You are on page 1of 4

აიხმანის საქმე

აიხმანს ბრალი ედებოდა ომის დანაშაულების, გენოციდის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული


დანაშაულებისთვის. 1960 წელს ადოლფ აიხმანი შეიპყრეს არგენტინაში და გაგზავნილ იქნა ისრაელში .
არგენტინამ განაცხადა, რომ აიხმანის შეპყრობა იყო ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა ,
რისთვისაც პასუხისმგებელი იყო ისრაელი. ისრაელმა სინანული გამოხატა თავისი მოქმედებებისთვის
და პირადი წერილიც იქნა გაგზავნილი ისრაელის პრემიერ მინისტრის მიერ არგენტინის
პრეზიდენტისთვის. დიპლომატიურად არ მომხდარა აღნიშნული კონფლიქტის მოგვარება და
არგენტინამ მიმართა უშიშროების საბჭოს სადაც მოითხოვდა, რომ ისრაელის მხრიდან
განხორციელებულიყო სათანადო რეპარაციის სახე გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის
შესაბამისად. დავა საბოლოოდ დასრულდა საერთო შეთანხმებით ისრაელსა და არგენტინას შორის .

საბრალდებო ოქმი შეიცავდა 15 ნაწილს. იურისდიქციის განხორციელებასთან წამოყენებული იყო


რამდენიმე პრობლემა: რომ Nazi Collaboratos Law არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო უცხო ქვეყნის
მოქალაქეზე, ტერიტორიული სუვერენიტეტის პრიცნიპი ზღუდავს დასჯის უფლებას იმ სახელმწიფოში
სადაც ჩადენილი იქნა ან იმ სახელმწიფოში რომლის მოქალაქეც არის დანაშაულის ჩამდენი , რომ
ჩადენილი ქმედება უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო აქტად. ასევე გაცხადებული იქნა , რომ
სასამართლოს იურისდიქცია რომც ქონოდა აიხმანი მიყვანილი იქნა მისი თანხმობის გარეშე და
საერთაშორისო სამართლის დარღვევით(არგენტინიდან მოტაცება ), ასევე ის ფაქტი , რომ აიხმანი
მოქმედებდა მეთაურის ბრძანებით და რომ მოსამართლეებს არ შეეძლოთ მიუკერძოებლად
ჩაეტარებინათ პროცესი.

სასამართლომ უარყო ყველა ზემოაღნიშნული და განაცხადა, რომ სასამართლოს იურისდიქციის


გავრცელება შეეძლო უნივერსალურობის, პასიური პერსონალურობის და protective პრინციპების
შესაბამისად. ებრაელების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები განმტკიცებულ იქნა სხვადასხვა
საერთაშორისო ხელშეკრულებებში:

 გენოციდის დანაშაული გაწერილ იქნა გაეროს მიერ მიღებულ 1948 წლის გენოციდის პრევენციისა
და დასჯის შესახებ კონვენციაში.
 ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები გაწერილი იქნა საერთაშრისო
სამხედრო ტრიბუნალის მიერ.
 სასამართლომ ციტირება მოახდინა ICJ-ის გენოციდის კონვენციასთან დაკავშირებით , რომ
პრინციპები რომელიც კონვენციაშია მოცემული ხაზს უსვამს პრიცნიპებს , რომელიც აღიარებულია
ცივილიზებული ერების მიერ როგორც სავალდებულო სახელმწიფოთათვის ყოველგვარი
ჩვეულებრივი კონვენციური ვალდებულების გარეშეც და რომ კონვენცია გამიზნული იქნა
უნივერსალური მიზნით

შესაბამისად არ არსებობდა არანაირი ეჭვი, რომ გენოციდი მიჩნეული იქნა საერთაშორისო


დანაშაულად.

სასამართლოს იურისდიქციის გავრცელება შეეძლო პასიური პერონალურობის და Protective პრინციპის


შესაბამისად.

ინგლისის, ისრაელის და ამერიკის სასამართლოების გადაწყვეტილებების შესაბამისად , პირის


გასამართლება, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული არ შეიძლება შეზღუდული იქნეს იმ ფაქტით , რომ მისი
დაკავება ან სასამართლოში წარდგენა მოხდა არალეგალურად . აღნიშნული გამოიწვევს დამრღვევი
სახელმწიფოს მიერ რეპარაციის განხორციელებას. აღნიშნულ პირს ვერ მიეცემა იმუნიტეტი გარდა იმ
შემთხვევისა, როცა პირის ექსტრადირება მოხდა კონკრეტული ქმედებისთვის და არა იმისთვის
რისთვისაც ხდება მისი გასამართლება( the principle of specialty). აიხმანი ცნეს დამნაშავედ ებრალების
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მისი final solution-ში მონაწილეობისთვის . შემდგომში
აიხმანი ცნეს დამნაშავედ ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულებისთვის. აიხმანმა გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება იმ არგუმენტით , რომ
სასამართლოს არ შეეძლო მისთვის სამართლიანი პროცესის ჩატარება , არ არსებობდა იურისდიქციის
გავრცელების პირობები და სასამართლოს შეცდომა იმაში, რომ მან ითამაშა უფროდიდი როლი
აღნიშნული ქმედებების ჩადენაში ვიდრე სხვა მოხელემ. სასამართლომ უარყო აღნიშნული შემდეგი
დებულებების ფონზე ისრაელის სამართლის მიხედვით, რომელიც ინგლისის მსგავსია , საერთაშორისო
სამართლის პრინციპები მიიღება მუნიციპალურ კანონმდებლობაში და ხდება ამ კანონის ნაწილი
მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქნება სერთაშორისოდ აღიარებული.

ლოტუსის საქმეში დადგინდა, რომ არ არსებობს ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლი წესი რომ
კანონის გამოცემა რომელიც შეესაბამება აქტს ჩადენილ უცხო ქვეყანაში უცხო მოქალაქის მიერ
ეწინააღმდეგება სუვერენიტეტის პრინციპს. ასეთი წესი რომ არსებობდეს დარღვევად ჩაითვლებოდა
სახელმწიფოს უფლებებისა, რომელსაც ბრალდებული ეკუთვნის და არა კონკრეტულად ამ პირის
უფლებები. სასამართლომ გაიზიარა წინა სასამართლოს მოსაზრება მოტაცებასთან დაკავშირებით .
თავშესაფრის უფლების მიცემის უფლება აქვს თავშესაფრის მიმცემ ქვეყანას და არა დამნაშავეს .
არგენტინას არ მიუცია არანაირი თავშესაფარი და არც წინასწარი თანხმობა განუცხადებია .

სასამართლომ ასევე უარყო ის არგუმენტი, რომ აღნიშნული ვრცელდებოდა მხოლოდ გაქცეული


მართლმსაჯულებისგან, რომელიც გაურბის უკვე არსებული სახელმწიფოს ტერიტორიიდან და აქვს
იურისდიქცია, რომ გაასამართლოს იგი. იქიდან გამომდინარე, რომ აიხმანის მიერ განხორციელებული
ქმედებები უნივერსალური ხასიათის იყო, მისი გასამართლების იურისდიქცია ისრაელს ავტომატურად
წარმოექმნა მისი წარმოშობის მომენტიდან. სასამართლომ განაცხადა , რომ ისეთი დანაშაულები
როგორიცაა ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართლი დანაშაული სცდება სახელმწიფოს იურისდიქციას
და მოიცავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. იგივე შეიძლება ითქვას იმ დანაშაულების მიმართ ,
რომელიც განმტკიცებულია სამხედრო ტრიბუნალის წესდების მე -7 მუხლსა და გენოციდის კონვენციის
მე-4 მუხლში.

აიხმანი მოქმედებდა დამოუკიდებლად. არ არსებობდა ასევე არანაირი ფაქტი იმისა , რომ აიხმანის
სიცოცხლე გარდაუვალ საფრთხეში იყო და იგი მოქმედებდა საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით .

რაც შეეხება მოსამართლეების მიუკერძოებლობას განაცხადეს , რომ აღნიშნული დანაშაულების მიმართ


ვერც ერთი მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური.

ბარბის საქმე

კლაუს ბარბი იყო გერმანული SS-ის წევრი და მოგვიანებით გესტაპოს ხელმძღვანელი ლიონში ,
(ოკუპირებული საფრანგეთი) 1942 წელს. მას საფრანგეთის ხელისუფლება ეძებდა მეორე მსოფლიო
ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით , რა დროსაც მან მიიღო
მეტსახელი. "ლიონის ჯალათი" მისი დაკითხვის სტილის აღიარებით.

ომის შემდეგ იგი დაიქირავა შეერთებული შტატების არმიის კონტრდაზვერვის კორპუსმა , რომელიც
მოგვიანებით დაეხმარა მას ბოლივიაში ემიგრაციაში(უფრო გაქცევაში). როდესაც საფრანგეთის
ხელისუფლებამ შეიტყო მისი რეზიდენციის შესახებ ბოლივიაში, დაპატიმრების ორდერი
გამოიცა. ბოლივიამ გააძევა ბარბი და, როდესაც ის თვითმფრინავიდან ჩამოდიოდა საფრანგეთის
გაიანაში, ის საფრანგეთის ხელისუფლებამ აიღო და დააკავა.

წინამდებარე გადაწყვეტილება იყო მისი საბოლოო საჩივარი საფრანგეთის ხელისუფლების


წინააღმდეგ მისი არალეგალური ექსტრადიციის საფუძველზე დაკავების გამო . საფრანგეთის უზენაესმა
სასამართლომ, სისხლის სამართლის წინასასამართლო პალატამ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი და
დაადგინა, რომ მისი გაძევება არ იყო ბათილი და არ არსებობდა საფუძელი ახლიდან საქმის
წარმოების. გარდა ამისა, მისი დაკავება შედიოდა საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში ,
რომელიც გაეროს მეშვეობით დათანხმდა ხელი შეუწყოს იმ პირების დაბრუნებას , რომლებიც
ეჭვმიტანილია ომის დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში იმ
ქვეყნებში, სადაც მათ ჩაიდინეს ასეთი დანაშაულები.

პროცედურული ისტორია

1982 წლის 3 ნოემბერს, საფრანგეთის ლიონში, ინსტრუქტორმა მოსამართლემ გამოსცა კლაუს ბარბის,
დაპატიმრების ორდერი რომელიც იძებნებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

1983 წლის 5 თებერვალს ბარბი გააძევეს ბოლივიიდან (ქვეყნიდან, სადაც ის თავშესაფარს ეძებდა ) კაიენ -
როშამბოს აეროპორტში,გაიანაში(საფრანგეთი). თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას ის ჟანდარმერიის
წევრებმა დააკავეს და გამომძიებელი მოსამართლის წინაშე წარადგინეს , რომელმაც ბრალი წაუყენა
კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში და პატიმრობა შეუფარდა.

1983 წლის 7 ივნისს ბარბის ადვოკატმა წარადგინა მოთხოვნა მისი კლიენტის გათავისუფლების შესახებ
იმ მოტივით, რომ ჟანდარმერიის მიერ მისი დაკავება და შემდგომი დაკითხვა წარმოადგენდა
მოჩვენებითი ექსტრადიციის შედეგს, ანუ დაჭერა, რომელიც არ იცავს წესებს და ექსტრადიციის
პროცედურა და რომელიც შეთანხმებული იყო ორი სახელმწიფოს მიერ . ეს უარყოფილი იქნა 1983 წლის
10 ივნისის ბრძანებით.

საჩივარი დადასტურდა 1983 წლის 8 ივლისს ლიონის სააპელაციო სასამართლოს C hambre d'Accusation-
ის სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ
ჩადენილი დანაშაულები ისეთი ხასიათისაა, რომ ისინი ექვემდებარება საერთაშორისო რეპრესიულ
ბრძანებას. არ ცნობს საზღვრებს და ექსტრადიციის წესებს.

ბარბიმ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში იმ მოტივით , რომ 1860 წლის 3 მაისის
წინა გადაწყვეტილებით, საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა , რომ დისიმულირებული
ექსტრადიცია გააუქმებდა სისხლის სამართლის საქმეს.

1984 წლის 26 იანვარს უზენაესმა სასამართლომ (სისხლის სამართლის პალატა) დაადასტურა , რომ არ
არსებობს ხანდაზმულობის ვადა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე . ამიტომ ბარბის
წინააღმდეგ სამართალწარმოება შეიძლება გაგრძელდეს.

1985 წლის 20 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ (სისხლის სამართლის პალატამ) დაადგინა, რომ 10
წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება ომის დანაშაულებებზე, რის შედეგადაც ბარბის ნებისმიერი
ქმედება, რომელიც უტოლდება ომის დანაშაულს, არ შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა
კანონის ვადის ამოწურვის გამო.

საქმე გადაეგზავნა Cour d'Assises-ს, რომელიც განაგრძობდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი


დანაშაულების ბრალდებების განხილვას , განსაკუთრებით უდანაშაულო ებრაელების წინააღმდეგ
ჩადენილი დევნის დანაშაულებს, როგორც საბოლოო გადაწყვეტის ნაწილი.
ბარბის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. იგი გარდაიცვალა ციხეში 1991 წელს, 77 წლის ასაკში. მას ბრალად
ედება დეპორტაცია, წამება, სიკვდილით დასჯა და ძარცვა 1943 და 1944 წლებში გერმანიის SS-ში ყოფნის
დროს და გესტაპოს ხელმძღვანელად ლიონში,( ოკუპირებული საფრანგეთი).

You might also like