You are on page 1of 14

საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

საერთაშორისო ჩვუელებაა რომ ომის დროს ადამიანის უფლებათა დაცვის რეჟიმი არ


წყვეტს არსებობას

სისხლის სამართლის მართმსაჯულების ობიექტი არის ინდივიდი რომლის


ინდივიდუალურ პასუხისგებაში მიცემაც ხდება. სისხლის სამართლის
საერთაშორისო მართმსაჯულების განმახორციელებელი არა მხოლოდ ICC არამედ.
როცა ვსაუბრობთ სისხლის სამართის მართმსაჯულებაზე, ყოველთვის საუბარია
ინდივიდუალურ მართლმსაჯულებაზე. ICC ვერ გაასამართლებს სახელმწიფოს და
ICJ ვერ გაასამართლებს ინდივიდს. სისხლის სამართლის მართმსაჯულებაში
ვასამართლებთ ინდივიდებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც დაარსდა 1998 წელს და


მისი დამფუძნებელი ხელშეკრულება არის რომის სტატუტი. საკანონმდებლო
ხელშეკრულება არის ხელშეკრულება რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ წესებს
რომლებიც სავალდებულო იქნება კონკრეტული რეგიონისთვის ან მსოფლიოსთვის,
მაგალითად ევროპული კონვენცია. გაერო არის ნებიმსიერი ხელშეკრულების
დეპოსტერი, რათა იყოს გამჭირვალე.

საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა შეიძლება მოხდეს სახელმწიფოების თანხმობით.

განსხვავება საერთაშორისო და გასაერთაშორისოებულ ტრიბუნალებს შორის:


საერთაშორისო ტრიბუნალი არის ორგანო რომელიც ახორციელებს საერთაშორისო
მართლმსაჯულებას რომლის მაგალითებია ICTY და ICTR, გასაერთაშორისოებული
ტრიბუნალები მოქმედებს ჰიბრიდულად როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო
სამართლის საფუძველზე და მისი პერსონალიც რომელიც აღასრულებს
მართლმსაჯუელბას დაკომპლექტებულია როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო
პერსონალით, გასაერთაშორისოებულ ტრიბუნალებში გვაქვს ეროვნული
სამართალწარმოება რომელშიც შემოყვანილია საერთაშორისო სამართალი.

საერთაშორისო ტრიბუნალს იგივე ad hoc ეს ეხებოდა რუანდის გენოციდს და იქ


მიმდინარე დარღვევებს, იმ კონკრეტულ რეგიონებზე და სიტუაციებზე იყო
ორიენტირებული ICTR და ICTY განსხვავებით ICC სგან რომელიც არის
მუდმივმოქმედი და შეუძლია მსოფლიოში ჰქონდეს იურისდიქცია.

იურისდიქციის ოთხი ელემენტი რომელზეც ICC შეუძლია ჰქონდეს იურისდიქცია:


1. Racione materie სასამართოს აქვს უფლებამოსილება გამოიძიოს
შინაარსობრივად მხოლოდ ის საკითხები რომელიც რომის სტატუტით არის
გათვალისწინებული: კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, ომის დანაშაული
გენოცდინი და აგრესია ეს
2. Racione personali ანუ რომელ პირებზე შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს
იურისდიქცია, ICC იურისდიქცია არ შეიძლება ჰქონდეს 18 წლამდე პირებზე
მაგრამ იმისთვის რომ პირი ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს უნდა იყოს
რომის სტატუტის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე ან რომის
სტატუტის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილ
დანაშაულსი ბრალდებული
3. Raciona loki ტერიტორიული იურისდიქცია ICC შეიძლება ჰქონდეს
ხელშემკვრელ სახელმწიფოებში, ICC წევრმა სახელმწიფოებმა რეფერალი
გადასცა ICC - ს
4. Racione temporis დროითი იურისდიქცია მნიშვნელოვანია რომ ის დარღვევები
რომელიც უნდა გამიძიოს ჩადენილი იყოს ICC სტატუტის ძალაში შესვლის
შემდეგ
ICC საქმეში ერთვება მაშნ თ სახელმწიფო რომლის ტერიტორიაზე ცმოხდა დარღვევა
ან ორმლის მთავარსარდლებმაც ჩაიდინეს არ იძიებს ან არ შეუძლია გამოძიება

საერთშორისო სისხლის სამართის მართმსაჯულების ცნება არის მარტივი და ასევე


კომპლექსური. ის მარტივია იმ თვალსაზრისით რომ კონკრეტული სახის
სამართალდარღვევა საყოველთაოდაა მიჩნეული საერთაშორისო დანაშაულად
რომელთა ჩამდენნიც შესაძლოა გასამართლებულ იქნენ, როგორც შიდა
სასამართლოების ისე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ იმ
შემთხვევაში თუ ამ უკანასკნელთ აქვს განსჯადობა. ცნება კომპლექსურია იმ მხრივ
რომ პრობლემურია ურთიერთობა შიდა სასამართოებსა და საერთაშორისო სისხლის
სამართლის სასამართლოებს შორის. საქმეს უფრო მეტად ართულებს უშიშროების
საბჭოს ტენდენცია, შეიზღუდოს საქმის შიდა სასამართლოებისთვის გადაცემა
კონკრეტულ სიტუაციებში ისე როგორც მოხდა ეს ყოფილი იუგოსლავიისა და
რუანდის შემთხვევებში.

დანაშაულები საერთაშორისო სამართლის მიხედვით

ა) ნიურნბერგის წესდება და გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის


რეზოლუციები

ნიურნებრგისა და ტოკიოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალები მოქმედებდნენ


ქარტიების საფუძველზე, რომლებიც მოითხოვნენ ინდივიდების დასჯას სამხედრო
დანაშაულების კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების და მშვიდობის წინააღმდეგ
ჩადენილი დანაშაულებისთვის. 1964 წლის 11 დეკემბერს ერთხმად მიღებულ
რეზოლუციაში 95 გენერალურმა ასამბლეამ დაადასტურა ნიურნბერგის
ტრიბუნალის ქარტიის და ტრიბუნალის გადაწყვეტილების მიერ აღიარებული
საერთაშორისო სამართლის პრინციპები

1947 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ დააფუძნა


საერთაშორისო სამართლის კომისია ხოლო იმავე დღეს მიიღო კიდევ ერთი
რეზოლუცია რომლითაც კომისიას დაევალა:
ა) ჩამოეყალიბებინა ნიურნბერგის ტრიბუნალის წესდებასა და ტრიბუნალის
გადაწყვეტილებაში აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და
ბ) მოემზადებინა კაცობრიობის მშვიდოიბა და უსაფრთხოების წინააღმდეგ
მიმართულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი რომელშიც მკაფიო ადგილი
დაეთმობოდა ა) პუნქტში ხსენებულ პრინციპებს.

ILC ჩამოაყალიბა საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულების შემდეგი


ფორმულირება:
ა) დანაშაულების მშვიდობის წინააღმდეგ:
აგრესიული ომის ან საერთაშორისო ხელშეკრულებების შეთანხმებების ან
დაპირებების დარღვევით ომის დაგეგმვა მომზადება დაწყება ან წარმოება
საერთო გეგმასა თუ საიდუმლო ჩანაფიქრში მონაწილეობა, ზედა პინქტში
ხსენებული რომელიმე ქმედების შესრულების მიზნით
ბ) სამხედრო დანაშაულები
ომის კანონების ან ჩვეულებების დარღვევა რომელიც მოიცავს მაგრამ არ
შემოიფარგლება მკვლელობით, სასტიკი მოპყრობით ან მონური შრომის ან რაიმე
სხვა მიზნით ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ან ისეთტერიტორიაზე
მოსახლეობის დეპორტაციით, სამხედრო ტყვეთა ან ზღვაზე პირთა მიმართ სასტიკი
მოპრობით, ძ, მძევალთა მკვლელობით საჯარო ან კერძო ქონების დატაცებით,
ქალაქების ან სოფლების ბარბაროსული განადგურებით ან დაზიანებით რომელიც არ
არის გამართლებული სამხედრო აუცილებლობით
გ) დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ:
მკვლელობა, განადგურება, დამონება დეპორტაცია და ნებისმიერი სამოქალაქო
მოსახლეობის წინაარმდეგ განხორციელებული სხვა არაადამიანური ქმედებები ან
დევდა პოლიტიკურ რასობრივ ან რელიგიურ საფუძვლებზე, თუ ასეთ ქმედებები
ხორციელდება ან ასეთი დევნა გრძელდება მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული
რომელიმე დანაშაულის ან რომელიმე სამხედრო დანაშაულის განხორციელების
პროცესში ან მასთან დაკავშირებით.

მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაულის სამხედრო დანაშაულის ან კაცობრიობის


წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეობა წარმოადგენს დანაშაულს
საერთაშორისო სამართლის მიხედბით
გ) კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრხოების წინაააღმდეგ დანაშაულების
კოდექსის კომენტარი

1996 წელს ILC მიიღო ოცი მუხლის პროექტი რომელიც შეადგენდე კაცობრიობის
მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულების კოდექსს. კომისიამ
რეკომენდაცია გაუწია გენერალურ ასამბლეას რომ მას აერჩია ყველაზე შესაფერისი
ფორმა რათა კოდექსის პროექტს მოეპოვებინა რაც შეიძლება ფარრთო აღიარება

გ) საერთაშორიოს დანაშაულები საყოველთაო საერთაშორისო სამართლის პოზიცია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართოს წესდების დებულებები


წარმოადგენს იმ სამართალდარღვევათა კარგ ნიმუშებს რომლებიც შეადგენს
საყოველთაო საერთაშორისო სამართის ნაწილს. შემდეგი დებულებები განმარტავს
საერთაშორისო დანაშაულებს
(I) სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებული დანაშაულები
1. სასამართლოს იურისდიქცია შემოიფარგლება მთელი საერთაშორისო
საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი უმძიმესი დანაშაულებით.
სასამართლოს იურისდიქცია ამ წესდების თანახმად ხორციელდება
შემდეგ დანაშაულებზე:
ა) გენოციდი
ბ) დანაშაული კაცობრიობის წინააღდეგ
გ) სამხედრო დანაშაულები
დ) აგრესიის დანაშაული

გენოციდი ამ წესდების მიზნბისთვის ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილ


ნებისმიერ ქმედებას რომელიც ჩადენილია ეროვნული ეთიკური
რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთიანი ან ნაწილობრივი
განადგურების მიზნით:
ა) ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობა
ბ) ასეთი ჯგუფის წევრტათვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენება ან
მათი ფსიქიკური მოშლილობის გამოწვევა
გ) რომელიმე ჯგუფისთვის განზრახ ისეთი საარსებო პირობების შექმნა
რომლებიც მიზნად ისასხავს მის მთიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ
განადგურებას
დ) ისეთი ზომების გატარება რომელთა მიზანია ასეთ ჯგუფში
შობადობისთვის ხელის შეშლა
ე) ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების იძულებით გადაცემა

დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ


ამ წესდების მიზნებისთვის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ცამოთვლილ ქმედებას როცა იგი ჩადენილია
ნებისმიერ სამოქალაქო მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი ან
სისტემატური თავდასხმების ფარგლებში თავდასხმის გაცნობიერებით:
ა) მკვლელობა
ბ) განადგურება
გ) დამონება
დ) დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულების გადაადგილება
ე) დაპატიმრება ან ფიზიკური თავისუფლების სხვაგვარი უხეში
ხელყოფა ჩადენილი საერთაშორისო სამართის ძირითადი წესების
დარღვევით
ვ) წამება
ზ) გაუპატიურება, სქესობრივი დამონება, იძულებით პროსტიტუცია,
იძულებითი დაორსულება, ძულებით სტერიზილაცია ან მსგავსი
სიმძიმის სქესობრივი ძალადობის სხვა ფორმები
თ) ნებისმიერი იდენტიფიცირებული ჯგუფის ან ერთობის დევნა
პოლიტიკური რასობრივი თნიკური ეროვნული კულტურული
რელიგიური გენდერული ან სხვა ისეთი ნიშნის საფუძველზე რომელიც
საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ დაუშვებლად არის
აღიაებული დაკავშირებული ამ პუნქტში აღნისნულ რომელიმე
ქმედებასთან ან სასამართლოს იურისდიქციაშ შემავალ რომელიმე
დანაშაულთან
ი) პირთა იძულებითი გაუჩინარება
კ) აპართეიდის დანაშაული
ლ) მსგავსი ხასაითის სხვა არაადამიანური განზრახი ქმედება რომელიც
იწვევს მძიმე ტანჯვას სხეულის მძიმე დაზინაებას ანდა სერიოზულ
ზიანს აყენებს პირის ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას

სამხედრო დანაშაულები

სასამართლო თავის იურისდიქიას ახორციელებს სამხედრო


დანაშაულებზე, და განსაკუთრებით თუ იგი ჩადენილია გეგმის ან
პიოლიტიკის ფარგლებსი ან ამგვარი დანაშაულის ფართომასშტაბიანი
ჩადენის შემთხვევაში
1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევებს:
1. განზრახ მკვლელობა
2. წამება ან არაადამიანური მოპყრობა მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტები
3. მძიმე ტანჯვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ჯანმრთელობისთვის ზიანის
მიყენება
4. საკუთრების უკანონო უაზრო და ფართომასშტაბიანი განადგურება და
მითვისება რაც არ არის გამართლებული სამხედრო აუცილებლობით
5. სამხედრო ტყვის ან სხვა დაცული პირი იძულება იმსხუროს მოწინააღმდეგე
პახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში
6. სამხედრო ტყვის ან სხვა დაცული პირისთვის სამართიანი და ნორმალური
სასამართო განხილვის უფლების განზრახ ჩამორთვმევა
7. უკანონო დეპორტაცია ან გადაადგილება ან თავისუფლების უკანონო აღკვეთა
8. მძევლების აყვანა
იმ კანონებისა და ჩვეულებების მძიმე დარღვევებს რომლებიც საერთაშორისო
სამართლის შესაბამსიად გამოიყენება საერთაშორისო შეიარარებული კონფლიქტების
დროს კერძოდ ნებიმსიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:
1. განზრახ თავდასხმა სამოქალაქო მსოახლეობაზე როგორც ასეთზე ან ცალკეულ
სამოქალაქო პირებზე რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ
მოქმედებებში
2. განზრახ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე ესეიგი იმ ობიექტებზე
რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს

აგრესიის დანაშაული

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართოს წესდება აგრევთვე შეიცავს


აგრესიის დანაშაულს, კერძოდ აგრესიუილი ომის ან საერთაშორისო
ხელსეკრულებების შეთანხმებების ან დაპირებების დარღვევით ომის დაგეგმა
მომზადება დაწყება ან წარმოება ან საერთო გეგმასა თუ საიდუმლო ჩანაფიქრში
მონაწილეობა რომელიმე ხსენებული ქმედების შესრულების მიზნით

აგრესიის დანაშაული შემეგნაირად განიმარტება: პირი რომელიც როგორც ლიდერი


ან ორგანიზატორი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ან უბრძანებს აგრესიის
დაგეგმვას მოზმადებას დაწყებას ან წარმოებას ჩადენილს სახელმწიფოს მიერ პასუხს
აგებს აგრესიის დანაშაულისთვის
1. წამება მშვიდობიან დროს
გონივრული იქნება მშვიდობიან დროს ჩადენილი წამება მოვაქციოთ საერთაშორისო
დანაშაულის კატეგორიაში. აეთ მიდგომას აქვს რამდენიმე უპირატესობა. პირველი
ის ადასტურებს წამების როგორც ისეთის სამართალდარღვევის სტატუსს რომელიც
არსებობს როგორც ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის არსებობის ისე
კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისგან დამოუკიდებლად. ამ უკანასკნელ
შემთხვევაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებთან წამების ასოცირებას
შედეგად მოჰყვა ის რომ ზოგჯერ წამება ითვლებოდა საერთაშორისო დანაშაულად
მხოლოდ იმ შემტხვევაში თუ საქმე გვქონდა განმეორებით ქმედებებთან.
მიუხედვადა აღნიშნული მოვლენებისა კლასიფიკაციის საკითი შესამჩნევია ყოფილი
იუგოსლავიის სისხლის სამართის ტრიბუნალის რუანდის ტრიბუნალის და სისხლის
სამართის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებებში რომლებიც წამება
მოხსენებულია როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ერთ ერთი სახე

დ) მოქმედება დროში

პრაქტიკაშ სასამართლოს შესაძლაო დასჭირდეს დაადგინოს თუ რა მასშტაბები


ჰქონდა საერტაშორისო დანაშაულს მათ ჩადენის დროისთვის და აგრეთვე
ითვლებოდა თუ არა საბრალდებო ოქმში ან გადაცემის შესახებ მოთხოვნაშ
მითითებული სამსართალდარვევა დანაშაულად კონკრეტულ თარიღზე.

აღსრულება შიდა სასამართლოების მიერ

შიდა სასამართლოები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ იურისდიქცია


საერთაშორისო დანაშაულებზე იმ პირობით ორმ დაცული იქნება კანონიერების
ზოგიერთი სტანდარტი. სულ უფრო ხშირად აღიარებენ რომ უნივერსალური
იურისდიქციის პრინციპი წარმოადგენს საერთაშორისო სამართის მიხედვით
დანაშაულების არსებობის დამახასიათებელ თვისებას.
შიდა სასამართლოების ფუნქციასთან დაკავშირებული საკითხია საბრალდებო
დასკვნის შინაარსის არჩევის შესაძლებლობა ამგვარად სავსებით ლოგიკური იქნება
სამოქალაქო პრითა უკანონოდ მოკვლა შევაფასოთ როგორც მკვლელობა ნორვებიის
კანონმდებლობის მიხედვით ხოლო ომის კანონები მნიშვნელოვანია გამამართლებელ
გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

კანონით დადგენილი დანაშაულები რომელთა ჩადენის გამო აპელანტი ქინა


მსჯავრდებული ყოველთვის ითვლებოდა საერტაშორსიო დანაშაულებად ორმელბიც
იკრძალებოდა საერთაშორისო სამართით და წარმოადგენდა ინდივიდუალური
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს
სწორედ ამ დანაშაულების განსაკუთრებულად უნივერსალური ხასიათი ანიჭებს
ყოველ სახელმწიფოს უფლებამოსილებას გაასამართოს და სდასაჯოს ნებისმიერი
პირი რომელმაც მოანწილეობა მიიღო მათ ჩადენაში.
შიდა სასამართოების და სამხედრო ტრიბუნალების მიერ შესრულებული როლი იყო
ეპიზოდური და არც თუ ისე თანმიმდევრული. ხელისუფლებათა მხრიდან
სურვილის ნაკლებობა გაასამართონ ასკუტარი მოქალაქეები გარდაუვლად
წარმოშობს პოლიტიკურ საფუძველს სისხლის სამართის საერთაშორისო
სასამართოების შექმნისთვის
მიუხედავად ამისა შიდა სასამართოების როლს ხაზი გაესვა სიხლის სამართის
საერთაშორისო სასამართოს წესდებაში რომლის პრეამბულაში ნათქვამია რომ
სასამართო იქნება ეროვნული სისხლის სამართის იურისდიქციის შემავასებელი.

იურისდიქცია დროში

სისხლის სამართლის სასამართლოების იურისდქიციის ფარგლები დროის მხიედვით


დადგენილია მათი დამფუძნებელი დოკუმენტებით. ამგვარად ყოფილლი
იუგიოსლავიის სისხლის სამატთლის საერთაშორისო ტრიბუნალის წესდების მერვე
მუხლით ტრიბუნალის იურისდიქცია მოქმედებს 1991 წლის 1 იანვრიდან . სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების 11 მუხლი ადგენს რომ
სასამართოს აქვს იურისდიქცია მხოლოდ წინამდებარე წესდების ძალაში შესვლის
შემეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ხოლო 24 მუხლი ამბობს რო მ დაუშვებელია
წინამდებარე წესდების შესაბამისად პირს შეეფარდოს სისხლის სამართის
პასუხისმგებლობა იმ ქმედებისთვის რომელიც ჩადენილ იქნა წესდების ძალაში
შესვლამდე

ხანდაზმულობის ვადების გავრცელება საერთშორისო დანაშაულებზე

პრობლემის წყაროს წარმოადგგენს სახმედრო დანაშაულებსა და საერთაშორისო


სამართის წინააღმდეგ დანაშაულებზე შიდა კანონმდებლობით გათვალსიწინებული
ხანდაზმულობის წესების გავრცელება. პრინიცპში საერთაშორისო სამართლის
წინააღმდეგ დანაშაულების erga omnes ხასიათი გამორიცხავს ხნანდაზმულობის
პრინციპების გამოყენეაას

მრავალმხრივი სახელშეკრულებო რეჟიმები

საერთშორისო საჯარო წესრიგის კონკრეტული საფრთხეების საპასუხოდ შეიქმნა


სტანდარტების დამდგენი მრავალმხრივი კონვენციები. ასეთი კონვენციის
მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს 1971 წლის მონრეალის კონვენცია
სამოქალააქო ავიაციის სუაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო
ქმედებების თავიდან აცილებაზე. კონვენცია ამბობს რომ თითოეული ხელშემკვრელი
მხარე ვალდებულია დააკავოს და გაასამართოს მის ტერიტორიაზე მყოფი
სამართალდამრღვევი. კონვენცია ადგენს ასევე რომ თ ხელშემკვრელი სახელმწიფო
რომელსა პატიმრობაში ჰაყავს სამართალდამრღვევი არ განახორციელებს მის
ექსტრადიციას. ის ვალდბულია გაასამართოს სამართალდამრღვევი მიუხედავად
იმისა სამართალდარღვევა მის ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი თუ არა

Erga omnes ვალდებულებათა ხასიათის მქონე ნორმები


საერთშორისო სასამართოს თავის გადაწყვეტილებაში გენოციდის საქმეზე გამოთქვა
მოსაზრება რომ ტერიტორიული შეზღუდვები არ ვრცელდება erga omnes უფლებებსა
და ვალდებულებეზე, რაც შეეხება კონვენციის გავრცელებასთან დაკავშირებულ
ტერიტორიულ პრობლემებს სასამრათლოს სურ აღნიშოს რომ ერთადერთი
დებულება რომელიც მნიშნვლეოვანია ამ თვალსაზრისით მხოლოდ ადგენს რომ
პირები რომლებსაც ბრალად ედებათ კონვენციის მიერ აკრზალული რომელიმე
ქმედების ჩადენა უნდა გასამართლდნენ იმ სახელმწიფოს კომპეტენტური
სასამართოს მიერ რომლის ტერიტორიაზეც იქნა ჩადენილი ქმედება

კანონით დაცული უფლებები და ვალდებულებები წარმოადგენს erga omnes.


უფლებებს და ვალდებულებებს. საასამართო მიუთითებს რომ კონვენცია არ ღუდავს
ტერიტორიული თვალსზრისით თითოეული სახელმწიფოს ვალდებულებას
თავიდან აიცილოს და დასაჯოს გენოციდის დანაშაულის ჩამდენნი.

უშიშროების საბჭოს მიერ გაერთაინებული ერების წესდების მეშვიდე თავის


საფუძველზე შექმნილი სისხლის სამართის ტრიბუნალები

ა) სისხლის სამართის საერთაშორის ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის (ICTY)

იუგოსლავიაში შეიარაღებული კონფლიქტის გავითარების რაღაც ეტაპზე რომელიც


დაიწყო 1991 წლიდან უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა შეექმნა ტრიბუნალი იმ პირთა
საქმეებს განსახილველად რომლები პასუხს აგებდნენ საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართის დარღვევებისთვის ( ჟენევის კონვენციების დარღვევები
დანაშაულები კაცობრიბოის წინააღმდეგ და გენოციდი) გენერალური მდივანის
მოხსენების საფუძველზე რომელიც შეიცავდა წესდების პროექტს უშიშროების
საბჭომ ცვლილებების გარეშე დაამტკიცა საერთშორისო ტრიბუნალის წესდება.
სასამართო შეუდგა მუშაობას 1995 წელს. იგი შედგება სამი სასამართლო წარმოების
პალატისა და სააპელაციო პალატისგან. მისი ადგილსამყოფელია ჰააგა. ტრიბუნალის
თავდაპირველ დავალებას წარმოადგენდა სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მომზადება და წესებთან დაკავსირებული სხვადასხვა საკითხები, მათ
შორის დაკავებულთან მოპყრობის მარეგულირებელი წესები. წესდების მერვე მუხლი
შემდეგნაირად განსაზღვრავს ტერიტორიულ და დროის მიხედვით იურისდიქციას:
საერთაშორისო ტრიბუნალის ტერიტორიული იურისიდქიცია ვრცელდება ყოფილი
იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათ
შორის მის სახმელეთ` ზედაპირზე, საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე.
საერთაშორისო ტრიბუნალის იურისდიქცია დროის მიხედვით ვრცელდება
პერიოდზე, რომელიც იწყება 1991 წლის 1 იანვრიდან. ტრიბუნალის მატერიალური
იურისდიქცია ვრცელდება 1949 წლის ჟენევის კონვენციისსერიოზულ დარღვევებზე
ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევებზე, გენოციდსა და კაცობრიბის
წინააღდეგ დანაშაულებზე. ტრიბუნალის შექმნის საფუძვლებს ნათელს ჰფენენ შრაგა
და ზაკლინი შემდეგნაირად.

გაერთიანებული ერების წესდების მეშვიდე თღავის საფუძველზე ტრიბუნალის


შექმნან განსაზღვრა არა მხოლოდ ტრიბუნალის იურისდიქცია ტერიტორიული და
დროის თვალსაზრისით არამედ აგრეთვე აღწეა მისი მატეერიალური იურისდიქცია
და დააწესა მკაცრი კრიტერიუმები მარეგულირებელი სამართის არჩევისთვის. იმ
ფაქტმა რომ უშიშროების საბჭო არ არის საკანონმდებლო ორგანო განაპირობა ის რომ
მის მიერ შექმნილ შვილოობილ ორგანოს არ ექნებოდა ის უფლებამოსილებებლი
რომლებიც არ გააჩნდა მის ზემდგომ ორგანოს. ანალოგიურად ტრიბუნალი ვერ
შექმნიდა საერთაშორისო სამართლის ახალ ნორმებს რომლებიც სავალდებულო
იქნებოდა კონფლიქტის მხარეთათვის. ტრიბუნალს მიენიჭა უფლება გამოეყენებინა
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართის მხოლოდ ის ნორმები რომლებიც
ყოვლეგვარი ეჭვის გარეშე წარმოადგენენ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართის
ნაწილს, მიუხედავად მათი კოდიფკაციისა რაიმე საერთაშორისო ინსტრუმენტში და
მიუხედავად იმისა შეუერთდნენ თუ არა ან მოახდინეს თუ არა ამ ნორმების
იმპელემტირება თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობებშ კონკრეტულმა
სახელმწიფოებმა. საერთაშორისო ჯუმანიტარული სამართლის იმ დარღვევათა
ჩამონათვალი რომელთაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე აქვთ საერთაშორისო
ჩვეულებით სამართის ხასიათი, შემოიფარგლება იმ დარღვევებით< რომლებიც
ჩვეულებრივ წარმოადგენენ ინდივიდთა სისხლის სამართის პასუხისმგებლობის
საფუძველს და წესდების თანახმად მოიცავს ჟენევის კონვენციების სერიოზულ
დარღვევებს, ომის კანონებისა და წეს ჩვეულებების დარღვევებს გენოციდის
დანაშაულს და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ.

შედეგად ტრიბუნალის გადაწყვეტილებები ეხება მოთხოვნას რომო კონკრეტული


დარღვევი უნდა იწვევდეს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობას ჩვეულებით სამართის მიხედვით

ინდივიდუალური სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი


სრულყოფილად არის განხილული წესდების მეშვიდე მუხლში

1. პირი რომელმაც დაგეგმა მოუწოდა უბრძანა ჩაიდაინა ან სხვა მხრივ დაემარა


ან წააქეზა წინამდებარე წესდების მეორე მეხუთე მუხლებშ მოხსენეიელებული
დანაშაულის დაგეგმვის მომზადების ან ჩადენისკენ პირადად აგებს პასუხს
დანაშაულისთვის
2. ეჭვმიტანილი პირის ოფიციალური თანამდებობა იქნება ეს სახელმწიფოს თ
მთავრობის მეთაური თუ მთავრობის თანამდებობის პირი არ ათავისუფლებს
ასეთ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და არ ამცირებს მის
სასჯელს
3. ის ფქტი რომ წინამდებარე წესდების მეორე მეხუთე მუხლებით
განსაზღვრული რომელიმე ქმედება ჩადენილ იქნა დაქვემდებარებული პირის
მიერ არ ათავისუფლებს მის ზემდომს სისხლის სამართლის
პასუხსმგებლობისგან თ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა რომ
დაქვემდებარებული აპირებდა ასეთი ქმედებებების ჩადენას ან ჩაიდინა ისინი
და ზემდგომმა არ მიიღო აუცილებეი და გონივრულიზზომები რათა თავიდან
აეციელბინა ასეთი ქმედებების ჩადენა ან დაესაჯა მათი ჩამდენნი
4. ის ფაქტი რომ ეჭვმიტანილი პირი მოქმედებდა ხელისუფლები ან ზემდგომის
ბრძანების საფუძველზე არ ათავისუფლებს მას სიხლის სამართის
პასუხსიმგებლობისგანმაგრამ შეიძლება მხედველობაშ იქნებს მირებული
სასჯელის შემქსუბუქების თვალსაზრისით თ საერთაშორისო ტრიბუნალი
ჩათვლის რომ ეს აუცილებელია მართმსაჯულებისთვის.

ეს დებულებები ასახავს ინდივიდუალური სისხლის სამართის პასუხისმგებლობის


საყოველთაოდ აღიარებლ პრინციპებს თუმცა იმ გამონაკლისით რომ იმუნიტეტეის
უარყოფის საკითხი სადავოა

ბ) რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ( ICTR)

ეს ტრიბუნალი შეიიქმნა უშიშროების საბჭოს მიერ 1994 წლის 8 ნოემბერს მიღებული


N995 რეზოლუციის (1994წ) საფუძველზე რომლის დანართი სეიცავს ტრიბუნალის
წესდებას. 1-ელი მუხლი შემდეგნაირად განსაზღვრავს ტრიბუნალის
უფლებამოსილებებს:
რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალი უფლებამოსილია გაასამართლოს პირები,
რომლებიც პასუხს აგებენ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე 1994 წლის 1
იანვრიდან 1994 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი ჰუმანიტარული სამართის
სერიოზული დარღვევებისთვის წინამდებარე წესდების დებულებების შესაბამისად.
ტრიბუნალს აქვს ზემოთ განხილული იუოგოსლავიის სისხლის სამართლის
საერთაშორისო ტრიბუნალის იურისდიქციის მსგავსი ელემენტები მატერიალური და
პირთა წრის მიხედვით იურისდიქციის თვალსაზრისით

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ( ICC)

1994 წელს საერთაშორისო სამართის კომისიამ მიიღო სისხლის სამართლის


საერთაშორისო სასამართლოს წესდების პროექტი რომელიც ეკომენდაციის სახით
წარედგინა გენერალურ ასამლეას. გენერალურ ასამბლეაზე წარმოდგენილი
დელეგეაეიბის უმრავლესობამ მხარის დაუჭირა სისხლის სამართის საერთაშორისო
სასამართოს შექმნას. ამ აზრის ჩამოყალიბებების არკვეულ წინაპირობას
წარმოადგენდე რწმენა იმისა რომ ასეთ სასამართო იქნებოდა უფრო მართებული
ვიდრე უშიშროეიბს საბჭოს მიერ შექმნილი ad hoc რეეგიონალური სისხლის
სამართლის ტრიბუნალები. მოსამზადებელ კომისიასა და სხვა უწბებებეში ბევრი
მუშაობის შემდეგ 1998 წელს რომში მოწვეულ იქნა დიპლომატიური კონფერენცია
სისხლის სამართის საერთაშორისო სასამართოს შექმნის თაობაზე. 1998 წლის 17
ივლისს ხელი მოეწერეა სასამართოს წესდების მას შემდეგ რაც მიღწეულ იქნა
მნიშვნელოვანი კომპრომისების თელი რიგ. 126 მუხლის დებულებების შესაბამისად
წესდება ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც სამოცმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა
რატიფიცირება მოახდინა მიიღო ან აშეუერთდა წესდებას. ეს იყო მნიშვნელოვანი
მოვლენა რამაც გამოიწვია გარკვეული პოლიტიკური წინააღმდეგობა ძირითადად
მაგრამ არა მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან.

წესდების მეოთხე ნაწილი ეხება სასამართოს შემადგენლობას. სასამართლო შედგება


თვრამეტი მოსამართლისგან რომელთა უფლებამოსილების ვადა შეადგენს ცხრა
წელს პირველი არჩევის შემდეგ ( წილის ყრის სედეგად ირჩევა ექვსი მოსამართისგან
შემდგარი ჯგუფები რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სამი ექვსი
და ცხრა წლით) მოსამართლეები არ შეიძლება ხელხალხლა იყვნენ არჩეულნი
სასამართოს იურისდიქცია ვრცელდება გენოციდის დანაშაულზე კაცობრიობის
წინააღმდეგ დანაშაულებზე ომის დანაშაულებზე და აგრეიის დანაშაულებზე.

იურისდიქციის განხორციელების წინაპირობები

სასამართოს შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია მეხუთემ მუხლში აღნიშნულ


დანაშაულზე ამ წესდების დებულებათა შესაბამისად თუ:

ა) მონაწილე სახელმწიიფო14 მუხლის თანახმად პროკურორს მოახსენებს იმ


ვითარების შესახებ რომელშიც როგორც ეჭვობენ ჩადენილია ერთი ან მეტი ამგვარი
დანაშაული ან
ბ) გაეროს წესდების 7 თავის შესაბამისად მოქმედი უშიშროების საბჭო პროკურორს
მოახსენებს იმ ვითარების შესახებ რომელშიც როგორც ეჭვობენჩადენილია ერთი ან
მეტი ამგვარი დანაშაული ან
გ) პროკურირორი აღნიშნული დანაშაულის მიმართ დაიწყებს გამოძიებას 15 მუხლის
შესაბამისად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართოს იურისდიქცია დამოკდიებლლია


მონაწილე სახელმწიფოა თანხმობაზე. ამ თვალსაზრისით იგი მსგავსია
სტანდარტების დამდგენი მრავალმხრივი ხელშეკრულებების რეგულირებული
დანაშაულებისა როგორიცააა თვითმფრინავის წინააღმდეგ მიმართლი ტერორიზმი
სისხლის სამართლის ასერთაშორისო სასამართოც ტოვებს მნიშვნელოვან
უფლებეამოსილებებს და ვალდებულებებს სახელმწიფოთა ხელში. ამგვარად
ურთიერთშევსების პრინციპი აძლევს შესაძლებლობას მონაწილე სახელმწიფოებს
რომ მათ პირველ რიგში ჩაატარონ გამოძიება და გაასამართლონ ის პირები
რომლებიც პასუხს აგებენ კონკრეტულ დანაშაულებზე.

წესდების 13 მუხლის თანახმად იურისდიქცია წარმოიშობა სამი გამომწვევი


მექანიზმის საფუძველზე: მონაწილე სახელმწიფოს მიერ პროკურორისთვის
მოხსენება უშიშროების საბჭ`ს მიერ პროკურორისთვის მოსენება და პროკურორის
proprio motu ინიციატივით გამოძიების დაწყება. პროკურორის კანცელარიას საქმის
ვითარების შესახებ მოახსენა სამმა სახელმწიფომ.

იმუნიტეტი იურისდიქციისგან

პრობლემა რომლის წინაშეც დადგნენ საერთაშორისო სასამართლო და სხვადასხვ


ეროვნული სასამართოები ამ წიგნის ბოლო რედაქციის გამოშვების შემდეგ, არის
დამოკიდებულება სისხლისსამართლებრვიი იურისდიქციისგან სახელმწიფოს
მეთაურებისა და მთავრობის მინისტრების მიერ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშ
ჩდენილ ქმედებებთან დაკავშირებით იმუნიტეტსა და საერთაშორისო დანაშაულების
jus cogens ხასიათს შორის.

ჩვეულებით საერთაშორისო სამართალში საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის


განკუთვნილი იმუნიტეტები არ არის მინიჭებული პირადი სარგებლობისთვის
არამედ მათ მიერ მათი სახელმწმიფოების სახელით ათავიანთ ფუნქციების
ეფექტურად შესრულბის უზუნველსაყოფად. ამ იმუნიტეტების ფარგლების
დასადგენად სასამართომ პირველ რიგში უნდა შეისწავლოს საგარეო საქმეთა
მინისტრის მიერ განხორციელებული ფუნქციების ხასიათი.
ისპასუხისმგებელიათავისი მთავრობის დიპლომატიურ საქმიანობაზე და ზოგადად
მოქმედებს როგორც მისი წარმოამადგენელი საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და
მთავრობათაშორის შეხვედრებზე. ელჩები და სხვა დიპლომატიური აგენტები
თავიანთ ვალდებულებებს მისი ზედამხედველობის ქვეშ ახორციელებენ . მისი
ქმედებეიბ შსაძლოა სავალდეუბულო გახდეს იმ სახელმწიფოსთვის რომელსაც ის
წარმოადგენს და ივარაუდება რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ავისი
თანმდებობიდან გამომდინარე აქვს სრული უფლება იმოქმედოს სახელმწიფოს
სახელით. ამ ფუნქციების განხორციელების პროცესში მინისტრს ხირად უწევს
სხვადსხვა ქვეყნებში მოგზაურობა და შესაბამისად მას უნდა ჰქონდეს სშუალება
თავისუფლად იმოქმედოს სახელმწიოფოს სახელით როდესაც წარმოიშობა ამი
სუაიცლებლობა. აგრეთვე მას მუდმივი კოუნიკაცია უნდა ჰქონდეს მთავრობასთან,
მის დიპლომატიურ მისიებთან მთელ მსოფლიოში და ჰქონდეს შესაძლებლობა
ნებისმიერ დროს დაუკავშირდეს სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებს. სასამართო
ხაზს უსვამს იმასაც რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხს აგებს თვისი
სახელმწიფოს ურთიერთობებზე ყველა სხვა სახელმწიფოსთან და დაკავებული აქვს
ისეთ ათანამდებობა რომ სახელმწიფოს ან მთვრობის მეთაურის მსგავსად
საერთაშორისო სამართალში ის აღიარებულია სახელმწიფოს წარმომადგენლად
მოხლოდ თავისი თანამდებობის ძალით. მას არ სჭირდება რწმუნების სიგელების
წარმოადგენა სპაირისპიროდ სწორედ მინისტრია ის პირი რომელიც განსაზღვრავს თ
რა უფლებამოსილება უნდა მიენიჭ`ს დიპლომატიურ აგენტებს და ხელმოწერით
ადასტურებს მათ რწმუნებათა სიგელს. დასასრულ სწორედ საგარეო საქმეთა
მინისტრებთან გადიან აკრედიტაციას რწმუნებულები.

შესაბამისად სასამართლო ასკვნის ორმ საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს ისეთი


ფუნქციები რომ თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში
საზღვარგარეთ ყოფნის დროს იგი სარგებლობს სისხლის სამართის
იურისდიქციისგან სრული იმუნიტეტით და ხელშეუხებლობით> ეს იმუნიტეტი და
ხელშეულებლობა იცავს ხსენებულ პირს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის
ნებისმიერი ქმედებისგან რომელიც ხელს შეუშლია მას თავისი ვალდებულებების
შესრულებაში.

ზოგიერთი მოსაზრება კანონის უზენაესობის თაობაზე

ზოგ შემთხვევაში ტრიბუნალის შექმნა წარმოადგენდა საერთაშორისო


საზოგადოებრის მხრიდან უფრო ეფექტური პრევენციული ქმედების მონაცვლეს
როგორც ეს მოხდა რუანდაში განხორციელებული გენოციდის შემთხვეევაშ უფრო
მეტიც იუგოსლავიის სიხლის სამართის ასერთაშორისო ტრიბუნალის შემთხვევაში
ტრიბუნალის შექმნა დაკავშირებული იყო იუგოსლავიის მრავალეთკნიკური
სახელმწიფოს დესტაბილიზაციიის მიზნით წარმოებულ სპეციალიზებულ
პოლიტიკურ კამპანიასთან რომლის საბოლოო მიზანი იიყო მოეხსინარეჟიმის
შეეცვლა სერბიანი.

You might also like