You are on page 1of 7

აგრესიის დანაშაული

რომის სტატუტის მე-5 მუხლი მოიცავს აგრესიის დანაშაულს, როგორც ერთ-ერთ


უმძიმეს, არსებით დანაშაულს, თუმცა მასზე იურისდიქციის განხორციელება არ
მომხდარა, დანაშაულის დეფინიციასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზით.

2010 წელს, სტატუტის განხილვის კონფერენციაზე- კამპალას კონფერენცია-


დელეგატებმა მიიღეს დანაშაულის დეფინიცია, რომელზეც რამდენიმე წელი
მუშაობდნენ და მიღებას დაახლოებით ორი კვირიანი დებატები მოანდომეს.

აღნიშნულ კონფერენციაზე გადაწყდა, რომ იურისდიქციის ამუშავება არ მოხდება,


მანამდე, სანამ სახელმწიფოთა 2/3 არ გადაწყვეტს იურისდიქციის გააქტიურებას და
სანამ მინიმუმ 30 წევრი სახელმწიფო არ მოახდენს რომის სტატუტში აგრესიის
დეფინიციასთან დაკავშირებული ცვლილების დოკუმენტის რატიფიცირებას.

აგრესიის დანაშაული პირველად განსაზღვრული იყო, როგორც ინდივიდის მიერ


ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული 1945 წელს, როდესაც მოხდა ლონდონის
ხელშეკრულებით ნიურბერგის ტრიბუნალის დაფუძნება.

ნიურბერგის წესდების მე-6 მუხლი ადგენდა, რომ: „ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები


წარმოადგენს ტრიბუნალის იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებს, რომლისთვისაც
გათვალისწინებულია ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,
დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, კერძოდ, დაგეგმვა, მომზადება, ინიცირება, ან
აგრესიული ომის გაჩაღება, რომელიც არღვევს საერთაშორისო
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს, ან საერთაშორისო გარანტიებს, ან მონაწილეობა
საერთო გეგმაში, ან კონსპირაციაში, რომლის მიზანი გახლდათ ჩამოთვლილი
ქმედებების განხორციელება.

ასეთი დანაშაულები დასჯილი გახლდათ 1945-47წლებში,ტოკიოს და ნიურბერგის


ტრიბუნალის მიერ და ასევე სასამართლოების მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ
კონტროლირებადი საბჭოს სამართლის # 10 საფუძველზე საოკუპაციო ზონებში და
აშშ-ს სამხედრო ტრიბუნალის მიერ, რომელიც დაფუძნებული გახლდათ გერმანიის
ოკუპირებულ ზონაში.

ნიურბერგის ტრიბუნალმა აღნიშნული დანაშაული განმარტა, როგორც უზენაესი


საერთაშორისო დანაშაული. აგრესიის დანაშაულისთვის 12 ბრალდებულს მიესაჯა,
ზოგს სიკვდილით დასჯა, ზოგს კი ხანგრძლივი პატიმრობა.

1974 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო


რეზოლუცია, რომელიც მოიცავდა აგრესიის დანაშაულის ყველაზე ცნობილ
განსაზღვრებას, კერძოდ, რეზოლუციის პირველი მუხლის თანახმად აგრესია
გახლდათ:

„ სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს მიმართ შეიარაღებული ძალის გამოყენება


სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური
დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან ნებისმიერი სხვა ქმედებით გაეროს წესდების და
ამ განსაზღვრებაში არსებული პრინციპების დარღვევას.

რეზოლუციამ არ მოახდინა იმის განმარტება მოიცავდა თუ არა აგრესია


პასუხისმგებლობის ორივე ფორმას, კერძოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და
ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

დეფინიცია უბრალოდ ადგენდა, რომ აგრესიის ომი წარმოადგენდა დანაშაულს


საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ, რაც იწვევდა საერთაშორისო
პასუხისმგებლობას.

1947 წლიდან მრავალმა სახელმწიფომ განახორციელა აგრესიის ქმედება გაეროს


წესდების მე2 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევით და რამდენიმე შემთზხვევაში
უშიშროების საბჭომ დაადგინა, რომ ასეთი ქმედება ჩადენილი იყო სახელმწიფოს
მიერ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემთხვევები მოექცა საერთაშორისო
მართლმსაჯულების სასამართლოს განხილვის ქვეშ, კერძოდ საქმეში- Armed
activities on the territory of Congo ( Congo V Uganda) კონგოს დემოკრატიულმა
რესპუბლიკამ სარჩელი შეიტანა უგანდას წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის
ქმედებისთვის, რომელიც არღვევდა გაეროს წესდებას. ნიკარაგუას საქმეში კი
ამერიკამ გაამართლა სამხედრო ინტერვენცია ნიკარაგუაში იმ მოტივით, რომ მან ეს
გააკეთა ელ სალვადორის, და კოსტა რიკას თხოვნით დახმარებოდა თავდაცვაში
ნიკარაგუას აგრესიისგან. საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ
აღნიშნული საქმეების განხილვა დააფუძნა საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის
გამოყენების აკრძალვის და თავდაცვის პრინციპს.

არცერთ Ad Hoc და ჰიბრიდულ ტრიბუნალს, რომლებმაც მოახდინეს საერთაშორისო


სისხლის სამართლის პრინციპების ფორმირება და განვითარება 1990 წლიდან არ
ჰქონია იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე.

საერთაშორისო სისხლის სასამართლოს წესდების მე-5 მუხლი ადგენს, რომ


სასამართლო განახორციელებს იურისდიქციას აგრესიაზე, მას შემდეგ რაც მოხდება
აგრესიის დანაშაულის განმარტება და შესაბამისი ცვლილება შევა სტატუტში.

1998 წელს სტატუტზე მუშაობის პროცესში ამ დანაშაულის დეფინიციასთან


დაკავშირებით ვერ მოხერხდა სახელმწიფოთა შეთანხმება, ბევრი აფრიკული და
არაბული სახელმწიფო მხარს უჭერდა იდეას გადმოტანილი ყოფილიყო 1974 წლის
განმარტება და მომხდარიყო კიდევ უფრო მისი გაფართოვება. დეფინიციაზე
სახელმწიფოთა ერთიანი პოზიციის შეფერხება გამოიწვია იმ ფაქტმა თუ ვის უნდა
მოეხდინა აგრესიის დანაშაულის დადგენა, გაეროს უშიშროების საბჭოს, თუ
საერთაშორისო სისხლის სასამართლოს. 2010 წელს კამპალას კონფერენციაზე
სტატუტის გადახედვასთან დაკავშირებით, მიღწეული იქნა კონსენსუსი დანაშაულის
განსაზღვრებასთან დაკავშირებით. იურისდიქცია არ ამოქმედდება, სანამ მინიმუმ 30
წევრი სახელმწიფო არ მოახდენს ამ ცვლილების რატიფიკაციას და სახელმწიფოთა
2/3 არ დათანხმდება იურისდიქციის ამოქმედებას აგრესიაზე 2017 წლის პირველი
იანვრიდან.

ზოგიერთი სახელმწიფო გამოდიოდა ინიციატივით, რომ მხოლოდ უშიშროების


საბჭოს ჰქონოდა ექსკლუზიური უფლება გადაეცა საქმე აგრესიასთან დაკავშირებით
სასამართლოსთვის, თუმცა სტატუტის ეს შესწორებითი დოკუმენტი არ აძლევს
საბჭოს ამ მონოპოლიას.

დანაშაულის ობიექტური ელემენტები

აგრესიის დანაშაულის ახალი განმარტება, რომელიც მიღებული იქნა კამპალას


კონფერენციაზე, ახალი მე-8 bis მუხლი ეფუძნება ლონდონის ქარტიის, გაეროს
ქარტიის და გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომლებიც განსაზღვრავენ იმ
ქმედებებს რაც შეადგენს აგრესიის დანაშაულს.

აღნიშნული მუხლის თანახმად აგრესია არის: დაგეგმვა, მომზადება, ინიცირება, ან


აღსრულება, იმ პირის მიერ რომელიც იმყოფება ისეთ პოზიციაზე, რაც აძლევს მას
საშუალებას, განახორციელოს ეფექტური კონტროლი ან აქვს სახელმწიფოს
პოლიტიკური და სამხედრო ქმედებების მართვის შესაძლებლობა, აგრესიის
დანაშაულთან მიმართებით, რომელიც თავისი სიმძიმით, ხასიათით და მაშტაბით,
წარმოადგენს გაეროს ქარტიის დარღვევის გამოვლინებას.

მუხლის მეორე პუნქტი კი განმარტავს აგრესიას, როგორც სახელმწიფოს მხრიდან


შეიარაღებული ძალის გამოყენებას მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი არსებითად კრძალავს აგრესიის


ტრადიციულ ქმედებებს, როგორც სახელმწიოს საერთაშორისო სამართალდარღვევას
და როგორც დანაშაულის actus reus- ს რომელიც იწვევს ინდივიდუალურ სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობას. აგრესიის ეს ქმედებები, რომლებიც წარმოადგენენ
დანაშაულის შემადგენელ არსს ხვდება პასუხისმგებლობის ორივე კატეგორიაში, ეს
არის ის ქმედებები, რომლებიც ასახულია 1974 წლის რეზოლუციაში და
დადასტურებულია ნიკარაგუას საქმეში როგორც საერთაშორისო პასუხისმგებლობის
გამომწვევი საფუძვლები.

ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლი აგრესია არის საერთაშორისო დანაშაული,


რომელიც იწვევს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
დანაშაულის დაგეგმვისთვის, ორგანიზებისთვის, მომზადებისთვის, ან
მონაწილეობისთვის, სახელმწიფოს მხრიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული
მთლიანობის, სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და
განსაზღვრავს, რომ აგრესიის დანაშაული უნდა იყოს ფართო მაშტაბით და უნდა
წარმოშობდეს სერიოზულ შედეგებს, აქედან გამომდინარე თავდასხმის ცალკეული
აქტი, რომელიც მცირეა მაშტაბით და შეზღუდულია დროში, თუნდაც არის
სერიოზული ხასიათის ვერ აღწევს აგრესიისთვის განსაზღვრულ სავალდებულო
ზღვარს. როგორც წესი დარღვევა ძალის გამოყენების მარეგულირებელი წესების
საფუძველს აძლევს სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობას, მაგრამ
შეიძლება ვერ მიაღწიოს აგრესიას.

აგრესიის დანაშაული წარმოადგენს ხელმძღვანელის დანაშაულს :” Leadership Crime”


თავისთავად ცხადია, რომ ეს დანაშაული არასოდეს არ არის ჩადენილი ერთი პირის
მიერ, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად, პირიქით ასეთი ქმედება ყოველთვის
წარმოადგენს კოლექტიურ ქმედებას რამდენიმე ადამიანის. ცხადია, რომ დანაშაული
უნდა შეერაცხოს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს და სხვა მაღალ პოზიციებზე
მყოფ თანამდებობის პირებს, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ვინც ხელმძღვანელობენ,
გეგმავენ, აორგანიზებენ ასეთ დანაშაულებს.

ძნელი იქნება ბრალი წაუყენო აგრესიის დანაშაულისთვის პილოტს, რომელიც


ახორციელებს საჰაერო რეიდს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე აგრესიის გეგმის
აღსრულებისთვის, ვინაიდან ასეთი პირები არ იმყოფებიან ეფექტური კონტროლის
განხორციელების ან პოლიტიკური, თუ სამხედრო ქმედებების მართვის პოზიციებზე.

სუბიექტური ელემენტები.
კამპალას კონფერენციაზე მიღწეული დეფინიცია აგრესიასთან დაკავშირებით
ბუნდოვანია დანაშაულის სუბიექტურ ელემენტთან mens rea-სთან მიმართებით,
თუმცა დანაშული ასევე მოითხოვს კრიმინალური განზრახვის არსებობას. უნდა
იყოს გამოვლენილი, რომ დამნაშავეს განზრახული ქონდა მონაწილეობა მიეღო
დაგეგმვაში, ან აგრესიის წარმოებაში, რომ მან იციდა ფარგლები, მნიშვნელობა და
შედეგები იმ ქმედებისა, რომელსაც ახორციელებდა და არსებითი კონტრიბუცუა
შეიტანა ჩამოყალიბება-ფორმირებაში, ან გავლენა მოახდინა დაგეგმვაში ან აგრესიის
წარმოებაში. Von Leeb and others (High Command cases) საქმეებში ამერკის სამხედრო
ტრიბუნალმა ნიურბერგში დაადგინა, რომ პირველ რიგში უნდა არსებობდეს
რეალური ცოდნა, იმისა, რომ განზრახულია აგრესიული ომი და თუ დაწყება ომი
იქნება აგრესიული.

დამატებით აგრესიის დანაშაული მოითხოვს სპეციალურ განზრახვას, კერძოდ


სურვილი გაზარდო ტერიტორია, ან მოიპოვო ეკონომიკური უპირატესობა, ან
შეგნებულად შეუშალო ხელი სახელმწიფოს საშინაო საქმეების განხორციელებაში,
(მაგალითად შეცვალო მსხვერპლ სახელმწიფოში პოლიტიკური რეჟიმი)

სპეციალური განზრახვის ელემენტებს ვხვდებით პარიზის ხელშეკრულებაში ომზე


უარის თქმის შესახებ, 1928 წელი 27 აგვისტო, კელოგ- ბრიანის პაქტში, (არისტიდ
ბრიანი- საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ფრენკ კოლეგი, აშშ-ს
სახელმწიფო მდივანი) აღნიშნული ხელშეკრულება ომის კანონგარეშედ
გამოცხადების შესახებ, კრძალავდა ომს, როგორც ეროვნული პოლიტიკის გატარების
მეთოდს. ხელშეკრულების თანახმად იკრძალებოდა „ ნებისმიერი უკანონო ფართო
მაშტაბური, განზრახ განხორციელებული თავდასხმა სახელმწიფოს წინააღმდეგ,
როგორც ეროვნული პოლიტიკის მეთოდი ტერიტორიაზე დაუფლების, მსხვერპლი
სახელმწიფოს ხელისუფლების, ან მისი პოლიტიკური რეჟიმის, ან მის საშინაო, ან
საგარეო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, ან სხვა მსგავსი საკითხების ცვლილების
მიზნით, რომელიც ეკუთვნის მსხვერპლ სახელმწიფოს.

მიუხედავად კამპალას კონფერენციაზე მიღწეული კომპრომისისა აგრესიის


დანაშაულის დეფინიციასთან დაკავშირებით, მაინც შეიძლება ითქვას, რომ არ
არსებობს ზოგადად ერთიანი შეთანხმება, პოზიცია, მსოფლიო საზოგადოებაში
აგრესიასთან დაკავშირებით, შესაბამისად დამნაშავეები ამ დანაშაულისთვის
შეიძლება არ იყვნენ გასამართლებულები და დასჯილები.

საერთაშორისო სისხლის სამართლისთვის, ჩვეულებითი სამართლიდან


გამომდინარე მხოლოდ სერიოზული და ფართო მაშტაბური ძალის გამოყენების
შემთხვევა ( რომელიც გაეროს წესდების თანახმად არ არის ლეგიტიმური, როგორც
კოლექტიური ზემოქმედება ან როგორც კოლექტიური და ინდივიდუალური
თავდასხმა გაეროს წესდბეის 42 დან 49 და 51, 53 მუხლები) შეიძლება მიჩნეული
იყოს, როგორც საერთაშორისო დანაშაული, რომელიც მოიცავს მათ სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობას, რომლებმაც დაგეგმეს, დააორგანიზეს,
უხელმძღვანელეს ამ დანშაულს.
აგრესიის დანაშაული ექცევა როგორც უშიშროების საბჭოს კომპეტენციის ქვეშ,
როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალ დარღვევა, სადაც უშიშროების
საბჭოს გააჩია უფლებამოსილება აგრესიის ფაქტის დადგენაში და დამღვევის მიმართ
სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და ეს დანაშაული ასევე ექცევა
საერთაშორისო სისხლის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ
უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს
გადაწყვეტილებაზე. პასუხისმგებლობის ორი განსხვავებული რეჟიმის არსებობის
ერთ-ერთი დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ სასამართლო როდესაც განიხილავს
საქმეს იმ პირთან მიმართებით, რომელიც ბრალდებულია აგრესიის დანაშაულში,
სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება სრულიად
განსხვავდებოდეს იმ პოლიტიკური პოზიციიდან რომელიც მიღებულია
საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ, ისეთის, როგორიც არის გაერო.
შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ ერთ-ერთი ორგანო დაადგენს, რომ არ ქონია ადგილი
აგრესიას, მაშინ როცა ეროვნულ, თუ საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია მიიღოს
განსხვავებული პოზიცია და დააკისროს პირს პასუხისმგებლობა აგრესიის
დანაშაულისთვის.

კრიმინალიზირებულია თუ არა აგრესიის წარმოების კონსპირაცია?

ტოკიოს და ნიურბერგის ტრიბუნალების სტატუტები ადგენდნენ, რომ აგრესიასთან


მიმართებით ( დაგეგმვა, მომზადება, ინიცირება, ან აგრესიული ომის წარმოება, ასევე
მონაწილეობა შეთქმულებაში (კონსპირაცია) იყო კრიმინალიზირებული. თუმცა
აღნიშნულო საკითხთან მიმართებით პრეცედენტული სამართალი
არათანმიმდევრულია, ნიურბერგის ტრიბუნალმა მოახდინა შეთქმულების შერწყმა
აგრესიული ომის დაგეგმვასთან და ნიურბერგის ტრიბუნალზე არ მომხდარა
პირისთვის მისჯა მხოლოდ კონსპირაციისთვის, ტოკიოს ტრიბუნალმა კი ყოფილი
საგარეო საქმეთა მინისტრი დამნაშავედ ცნო აგრესიული ომის წარმოებისთვის,
მაგრამ გაამართლა კონსპირაციასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სხვა
ბრალდებული, ერთ-ერთი ელჩი ბრალდებულად ცნო კონსპირაციაში, მაგრამ
უდანაშაულოდ ცნო აგრესიული ომის წარმოებაში.

სწორედ ამიტომ შეთქმულება აგრესიული ომის წარმოებისთვის შეიძლება


მივიჩნიოთ ცალკე დანაშაულად საერთაშორისო სისხლის სამართალში.

იქედან გამომდინარე, რომ ეს დანაშაული გახლავთ უმძიმესი თავისი არსით,


რომელსაც ახლავს დამანგრეველი შედეგები და საფრთხეს უქმნის მშვიდობას
მეთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ
საერთაშორისო სისხლის სამართალი მოიცავს ადრეულ საფეხურზე დანაშაულის
კრიმინალიზაციას, სადაც რამდენიმე ადამიანი იკრიბება და თანხმდებიან , რომ
მიიღონ შესაბამისი ზომები აგრესიული ომის წარმოებისთვის, ან მასში
ჩასართველად.

ასევე აღსანიშნავია, რომ გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე -4 პუნქტი მოიცავს


უბრალო მუქარასაც, თუ სახელმწიფოთა ურთიერთობებში ეს მუქარა გაჩნდა,
როგორც წინასწარი ნაბიჯი რეალური ზომების გამოყენებამდე და ეს წინასწარი
ნაბიჯი (მუქარა) აკრძალულია მე-2 მუხლით, შესაბამისად არაფერი არ გამორიცხავს
იმას, რომ საერთაშორისო სისხლის სამართალმა მოახდინოს წინასწარი ნაბიჯების
(შეთქმულება) კრიმინალიზაცია აგრესიის დანაშაულთან მიმართებით.

როგორც წესი დაუსრულებული დანაშული (წინასწარი ქმედება, რომელიც არ


დასრულებულა და არ გამოუწვევია ჯერ რამე ზიანი) არის კრიმინალიზირებული
თავისთავად მაშინ, როდესაც მას არ მოყოლია რეალური აგრესია, თუ ეს რეალურად
უკვე განხორციელდა აგრესიის დანაშაული შთანთქავს კონსპირაციის დანაშაულს.

You might also like