You are on page 1of 11

დიპლომატიის თეორია

და პრაქტიკა
ლექცია 11
ეკონომიკური დიპლომატია
• ეკონომიკური დიპლომატია საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ურთიერთოების სფეროში შედარებით ახალი
დარგია.მსოფლიო ეკონომიკა და საერთაშორისო პოლიტიკა
იმდენად დაახლოებულია ერთამნეთან ,რომ თანამედროვე
ვითარებაში ძნელია მათი დაშორება ან ცალ-ცალკე განხლვა.
• დიპლომატიის ისტორიაში ვაჭრები და მოგვიანებით ბანკირები
იყვნენ თავიანთი ქვეყნების პირველი დიპლომატები. მათი
შეთანხმებებიც ერთ-ერთი დოკუმენტური მასალაა.
• მეოცე საუკუნიდან ეკონომიკის მნიშვნელობა უაღრესად
გაიზარდა.
• როგორც ვიცით სახელმწიფოებრივ ხმარებაში სიტყვა
„დიპლომატია“ მეთვრამეტე საუკუნიდან გამოჩნდა,“ეკონომიკური
დიპლომატიის“ ცნება არცთუ ისე ახალია.
• ეკონომიკური დიპლომატია არა მარტო უცხო ქვეყნებში იცავს
თავისი ქვეყნის ეკონომიკურ ,ბიზნეს ინტერესებს ,არამედ უცხოურ
ბიზნესს შემოტოვებისგანაც ,საკუთარი ეკონომიკური ინტერესების
მედგარ დამცველადაც გვევლინება.
• ტრანსნაციონალური კორპორაციების ჩამოყალიბებამ „საშინაო
ეკონომიკსათან „ერთად „საგარეო“ წარმოშვა. რასაც
ავტომატურად მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკაში სახელმწიფოთა
მანაწილობის ხასიათის შეცვლა.
• მეორე მსოფლიო ომმა გაანადგურა მანამდე არსებული ეკონომიკური
სისტემა.რასაც მოჰყვა მწვავე საკითხის დაყენება ,როგორიც იყო
მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა.
• 1944 წელს ბრეტონ- ვუდში გადაწყდა გაეროს ჩარჩოებში ახალი
ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების შექმნის საკითხი.
• შეიქმნა ახალი საერთაშორისო ორგანიზაციები,რომლებმაც
დააჩქარეს ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის
საკითხი.საერთაშორისო სავალუტო ფონდის უმთავრესი მიზანი გახდა
სახელმწიფოთა სავალუტო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
• რეკონსტრუქციის ბანკმა დაიწყო მარშალის გეგმის განხორციელება
ცხოვრებაში.1947 წელს ხელი მოეწერა ტარიფებისა და ვაჭრობის
გენერალურ ხელშეკრულებას.
• საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების
განვითარებასთან ერთად შეიქმნა ახალი ორგანიზაციები.
• 1994 წელს ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური
ხელშეკრულება გადაკეთდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციად.
• საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები ,როგორც
ეკონომიკური დიპლომატიის ინსტიტუტები ,მოწოდებული არიან
აკონტროლონ სახვადასვა ქვეყნების ეკონომიკური
მდგომარეობა და მუშაობენ შესაბამისი სტარტეგია
შეიმუშაონ.ისინი ისეთ ამოცანებს ხსნიან ,რომელთა ამოხსანა არ
შეუძლიათ ქვეყნების ეროვნულ სტრუქტურებს და დიპლომატიას.
• გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან პოპულარობა მოიპოვა
ეკონომიკური ნეოლიბერალიზმის დოქტრინამ ,რომელიც
მიმართულია საბაზრო ეკონომიკურ პროცებში სახელმწიფო
ჩარევის საწინააღმდეგოდ.ამან თავისი გავლენა იქონია
მსოფლიო ეკონომიკაზედა გახდა ეკონომიკური
დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი
განმსზღვრელი.გაფართოვდა ცნება რომ რომ მისი მიზანი
უნდა იყოს ეკონომიკის სტაბილური ზრდა.
• მზარდი კონკურენციის პირობებში ზოგიერთი ქვეყანა და მისი
კანონმდებლობა მძლავრი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. მათ
უწევთ ამ პრობლემასთან გამკლავება.
• თანამედროვე პერიოდში მსოფლიოსი არსებული ფინანსური ორგანიზაციები
ვალდებულნი არიან აუხსნან ფართო საზოგადოებას მათ მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები და იყოს საჯარო და არა განცალკევებული.
• ესეთი ეკონომიკური საერთაშორისო ორგანიზაციების დაყოფა შეიძლება ხუთ
სახეობად:
• 1.ფორუმები--რომლებიც ხელს უწყობენ პერიოდულ შეხვედრებს ,ინფორმაციის
გაცვლას. ასეთ ფორუმებს მიეკუთვნება გაეროს ვაჭრობისა და განვითარების
ფორუმები.
• 2.ინსტიტუტები--ჩამოყალიბებული მიზნებით და მნიშვნელოვანი შეთანხმებებით : მაგ :
მსოფლიო საცჭრო ორგანიზაცია.
• 3.სააგენტო--ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
• 4.ვიწრო სპეციალიზაციის ორგანიზაციები--სტანდარების საერთაშორისო ორგანიზაცია .
• 5.ევროკავშირის ორგანიზაციები.
• სახელმწიფოთა უსაფრთხოების საქმეში ეკონომიკას სულ
უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
• ეკონომიკურმა დიპლომატიამ ჩამოაყალიბა საკუთარი
სამყარო ,რომელშიც მიმდინარეობს მრავალმხრივი
ფორუმები,სავაჭრო ეკონომიკური
ოპერაციები,საქონელთბრუნვა და ინვესტიციები
გამოირჩევა ფართო გეოგრაფიით ,რომელიც მთელ
მსოფლიოს მოიცავს.
• ეკონომიკური დიპლომატია არა მარტო პროფესიონალი
დიპლომატების საქმიანობის საგანი გახდა არამედ
თვიტოელუ ქვეყნის მოქალაქის.
• ეკონომიკური დიპლომატიის მიზნები ხშირად სჩილდება საგარეო
პოლიტიკის ტრადიციულ სისტემას და კომპეტენციას.საწარმოების
ინტერნაციონალიზაცია ,ინვესტიციების მოზიდვა ,არის საერთაშორისო
სახის აქცია.ის არ ჰგავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ,არ არის
დაკავშირებული პოლიტიკასთან .ამიტომაც ეკონომიკური პროფილის
სამინისტროები სულ უფრო ხშირად გამოდიანსაერტაშორისო
არენაზე .თვით ამ სამინისტროებში შექმნილია სამსახურები,რომლებიც
საგარეო პოლიტიკით არიან დაკავებული.
• მეორე თემა რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გახლავთ
გლობალიზაციაა.ეს არის ის ხედვა რომელის გამოც რათა საკუთარი
ქვეყნის ინტერესებიდან და ეკონომიკური ხედვის გამო პოლიტიკუსებს
უწევთ საკუთარ შეხედულებებზე უკან დახევა
• მაგ: 1978 წელს რუმინეთის ხელმძღვანელი ჩაუშესკუ სახელმწიფო ვიზით
იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში.ინდლისის დედოფალს არ ჰკონდა სურვილი მისი
მიღების მაგრამ პრემიერ მინისტრმა დაარწმუნა დედოფალი რომ
თვითმფრინავებისა და შეიარაღების მიყედვა რუმინეთისთვის იძულებითი
მასპინძლობის ტოლი იყო.
• ეკონომიკური დიპლომატია საკმაოდ რთულ პრობლემებსაც აწყდება .მათ შორის
აღსანიშნავია :მსხვილი სამრეწველო პროექტების ,საერთაშორისო
კონსორციუმების მეშვეობით განხორციელება .საწარმოები რომლებიც
ტერიტორიულად ერთ ქვეყანაში არიან განთავსებული სახვა დასხვა სამრეწველო
ჯგუფის ინტერესებს ექვემდებარება,ამიტაომაც არის საჭირო ახალი ხედვების
განხორციელება და გლობალიზაციის ტენდენციების განსაზღვრა.ასევე
აუცილებლად უნდა გამოვიდეთ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან.
• ესეთ პოლიტიკას ატარესებს დღესაც აშშ.
• დავალება: ჰ.ჭიპაშვილი დიპლომატიის სამზარეულო გვ.271-283.

You might also like