ადამიანს დამცავ კოსტუმში უნდა შეეძლოს: ავიდეს და
ჩამოვიდეს ვერტიკალურ ტრაპზე არანაკლებ 5 მ., გადმოხტეს 4,5მ სიმაღლიდან
კოსტუმის და მასზე დამაგრებული ხელსაწყოების დაზიანების ან გადანაცვლების
გარეშე, გაცუროს არა ნაკლებ 25მ. და ავიდეს კოლექტიურ სამაშველო საშუალებაში.
სითბო დამცავი საშუალებები

სითბო დამცავი საშუალებები მზადდება წყალგაუმტარი ქსოვილიდან სითბოგამცემი


კოეფიციენტით, სითბო დამცავი კოსტუმი უნდა შეეძლოს შეასრულოს თავისი
ფუნქციებიაერის ტემპერატური -30-დან +20გრადუსამდე.

გიდროკოსტუმები და დამცავი კოსტუმები გათვალისწინებული უნდა იყოს მორიგე


კანჯოს ეკიპაჟის წევრისათვის ან ეკიპაჟისთვის რომლებიც ემსახურებიან საზღვაო
საევაკუაციო სისტემას

კოლექტიური სამაშველო საშუალებები

სამაშველო ტივები

სამაშველო ტივები არის მყარი და გასაბერი, ჩასაშვები და გადასაგდები.

სამაშველო ტივები უნდა აკმაყოფილებდე შემდეგ პირობებს: სამაშველო ტივი უნდა


გამოიყენებული იქნეს ყველა საზღვაო პირობებში 30 დღეღამის განმავლობაში,
ქონდეს ტენტი, რომელიც დაიცავს შით მჯდომარა ხალხს გარე გარემოსგან, მცურავი
სამაშველო ტივი უნდა უძლებდეს მრავალჯეროვან დახტომას მასზე 4,5 მ-დან
გახსნილი ტენტით თუ უტენტოდ, სამაშველო ტივის კონსტრუქცია და
მოწყობილობები უნდა იძლეოდეს ბუკსირებით საშუალებას 3 კვანძით და არ
დაკარგოს მდგრადობა, მინინალური ხალხის რაოდენობა არის 6 ადამიანი.
აღჭურვილი სამაშველო ლეერებით, ტენტის ყველაზე მაღალ გარე წერტილში და
ტენტის შიგნით გააჩნდეს ნათურა რომელიც იმუსავებს 12 საათის განმავლობაში.

სატვირთო გემებზე არის ერთი ან რამდენიმე მკვრივი ან გასაბერი სამაშველო ტივი


185კგ ნაკლები მასის განლაგებული ისე, რომ შეიძლებოდეს გადატანა
ერთიბორტიდან მეორე ბორტზე ერთი ღია გემბანის დონეზე, საერთო ტევადობის
საკმარისი ყველა ეკიპაჟის წევრისათვის. თუ სამაშველო ტივის მასსა 185კგ-ზე
მეტია ან არ არიან განლაგებული ერთღია გემბანის დონეზე და არ ხერხდება მათი
თავისუფალი გადაადგილება, მაშინ სამაშველო ტივების საერთო ტევადობა ერთ და
მეურე ბორტზე საკმარისი უნდა იყოს ეკიპაჟის ყველა წევრისათვის.

სამაშველო კანჯო

კანჯო არის: სამაშველო, სამუშაო, მორიგე.

სამაშველო კანჯო რის: ღია, ნაწილობრივ დახურული, დახურული, თავისუფალი


ვარდნით. ისინი მზადდება მსუბუქი ლითონებისგან, პლასტმასისგან.

ყველა სამაშველო აქვს ისეთი კონსტრუქცია, ფორმა და მთავარი განზომილებების


ფადობები, რომ ქონდეს საკმარის მდგრადობა ღელვაზე და შესაბამისი ბორტის
სიმაღლე, როდესაც არის სრულად კომპლექტებული ხალხით და მარაგით შეეძლოს
უსაფრთხო ჩაშვება 10 გრადუსის დიფერენტის და 20 გრადუსის კრენის დროს. ყველა
სამაშველო კანჯოს აქვს მკვრივი კორპუსი, რომ შეძლოს შეინარჩუნოს დადებითი
მდგრადობა წყნარ წყალზე, როდესაც აქვს გამჭოლი დაზიანება კორპუსის წყალქვეშა
ნაწილში, ქონდეს საკუთარი ცურვის უნარიანობა ან იყოს დამზადებული მცურავი
მასალისგან, მდგრადი ზღვის წყალს, ნავთობს ან ნავთობპროდუქტების
ზემოქმედებას საკმარისი რათა შეინარჩუნოს თავი წყლის ზედაპირზე როდესაც
დაკომპლექტებულია ხალხით და მარაგით.
ნაწილობრივ დახურული სამაშველო კანჯოს აქვს მკვრივი გადახურვა, რომელიც
ფარავს კანჯოს 20% .

დახურულ სამაშველო კანჯოს აქვს მთლიანად დახურული მკვრივი გადახურვით,


რომელსაც აქვს ჩასასვლელი ლუქები და ილუმინატორები, რათა იყოს საკმარისად
განათებული დღის სინათლით, რომელიც იცავს კანჯოში მყოფ ადამიანებს
სიცივისგან. დახურული ლუქებით უმნიშვნელო დაზიანებებით დახურულ კანჯოს
შეუძლია შეინარჩუნოს თავი წყლის ზედაპირზე გადაბრუნებულ მდგომარეობაში
სრული ხალხის შემადგენლობით და მარაგით. დახურულ კანჯოს მდგრადობა
უზრუნველყოფს დაზიანების შედეგად თუ გადაბრუნდა ის ავტომატურად იჭერს
ისეთ მდგომარეობას, რომ მასში მჯდომ ადამიანებს აძლევს საშუალებას დატოვონ
სამაშველო კანჯო.

აგრეთვე არის ცეცხლგამძლე სამაშველო კანჯო, რომელიც არის აღჭურვილი ზღვის


წყლით გაგრილების სისტემით და მას შეუძლია ყოფნა მის ირგვლივ ნავთობზე
ცეცხლმოკიდებულ ხანძარში 8 წუთის განმავლობაში.

თავისუფალი ვარდნით სამაშველო კანჯო დაპროექტებულია ისე რომ დაიცავოს


ხალხი საშისი აჩქარებისგან ჩაშვების დროს დაშვებული სიმაღლიდან წყნარ წყალზე
არასასურველი დიფერენტით 10 გრადუსამდე და 20 გრადუსის სულერთია რომელ
ბორტზე იქნება კრენი, როდესაც არის სრული დატვირთვით აქვს ისეთი სიმტკიცე,
რომელსაც შეუძლია გაუძლის თავისუფალ ვარდნას 1,3 ჯერ მეტი სიმაღლიდან
ვარდნას რომელიც არის გათვალისწინებული.
ნავკოჭები

სამაშველო კანჯოს ჩასაშვებად წყალზე და ამოსაღებად იყენებენ იყენებენ ნავკოჭებს.


ნავკოჭები არის: გრავიტაციული, გადასაშვები და მბრუნავი.

გრავიტაციული ნავკოჭები არის: ერთსახსარიანი (ნახ1 ა), ორსახსარიანი(ნახ1 ბ),


გადასაშვები გრავიტაციული(ნახ1 გ), გრავიტაციული ჩამოსაგორებელი (ნახ1 დ),
გადასაშვები ამძრავით (ნახ1 ე) და მბრუნავი.

ნახ 1. ნავკოჭები

ა-ერთსახსარიანი, ბ-ორსახსარიანი, გ-გადასაშვები გრავიტაციული,

დ-გრავიტაციული ჩამოსაგორებელი, ე-გადასაშვები ამძრავით

You might also like