You are on page 1of 20

მეორე

ჯვაროსნული ლაშქრობა
მეორე ჯვაროსნული
ლაშქრობა (1147–1149) — ჯვაროსნების
მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს
დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა
პირველი საგრაფო იყო შექმნილი პირველი
ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და
ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა
პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი
ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები
ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ,საფრანგეთის მეფე
ლუი VII და გერმანიის იმპერატორი კონრად III,
რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის
დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად
გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის
იმპერატორ მანუელ I კომნენოსის მიერ; ბიზანტიის
ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია
დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა.
ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით
იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148 წელს,
დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა
დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და
დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად
იერუსალიმის დაცემა და მესამე ჯვაროსნული
ლაშქრობა მოჰყვა.
ედესის საგრაფოს
დროშა
ედესის საგრაფოს
გერბი
ევგენი III კონრად III
ლუი VII
რომის პაპი გერმანიის პირველი
საფრანგეთის მეფე მეფე
1145-1153 წლებში 1137-1180 წლებში 1138-1152 წლებში
ჯვაროსანთა ძალები 1146 წელს
დაიძრნენ. გერმანული არმია
მეციდან გაემართა მცირე
აზიისაკენ. მათ ფეხით გაიარეს
ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი,
ბიზანტია და გადავიდნენ მცირე
აზიაში. გერმანული ძალები ნელა
და დიდი დანაკარგებით მიიწევდა
წინ. ყველგან დათარეშობდნენ
თურქული რაზმები, რომლებიც
ხშირ შემთხვევაში მოულოდნელად
თავს ესხმოდნენ გერმანელთა
რაზმებს. საბოლოოდ გერმანულმა
რაზმებმა ჩააღწიეს ხმელთაშუა
ზღვის საპორტო ქალაქ ატოლიაში
(დღეისთვის ანტალია) და ზღვით
გაემართნენ ანტიოქიაში.
ამას მოჰყვა მუსლიმთა
გაძლიერება და 1174 წელს
ერთიან სამეფოდ
ჩამოყალიბება, რაც 1187
წელს მუსლიმთა მიერ
იერუსალიმის აღებით
დამთავრდა.
მესამე
ჯვაროსნული
ლაშქრობა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა —
წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ
VIII-ემ და (მისი გარდაცვალების
შემდეგ) კლემენტ III-მ. მასში
მონაწილეობა მიიღო სამმა
უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა
— საღვთო
რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I
ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფი
ლიპ II აუგუსტმა და ინგლისის
მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი
წინაპირობა
გახდა სალადინის მიერ 1187 წლის 2
ოქტომბერს იერუსალიმის დაპყრობა
აკოს ალყა იყო პირველი დიდი დაპირისპირება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის
დროს
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის გადამწყვეტი ეტაპები რიჩარდ ლომგულსა და
სალადინს შორის მიმდინარეობდა. ამ დროისთვის რიჩარდი მიატოვეს ევროპელმა
მონარქებმა, რადგანაც იერუსალიმის აღების შემდეგ, ვინ იმეფებდა იქ ვერ
შეთანხმდნენ, 20 აგვისტოს რიჩარდი გაემართა იაფასკენ. სალადინმა გადაწყვიტა
რიჩარდი შეეჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან.
მიუხედავად რიცხვობრივი უპირატესობისა სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს
მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა
მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა.
რიჩარდ I დიდგული სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი
ინგლისის მეფე -1189-1199 (სალადინი)
ეგვიპტის სულთანი 1171-1193
ასკალონისაკენ, რომელიც
ჯვაროსნებმა მინიმალური
დანაკარგებით აიღეს. რიჩარდმა
გადაწყვიტა იერუსალიმზე შეტევა,
თუმცა ძალების სიმცირის გამო არ
ჩქარობდა. მან კონრადს სთხოვა
დახმარება, თუმცა უარი მიიღო.
კონრადი მოითხოვდა მეფედ
ეკურთხებინათ ის და არა გი დე
ლუზინიანი. რიჩარდი დათანხმდა.
თუმცა კონრადი მეფედ კურთხევას
ვერ მოესწრო. იგი კორონაციამდე
რამდენიმე დღით ადრე, ტიროსის
ქუჩებში მოკლეს. რიჩარდი
იერუსალიმისაკენ მაინც დაიძრა და
მალე რკალისებურ ალყაში მოაქცია
იგი. რიჩარდს ჰქონდა
შესაძლებლობა აეღო ქალაქი,
მაგრამ მერე ქალაქით დაცვას ვეღარ
შესძლებდა, ამიტომ უკან დახევა
არჩია.
ამით წაქეზებულმა
სალადინმა 1192 წლის
ივლისში, 500-მდე კაცით
იაფას შეუტია და აიღო
კიდეც. 31 ივლისს
რიჩარდმა იაფა
გაათავისუფლა. რაოდენ
გასაკვირიც არ უნდა იყოს
მან ეს 55 კაცით შეძლო.
საბოლოო ბრძოლა
რიჩარდსა და სალადინს
შორის 1192 წლის 5
აგვისტოს გაიმართა.
ბრძოლა ჯვაროსანთა
ბრწყინვალე გამარჯვებით
დამთავრდა. სალადინი
უკუიქცა.
იერუსალიმის
სამეფოს მეფედ
დარჩა რიჩარდის
ახლო ნათესავე
შამპანის
გრაფი ანრი II.
სალადინი კი ზავის
დადებიდან
რამდენიმე
თვეში, 1193 წელს
გარდაიცვალა.
დასასრული

You might also like