You are on page 1of 2

სიტყვა ,,დიპლომატია“ წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან diploma და ასე

უწოდებდნენ ძველ საბერძნეთში ორ შეტყუპებულ ფიცარს,რომლებზედაც დატანილი


იყო ტექსტი. დღევანდელი გაგებით, დიპლომატიური ენით მას შეიძლება
ვუწოდოთ ,,რწმუნების სიგელი“.ძველ საბერძნეთში ელჩებს,რომლებსაც აგზავნიდნენ
დიპლომატიური მისიის შესასრულებლად თან ატანდნენ დაფებს და ეს დაფები
განსაზღვრავდა მათ უფლებამოსილებას. საზღვარგარეთ წარგზავნილი ელჩები
დიპლომს გადასცემდნენ მასპინძელი ქვეყნის ან მასპინძელი ქალაქის ხელმძღვანელს.
სიტყვა ,,დიპლომატია“, როგორც სახელმწიფოს საგარეო საქმიანობის აღმნიშვნელი
სიტყვა ჩამოყალიბდა მე-16-17 საუკუნეების მიჯნაზე, მაშინ როდესაც ჩამოყალიბდა
მუდმივმოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობები. ტერმინი ,,დიპლომატია“
პირველად გამოიყენა ლუდოვიკო XIV-ის გამორჩეულმა ელჩმა ფრანსუა კალიერმა.
დიპლომატიას უამრავი განსაზღვრება აქვს,როგორც ასეთი,მისი რაიმე სახის
ჩარჩოებში მოქცევა წარმოუდგენელია.მაგალითად, ოქსფორდის ინგლისური ენის
ლექსიკონის მიხწედვით დიპლომატია არის საერთაშორისო ურთიერთობების
წარმოება მოლაპარაკებების გზით. თანამედროვე ცხოვრებაში დიპლომატია
განმარტებულია, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ქვეყნის
მეთაურების, მთავრობების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საგარეო
საქმეთა უწყებების მიერ მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნება, ქვეყნის ეროვნული
ინტერესების დაცვა, პრობლემატური საკითხების მშვიდობიანი გზებით მოგვარება,
ხელშეკრულებების დადება, საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა.
დიპლომატიის წარმოშობა და ისტორია უკავშირდება ადამიანების გაჩენას, ტომების
ჩამოყალიბებას. თავიდან ხალხები პრობლემატური საკითხების გადაწყვეტისას
იყენებდნენ ძალას, ომს, დაპირისპირებებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი
მიხვდნენ რომ უფრო ეფექტურია პრობლემატური საკითხების მოგვარება
მოლაპარაკებების გზით. ჩამოყალიბდა ხელშეკრულებების დადების მექანიზმი და
მსოფლიოში გაჩნდა პირველი ხელშეკრულებები და შეთანხმებები მაგალითად,
ქადეშის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ხეთების სამეფოსა და
ეგვიპტეს შორის ძვ.წ 15 საუკუნეში. ინდოეთში 4000 წლის წინ არსებობდა დახვეწილი
დიპლომატია, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა დიპლომატის
პროფესიონალიზმს. აღსანიშნავია მანუს კანონები, რაც მეტყველებს იმაზე რომ
მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი არსებობს უძველესი დროიდან. საკმაოდ
განვითარებული იყო დიპლომატია ძველ ჩინეთშიც. ჩინურ დიპლომატიაში დიდი
ყურადღება ენიჭებოდა ხელშეკრულებების დადებას, განსაკუთრებით ეს ეხება
თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას. ძველ საბერძნეთში კი ჯერ კიდევ ძვ.წ მე-5
საუკუნეში არსებობდა საერთაშორისო ურთიერთობების წარმოების აპარატი ისეთი
პროცედურებით როგორიც არის მაგალითად, ხელშეკრულებების დადება,
ხელშეკრულებების რატიფიკაცია, ომის გამოცხადება და ა.შ. ძველ რომში საგარეო
საკითხების მიმართულებით არსებობდა ორგანო ფეციალი, რომელსაც შეეძლო
ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა, ომის გამოცხადება და ა.შ. ელჩების გაგზავნის
უფლება ჰქონდა სენატს და ელჩობის კანდიდატებს არჩევდა კონსული და ასევე
მონაწილეობას იღებდა პრეტორიც. ბიზანტია კი გამოირჩეოდა ელჩების დახვედრის
პომპეზური ცერემონიებით. თანმედროვე დიპლომატიის სამშობლო არის იტალია,
რადგან აქ გაჩნდა მუდმივი ელჩობა მე-15 საუკუნეში. ადრეულ ფეოდალურ
პერიოდში ინგლისში უცხოურ კორესპონდენციებს აკონტროლებდა სპეციალური
პირი. მე-18 საუკუნის ბოლოს კი შეიქმნა ჯერ მდივნის თანამდებობა, შემდეგ კი მეფის
მდივნის თანამდებობა. შემდეგ ინგლისში ჩამოყალიბდა საგარეო საქმეთა
სამინისტრო 1782 წელს. ამის შემდეგ ბევრ სახელმწიფოში ერთმანეთისგან გამიჯნეს
საკონსულო სამსახური და დიპლომატიური სამსახური. რუსეთის დიპლომატია
სათავეს იღებს მე-9 საუკუნეში ივანე მრისხანეს მმართველობის პერიოდში. რუსეთში
1719 წელს შეიქმნა საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგია, ხოლო ალექსანდრე I-ის
მანიფესტით კი 1802 წელს ჩამოყალიბდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება
აშშ-ს, აქ სახელმწიფო დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 1782 წელს, მაგრამ ისიც უნდა
ვთქვათ,რომ დიპლომატიას არც თუ ისე კარგად უყურებდნენ ამ პერიოდში
შეერთებულ შტატებში. პირველი ელჩი აქ 1893 წელს დანიშნეს,მანამდე მათთვის
მიუღებელი იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სახელი.ქვეყნის უარყოფითი
დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიიმართ იმაშიც გამოიხატა,რომ1854 წელს
აშშ-ს მსოფლიოში ჰქონდა მხოლოდ 28 მისია.

You might also like