You are on page 1of 5

სტრუქტურალიზმიდან ნეოლიბერალურ მმართველობამდე

Th. Oathley-ის მეშვიდე თავის მიხედვით


ლექტორის ჩანაწერები

შესავალი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაახლოებით 35 წლის განმავლობაში


სტრუქტურალიზმი და იმპორტ-ჩანაცვლებადი ინდუსტრიალიზაცია იქცა
ლათინური ამერიკის და აფრიკისა უმეტესი ქვეყნებისათვის ეკონომიკური
განვითარების სტრატეგიდან, ხოლო 1980 -იანი წლებიდან ამავე ქვეყნებისათვის
მმართველობის მთავარ ფორმას ნეოლიბერალიზმი წარმოადგენს.

სტრუქტურალიზმის მთავარი მახასიათებელია პროტექციონისტული პოლიტიკა,


მთავრობის ეკონომიკაში და ბაზარში აქტიური ჩარევა და რესურსების თავისი
შეხედულებისამებრ გადანაწილება, ვინაიდან ამ იდეოლოგიის მიმდევრებს სწამთ,
რომ ბაზარს დამოუკიდებლად/ჩარევის გარეშე არ შეუძლია იყოს ეფექტური.
სტრუქტურალიზმის საპირისპიროდ ნეოლიბერალიზმის მიმდევარი ქვეყნები,
როგორიც იყო მეოცე საუკუნის აღ. აზიის ქვეყნები ორიენტირებულები არიან
ექსპორტის გაფართოვებაზე, მაქსიმალურად ცდილობენ შეზღუდონ მთავრობის
ჩარევის დოზები ეკონომიკაში, აღმოფხვრან სავაჭრო ბარიერები და ხელი შეუწყონ
იმ ინდუსტრიების განვითარებას, რომლებიც იქნება კონკურენტუნარიანი მსოფლიო
ბაზარზე. ასევე გახდნენ სხვადასხვა სავაჭრო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების
წევრები.

სტრუქტურალიზმის მსგავსად, ნეოლიბერალიზმმა დრამატული ცვლილება


მოახდინა მტავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკების. 1980-იანი
წლებიდამ, ლათინური ამერიკის და აფრიკის ზოგიერთმა სახელმწიფომ,
ნეოლიბერალიზმი (რიგირ ფაქტორების გამო რასაც ქვევით განვიხილავთ) აქციეს
ეკონომიკური მართვის და განვითარების მთავარ ფილოსიფიად.

სტრუქტურალიზმიდან ნეოლიბერალიზმზე გადასვლა განპირობებული იყო სამი


გლობალური ფაქტორის ურთიერთქმედებით. კერძოდ:

(1) 1970-იან წლებში, სტრუქტურალიზმმა ლათინური ამერიკის და აფრიკის


ქვეყნებს სახელმწიფოებს მოუტანათ გარკვეული ეკონომიკური დისბალანსი
(ბიუჯეტის ძალიან დიდი დეფიციტი და მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი),
საიდანაც თავის დაღწევა საჭიროებდა არსებული პოლიტიკის რადიკალურ
ცვლილებას, ვიანიდან მმართველობის არსებული ფორმა ვეღარ
უზრუნველყოფდა სიტუაციის გამოსოწრებას.
(2) მაშინ როდესაც ლათინური ამერიკა და აფრიკა ატარებდნენ
ჩაკეტილ/პროტექციონისტულ პოლიტიკას, აღმოსავლეთ აზიის
სახელმწიფოები ნეოლიბერალისტული სტრატეგიის მეშვეობით ძალიან
სწრაფად ვითარდებოდნენ. აღნიშნული წარმოადგენდა კარგ მაგალითს, რომ
მეორადი იმპორტ-ჩანაცვლებადი ინდუსტრიალიზაციის პერიოდში,
სტრუქტურალიზმის პოლიტიკას არ მოქონდა ეკონომიკური აღმავლობა,
ხოლო ნეოლიბერალიზმი უზრუნველყოფდა ქვეყნების ეკონომიკურ
განვითარებას/

(3) 1980-იან წლებში, ეკონომიკურმა კრიზისებმა და შოკებმა, ლათ. ამერიკის და


აფრიკის ქვეყნები, რომლებსაც მსოფლიოს წინაშე გააჩნდათ უზარმაზარი
ვალები, აიძულეს დახმარებისათვის მიემართადთ IMF და WB-ისათვის,
რომლებმაც დახმარების სანაცვლოდ აიძულეს გადასულიყვნენ
ნეოლიბერალურ ეკონომიკაზე.

ლათინური ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოებში, ISI-ის (იმპორტ-


ჩანაცვლებადი ინდუსტრიალიზაცია) პოლიტიკის შედეგად აღმოცენებული
პრობლემები

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 1980 წლამდე, ლათინური ამერიკის და


აფრიკის სახელმწიფოებში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეკონომიკური განვითარების
სტრატეგიას წარმოადგენს სტრუქტურალიზმი.

1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში ISI-ის პოლიტიკამ


წარმოქმნა ორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური დისბალანსი, რაც მიუთითებდა, რომ
პოლიტიკამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და დრო იყო ცვლილების.

პირველი მნიშნელოვანი ეკონომიკური დისბალანსი უკავშირდება ბიუჯეტის


დეფიციტს. იგი განპირობებული იყო ორი ფაქტორით:

(1) მთავრობა აქტიურად ერეოდა ეკონომიკაში და აფუძნებდა სახელმწიფო


საწარმოებს ისეთ დარგებში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მეორადი ISI-ის
განვითარებისათვის და სადაც სჯეროდა, რომ კერძო სექტორი არ მოახდენდა
ინვესტრირებას. აღნიშნული საწარმოების უმრავლესობა იყო წამგებიანი და
საკუთარი ხარჯების დაფარვასაც კი ვერ ახერხებდა, არამცთუ მოგებაზე
გასვლას. ამ საწარმოების ზარალის დაფარვა ხდებოდა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. 1970-იანი წლების ბოლოს, განვითარებდ ქვეყნებში,
სახელმწიფო საწარმოების ზარალი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის
დაახლოებით 4%-ს, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.
(2) მთავრობამ გაზარდა ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოეხდინა ქალაქის
მაცხოვრებლების პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება და შენარჩუნება იგი.
ამისათვის ბიუჯეტიდან უფინანსებდა წყლის, ელექტროენერგიისს,
ტრანსპორტის, საკვების და სხვა სახის ხარჯების ნახევარს. აღნიშნული
გადასახადები, ისედაც დეფიციტური ბიუჯეტისთვის, წარმოადგენდა ძალიან
დიდ დაწოლას და ტვირთს. სახელმწიფოების უმეტესობა ასევე ზრდიდა
სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვს და ბიუჯეტიდან
უხდიდა ხელფასებს. აღნიშნულს აკეტებდა არა იმიტომ, რომ ესაჭიროებოდა
დამატებითი ადამიანური რესურსი, არამედი იმიტომ რომ შეენარჩუნებინა
პოლიტიკური მხარდაჭერა. მაგალითად, ბენინში, რომელიც დას.აფრიკის
საელმწიფოა, 1960-1980-იან წლებში გასამმაგდა საჯარო სამსახურში
დასაქმებულთა რაოდენობა.

მეორე მნიშვნელოვანი ეკონომიკური დისბალანსი უკავშირდება მიმდინარე


ანგარიშის დეფიციტს (განსხვავება ქვეყნის ექსპორტსა და იმპორტს შორის), რომელიც
ნიშნავს, რომ ქვეყნის იმპორტი მეტი იყო ექსპორტზე (აქ დავიმახსოვროთ, რომ
მეორადი ISI-ის საწარმოების უმეტესობა სახელმწიფოს განკარგულებაშია).
აღნიშნული დისბალანსი გამოიწვია სამმა ფაქტორმა:

(1) რატომ გაიზარდა იმპორტი: რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, იმპორტ-


ჩანაცვლებადმა ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია ქვეყანაში იმპორტირებული
საქონლის ზრდა და ვერ უზრუნველყო იმავე ტენდენცია ISI-ის შედეგად
წარმოებული პროდუქციის ექსპორტირების მიმართულებით. რატომ
იზრდებოდა იმპორტი? როდესაც ქვეყნები გადავიდნენ მეორად ISI-ზე,
საჭირო გახდა წარმოებისათვის საჭირო დანადგარების შემოტანა. ასევე, მძიმე
წარმოება (მაგალითად მანქანები) მოითხოვდა გარკვეული
პროდუქციას/ნაწილებს/ელემენტებს (შუალედურ საქონელს, როგორიცაა
რეზინა, რკინა, შუშა და ა.შ), რომელიც ქვეყნის შიგნი არ მოიპოვებოდა და
საჭირო იყო იმპორტირება. აღნიშნულა მკვეთრად გაზარდა საქონლის
იმპორტი.

(2) რატომ შემცირდა ექსპორტი: ექსპორტი შემცირდა ორი მიზეზით: (1)


ლათინური ამერიკის ქვეყნები, ISI-ის პოლიტიკის შედეგად ახდენდნე
პროდუქციის წარმოებას მხოლოდ შიდა ბაზრისთვის. შესაბამისად ეს
პროდუქცია არ იყო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე - არ იყო მასზე
მოთხოვნა და არც ქვეყნების მიერ ექსპორტზე გატანის სურვილი (2)
პოლიტიკები, რომლებსაც მთავრობა იყენებდა მძიმე ინდუსტრიალიზაციის
გასაძლიერებლად შეასუსტა სოფლის მეურნეობა და შესაბამისად მისი
პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტი. ლათინური ამერიკის ქვეყნები
თუ აქტიურად ეწეოდნენ ნედლეულის იმპორტს (ყავა, კაკაო და სხვა),
მეორადი ISI-ის სემდეგ შეამცირეს ფერმერებმა ექსპორტი ვინაიდან მთავრობა
უწესებდა დიდ გადასახადს გაყიდულ პროდუქციაზე, რათა
დაეფინანსებინათ ISI-ის ხარჯები. შესაბამისად სოფლის მეურნეობის
პროდუქტების ექპორტიერობმაც დაკარგეს პროდუქციის გატანის სურვილი
მკაცრი და ხშირ შემთხვევაში კაბალური პოილიტიკის გამო (გადახედეთ წინა
ლექციას)

(3) მთავრობა ცდილობდა კურსის ხელოვნურად შემცირებას ისე, რომ


იმპორტირებული საქონელი შიდა ბაზარზე ყოფილიყო იაფი, ვინაიდან
მეორადი ISI-ის წარმოებისათვის სჭირდებოდათ დიდი რადენობით
იმპორტული საქონელი და სურდათ იგი მიეღოთ დაბალ ფასად. კურსის
ხელოვნური ცვლილება იმპორტის გაიაფების პარალელურად აძვირებდა
ექსპორტული საქონლის ფასს და ადგილობრივ მწარმოებლებს უკარგავდა
გატანის სურვილს.

მოკლე შეჯამება: ბიუჯეტის დეფიციტის და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის


აღმოცენებამ აჩვენა, რომ ISI-იმ წარმოშვა ეკონომიკური სტრუქტურა, რომელიც ვერ
ახერხებდა თავისი თავის დაფინანსებას. ბევრი წარმოება, რომელიც დაფუძნდა
მეორადი ISI-ის დროს, ვერ ყიდდა თავის პროდუქციას იმ ფასადაც კი, რომ დაეფარა
წარმოების ხარჯები. ასევე ქვეყნები ვერ ახერხებდნენ იმ რაოდენობით გაეტანათ
წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, რომ დაეფინანსებინათ მეორადი ISI-ის
წარმოების ხარჯები. მსგავსი დისბალანსი ვერ იარსებებდა დიდხანს. საჭირო იყო
სისტემის დროული რეფორმირება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხვდებოდა რეფორმის საჭიროებას, ლათინური


ამერიკის და აფრიკის ქვეყნებში ISI-ის საშინაო პოლიტიკა, რიგი მიზეზების გამო არ
აძლევდა მთავრობას ხისტი რეფორმირების საშუალებას: პირველ რიგში მთავრობა
ვერ ახერხებდა მოქალაქეებისათვის დაწესებული სუბსიდიების შემცირებას
ვინაიდან დაკარგავავდა მომხრეების დიდ ნაწილს. ასევე იყვნენ ისეთი მსხვილი
მწარმოებლები, რომლებიც ახერხებდნენ მთავრობის კონტროლს და არსებული
სიტუაციის შენარჩუნებას, რომელიც მათთვის იყო ხელსაყრელი. მაგალითად 1971
წელს განაში, როოდესაც პრემიერმა მოინდომა კურსის გაუფასურება იმისათვის, რომ
გამოესწორებინა ქვეყნის სავაჭრო ბალანსი (ანუ ექსპორტი გაეზარდა და იმპორტი
შეემცირებინა, რაც კურსის გაუფასურებისას ხდება ხოლმე), ადგილობრივმა
მეორადი ISI-ის მწარმოებლებმა, რომლებსაც დიდი რაოდენობით იმპორტული
საქონელი შემოქონდათ მოახდინეს მთავრობის გადატრიალება და 1 კვირაში გაანაში
მოიყვანეს ახალი მთავრობა, რომელმაც მალევე დააბრუნა კურსი ძველ ნიშნულზე.
ასევე ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში მთავრობა ხშირ შემთხვევაში ჩართული
იყო კორუფციულ გარიგებებში და ნახულობდნენ დიდ ფინანსურ სარგებელს.
შესაბამისად, არ აწყობდათ სისტემის ჩამოშლა.
სისტემის დასრულების პრობლემას წარმოადგენდა ის გარემოებაც, რომ ლათინური
ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოებისათვის ბუნდოვანი იყო თუ რა უნდა
ყოფილიყო შემდეგი მართვის მოდელი: იმ შემთხვევაშიც კი, მთავრობას უარი რომ
ეთქვა არსებულ მოდელზე არ იცოდნენ მართვის რა სისტემაზე უნდა
გადასულიყვნენ, მათთვის აზიური განვითარების მოდელი თავიდან არ
წამრმოადგენდა მიმზიდველ მართვის ფორმას და ამასთანავე უჭირდათ დასახულ
ამბიციურ მიზნებზე უარის თქმა.

არსებულმა ეკონომიკურმა დისბალანსმა, უუნარობამ და უსურვილობამ, რომ


შეეცვალათ არსებული პოლიტიკა, აიძულა მთავრობები აეღოთ ჭარბი რაოდენობით
საგარეო ვალი სხვადასხვა სახელმწიფოებიდან რათა კვლავ დაეფინანსებინათ
მეორადი ISI. მძმე ეკონომიკური მდგომარეობის და ჩამოქცეული ეკონომიკის გამო,
მთავრობები ვეღარ ახერხებდნენ აღნიშნული ვალის გადახდას და შესაბამისად
აღარვის ქონდა სურვილი მათთის კვლავ გაეწია ფინანსური დახმარება, რამაც
ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნები მიიყვანა ეკონომიკურ კოლაფსამდე.
1980-იან წლებში, იძულებულები გახდნენ მიემართათ WB და IMF -ისათვის,
ფინანსური დახმარების მიღების მიზნით და შედეგად იძულებულები შეიქმნენ
უარი ეთქვათ არსებულ პოლიტიკაზე და დაეწყოთ რეფორმირება. ამ ქვეყნებში
ინტენსიური რეფორმირების პროცესი იწყება 1985 წლიდან და ახალი მართვის
მოდელის ჩამოყალიბებაბში დიდი როლი ითამაშა, იმ დროისათვის მოწინავე
„აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკურმა მოდელმა“ (აზიური ვეფხვები)

You might also like