You are on page 1of 3

საერთაშორისო საჰაერო სამართალი

საერთაშორისო საჰაერო სამართალი არის საერთაშორისო სამართლის ნაწილი


რომელიც არეგულირებს საჰაერო სივრცის გამოყენების პირობებს . ძირითადად ეს
ეხება ავიაციას - ანუ საერთაშორისო ფრენებს, მგზავრების და ტვირთის გადაყვანა-
გადაზიდვას ერთი ქვეყნიდან მეორეში.

თუკი სახელმწიფოს აქვს სუვერენიტეტი მის ტერიტორიაზე ეს სუვერენიტეტი და


ხელშეუხებლობა ვრცელდება ამ ტერიტორიის თავზე მდებარე საჰაერო სივრცეზე . სხვა
სახელმწიფოს ჩარევა დაუშვებელია და ეს გაწერილია სახელმწიფოს კანონმდებლობაში .

საჰაერო სამართლის წყაროები


საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითადი წყაროა ჩიკაგოს 1944 წლის
კონვენცია, მისი მონაწილეა 191 ქვეყანა. ის მოიცავს სამოქალაქო ავიაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაოს) წესდებასაც.

ძირითადი დებულებები ვარშავის სისტემის სახელითაა ცნობილი , რომელიც ეხება


საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს და ადგენს პასუხისმგებლობას მგზავრის სიკვდილის,
დაზიანების ან ტვირთის დაზიანების შემთხვევებში.

1970 წელს ჰააგაში ხელი მოეწერა „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებასთან
ბრძოლის კონვენციას“ რითაც პირველად დაკვალიფიცირდა საჰაერო ხომალდის
უკანონოდ ხელში ჩაგდება დანაშაულად. ამ დროს ხომალდი უნდა იყოს ჰაერში და
დანაშაული ჩადენილი იქნას მასზე.
ასევე სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ მათი მოქმედების იურისდიქცია :
1. ვინ არის ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფო, 2. სად ახდენს დაფრენას
ხომალდი. იურისდიქციის განსაზღვრა აუცილებელია შემდგომი
სისხლისსამართლებრივი დავის წამოსაწყებად დამნაშავის მიმართ.
ამოქმედდა პრინციი „გადაეცი ან დასაჯე“ - ანუ ხომალდის უკანონოდ ხელში ჩამგდები
დამნაშავე ვერ შეძლებს უსაფრთხო თავშესაფრის პოვნას და დაუსჯელად დარჩენას .

საჰაერო სამართლის ძირითადი პრინციპები


 მიწა-წყლის თავზე არსებული საჰაერო სივრცის სრული სუვერენიტეტის და
ფლობის პრინციპი - სივრცე იყოფა: კონტროლირებად, ზედა (ხელსაწყოს
საფრენად) და ქვედა (ვიზუალური ფრენების) ზონები.
 უცხოური საწარმოების და პირების მიერ ყოველი საერთაშორისო ფრენა და ავია
გადაყვანა-გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფოს
ნებართვით.
 ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპი სადაც მოიაზრება
სახელმწიფოს უფლება გაატაროს ყველა ის ზომა რომელიც უზრუნველჰყოფს
ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფრენების შესრულებას
 ნაცვალგება - თუ სახელმწიფო მის საჰაერო სივრცეში უშვებს მეორე
სახელმწიფოს ფრენებისთვის, მაშინ ის სახელმწიფოც მოვალეა იგივენაირად
უპასუხოს.
 განსაკუთრებულ ზონებში და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცე
ყველასთის თავისუფალი და შეუზღუდავია.

საერთაშორისო კოსმოსური სამართალი


საერთაშორისო კოსმოსური სამართალი ესაა ნორმები რომლებიც არეგულირებენ
საჰაერო სივრცის მიღმა არსებული უჰაერო სივრცის - კოსმოსის რეჟიმს.

ეს დაიწყო მასშემდეგ რაც სსრკ-მ პირველი თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში, შემდეგ


ამერიკამ.

თანამგზავრთა ორბიტის ქვედა საზღვრად მიჩნეულია 110-120 კილომეტრის სიმაღლე


დედამიწიდან. საჰაერო სივრცის მსგავსად კოსმოსურ სივრცეს სახელმწიფოები ვერ
ინაწილებენ, თუმცა ცდილობენ აითვისონ იგი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით დადგინდა შემდეგი პრინციპები:

 სამართალი ვრცელდება კოსმოსურ სივრცეზე და ციურ სხეულებზე.


 ეს სივრცე ღიაა გამოკვლევებისა და გამოყენებისთვის და არსეიძლება მიითვისოს
რომელიმე ქვეყანამ
 მისი გამოყენება ემსახურება კაცობრიობის ინტერესებს
 ყველა ქვეყანა თანასწორია აქ საქმიანობასა და კვლევებში
 გამოყენება უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობის და თანამშრომლობის
პრინციპებით
 თანამგზავრები, კოსმოსური აპარატები ემორჩილებიან „ალმის კანონს“
 სახელმწიფო რომელსაც ეკუთვნის ხომალდი პასუხისმგებელია იმ ზარალზე
რომელიც შეიძლება მიაყენოს რომელიმე ტერიტორიას ამ ხომალდის დაშვებამ
დედამიწაზე. ზარალი ანაზღაურდება.
 თუ კოსმონავტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მის დაბრუნებაზე უნდა იზრუნოს
ყველამ ერთიანი ძალებით
 სახელმწიფომ უნდა დააბრუნოს მის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი სხვა
სახელმწიფოს კუთვნილი კოსმოსური ობიექტი.

პრობლემა იქმნება ორბიტის გამოყენების შესახებ, ზოგიერთი სახელმწიფო


წინააღმდეგია სხვა სახელმწიფო ფლობდეს ინფორმაციას მის ტერიტორიაზე მიმდინარე
საშინაო საქმიანობაზე თანამგზავრის საშუალებებით.

განხილვებია სატელევიზიო მაუწყებლობის შესახებ რომლებიც თანამგზავრის


საშუალებით მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ხდება.

კოსმოსურ სივრცეში დღეს აკრძალულია:

1. ბირთვული იარაღის გამოცდა


2. კოსმოსში ბირთვული ან სხვა იარაღით აღჭურვილი ობიექტის გაყვანა და
განლაგება.
3. 1979 წელს ხელშეკრულებით აიკრძალა მთავრეზე და სხვა ზეციურ სხეულებზე
სამხედრო ტიპის საქმიანობა, ან ბირთვული იარაღის გამოცდა.
მთავარი მოწოდება კი რა თქმა უნდა სახელმწიფოთა მაქსიმალური თანამშრომლობაა
კოსმოსის არამილიტარიზაციის მისაღწევად.

You might also like