You are on page 1of 2

მეფე გიორგი V ბრწყინვალეს წერილი საფრანგეთის მეფე ფილიპ VI

ვალუასადმი (1328-1350)
1332-1333 - საფრანგეთი, სპარსეთი (ილხანთა იმპერია) და
საქართველო.

ფილიპე VI ვალუა თავრიზის ფრანცისკანელებს შუამავლად აგზავნის სპარსეთის იმპერატორ


აბუ საიდთან და საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალესთან სარკინოზთა წინააღმდეგ
ომში მოსაწვევად. ეს მოლაპარაკებები საფრანგეთის მეფემ დაიწყო ჯერ კიდევ 1331 წელს
ევროპის გამგებლებთან და განსაკუთრებთ ვენეციის ხელმძღვანელებთან, რათა შეედგინათ
ჯვაროსნული ლაშქრობის პროექტი ეგვიპტის სულთნის წინააღმეგ. ფრანცისკელთა შრომების
გამოყენებით ნათელი ხდება საფრამგეთის მეფე ფილიპე VI ვალუას გეგმებისა და იმ
მოლაპარაკების დეტალების შესახებ, რომელიც მისმა ელჩებმა გამართეს ყაენ აბუ საიდთან და
საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალესთან. აღმოსავლეთში წარგზავნილ ელჩებს უნდა
დაეთანხმებინათ აქაური მმართველები ეგვიპტის წინააღმდეგ სალაშქროდ.

1332 წელს ფილიპეს მიერ წარგზავნილი ფრანგი რიკარდო მერჩერი გაემგზავრა სპარსეთში,
რომელმაც ჩაიტანა მეფის წერილი აბუ საიდთან. როდესაც ჩასულმა ელჩმა იქაური
ევროპელების (ვაჭრები, მისიონერები) კრება მოიწვია, სადაც მას გადაჭრით უთხრეს, რომ არ
იყო საჭირო აბუ საიდისთვის ამ წერილის გადაცემა, რადგან ილხანთა მონღოლურ იმპერიას
უკვე კავშირი ჰქონდა დადებული ეგვიპტესთან, რადგან ერთიცა და მეორეც შიდა და საგარეო
პრობლემებს ებრძოდა. თავრიზის თათბირზე გადაწყდა, რომ წერილი მიეტანათ ქრისტიან
მეფესთან, საქართველოს გამგებელ გიორგი V ბაგრატიონთან, რომლის რეზიდენცია თბილისში
იყო და მონღოლთაგანაც დამოუკიდებელი გახლდათ. როდესაც რიკარდო მერჩერი (Riccard
Mercerii) და ალექსანდრე ინგლისელი (Alexandrum Anglicum) საქართველოს დედაქალაქში
მოვიდნენ, ისინი მეფე გიორგი V ბრწყინვალემ დიდი პატივით მიიღო და ორი თვის
განმავლობაში ზრუნავდა მათზე. საბოლოოდ გიორგ V-მ წერილიც გაატანა საფრანგეთის
მეფესთან, რომელიც მიზეზთა გამო ვერ ჩავიდა ადრესატამდე, თუმცა ელჩებმა ზეპირად
მოახსენეს ფილიპე მეფეს გიორგი V ბრწყინვალეს დანაბარები :

«საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს


სარკინოზთა წინააღმდეგ (საბრძოლველად), მაგრამ (საქმე ის არის), რომ შემდეგ ისინი აღარ
მოდიან, სტოვებენ რა მათ ამ მტანჯველ ომში (მარტოდ). ამგვარად, გთხოვთ თქვენ
დაადგინოთ, როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეც (იქ) მიხილავთ, თქვენი
კეთილი ნების შესაბამისად, 30 000 ჯარისკაცით».

ლათ. : «Domini reges Franciae frequenter reges orientales commoverunt contra Saracenos, postea non
venientes eos dimittebant in tribulatione guerrae ; sed dicatis sibi, quod, quando mare transiverit, statim
me videbit ad suum beneplacitum cum XXX millibus armatorum».

ამ ყველაფრიდან ნათლად სჩანს, რომ ამ პერიოდისთვის საქართველო მონღოლთაგან


სრულიად დამოუკიდებელია და საკუთარ საგარეო პოლიტიკას ატარებს. მეფეს სამხედრო
რეფორმაც ბრწყინვალედ გაუტარებია. თუკი 30 000 მოლაშქრე უცხოეთში უნდა გაეყვანა,
მინიმუმ ერთი იმდენი საქართველოში უნდა დაეტოვა ქვეყნის დაცვისათვის. ამგვარად მეფე
გიორგისდროინდელი სამხედრო მდგომარეობა შთამბეჭდავი იყო.
მალევე, 1337 წელს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაიწყო ე.წ. ''ასწლიანი ომი'' და ფილიპე
მეფის ეს განზრახვაც საბოლოოდ ჩაიშალა.

Georgian King George V the Brilliant accepts his French counterpart's petition for assistance.

A letter from Georgia’s king George V the Brilliant to the king of France, Philip of Valois VI. In the
letter the Georgian king writes: “French kings often call on Eastern kings to fight against the Saracen
(Muslims), but then usually fail to fulfill their promise and leave their allies on the battle field to face
the enemy alone. Correspondingly, inform me when you intend to cross the sea and I along with my
30,000 soldiers will immediately meet you as you arrive.“

It is obvious from this letter that Georgia was an independent country which directed its policy without
the Mongols’ influence. The King carried out military reform brilliantly. If the king was ready to send
30, 000 soldiers abroad then he had left at least same number to remain in the country for defensive
purposes. As a result, it can be concluded that Georgia’s military strength was impressive during George
V the Brilliant’s rule.

You might also like