You are on page 1of 10

რა ფაქტორებმა განაპირობა შვედეთის ეკონომიკური განვითარება მეოცე საუკუნის 70-

იან წლებამდე და შემდგომში რატომ შენელდა განვითარების ტემპი, კრიზისშიც


შევიდა 1990-იანების დასაწყისში.

1850-იანი წლებისთვის შვედეთი ევროპის პერიფერიებზე არსებულ ღარიბ ქვეყანას


წარმოადგენდა. 120 წლის შემდეგ კი, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანად
იქცა.

1850-1970 წლებში იაპონიასთან ერთად შვედეთს ყველაზე სწრაფად მზარდი


ეკონომიკა ჰქონდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს თვალსაზრისით კი ერთ-ერთი მოწინავე იყო.
რამ განაპირობა ქვეყნის ასეთი განვითარება?

ბუნებრივი რესურსი - შვედეთის წარმატებულ განვითარებაში დიდი როლი


ითამაშა ბუნებრივი რესურსების ხელმისწვდომობამ (რკინა, ხე-ტყე). ადრეულ მე-19
საუკუნეში,, შვედური ბიზნესის სისტემა მეტ-ნაკლებად დამოკიდებულელი იყო
რესურსებზე და ტრადიციულ ინდუსტრიულ კომუნებზე, რომლებიც მთელი ქვეყნის
მასშტაბით არსებობდა. შესაბამისად, მათ რკინისა და ბრინჯაოს წარმოების და ექსპორტის
დიდხნიანი ტრადიცია ჰქონდათ. შვედეთის იმ ადგილებში,სადაც ფოლადის მოპოვება არ
იყო შესაძლებელი, ქსოვის და ხის ხელოსნობა იყო განვითარებული.

აგროკულტურული რევოლუცია - სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი ადრეული


მეწარმეობის და ეკონომიკური ზრდისთვის 18 საუკუნის ბოლო ნაწილში მომხდარი
აგროკულტურული რევოლუცია იყო. ტრადიციულად, ფერმერებს ძლიერი ეკონომიკური და
პოლიტიკური პოზიცია ეჭირათ შვედეთში. აგროკულტურულმა რევოლუციამ
კულტივაციისა და მოსავლის მოყვანის ახალი მეთოდები მოიტანა. რაციონალიზაციის
(რაიმე საქმიანობის, სამუშაოს ორგანიზაციის ან მეთოდების გაუმჯობესება ან წარმოების
ორგანიზება ბიოროკრატიის საფუძველზე და მოგების კალკულაცია სიტემური
საბუღალტრო პროცედურებით.) შედეგად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სექტორის
პროდუქტიულობა და ამასთანავე, ყოველივე ამან ჭარბი მუშახელი გამოათავისუფლა, რამაც
მათ, თავიანთი მხრივ, საშუალება მისცა ადრეულ ინდუსტრიებში დასაქმებისა.

ამ ცვლილებებმა ასევე მიწათმფლობელების შემოსავალი გაზარდა, რამაც ახალი


ტექნოლოგიებზე, ინდუსტრიულ პროდუქციასა და საყოფაცხოვრებო ნივთების მოთხოვნის
გაზრდა გამოიწვია. რაც თავის მხრივ ამასთანავე, ინდუსტრიული პროდუქტის
განვითარებას უწყობდა ხელს.

„ამ გაგებით, სოფლის მეურნეობის და ინდუსტრიული სექტორის ერთობლიობამ


ეკონომიკური ზრდისთვის პოზიტიური გარემო ჩამოაყალიბა“

გილდიები (არა თავისუფალი ბაზარი) - მართალია მეწარმეობისთვის საფუძველი


უკვე ჩაყრილი იყო, თუმცა, 1850 წლამდე ეკონომიკური აქტივობების უმეტესობას ხელს
უშლიდა აკრძალვები და რეგულაციები. რეგულაციების კონა უზრუნველყოფდა გილდიური
სისტემის ჩამოყალიბებას (ვაჭართა კავშირი, რომელიც წარმოიშვა ადრინდელ შუა
საუკუნეებში და გავრცელდა მრავალ ქვეყანაში პროფესიული ინტერესებისა და წოდებრივი
პრივილეგიების დაცვის მიზნით. ფეოდალიზმის გაუქმებას უწყობდა ხელს. მიუხედავად
ამისა აზარი სრულად თავისუფალი არ იყო), რომელიც გულისხმობდა განსაზღვრას იმისას,
თუ ვის რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, ეწარმოებინა. ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი
თავისუფალი მეწარმეობისკენ, ბაზრისკენ 1846 წლის ლიბერალური რეფორმა იყო,
რომელმაც გილდიის სისტემა დაშალა.

თავისუფალი ბაზარი - მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოს მოდებული


თავისუფალი ბაზრის მოძრაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შვედური საერთაშორისო
ვაჭრობის განვითარებაში. ამ ყველაფის შედეგად შვედეთმა შეძლო საკუთარი ნაწარმის,
როგორიცაა სპილენძი და ხე-ტყე, ექსპორტზე გატანა, არამხოლოდ ბრიტანეთში არამედ
დანარჩენ ევროპაშიც.

ინდუსტრიალიზაცია - მართალია ინდუსტრიალიზაციის მხრივ შვედეთმა


შედარებით ნელა დაიწყო, მაგრამ ქვეყანამ ცვლილებებისათვის სწორი დრო შეარჩია.
მანუფაქტურულმა სექტორმა, რომელიც ძირითადად ენერგიის წყაროდ ორთქლს იყენებდა,
ექსპორტზე ფოლადის რკინის და ხის პროდუქტების გატანა დაიწყო. ამ დროს ბრიტანეთი და
სხვა ქვეყნები დიდი ხნის შესულები იყვნენ ინდუსტრიული განვითარების პროცესში.
ევროპის ეკონომიკურმა განვითარებამ (სავარაუდოდ მაღალმა კონკურენციამ) გაზარდა
საერთაშორისო მოთხოვნა პროდუქტზე რითაც შვედმა მწარმოებლებმა იხეირეს.

გეოგრაფიული მდებარეობა - ინდუსტრიის განვითარებას ხელს უწყობდა


შვედეთის მსხვილი ბუნებრივი რესურსი: ჰიდტროელექტროობა. ქვეყნის ჩრდილოეთით
მდინარეების და ჩანჩქერების სიმრავლემ ქვეყნის შიგნით ელექტროენერგია გააიაფა.
საკუთრივ, ამ ყველაფერმა ქვეყნის გარეთ აწია მოთხოვნა (დაბალი ფასები) შვედურ
პროდუქციაზე საერთაშორისო ბაზარზე.

მეორე ინდუსტრიული რევოლუცია (ტექ. განვითარება) - მეორე ინდუსტრიული


რევოლუცია 1890 წლისთვის დაიწყო და შვედურ ეკონომიკაში გიგანტური ნახტომი
გამოიწვია. ინდუსტრიულ წარმოებაში ელექტრო და წვის ძრავებმა ორთქლი ჩაანაცვლა და
ინდუსტრიალიზაციის პროცესმა ქალაქებში დაიწყო კონცენტრაცია. ინდუსტრიული
წარმოება, რომელიც ძირითად ქვეყნის შიგნით გასაღებაზე იყო გათვლილი აყვავილდა
მაღალი შემოსავლების გამო. ამ დროს ახალი და ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიები
(ციტრუსი და ინჟინერიული პროდუქცი) უფრო პოპულარული გახდა ექსპორტის
თვალსაზრისით.

ფართო კორპორაციული სტრუქტურები -მეორე ინდუსტრიულმა რევოლუციამ


ახალი ტიპის ბიზნესების- სააქციო საზოგადოებების (იურიდიული პირი, რომელსაც აქვს
აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი. საწესდებო კაპიტალის მინიმალური
ნომილარული ღირებულება დგინდება კანონმდებლობით) შექმნას შეუწყო ხელი. გვიანდელ
მე-19 საუკუნეში, სააქციო საზოგადოებები დომინირებდნენ შვედური ინდუსტრიების
მფლობელთა შორის, რამაც მოგივანებით კერძო კორპორაციების ჩამოყალიბებაში დიდი
როლი ითამაშა.

დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიის ჯგუფები ჩამოყალიბდა და


უამრავი შვედური მულტინაციონალური საინჟინრო კომპანიებიც შეიქმნა, როგორიცაა LM
Ericsson, ASEA/ABB, SKF, Alfa Laval, Aga და Dyno Nobel. ეს კომპანიები შვედური ინოვაციებზე
და რევოლუციურ გამოგონებებზე იყო დაშენებული.

სხვა ფაქტორები:

 შვედურ ინფრასტრქრუქტურაში დიდი კაპიტალის ინვესტიციები


(ძირითადაd რკინიგზა, უცხოეთიდან ფიანნსდებოდა).

 სოფლის მეურნეობის მეთოდების რაციონალიზაცია.

 მოსახლეობის სწრაფი ზრდა.

 ურბანული ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება, როგორიცაა


ტელეგრაფების სისტემა.

 დღიური პრესის გავრცელება და 1842 წლის სკოლის რეფორმა.

1900 წლისთვის შვედეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორიში


იყო დასაქმებული. შვედეთი ღარიბი ქვეყანა იყო, თუმცა, ის ინდუსტრიალიზაციის
ათვისებას საკმაოდ კარგად ახერხებდა. მართალია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ეს
პროცესი შედარებით გაიწელა, მაგრამ დაწყების შემდეგ დიდი სისწრაფით განავაითარა
ეკონომილა. შვედეთს ჰქონდა ყველა ინგრედიენტი სტაბილური, გრძელ-ვადიანი
ეკონომიკური განვითარებისთვის. 1900-იანებისთვის შვედური ინდუსტრიისთვის
დღეისთვის იმანენტური სფეროებს ეყრებოდა საფუძველი. (ინჟინერია, მაღარო, ფოლადის
ინდუსტრიები.)

ომის პერიოდი
პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - შვედეთს მონაწილეობა არცერთ მსოფლიო ომში
მიუღია. შესაბამისად, იგი კარგ პოზიციაში იყო ომისგან განადგურებულ ევროპასთან
შედარებით. მართალია მე-20 საუკუნე პოლიტიკური პრობლემებით, მაღალი ინფლაციითა
და უმუშევრობით გამოირჩეოდა, თუმცა, ეს პერიოდი შვედური მოდელის ჩამოყალიბების
ერადაც ითვლება.

ერთი მხრივ შვედეთმა სარგებელი მიიღო ომის შემდეგ პერიოდში პროდუქიაზე


გაზრდილი საერთაშორისო მოთხოვნით პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რის შედეგადაც
ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გაიზარდა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ზრდა არ იყო
დამოკიდებული ახალ და უკეთეს წარმოების მეთოდზე. მეტიც, ყოველივე უფრო
სპეკულაციაზე იყო დაფუძნებული, ვინაიდან პირველადი საჭიროების საქონლის, მაგ.
საწვავის, უკმარისობამ, ინფლაციის ზრდა გამოიწვია.

ეკონომიკური კრიზისი - ომის დასასრული შვედური ეკონომიკისთვის


ცვლილებების მომასწავებელი იყო. ომის დროს წარმოჭრილი სავაჭრო ბარიერების
გაუქმების შედეგად საერთაშორისო ვაჭრობა ბარიერებისაგან უფრო თავისუფალი გახდა,
ვიდრე იგი ომამდე იყო. ამან დეფიციტები სიჭარბეებად აქცია, რამაც ფასები დააგდო და
შეამცირა მარგინალური სარგებელი.

კომპანიების დიდი ნაწილი დაიხურა. საერთო წარმოება 25%ით შემცირდა და


უმუშევრობა 30%ამდე გაიაზარდა. 1921-1922 წლების ეკონომიკური კრიზისი იმ დროისთვის
ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა შვედური ინდუსტრიისთვის, თუმცა, მათ მოახდერხეს ამ
წინაღობის დაძლევა და ხელახალი განვითარება დაიწყეს.

დეპრესიის პერიოდი - 1929 წელს აშშში დიდი დეპრესია დაიწყო, რამაც 1930-31
წლებში შვედურ ეკონომიკაზეც იქონია გავლენა. 1932 წელს უმუშევრობა 25%- მდე გაიზარდა
და შვედურმა ექსპორტმაც საგრძნობლად იკლო. ყოველივე ეს იმის გამო, რომ ქვეყანაში
პროტექციონიზმი (სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივ ბაზარზე
იმპორტირებული საქონლის ფასს, ასევე აწესებს მაღალ საგადასახადო ტარიფს ან კვოტებს
იმპორტირებულ საქონელზე ადგილობრივი პროდუქციისა და წარმოების დაცვისა და
მხარდაჭერის მიზნით) დაიწყო.

სხვა ქვეყნებთან შედარებით შვედეთი უფრო უკეთ გამოვიდა დეპრესიიდან. ეს


ნაწილობრივ, შვედური კრონის ამერიკულ დოლართან მიმართებაში 30%იანი დევალვაციის
(ეროვნული ვალუტის კურსის ოფიციალური შემცირება მყარ ვალუტებთან მიმართებაში
ფიქსირებული ვალუტის კურსის სისტემაში, სავალუტო ხელისუფლების დადგენილებით)
დამსახურება იყო, რამაც ექსპორტი გაზარდა.

1920 წლის კრიზისი შემდეგ, შვედური ინდუსტრიული სექტორი ახალი


დისტრიბუციის და წარმოების მეთოდიკით განიმსჭვალა. ტექნიკური გაუმჯობესების
შედეგად, წარმოება გაიზარდა და გაიზარდა პროდუქციის ხარისხიც. ყველაზე წარმატებულ
ინდუსტრიულ პროდუქტს შორის იყო ქსოვილი, ცელულოზა და ფოლადი.

ეკონომიკის აღდგენა - 1932 წელი შვედური ეკონომიკისთვის და პოლიტიკის


ისტორიისთვის გარდამტეხი გამოდგა. ახალი პოლიტიკური წყობა ხელისუფლების მხრიდან
სოციალური პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვდა. უმუშევრობასთან ბრძოლა
პრიორიტეტი გახდა. ამ დროიდან, შვედური ეკონომიკა და ბიზნესის ციკლის ცვლები
მთავრობის მიერ კონტროლდებოდა. პირველი ნაბიჯი შვედური და კეინსისტური მოდელის
გათავისება იყო.

მეორე მსოფლიო ომს ეკონომიკური ბუმი მოყვა. ნეიტრალური შვედეთი,


განსხვავებით ომგამოვლილი კონკურენტებისგან, უკეთეს სასტარტო პოზიციაში აღმოჩნდა,
თანაც მისი საწარმო დანადგარები დაუზიანებელი იყო.ათწლეულის ბოლოს, ზემოთ-
ხსენებულმა გადაწყვეტილებებმა შვედეთს ნაციონალური ეკონომიკის ზრდის საშუალება
მისცა.

შვედური მოდელი - შვედური მოდელისთვის დამახასიათებელია სოციალურ-


დემოკრატების მიერ მართულ ხელისუფლებას და კერძო სექტორს შორის მიღწეული
ისტორიული კომპრომისი. კომპრომისი გულისხმობდა ოქროს შუალედს თავისუფალ
კაპიტალიზმსა და ცენტრალურ დაგეგმარებით ეკონომიკას შორის. დიდი კომპანიების
უმეტესობა, გარდა მთავრობის მფლობელობაში არსებული მონოპლიებისა, კერძო სექტორში
რჩებოდა და საჯარო სექტორთან ერთად ფართოვდებოდა.
შვედური მოდელის შეჯამება ესეც შეიძლება:

 დიდი კერძო საკუთრებაში არსებული ინდუსტრიული სექტორი

 გადასახადებით საზრდოებული დიდი საჯარო სექტორი

 დიდი სავაჭრო გაერთიანების მოძრაობა

 ხელისუფლება თამაშობს დიდ როლს შრომის მარკეტის პოლიტიკაში

 შემოსავლის და სიმდიდრის თანაბარი განაწილების ამბიცია

დასაწყისში შვედური მოდელი კარგად მუშაობდა. 1950-1960იან წლებში წლიური


ეკონომიკის ზრდა მთელს მსოფლიოში 4-5%ს შორის მერყეობდა შვედეთი კი ყველაზე
წარმატებული დასავლური სახელმწიფო იყო ამ ერაში. 1960-65 წლებში, ეკონომიკამ პიკს
მიაღწია ადრეული მშპ-ს 5.3%იანი, ხოლო წარმოების 5.6%იანი ზრდით წლიურად.

სტრუქტურული ცვლილებები შრომის ბაზარზე-მართალია, საერთაშორისო


კონკურენციის ზრდამ დააზარალა ადგილობრივი ქსოვილის წარმოების ინდუსტრია, მაგრამ
ინჟინერიის და რეზინის წარმოებამ იხეირხაძრავიან მანქანებზე გაზრდილი მოთხოვნით.
უმუშევრობა ომის შემდეგ დაეცა 2%ამდე1950-1960 წლებში.

შვედეთის შრომის ბაზარი მნივნელოვან ცვილებებს განიცდიდა 1960იან წლებში. გაიზარდა


სერვისის სექტორში მომუშავე ადამიანთა რიცხვი, თუმცა, დაიკლო ინდუსტრიულ
სექტორში დასაქმებულთა რიცხვმა, განსაკუთრებით ქსოვილი და ტყავის სექტორიში
მომუშავეთა რაოდენობამ. სოციალური უზრუნველყოფის სისტემები სუბსტანციურად
გაფართოვდა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა 1960-
1970იან წლებში.

მთავრობის მხრიდან სოციალური უზრუნველყოფის ამბიციებს უარყოფითი მხარეც ჰქონდა.


დოვლათის და სიმდიდრის გადანწილება მაღალ საგადასახადო ტვირთს მოითხოვდა.
დღესაც კი შვედეთში გადასახადები მსოფლიოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია
პროცენტულად. მთლიანობაში დაახლოებით მშპ-ს 50%-ს შეადგენს.

სტრუქტურული პრობლემები და ცვლილებები

1950-1960იანი წლების ოქროს ხანის მიუხედავად, შვეედს ეკონომიკური დისფუნქცით


გამოწვეული პრობლემები ჰქონდა, რომლებმაც თავი 1970იანი წლების სანავთობო კრიზის
დროს იჩინა. 1970იანი წლების შუა პერიოდმა დიდი ცვლილებები მოიტანა საერთაშორისო
ვაჭრობაში, რამაც ნეგატიურად იმოქმედა შვედურ ეკონომიკაზე. ვინაიდან, შვედური ბაზარი
შედარებით პატარაა, ინდუსტრიების უმეტესობა ექსპორტზეა დამოკიდებული
გადასარჩენად.

შესაბამისად 1973-74 წლების სანავთობო შოკებმა და მოყოლილმა კლებამ


საერთაშორისო ბიზნეს აქტივობაში შვედეთზე სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დიდი
გავლენა იქონია. ამ დროს, შვედური ეკონომიკას სხვა პრობლემეციც ჰქონდა, ისეთი
როგორიცაა : სხვა რეგიონებში კონკურენციის ზრდა, სახელფასო განაწილების დისფუნქცია,
რომელიც მაღალ ინფლაციას იწვევდა და მაღალი გადასახადებით განპირობებული
„არასტუმართმოყვარე“ ბიზნეს გარემო.

სუბსიდიები და დევალვაცია - პრობლემებზე პოლიტიკური პასუხი გასაჭირში


მყოფი სექტორებისთვის ექსტენსიური სუბსიდიების მინიჭება იყო (გემთმშენებლობის და
ფოლადის ინდუსტრიები). მიღებული ზომები არ იყო ცალსახად წარმატებული, თუმცა,
ისინი გამოდგებოდნენ, როგორც დროებითი პრობლემის გადაწღის გზები უმუშევრობის
პრობლემის მოსაგვარებლად. დამატებით, ამ რეფორმებმა გადაფარეს ეკონომიკაში
არსებული სტრუქტურლი პრობლემები, რამაც მოგვიანებით არა მხოლოდ ინფლაცია
გამოწივა, არამე უმუშევრობაც.

მაღალი ფასის ზრდამ და კონკურენტუნარიანობის შესუსტებამ შვედური კრონის


დევალვაციისკენ უბიძგა 1970-1980 წლებში. მართალია დევალვაიამ დროებით აღადგინა
კონკურენტუნარიანობა ქიმიურ, პლასტმასის, ელექტორნიკის და მანქანის ინდუსტრიებშ,
თუმცა, მან გრძელ-ვადიანი თვალსაზრისით გააუარესა შვედური ეკონომიკა.

დერეგულაციები- 1950იან წლებში, შვედი კანონმდებლები დერეგულაციას


შეუდგნენ. დერეგულაციის მიზანი ბაზარზე მრავალ სექტორს შეეხო, რასაც შვედური
ეკონომიკის ფუნქციონალურობა უნდა გაეზარდა. დერეგულაციამ დაშალა ხელისუფლების
მმართველობის ქვეშ მოქცეული ტრანსპორტირების და ელექტროობის მონოპოლიები.

1983-1990 წლებში, რამოდენიმე სტრატეგიული დერეგულაცია გატარდა ფინანსურ


ბაზარზე, განსაკუთრებით სესხებზე შეზღუდვის ლიბერალიზაცია. ამ დერეგულაციამ
სწრაფად გაზარდა სესხების რაოდენობა. გასესხებულმა კაპიტალმა კი უძრავი ქონების
სექტოში მოიყარა თავი. რეტროსპექტივაში სწორედ ეს დერეგულაციები იდგა ექსტენსიური
საკრედიტო ექსპანსიის უკან. დევალვაციის გამო, ექსპორტის სექტორი დიდი მონეტარული
სიჭარბის ქვეშ მოექცა 1980იან წლებში. ეს პრობლემა გადაწყდა ფულის უძრავ სექტორში
დაბანდებით, რამაც გაზარდა ქონების ფასი.

ფინანსური ბაბლის გახეთქვა- ზემოთ-ხსენებულმა მოვლენების ჯაჭვურმა


რეაქციამ ჩამოყალიბებული საბანკო და ფინანსური სერვისის ბაბლამდე მიიყვანა ეკონომიკა
1990იან წლებში.

მასიური საკრედიტო დანაკარგების, მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა შვედური


ფინანსური სისტემის ფუნდამენტს მიაღწია. საბანკო და ფინანსური სექტორი ჩამონგრევამდე
მივიდა და სიტუაციის დასტაბილურება მხოლოდ მთავრობის მასიური ჩარევის შედეგად
იყო შესაძლებელი. საერთაშორისო ეკონომიკურ დაღმასვლასთან ერთად, კრიზისს დაემატა
სამთავრობა ფინანსური კრიზისიც და სავალტორ კრიზისიც, რამაც საბოლოოდ
ფიქსირებული სავალუტო მიმოცვლის მორღვევა და შვედური საგადასახადო სისტემის
რეკონსტრუქცია გამოიწვია.

საჯარო ფინასნები უამრავი მოვალეობებით- ფიქსირებული მიმოცვლის სიტემის


გაუქმების შემდეგ, შვედური კრონა საგრძნობლად გაუფასურდა. თუმცა, პოზიტიური
ეფექტი ექსპორტის ინდუსტრიისთვის არ იყო საკარისი შიდა მოთხოვნის დაკარგვით
გამოწვეული დანაკარგების აღმოსაფხვრელად, რამაც გაზარდა უმუშევრობა. 1990-1993
წლებში რეგისტრირებული უმუშევრობა 1.5%დან 8.2%ამდე გაიზარდა მშპ კი, დაახლოებით
5 პროცენტით დაეცა.

მშპს ვარდნამ და დაბალი დასაქმების მაჩვენებლმა საჯარო სექტორის ფინანსების


სწრაფი შემცირება გამოიწვია. სამთავრობა დანახარჯების ზრდა დაემთხვა საგადასახადო
კლებას შედეგად საჯარო ფინანსებში უფსკრული მოყვა. ცენტრალური სამთავრობო
ბიუჯეტის დეფიციტმა 15%ს გადააჭარბა მშპსთან მიმართებაში და 1994 წელს ნაციონალური
ვალი გაიზარდა და პიკს მიაღწია მშპს-80%ის სახით 1998 წელს. სუსტი ეკონომიკურიზრდის
ორი დეკადის, და მწვავე ეკონომიკური კრიზის შემდეგ, შვედეთმა დაამთავრა აყვავების ხანა,
ერთსულ მოსახლეზე მშპს მსიყვდელუნარიონაბასთან გაზომვის თვალსაზრისით. 1970 წელს
ამ მაჩვენებლით შვედეთი მეოთხეზე იყო 1998 წელს კი მე-16ზე.

რეფორმები - 1990იანი წლების ექსტრაორდინალური ეკონომიკური პრობლემების


საპაასუხოდ მიიღეს მრავალი სტრუქტურული რეფორმა და დანახარჯების შემცირების
მცდელობები. მნიშვნელოვანი სტრუქტურლი სამთავრობო რეფორმები მაგალითისთვის
შეიცავდნენ შვედური ცენტრალური ბანკის და რიკსბანკის მთავრობისგან
დამოუკიდებლობას, სამიზნე ინფლაციას და საჯარო სექტორისთვის ხარჯების სახურავს.
1995 წელს

ევროკავშირის და ევროპული ეკონომიკური არეალის წევრობის შემდეგ, კიდევ


უფრო გამკაცრდა კონკურენციის პირობები. ინდუსტრიამ და ბიზნეს სექტორმა შორს-
მჭვრეტელური ეფექტური ზომები მიიღეს. 1993 წლსი შემდეგ შვედური ეკონომიკური
ზრდის ტემპი მიუახლოვდა OECD-ს ქვეყნების საშალოს. მწვავე ეკონომიკური კრიზის
შემდეგ 1990 წლებში ეკონომიკა დასტაბლიურდა. გაუმჯობესებულმა ეფექტურობამ,
შვედური კრონის მცოცავ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა 90იანების
ბოლოს ექსპორტის ინდუსტრიების ზრდას.

 შვედეთის ეკონომიკური განვითარება მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე

1. 1900 - კომპანიების ეკონომიკური პოლიტიკა. მოუხედავად იმისა, რომ


შვედეთი პატარა ქვეყანა იყო, სწორედ ამიტომ თუ კომპანიებს გაფართოება და
მზარდი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში თავის გადარჩენა სურდათ,
საზღვარარეთ უნდა დამკვიდრებულიყვნენ. ექსპორტის კარგი მაგალითია, როცა
ერიქსონმა თავისი პროდუქციის 90 პროცენტი საზღვარგარეთ გაიტანა. შესაბამისად
დიდი შვედური კომპანიები მალე საერთაშორისო კომპანიებად იქცნენ.
2. მიზეზი ასეთი დიდი კომპანიათა ნაკადის წარმოშობისა: ადგილობრივი
საგადასახადო სისტემა იყო. მაგალითად, 1920-იან წლებში გადასახადები შემოსავლის
12-13 პროცენტს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმატებულ საწარმოს შეეძლო
თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი შეენარჩუნებინა და საკუთარი
შეხედულებისამებრ განეკარგა. ანუ არსებობდა კომპანიების გახსნის, მუშაობის და
ინვესტირების ძლიერი ეკონომიკური სტიმული. მეორე მიზეზი
ინდუსტრიალიზაციის დაწყება იყო. ახალი ტექნოლოგიების განვითარება ნულიდან
იწყებოდა და შედარებით ნელა ვრცელდებოდა. ამიტომ, ადამიანს, რომელსაც იდეა
მოუვიდოდა და მას კომერციული მიზნით გამოიყენებდა, დროებით მონოპოლია
ჰქონდა მასზე და დიდ ფულს შოულობდა.
3. რამ განაპირობა ინდუსტრიალიზაციის განვითარება: ა) შვედეთში
მრეწველობის განვითარება გვიან დაიწყო, ამიტომ, ტექნიკის და, რაც მთავარია,
კაპიტალის იმპორტის შესაძლებლობა არსებობდა; ბ) გამოგონებათა და ნოვატორული
იდეების ნაკადი ახლად აღმოჩენილ ენერგიის წყაროს - ელექტროენერგიას
უკავშირდებოდა. ბუნებრივი რესურსების, მაგალითად, ჰიდროენერგიის, გამოყენება
ახალ ტექნოლოგიებს წარმოშობდა, მათ შორის ერთერთი იყო შვედური სამრეწველო
კომპანიის „ASEA”-ს მიერ გამოშვებული მაღალძაბვიანი მუდმივი დენის გადამცემი; გ)
უაღრესად ლიბერალურმა ეკონომიკამ დაბალშემოსავლიანი სოფლის მეურნეობიდან
მუშახელის მრეწველობისა და მომსახურების მაღალანაზღაურებად სფეროში
მიგრაცია გამოიწვია, რამაც დიდი მანძილებისა და მეჩხერი მოსახლეობის
მიუხედავად, მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები
მიმართა; დ) შიდა ბაზრის სიმცირის გამო აუცილებელი გახდა ექსპორტის წარმოება
და უცხოური კომპანიების გახსნაგაფართოება. მრეწველობის განვითარებამ შვედებს
სწრაფად ჩამოუყალიბა სისტემატური აზროვნების სტილი და დიდი, მოქნილი
ორგანიზაციების მართვის უნარი, რაც მათი კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან
იარაღად იქცა.

 1970 წლის შემდეგ შვედეთის ეკონომიკის დაღმავლობა:

1. შვედეთმა 1974 და 1980 წლებში ორი ნავთობკრიზისი გამოიარა, თუმცა მათი


ზეგავლენა ისე მძიმე არ იყო, როგორც სხვა ქვეყნებში, იაფი ჰიდროენერგიის
შედარებით დიდი ხვედრითი წილის გამო.

2. 1973 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბრეტონ ვუდსის ხელშეკრულება საბოლოოდ


გაუქმდა, შვედეთმა ხელახალი კრიზისი განიცადა. ექვსი წლის მანძილზე, 1976-82
წლებში, ხუთმაგი დევალვაცია მოხდა, რის შედეგადაც კრონას ღირებულება
დაახლოებით 45 პროცენტით შემცირდა. მაგრამ შვედეთში ფასები უფრო მკვეთრად
იზრდებოდა ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

3. საპროცენტო განაკვეთი შვედეთში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე სხვა


ქვეყნებში, რამაც ქონებისა და ფულის ბაზრის გაცილებით მძიმე კრახი გამოიწვია
ვიდრე საზღვარგარეთ. ხუთმაგი გაკოტრება მოხდა. უმუშევრობამ მკვეთრად იმატა -
დაახლოებით 8 პროცენტამდე. უმუშევრობის შემწეობათა დასაფარად სახელმწიფო
ფულს სესხულობდა. ამან სახელმწიფო სექტორის დავალიანების წარმოშობა
(ბიუჯეტის დეფიციტი) გამოიწვია, რამაც მშპ-ს 10 პროცენტზე მეტი შეადგინა. ოთხ
წელიწადში ეროვნული ვალი გაოთხმაგდა.
4. სამ წელიწადში სახელფასო ხარჯები 80 პროცენტით გაიზარდა. ამ ხარჯებს
ფირმები ფასების ზრდით ვერ ინაზღაურებდნენ, რადგან საექსპორტო ფასებს
მსოფლიო ბაზარი განსაზღვრავდა, შვედურ კომპანიებს კი ფასების რეგულირებაში
წამყვანი როლი არ ჰქონდათ. ამგვარად, კორპორაციული მოგების წყარო გაქრა.

5. 1970-იანი წლების შუა ხანებში შვედეთის მთავრობამ უცხოური სესხების აღება


დაიწყო. ეს ახალი არ იყო. შვედეთი ფულს საზღვარგარეთ XIX საუკუნის ბოლოსაც
სესხულობდა. 1970-იანი წლების შუა ხანებიდან შვედეთის მთავრობამ დაახლოებით
600 000 მილიონი შვედური კრონა ისესხა საზღვარგარეთ. ეს სესხი რომ
ინვესტიციებისთვის ყოფილიყო გამიზნული, როგორც XIX საუკუნეში, მაშინ
შვედეთში ინვესტიცია მნიშვნელოვნად დიდი იქნებოდა და შესაბამისად, მისი
შედეგიც. მაგრამ, სახელმწიფოს უცხოური ვალების ზრდის კვალობაზე,
საინვესტიციო კოეფიციენტი მცირდებოდა.

6. სოციალდემოკრატიული პარტია პროფკავშირულ მოძრაობასთან


თანაარსებობს. ორივე ორგანიზაციას არსებითად ერთი და იგივე წევრები ჰყავს და
ერთობლივი ინტერესებისთვის იბრძვიან როგორც რიკსდაგში (პარლამენტი), ისე მის
გარეთ. პროფკავშირები ფინანსურად უჭერენ მხარს მმართველ პარტიას და საარჩევნო
კამპანიის დროს მათი საარჩევნო მექანიზმის ფუნქციას ასრულებენ. სამაგიეროდ,
პარტიამ კანონმდემლობის გამოყენებით პროფკავშირებს ყველაზე
პრივილეგირებული მნიშვნელობა მიანიჭა. პროფკავშირების მოთხოვნით
მმართველმა პარტიამ შემოიღო კანონი, რომელიც დამსაქმებლებთან მიმართებაში
პროფკავშირების პოზიციას ამყარებს.

7. სოციალდემოკრატია მარქსის ქმნილებაა. მართალია, თავად რევოლუცია


პარტიამ მალევე დაგმო, მაგრამ წარმოების საშუალებების ნაციონალიზაცია დიდხანს
რჩებოდა მის მთავარ იდეად, ბოლოს და ბოლოს იდეოლოგიურად მაინც.
განახლებულ პროგრამაში, რომელიც პარტიის 1920 წლის კონგრესზე მიიღეს,
ნათქვამია „წარმოების საშუალებების კერძოკაპიტალისტური საკუთრების გაუქმების,
მასზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესებისა და მისი საზოგადოების
კუთვნილებად გამოცხადების შესახებ, აგრეთვე, არსებული დაუგეგმავი წარმოების
საზოგადოების რეალური მოთხოვნილების მიხედვით დაგეგმილი და
გაფართოებული პერსპექტიული სოციალისტური წარმოებით შეცვლის” შესახებ.

8. შვედმა სოციალდემოკრატებმა უკან წაიღეს თავიანთი მოთხოვნა საწარმოთა


ნაციონალიზაციის შესახებ. ალბათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდი
კორპორაციები უმთავრესად საერთაშორისო დონის იყო. აბა როგორ მოახერხებდა
შვედეთის მთავრობა უცხოური ფილიალების ნაციონალიზაციას?

9. 1960-იანი წლების დასასრულს პროფკავშირებმა (LO) თანასწორობისთვის


გააჩაღა ბრძოლა, რაც ანაზღაურებათა შორის განსხვავების მოსპობას ისახავდა
მიზნად.

10. მმართველი პარტიის, სოციალდემოკრატიული პარტიის მთავარი


დამფინანსებელი შვედეთის პროფკავშირებია. ფორმალურად პროფკავშირის ყველა
წევრი კოლექტიურად მიიღეს პარტიაში (და საწევრო გადასახადებს იხდიან). ახლა
პროფკავშირის წევრები პარტიის წევრებიც არიან, მაგრამ პარტია შემოსავლის დიდ
ნაწილს პროფკავშირებიდან ღებულობს. ისინი დროულად და სრულად იხდიან
თანხას, სამაგიეროდ კი სხვა სარგებლობას ელიან. ეს გულისხმობს იმ კანონებს, რაც
მათ მრავალ უფლებას ანიჭებს, მაგ., პატარა ფირმების დაჩაგვრის, სახელფასო
ხელშეკრულებებით ფასწარმოქმნის მონოპოლიის, კომპანიის მიერ მუშახელისთვის
პრივილეგიების მიცემაზე ვეტოს დადების უფლებას და სხვ.

11. მაღალი უმუშევრობა. რატომ ? მაღალი მინიმალური ხელფასები.


პროფკავშირებმა სახელფასო ფასწარმოქმნის მონოპოლია აიღეს ხელში და
ათწლეულების მანძილზე მინიმალურ ხელფასს ზრდიდნენ და მაქსიმალურს
ზღუდავდნენ. ამის გამო, მინიმალური ხელფასები ძალიან გაიზარდა. მინიმალურ
შემოსავლებზე იმდენად მაღალი გადასახადებია, რომ ასეთი ხელფასების ფარგლებში
ხალხი ვერც კი გაიგებს ხელფასი რომ შეუმცირონ. ძირითადი ხელფასები ძალიან
მაღალია. ისინი, ვინც სამუშაოს ვერ შოულობენ ან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა არ
სურთ, სახელმწიფო დახმარებებით არსებობენ, რაც სამუშაოს ძებნის სტიმულს
უკარგავთ.

You might also like