You are on page 1of 3

სიკვდილით დასჯა

საუკუნეების განმავლობაში სიკვდილით დასჯა უამრავ ქვეყანაში იყო მიღებული . ასე


მაგალითად ჰამურაბის კანონებში, მანუს კანონებში, დრაკონის კანონებში ძველ
საბერძნეთში და რომის 12 დაფის კანონებში ვხდებით დასჯის ამ უმკაცრეს
ფორმას.უძველესი კანონმდებლობა სიკვდილით დასჯის სასტიკ ფორმას
მიმართავდნენ.პლატონი სიკვდილით დასჯას დასაშვებად მიიჩნევდა , თუმცა ამბობდა
რომ სასჯელის ეს ფორმა უკიდურეს შემთხვევებში უნდა გამოეყენებინათ .

ბაბილონში სიკვდილით სჯიდნენე მკვლელებს, ქურდებს და იმ ადამიანებსაც კი ვინც


არამყარ ნაგებობებს აშენებდნენ. ძველ რომში სიკვდილით დასჯის განსაკუთრებულად
სასტიკი მეთოდებით ფქონდათ:დაწვა დახრჩობა თავის მოკვეთა ჯვარცმა .

თუმცა დღესდღეობით ნაკლები ქვეყანნაა ისეთი ვისაც დაკანონმდებული აქვს


სიკვდილით დასჯა.

ევროპაში სასტიკი სასჯელის დეფინიციამ ევულუცია განიცადა .ასე მაგალითად 1830


წელს დიდ ბრიტანეთში 200-ზე მეტი ბოროტმოქმედი დაისაკა სიკვდილით.სიკვდილით
სჯიდნენ ქურდბაცაცებს, მაწანწალას რომელიც ერთ თვეზე მეტი ბოშებთან იქნებოდა .

პირველი ევროპული ქვეყანა რომელმაც 1967 წელს სიკვდილით დასჯა გააუქმა იყო
პორტუგალია. ევროკავშირის უკანასკნელი წევრი რომელმაც ეს კანონი გააუქმა იყო
დიდი ბრიტანეთი 1999წელს, თუმცა დიდ ბრიტანეთში სიკვდილით 1964 წლიდან აღარ
დაუსჯიათ.

თუმცა სიკვდილით დასჯას ადამიანის საერთაშორისო უფლებები აღიარებს და


უტოვებს სახელმწიფოს უფლებას რომ გამოიყენიოს დასჯის ეს ფორმა . თუმცა ამჟამად
საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ,


გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების შეხედულებას სიკვდილით დასკაძე - მე 6
მუხლში მოცემულია მიმართვა იმ სახელმწიფოებისადმი, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს
ასეთი სასჯელი, რომ სახელწიფოებმა სიფრთხილით მიმართონ სასჯელის ამ
ფორმას.მე6 მუხლში ნათქვამია რომ არ უნდა განხორციელდეს ისეთი რამ, რაც“ხელს
შეუშლის წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მონაჭილე სახელმწიფოე
სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმებაში“.

აგრეთვე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე3 მუხლში აღნიშნულია


რომ“ყველას აქცს სიცოცხლის, თვისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის
უფლება“.

მე20 საუკუნის ორი მსოფლიო ომის გათვალისწინებით დემოკრატიულად არჩეული


პოლიტიკოსები ფრთხილად ეკიდებიან ხალხის ნებას , მათ გააზრებული აქვთ ,თუ
რაოდენ ადვილად იცის ხალხმა ემოციების აყოლა.მაგალითად გერმანიაში
რეფერენდუმების ჩატარებ აკრძალულია, რადგან ჯერ არ დავიწყებიათ მესამე რაიხის
რეჟმის გამოცდილება.
ახლა ევროპის ქვეყნები იზიარებენ იმ აზრს რომ ადამიანი არ უნდა იყოს
დამამცირებელი, მწამებლური და სასტიჯი სასჯელის ობიექტი.

აგრეთვე აზრი რომ სიკვდილით დასჯა მკვლელბს შეაჩერებს და შემდეგ ნაკლები


დანაშააული მოხდება შეიცვალა,რადგანაც მკვლელობათა უმრავლესობა შინასწარ
არაა მოფიქრებული.ეს ნიშნავს რომ მკვლელი არ იხილავ თყ რა შეიძლება მოხდეს.
ისინი კი ვინც წინასწარ გეგმავენ მკვლელობებს მათი სიკვდილით დასჯა მათ რიცხვს
მნიშვნელოვნად არ ამცირებს(არ არის დამტკიცებული).

სტატისტიკით, რაც უფრო დიდხანს არ სრულდება ქვეყანაში სიკვდილით დასჯა , მით


უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს.

სიკვდილით დაჯის მომხრეები აღნიშნავენ რომ სიკვდილით დასჯა არ არის


შემაკავებელი ეფექტი , მაგრამ როცა ისჯებიან მკვლელები ბოროტმოქმედების
ჩადენის შანსი ქრება და ე.ი.გადარჩება უდანაშაულო ხალხი.

თუმცა ტაქტია რომ სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა მკვლელობათა რიცხვი არ


გაზრდილა, ზოგან შემცირდა კიდეც. იმ ქვეყნებში კი სადა სიკვდილით დასჯა არსებობს
ძალადობრივი ბოროტმოქმედება პერიოდულად მატულობს და კლებულობს.

როჯერ ჰუდი, კრიმინალოგიის პროფესორი ოქსფორდის უნივესიტეტიდან აღნიშნავს


რომ ბოლოდროინდელი მიღწევები, სახელდრობ დეზოქსირიბონუკლეინმჟავანის
ტესტები, საშუალებას იძლევა უფრო დიდი სიზუსტით დავადგინოთ დანაშაული ან
უდანაშაულობა.

თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებიც ვერ ქირაობენ ადვოკატს და ვერ ამტკიცებენ


საკუთარ უდანაშაულობას.

სიკვდილით დასჯის გაუქმება საქართველოში.

ილია ჭავჭავაძე იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა ვინც სიკვდილით დასჯის


გაუქმების მომხრე იყო. მისი ქვრივი ოლღა გურამიშვილი მოუწოდებდა მაშინდელ
მოსკოვის სასამართლოს რომ არ დაესაჯათ ილიას მკვლელები იგი აღნიშნავდა რომ
მის მეუღლეს ეს არ ენდომებოდა რომ ცოცხალი რომ ყოფილიყო აუცილებლათ
აპატიებდა მათ.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მე19 მუხლის თანახმად „სიკვდილით დასჯა


გაუქმებულია“

თუმცა გსაპჭოების შემდეგ სიკვდილით დასჯა ისევშემოღეს და მხოლოდ 1997 წლის


ნოემბერში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 160 წლისთავს, პარლამენტმა მიიღო
ისტორიული გადაწყვეტილება : 11 ნოემბერს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის
ინიციატივას, სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების- სიკვდილით დასჯის სრული
გაუქმების შესახებ.

ამის შემდეგ 1999წელს საქართველო ევრო საბჭოს წევრი გახდა

მართალია მაშინ პოლიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ რომ ეს პროცესი პინჩის წესით


გასამართლებას სეუწყობდა ხელს თუმცა ეს ასე არ მომხდარა.
მე20 საუკუნეში პოლიტიკური გარემოს გათალისწინებით უამრავმა ქვეყანამ გააუქმა
სიკვდილით დასჯა. თუმცა არსებობენ სახელმწიფოები რომლებსაც ეს კანონი არ
გაუქმებიათ. სიკვდილით სჯიან ამერიკის ზოგიერთ შტატში.

ქვეყნები სადაც ადამიანებს სიკდილით სჯიან აბსოლიტურ უმცირესობაში არიან . 2017


წელს ასეთი განაჩენი მხოლოდ 23-მა სახელმწიფომ აღასრულა.106 ქვეყანაში
სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ხოლო სხვა დანარჩენ ქვეყნებში კანონის დონეზე
შენარჩუნებულია თუმცა პრაქტიკაში მას არ იყენებენ.

You might also like