You are on page 1of 12

პინოჩეტის საქმე

აუგუსტო პინოჩეტი იყო ჩილეს დიქტატორი პრეზიდენტი 1977-1990 წლებში. ჩილეში დაამყარა
მმართველობის სასტიკი რეჟიმი. 1988 წელს წააგო პლებისციტი და დათმო პრეზიდენტის პოსტი,
თუმცა მიიღო მუდმივი სენატორის წოდება. 1998 წელს ლონდონში ჩავიდა სამკურნალოდ სადაც
ესპანეთმა მოითხოვა მისი ექსტრადაცია რამდენიმე ბრადებით, რომლებიც ძირითადად ეხობოდა
მკვლელობას, წამებასა და გაუჩინარებას, რომელიც ჩადენილ იქნა მისი პოლიტიკური ოპონენტების
წინააღმდეგ. პინოჩეტმა განაცხადა, რომ გაუქმებული დაპატიმრების ორდერი ვინაიდან მას, როგორც
სახელმწიფოს მეთუარს, ჰქონდა იმუნიტეტი.
პინოჩეტის საქმე რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობად. პინოჩეტი ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა
იმუნიტეტი დიდ ბრიტანეთის სამართლებრივი პროცედურების მიმართ და ასევე მასზე იურისდქცია
არ გააჩნდა ესპანეთს, რადგან არ იყო მისი მოქალაქე. I ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ
პინოჩეტი იყო სახლემწიფოს ყოფილი მეთაური და მას გააჩნდა ფუნქციური იმუნიტეტი. სასამართლომ
დაადგინა, რომ სახელმწიფოს ყოფილი მეთაური შეწყვეტს იმუნიტეტით სარგებლობას პირადი
მოქმედებების მიმართ, მაგრამ განაგრძობს ფუნქციურ იმუნიტეტს მიერ მიერ განხორციელებული
ქმედებების მიმართ, როგორც სახელმწიფოს მეთაური. პინოჩეტს ბრალი წაუყენეს არა პირადად
წამების ან მკვლელობისთვის, არამედ იმ სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებისთვის, რომლის
სათავეშიც ის იდგა ამ მიზნით. მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნული ქმედებები ვერ
შეფასდება პირად მოქმედებებად და უნდა ჩათვლილიყო ოფიციალურ აქტებად. I ინსტანციის ეს
გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობამ გაასაჩივრა ლორდთა პალატაში. ლორდთა პალატამ
პინოჩეტის საქმე სამჯერ განიხილა.
პირველი განხილვისას საქმე განიხილა ხუთმა მოსამართემ, ასევე საქმეში ჩართული იყო რამდენიმე
არასამთავრობო ორგანიზაცია. სამმა მოსამართლემ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება,
ისინი თვლიდნენ, რომ ყოფილი მეთაურის იმუნიტეტი არ მოიცავდა აღნიშნულ საერთაშორისო
დანაშაულებს და მიუთითეს რომ დაკავების ბრძანება რჩებოდა ძალაში. მათ გამოიყენეს დიდი
ბრიტანეთის სამართალი საერთაშორისო სამართალის ნორმები ასევე 1978 წლის კანონი სახელმწიფო
იმუნიტეტის შესახებ, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის
დებულებები და დაადგინეს რომ იმ პერიოდში ჩადენილი ქმედებებისთვის, როცა ის იყო
სახელმწიფოს მეთაური, მას იცავდა პერსონალური იმუნიტეტი. მაგრამ პრობლემა იყო იმის
განსაზღვრა, იცავდა თუ არა მას იმუნიტეტები როცა მას აღარ ეკავა სახელმწიფოს მეთაურის
თანამდებობა. ამისათვის სასამართლოს მოუწია განესაზღვრა, თუ რა იყო ოფიციალური ქმედება
საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიხედვით. ერთ-ერთმა მოსამართლემ მიუთითა, რომ
კონკრეტული სახის ქმედებებზე, მაგ: წამება და მძევლად აყვანა, ვერ გავრცელდება იმუნიტეტები.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოვიდოდა საერთაშორისო სამართლის დაცინვა.
მეორე მოსამართლემ კი აღნიშნა, რომ II მს. ომის შემდგომი საერთ. სამართალი ამ კონკრეტულ
ქმედებებს არ მიიჩნევდა სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ფუნქციებად. საქმის პირველად
განხილვისას მოსამართლეთა უმრავლესობამ დაადგინა რომ გარკვეული ხასიათის ქმედებები,მათ
შორის წამება და მძევლად ხელში ჩაგდება ყოვემხრივ და ყველასთან მიმართებით მიუღებელი
ქმედებებია.ეს ეხება სახელმწიფოს მეთაურს ზუსტად ისევე,ან კიდევ უფრო მეტად ვიდრე ნებისმიერ
სხვას. პინოჩეტის საქმიდან გამომდინარე დადგინა, რომ ქვეყნის ყოფილი მეთაურის იმუნიტეტი არ
ფარავდა სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებებს, რომელიც ეწინააღმდეგება Jus cogens და არ
შეიძლება იყოს დაცული საერთაშორისო სამართლით როგორც ოფიციალური ფუნქცია.
პინოჩეტის საქმის მეორედ განხილვა ლორდთა პატალაში გამოიწვია იმ ფაქტმა, რომე რთ-ერთი
მოსამართლის აცილების საკითხი დადგა, რომელსაც ჰქონდა კავშირი Amnesty International-თან.
პინოჩეტის საქმის მესამედ განხილვისას ლორდთა პალატაში მოსამართლეთა რაოდენობა შვიდამდე
გაიზარდა. სასამართლომ ასევე შეამცირა იმ ბრალდებების რაოდენობა, რომელთა საფუძველზე
შესაძლებელია მომხდარიყო პინოჩეტის ექსტრადიცია. შემდეგი გარემოებების საფუძველზე:
1. ექსტრადიციის მოთხოვნაში განსაზღვრული ბრალდებები მძევლად აყვანის შესახებ
არ ემთხვეოდა მძევლად აყვანის იმ შემადგენლობას, რაც განსაზღვრული იყო დიდი ბრიტანეთის
სამართლით.
ორმაგი ბრალის სადავო ინტერპრეტაცია ექსტრადიციის სამართალთან მიმართებით. ეს
პრინციპი გულისხმობს, რომ დანაშაული უნდა არსებობდეს ორივე ქვეყნის კანონმდებლობაში.
თუმცა სასამართლო წავიდა უფრო შორს და განმარტა, რომ ამ პირობასთან ერთად საჭიროა
ქმედება ყოფილიყო კრიმინალიზებული დიდ ბრიტანეთში არა მხოლოდ ექსტარდიციის
მოთხოვნის დროს, არამედ მისი ჩადენის დროსაც. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, სასამართლომ
დაადგინა, რომ წამების ყველა ბრალდება, რომლებიც მიუთითებდნენ 1988 წლამდე წამების
ჩადენაზე, არ წარმოადგენდა ექსტრადიციის საფუძველს, რადგან დიდმა ბრიტანეთმა მისი
ტერიტორიის გარეთ ჩადენილი წამების კრიმინალიზება მოახდინა 1988 წელს. დადგინდა, რომ
იმუნიტეტი ოფიციალური აქტის გამო ვერ იარსებებს იქ სადაც ოფიციალური მონაწილეობა
დანაშაულის აუცილებელი ელემენტია. კიდევ დადგინდა, რომ საერთაშორისო დანაშაულები არ
შეიძლება წარმოადგენდეს ოფიციალურ აქტებს და შესაბამისად, არ წარმოიქნმენბა ფუნქციური
იმუნიტეტი. ზოგიერთმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ის ფაქტი რომ აქტი არის კრიმინალური
პირდაპირ არ გამორიცხავს მის ოფიციალურ ხასიათს. იმის თქმა, რომ ასეთი დანაშაულები
ოფიციალური არ არის მოდის წინააღმდეგობაში, როდესაც ფაქტორივად, დანაშაულები
ხორციელდება სახელმწიფოს აპარატის საშუალებით. აღნიშნულთან მიმართებით უფრო
დახვეწილი ვარიაცია ისაა,რომ საერთაშორისო დანაშაულები არ განიხილება ოფიციალურ აქტად,
რომელიც იზიდავს ფუნქციურ იმუნიტეტს. ფუნქციური იმუნიტეტი იცავს გარკვეულ აქტს,
მაგრამ საერთაშორისო სამართლისთვის წინააღმდეგობრივი იქნებოდა ქცევის დაცვა და ამავე
დროს მისი დაგმა და დევნის მოთხოვნა.
საბოლოოდ, ლორდთა პალატამ ექვსი ერთის წინაღმდეგ დაადგინა,რომ პინოჩეტს არ შეეძლო
იმუნიტეტის მოშველიება წამების კონვენციის საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმდებეისთვის
სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ასარიდებლად. ლორდ ბრაუნ-ვილკინსონი არ
უარყოფდა აღნიშნული ქცევების ოფიციალურობას, მაგრამ მიუთითებდა, რომ ეს ქმედებები ვერ
გამოიწვევდა ფუნქციური იმუნიტეტით დაცვას.
ასევე აღნიშნულ საქმეზე განაცხადეს რომ წამება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ოფიციალურ აქტად და
უნდა ჩაითვალოს საერთაშორისო დანაშაულად და მასზე უნდა გავრცელდეს უნივერსალური
ექსტრატერიტორიული იურისდიქცია. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა ხელი მოაწერა
წამების კონვენციას, ჩილესა და ესპანეტთან ერთად განაცხადა თანხმობა წამების
ექსტრატერიტორიული იურისდქციის შესახებ. ლორდ მილეტის განცხადებით უნივერსალური
იურისდიქცია არსებობდა წამების კონვენციის მიღებამდე იუს კოგენსის დარღვევისთვის და რომლის
დარღვევაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო წესრიგთან. მან განაცხადა, რომ საერთაშორისო
სამართლის თანახმად ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია აღნიშნულ
დანაშაულებზე და ის ფაქტი, რომ ასეთი დანაშაულების ჩადენა ხდება სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულებისას, როგორც სახელმწიფოს პასუხისმგებელი პირი და მისი უფლებამოსილების
განხორციელებისას როგორც სახელმწიფო ორგანო, არ წარმოშობს იურისდიქციის განხორციელების
საფრთხეს ეროვნული სასამართლოსთვის. ლორდ ფილიფსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო
დანაშაულების მიმართ ratione materiae იმუნიტეტი ვერ იარსებებს.
ამ გადაწყვეტილების მიუხედავად,პინოჩეტის ექსტრადაცია არ მომხდარა მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობის გათვალისწინებით.

აიხმანის საქმე
აიხმანს ბრალი ედებოდა ომის დანაშაულების, გენოციდის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართლი
დანაშაულებისთვის. 1960 წელს ადოლფ აიხმანი შეიპრეს არგენტინაში და გაგზავნილ იქნა ისრაელში.
არგენტინამ განაცხადა, რომ აიხმანის შეპყრობა იყო ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა,
რისთვისაც პასუხისმგებელი იყო ისრაელი. ისრაელმა სინანული გამოხატა თავისი
მოქმედებებისთვის და პირადი წერილიც იქნა გაგზავნილი ისრაელის პრემიერ მინისტრის მიერ
არგენტინის პრეზიდენტისთვის. დიპლომატიურად არ მომხდარა აღნიშნული კონფლიქტის მოგვარება
და არგენტინამ მიმართა უშიშროების საბჭოს სადაც მოითხოვდა, რომ ისრაელის მხრიდან
განხორციელებულიყო სათანადო რეპარაციის სახე გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის
შესაბამისად. დავა საბოლოოდ დასრულდა საერთო შეთანხმებით ისრაელსა და არგენტინას შორის.
საბრალდებო ოქმი შეიცავდა 15 ნაწილს. იურისდიქციის განხორციელებასთან წამოყენებული იყო
რამდენიმე პრობლემა: რომ Nazi Collaboratos Law არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო უცხო ქვეყნის
მოქალაქეზე, ტერიტორიული სუვერენიტეტის პრიცნიპი ზღუდავს დასჯის უფლებას იმ
სახელმწიფოში სადაც ჩადენილი იქნა ან იმ სახელმწიფოში რომლის მოქალაქეც არის დანაშაულის
ჩამდენი, რომ ჩადენილი ქმედება უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო აქტად. ასევე გაცხადებული იქნა,
რომ სასამართლოს იურისდიქცია რომც ქონოდა აიხმანი მიყვანილი იქნა მისი თანხმობის გარეშე და
საერთაშორისო სამართლის დარღვევით(არგენტინიდან მოტაცება), ასევე ის ფაქტი, რომ აიხმანი
მოქმედებდა მეთაურის ბრძანებით და რომ მოსამართლეებს არ შეეძლოთ მიუკერძოებლად
ჩაეტარებინათ პროცესი.
სასამართლომ უარყო ყველა ზემოაღნიშნული და განაცხადა, რომ სასამართლოს იურისდიქციის
გავრცელება შეეძლო უნივერსალურობის, პასიური პერსონალურობის და protective პრინციპების
შესაბამისად. ებრალების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები განმტკიცებული იქნა სხვადასხვა
საერთაშორისო ხელშეკრულებებში, გენოციდის დანაშაული გაწერილი იქნა გაეროს მიერ მიღებული
1948 წლის გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციაში. ომის დანაშაულებისა და
ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები გაწერილი იქნა საერთაშრისო სამხედრო ტრიბუნალის
მიერ. სასამართლომ ციტირება მოახდინა ICJ-ის გენოციდის კონვენციასთან დაკავშირებით, რომ
პრინციპები რომელიც კონვენციაშია მოცემული ხაზს უსვასმ პრიცნიპებს, რომელიც აღიარებულია
ცივილიზებული ერების მიერ როგორც სავალდებულო სახელმწიფოთათვის ყოველგვარი
ჩვეულებირივი კონვენციური ვალდებულების გარეშეც და რომ კონვენცია გამიზნული იქნა
უნივერსალური მიზნით. შესაბამისად არ არსებობდა არანაირი ეჭვი, რომ გენოციდი მიჩნეული იქნა
საერთაშორისო დანაშაულად.
სასამართოს იურისდიქციის გავრცელება შეეძლო პასიური პერონალურობის და Protective პრიცნიპის
შესაბამისად.
ინგლისის, ისრაელის და ამერიკის სასამართლოების გადაწყვეტილებების შესაბამისად, პირის
გასამართლება, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული არ შეიძლება შეზღუდული იქნეს იმ ფაქტით, რომ
მისი დაკავება ან სასამართოში წარდგენა მოხდა არალეგალურად. აღნიშნული გამოიწვევს დამრღვევი
სახელმწიფოს მიერ რეპარაციის განხორციელებას. აღნიშნულ პირს ვერ მიეცემა იმუნიტეტი გარდა იმ
შემთხვევისა, როცა პირის ექსტრადირება მოხდა კონკრეტული ქმედებისთვის და არა იმისთვის
რისთვისაც ხდება მისი გასამართლება( the principle of specialty). აიხნამი ცნეს დამნაშავედ ებრალების
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მისი final solution-ში მონაწილეობისთვის. შემდგომში
აიხმანი ცნეს დამნავედ ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართლი
დანაშაულებისთვის. აიხმანმა გაასაჩივრა აღნიშნული იმ პირობებით, რომ სასამართლოს არ შეეძლო
მისთვის სამართლიანი პროცესის ჩატარება, არ არსებობდა იურისდიქციის გავრცელების პირობები
და სასამართლოს შეცდომა იმაში, რომ მან ითამაშა უფრო
დიდი როლი აღნიშნული ქმედებების ჩადენაში ვიდრე სხვა მოხელემ. სასამართლომ უარყო
აღნიშნული შემდეგი დებულებების ფონზე
ისრაელის სამართლის მიხედვით, რომელიც ინგლისის მსგავსია, საერთაშორისო სამართლის
პრინციპები are received into the municipal law and become part of that law only after they
have acquired general international recognition. ლოტუსის საქმეში დადგინდა, რომ არ არსებობს
ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლი წესი რომ კანონის გამოცემა რომელიც შეესაბამება აქტს
ჩადენილ უცხო ქვეყანაში უცხო მოქალაქის მიერ ეწინააღმდეგება სუვერენიტეტის პრინციპს. ასეთი
წესი რომ არსებობდეს დარღვევად ჩაითვლებოდა სახელმწიფოს უფლებებისა, რომელსაც
ბრალდებული ეკუთვნის და არა კონკრეტულად ამ პირის უფლებები. სასამართლომ გაიზიარა წინა
სასამართლოს მოსაზრება მოტაცებასთან დაკავშირებით. თავშესაფრის უფლების მიცემის უფლება აქვს
თავშესაფრის მიმცემ ქვეყანას და არა დამნაშავეს. არგენტინას არ მიუცემია არანაირი თავშესაფარი და
არც წინასწარი თანხმობა გაუცემია. სასამართლომ ასევე უარყო ის არგუმენტი, რომ აღნიშნულები
ვრცელდებოდა მხოლოდ გაქცეული მართლმსაჯულებისგან, რომელიც გაურბის უკვე არსებული
სახელმწიფოს ტერიტორიიდან და აქვს იურისდიქცია, რომ გაასამართლოს იგი. იქიდან
გამომდინარე, რომ აიხმანის მიერ განხორციელებული ქმედებები უნივერსალური ხასიათის იყო, მისი
გასამართლების იურისდიქცია ისრაელს ავტომატურად წარმოექმნა მისი წარმოშობის მომენტიდან.
სასამართლომ განაცხადა, რომ ისეთი დანაშაულები როგორიცაა ადამიანურობის წინააღმდეგ
მიმართლი დანაშაული სცდება სახელმწიფოს იურისდიქციას და მოიცავს ინდივიდუალურ
პასუხისმგებლობას. იგივე შეიძლება ითქვას იმ დანაშაულების მიმართ, რომელიც განმტკიცებულია
სამხედრო ტრიბუნალის წესდების მე-7 მუხლსა და გენოციდის კონვენციის მე-4 მუხლში.
აიხმანი მოქმედებდა დამოუკიდებლად. არ არსებობდა ასევე არანაირი ფაქტი იმისა, რომ აიხმანის
სიცოცხლე გარდაუვალ საფრთხეში იყო და იგი მოქმედებდა საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით.
რაც შეეხება მოსამართლეების მიუკერძოებლობას განაცხადეს, რომ აღნიშნული დანაშაულების
მიმართ ვერც ერთი მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური.

ბარბის საქმე

კლაუს ბარბი იყო გერმანული SS-ის წევრი და მოგვიანებით გესტაპოს ხელმძღვანელი ლიონში,
(ოკუპირებული საფრანგეთი) 1942 წელს. მას საფრანგეთის ხელისუფლება ეძებდა მეორე მსოფლიო
ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, რა დროსაც მან მიიღო
მეტსახელი. "ლიონის ჯალათი" მისი დაკითხვის სტილის აღიარებით.
ომის შემდეგ იგი დაიქირავა შეერთებული შტატების არმიის კონტრდაზვერვის კორპუსმა, რომელიც
მოგვიანებით დაეხმარა მას ბოლივიაში ემიგრაციაში(უფრო გაქცევაში). როდესაც საფრანგეთის
ხელისუფლებამ შეიტყო მისი რეზიდენციის შესახებ ბოლივიაში, დაპატიმრების ორდერი
გამოიცა. ბოლივიამ გააძევა ბარბი და, როდესაც ის თვითმფრინავიდან ჩამოდიოდა საფრანგეთის
გაიანაში, ის საფრანგეთის ხელისუფლებამ დააკავა.
წინამდებარე გადაწყვეტილება იყო მისი საბოლოო საჩივარი საფრანგეთის ხელისუფლების
წინააღმდეგ მისი არალეგალური ექსტრადიციის საფუძველზე დაკავების გამო. საფრანგეთის
უზენაესმა სასამართლომ, სისხლის სამართლის წინასასამართლო პალატამ არ დააკმაყოფილა მისი
საჩივარი და დაადგინა, რომ მისი გაძევება არ იყო ბათილი და არ არსებობდა საფუძელი ახლიდან
საქმის წარმოების. გარდა ამისა, მისი დაკავება შედიოდა საერთაშორისო საზოგადოების
ინტერესებში, რომელიც გაეროს მეშვეობით დათანხმდა ხელი შეუწყოს იმ პირების დაბრუნებას,
რომლებიც ეჭვმიტანილია ომის დანაშაულებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ
დანაშაულებში იმ ქვეყნებში, სადაც მათ ჩაიდინეს ასეთი დანაშაულები.
ოცედურული ისტორია
1982 წლის 3 ნოემბერს, საფრანგეთის ლიონში, ინსტრუქტორმა მოსამართლემ გამოსცა კლაუს ბარბის,
დაპატიმრების ორდერი რომელიც იძებნებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულისთვის.
1983 წლის 5 თებერვალს ბარბი გააძევეს ბოლივიიდან (ქვეყნიდან, სადაც ის თავშესაფარს ეძებდა)
კაიენ-როშამბოს აეროპორტში,გაიანაში(საფრანგეთი). თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას ის
ჟანდარმერიის წევრებმა დააკავეს და გამომძიებელი მოსამართლის წინაშე წარადგინეს, რომელმაც
ბრალი წაუყენა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში და პატიმრობა შეუფარდა.
1983 წლის 7 ივნისს ბარბის ადვოკატმა წარადგინა მოთხოვნა მისი კლიენტის გათავისუფლების
შესახებ იმ მოტივით, რომ ჟანდარმერიის მიერ მისი დაკავება და შემდგომი დაკითხვა წარმოადგენდა
მოჩვენებითი ექსტრადიციის შედეგს, ანუ დაჭერა, რომელიც არ იცავს წესებს და ექსტრადიციის
პროცედურა და რომელიც შეთანხმებული იყო ორი სახელმწიფოს მიერ. ეს უარყოფილი იქნა 1983
წლის 10 ივნისის ბრძანებით.
საჩივარი დადასტურდა 1983 წლის 8 ივლისს ლიონის სააპელაციო სასამართლოს C hambre
d'Accusation-ის სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კაცობრიობის
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ისეთი ხასიათისაა, რომ ისინი ექვემდებარება საერთაშორისო
რეპრესიულ ბრძანებას. არ ცნობს საზღვრებს და ექსტრადიციის წესებს.
ბარბიმ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში იმ მოტივით, რომ 1860 წლის 3 მაისის
წინა გადაწყვეტილებით, საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დისიმულირებული
ექსტრადიცია გააუქმებდა სისხლის სამართლის საქმეს.
1984 წლის 26 იანვარს უზენაესმა სასამართლომ (სისხლის სამართლის პალატა) დაადასტურა , რომ არ
არსებობს ხანდაზმულობის ვადა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ამიტომ ბარბის
წინააღმდეგ სამართალწარმოება შეიძლება გაგრძელდეს.
1985 წლის 20 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ (სისხლის სამართლის პალატამ) დაადგინა, რომ 10
წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება ომის დანაშაულებებზე, რის შედეგადაც ბარბის
ნებისმიერი ქმედება, რომელიც უტოლდება ომის დანაშაულს, არ შეიძლება იყოს
სისხლისსამართლებრივი დევნა კანონის ვადის ამოწურვის გამო.
საქმე გადაეგზავნა Cour d'Assises-ს, რომელიც განაგრძობდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების ბრალდებების განხილვას , განსაკუთრებით უდანაშაულო ებრაელების წინააღმდეგ
ჩადენილი დევნის დანაშაულებს, როგორც საბოლოო გადაწყვეტის ნაწილი.
ბარბის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. იგი გარდაიცვალა ციხეში 1991 წელს, 77 წლის ასაკში. მას
ბრალად ედება დეპორტაცია, წამება, სიკვდილით დასჯა და ძარცვა 1943 და 1944 წლებში გერმანიის
SS-ში ყოფნის დროს და გესტაპოს ხელმძღვანელად ლიონში,( ოკუპირებული საფრანგეთი).

2002 წლის საქმე, დაკავშირებული 2000 წლის 11 აპრილს, ბელგიის მიერ გაცემულ დაკავების
ორდერთან
(იეროდიას საქმე)
მხარეები:
კონგოს დემოკ.რესპ. ბელგიის სამეფო

შესავალი:
2000 წლის 17 ოქტომბერს კონგოს დემოკრატიულმა რეპუბლიკამ სარჩელით მიმართა გაეროს
საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამრთლოს ბელგიის სამეფოს წინააღმდეგ. დავა შეეხებოდა
დაპატიმრების საერთაშორისო ორდერს, რომელიც გამოცემულ იქნა 2000 წლის 11 აპრილს ბელგიის
სამეფოს სასამრთლოს მიერ და მიმართული იყო კონგოს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის,
Mr.Abdoulaye Yerodia Ndombasi-ის წინააღმდეგ.

ფაქტობრივი გარემოებები:
2000 წლის 11 აპრილს, ბრიუსელის ტრიბუნალმა გამოსცა დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი
ნდომბასის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, მას ბრალი ედებოდა ჟენევის 1949 წლის კონვენციის
დაარღვევასა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში. იმ დროისთვის, როცა
დაპატიმრების ორდერი გამოიცა, ნდომბასი იყო კონგოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ორდერის
თანახმად, ნდომბასს ბრალი ედებოდა ისეთი განცხადებების გაკეთებაში, რომლებიც ხელს
უწყობდნენ რასობრივი სიძულვილის გაღვივებას მოსახელობაში. დანაშაულები, რომლებიც ბრალად
ედებოდა ნდომბასს, დასჯადი იყო ბელგიის სამართლის მიხედვით, კერძოდ, ეს გამომდინარეობდა
1993 წლის 16 ივნისის კანონიდან, რომელიც უკავშირდებოდა დასჯის მექანიზმებს ჟენევის
კონვენციის დარღვევის შემთხვევაში. ამ კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, ბელგიურ სასამართლოებს
ჰქონდათ იურისდიქცია, რომ ზემოთ ხსენებული კონვენციის დარღვევის შემთხვევაში მოეხდინათ
რეაგირება ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა დარღვეულიყო ის.

კონგოს პოზიცია:
2000 წლის 17 ოქტომბერს, კონგომ სარჩელით მიმართა გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების
სასამართლოს, სადაც ის მოითხოვდა ბელგიის სამეფოს მიერ გამოცემული დაპატიმრების
საერთაშორისო ორდერის გაუქმებას. კონგო ეყრდნობოდა სამ სამართლებრივ საფუძველს:
1) პირველი: კონგო უთითებდა, რომ ბელგიის მიერ გამოყენებული უნივერსალური იურისდიქცია
არღვევდა საერთაშორისო სამართლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც ერთ სახელმწიფოს არ
შეუძლია მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელოს თავისი უფლებემოსილება მეორე
სახელმწიფოს მოქალაქის მიმართ. ასევე, გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის პირველ პარაგრაფში
მოცემულია კიდევ ერთი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ
თანაბარი სუვერენიტეტით.
2) მეორე: სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სარგებლობს დიპლომატიური
იმუნიტეტით, რაც გამომდინარეობს ვენის 1961 წლის კონვენციიდან (მუხლი 41, პარ.2)
დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.
3) თუმცა, საბოლოოდ კონგო თავის მოთხოვნას ყველაზე მეტად აფუძნებდა საერთაშორისო
ჩვეულებით სამართალზე, რომლის მიხედვითაც, მინისტრებზე, სანამ ისინი თავიანთ
თანამდებობებზე იმყოფებიან, ვერ გავრცელდება საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა, ვინაიდიან თანამდბობაზე ყოფნის პერიოდში ისინი სარგებლობენ სრული
ხელშეუხებლობითა და იმუნიტეტით.
კონგო აცხადებდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ის იმყოფებოდა თავის თანამდებობაზე,
აღჭურვილი იყო აბსოლუტური ხელშეუხებლობითა და იმუნიტეტით სისხლის სამართლის
პროცესში და ამ წესიდან არ დაიშვებოდა არანაირი გამონაკლისი. აქედან გამომდინარე, ბელგიის
ეროვნულ სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, გამოეცა დაპატიმრების ორდერი კონგოს
საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ იმ პერიოდში, როდესაც ეს პირი იმყოფებოდა თავის
თანამდებობაზე. კონგოს თქმით, აღნიშნული იმუნიტეტი გარანტიას აძლევს სახელმწიფოს
წარმომადგენლებს, რომ თავისუფლად განახორციელონ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებები
და ადგილი არ ჰქონდეს მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას. ამასთან, კონგომ დასძინა, რომ
თანამდებობაზე მყოფ პირს იმუნიტეტი იცავს თანამდებობზე დანიშვნამდე ჩადენილი
ქმედებებისგანაც და ასევე, მნიშნვნელობა არ აქვს ხასიათდებიან თუ არა ისინი ოფიციალურ
ქმედებებად.
კონგოს პოზიციით, დაპატიმრების ორდერის გამოცემით, ბელგიამ კონგოს წინაშე დაარღვია
საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალის ნორმა, რომლის მიხედვითაც, მოქმედ საგარეო საქმეთა
მინისტრებს მინიჭებული აქვთ აბსოლუტური ხელშეუხებლობა და იმუნიტეტი სისხლის სამართლის
პროცესში. აქედან გამომდინარე, კონგო მოითხოვდა:
1) ბელგიამ გამოიხმოს და გააუქმოს მის მიერ გამოცემული დაპატიმრების ორდერი
2) ბელგიამ აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც კონგოს მიადგა აღნიშნული ორდერის გამოცემით.

ბელგიის პოზიცია:

ბელგია უთითებდა, რომ, მართალია, თანამდებობაზე მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრები


სარგებლობდნენ იმუნიტეტით, მაგრამ ეს იმუნიტეტი მათ იცავდა მხოლოდ ოფიციალური
საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ეს იმუნიტეტი არ ვრცელდებოდა პირად
ქმედებებზე.

ბელგიამ დასძინა, რომ აღნიშნული პირი ვერ ისარგებლებდა მინიჭებული იმუნიტეტით, ვინაიდან
არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი ახორციელებდა თავის
ოფიციალურ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, დაპატიმრების ორდერი გამოიცა პირადად
იეროდიას მიმართ თავისი პირადი ქმედებების გამო და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის
წინააღმდეგ.
სასამართლოს პოზიცია:
სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სამართალში მტკიცედ
არის დადგენილი, რომ მაღალი თანამდებებობის პირები, როგორებიც არიან სახელმწიფოს მეთაური,
მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი, თავისუფალნი არიან სხვა სახელმწიფოთა
იურისდიქციისგან როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისლმგებლობისგან.
ჩვეულებით სამართალში, საგარეო საქმეთა მინისტრებს იმუნიტეტი ენიჭებათ არა პირადი
სარგებლობისთვის, არამედ იმისათვის, რომ ეფქტურად განახორციელონ მათზე დაკისრებული
უფლება-მოვალეობანი. სასამართლოს განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი
თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, თავისუფალია სხვა სახელმწიფოს იურისდიქციისგან და
სისხლის სამართლის პროცესისგან, ვინაიდან ის სარგებლობს ხელშეუხებლობით. აღნიშნული
იმუნიტეტი საშუალებას აძლევს მას დაუბრკოლებლად განახორციელოს მასზე დაკისრებული
ფუნქციები, კერძოდ ის პასუხისმგებელია სახელმწიფოს დიპლომატიურ ქმედებებზე და ზოგადად
წარმოადგენს სახელმწიფოს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე. ასევე, ელჩები და
სხვა დიპლომატები პირდაპირ ექვემდებარებიან მას. სასამართლოს თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში,
მნიშვნელობა არ აქვს იმას, მინისტრი ქმედებას განახორციელებს როგორც ოფიციალური
უფლებამოსილების ქვეშ თუ პირადი მოტივით. იგი მაინც სარგებლობს აღნიშნული იმუნიტეტით და
სხვა სახელმწიფოს არ აქვს მისი დასჯის უფლებამოსილება.
ბელგია მიუთითებდა, რომ მინისტრი ვერ იქნებოდა დაცული იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხებოდა
ომის დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. სასმართლომ მიუთითა, რომ არ
არსებობდა არანაირი გამონაკლისი, რომელიც გააუქმებდა იმუნიტეტს, თუნდაც იმ შემთხვევაში,
როდესაც არსებობს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. თუმცა, აქვე, სასმართლომ მიუთითა, რომ
იმუნიტეტის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირი დაუსჯელი დარჩება. კერძოდ, არსებობს
რამდენიმე შემთხვევა, როცა აღნიშნული პირი შეიძლება დასჯილ იქნეს:
1) არსებობს შესაძლებლობა, რომ პირი პასუხისგებაში მიეცეს საკუთარი ქვეყნის მიერ, კერძოდ, შიდა
სასამართლოს მიერ, ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე.
2) პირმა შესაძლოა დაკარგოს იმუნიტეტი, თუ თავისი ქვეყანა მოუხსნის ასეთ იმუნიტეტს, რომლის
შემთხვევაშიც უკვე სხვა სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია აღნიშნული პირის
მიმართ.
3) მას შემდეგ რაც პირი დატოვებს თავის პოსტს, ის აღარ სარგებლობს საერთაშორისო იმუნიტეტით.
შესაბამისად, სხვა ქვეყნის სასამართლოებს აქვთ იურისდიქცია განიხილონ მისი საქმე, რომელიც
ჩაიდინა როგორც თანამდებობის დაკავებამდე, ასევე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
4) მოქმედი მინისტრიც კი შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს, თუ ამას მოითხოვს სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლო, რომლის მაგალითიცაა იუგოსლავიისა და რუანდის ტრიბუნალები.

გადაწყვეტილება:
სასმართლომ გადაწყვიტა შემდეგი:
1) ბელგიის სამეფომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როდესაც მან გამოსცა დაპატიმრების
საერთაშორისო ორდერი 2000 წელს კონგოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. კერძოდ,
პრემიერ-მინისტრი სარგებლობდა სპეციალური იმუნიტეტით, რომელიც მას იცავდა საერთაშორისო
სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
2) ბელგიის სამეფო ვალდებულია გააუქმოს 2000 წელს გამოცემული დაპატიმრების ორდერი

დასკვნა:
საერთაშორისო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმადაც, ისეთი თანამდებობის
პირებს, როგორებიც არიან სახელმწიფოს მეთაური, პრემიერ-მინისტრი, საგარეო-საქმეთა მინისტრი,
სარგებლობენ ხელშეუხებლობით, რაც გულსიხმობს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც
აღნიშნული თანამდებობის პირები იმყოფებიან თავიანთ თანამდებობეზე, მათ იცავს იმუნიტეტი,
კერძოდ, ისინი თავიანთ ქმედებებზე არ აგებენ პასუხს და თავისუფალნი არიან საერთაშორისო
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე, თუნდაც ამ თანამდებობის
პირებმა ჩაიდინონ საერთაშორისო სისხლის სამართლით აკრძალული ქმედება (მაგალითად ომის
დანაშაული), მათზე სხვა სახელმწიფოები ვერ გაავრცელებენ თავიანთ იურისდიქციას და ვერ
გამოსცემენ დაპატიმრების საერთაშორისო ორდერს.
თუმცა, იმუნიტეტის არსებობა არ გულისხმობს პირის დაუსჯელობას. კერძოდ, არსებობს
რამდენიმე შემთხვევა, როცა აღნიშნული თანამდებობის პირები დასჯილ იქნებიან თავიანთი
მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის: პირი დატოვებს თავის პოსტს, საკუთარი სახელმწიფო
მოუხსნის ასეთ იმუნიტეტს, საკუთარი სახელმწიფო გაასამართლებს ან საერთასორისო სისხლის
სმართლის სასამართლო მოითხოვს მის დაკავებას.
ამრიგად, კონგოს საგარეო საქმეთა-მინისტრი იმყოფებოდა თავის თანამდებობაზე, რა დროსაც
ბელგიის სასამართლომ გაავრცელა თავისი იურისდიქცია კონგოს მინისტრზე და გამოსცა
დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი მის წინააღმდეგ, რითაც დაარღვია საერთაშორისო
სამართლის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მოქმედი თანამდებობის პირები სარგებლობენ
საერთაშორისო იმუნიტეტით, რის გამოც ბელგიის სასამართლოს მოუწია გაეუქმებინა აღნიშნული
დაკავებისოქმი.

You might also like