You are on page 1of 50

msoflio 1815-1870 wlebSi Tavi

sarCevi: IX
§ 1. ეპოქის მოკლე დახასიათება
§ 1. ეპოქის მოკლე დახასიათება..297
მოსახლეობა. 1800 წლისთვის ევროპის მოსახლეობა 200
§ 2. ევროპა და ამერიკა
მილიონს აღწევდა, ხოლო 1900 წლისთვის კი — 400 მილიონსაც
1815-1870 წლებში ...................... 311
გადააჭარბა. მოსახლეობის ზრდა ოდნავ დამუხრუჭდა XX
საუკუნეში, განსაკუთრებით დანარჩენი მსოფლიოს მოსახ-
ლეობის ზრდის ფონზე. თუმცა, 1950 წლისთვის ის მაინც უკვე
550 მილიონს შეადგენდა.
თუ ამ რიცხვებს დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის
ზრდის მაჩვენებლებსაც შეუაფარდებთ, აღმოჩნდება, რომ
დედამიწის მოსახლეობა, ცივილიზაციის გაჩენიდან XIX
საუკუნემდე ყოველ ათასწლეულში, ორმაგდებოდა; ხოლო მხო-
ლოდ XIX საუკუნეში, ევროპის, ისევე როგორც დანარჩენი მსო-
ფლიოს მოსახლეობა, გაორმაგდა. თანამედროვე მსოფლიოში
მოსახლეობა უკვე ყოველ 20-30 წელიწადში ორმაგდება.
აშკარაა, რომ ინდუსტრიალიზაციის პროცესსა და
მოსახლეობის ზრდას შორის პირდაპირი ურთიერთკავშირია.
XIX საუკუნეში სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა ორი
მიზეზით უჩვეულოდ გაიზარდა: 1) მნიშვნელოვნად იმატა
დამუშავებული მიწების ფართობმა, 2) ყოველი მუშის მიერ
წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი გაიზარდა
ახალი ტექნოლოგიების წარმოქმნა-გამოყენების შესაბამისად.
მართლაც, ხელოვნური სასუქების გაჩენამ, მანამდე დაუმუ-
შავებელი, ხრიოკი მიწების ათვისებაც შესაძლებელი გახადა.
რკინის გაიაფებამ კი ხელსაწყო-იარაღების გამრავალფეროვნება
და თვისობრივი გაუმჯობესება გამოიწვია; რომ არაფერი
ვთქვათ, ორთქლის გამწევი ძალის გაჩენაზე, რამაც თავის
მხრივ დიდად შეუწყო ხელი, როგორც მანამდე გამოუყენებელი
მიწების სავარგულებად ქცევას, ისე სავარგულებზე მოყვანილი
მოსავლის მნიშვნელოვან ზრდას.

რესურსები. ტექნოლოგიურმა განვითარებამ და მისმა


მოთხოვნებმა მანამდე უცნობი ან მხოლოდ ნაწილობრივ
გამოყენებული ბუნებრივი რესურსები აამოქმედა. ამ მხრივ
უპირველესი მაგალითი იგივე ქვანახშირია, რამაც მძიმე მრეწ-
ველობის განვითარებას შეუწყო ხელი, ხოლო სადაც ქვანახ-
შირის მადანი არ მოიპოვებოდა, იქ ტრადიციულ ენერ-
გომატარებლებთან ერთად (წყალი, ქარი) ქვანახშირის იმპორტს
ახდენდნენ. ჰიდროელექტრო სადგურების გაჩენასთან ერთად,
ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია,
შვედეთი თუ ნორვეგია — ეს პრობლემაც მოეხსნათ. სხვა ტიპის
მადნეულის სიმცირისა, თუ ამოწურვის ანაზღაურება იმით
ხდებოდა, რომ ევროპამ საკუთარ კოლონიებში დაიწყო
გეოლოგიური ექსპედიციების გაგზავნა და უკვე XIX ს-ში სხვა,
პოლიტიკურ მიზეზებთან ერთად, ესეც უბიძგებდა მას
ექსპანსიისაკენ.
ინდუსტრიის მამოძრავებელი მეორე უმთავრესი წყარო
ნავთობის მოპოვება-გამოყენება გახდა და, საბოლოოდ, კარლ

297
ბენცისა და გოტლიბ დაიმლერის წყალობით ცივილიზიციამ
შიდაწვის ძრავაც მიიღო.
ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში ტექნოლოგიური
პროცესების განვითარებაზე მსჯელობისას, მუდამ უნდა გვახ-
სოვდეს განსხვავება ისეთ ცნებას შორის, როგორიცაა — გამო-
გონება, ანუ სიახლის შეტანა და მისი წარმოებაში დანერგვა.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ნებისმიერ გამოგონებას
თავისთავად არავითარი ეკონომიკური ეფექტი არ მოაქვს;
მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ეკონომიკურ პროცესში ჩაერ-
თვება, ანუ წარმოებაში დაინერგება, შეიძლება მის სარგებ-
ლიანობაზე ვილაპარაკოთ. მაგალითად, ჯეიმზ უატის მიერ
თომას ნიუქომენისეული ორთქლის ძრავის გაუმჯობესებას,
თავისთავად, არავითარი ეკონომიკური ეფექტი არ მოუხდენია,
სანამ მეთიუ ბოულტონთან შეამხანაგების შემდეგ, ის ამ
ძრავების სერიულ წარმოებას არ შეუდგა. რაც შეეხება,
სიახლეთა გავრცელების პროცესს, აქ იგულისხმება როგორც
ადგილობრივ ინდუსტრიაში, ასევე, საზღვრებს გარეთ, ასე
ვთქვათ, საყოველთაოდ დანერგვის მასშტაბები. თუმცა, ეს სუ-
ლაც არ გახლავთ ავტომატური პროცესი, სხვადასხვა ქვეყნებში
ამა თუ იმ ტიპის ინდუსტრიის მოთხოვნების მიხედვით,
განსხვავებული გარემოსა თუ განსხვავებული კულტურული
მახასიათებლების გამო, ტექნოლოგიური სიახლის წარმოებაში
დანერგვის ტემპი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული
აღმოჩნდეს.

იაფი ფოლადი. უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური


სიახლეები, რაც რკინის წარმოებას შეეხება, XIX საუკუნის II
ნახევრიდან დაინერგა და მეფოლადეობის სწრაფ განვითარებას
შეუწყო ხელი. ფოლადი, ფაქტიურად, რკინის განსაკუთ-
რებული ნაირსახეობაა. ის ნაკლებ ნახშირბადს შეიცავს, ვიდრე
უბრალო რკინა, თუმცა მეტს — ვიდრე ნაჭედი. შესაბამისად, ის
მეორეზე ნაკლებად მყიფეა და პირველზე უფრო მკვრივი და
გამძლე. იგი უხსოვარი დროიდან იწარმოებოდა, მაგრამ ძალზე
მცირე რაოდენობით და ძვირიც ჯდებოდა. XIX ს-ის 60-იან
წლებში ფრანგმა მეტალურგმა პიერ მარტენმა და ძმებმა
სიმენსებმა შექმნეს ღია ტიპის ღუმელი — ე.წ. სიმენს-მარტენის
ღუმელი, რომელმაც მაღალხარისხოვანი ფოლადის მასიურად
დნობა გახადა შესაძლებელი. ფოლადის ინდუსტრიას გადამწყ-
ვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მრეწველობის სხვა დარგების
კარლ ბენცი განვითარებისათვის: ფოლადის ლიანდაგები, რკინის ლიან-
დაგებთან შედარებით, გაცილებით გამძლეც იყო და უსაფრ-
1844-1929
თხოც; ფოლადის კონსტრუქციების გამოყენებამ

გოტლიბ დაიმლერი პიერ მარტენი გუსტავ ეიფელი


1834-1900 1824-1915 1832-1923

298
გემთმშენებლობაში, უფრო დიდი მსუბუქი და სწრაფი ხომალ-
დების აგება გახადა შესაძლებელი; ფოლადის ჯავშანსაც დიდი
მნიშვნელობა ენიჭებოდა სამხედრო საქმეში. სწორედ ფოლა-
დის დამსახურებაა ცათამბჯენებისა თუ სხვადასხვა მასიური
ნაგებობების მაგ., ეიფელის კოშკის აგებაც. ძალიან მალე,
ფოლადმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ხე და რკინა არა
მარტო ხელსაწყოების, არამედ ასეულობით სხვა ნაწარმის
წარმოებაშიც — იქნებოდა ეს ორთქლის ძრავები, თუ გნებავთ,
თმის სამაგრები.

ტრანსპორტი და კომუნიკაციები. XIX ს. ეკონომიკური


განვითარების სიმბოლოდ შეგვიძლია მაინც ორთქლმავალი და
ზოგადად, რკინიგზა მივიჩნიოთ. ორთქლმავლის გამოჩენა პირველი ორთქლის ლოკომოტივი
ევოლუციური პროცესი იყო. მისი წინაპარი, რაღა თქმა უნდა, 1804 წელს შექმნა კორნუოლელმა
ჯეიმზ უატის ორთქლის მანქანა გახლდათ, მაგრამ ის ინჟინერმა რიჩარდ ტრევიჩიკმა.
მეტისმეტად მძიმე იყო და არც გამწევი ძალა ჰქონდა საკმარისი.
უფრო მეტიც, თავად უატი ეწინააღმდეგებოდა საკუთარი
გამოგონების მოძრავ კონსტრუქციად გამოყენებას მისი საფრთხის
შემცველობის გამო, და სანამ უატის პატენტს ყავლი არ გაუვიდა,
პროგრესიც არ ჩანდა. მხოლოდ XIX ს-ის დასაწყისში შეიქმნა
ორთქლის მაღალ წნევაზე მომუშავე პირველი ლოკომოტივი,
რომელიც ლიანდაგზე მოკლე მანძილებზე მიმოდიოდა. ამ
ორთქლმავლის გაუმჯობესებას ბევრი ინჟინერი ცდილობდა,
მაგრამ ყველაზე შესამჩნევ წარმატებას მაინც თვითნასწავლმა
ჯორჯ სტეფენსონმა მიაღწია. სწორედ მისმა გამოგონებამ
შეუწყო ხელი ლივერპულსა და მანჩესტერს შორის მსოფლიოში
პირველი სარკინიგზო ხაზის გახსნა-ამუშავებას (1830). აქ
ვაგონები სწორედ სტეფენსონის ნახაზების მიხედვით შექმნილ
ლოკომოტივებს, ე.წ. „სტეფენსონის რაკეტებს“ დაჰყავდათ.
უკვე 1850 წლისთვის დიდ ბრიტანეთში სარკინიგზო
ქსელი, შეიძლება ითქვას, უკვე მთლიანად ჩამოყალიბდა; ბელგიაში,
კიდევ უფრო ადრე — 1845 წელს; საფრანგეთში — გაჭიანურებული
საპარლამენტო დებატების გამო (ვერ გადაეწყვიტათ, რკინიგზა
მთლიანად სახელმწიფო საკუთრება უნდა ყოფილიყო, თუ
მთლიანად კერძო სექტორისთვის დაეთმოთ) — ცოტა უფრო გვიან,
60-იანი წლებისთვის.
პირველი ორთქლმავლები, მართალია, თავის დროის
სასწაულად აღიქმებოდა, სინამდვილეში საკმაოდ პრიმიტიული
იყო. თანდათანობითმა გაუმჯობესებამ XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-
ის გარიჟრაჟზე, უკვე ბევრად დიდი, მძლავრი ლოკომოტივების
შექმნამდე მიგვიყვანა, თუმცა იმ დროისათვის მათ ერთპიროვნულ
ბატონობას უკვე კონკურენციას უწევდა ელექტრობაზე, თუ
დიზელის საწვავზე მომუშავე ახალი ტიპის ლოკომოტივები.

ჯორჯ სტეფენსონი ბრიტანეთის სარკინიგზო ქსელი


ეიფელის კოშკი (პარიზი) (1900)
1781-1848

299
ალპებში სარკინიგზო გვირაბების გაჭრა უკვე XIX ს-ის
70-იან წლებში დაიწყო. საძინებელი ვაგონები ამერიკაში 1837
წლიდან გაჩნდა, თუმცა ევროპაში მხოლოდ 70-იან წლებში
გადაიღეს, როცა ახალ-ახალმა სარკინიგზო მაგისტრალებმა
უკვე სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთთან დააკავშირა. ცნობილი
„აღმოსავლეთის ექსპრესი“ კი პირველად 1883 წელს ჩავიდა
პარიზიდან სტამბოლში.
ამ პერიოდის ინდუსტრიის განვითარებაში თავისი
სიტყვა ორთქლისძრავიანმა გემებმაც თქვეს. პირველი ასეთი
გემი 1807 წელს გავიდა მდინარე ჰუძონზე. თავდაპირველად ეს
გემები, ძირითადად, ქვეყნის შიდა ნავიგაციისთვის გამოიყე-
ნებოდა; ქვეყანათშორისი საზღვაო მიმოსვლის ჯერი მხოლოდ
მას შემდეგ დადგა, რაც ხრახნი და მრავალცილინდრიანი ძრავა
გამოიგონეს.
მსოფლიო ეკონომიკაში ორთქლის გემების ჩართვას,
ასევე, დიდად შეუწყო ხელი სუეცისა და პანამის არხების
გაყვანამ. რკინიგზას და ორთქლის ძრავიან მდინარის გემებს
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის შეერთებული
შტატების ეკონომიკური განვითარებისათვის, ვინაიდან მათი
მეშვეობით ამერიკელებს საშუალება მიეცათ თავისი ქვეყნის
უზარმაზარი ტერიტორია ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ
სუეცისა და პანამის არხები
დაეკავშირებინათ, რამაც ვაჭრობისა და ერთიანი ბაზრის განვი-
სუეცის არხის მშენებლობა 1859
თარებაც დააჩქარა. ქვანახშირის მოპოვების, მეტალურგიისა თუ
წელს დაიწყო და 1869 წელს დას-
ხე-ტყის გადამამუშავებელი დარგების აყვავებაც სწორედ
რულდა. პანამის არხის მშენებ-
რკინიგზის დამსახურებაა.
ლობა 1881 წელს დაიწყო. ამ არხში
XIX ს-ის დასაწყისში ქაღალდის მწარმოებელი მანქანა-
პირველმა გემმა 1914 წელს გაიარა.
დანადგარების (1800) და ცილინდრული საბეჭდი პრესის (1812)
პანამის არხი ოფიციალურად 1920
დანერგვამ, საოცრად გააიაფა წიგნებისა და გაზეთების ბეჭდვა.
წლის ივლისში გაიხსნა.
XIX ს-ის 60-იანი წლებიდან ქაღალდი უკვე მთლიანად ხის
მერქანისაგან მზადდებოდა, ხოლო საუკუნის ბოლოსათვის
ლინოტიპის მანქანის ამუშავებამ, ყოველდღიური გაზეთების
ნამდვილი ბუმი გამოიწვია.
1840 წელს ბრიტანეთმა მიმოქცევაში პირველი, ერთი
პენის ღირებულების საფოსტო მარკები გამოუშვა, რამაც
საფოსტო სისტემის ეფექტურობა ორჯერ გაზარდა.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ამერიკელი სემიუელ
მორზეს მიერ ელექტროტელეგრაფის გამოგონება. საუკუნის
შუა წლებში, ევროპისა და ამერიკის ყველა მნიშვნელოვანი
ქალაქი უკვე სატელეგრაფო ხაზებით უკავშირდებოდა ერთ-
მანეთს; XIX ს-ის 60-იან წლებში ამერიკელებმა წყალქვეშა
სატელეგრაფო კაბელი გაიყვანეს ატლანტის ოკეანეში და
ევროპა ახლა ამგვარადაც დაუკავშირდა ამერიკას. საუკუნის

პირველი ბრიტანული საფოსტო მარკა. სემიუელ მორზე


გამოსახულია დედოფალი ვიქტორია. 1791-1872

300
ბოლოს კი ტელეფონის აპარატიც გამოიგონეს, რამაც ელექტროტელეგრაფით
კომუნიკაციის საშუალებები ლამის საყოველთაოდ ხელმი- ინფორმაციის გადაცემის იდეა XIX ს-
საწვდომი გახადა. ცოტა ხნით ადრე დაიწყო საბეჭდი მანქანის ის 20-იან წლებში ჩაისახა. ამ იდეის
სერიული წარმოება, რასაც განუზომლად დიდი მნიშვნელობა სრული განხორციელება წილად
ჰქონდა: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან არცთუ მცირე ამერიკელ სემიუელ მორზეს ხვდა. მან
როლი ითამაშა ქალთა დასაქმებისა და ემანსიპაციის საქმეში. 1837 წელს ტელეგრაფისათვის საგან-
გებო მორზეს ანბანი შექმნა. ხოლო
გამოყენებითი მეცნიერება. შესაძლებელი გახდა 1843 წელს ამერიკის ორ ქალაქს შორის
ყოველივე ზემოთჩამოთვლილი სამეცნიერო მონაპოვართა პირველად ინფორმაცია გადასცა.
საწარმო პროცესში დანერგვა. სხვას რომ თავი დავანებოთ,
თუნდაც ელექტროინდუსტრიაში ჩართვა, გარკვეულ მეცნიე-
რულ ცოდნას, გაწაფულობასა და კომერციულ ფხასაც
მოითხოვდა. რა თქმა უნდა, მეცნიერები მასიურად არ იქცნენ
ბიზნესმენებად და არც ბიზნესმენები მიაწყდნენ უნივერ-
სიტეტებს — უბრალოდ, მეცნიერთა, ინჟინერ-გამომგონებელთა
თუ ბიზნესმენთა ურთიერთკავშირი უფრო მჭიდრო გახდა და
არცთუ იშვიათი იყო მათ მიერ ფუნქციათა შეთავსებაც.
მაგალითად, რადიოს გამომგონებელი მარკონი ბიზნესმენი იყო
და ასეთად დარჩა კიდეც; ედისონი კი, რომლის სახელს
ფონოგრაფის, მოძრავ-სურათებიანი აპარატის, ელექტრო-
ნათურისა თუ უამრავი სხვა სიახლის გამოგონება უკავშირ-
დება, ცნობილი მეწარმე იყო აშშ-ში. მთლიანობაში კი, პროცესი
იმდენად რთული და მრავალმხრივი გახლდათ, რომ აუცილე-
ბელი შეიქნა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტთა გუნდებად
შეკვრა.
საინტერესო ვითარება იყო მეტალურგიაშიც, სადაც
დიდი როლი ითამაშა ქიმიის მეცნიერულმა მიღწევებმა. საქმე
ისაა, რომ ყველა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ლითონი —
რკინა, სპილენძი, ვერცხლისწყალი, ოქრო თუ ვერცხლი —
უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი, მაგრამ ფრანგ ანტუან
ლავუაზიეს სახელთან დაკავშირებული ქიმიის რევოლუციის
შედეგად XIX ს-ში გაჩნდა, ასევე, თუთია, ალუმინი, ნიკელი,
მაგნეზიუმი და ქრომი. შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ლითო-
ნების ურთიერთშერევით სრულიად სხვა, ბევრად უფრო
მტკიცე შენადნობების მიღებაც.
ქიმიამ, ასევე, დიდი წვლილი შეიტანა კვების
მრეწველობაში — ხელოვნური სასუქების მეშვეობით მოსავ- ქიმიის რევოლუცია — ასე ეწო-
ლიანობის ზრდის საქმეში, ახალ-ახალი საკვების წარმოებასა დება ქიმიის ზუსტ მეცნიერებად
და მის შენახვაში, ხოლო გაყინვამ და სხვადასხვა სახის კონ- გადაქცევას.
სერვაციამ კაცობრიობას საშუალება მისცა, დედამიწის
შორეული წერტილები აეთვისებინა. ნიშან-დობლივია, რომ
მთლიანობაში XIX ს-მ სათავე დაუდო ევროპული
იმპერიალიზმის აღორძინებას.
იმპერიალიზმის იდეის დამცველები კოლონიების დაპყ-
რობის საჭიროებას იმით ასაბუთებდნენ, რომ ევროპის მოწი-
ნავე ქვეყნების ჭარბ კაპიტალს ახალი ბაზრები, ხოლო თვით ამ
ქვეყნების წარმოებას ნედლეულის ახალი წყარო ესაჭი-
როებოდა. იმავდროულად, კოლონიები, ინდუსტრიალიზაციის
გზაზე დამდგარი სახელმწიფოების სწრაფად მზარდი მოსახ-
ლეობებისათვის, ვითომდა, ახალ სამკვიდროდაც გამოდ-
გებოდა. ამ ბოლო მოსაზრების სიმცდარე იოლი დასამ-
ტკიცებელია: კოლონიათა უმრავლესობა ხომ იმგვარ კლიმა-
ტურ ზონებში მდებარეობდა, რაც ევროპელთათვის გაუ-
საძლისი იყო — ემიგრანტთა უმრავლესობა ამჯობინებდა ისეთ
თომას ედისონი
1847-1931

301
დამოუკიდებელ სახელმწიფოებში ეძია ბედი, როგორიც შეერ-
თებული შტატები თუ არგენტინა იყო. ბევრი იყო ბრიტანეთის
იმპერიის მმართველობის მქონე ტერიტორიებზე დასახლების
მოსურნეც. მართალია, კოლონიები, ზოგიერთ შემთხვევაში,
ახალ-ახალი ნედლეულის წყაროს წარმოადგენდა, მაგრამ ამ
ნედლეულის ათვისება უცილობლად პოლიტიკური კონტრო-
ლის დაწესებაც სულაც არ მოითხოვდა. სინამდვილეში,
ევროპული მრეწველობისათვის ნედლეულის უმთავრეს მომ-
წოდებლებს ხომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა და
ბრიტანეთის დომინიონი — ავსტრალია წარმოადგენდა.
ბოლომდე მართებული, ალბათ, ვერც ის მოსაზრება
იქნება, თითქოს იმპერიალიზმს, როგორც ეკონომიკურ ფენო-
მენს, კოლონიებში ჭარბი კაპიტალის ინვესტირება ამართლებს,
რადგან სტატისტიკის თანახმად, მძლავრი ინდუსტრიული
სახელმწიფოები საკუთარ ჭარბ კაპიტალს უფრო სხვა, დამო-
უკიდებელ ქვეყნებში აბანდებდნენ, ვიდრე დაპყრობილ
კოლონიებში.
უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კოლონიების
სოციალური დარვინიზმი არის დაპყრობის საქმეში ძალის პოლიტიკა და მილიტარისტული
ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომ- მისწრაფებები დომინირებდა. მაგ., ინგლისი შორეულ აღმოსავ-
ლის წარმომადგენლებსაც დარვინის ლეთში თავისი ბატონობის აუცილებლობას ინდოეთის საზღვ-
ევოლუციური თეორია ცოცხალი რების დაცვის საჭიროებით ამართლებდა, ინგლისელების
ბუნებიდან ადამიანთა საზოგადოე- მხრივ იგივე მოსაზრებები გაისმოდა წინა აზიისა და მახლო-
ბაზე, ანუ სოციალურ ურთიერ- ბელი აღმოსავლეთის მიმართაც. მათ მიერ ეგვიპტის ფაქტობ-
თობებზე მექანიკურად გადაჰქონ- რივი ოკუპაციაც კი სუეცის არხის დაცვის მოთხოვნებით იყო
დათ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ახსნილი. ევროპის სხვა ძლიერი ქვეყნებიც თავიანთ ექსპანსიას
როგორც სახეობების წარმოქმნისას, მსგავსი მიზეზებით ასაბუთებდნენ, ან ეს უბრალოდ, ეროვ-
ისე ადამიანთა საზოგადოებაში ძლი- ნული პრესტიჟის საქმედ მიაჩნდათ.
ერი იმარჯვებს და ამას ძლიერის რუსეთის იმპერია თავის დაპყრობებს დაპყრობილი
გადარჩენის ინსტინქტითა და ძლიე- ხალხების მხრიდან იმპერიისადმი დახმარების თხოვნით
რის საჭიროებებით ამართლებდნენ. ამართლებდა. თვით ამ ხალხებს კი „თხოვნას“ აიძულებდა
ამ მიმდინარეობის უთვალსაჩინოესი მათთვის გაუსაძლისი პირობების შექმნით. ისიც უნდა ითქვას,
წარმომადგენელი, ჰერბერტ სპენსერი რომ XIX საუკუნის ინტელექტუალური გარემოც, მაგ., ე. წ.
თავად ანტი–იმპერიალისტი იყო, „სოციალური დარვინიზმის“ თეორიის სახით, რომელიც
მაგრამ მისი მოძღვრება იმპერია- ძლიერის კულტს ქადაგებდა, იდეოლოგიურად ამართლებდა
ლიზმის თეორიულ გამართლებას და ამით მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ევროპის ექსპანსიას.
წარმოადგენდა. მართლაც ამ თეორიის მქადაგებლის ჰერბერტ სპენსერის
ფრთიანი გამოთქმა — გადარჩება უძლიერესი — იმპერია-
ლიზმის დევიზად იქცა. ამერიკის პრეზიდენტი, თეოდორ
რუზველტი ხშირად იყენებდა გამოთქმას: ბედისწერა
გარდაუვალია, ხოლო ინგლისელი მწერლის რადიარდ

ჰერბერტ სპენსერი რადიარდ კიპლინგი


1820-1903 1865-1936

302
კიპლინგის ფრაზა — „მცირეწლოვანები, ჩვილები (ასე უწო-
დებდა ფერადკანიანებს) კანონს არ სდევენ“ — კარგად ასახავს
ტიპიურ დასავლურ დამოკიდებულებას სხვა რასის ადამიანთა
მიმართ. თავად ევროპელ ქრისტიან მისიონერთა მოღვაწეობაც,
დასავლური ზნეობისა და კულტურის უზენაესობის რწმენას
ემყარებოდა.
მთელი ახალი ისტორიისა და უახლესი ისტორიის
უდიდესი პერიოდის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში XX ს-
ის შუა ხანებამდე მაინც, ევროპელები მუდამ ექსპანსიონისტები
იყვნენ მოქმედებით, თუმცა კი — სახარებისეული იდეალებით.
ცნობილი ანდაზა რომ გავიხსენოთ, მგლები იყვნენ ცხვრის
ტყავში გახვეულები.

ინსტიტუციური ფორმები. XIX საუკუნის ევროპაში,


ინდუსტრიული ცივილიზაციის ჩამოყალიბებას დიდად
შეუწყო ხელი იმ ინსტიტუციურმა გარემომ, რომლებიც ხელს
არ უშლიდა პირადი ინიციატივის გამოჩენას, წარმოების
განვითარებას, გეოგრაფიულ თუ სოციალურ მობილობას;
ემყარებოდა კერძო საკუთრებასა და კანონის უზენაესობას.
XIX საუკუნის დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო,
როგორც გვახსოვს, კონსტიტუციური მონარქიების ჩამოყა-
ლიბება, რიგ შემთხვევებში კი რესპუბლიკურ მმართველობით
სისტემაზე გადასვლა, ფეოდალური პრივილეგიების საბო-
ლოოდ დანგრევა-გაქრობა. საარჩევნო კანონმდებლობის
დემოკრატიზაცია — მაღალი ქონებრივი ცენზიდან — საყო-
ველთაო არჩევნების მიმართულებით, ოღონდ მხოლოდ
მამრობითი სქესისათვის (ქალთა არჩევნებში მონაწილეობის
დაშვება უკვე XX ს-ის დამსახურებაა). ყოველივე ეს უაღრესად
ხელსაყრელი აღმოჩნდა ზოგადად ეკონომიკური წინსვლა-
განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ XIX ს-ში ქვეყნის
ჩამორჩენილობა ავტოკრატიული, ავტორიტარული, ფეოდა-
ლურ-არისტოკრატული რეჟიმების მეტ-ნაკლები სიძლიერით
იზომება.

საკანონმდებლო საფუძვლები. ბრიტანეთისათვის ერთი


უმთავრესი ამგვარი ბერკეტი ე.წ. „ზოგადი კანონმდებლობა“
გახდა, რომელიც ტრადიციულ ადათებსა და დროით გამო-
ცდილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს ეფუძნებოდა. იგი
უზრუნველყოფდა კერძო საკუთრების ხელისუფლების თვით-
ნებობისაგან დაცვას (გაიხსენეთ გამოთქმა: „ინგლისელის
სახლი — მისი ციხე-სიმაგრეა“) და ამავე დროს, კერძო მეწარ-
მეთა თვითნებობისაგან საზოგადოების ინტერესებსაც ედგა
დარაჯად. მანვე მისცა ბიძგი ე.წ. „სავაჭრო კოდექსის“ შექმნას.
შემდგომში სწორედ ზემოთხსენებული „ზოგადი კანონ-
„ზოგადი“ იმ გაგებით, რომ ჯერ
მდებლობა“ დაედო საფუძვლად როგორც ამერიკის, ისე ბრიტა-
კიდევ ნორმანთა ბატონობის
ნეთის სხვა სამფლობელოების კანონმდებლობასაც.
პერიოდიდან მოყოლებული, ის
ევროპაში კი სრულიად საპირისპირო სურათი იყო:
საერთო იყო მთელი სამეფოს
საფრანგეთში, მაგალითად, ძველი რეჟიმი მთლიანად დაემხო
მოსახლეობისათვის და ადგილობ-
და რევოლუციის შედეგად, როგორც გვახსოვს, ნელ-ნელა
რივ ადათ-წესებსა და კანონებზე
ახალი კანონმდებლობა ჩამოყალიბდა. ყოველივე ამან ასახვა
მაღლა იდგა.
ჰპოვა, ჩვენთვის უკვე ცნობილ, „ადამიანისა და მოქალაქის
უფლებათა დეკლარაციაში“, რომელიც ერთი მხრივ მნიშვ-
ნელოვანწილად ემთხვეოდა დამოუკიდებლობის ამერიკულ
დეკლარაციას, თუმცა თავის მხრივ, თვით ამერიკულ

303
დეკლარაციას ბევრი ჰქონდა ნასესხები ფრანგი ფილოსო-
ფოსების ნააზრევიდან.
ნაპოლეონის ხელისუფლების მიერ რევოლუციურ
ეპოქაში შექმნილი კოდექსები, საფრანგეთის საგარეო ომებისა
და ექსპანსიის შედეგად, ფაქტობრივად, მთელი ევროპისათვის
მისაწვდომი გახდა. ნაპოლეონის კოდექსების ავტორები საშუა-
ლო კლასის წარმომადგენლები, იურისტ-ადვოკატები იყვნენ
და შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი საკანონმდებლო ნორმები,
უპირატესად ამ ახალი, ბურჟუაზიული კლასის ინტერესების
გათვალისწინებით იწერებოდა. ჩვენთვის უკვე ცნობილმა
ნაპოლეონის სავაჭრო კოდექსმა დაუდო სწორედ საფუძველი
არასრულწლოვანთა შრომა XIX
თანამედროვე კორპორაციების თუ თანამედროვე ტიპის
საუკუნეში.
სავაჭრო-სამრეწველო ასოციაციების ჩამოყალიბებას. უკვე
ნაპოლეონის ხანაში სხვადასხვა კორპორაციების ორნაირი
სახეობა არსებობდა და მათ განვითარებას თითქმის ყველგან
დიდი მნიშვნელობაც ენიჭებოდა: ეს იყო: ა) უბრალო პარტნიო-
რობაზე დაფუძნებული ბიზნეს-ორგანიზაციები, სადაც ყოველი
მოწილე თანაბარ პასუხისმგებლობას ინაწილებდა; ბ) შეზღუ-
დული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სადაც მოწილეთა
აქტივობისა და მონაწილეობის ხარისხი განსხვავებული იყო.
ეს მეორე ფორმა განსაკუთრებით გავრცელდა კონტი-
ნეტზე და სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციებიც კი იკისრა
სავაჭრო თუ სამრეწველო კაპიტალის დაგროვების მხრივ.
ზოგადად კი ამგვარი ორგანიზაციების მომრავლებამ დიდად
შეუწყო ხელი ე.წ. „ახალი ინდუსტრიული ხანის“ დადგომას.
ევროპის დიდ სახელმწიფოთაგან მხოლოდ ოსმალთა იმპერია
და რუსეთი დარჩა ამ პროცესების მიღმა.

კლასობრივი სტრუქტურა და კლასობრივი ბრძოლა.


საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ პერიოდში, სოციალური
პირამიდის თავში, რეალურად მიწათმფლობელები მოექცნენ,
რომელთა შორის ძველი ფეოდალური წოდებების — არისტოკ-
რატიისა და უმაღლესი სამღვდელოების გარდა, მესამე
წოდების — ბურჟუაზიის განსაკუთრებით გამდიდრებული
წარმომადგენლებიც მოხვდნენ, რომლებიც არისტოკრატიას
შეერწყნენ. ამ ფენის სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური
ძალაუფლების თავი და თავი კვლავ მიწა იყო. შემდეგ
მოდიოდა ე.წ. მსხვილი ბურჟუაზია, რომელსაც დიდვაჭრები,
მაღალჩინოსნები და მსაჯულ-ვექილები წარმოადგენდნენ. მათ,
უმრავლეს შემთხვევაში, საკუთარი მიწაც გააჩნდათ, მაგრამ
ძირითადი საყრდენი, რომელსაც ეკონომიკური კეთილდღეობა
ემყარებოდა, მაინც პროფესიული ცოდნა, სხვადასხვა ბიზნესში
ჩადებული წილებისა თუ აქციების ქონა და მაღალ არისტოკ-
რატიასთან პირადი კონტაქტები წარმოადგენდა. სოციალურ
კიბეზე მათ ქვემოთ საფეხური წვრილ ბურჟუაზიას ეკავა,
რომელიც ხელოვანი ხალხის, ხელოსნებისა და დამოუ-
კიდებელი კერძო მოვაჭრეებისაგან შედგებოდა. სულ ქვემოთ,
სოციალური კიბის დასაწყისში — გლეხები, მსახურები, მუშები
და სხვა დაბალი ფენები იმყოფებოდნენ.
ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, გლეხობა მაინც
უმრავლესობას შეადგენდა, მაგრამ უკვე საუკუნის ბოლოს,
განვითარებულ ქვეყნებში მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა,
ხოლო პოლიტიკურად სრულიად უმნიშვნელო გახდა. მიწათმ-
ფლობელები, ანუ არისტოკრატია და გაარისტოკრატებული

304
ბურჟუაზია თითქოს ისევ ინარჩუნებდა სოციალურ პრესტიჟსა
და პოლიტიკურ ძალაუფლებას, მაგრამ მზარდი საშუალო
კლასი, ანუ მსხვილი ბურჟუაზია უკვე კრიჭაში ედგა მას და
დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც საუკუნის
მიწურულს — ცენტრალურ ევროპაშიც, მათი წარმომად-
გენლები წამყვანი პოლიტიკური ფიგურები ხდებოდნენ.
გლეხობის რიცხვის შემცირება ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქ-
ტურული ცვლილების შედეგად, მისი ქალაქებში მიგრაციამ
განაპირობა. ამიტომ, XIX საუკუნე ქალაქების მოსახლეობის
სწრაფი ზრდის საუკუნეცაა.
თანაფარდობა სოფლისა და ქალაქის მცხოვრებლებს
შორის XIX ს-ის ბოლოსათვის უკვე ქვეყნის ინდუსტრიული
განვითარების მაჩვენებელი ხდება. ამ კუთხით თუ გადავ-
ხედავთ ესპანეთს, იტალიას, ასევე, რუსეთის იმპერია, მათი
დახასიათება ერთგვაროვნად შეიძლება: 1914 წლამდე, აქ
ინდუსტრიალიზაციის კვალიც არ ჩანდა. ამას ემატებოდა
სწავლა-განათლების დაბალი დონე და ხელისუფლების ინდი-
ფერენტულობა თუნდაც აგრარული რეფორმების მიმართ. საქმე
ისაა, რომ ინგლისის მაგალითზე კარგად გამოჩნდა, სოფლის
მეურნეობის მაღალი მოსავლიანობა აუცილებელია მოსახ-
ლეობის არა აგრარულ სექტორში დასაქმებულთა გამოსაკვებად
და მუშახელის გამოსათავისუფლებლად სხვა დარგების
განვითარებისათვის. შედარებისთვის, XIX ს-ის შუა წლებში
ინგლისის მოსახლეობის სულ 20% იყო სოფლის მეურნეობაში
დასაქმებული, იტალიაში კი — 60, ესპანეთში 70, რუსეთში კი
80. XX საუკუნეში, როცა ინგლისში ეს რიცხვი 10%-მდე
შემცირდა, ხოლო ბელგიასა და ნიდერლანდებში 20 %-მდე, 30-
40%-მდე — საფრანგეთსა და გერმანიაში, იტალიაში ის კვლავაც
50%-იან ნიშნულზე ზემოთ იყო, დაახლოებით 60%-ზე —
პირინეის ნახევარკუნძულზე და 70%-ზე მეტი — რუსეთსა და
ბალკანეთის ქვეყნებში. გლეხების ქალაქებში გადასახლებამ
წარმოებაში დასაქმებულ მუშათა რიცხვი მნიშვნელოვნად
გაზარდა. მართლაც, მუშათა კლასი, XIX საუკუნის დასაწყისში
მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდა, მაგრამ ინდუსტ-
რიალიზაციის ხანის დადგომასთან ერთად, მათმა რიცხვმა
მკვეთრად იმატა. ამას, ბუნებრივია, მუშათა გამოსვლებიც
მოჰყვა, რამაც შრომითი კანონმდებლობაც განავითარა. XIX ს-ის
შუა წლებამდე არ არსებობდა არავითარი შრომის კოდექსები,
სადაც რაიმენაირად დაცული იქნებოდა მუშათა ინტერესები.
მუშების პირობები გაუსაძლისი იყო. მეწარმეები თანხების
დაზოგვის მიზნით მუშებს არც ჰიგიენით, ნორმალური
კვებითა და არც უსაფრთხო სამუშაო ადგილებით არ უზრუნ-
ველყოფდნენ. ქალებისა და ბავშვების შრომა კაცის შრომის
ტოლად არ ითვლებოდა, ამიტომ ნაკლებად ანაზღაურებადი
იყო. ამან მათი დაქირავება მიმზიდველი გახადა; 10-13 წლის
ბავშვები 12-14 საათი მუშაობდნენ და ეს ჩვეულებრივ ნორმად
ითვლებოდა. XIX საუკუნის 30-40-იან წლებში დაიწყო საგა-
ფიცვო მოძრაობა. მუშები იფიცებოდნენ, ანუ სამსახურში
შეთანხმებულად არ ცხადდებოდნენ. ისინი ხელფასის
გაზრდასა და სამუშაო დღის რეგლამენტირებას მოითხოვდნენ.

ჩარტიზმი. მუშათა პირველი გამოსვლები, რომლებიც


მათი პოლიტიკური უფლებების მოპოვებისა და ეკონომიკური
მდგომარეობის პირობების გაუმჯობესებისაკენ იყო

305
მიმართული, ბუნებრივია, ინგლისში დაიწყო, ვინაიდან ინგ-
ლისი ყველას უსწრებდა მსხვილი საწარმოების რაოდენობით,
სადაც ასეულობით მუშა მუშაობდა. მუშათა თვითშეგნების
ზრდას ინგლისში მასობრივი პოლიტიკური მოძრაობის წარმო-
შობა მოჰყვა, რომელიც მსოფლიოში ჩარტიზმის სახელითაა
ცნობილი. 1836 წელს მოწინავე მუშათა და ხელოსანთა ჯგუფმა
შექმნა ლონდონის მუშათა ასოციაცია, რომელსაც მუშათა
მოძრაობისათვის პროგრამა უნდა შეემუშავებინა. ამ პროგრამას
„სახალხო ქარტია“ ეწოდებოდა. ქარტია ინგლისურად ჩარტე-
რად გამოითქმის. ამიტომ ამ მოძრაობას ჩარტისტული მოძ-
რაობა ეწოდება. ქარტია შემდეგ მოთხოვნილებებს აყენებდა:
არჩევნების ქონებრივი ცენზის გაუქმება და მამაკაცებისათვის
საყოველთაო საარჩევნო უფლების მინიჭება, პარლამენტის
ყოველწლიური არჩევნები, ფარული ხმის მიცემა, დეპუტა-
ტებისათვის ხელფასების დაწესება. მთელ ქვეყანაში დაიწყო
სახალხო მოძრაობა; ეწყობოდა მრავალათასიანი მიტინგები.
ხელისუფლებამ ამას რეპრესიებით უპასუხა. ერთ ხანს
ჩარტისტული მოძრაობა მინელდა კიდეც, მაგრამ შემდგომ
ახალი ძალით იფეთქა. ახლა მუშები უკვე ხელფასების
გაზრდასა და სამუშაო დღის შემცირებას ითხოვდნენ. ამჯერად
ჩარტისტების შეკრება ლონდონში, მათ პეტიციას უკვე სამ მილიონზე მეტი ადამიანი აწერდა
1848 ხელს. პარლამენტმა ეს მოთხოვნაც უარყო. მას ინგლისის
ჩრდილოეთ რეგიონებში მუშათა აჯანყება მოჰყვა, რომელიც
უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, ჩარტისტული
მოძრაობის ზეწოლით ინგლისის ბურჟუაზია იძულებული იყო
წასულიყო დათმობაზე. 1844 წელს პარლამენტმა 13 წლამდე
ასაკის ბავშვებისათვის სამუშაო დღე ექვს ნახევარ საათამდე
შეამცირა, ხოლო ქალებისა და ათ წლამდე ბავშვებისათვის
მიწისქვეშა სახლებში მუშაობა აიკრძალა. რამდენიმე წლის
შემდეგ მიიღეს კანონი ქალებისა და არასრულწლოვა-
ნებისათვის ათსაათიანი სამუშაო დღის შემოღების შესახებ.
მუშათა კლასის გაერთიანებისა და საკუთარი უფლე-
ბების დაცვის ყველაზე გავრცელებული ფორმა პროფკავშირები
ლონდონი XIX საუკუნეში გახლდათ, რომლებიც, შემდგომში, ზოგიერთ ქვეყანაში მუშათა
პოლიტიკურ პარტიებადაც კი გარდაიქმნა. ინგლისში წარმოქ-
მნილი „ახალი მოდელის“ ამგვარი გაერთიანებები — „ტრედ
უნიონები“ დიდი წარმატებით საქმიანობდნენ და დამქი-
რავებლებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა თუ ურთიერთ-
დახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გზით, მოახე-
რხეს, როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე,
ხელფასების გაზრდა საკუთარი წევრებისათვის. წარმატებებით
შეგულიანებული, მუშები უკვე ნაკლებად ერეოდნენ პოლი-
ტიკაში და გაფიცვებსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში თუ
მიმართავდნენ ხოლმე. 1913 წლისათვის, პროფკავშირში
გაერთიანებულ მუშათა რიცხვმა უკვე 4 მილიონს მიაღწია.
XIX ს-ის 40-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვან
წარმატებებს მიაღწიეს საფრანგეთის მუშებმა, როდესაც 1848
წლის თებერვლის რევოლუციით შეშინებულმა ხელისუფლებამ
პარიზში სამუშაო დღე ათ, რეგიონებში კი თერთმეტ საათამდე
შეზღუდა.
ცენტრალურ ევროპაში პროფკავშირული მოძრაობა
ბევრად უფრო ნელა ვითარდებოდა: სოციალისტური იდეების
ფართოდ გავრცელების გამო, მუშები უფრო პარტიული ნიშნით
ერთიანდებოდნენ და ერთმანეთშიც კი ვერ ახერხებდნენ

306
საერთო ენის გამონახვას. იგივე ხდებოდა ეკონომიკურად
ჩამორჩენილ სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და ლათინურ ამერი-
კაში; ხოლო რუსეთში პროფკავშირები საერთოდ აკრძალულიც
იყო I მსოფლიო ომის დასრულებამდე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 1886 წელს ჩამოყა-
ლიბდა „ამერიკის შრომის ფედერაცია“, რომელიც ძირითადად,
იგივე ბრიტანული ტაქტიკით მოქმედებდა, ანუ საკუთარი
წევრების კეთილდღეობაზე ზრუნავდა და თეორიულ-იდეო-
ლოგიურ პოლემიკას ნაკლებად უღრმავდებოდა. რაც შეეხება
ბრიტანეთის დომინიონებს, იქაც ვითარება ზუსტად მეტრო-
პოლიის შესატყვისი გახლდათ.

სწავლა-განათლება. XIX საუკუნეში ეკონომიკური


განვითარების კიდევ ერთი მაჩვენებელი წერა-კითხვის მცოდ-
ნეთა რაოდენობის თვალშისაცემი ზრდაა.
XIX საუკუნემდე, მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ
არსებობდა საზოგადოების კმაყოფაზე მყოფი საგანმა-
ნათლებლო დაწესებულებები; შეძლებული ხალხი შვილე-
ბისათვის კერძო პედაგოგებს ქირაობდა; რელიგიური და
საქველმოქმედო ინსტიტუტები კი მხოლოდ დაწყებითი განათ-
ლების მიცემით კმაყოფილდებოდნენ და ისიც ქალაქებში.
ტექნიკური ცოდნაც, როგორც წესი, მხოლოდ შეგირდობით და
გამოცდილებით მიიღწეოდა. სწავლის გაღრმავებისა და
უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ პრივილეგირებული
კლასების წარმომადგენელთა შვილებს შეეძლოთ.
პირველად, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, გაჩნდა
საზოგადოებრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსე-
ლის შექმნის მოთხოვნილება, მაგრამ ე.წ. „რესტავრაციის“ რესტავრაცია — აღდგენა.
შედეგად, თავად საფრანგეთში ეს წამოწყება მარცხით დას-
რულდა. თუმცა გერმანიაში, სკანდინავიასა და ამერიკის
შეერთებულ შტატებში, რომელთაც დაწყებითი სკოლების
ფართო გამოცდილება ჰქონდათ, საუკუნის ბოლოსათვის
სისტემა უკვე სრულად და გამართულად ამოქმედდა. რაც
შეეხება ინგლისს, აქ მთელი რიგი განსაკუთრებული კანონები
გამოვიდა მომუშავე ბავშვთა გაწვრთნისა თუ მუშა-
სპეციალისტთა ე.წ. „მექანიკის ინსტიტუტებში“ (ფაქტობრივად,
საღამოს სკოლებში) აუცილებელი სწავლების განხრით. თუმცა
ყველაფერი ეს ჯერ კიდევ შორს იდგა საზოგადოებრივი
განათლების ზოგადი სისტემის ჩამოყალიბებისაგან.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის დიდმა
რევოლუციამ მრავალი სხვა სიახლეც შესთავაზა ინდუსტრიულ
ხანას: მაგალითად, სპეციალური საინჟინრო თუ სამეცნიერო
სასწავლებლები, რომელთაგან ორი დღესაც ფართოდაა
ცნობილი — École Politechinიque და École Normale Supérieure.
სხვათა შორის, სწორედ მათ თარგზე გამოიჭრა ამერიკის
შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია უესტ-პოინტში.

მიგრაცია და საერთაშორისო ინვესტიციები.


მიგრაციული პროცესები XIX საუკუნის ერთ-ერთ ზოგად
მახასიათებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მარტო ბრიტანეთის
კუნძულებიდან ამერიკაში 18 მლნ ადამიანი გადასახლდა,
ხოლო მთლიანობაში აშშ-მ 35 მლნ. იმიგრანტი შეიფარა. დიდი
იყო ემიგრაციის ტალღა ლათინურ ამერიკაშიც. ასევე,
კაპიტალის ანუ უცხოური ინვესტიციების ექსპორტიც დიდად

307
უწყობდა ხელს საერთაშორისო ეკონომიკის ინტეგრაციას.
უცხოური ინვესტიციების განხილვის დაწყება უპრიანი იქნება
რესურსების, მოტივაციებისა და მექანიზმების თავისე-
ბურებათა გათვალისწინებით. ზოგადად, რესურსებში უც-
ხოური ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობა, თავის მხრივ,
ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წყალობით მიღწეულმა
ქონებისა და შემოსავლების ზრდამ გახადა შესაძლებელი.
თუმცა, შიდა ინვესტიციებისაგან განსხვავებით, საგარეო
ინვესტიციას დამატებით საგარეო ვაჭრობიდან შემოსული
საგანგებო ფულადი სახსრები ესაჭიროება. ფართო გაგებით,
არსებობს სახსრების (ოქროსა თუ უცხოური ვალუტის) ორი
ძირითადი კატეგორია, რომელიც საერთაშორისო ინვესტი-
ციებში შეიძლება იქნას გამოყენებული: ერთი რეალური
საექსპორტო საქონლით ვაჭრობის შედეგად ჩნდება, მეორე კი
ისეთი „უჩინარი“ საექსპორტო საქმიანობების შედეგად, როგო-
რიცაა, მაგალითად, საზღვაო გადაზიდვებით მომსახურება,
შემოსავლების საერთაშორისო საბანკო თუ სადაზღვევო ოპე-
რაციები, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა ფულადი გზავ-
ნილები, ადრე ჩადებული უცხოური ინვესტიციებიდან მიღე-
ბული პროცენტები თუ დივიდენდები. სხვადასხვა შემთხ-
ვევაში, ყველა ეს წყარო განსხვავებული კომბინაციით შეიძლება
იქნას გამოყენებული.
რაც შეეხება, საზღვარგარეთ კაპიტალდაბანდებათა
მოტივაციებს, უმთავრესად ესაა ინვესტორის მოლოდინი
(არცთუ ყოველთვის გამართლებული) საზღვარგარეთ მეტი
მოგება ნახოს, ვიდრე შინ.
საგარეო ინვესტიციის მექანიზმები ერთი ქვეყნიდან
მეორეში თანხების გადარიცხვისათვის აუცილებელ ღონის-
ძიებათა ერთობლიობას გულისხმობს: სავალუტო და სააქციო
ბაზრები, ცენტრალური, კერძო და სააქციო-საინვესტიციო
ბანკები, ბროკერების არსებობა და სხვა. ყველა ეს საგანგებო
ინსტიტუტი, მართალია, ადრეც არსებობდა, მაგრამ განსაკუთ-
რებით გაფართოვდა და გაძლიერდა XIX საუკუნეში.
საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ ბრიტანული ინვეს-
ტიციები ლათინურ ამერიკაში, რათა უკეთ გავიგოთ საგარეო
ინვესტიციების მნიშვნელობა ზოგადად ნაკლებგანვითარებუ-
ლი ქვეყნებისათვის და საერთოდ, მსოფლიო ეკონომიკისათვის.
აღნიშნულ რეგიონში ბრიტანეთის ინვესტიციები 1825 წ-
დან 1913 წ-მდე 25 მლნ. ფუნტი სტერლინგიდან თითქმის
მილიარდნახევრამდე გაიზარდა. ამ დროისათვის ბრიტანული
ინვესტიციების 40% არგენტინაზე მოდიოდა, 22% — ბრაზი-
ლიაზე, ხოლო მექსიკაზე — 11%. შედარებით ნაკლებს იღებ-
დნენ სხვა ლათინო-ამერიკული ქვეყნები, მაგრამ ინვესტი-
ციების გარეშე მაინც არცერთი არ დარჩენილა. თანხების ლომის
წილი აქაც, ისევე როგორც ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა
თუ კანადაში, რკინიგზების ქსელისა თუ სხვა ინფრას-
ტუქტურის განვითარებაში იდებოდა; ანუ — მიზანი გახლდათ
დამოკიდებული ეკონომიკების, ასე ვთქვათ, „ამოქაჩვის“
მცდელობა და მათი ჩართვა საერთაშორისო ეკონომიკურ
პროცესებში. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტორები მაინცა-
დამაინც არ ზრუნავდნენ ამ ქვეყნებში გადამამუშავებელი
საწარმოების შექმნა-განვითარებაზე და მათ, ძირითადად,
დაუმუშავებელი ნედლეულის მიმწოდებლებად აღიქვამდნენ,
ეს უფრო ამ ჩამორჩენილი ქვეყნების არქაული სოციალური

308
სტრუქტურისა და პოლიტიკური სისტემის ბრალი გახლდათ
და არა ვინმეს ბოროტი განზრახვა.

ახალი ეკონომიკური პოლიტიკა — თავისუფალი


ვაჭრობის ხანა. საერთაშორისო ვაჭრობაში პროტექციონის-
ტური პოლიტიკიდან თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლა
აგრეთვე XIX ს-ის მონაპოვარია. სავაჭრო პოლიტიკის ასეთი
ცვლილება, როგორც ჩანს, შედეგად მოჰყვა XIX ს-ში
საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბების არნახულ ზრდას.
იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მთელი იმპორტისა და
ექპორტის 60%-ზე მეტი ევროპაზე მოდიოდა. ვაჭრობის
მოცულობის განსაკუთრებული ზრდა მაინც 1840-1873 წლებს
შორის შორის პერიოდში შეიმჩნეოდა. მართლაც, ვაჭრობის
მოცულობამ აღნიშნულ პერიოდში ყოველწლიურად 6%-ით
მატულობდა; 5-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მოსახლეობა და
სამჯერ — ნაწარმის მოცულობის ზრდასთან შედარებით.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ XVIII ს-ის
ბოლოს სცადა ვაჭრობაში პროტექციონისტული პოლიტიკის
შეცვლა, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციამ და ნაპოლეონის
ომებმა ეს მცდელობა შეაფერხა.
საკუთრივ საერთაშორისო ვაჭრობის თეორიულ
პრინციპებს რაც შეეხება, მათი ჩამოყალიბება, როგორც
გვახსოვს, ადამ სმიტისა და დეივიდ რიკარდოს სახელებს
უკავშირდება, რომელთა შედარებითი უპირატესობის პრინ-
ციპი დაედო საფუძვლად თანამედროვე საერთაშორისო
ვაჭრობის თეორიას.
XIX ს-ის I ნახევარში ინგლისის პროტექციონისტული
ეკონომიკური პოლიტიკა დიდად არ განსხვავდებოდა
ზოგადად ევროპულისაგან. მაგალითად, დიდი იყო გადასა-
ხადი შემოტანილ მარცვლეულზე. ამიტომ იყო, რომ,
კარტოფილის მოსავლის სრულმა განადგურებამ ირლანდიაში
(1845), საშინელი შიმშილობა და ემიგრაციის მასიური ტალღა
გამოიწვია. იმავდროულად ამან დიდად იმოქმედა
პარლამენტზე, რომელმაც აღნიშნულ პროტექციონისტურ საგა-
დასახადო პოლიტიკას გადახედა. იმავდროულად (1846)
ინგლისში თავისუფალი ვაჭრობის პროგრამა მიიღეს. ამან
იმპორტულ საქონელზე, პირველ რიგში, ნედლეულსა და
პროდუქტებზე ფასები მკვეთრად დასცა. პარლამენტმა ბევრ
სანავიგაციო აქტი ინგლისის ხელი-
სხვა ამკრძალავ კანონსაც უცვალა სახე, მაგალითად, საზღვაო
სუფლებამ ჰოლანდიის პირველო-
ვაჭრობის აქტებს. უკვე 1860 წლისათვის, მხოლოდ
ბის აღკვეთის მიზნით 1651 წელს
მცირეოდენი შეზღუდვები დარჩა იმპორტთან დაკავშირებით
მიიღო. ამ აქტის მიხედვით აზიი-
და ისიც იმგვარ ნაწარმზე, რაც, ფაქტობრივად, ბრიტანეთში არ
დან, აფრიკასა და ამერიკიდან
მზადდებოდა — კონიაკი, ღვინო, თამბაქო, ყავა, ჩაი თუ წიწაკა.
იმპორტირებული საქონლის ინგ-
ასეთივე შედეგი ჰქონდა სანავიგაციო აქტის გაუქმე-
ლისსა და მის სამფლობელოებში
ბასაც, რომელიც კოლონიებიდან საქონლის შემოტანას
შეტანა მხოლოდ ინგლისის მეფის
აძვირებდა. ამის წყალობით ინგლისში დამზადებული
ქვეშევრდომთა კუთვნილი გემებით
საქონელიც გაიაფდა და ინგლისს საშუალება მიეცა სხვა
იყო ნებადართული. კონტინენტური
სავაჭრო ბაზრები დაეპყრო და მსოფლიო სავაჭრო ცენტრად
ევროპის ქვეყნებიდან საქონლის
გადაქცეულიყო. ყოველივე ამის შედეგად ინგლისში ვაჭრობის
შეტანის ნებართვა ამ საქონლის
საერთო მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ ტარიფების
მწარმოებელი ქვეყნების სავაჭრო
დაწევა-შეზღუდვების მიუხედავად, საბაჟო გადასახადების
გემებსაც ჰქონდათ.
სახით 1860 წელს მეტი თანხა შევიდა ხაზინაში, ვიდრე 1842
წელს.

309
რაც შეეხება საფრანგეთს, 1860 წლისთვის იქ მეტად
მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები მოხ-
და. ტრადიციულად ფრანგები პროტექციონისტულ პოლიტიკას
მისდევდნენ ეკონომიკაში და განსაკუთრებით XIX საუკუნის
დასაწყისში, რადგან ცდილობდნენ საკუთარი საფეიქრო
მრეწველობა ბრიტანული კონკურენციისაგან დაეცვათ. საქმე
იქამდეც კი მივიდა, რომ საფრანგეთში საერთოდ აიკრძალა
არათუ ნაწარმის, ნედლეულის შეტანაც კი ლამანშის იქითა
მხრიდან.
ინგლისში აღმოცენებული ეკონომიკური ლიბერა-
ლიზმის იდეებმა ნელ-ნელა უკვე საფრანგეთშიც დაიწყეს
ფეხის მოკიდება. მათ მთავარ გამხმოვანებლად ცნობილი
ეკონომისტი, მიშელ შევალიე იქცა. რომელსაც საფრანგეთის
ხელისუფლებაც მფარველობდა. მართლაც, ნაპოლეონ III,
რომელიც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, გადატრიალების შედეგად
ავიდა ტახტზე, თავგამოდებით ცდილობდა ბრიტანეთთან
კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას. ამისთვის კი
მას ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის შემოღება დიახაც, რომ
წაადგებოდა.
მიშელ შევალიეს მეცადინეობით 1860 წელს საფრან-
გეთსა და ინგლისს შორის მეტად მნიშვნელოვანი ხელშეკ-
რულება დაიდო: ბრიტანულმა მხარემ საფრანგეთიდან შემო-
ზიდულ საქონელზე ყოველგვარი ტარიფი მოხსნა (გამონაკ-
ლისი მხოლოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღვინო და კონიაკი
იყო, მაგრამ რადგან ინგლისში ეს პროდუქტები მაინც
ფუფუნების საგნებად ითვლებოდა, მათ შედარებით მცირე
გადასახადი დაადეს). საფრანგეთმა კი, თავის მხრივ, ყოველ-
მიშელ შევალიე გვარი აკრძალვები გააუქმა ბრიტანულ საფეიქრო ნაწარმზე,
1806-1879 ხოლო სხვა საქონელზე გადასახადები 30%-მდე შეამცირა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ დროიდან საფრანგეთმა თითქმის
მთლიანად თქვა უარი პროტექციონისტულ ეკონომიკურ
პოლიტიკაზე.
ასევე საყურადღებოა ამ ხელშეკრულების კიდევ ერთი
პუნქტი, ე.წ. პარტნიორი ქვეყნის სტატუსის შემოღება, რაც იმას
ნიშნავდა, რომ ამ ორიდან ერთის მიერ მესამესთან დადებული
ნებისმიერი ხელშეკრულება, უცილობლად მეორისთვისაც
სახეირო უნდა ყოფილიყო. ამ მაგალითს სხვა ევროპულმა
ქვეყნებმაც მიბაძეს და უკვე საუკუნის დასასრულისათვის,
მთელი კონტინენტი იმ ზღვარს მიუახლოვდა, რასაც მეორე
მსოფლიო ომის შემდგომ, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი
ეწოდა. თავის მხრივ, ყველაფერ ამას სხვა თანმხვედრი
ეფექტებიც ახლდა — კონკურენციამ მანამდე ტარიფებითა და
ნაპოლეონ III
პროტექციონისტული პოლიტიკით დაცული ფირმები აიძულა,
ტექნოლოგია გაეუმჯობესებინათ, ან უფრო წარმატებული
საფრანგეთის იმპერატორი
კომპანიებისთვის მიენდოთ საკუთარი საქმის გაძღოლა.
1852-1870
1651 wlis sanavigacio aqti

„სავაჭრო ფლოტის გაზრდისა და ერის ზღვაოსნობის წახალისებისათვის, რაც ინგლისის სახელმწიფოს


კეთილდღეობისა და უშიშროების მნიშვნელოვანი საშუალებაა, პარლამენტისა და მისი ძალაუფლების
მეშვეობით დადგენილია, რომ აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში... წარმოებული ყველა პროდუქტი და
საქონელი ინფლისის სახელმწიფოში, ან ირლანდიაში, საერთოდ ინგლისის სახელმწიფოს კუთვნილ ან მის
მფლობელობაში შემავალ კიდევ სხვა რომელიმე მიწაზე, კუნძულზე, პლანტაციაში ან ტერიტორიაზე 1651
წლის 1 დეკემბრიდან შეიძლება შემოზიდულ იქნაა მხოლოდ იმ ხომალდით ან ხომალდებით ..., რომელიც
ჭეშმარიტად და უტყუარად ეკუთვნის როგორც საკუთრება და ნამდვილი მფლობელობა ინგლისის
სახელმწიფოს ან მისი პლანტაციების (აქ-კოლონიები) მოქალაქეებს“

310
შეიძლება ითქვას, რომ ზემოთხსენებულმა ხელშეკრულებამ
დიდად შეუწყო ხელი ინდუსტრიალიზაციის განვითარებასა
და წარმოების ნაყოფიერების ზრდას.

§ 2. ევროპა და ამერიკა 1815-1870 წლებში

1814-1815 წლების ვენის კონგრესზე, ნაპოლეონზე


გამარჯვებული მხარე შეეცადა პოლიტიკურად, სოციალურად
და ეკონომიკურადაც ყველგან „ძველი რეჟიმი“ აღედგინა,
მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის მიერ აფრიალებულმა
დემოკრატიისა და ნაციონალიზმის ბაირაღებმა, ისევე როგორც
ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკურმა ძალებმა, მათი სურვილი
(რუსეთისა და ოსმანთა თურქეთის გარდა) საბოლოოდ
ყველგან დაასამარა.
ინდუსტრიალიზაციის გზაზე ადრევე დამდგარი
სახელმწიფოები ეკონომიკურ წარმატებებს დიდად უნდა
უმადლოდნენ მათ ტერიტორიაზე ქვანახშირის საბადოების
არსებობას, მაგ: ბრიტანეთი, ბელგია, გერმანია. რაც შეეხება ე.წ.
„ჩამორჩენილებს“, მაგ, ესპანეთ-პორტუგალიას, ბალკანეთის
ქვეყნებს, ავსტრია-უნგრეთს, შვეიცარიასა და ოსმალეთის
იმპერიას, მათ როგორც წესი, ქვანახშირის მწირი მარაგი
ჰქონდათ და თითქმის მთლიანად იყვნენ დამოკიდებულნი
იმპორტზე. ამ მხრივ გამონაკლისი იყო რუსეთი, რომელიც
წიაღისეულის და მათ შორის ქვანახშირის დიდი მარაგების
მიუხედავად, XIX ს-ის 70-იან წლებამდე ფაქტობრივად,
ჩამორჩენილ ფეოდალურ ქვეყანას წარმოადგენდა.
რაკი ქვანახშირის უპირველესი მომხმარებელი ორთქლ-
მავლები, ორთქლზე მომუშავე გემები და სტაციონალური
ორთქლის მანქანა-დანადგარები იყო და რამდენადაც ქვანახ-
შირის მთელი მოცულობა ამ „დაგვიანებულთაგან“ ყველაზე
უფრო წარმატებულ ქვეყნებშიც კი გარედან შეჰქონდათ,
როგორც ჩანს, სწორედ მოთხოვნა იყო ის წარმმართველი ძალა,
რაც განაპირობებდა კიდეც მოხმარების ტემპების ზრდას; ანუ
მოთხოვნის, შესაბამისად, მოხმარების ზრდა წარმატებული
ინდუსტრიალიზაციის შედეგი გახლდათ და არა მისი მიზეზი.
XIX ს-ის I მესამედში დიდი ცვლილებები განიცადა
მსოფლიოს პოლიტიკურმა რუკამ, რაც ძირითადად ოსმელთის
იმპერიის ევროპული სამფლობელოების ერთი ნაწილის
გათავისუფლებისა და ესპანეთ-პორტუგალიის კოლონიალური
იმპერიების დაშლის შედეგად მოხდა.

პირინეის ნახევარკუნძული. პორტუგალიისა და ესპა-


ნეთის ეკონომიკური ისტორია, განსაკუთრებით XIX საუ-
კუნეში, იმდენად მსგავსია, რომ ისინი ეკონომიკური განვი-
თარების კუთხით ერთ რეგიონადაც შეგვიძლია განვიხილოთ.
ორივე ქვეყანას დიდი დარტყმა სამხრეთ ამერიკული
კოლონიების დაკარგვამ მიაყენა.
საფრანგეთის დიდი რევოლუცია, როგორც არაერთხელ
აღვნიშნეთ, სხვა ქვეყნებისთვისაც მაგალითის მიმცემი გამო-
დგა. უპირველეს ყოვლისა ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობა სამხრეთ ამერიკის ესპანეთ-პორტუგალიის კოლო-
ნიებში გაიშალა.
1816-1830 წლებში ესპანეთისა და პორტუგალიისაგან

311
გათავისუფლდნენ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად
ჩამოყალიბდნენ: არგენტინა, ჩილე, პერუ, ბრაზილია, მექსიკა,
1823-1840 წლებში ცენტრალური
ბოლივია, კოლუმბია, პარაგვაი, ვენესუელა, ეკვადორი,
ამერიკის გაერთიანებულ პროვინ-
ურუგვაი, ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული
ციებში შედიოდა: გვატემალა,
პროვინციები.
ჰონდურასი, სალვადორი, ნიკარა-
1820-1823 წლებში ბურჟუაზიული რევოლუციები
გუა, კოსტა-რიკა და ლოს-ალტოსი.
ესპანეთსა და პორტუგალიაშიც მიმდინარეობდა, მაგრამ მათ
დიდი შედეგი არ მოჰყოლია. ესპანეთის მეფეს რევოლუციის
ჩახშობაში საფრანგეთი მიეხმარა, რომელიც საღვთო კავშირის
სახელით მოქმედებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანაში რევოლუ-
ციებმა, ფეოდალური ინსტიტუტები და სისტემა საფუძვ-
ლიანად შეარყია, მათი ეკონომიკა მაინც პრიმიტიული და
ლამის არქაული რჩებოდა, ხოლო ხელისუფლება — რეაქ-
ციული. 1820-იანი წლების რევოლუციების წარუმატებელ
მცდელობებს ორივე ქვეყანაში დაუსრულებელი სამოქალაქო
შეხლაშემოხლა მოჰყვა, რაც ეკონომიკურ აქტიურობასა და
ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებასაც ერთდროულად
ხელს უშლიდა. სამოქალაქო დაპირისპირებების დროს, ორივე
მხარე დიდ ვალებს იღებდა იარაღის შესაძენად, რაც შემდეგ
მძიმე ტვირთად აწვებოდა ამ ქვეყნების ისედაც გაძვალ-
ტყავებულ ეკონომიკას.
ყოველივე ამას სოფლის მეურნეობის დაბალი შემოსავ-
ლიანობაც ემატებოდა. მაგალითად, როდესაც 1840 წელს
ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადასახადების კომუ-
ტაცია (ფულზე გადაყვანა), ამან გლეხთა აჯანყება გამოიწვია,
რადგან შიდა ბაზრის განუვითარებლობა გლეხებს სოფლის
მეურნეობის პროდუქტების გასაღების სირთულეს უქმნიდა.
XIX საუკუნის I ნახევარში ესპანეთმა სცადა კიდეც აგრარული
რეფორმის გატარება და რევოლუციური საფრანგეთის მაგა-
ლითზე სამონასტრო მიწების სრული ექსპროპრიაცია
მოახდინა, მისი გლეხობაზე მიყიდვის მიზნით. შედეგი კი ის
იყო, რომ მიწა ისევ იმან შეიძინა, ვისაც ფული ჰქონდა, ხოლო
მიწათმფლობელთა შეცვლას არც ახალი ტექნოლოგიების
დანერგვა გამოუწვევია და არც სოფლის მეურნეობაში
კაპიტალდაბანდების ზრდა. პორტუგალიას რაც შეეხება, მან,
ეტყობა, მეზობლის მაგალითზე ჭკუა ისწავლა და საერთოდაც
არ ცდილა რაიმე რეფორმის გატარებას.
თუმცა, იყო პატარ-პატარა „გამონათებებიც“: ანდა-
ლუზიური ღვინოები (მაგალითად, სახელგანთქმული ხერესი)
დიდი საექსპორტო მოთხოვნილებით სარგებლობდა, ხოლო
პორტუგალიის პროვინცია ოპორტოს მიერ წარმოებული
პორტოს ღვინო, ანუ პორტვეინი, საყოველთაოდ ცნობილი
სასმელი გახდა.
რაც შეეხება თანამედროვე საბანკო სისტემის ჩამოყა-
ლიბებას, სარკინიგზო ქსელის შექმნასა თუ სხვა სიახლეთა
დანერგვის მცდელობებს, აქ ეს სრულიად წარუმატებელი
აღმოჩნდა.

ოსმალეთი, საბერძნეთი, სერბეთი. XVII საუკუნიდან


მოყოლებული ოსმალეთი თანდათანობით, როგორც გვახსოვს,
ევროპის ქვეყნების გავლენის ქვეშ მოექცა. ამ მხრივ
განსაკუთრებულ წარმატებას ინგლისმა და საფრანგეთმა
მიაღწია. XVIII ს-ის ბოლოსათვის ოდესღაც ძლიერი იმპერიის

312
სამხედრო-პოლიტიკური დასუსტება მსოფლიოს, ჩვენთვის
უკვე ცნობილმა, ზედიზედ რუსეთთან წაგებულმა ორმა ომმა
ამცნო. XIX ს-ის დასაწყისისათვის ოსმალეთის პოლიტიკურ-
ეკონომიკური ჩამორჩენილობა კიდევ უფრო გამოიკვეთა.
ქვეყანა ღრმა კრიზისში იმყოფებოდა. კრიზისმა გარეგნულად
თავი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან კვლავ წაგებულ ომებსა
და მნიშვნელოვან ტერიტორიულ დანაკარგებში იჩინა.
მართლაც, ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ოსმალეთი
რუსეთთან მორიგ ომში დამარცხდა, რასაც ბუქარესტის ზავით
ბუქარესტის ზავით 1812 წელს
ბესარაბიის დაკარგვა მოჰყვა, რომელიც რუსეთმა შეიერთა.
დასრულდა რუსეთ-თურქეთის 1806-
ოსმალეთის საქმე უკეთესად მის არც სხვა ევროპულ
1812 წლების ომი.
სამფლობელოებში წარიმართა. ვენის კონგრესის შემდეგ
გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თურ- ზავის პირობების თანახმად ოსმა-
ქეთის მიერ დაპყრობილ დუნაისპირა სლავურ სამთავროებსა ლეთმა რუსეთს მოლდავეთის სამთავ-
და საბერძნეთშიც. საბერძნეთში აჯანყება 1821 წელს დაიწყო. როს აღმოსავლეთი ნაწილი, მდი-
ბერძნების ბრძოლამ თურქების წინააღმდეგ დიდი გამოხ- ნარეებს — პრუტსა და დნესტრს შორის
მაურება ჰპოვა ევროპის სახელმწიფოებში და რუსეთშიც. მდებარე ტერიტორია დაუთმო,
ყველას ეშინოდა, რომ მხოლოდ რომელიმე ცალკე აღებული რომელსაც შემდგომ ბესარაბია ეწოდა.
ევროპული ქვეყნის დახმარება მის გავლენას ბალკანეთის ამავე ზავის თანახმად, სერბეთმა
ხალხებში გააძლიერებდა. ამიტომ ინგლისი, საფრანგეთი და თვითმმართველობა მიიღო, რამაც
რუსეთი შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთს ერთობლივად საფუძველი ჩაუყარა მის შემდგომ
დაეხმარებოდნენ. ამის შემდეგ მათ ოსმალეთს მიმართეს — დამოუკიდებლობას.
საბერძნეთისათვის ფართო ავტონომია მიენიჭებინა, რაზედაც
ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მაშინ მოკავშირეები
საბერძნეთის ნაპირებს მიადგნენ და ოსმალეთის ფლოტი
სასტიკად დაამარცხეს. ამასობაში რუსეთ-თურქეთის ურთიერ-
თობები ისე დაიძაბა, რომ ამას რუსეთ-თურქეთის კიდევ ერთი
ომი მოჰყვა. ომი ადრიანოპოლის ზავითა და რუსეთის გამარ-
ჯვებით დამთავრდა. ზავის პირობებით თურქეთი იძულე-
ბული გახდა სერბეთისა და საბერძნეთის დამოუკიდებლობა
ეღიარებინა.
ოსმალეთის ხელისუფლებამ ქვეყნის გარდაქმნა-
განვითარებით ევროპული ქვეყნების დაწევა განიზრახა. ამ
მიმართულებით სულთან მაჰმუდ II-მ 1830-იან წლებში რიგი
რეფორმები ჩაატარა: გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა.
ქვეყანა ვილაიეთებად დაიყო, რომელსაც სათავეებში ცენტ-
რიდან დანიშნული მოხელეები ჩაუდგნენ. იმავე წელს გაუქმდა მაჰმუდ II
მიწის საკუთრების სამხედრო-ლენური, ფეოდალური სისტემა 1808-1839
და სულთნის ახალი კანონით მიწაზე კერძო საკუთრება
დამკვიდრდა. თურქეთში დაწყებულ ამ გარდაქმნების ხანას
თანზიმათის ხანა ეწოდება. რეფორმების მიზანი ჩამორჩენილი
ნახევრადფეოდალური ქვეყნის მისი დროის შესაბამის თანზიმათი — არაბულად: მოწეს-
ბურჟუაზიულ სახელმწიფოდ ქცევა იყო. რიგება, დებულება — ასე ეწოდა
თანზიმათის რეფორმების პერიოდში გამოვიდა პირ- ძირითად კანონებს, რომელიც
ველი გაზეთი თურქულ ენაზე, შეიქმნა ცალკეული სამი- სულთანმა მეჯიდმა 1839 წელს
ნისტროები. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სულთნის ბრძა- ტახტზე ასვლისას შემოიღო.
ნებულებას, რომელიც განათლების სისტემისა და სახელმწიფო
აპარატის რეფორმას გულისხმობდა.
სულთნის სახელით, მისი ქვეშევრდომების ქონებისა და
სიცოცლის ხელშეუხებლობა გამოცხადდა; სულთანმა პირობა
მისცა თავის ქვეშევრდომებს, რომ გადასახადების საქმე
მოწესრიგდებოდა; გაუქმდა ყოველგვარი ფეოდალური პრივი-
ლეგიები, რომელიც იმპერიის ცალკულ მხარეებში ჯერ კიდევ
არსებობდა. არმია ახლებურად მოეწყო, არმიაში სამსახური 4-5

313
წლით განისაზღვრა. თურქეთის ჩამორჩენის დაძლევის მიმარ-
თულებით რეფორმების უდიდესი მნიშვნელოვნების მიუხე-
დავად, ის რეაქციული ძალების დიდ წინააღმდეგობას გადააწ-
ყდა, რამაც მათი ცხოვრებაში გატარება საგრძნობლად გაარ-
თულა.

დიდი ბრიტანეთი — ინდუსტრიალიზაციის პირველი


მერცხალი. ერთი თვალსაზრისის თანახმად, ინდუსტრია-
ლიზაციის პროცესი XIX საუკუნეში, სრულიად ევროპულ
ფენომენს წარმოადგენდა. ამერიკის შეერთებული შტატებიც
ხომ იმთავითვე ევროპული ცივილიზაციის პირმშო გახლდათ.
თუმცა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა თუ რეგიონებშიც კი,
ეკონომიკური პროცესები ერთნაირად არ მიმდინარეობდა. ამ
მხრივ ყველაზე წარმატებულად დიდი ბრიტანეთი ვითარ-
დებოდა, რომელსაც ინდუსტრიალიზაციის პირველი მერცხა-
ლიც შეიძლება ვუწოდოთ.
უკვე ნაპოლეონის ომების შემდგომ პერიოდში, ბრიტა-
ნეთში მსოფლიო სამრეწველო საქონლის თითქმის მეოთხედი
იქმნებოდა. უფრო მეტიც, იგი მსოფლიოში უდიდესი საერ-
თაშორისო სავაჭრო ქვეყნად იქცა: მის ხელთ იყო საერთა-
შორისო ვაჭრობის თითქმის 1/3 და ამ პოზიციებს იგი XIX ს-ის
მიწურულამდე მყარად ინარჩუნებდა. თუმცა, 1870 წლიდან,
უკვე სხვა, სწრაფად მზარდი ეკონომიკური კონკურენტებიც
გამოჩნდნენ. I მსოფლიო ომის წინა ხანებში გერმანია და აშშ
მნიშვნელოვნად წამოეწივნენ ბრიტანეთს და ამ დროისათვის
იგი საერთაშორისო ვაჭრობის მხოლოდ 1/6-ს აკონტროლებდა.
ბრიტანული ეკონომიკის საფუძველთა-საფუძვლად
კვლავ საფეიქრო წარმოება, ქვანახშირისა და რკინის მოპოვება
და საინჟინრო დარგი რჩებოდა; 1880 წლისათვის კი ბამბის
ნედლეულისა და ქსოვილების წარმოებითაც მან, ჯამში, მთელ
დანარჩენ ევროპას გადააჭარბა. თუმცა, XX საუკუნის
დამდეგისათვის, ამ წმინდად „ბრიტანულ“ დარგებშიც კი
გამოჩნდნენ ახალი კონკურენტები: კერძოდ, აშშ — რკინის
მოპოვება-გადამუშავების, ბამბის წარმოების განხრით; გერმანია
და ბელგია — ქვანახშირის მოპოვებისა და ზოგადად მძიმე
მრეწველობის მხრივ.
რაც შეეხება საინჟინრო საქმეს, მისი გავლენა და
მნიშვნელობა განუზომელი იყო მრეწველობის ყველა ზემო-
ჩამოთვლილი მიმართულებისათვის და რამდენადაც ამ საქმეში
XVIII ს-დან მოყოლებული, პრიორიტეტი სწორედ ბრიტანეთს
ეკუთვნოდა, მსოფლიოში დიდი იყო მოთხოვნილება აქაურ
სპეციალისტებსა და ტექნოლოგიებზე, რაც თავად ბრიტანული
ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვან სტიმულს
ქმნიდა. იგივე ვითარება იყო გემთმშენებლობასა თუ სარკი-
ნიგზო ინდუსტრიაში. მაგალითად, XIX ს-ის ბოლოს სწორედ
ბრიტანეთი აწარმოებდა ახალი ტიპის — უკვე ფოლადის
კონსტრუქციებით აგებული დიდი წყალწყვის საოკეანო
გემების 60%-ს.
საქმე ისაა, რომ საბოლოო ჯამში, შეუძლებელი იყო ამ
პატარა, კუნძულოვან სახელმწიფოს, იმ პერიოდში, ანუ ინდუს-
ტრიულ ხანაში, დიდხანს შეენარჩუნებინა მოწინავე პოზიციები
იმის გათვალსიწინებით, თუ რა უსაზღვრო რესურსებს ფლობ-
დნენ და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ რა სწრაფად
იზრდებოდნენ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები

314
და რუსეთი. ამას ბრიტანელთა ტრადიციული კონსერვატიზმიც კონსერვატიზმი — ამ
ემატებოდა, რაც სიახლეების დანერგვას (თუნდაც ეს თავად შემთხვევაში: სიახლისადმი
ბრიტანელთა გამოგონება ყოფილიყო) ფრიადაც აფერხებდა წინააღმნდეგობაა.
ხოლმე: მაგ., საფეიქრო წარმოებაში დიდხანს ვერ მოიკიდა ფეხი
აშშ-ში გაუმჯობესებულმა, ახალი ტიპის სართავმა დაზგამ,
მარტენ-სიმენსის ღუმელსაც ინგლისში კარგა ხანს ეჭვის
თვალით უცქერდნენ.

საფრანგეთი. XIX საუკუნის ინდუსტრიულ ქვეყანათა


შორის, საფრანგეთის ეკონომიკა ყველაზე უფრო მიხვეულ-
მოხვეული გზებით მიდიოდა. თუმცა, შედეგი ინგლისისაზე
არანაკლები იყო, ხოლო მოსახლეობის საერთო კეთილდღეობის
მხრივ, იქნებ უკეთესიც კი.
ამ პარადოქსული ვითარების ასახსნელად, უპრიანი
იქნება გავიხსენოთ, ზოგადად რა ძირითადი მახასიათებლები
განსაზღვრავენ ეკონომიკურ ზრდას. XIX ს-ის საფრანგეთის
შემთხვევაში, ყველაზე ნიშანდობლივი ფაქტორი გახლდათ
დემოგრაფიული ზრდის დაბალი მაჩვენებელი და, შესაბა-
მისად, როდესაც ზრდის ყველა სხვა მაჩვენებლი ერთ სულ
მოსახლეზე გადაიანგარიშება, საფრანგეთისთვის, ცხადია, ეს
მეტად მომხიბვლელ სურათს ხატავს.
მიუხედავად ამისა, საფრანგეთი სულაც არ იყო
ჩამორჩენილი ქვეყანა, პირიქით: ფრანგ მეცნიერებს, გამომ-
გონებლებსა და ნოვატორებს მოწინავე პოზიციები ეკავათ
მრავალ დარგში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში, ფოლადის
წარმოებაში, ალუმინის მრეწველობაში, მანქანათმშენებლობასა
და უკვე XX საუკუნიდან — ავიაციაშიც.
XIX საუკუნის I ნახევარში ომების მიუხედავად
საფრანგეთის ეკონომიკა ვითარდებოდა, მაგრამ უმთავრესად
სამხედრო მოთხოვნების კარნახით და შედარებით მცირე
ტექნოლოგიური პროგრესის ნიშნით. ეკონომიკური განვითა-
რების ერთგვარად დაბალი ტემპის მიუხედავად, ომის-
შემდგომი დეპრესიის ხანაშიც კი, რომელსაც, არცერთი
კონტინენტური დასავლეთ ევროპული სახელმწიფოსათვის,
უკვალოდ არ ჩაუვლია, საფრანგეთის ეკონომიკამ ზრდის
უფრო მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია, ვიდრე XVIII საუკუნეში.
საფრანგეთის რევოლუციის, განსაკუთრებით კი,
ნაპოლეონის კონსულობისა და იმპერიის ხანაში (1799-1815)
საფრანგეთის ეკონომიკამ, როგორც იქნა, თავი დააღწია ფეო-
დალურ მარწუხებს და მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა.
კაპიტალისტური მანუფაქტურის გვერდით გაჩნდა სამანქანო
წარმოება და ფაბრიკა-ქარხანა. საწარმოო გადატრიალება
საფრანგეთში, უპირველეს ყოვლისა, ბამბისა და შალის
ქსოვილების წარმოებაში განხორციელდა. 1812 წლისათვის
ქვეყანაში უკვე 200-ზე მეტი ქსოვილების მექანიზირებული
ფაბრიკა არსებობდა. ქალაქ ლიონში მაგ. 1800-1811 წლებში
ქსოვილების წარმოებაში დაკავებულ მქსოველთა რიცხვი
თითქმის გასამმაგდა. უფრო ჩამორჩებოდა მძიმე მრეწველობა.
თუმცა თუჯის წარმოება იმავე წლებში გაორმაგდა, მაგრამ
მძიმე მრეწველობის განვითარების მხრივ, საფრანგეთი
ჩამორჩებოდა ინგლისს. დაინერგა ბევრი ახალი მანქანა-
დანადგარი, განსაკუთრებით, საფეიქრო მრეწველობაში და
იგივე დარგი იქცა ორთქლის მანქანების ძირითად
მომხმარებლადაც. გაჩნდა მრეწველობის ახალი დარგები —

315
გაზგანათება, ასანთის წარმოება, ფოტოგრაფია, გალვანიზაცია
და ვულკანიზებული რეზინის წარმოება. სატრანსპორტო
კავშირების განვითარებამ, არხების მთელი სისტემის შექმნამ,
ორთქლის ძრავებზე გადასულმა ნავიგაციამ და პირველმა
რკინიგზებმა თუ ელექტრონულმა ტელეგრაფმა დიდად
შეუწყო ხელი როგორც საშინაო, აგრეთვე საგარეო ვაჭრობის
ტემპებისა და მოცულობის ზრდას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია,
რომ ნებისმიერი ინდუსტრიალიზაციის გზაზე დამდგარი
ქვეყნის მსგავსად, საფრანგეთის ეკონომიკასაც ახასიათებდა
აღმავლობისა და შედარებითი კრიზისების პერიოდები. ასე
მაგალითად, 1848-1851 წლების პრობლემური პერიოდის შემ-
დეგ, რაც, როგორც ვნახავთ, პოლიტიკურ კრიზისსა და
რევოლუციაში გამოვლინდა, ქვეყანა გასაოცრად სწრაფად
გაიმართა წელში და ბევრ სფეროში უპრეცენდენტო წარმა-
ტებებიც მოიპოვა. რკინიგზის ქსელის გაყვანა-დატოტვა
შეფერხდა. მაგრამ უკვე 80-იანი წლების ბოლოს, სარკინიგზო
ქსელის ჯამურმა სიგრძემ 3.000-დან 27 ათას კმ.-ს მიაღწია,
ტელეგრაფისამ — 2.000-იდან 88 ათასამდე. ეს თავისთავად
უმძლავრეს სტიმულად იქცა მომიჯნავე დარგებისა და
ზოგადად, მთელი ეკონომიკისათვის. განსაკუთრებით
აღსანიშნავია მეტალურგიაში კოქსით დნობის მეთოდისა და
მარტენის ღუმელის საყოველთაო დანერგვა, რაც იაფი
ფოლადის წარმოების წინაპირობად იქცა.
ეკონომიკური განვითარების „ფრანგულ მოდელს“ გარკ-
ვეული, ყველასაგან გამორჩეული თავისებურებები ახასია-
თებდა: ნებისმიერ მძლავრ ინდუსტრიულ სახელმწიფოსაგან
განსხვავებით, აქ ყველაზე დაბალი იყო ურბანიზაციის დონე:
ურბანიზაცია — ქალაქის დასაქმებულთა ხვედრითი წილი სოფლის მეურნეობაში აქ ჯერ
მოსახლეობის ზრდა. კიდევ 1913 წლისათვის, მოსახლეობის 40% შეადგენდა და
ალბათ სწორედ ამის წყალობით, იგი ერთადერთი ინდუს-
ტრიული ქვეყანა იყო ევროპაში, რომელიც არამარტო საკუთარ
თავს უზრუნველყოფდა კვების პროდუქტებით, არამედ
მნიშვნელოვანი საექსპორტო ნამატიც რჩებოდა.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, თავის
მეზობლებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად იყო დამო-
კიდებული ქვა-ნახშირზე და ძირითადად წყლის ძალის გამო-
ყენებაზე იყო გადასული. ჰიდრავლიკური ტურბინების ფარ-
თოდ დანერგვა დიდად წაადგა ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა
ენერგიის ამ წყაროს გამოყენებას სხვა თანამდევი ეფექტებიც
ჰქონდა: ძირითადად პატარ-პატარა ფირმებისა და კომპანიების
წარმოქმნა, მოსახლეობის გეოგრაფიული განფენა წყლის
ენერგიის წყაროების მიხედვით და, აქედან გამომდინარე,
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ურბანიზაციის დაბალი დონეც.
იგივე დამახასიათებელი იყო ქვანახშირის საბადოებით ღარიბი
სხვა ქვეყნებისთვისაც.

საფრანგეთის 1830 წლის რევოლუცია. საფრანგეთის


ისტორიის პერიოდს 1815-1830 წლების რესტავრაციის ხანას
უწოდებენ. მართლაც, ნაპოლეონის დამარცხებისა და
საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების აღდგენასთან ერთად,
ბურბონები ძველი წყობილების რესტავრაციას შეეცადნენ.
თავადაზნაურობა რევანშისტულად იყო განწყობილი და
რევოლუციამდელი პრივილეგიებისა და გავლენის აღდგენას
ცდილობდა. ყოველივე ამას XIX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს

316
საფრანგეთში სამრეწველო კრიზისი და დეპრესია დაემატა,
რამაც მოსახლეობის ფართო ფენების მდგომარეობის გაუა-
რესება გამოიწვია.
საფრანგეთის მეფე შარლ X შექმნილ სიტუაციაში ვერ
გაერკვა. მან 1830 წლის 25 ივლისს ხელი მოაწერა ორდონანსებს,
რომელიც ახლად არჩეული პარლამენტის დათხოვნას, დეპუ-
ორდონანსები —
ტატების რიცხვის ორჯერ შემცირებას და საარჩევნო სიიდან
ბრძანებულებები.
ბურჟუაზიის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ამოღებას
გულისხმობდა.
ორდონანსების გამოქვეყნებამ საყოველთაო აღშფოთება
გამოიწვია. 26 ივლისს პარიზის ქუჩებში ხალხსა და პოლიციას
შორის შეტაკება მოხდა, რომელიც შემდეგ შეიარაღებულ
აჯანყებად გადაიქცა. პარიზი ბარიკადებით დაიფარა. ასე დაი-
წყო საფრანგეთში 1830 წლის ივლისის ბურჟუაზიული რევო-
ლუცია. აჯანყებულებმა ტიულერის სასახლე აიღეს, რომე-
ლზედაც რევოლუციური საფრანგეთის დროშა აღმართეს. შარლ
X იძულებული იყო ტახტიდან გადამდგარიყო და ინგლისში
გაქცეულიყო.
31 ივლისს დეპუტატთა პალატამ ხელისუფლება
ბურბონების ერთ-ერთ წარმომადგენელს, ჰერცოგ ლუი ფილიპე
ორლეანელს გადასცა და ის მეფედ გამოაცხადა. მიიღეს ახალი
კონსტიტუცია, რომელმაც მეფის ხელისუფლება შეზღუდა და
დეპუტატთა პალატის უფლებები გაზარდა. ამომრჩეველთა
რაოდენობა 50 ათასამდე გაიზარდა, რაც ქონებრივი ცენზის
შემცირების შედეგი იყო. კათოლიკურ ეკლესიას უძრავი
ქონების შეძენა აეკრძალა.
1830 წლის ივლისის რევოლუციამ საბოლოოდ დაამხო
საფრანგეთში ფეოდალური არისტოკრატიის პოლიტიკური
ბატონობა და ბოლო მოუღო აბსოლუტიზმისაკენ დაბრუნების
მცდელობას.
ივლისის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ საფრან-
გეთში კაპიტალიზმი სწრაფად განვითარდა. გაიზარდა
მეტალურგია და ქსოვილების წარმოება, მაგრამ ინგლისისგან თავისუფლება - ხალხის წინა-
განსხვავებით, საფრანგეთში წვრილი წარმოება ჭარბობდა, მძღოლი, ეჟენ დელაკრუ-
ხოლო მსხვილ ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი მოსახლეობის ას ნახატი, რომელიც 1830 წლის
10%-ს არ აღემატებოდა. ივლისის რევოლუციას მიეძღვნა,
თუმცა საყოველთაოდ მიღებუ-
საფრანგეთის 1848 წლის რევოლუცია. 1848 წელს ლია, როგორც ფრანგი ხალხის
ევროპაში რევოლუციების ახალი ტალღა აგორდა, რომელმაც მონარქიის წინააღმდეგ აჯან-
დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა მოიცვა. როგორც წინათ, ყებისა და, კერძოდ, საფრანგეთის
ახლაც რევოლუციათა ახალი სერია კვლავ საფრანგეთში რევოლუციის სიმბოლო.

შარლ X ლუი ფილიპე I


საფრანგეთის მეფე საფრანგეთის მეფე , (მოქალაქე მეფე)
1824-1830 1830-1848

317
დაიწყო. ის 1847 წელს დაწყებულ ე. წ. საბანკეტო კამპანიას
მოჰყვა, სადაც სადღეგრძელოებში მთავრობის კრიტიკა გაის-
მოდა. 1848 წლის 22 თებერვალს პარიზში რეფორმების
მომხრეების მორიგი ბანკეტი იყო დანიშული, რომელიც
მთავრობამ დაშალა. ამან გამოიწვია მასობრივი მღელვარება.
ქუჩაში დემონსტრანტები გამოჩნდენ, რომელთა უმრავლესობას
მუშები და სტუდენტები შეადგენდნენ. დემონსტრანტები
ბურბონების სასახლისკენ დაიძრნენ და ბარიკადების
მშენებლობა დაიწყეს. მაშინ მთავრობის ძალებმა ხალხის მასები
გაფანტა, მაგრამ მეორე დღეს შეიარაღებული ბრძოლა პარიზში
კიდევ უფრო გამწვავდა. შეშინებულმა მეფემ ხალხის მიერ
ბარიკადები პარიზში საძულველი მთავრობა გადააყენა და ახალი მინისტრები
1848 წლის ივნისი დანიშნა, მაგრამ ამან ხალხი ვერ დაამშვიდა.
ლუი ფილიპე ტახტიდან გადადგა და ინგლისში გაიქცა,
ტახტი კი შვილიშვილს — პარიზის გრაფს გადაულოცა. ხალხი
რესპუბლიკას მოითხოვდა და 25 თებერვალს, მათი ზეწოლით
საფრანგეთი მეორედ გამოცხადდა რესპუბლიკად. ახალი
მთავრობა იძულებული იყო მუშათა მდგომარეობა გაეუმ-
ჯობესებინა. არჩევნებში მონაწილების მიღების უფლება ყველა
21 წელს მიღწეულ მამაკაცს მიეცა. პარიზში, ისევე როგორც
საფრანგეთის პირველი რევოლუციის დროს, ახალი პოლი-
ტიკური კლუბები შეიქმნა. ახალი საარჩევნო კანონის საფუძ-
ველზე მოიწვიეს დამფუძნებელი კრება, მაგრამ რეაქციულმა
ძალებმა კრება დაშალეს. ახლადშექმნილი მთავრობა შეტევაზე
გადავიდა და რევოლუციური კლუბები დახურა. ასევე,
მთავრობამ გამოსცა განკარგულება, დაეხურათ სახელოსნოები,
რომელიც უმუშევართა დასაქმებისთვის იყო შექმნილი. ამას
ახალი აჯანყება მოჰყვა, რასაც მთავრობამ რეპრესიებით
უპასუხა. აჯანყება დამარცხდა და დაიწყო რეაქციის გაძ-
ლიერება. რეაქციის გაძლიერების კვალდაკვალ მიიღეს ახალი
კონსტიტუცია, რომელმაც არჩევნების საყოველთაობა კვლავაც
შეზღუდა. შემოღებულ იქნა ერთ ადგილზე ცხოვრების
სამწლიანი ვადა. დემოკრატია სხვა მხრივადაც შეიზღუდა, მაგ.:
მუშებს გაფიცვები აეკრძალათ, დაწესდა პრეზიდენტის პოსტი.
პრეზიდენტი ოთხი წლით ირჩეოდა და დიდი უფლებებით
სარგებლობდა.
იმავე 1848 წლის დეკემბერში პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლეონის ძმისშვილი ლუი ბონაპარტი, რომელმაც სამი
წლის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. მან
საკანონმდებლო ორგანო — დამფუძნებელი კრება დაითხოვა.
იმისათვის, რომ თავისი გადატრიალება გაემართლებინა, ლუი
ბონაპარტმა საყოველთაო საარჩევნო უფლება აღადგინა. მალე
ლუი ბონაპარტმა, რომელსაც ქვეყანაში სრული უფლება-
მოსილება ჰქონდა, ნაპოლეონ III-ის სახელით თავი იმპერა-
ტორად გამოაცხადა. ბუნებრივია, ახლადგამომცხვარ მონარქს
უზურპირებული პოლიტიკური სტატუსის სხვათა მიერ
აღიარებისა და დიპლომატიური არხების გახსნის სურვილი
ამოძრავებდა. ამიტომ თავისი ტახტის გასამყარებლად და
ლუი ბონაპარტი მისთვის ლეგიტიმურობის ელფერის მისაცემად საფრანგეთში
1848-1870 რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმმა მის ხელისუფლებას
მეტი სიმყარე შესძინა.

ნიდერლანდები, ბელგია და სკანდინავია.


ინდუსტრიალიზაციის მოდელებზე საუბრისას, ნიდერ-

318
ლანდები, უპრიანი იქნება, სკანდინავიურ ქვეყნებთან
დავაჯგუფოთ: საქმე ისაა, რომ ეკონომიკური მოწყობის
თვალსაზრისით, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. რაც შეეხება
ბელგიას, ის თუმცა ჰოლანდიაზე უფრო გვიან დაადგა
ინდუსტრიალიზაციის გზას, მაგრამ ამ ხანებისათვის
ქვანახშირის საბადოებით სიმდიდრის გამო, სწრაფი ტემპით
დაიწყო მძიმე მრეწველობის განვითარება, და შესაბამისად ის
ეკონომიკური მოდელი აირჩია, რომელიც ქვანახშირით
მდიდარ ქვეყნებს ახასიათებთ. ნიდერლანდები და სკანდი-
ნავიის ქვეყნები — დანია, შვედეთი, ნორვეგია კი სხვა გზით
მიდიოდნენ. ოთხივე ამ ქვეყნისათვის უდიდესი ფაქტორი მათი
გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იყო: მათ უშუალო
გასასვლელები ჰქონდათ ზღვებსა და ოკეანეებზე, რაც განსა-
კუთრებით წაადგა ბუნებრივი რესურსების იმპორტს,
თევზჭერას, წყლის ტრანსპორტის სიიაფეს, სავაჭრო ფლოტის
შექმნასა და გემთმშენებლობის დარგის განვითარებას.
თითოეული ქვეყანა თავისებურად დაწინაურდა ყველა ამ
სფეროში: ჰოლანდიელებმა ამსტერდამისა და როტერდამის
ნავსადგურები განაახლეს, რამაც გასაოცარო შედეგები მოიტანა
გერმანიასა და ცენტრალურ ევროპასთან სატრანზიტო ვაჭ-
რობის კუთხით და კონტინენტის ოკეანის გაღმიდან შემო-
ტანილი საკვები პროდუქტისა თუ ნედლეულის მომარაგების
თვალსაზრისით (შაქარი, თამბაქო, ჩაი, ყავა, შოკოლადი,
მარცვლეული, და ბოლოს — ნავთობიც). თავისუფალ ვაჭრო-
ბაზე გადასვლით მსგავს შედეგზე გავიდა კოპენჰაგენის
პორტიც, რომლის საქონელბრუნვა განუზომლად გაიზარდა.
ნორვეგია ევროპულ ბაზარზე თევზისა და ხე-ტყის უმთავრეს
მიმწოდებლად იქცა XIX ს-ის პირველ ნახევარში და მასვე
ჰყავდა, ბრიტანეთის შემდეგ, უდიდესი სავაჭრო ფლოტი. უკვე
საუკუნის მიწურულს, შვედეთში, მართალია, საკუთარი
სავაჭრო ფლოტი ნელა იზრდებოდა, მაგრამ ამ ქვეყანამ
საკმაოდ იხეირა საერთაშორისო ვაჭრობაზე ზოგადად
ყოველგვარი აკრძალვების მოხსნითა და სატრანსპორტო
გადაზიდვებზე ტარიფების შემცირებით (ხე-ტყე, რკინა და
შვრია).
რაც მთავარია, არც ამ ქვეყნების პოლიტიკური მოწყობა
უქმნიდა წინაღობებს ინდუსტრიალიზაციასა და ეკონომიკურ
ზრდას. თუ ნაპოლეონის შემდგომი ხანის ტერიტორიულ
გადანაწილებებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში XIX საუკუნე
ხსენებული ქვეყნებისათვის საკმაოდ მშვიდობიანი გამოდგა და
პროგრესული, დემოკრატიული სვლა აქ არანაირად არ შეფერ-
ხებულა. ასევე, როგორც მცირე და საგარეო ვაჭრობაზე დამო-
კიდებული ქვეყნები, ისინი, ძირითადად, ლიბერალურ სავა-
ჭრო პოლიტიკას მისდევდნენ და ბატონყმობის გაუქმების
შემდეგ, სოფლის მეურნეობაშიც ახალი, დამოუკიდებელი
ფერმერების კლასი გამოიკვეთა, რომელიც ასევე უპირატესად
საბაზრო ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული.
ნიდერლანდების შემდგომ ეკონომიკურ წინსვლაში არც
ისე მცირე როლი საბანკო საქმის შემდგომმა განვითარებამაც
იქონია. მით უფრო, რომ, როგორც გვახსოვს, აქ საბანკო
საქმიანობის ტრადიცია ძველთაგანვე არსებობდა. ყველაზე დი-
დი — „ნიდერლანდების ბანკის“ გარდა, ვაჭრებისა და კერძო
მეწარმეთა ინიციატივით, არაერთი დამოუკიდებელი ბანკიც
დაარსდა და სწორედ მათ შეასრულეს გადამწყვეტი როლი

319
ქვეყნის სწრაფი ინდუსტრიული აღმავლობის უზრუნვე-
ლყოფაში.
სკანდინავიის ქვეყნებისა და ნიდერლანდების მაგა-
ლითზე კარგად ჩანს, რომ სავსებით შესაძლებელი ყოფილა
მეწარმეობის სხვადასხვა დარგის განვითარება და ცხოვრების
მაღალი დონის მიღწევა ქვანახშირის საბადოებისა და მძიმე
მრეწველობის გარეშეც. ასე, რომ თამამად შეიძლება ითქვას,
წარმატებული ინდუსტრიალიზაციის ერთადერთი სწორი გზა,
უბრალოდ, არ არსებობს.

ბელგია. როგორც გვახსოვს, ვენის კონგრესით ბელგია


ნიდერლანდებს მიუერთეს. საფრანგეთის რევოლუციის გავ-
ლენით 1830 წლის აგვისტოში ბელგიაში რევოლუცია დაიწყო.
ჰოლანდიის ჯარმა რევოლუციონერების დამარცხება ვერ
მოახერხა და დახმარებისათვის მეზობლებს მიმართა. ამას
ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის, ავსტრია-უნგრეთისა და
პრუსიის კონფლიქტში ჩართვა მოჰყვა. საბოლოოდ, საქმე ისე
წარიმართა, რომ 1830 წელს ვითომდა რევოლუციის ჩახშობის
მიზნით დასახმარებლად მოსულმა ქვეყნებმა, განსაკუთ-
რებული აქტით, ბელგიის დამოუკიდებლობა ცნეს. ყველაზე
მეტად ინგლისი და საფრანგეთი აქტიურობდნენ, რომლებსაც
ბელგიაში თავისი გავლენის გავრცელება სურდათ. ბელგიის
დასუსტების მიზნით, ინგლისის დიპლომატიამ ბელგიისაგან
ცალკე გამოჰყო ლუქსემბურგი და მთელი რიგი სხვა
ტერიტორიები. ამ რევოლუციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა:
ბელგიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და სულ მალე ევროპაში
ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად და ეკონომიკურად დაწი-
ნაურებულ ქვეყნად იქცა.
ბელგიის ეკონომიკურ დაწინაურებაში ქვანახშირზე არა
ნაკლები როლი საბანკო სექტორს მიუძღვის, რომლის სწრაფმა
განვითარებამ ნამდვილი საოცრება მოახდინა ბელგიაში
ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაჩქარების მხრივ.

პოლონელი გლეხების მიერ პოლონეთი 1830-1840-იან წლებში. ვენის კონგრესით


პოლონელი თავადაზნაურების პოლონეთი როგორც ვიცით პრუსიას, ავსტრიასა და რუსეთს
დასჯა. 1946 წელს, გალიცეაში. შორის განაწილდა, აქედან უმნიშვნელოვანესი ნაწილი —
ვარშავის საჰერცოგო რუსეთს ერგო, რომელსაც რუსეთმა
პოლონეთის სამეფო უწოდა. ხოლო რუსეთის მეფე იმავდ-
როულად პოლონეთის მეფედაც გამოცხადდა. მეფის რუსეთი
იძულებული იყო პოლონეთისათვის კონსტიტუცია მიეცა,
რომლის მიხედვითაც პოლონეთში საკანონმდებლო ორგანოდ
ორპალატიანი არჩევითი სეიმი გამოცხადდა. 1830 წელს,
საფრანგეთის რევოლუციის გავლენით, რევოლუციურმა მოძ-
რაობამ პოლონეთიც მოიცვა. ვარშავის ქუჩებში ათასობით მუშა
და სტუდენტი გამოვიდა.
რუსეთის მეფის ძმა, დიდი მთავარი კონსტანტინე
ვარშავიდან გაიქცა. პოლონეთის სეიმმა რუსეთის მეფე
ნიკოლოზ I პოლონეთის სამეფო ტახტიდან გადაყენებულად
გამოაცხადა. ნიკოლოზ I უზარმაზარი არმია დაძრა პოლო-
ნეთის წინააღმდეგ. მალე რუსეთის ჯარმა ვარშავა შტურმით
ნიკოლოზ I
აიღო და აჯანყება ჩაახშო.
რუსეთის იმპერატორი
1846 წელს პოლონეთში ახალი აჯანყება მომზადდა. მას
1825-1855
ზოგადპოლონური ხასიათი უნდა ჰქონოდა და როგორც
ავსტრიის და პრუსიის, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული

320
პოლონური მიწები უნდა მოეცვა, მაგრამ რუსეთის და პრუსიის
მთავრობებმა წინასწარი დაპატიმრებებით გამოსვლების
თავიდან აცილება შესძლეს. ამიტომ აჯანყებამ მხოლოდ
კრაკოვში იფეთქა, რომელიც ვენის კონგრესით თითქოსდა
თავისუფალ ქალაქად იყო გამოცხადებული, სინამდვილეში კი
იქ ავსტრიის ჯარები იდგა. აჯანყებულებმა პირველ ეტაპზე
წარმატებას მიაღწიეს და ავსტრიის ჯარები ქალაქიდან
განდევნეს, მაგრამ საბოლოოდ ავსტრიამ ქალაქის აღება
შესძლო და ის თავის სამფლობელოებს, ახლა უკვე
ოფიციალურადაც, შეუერთა.

გერმანია. დიდ ევროპულ სახელმწიფოთაგან, გერმანია


ყველაზე ბოლოს დაადგა ინდუსტრიალიზაციის გზას და,
შეიძლება ითქვას, ერთხანს „მაჩანჩალადაც“ კი ითვლებოდა.
XIX საუკუნის დასაწყისისათვის ეს ღარიბი და ჩამორჩენილი
ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უდიდესი უმეტესობა სოფლად
ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს,
პოლიტიკურადაც დაქუცმაცებული იყო. უმნიშვნელო სამრეწველო
ობიექტები მხოლოდ რაინლენდში, საქსონიაში, სილეზიასა და
ქალაქ ბერლინში არსებობდა, თუმცა ისინიც ძირითადად ხელით
შრომას იყენებდნენ და პროტოინდუსტრიულ დონეს ვერ
სცილდებოდნენ. ეკონომიკის წინსვლას, ასევე, აფერხებდა
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობაც,
ცალკეულ გერმანულ სამთავროებში საკუთარი მონეტარული
სისტემები და განსხვავებული სავაჭრო პოლიტიკა კი სერიოზულ
დაბრკოლებას წარმოადგენდა პროგრესის გზაზე.
XIX ს-ის I ნახევრში გერმანულ სამეფო-სამთავროების
განვითარებაზე უდიდესი ზემოქმედება საფრანგეთის
რევოლუციამ და ნაპოლეონის რეფორმებმა მოახდინა. 1815
წლის შემდეგაც, ნაპოლეონის დროინდელი საფრანგეთის
გავლენა კი დიდი იყო გერმანული მიწების დიდ ნაწილში.
თავად პრუსიამაც კი ბევრი რამ გადაიღო ფრანგული
კანონმდებლობისა თუ ეკონომიკური ინსტიტუტების მხრივ.
გაუქმდა ბატონყმობა, არისტოკრატიას საკუთარი ღირსების
შელახვის გარეშე, მიეცა საშუალება, კომერციასა და
ინდუსტრიაში დაედო წილი, მოისპო ქონების წოდებრივი
წარმომავლობის მიხედვით პრივილეგიები, რამაც თავისუფალ
ვაჭრობას მეტი გასაქანი მისცა. ამას ამქრების პრივილეგიების
გაუქმებაც მოჰყვა, შეიცვალა ფულად-საკრედიტო სისტემა და ზოლვერეინი ანუ გერმანიის საბაჟო
შეიქმნა ცენტრალური ადმინისტრაცია. განსაკუთრებულად
კავშირი - უმეტესი გერმანული სახელ-
თვალშისაცემი ცვლილებები განიცადა განათლების სფერომ.
მწიფოების კავშირი ტარიფებისა და
მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა საბაჟო-საგადასახადო
ეკონომიკური პოლიტიკის წარმარ-
მიმართულებითაც. მართლაც, ე. წ. ზოლვერეინის სახელით
თვისათვის, რომელიც შეიქმნა 1833
ცნობილი სისტემის შემოღებას ორი მნიშვნელოვანი შედეგი
წელს.
მოჰყვა: მოიხსნა ყველა შიდა საბაჟო გადასახადი და ერთიანი
გერმანული სახელმწიფოები შეთამხმ-
გერმანული შიდა ბაზარი ჩამოყალიბდა; იმავდროულად
დნენ, რომ კავშირში ყველა საბაჟო
შემოიღეს ერთიანი საექსპორტო ტარიფი. საბოლოო ჯამში,
გადასახადები გაეუქმებინათ, ხოლო
ყველაფერი ეს დაბალტარიფიან, ლიბერალურ კომერციულ
კავშირის ტერიტორიაზე აკრეფილი
პოლიტიკაში გადაიზარდა.
მოსაკრებლისაგან, შეექმნათ საერთო
ყოველივე ამან ერთიანი გერმანული ეკონომიკის
სალარო და შემოსავლები თანაბრად
ჩამოყალიბების შესაძლებლობა დასახა, ერთიანი სარკინიგზო
გაენაწილებინათ კავშირის წევრებს
ქსელის გაშლამ კი ეს შესაძლებლობა რეალობად აქცია.
შორის, მოსახლეობის რაოდენობის
დანაწევრებულ გერმანულ სამთავრო-სახელმწიფოებისათვის
შესაბამისად.
ერთიანი სარკინიგზო ქსელი იმდენად საჭირო აღმოჩნდა, რომ

321
მისი გაყვანა-განვითარება უფრო სწრაფადაც კი წარიმართა,
ვიდრე იმავე პერიოდში, მაგ., მის მეზობელ საფრანგეთში.
საფრანგეთისაგან განსხვავებით გერმანიაში სარკინიგზო
ხაზების მიმართულების, ტარიფებისა და სხვა ტექნიკური
საკითხების სწრაფად და იოლად შეთანხმებამ სარკინიგზო
ქსელით ქვეყნის უსწრაფესი დაფარვა გამოიწვია.
რკინიგზების მშენებლობამ არა მარტო ერთიანი
გერმანული სახელმწიფოს შექმნას მისცა ბიძგი, არამედ
ინდუსტრიის მომიჯნავე დარგების განვითარებაზეც იქონია
უდიდესი გავლენა: მაგალითად, რკინისა და ქვანახშირის
წარმოება გერმანიაში რამდენჯერმე გაიზარდა. საქმე ისაა, რომ
მანამდე ქვანახშირის უდიდეს მიმწოდებელს, მდინარე რურის
აუზის მაღაროებს, ამოღების მარტივი ტექნიკა, შესაბამისად,
შედარებით მცირე პროდუქტიულობა ახასიათებდა. თუმცა,
უკვე 1830 წლიდან, სიღრმისეული ქანების ამოღების
შესაძლებლობამ უფრო დიდი კაპიტალდაბანდება და უფრო
რთული ტექნიკის შემოტანა მოითხოვა. საქმეში უამრავი
უცხოური ფირმაც ჩაერთო და 1850 წლისთვის, ქვანახშირის
წარმოებამ, მისგან გამომდინარე, რკინისა და ფოლადის დნობის
მაჩვენებლებმაც უსწრაფესი ტემპით იწყო ზრდა. ეს ტემპი რომ
წარმოვიდგინოთ, მაგალითისათვის აღვნიშნავთ, რომ 1895
წელს გერმანიის ფოლადის მრეწველობამ დიდი ბრიტანეთისას
გადააჭარბა, ხოლო 1914 წლისთვის ეს უკანასკნელი ბევრად
უფრო მაღალხარისხიან ფოლადს აწარმოებდა.
იმ დროის გერმანული ეკონომიკის მეტად საინტერესო
მახასიათებელია კარტელების წარმოქმნა. თავად სიტყვა
კარტელი დამოუკიდებელ ფირმებს შორის ფასების, ბაზრებისა
თუ ნაწარმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე შეთანხმებას
ნიშნავს, რასაც საბოლოოდ მონოპოლისტურ, არაკონკუ-
რენტულ გარემომდე მივყავართ. ამგვარი პრაქტიკა კანონმ-
დებლობით აკრძალული იყო ბრიტანეთსა და ამერიკის
შეერთებულ შტატებში, მაგრამ არა გერმანიაში. ეკონომიკის
ელემენტარული კანონები გვასწავლის, რომ მსგავს პრაქტიკას
წარმოების შემცირება და მოგების ზრდა მოსდევს, მაგრამ ეს
ძნელად შეესაბამება იმდროინდელი გერმანიის წარმოების
სხვადასხვა სფეროს მკვეთრ ზრდას. საქმე ისაა, რომ
კარტელური პრაქტიკა აქ შეხამებული იყო პროტექციონისტულ
საგადასახადო ტარიფებთან — სწორედ მათი წყალობით,
კარტელებს შეეძლოთ, შეენარჩუნებინათ მაღალი ფასები შიდა
ბაზარზე, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი რაოდენობით
გაეტანათ საქონელი საზღვარგარეთ — ხანდახან განსაკუთ-
რებით დაბალ ფასებშიც კი. ამას სარკინიგზო-სატრანსპორტო
ქსელზე სახელმწიფო კონტროლისა და საექსპორტოდ
ხელსაყრელი ტარიფების დაწესებაც დიდად უწყობდა ხელს.
შედეგად, გერმანიის ექსპორტის წილი მსოფლიო ბაზარზე
განუზომლად გაიზარდა.

რევოლუცია გერმანიაში. 1848 წლის საფრანგეთის


თებერვლის რევოლუციამ გამოხმაურება მთელ დასავლეთ
ევროპაში ჰპოვა. გერმანიის სამეფო-სამთავროებში რევო-
ლუციური გამოსვლები უკვე თებერვლის ბოლოს დაიწყო. მათი
ძირითადი მოთხოვნები იყო ფეოდალური გადმონაშთების
ლიკვიდაცია, პრესის თავისუფლება, ნაფიც მსაჯულთა ინსტი-

322
ტუტის შემოღება. გერმანული სამეფო სამთავროების ხელი-
სუფლება იძულებული იყო დათმობებზე წასულიყო.
დიდი მღელვარება მოხდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ
გერმანულ სამეფოში — ბავარიაშიც. მეფეს მარტის დასაწყისში
პოლიტიკური თავისუფლების შესახებ პეტიცია წარუდგინეს.
დედაქალაქში — მიუნჰენში დაიწყო აჯანყება. მეფე
იძულებული იყო თავის შვილის სასარგებლოდ ტახტიდან
გადამდგარიყო. რევოლუციური მოძრაობა პრუსიაშიც დაიწყო.
პრუსიის მთავარი ქალაქები მღელვარებამ მოიცვა. მასების
ყველაზე აქტიურ გამოსვლას ადგილი ბერლინში ჰქონდა. 18
მარტს ხალხმა სამეფო სასახლეს ალყა შემოარტყა, რასაც
არმიასთან შეტაკება მოჰყვა. შედეგად ივნისში მღელვარება
კიდევ უფრო გაფართოვდა. ქალაქი ბარიკადებით დაიფარა.
არმიამ წესრიგის დამყარება ვეღარ მოახერხა და ხელისუფლება
იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო. გამოცხადდა
საყოველთაო ამნისტია, ახლადშექმნილ მთავრობაში, პირველად
პრუსიის ისტორიაში, ბურჟუაზიის წარმომადგენლებიც
მონაწილეობდნენ. დაიწყო სამეფო გვარდიის რეორგანიზება.
პრუსიის ქალაქებში მღელვარებას გლეხთა გამოსვლებიც მოჰყვა.
გამოსვლებს ადგილი ჰქონდა პოლონეთშიც, პოზნანის ოლქში, მხატვარ ფილიპ ვეიტის 1948
რომელიც პრუსიის შემადგენლობაში შედიოდა. წლის ნახატს ჰქვია გერმანია.
1848 წლის მაისის დასაწყისში შედგა პრუსიის
ნაციონალური კრების არჩევნები. არჩევნები ძველი სისტემის
მიხედვით ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ადგილების უმეტესობა
მხოლოდ ლიბერალური ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა
მიიღეს. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც
ახლადშეკრებილმა ნაციონალურმა კრებამ პრუსიის ახალი
კონსტიტუციის განხილვა დაიწყო. ამ პროექტით ხმის მიცემის
საარჩევნო უფლება მხოლოდ მდიდარ მესაკუთრეებს
ეძლეოდათ, რამაც მოსახლეობაში დიდი მღელვარება გამოიწვია.
მღელვარებამ მსხვილი და საშუალო ბურჟუაზია დააშინა და
სამეფო ხელისუფლებასთან უფრო მტკიცე კავშირისაკენ უბიძგა.
პრუსიაში კონტრრევოლუციური გადატრიალება დაიწყო.
გერმანიის რევოლუციის ერთ-ერთ ამოცანას გერმანიის
პოლიტიკური გაერთიანება წარმოადგენდა. გერმანიის
ბურჟუაზიის უმეტესობას ასეთი გაერთიანება პრუსიის
მეთაურობით უნდოდა, ნაწილი ავსტრიის მხარეზე იყო. ისინი
ყველა გერმანული მიწების გაერთიანებას ავსტრიის იმპერიის
მეთაურობით ხედავდნენ. 1848 წლის მაისში მაინის
ფრანკფურტში სრულიად გერმანიის ნაციონალური კრება
ავსტრიის იმპერია ფორმალურად
შეიკრიბა, რომლის მთავარ საკითხს გერმანიის გაერთიანება
1804 წ. დაარსდა. 1868 წ. მას
წარმოადგენდა. ფრანკფურტის პარლამენტმა თითქოს საერთო
ავსტრია-უნგრეთის იმპერია ეწოდა.
გერმანული მთავრობაც ჩამოაყალიბა, მაგრამ ამ მთავრობას
არავითარი რეალური ძალაუფლება არ გადაეცა.
1848 წლის შემოდგომაზე რევოლუციამ გერმანიაში
ახალი ძალით იფეთქა, მაგრამ უმოქმედოდ არც კონტრ-
რევოლუციური ძალები იყო. პირველი კონტრრევოლუციური
გადატრიალება პრუსიაში მოხდა. მეფის ერთგულმა ჯარის
ნაწილებმა ბერლინი დაიკავეს. ყველა ოპოზიციური გაზეთი
დაიხურა. პრუსიის ნაციონალური კრების სხდომები ბერლინის
გარეუბანში, ბრანდებურგში გადაიტანეს, შემდეგ კი კრება,
საერთოდაც, გარეკეს. პრუსიაში რევოლუცია დასრულდა.
1849 წლის მარტში ფრანკფურტის ეროვნულმა კრებამ
(პირველი საერთოგერმანული პარლამენტი) სრულიად გერ-

323
მანიის კონსტიტუცია მიიღო, რომელიც ერთიანი გერმანული
სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა. ამ ერთიან გერმანულ
სახელმწიფოში გერმანიის მიწაზე არსებული სახელმწიფოები,
მათ შორის, პრუსია და ავსტრიაც უნდა შესულიყვნენ. თი-
თოეულ სახელმწიფოს თავისი მმართველობა და კანონ-
მდებლობა უნარჩუნდებოდა. საერთო გერმანული სახელმ-
წიფოს მთავრობის ფუნქციებში საგარეო პოლიტიკა, საბაჟოები
და შეიარაღებული ძალები შედიოდა. ცენტრალურ ხელი-
სუფლებას კი მხოლოდ იმპერატორი ქმნიდა, საკანონმდებლო
ფუნქციები ორპალატიანი რაიხსტაგის ხელში გადადიოდა.
ფრანკფურტის პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუცია
ადამიანის ძირითად უფლებებსაც ითვალისწინებდა. კაიზერის
დეპუტაცია პრუსიაში ჩავიდა და მეფეს — ფრიდრიხ ვილჰელმ
IV სრულიად გერმანიის იმპერატორის გვირგვინი შესთავაზა.
ვილჰელმა გვირგვინზე უარი განაცხადა. უარის მიზეზი
პრუსიის სურვილი იყო ეს გერმანული სახელმწიფოები
გადაეყლაპა. ფაქტობრივად ამ კონსტიტუციას მხარი არცერთმა
მსხვილმა გერმანულმა ქვეყანამ არ დაუჭირა.
1849 წლის ივნისში, ფრანკფურტის ეროვნულმა კრებამ,
რომელიც ცოტა ხნით ადრე შტუდგარტში გადავიდა, ჯარებმა
გარეკეს, ამით რევოლუცია გერმანიაში საბოლოოდ
დასრულდა.

შვეიცარია. შვეიცარია, გერმანიასთან შედარებით, გვიან


დაადგა ინდუსტრიალიზაციის გზას. შვეიცარიას XIX ს-ის
დასაწყისშივე გააჩნდა ის მახასიათებლები, რამაც 1850 წლის
შემდეგ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის სწრაფ ინდუს-
ტრიალიზაციას. მაგალითისათვის დავასახელებთ ისეთ მნიშვ-
ნელოვან ფაქტორს, როგორიც საზოგადოების განათლებაა.
შვეიცარიას, იმხანად ზრდასრულ მოსახლეობაში წერა-კითხვის
ცოდნის გამორჩეულად მაღალი დონე, სხვა ევროპული ქვეყ-
ნებისაგან განასხვავებდა. იმავდროულად ქვეყნის ეკონო-
მიკური სტრუქტურა მაინც პრეინდუსტრიული იყო. მართლაც,
1850 წლისათვის სამუშაო ძალის 57%-ზე მეტი მთლიანად
სოფლის მეურნეობაში იყო დაკავებული და მხოლოდ 4%-ზე
ნაკლები მუშაობდა ქარხნული ტიპის საწარმოებში. ეს საწარ-
მოებიც, ძირითადად, საოჯახო სახისა იყო და მანქანა-დანად-
გარების გარეშე ცდილობდა იოლად გასვლას. რკინიგზის
ჯამური სიგრძეც აქ 30 კმ-ს არ აჭარბებდა. რაც მთავარია,
ქვეყანაში არ არსებობდა აუცილებელი ინსტიტუციური
მოწყობა ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად:
1850 წლამდე მას არც ერთიანი საბაჟო ჰქონდა, არც ეფექტური
ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, არც ცენტრალიზებული
საფოსტო სისტემა და არც ქვეყნისთვის ერთიანი ზომა-წონის
სტანდარტები.
ტერიტორიულად ამ პატარა ქვეყანაში, წიაღისეული
სიმდიდრის მარაგიც ძალზე მწირია, თუ არ ჩავთვლით წყლის
რესურსებს და ხე-ტყეს; რაც შეეხება ქვანახშირს, ის აქ საერთოდ
არ მოიპოვება. მთაგორიანი რელიეფის გამო, მიწის 1/4
სრულიად დაუმუშავებელი და, პრაქტიკულად, დაუსახ-
ლებელია. არადა, ამ არახელსაყრელი ფაქტორების მიუხე-
დავად, XX საუკუნის დასაწყისისათვის შვეიცარია ცხოვრების
პრუსიის მეფე ფრიდრიხ დონის მხრივ ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად იქცა.
ვილჰელმ IV შვეიცარიის მეწარმეობის თავისებურება ის გახლდათ, რომ
1840-1861

324
იქაურები კარგად უთავსებდნენ ერთმანეთს ტექნოლოგიურ
სიახლეებსა და შრომის ტრადიციულ მეთოდებს.
შვეიცარიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია საბანკო
საქმის განვითარება. ამ ქვეყანამ დიდი თავისუფლება მიანიჭა
დამოუკიდებელ ბანკებს, რამაც ის მომდევნო XX საუკუნეში,
ფაქტობრივად, მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ცენტრად
აქცია.

ავსტრია-უნგრეთის იმპერია. ჰაბსბურგთა დინასტიის


ქვეშ მყოფ ავსტრია-უნგრეთის იმპერიას არათუ უბრალოდ
ეკონომიკურ ჩამორჩენილობას აბრალებდნენ, არამედ მის
დაშლას I მსოფლიო ომის შემდეგ, სწორედ ამ მიზეზით ხსნი-
დნენ, მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა ეს გაბატონებული
კლიშე გარკვეულწილად შეარყია.
თავისთავად ამ იმპერიას რამდენიმე ფაქტორი
გამოარჩევდა გერმანიასა თუ საფრანგეთისაგან: მათზე ბევრად
მეტი რეგიონალური განსხვავებები და არაერთგვაროვნება
დასავლურ და აღმოსავლურ პროვინციებს შორის. დასავლურ
პროვინციებში (ბოჰემია, მორავია, საკუთრივ ავსტრია) ეკო-
ნომიკური ზრდის ტენდენციები, თანამედროვე გაგებით, ჯერ
კიდევ XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან შეინიშნებოდა. მაგ.,
საფეიქრო და მინის წარმოება ჩეხეთის რეგიონში ფართოდ იყო
გავრცელებული. ასევე, მატყლის გადამუშავებისა თუ ლუდის
ხარშვის ძირძველი ტექნოლოგიები. მექანიზაციის პროცესები
ფართოდ აქ მხოლოდ XVIII ს-ის ბოლოს დაინერგა, XIX ს-ის
მიწურულს კი ავსტრია-უნგრეთი კონტინენტზე მხოლოდ
საფრანგეთს ჩამორჩებოდა საფეიქრო ნაწარმის მხრივ.
იმავდროულად ბატონყმობის ინსტიტუტი, რომელიც აქ
1848 წლამდე არ გაუქმებულა, რასაკვირველია, მძიმე ტვირთად
აწვა ქვეყანას. ხელისუფლების პოლიტიკა არც საგარეო
ვაჭრობაში უწყობდა ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
საუკუნის ბოლომდე ეს პოლიტიკა პრინციპულად პროტექ-
ციონისტული გახლდათ, რამაც ავსტრია-უნგრეთის გამოდევ-
ნაც კი გამოიწვია ე.წ. „ზოლვერაინის“ გაერთიანებიდან. მაღალი
ტარიფები იყო დაწესებული იმპორტსა თუ ექსპორტზე და
შედეგად, XX საუკუნის დასაწყისში, პატარა ბელგია რამდენ-
ჯერმე უსწრებდა საგარეო ვაჭრობის მხრივ ავსტრია-უნგრეთის
იმპერიას.
რაც შეეხება, ადამიანურ რესურსს — სწავლა-განათ-
ლების მხრივ, გარდა იმისა, რომ ზოგადად მცირე იყო განათ-
ლებული ხალხის რაოდენობა, ის თან საოცრად არათანაბრად
იყო გადანაწილებული იმპერიის რეგიონების მიხედვით;
ხოლო როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, განათლების მაღალი
დონე უშუალო კავშირშია ინდუსტრიალიზაციის პროცესთან.
ავსტრია-უნგრეთის იმპერია, მთლიანობაში, მაინც მთა-
გორიან ქვეყანას წარმოადგენდა და რიგიანი საგზაო
კომუნიკაციების გაყვანა ძვირი ჯდებოდა. მდინარე დუნაიც
მხოლოდ სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიედი-
ნებოდა და მისი შესაძლებლობები XIX საუკუნის მეორე
ნახევრამდე, სანამ ორთქლის ძრავიანი, სამდინარო გემები არ
ჩადგა მწყობრში, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო.
მართალია, ბოჰემიასა და ავსტრიული სილეზიის
რეგიონებში ქვანახშირის საბადოების არსებობის წყალობით
გარკვეული ინდუსტრიული „კუნძულები“ არსებობდა, მაგრამ

325
შეიძლება ითქვას რომ, მთლიანობაში ავსტრია-უნგრეთი უფრო
კულტურულ-პოლიტიკური ერთობა იყო და არა ეკონომიკური.
XX საუკუნის დამდეგამდე, მისი განვითარების ტემპები
საკმაოდ ჩამორჩებოდა ზოგადად დასავლეთ ევროპულს,
თუმცა კი, მნიშვნელოვნად უსწრებდა აღმოსავლეთ ევროპისას.

რევოლუცია ავსტრიის იმპერიაში. 1848 წლის მარტის


დასაწყისში ავსტრიაში სხვა გერმანული სამეფო-სამთავროების
მსგავსად რევოლუცია დაიწყო. ქვემო ავსტრიის ლანდტაგის-
პარლამენტის გახსნის დღეს ვენაში დიდძალი ხალხი შეიკრიბა.
დემონსტრანტები მეტერნიხის გადადგომას მოითხოვდნენ,
რომელიც თითქმის 30 წელი, როგორც კანცლერი, სათავეში
ედგა ავსტრიის მთავრობას. იმპერატორი მის გადაყენებას
დაუყოვნებლივ დათანხმდა და მეორე დღესვე მეტერნიხი
გადააყენა. ის, გადაცმული საზღვარგარეთ გაიქცა. ახალმა მთავ-
რობამ, რომელიც მთლიანად თავადაზნაურთა წარმომად-
გენლებისაგან შედგებოდა, კონსტიტუციისა და საარჩევნო
კანონის პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის მიხედვით, ხელი-
სუფლება იმპერატორის ხელში რჩებოდა, რომელსაც რაიხ-
სტაგის მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება ჰქონდა.
ამ კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებას დიდი მღელვარება
მოჰყვა. იმპერატორი ვენიდან გაიქცა. ვენასთან ერთად რევო-
ლუციური მოძრაობა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშიც
დაიწყო. დემონსტრანტები ჰაბსბურგების დამხობას და
უნგრეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოითხოვდნენ.
რევოლუციურმა მოძრაობამ ავსტრიის კუთვნილი ტრან-
სილვანია, ჩეხეთი და ავსტრიის იმპერიის არაგერმანელებით
დასახლებული სხვა მხარეებიც მოიცვა.
რევოლუციური მოძრაობით შეშინებული რეაქციული
წრეები, პირველ რიგში, უნგრეთის რევოლუციის ჩახშობას
შეეცადნენ. იმპერატორის ჯარის ნაწილები უნგრეთში შეიჭ-
რნენ, მაგრამ დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. აჯანყებული უნგ-
რელების არმია ავსტრიის საზღვარს მიუახლოვდა. ავსტრიის
მონარქია საკუთარ დღეებს ითვლიდა.
კრიზისულ ვითარებაში ავსტრიის იმპერატორს დახ-
მარების ხელი რუსეთის იმპერატორმა გაუწია. 1849 წელს რუსე-
თის ასი ათასიანი არმია უნგრეთში შეიჭრა, ხოლო მისმა მეორე
არმიამ, რომელიც ორმოცი ათასი ჯარისკაცისაგან შედგებოდა,
ტრანსილვანია დაიკავა. ავსტრიისა და რუსეთის ჯარებმა
უნგრელები დაამარცხეს და ბუდაპეშტში შევიდნენ. მალე უნგ-
რეთის არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ავსტრიის ხელი-
სუფლება აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა. სიკვდილით
დასაჯეს უნგრელი გენერლები და უნგრეთის პრემიერ-
მინისტრი, ათასობით ადამიანი საპყრობილეში გამოამწყვდიეს.

რევოლუცია იტალიაში. 1849 წლისათვის იტალია


ერთიან სახელმწიფოს არ წარმოადგენდა. ჩრდილოეთ იტალიის
ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი ავსტრიელებს ეკავათ,
ჩრდილოეთ-დასავლეთში კი სარდინიის, იგივე პიემონტ-
სარდინიის სამეფო იყო. იტალიის სამხრეთით ნეაპოლის
სამეფო მდებარეობდა, რომელსაც სიცილია ეკუთვნოდა. დანა-
რჩენი იტალია რომის პაპის ოლქსა და რამდენიმე სამთავროს
კლემენტ ფონ მეტერნიხი შორის იყო განაწილებული.
1773-1859

326
ქვეყნის დაქუცმაცებულობის გამო ის, რისთვისაც
ერთიანი „იტალიური ეკონომიკა“ შეიძლებოდა დაგვერქმია,
ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასევე, ერთიანი ვალუტის
არარსებობა ნებისმიერ ინვესტორს გულს უცრუებდა აქ რაიმე
საქმიანობის წამოწყებაზე. იტალიის დაქუცმაცებულობა და
სხვადასხვა ქვეყნების მიერ დანაწილება იმდენად ხანგრ-
ძლივად გრძელდებოდა, რომ დღესაც კი, იტალიის გაერ-
თიანებიდან საუკუნენახევარზე მეტი ხნის შემდეგაც,
თვალშისაცემია ამ ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ეკონო-
მიკურ რეგიონებად დაყოფა.
რევოლუციური მოძრაობა იტალიაში ჯერ კიდევ 1820-
1821 წლებში დაიწყო. მას კარბონარები ხელმძღვანელობდნენ,
მაგრამ ავსტრიის ჯარებმა ეს აჯანყება შედარებით იოლად
ჩააქრეს. რევოლუციის ახალი ტალღა ხელახლა 1840-იან წლე-
ბში აზვირთდა.
აჯანყება სიცილიაში დაიწყო, რომელიც ნეაპოლის
სამეფოში შედიოდა. ნეაპოლის მეფე იძულებული იყო კარბონარები — იტალიური
აჯანყებულებისათვის დაეთმო და კონსტიტუცია მიეღო. საიდუმლო რევოლუციური ორ-
მღელვარების შედეგად კონსტიტუცია მიიღო სარდინიის განიზაციის წევრები, რომელიც
სამეფომაც. ამასობაში განმათავისუფლებელი მოძრაობა იტა- მოქმედებდა 1807-1832 წლებში.
ლიის ავსტრიელების მიერ დაპყრობილ ნაწილშიც დაიწყო. კარბონარი მოდის იტალიური
ავსტრიის დაქვემდებარებაში მყოფმა ლომბარდიამ სარ- „კარბონარო“-დან, რაც მენახ-
დინიასთან შერწყმა გამოაცხადა. სარდინიას კიდევ რამდენიმე შირეს ნიშნავს. ამ ფარულ
იტალიური სამთავრო შეუერთდა. იმავდროულად აჯანყებამ საზოგადოებაში წევრად მიღების
ავსტრიის დაქვემდებარებაში მყოფ სარდინიის მეზობელ დროს ასრულებდნენ ხის ნახ-
მილანშიც იფეთქა. სარდინიასა და ავსტრიას შორის მთავარი შირის დაწვის სიმბოლურ რი-
ომები ლომბარდიაში გაიმართა. განმათავისუფლებელი ბრძო- ტუალს, რაც საზოგადოების წევ-
ლის ამ პირველ ეტაპზე სარდინია ავსტრიასთან ბრძოლაში რის სულიერი განწმენდის სიმ-
დამარცხდა და იძულებული იყო დროებით დაზავებას ბოლოდ ითვლებოდა.
დათანხმებულიყო. 1849 წ. სარდინიამ, ხალხის ზეწოლით,
ავსტრიის იმპერიასთან ომი განაახლა, მაგრამ კვლავაც
დამარცხდა. სარდინიის მეფე იძულებული გახდა ტახტიდან
გადამდგარიყო, ხოლო ახალი მეფე ვიქტორ ემანუელ II
ავსტრიასთან კვლავ დროებით დაზავებას დასთანხმებოდა,
შემდეგ კი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი და
კონტრიბუციის გადახდაც ეკისრა.
იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის დამარ-
ცხება რევოლუციური მოძრაობის დამარცხებაც იყო. ასე, რომ
1848-1849 წლის რევოლუციამ იტალიელ ხალხს ვერც ავსტრიის
უღლიდან და ვერც ფეოდალური წყობილებიდან გათავი-
სუფლება მოუტანა.
რევოლუციის ჩახშობის შემდეგ იტალიაში რეაქციის
ხანა დაიწყო. ავსტრიელებმა ლომბარდიაში და ვენეციაში სამ-
ხედრო დიქტატურა დაამყარეს. ნეაპოლის სამეფოშიც რევო-
ლუციონერებს სასტიკად გაუსწორდნენ. მრავალი მათგანი
სიკვდილით დასაჯეს.
მიუხედავად დამარცხებისა, სარდინიის სამეფო კვლავ
იტალიის გაერთიანების ცენტრად რჩებოდა. ეს იყო ყველაზე
ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული იტალიური
სახელმწიფო. 1848-1849 წლების რევოლუციური მოძრაობის
ჩახშობის შემდეგ სარდინიის სამეფო ერთადერთ იტალიურ
სახელმწიფოდ დარჩა, რომელშიც კონსტიტუცია არ გაუქ- ვიქტორ ემანუელ II
მებულა. სამეფოს იმხანად სავოიის დინასტია მართავდა. სარდინიის (პიემონტის) მეფე
იტალიის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში ორი 1849-1861

327
ფრთა არსებობდა. ზომიერი ლიბერალური წრეები ქვეყნის
გაერთიანებას „ზემოდან“ ამ დინასტიის ხელქვეით ფიქრობ-
დნენ. ისინი სარდინიის მეფე ვიქტორ ემანუელ II-ის ირგვლივ
დაჯგუფდნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1852 წელს
სარდინიის სამეფოს მთავრობას სათავეში გრაფი კამილო ბენცო
დი კავური ჩაუდგა, რომელიც ქვეყანას მეფის სახელით ათი
წელი მართავდა. კავური იყო პროგრესული იდეებით აღჭურ-
ვილი მდიდარი მიწათმფლობელი, რომელიც თავისი იდეების
ცხოვრებაში განხორციელებას განუხრელად ცდილობდა —
სარკინიგზო მშენებლობის, ბანკის დაარსებისა, თუ გაზეთის
გამოცემის საშუალებით. კავური ერთდროულად გახლდათ
საზღვაო ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. სულ
გრაფი კამილო ბენცო დი კავური მალე მან ფინანსთა მინისტრობაც შეითავსა, რის შემდეგაც
1810-1861 ცხადი გახდა, რომ კავურის პრემიერ-მინისტრობას წინ ვერა-
ფერი დაუდგებოდა. კავურის თქმით, ფინანსური მოწყობა და
ეკონომიკური წინსვლა ის ორი დედაბოძი იყო, რომლის
გარეშეც ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდებოდა. ამ მიზნის
მისაღწევად, მან მრჩევლებად უცხოელი ეკონომისტები
მიიწვია, რასაც სულ მალე ქვეყანაში უცხოური კაპიტალის
შედინებაც მოჰყვა. შედეგად, ქვეყნის ექსპორტი ორჯერ
გაიზარდა, ხოლო იმპორტი — სამჯერ. შემდგომი ათწლეულის
განმავლობაში არ შეწყვეტილა უცხოური ფირმების მიერ
სარკინიგზო მშენებლობა, ბანკებისა თუ ერთობლივი სააქციო
კომპანიების დაარსება.
იმავდროულად ეროვნულ-რევოლუციური მოძრაობა
ახალგაზრდა იტალია, რომელიც რესპუბლიკელმა ჯუზეპე
მაძინიმ დააარსა, იტალიის გაერთიანებას რევოლუციის გზით
ქვემოდან ცდილობდა. მაძინის გვერდით ჯუზეპე გარიბალდი
დადგა. ის, როგორც უშიშარი მებრძოლი და პატრიოტი,
იტალიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
სარდინიის სამეფო ქვეყნის გაერთიანების საქმეში
ჯუზეპე მაძინი
დიპლომატიას აქტიურად იყენებდა. იმისათვის, რომ
1805-1872
საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ III-ის კეთილგანწყობა
მოეპოვებინა სარდინია რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ
ყირიმის ომში ჩაება.

რუსეთის იმპერია. ნაპოლეონთან ტილზიტის ზავით


(1807) რუსეთისათვის ევროპული ომები დროებით დას-
რულდა, რამაც მას აღმოსავლეთის საქმეების წარმართვის
საშუალება მისცა. ჯერ კიდევ 1801 წელს რუსეთმა გეორ-
გიევსკის ტრაქტატის დარღვევით ქართლ-კახეთის სამეფოს
ანექსია მოახდინა. მალე მან დასავლეთ საქართველოშიც
შეიყვანა ჯარები. მოკლე ხანში იმერეთის სამეფო გააუქმეს, ხო-
ლო სამეგრელოს, გურიის და აფხაზეთის სამთავროებმა რუსე-
თის უზენაესობა აღიარეს. დასავლეთ საქართველოზე პრეტენ-
ზიას ოსმალეთის სულთანი, აღმოსავლეთზე კი ირანის შაჰი
აცხადებდა, ამიტომ რუსეთის მიერ საქართველოს სამეფო-
ჯუზეპე გარიბალდი
სამთავროების დაქვემდებარებას XIX ს-ის დასაწყისში რუსეთ-
1805-1882
თურქეთის და რუსეთ-ირანის ომები მოჰყვა.
ოსმალეთთან ომი ჩვენთვის უკვე ცნობილი ბუქარესტის
ზავით დასრულდა. ზავმა დასავლეთ საქართველოს რუსეთის
ხელში გადასვლა დაადასტურა. ირანთან ომი გულისტანის
ზავმა დაასრულა, რომელიც ირანთან უკვე ნაპოლეონის
ჯარების რუსეთიდან განდევნის შემდეგ დაიდო. ზავის

328
მიხედვით ირანმა აღმოსავლეთ ქართული ქართლ-კახეთის "რომი ან სიკვდილი!"
სამეფო რუსეთის საზღვრებში აღიარა. 1862 წლის ივლისში გარიბა-
ვენის კონგრესით მსოფლიოს გადანაწილების შემდ- ლდი პალერმოში ჩავიდა. იქ პა-
გომაც რუსეთი კვლავაც აქტიურად და წარმატებით ერეოდა ლერმოს ფორუმზე ხალხს მი-
ბალკანურ თუ კავკასიურ პოლიტიკაში. ეს უკვე XIX ს-ის 20-იან მართა:
წლებში რუსეთ-ოსმალეთისა და რუსეთ-ირანის შემდგომი
ომების მიზეზი გახდა. ჩვენთვის უკვე ცნობილი ადრია- "პალერმოს ხალხნო! საფრანგეთის
ნოპოლის ხელშეკრულებით, რუსეთმა ოსმალეთს მის მიერ ჯერ მბრძანებელი, რომელმაც ფიცი გა-
კიდევ XVII ს-ის დასაწყისში დაპყრობილი ქართული ტეხა და ოკუპირებული აქვს რო-
პროვინციის — გურჯისტანის ვილაიეთის, იგივე ახალციხის მი ... ყაჩაღების და მკვლელების
საფაშოს დიდი ნაწილი წაართვა და შეიერთა. წინამძღოლი გახდა. დავატო-
რუსეთს არც დასუსტებული ირანის მორიგი დამარ- ვებინოთ ნაპოლეონს რომი და თუ
ცხება გასჭირვებია. თურქმანჩაის საზავო ხელშეკრულებით, საჭირო იქნება, ახალი "სიცილი-
რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში იმჟამად არსებული მუსლიმური ური სერობა" მოუწყოთ!" ხალხმა
სახანოებიც თავის საზღვრებში შეიყვანა. გარიბალდის უპასუხა ერთსუ-
საგარეო პოლიტიკაში უცილობელი წარმატების ლოვანი ძახილით: "რომი ან სიკვ-
მიუხედავად, რუსეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითა- დილი!"
რების თვალსაზრისით ევროპის მოწინავე ქვეყნებს ფრიად
ჩამორჩებოდა. XIX ს-ის შუა წლებისათვის ის ჯერ კიდევ ღრმად გულისტანის ზავი 1813 წელს
ფეოდალურ ქვეყანას წარმოადგენდა, რომელშიც ბატონყმობა დაიდო. მან რუსეთსა და ირანს
სუფევდა. შორის 1804-1813 წლებში
კაპიტალისტური წარმოების საწყისები რუსეთში ჯერ მიმდინარე ომი დაასრულა.
კიდევ პეტრე I-ის მმართველობის ხანაში ჩაისახა, მაგრამ თუ
ურალში რკინის სადნობ წარმოებას არ ჩავთვლით, ყველა სხვა
წამოწყება უფრო პოლიტიკურ ან სამხედრო მიზანს თურქმანჩაის ზავით 1828 წელს
ემსახურებოდა და ეკონომიკურად წარუმატებელი აღმოჩნდა. დასრულდა რუსეთ-ირანის რი-
XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ინდუსტრიალიზაციის ტენ- გით მეორე ომი, რომელიც 1826-
დენცია გაჩნდა, როცა წარმოებაში მანქანა-დანადგარები დაი-
1828 წლებში მიმდინარეობდა.
ნერგა. იმავდროულად მრეწველობაში დასაქმებულთა რიცხვი
100.000-დან ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, ძირითადად,
სწორედ ყოფილი ყმა გლეხების ხარჯზე. ყველაზე დინამიურად
და სწრაფად საფეიქრო მრეწველობა ვითარდებოდა, განსა-
კუთრებით — მოსკოვის რეგიონში; უკრაინაში გაჩნდა შაქრის
გადამამუშავებელი საწარმოები; სანკტპეტერბურგსა და
რუსეთის პოლონეთში კი — მეტალურგიული და მანქანათ-
მშენებელი ობიექტები.

ყირიმის ომი. 1853 წელს რუსეთმა თურქეთთან ომი


წამოიწყო, რომელიც სულ მალე საერთო ევროპულ ომში
გადაიზარდა. ისტორიაში ეს ომი ყირიმის ომის (1853-1856)
სახელით შევიდა. ომის მიზეზი რუსეთის დარდანელისა და
ბოსფორის სრუტეებზე გაბატონების სურვილი გახლდათ.
რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ომის დასაწყებად დრო
ხელსაყრელად მიიჩნია, ვინაიდან ფიქრობდა, რომ რევო-
ლუციების შედეგად დასუსტებულ ავსტრია-უნგრეთს, პრუ-
სიასა და საფრანგეთს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების თავი
არ ექნებოდათ. მით უფრო, რომ ევროპის მონარქები რევო-
ლუციებმა არა მარტო დაასუსტა, რუსეთის მონარქისაგან
დიდად დავალებულებიც გახადა, ვინაიდან რუსეთი საღვთო
კავშირის დადგენილებას პირწმინდად ასრულებდა და
ევროპელ მონარქებს რევოლუციების ჩახშობაში დიდად
ეხმარებოდა, რის გამოც „ევროპის ჟანდარმის“ სახელიც
დაიმკვიდრა.

329
ომის პირველ ეტაპზე რუსეთმა ოსმალეთი რამდენ-
ჯერმე, მათ შორის საზღვაო ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა.
ასეთ ვითარებაში, იმის შიშით, რომ რუსეთი ოსმალეთის
დამარცხებით ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს დაეუფ-
ლებოდა, ომში ოსმალეთის მხარეზე ინგლისი, საფრანგეთი და
საზღვაო ბრძოლა რუსეთსა და სარდინია ჩაება. მოკავშირეები შავ ზღვაში შევიდნენ და
ოსმალეთს შორის სინოპის ყურეში ყირიმის ნახევარკუნძულზე დესანტი გადასვეს. ამას რუსეთის
1853 წლის 18 (ახალი სტილით — შავი ზღვის პორტის — სევასტოპოლის ხანგრძლივი ალყა, მისი
30) ნოემბერს გაიმართა. ეს იყო აღება და რუსეთის დამარცხება მოჰყვა. საზავო პირობები
მსოფლიო ისტორიაში იალქნიანი რუსეთისათვის ფრიად მძიმე აღმოჩნდა. რუსეთს აეკრძალა შავ
ხომალდების ბოლო ბრძოლა. ამ
ზღვაში სამხედრო ფლოტის ყოლა, ბოსფორისა და დარდა-
თვალსაზრისით აღნიშნულმა
ნელის სრუტეები გემებისათვის გახსნილად გამოცხადდა.
ბრძოლამ ორივე ქვეყნის ჩამორჩ-
გარდა ამისა, რუსეთი იძულებული იყო შავიზღვისპირეთში
ენილობასაც გაუსვა ხაზი.
არსებული ციხე-სიმაგრეები თავისი ხელით დაენგრია.
განცდილმა მარცხმა ევროპის ქვეყნებთან შედარებით
რუსეთის ჩამორჩენილობა, მათ შორის სამხედრო სფეროშიც
სრულიად უცილობელი გახადა. ამან რუსეთის ხელისუფლებას
რეფორმებისაკენ უბიძგა.
1861 წელს მეფის მანიფესტით რუსეთის გლეხობას
ყმობისაგან განთავისუფლება ებოძა. ბატონყმობისაგან
გათავისუფლება რუსეთში თავისებურად წარიმართა: რუსეთის
გლეხს თავი უნდა გამოესყიდათ, ანუ გათავისუფლებისათვის
გარკვეული გადასახადი უნდა გადაეხადა; სანამ ამ გადასახადს
არ გადაიხდიდა, მანამდე ბატონის მიმართ დროებით ვალ-
დებულად რჩებოდა. ამან რუსეთის დემოკრატიული ძალების
აღშფოთება და XIX საუკუნის 60-70-იან წლებში მნიშვნელოვანი
მღელვარებები გამოიწვია. უფრო თანმიმდევრული იყო საიმპე-
რატორო კარი 70-იანი წლების სხვა ბურჟუაზიული ხასიათის
გარდაქმნების გატარებაში. გაუქმდა ჯარში გაწვევის ფეოდა-
ლურ-რეკრუტული სისტემა და საყოველთაო გაწვევა გამო-
ცხადდა. შეიცვალა სასამართლო სისტემა. ფეოდალური სასა-
მართლო ბურჟუაზიული სასამართლოთი შეიცვალა —
პაექრობითი პროცესით (ბრალს დებს პროკურორი და იცავს
ადვოკატი), წინასწარი გამოძიებითა და ნაფიცი მსაჯულებით.
გატარდა, აგრეთვე, ადგილობრივი მმართველობის რეფორმა,
რომელიც ბოლომდე თანმიმდევრული არ აღმოჩნდა, მაგრამ
მაინც უცილობლად თვითმმართველობის განვითარების კუთხ-
ით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
მთავრობა, უცხოურ კაპიტალზე და ტექნოლოგიებზე
დაყრდნობით, რკინიგზის გაყვანასაც შეუდგა. ამავე დროს,
საბანკო სისტემის რეორგანიზაციაც მოახდინა დასავლური
ფინანსური გამოცდილების დასანერგად. ყოველივე ამას
რუსეთში ინდუსტრიალიზაციის ტემპის მნიშვნელოვანი დაჩ-
ქარება მოჰყვა, თუმცა რუსეთის ეკონომიკური განვითარების
თავისებურება იყო ის, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავ-
ლესობა კვლავ სოფელში ცხოვრობდა. იმავდროულად,
სოფლის მეურნეობა ბატონყმობის გაუქმების შემდგომაც,
მრავალრიცხოვანი ფეოდალური გადმონაშთების არსებობის
ვითარებაში, ფრიად ნელი ტემპით პროგრესირებდა.

იტალიის გაერთიანება. ყირიმის ომის დასრულებიდან


რამდენიმე წელიწადში (1858) სარდინიის მთავრობის
თავმჯდომარემ კამილო დი კავურიმ საფრანგეთის იმპერატორს
ნაპოლეონ III-ს ავსტრიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა

330
აღუთქვა. ამისათვის სარდინიას საფრანგეთის იმპერატორი
ვენეციას და ლომბარდიას დაჰპირდა, რომლებიც ომის შედე-
გად ავსტრიისათვის უნდა წაერთმია. სამაგიეროდ, კავური
იძულებული გახდა საფრანგეთისათვის, ძირითადად, იტალიე-
ლებით დასახლებული სავოიასა და ნიცის მიერთებას
დასთანხმებოდა. 1859 წელს დაიწყო საფრანგეთისა და სარდი-
ნიის ომი ავსტრიასთან. სამხედრო ოპერაციებში სარდინიის
ჯარები მარცხს განიცდიდნენ, შედარებით წარმატებით მხო-
ლოდ გარიბალდის მოხალისეთა კორპუსი იბრძოდა. სამა-
გიეროდ იტალიაში პატრიოტულმა აღტკინებამ და რევო-
ლუციურმა მოძრაობამ კვლავ იფეთქა. დაიწყო აჯანყება ტოს-
კანასა და პარმაში, შემდეგ მოდენაში. აჯანყებულებმა დინას-
ტები დაამხეს. შეიქმნა დროებითი მთავრობები, რომლებმაც ამ
ყოფილი ფეოდალური სამფლობელოების დამფუძნებელი
კრებები მოიწვიეს. ამ კრებების გადაწყვეტილებით, ტოსკანა,
მოდენა, რომანია და პარმა სარდინიის სამეფოს შეუერთდა.
1859 წელს ავსტრიასა და საფრანგეთს შორის ზავი დაიდო.
ზავის თანახმად, ავსტრიამ ლომბარდია საფრანგეთს გადასცა,
რომელმაც ჩრდილოეთ იტალიის ეს ოლქი შეთანხმებისამებრ
სარდინიის სამეფოს დაუთმო. რაც შეეხება ვენეციას, ის
კვლავაც ავსტრიის შემადგენლობაში დარჩა.
ავსტრიასთან დაზავების შემდეგ სიცილიაში, ნეაპოლის
სამეფოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ამ აჯანყებას თავისი
ათასეულით, ანუ მოხალისეთა ნაწილით გარიბალდი
შეუერთდა. მალე აჯანყება მთელ სამხრეთ იტალიას მოედო.
ბურბონთა დინასტია დაემხო. მეფე გაიქცა და გარიბალდი
ნეაპოლის სამეფოს დედაქალაქში ნეაპოლში ზეიმით შევიდა.
ამის შემდეგ ნეაპოლის სამეფოსკენ სარდინიის ჯარები
დაიძრნენ. გარიბალდიმ სამხრეთ იტალიაში რესპუბლიკის
გამოცხადება ვერ გაბედა და ნეაპოლის სამეფოში სარდინიის ნეაპოლის სამეფოში გლეხთა
ჯარებს თავისუფლად შესვლის უფლება მისცა. ტურინში აჯანყება 1860 წლის აპრილში
მოწვეულმა სრულიად იტალიის პარლამენტმა სარდინია ყველა დაიწყო.
შეერთებული ტერიტორიითურთ იტალიის სამეფოდ გამოა-
ცხადა. ახლადგაერთიანებული სამეფოს დედაქალაქად დროე-
ბით ფლორენცია იქცა, ვინაიდან რომი, რომელშიც ჯერ კიდევ
საფრანგეთის ჯარები იდგნენ, იმხანად იტალიის სამეფოში არ
შედიოდა. გარიბალდიმ რომის დაკავების მიზნით საფრანგე- ქ. ტურინში სრულიად იტალიის
თის ჯარების წინააღმდეგ ილაშქრა, მაგრამ წარმატებას ვერ პარლამენტი მოიწვიეს 1861 წლის
მიაღწია, უფრო მეტიც, თვით გარიბალდი დაიჭრა და ტყვედ მარტში.
ჩავარდა.
ვინაიდან საფრანგეთის მოკავშირეობით ვენეცია ვერ
გარიბალდიმ რომზე 1862 წელს
ჩაიგდო ხელთ, კავური ავსტრიის წინააღმდეგ ახლა პრუსიას
ილაშქრა.
დაუმეგობრდა და 1866 წელს პრუსია-ავსტრიის ომში პრუსიის
მხარეზე გამოვიდა. ავსტრიასთან ბრძოლაში იტალიის ჯარები
ამჯერადაც დამარცხდნენ, თუმცა ომი პრუსიის გამარჯვებით
დასრულდა. საზავო ხელშეკრულების თანახმად, ავსტრია
იძულებული გახდა ვენეციის ოლქი იტალიისთვის გადაეცა.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ იტალია ისე გაერთიანდა, მის
ჯარებს უცხო ქვეყნის ჯარებთან არცერთი ომი არ მოუგია.

ბისმარკი და გერმანიის გაძლიერება. 1830-იან წლებში


პრუსიის მიერ ჩამოყალიბებული ზოლვერეინის კავშირი, უზ-
რუნველყოფდა გერმანული სახელმწიფოების ეკონომიკურ,
მაგრამ არა პოლიტიკურ ერთობას. როგორც გვახსოვს, 1848

331
წელს ლიბერალებმა ფრანკფურტში კვლავ დააყენეს გერმანიის
ვილჰელმ I
პოლიტიკური გაერთიანების საკითხი, მაგრამ უშედეგოდ,
პრუსიის მეფე, რადგან ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ უარი განაცხადა „ხალხის“
1861-1888 მიერ შეთავაზებულ გაერთიანებული გერმანიის ტახტზე.
გერმანიის იმპერტორი, 1862 წელს პრუსიის მეფემ ვილჰელმ I-მა კანცლერად
1871- 1888 (პრემიერ-მინისტრი) დანიშნა ოტო ფონ ბისმარკი. მალე ახალმა
კანცლერმა მოახერხა გერმანიის გაერთიანება პრუსიის ხელ-
მძღვანელობით. იგი იყო რეალპოლიტიკის (რეალური პოლი-
ტიკა, რომელიც ეფუძნება სახელმწიფსი საჭიროებას) ოსტატი
და გერმანიის გაერთიანების არქიტექტორი.
ბისმარკი, თავდაპირველად, პრუსიის არმიის
გაძლიერებას შეეცადა. მის ცნობილ გამოსვლაში „სისხლი და
რკინა“ მოთხოვნილ თანხებს სამხედრო ხარჯებისათვის, ლიბე-
რალმა კანონმდებლებმა ხმა არ მისცეს. ბისმარკმა მოახერხა
ფინანსების სხვა გზებით მოპოვება და შეუდგა აგრესიულ საგ-
რეო პოლიტიკას. პრუსია შემდეგი სამი ომის შედეგად გაძ-
ლიერდა და გზა გაიკაფა გერმანიის გაერთიენებისაკენ.
კერძოდ, 1864 წელს დანიასთან ომში პრუსიამ ავსტრიასთან ერ-
თად დაიპყრო შლეზვიგი-ჰოლშტაინი ხოლო, 1866 წელს
პრუსიამ ომი გამოუცხადა უკვე ავსტრიას და დაამარცხა
იგი. შემდეგ თავის კონტროლს დაუქვემდებარა რამდენიმე
ჩრდილოეთ გერმანული სახელმწიფო და შექმნა გერმანული
ოტო ფონ ბისმარკი სახელმწიფოების ახალი კონფედერაცია პრუსიის ლიდერობით
1871-1890 (ძველი კონფედერაციის ლიდერი ავსტრია იყო). მესამე ომში
გერმანიის იმპერიის პირ- მან დაამარცხა საფრანგეთი (1870-1871) .
ველი რეიხსკანცლერი. მას
საფრანგეთ-პრუსიის ომი და გერმანიის გაერთიანება. XIX
„რკინის კანცლერს“ უწოდებ-
ს-ის ბოლო მესამედის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენა
დნენ. საფრანგეთ-პრუსიის ომი გახლდათ. ეს მოვლენად იმდენად
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ გერმანიის გამარჯვებისა და
საბოლოო გაერთიანების თარიღი უახლესი ისტორიის
დასაწყის სიმბოლურ თარიღადაც კი იქცა. საფრანგეთ-პრუსიის
ომი 1870 წლის 19 ივლისს დაიწყო. ომი თავიდანვე საფრან-
გეთისათვის არასასურველად წარიმართა. უკვე აგვისტოში
საფრანგეთის არმიამ ლოთარინგიაში ორჯერ ზედიზედ
გერმანელებთან შეტაკებაში მარცხი განიცადა, რამაც პარიზში
დიდი აღშფოთება გამოიწვია. დაიწყო მასობრივი სტიქიური
დემონსტრაციები. დემონსტრანტები რესპუბლიკის გამოცხა-
დებას მოითხოვდნენ. ამასობაში საფრანგეთის არმია მარცხს
მარცხზე განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი მარცხი ფრანგებმა
სედანთან იგემეს — აქ 1870 წლის 2 სექტემბერს საფრანგეთის
იმპერატორი ნაპოლეონ III და საფრანგეთის დიდი არმია
პრუსიის ჯარს ტყვედ დანებდა. პრუსიის ჯარები სედანიდან
პარიზისკენ დაიძრნენ. სედანთან მარცხის ამბავმა პარიზში
მალევე მიაღწია. მუშები ბურბონთა სასახლეში შეიჭრნენ და

„sisxli da rkina“

„გერმანია პრუსიის ლიბერალიზაციას კი არა, არამედ მის ძალაუფლებას უყურებს... პრუსიამ


უნდა მოიკრიბოს მთელი თავისი ძალები და არ გამოიყენოს ისინი ხელსაყრელ მომენტამდე,
რომელიც უკვე რამდენჯერმე გაშვებულ იქნა. პრუსიის საზღვრები, ვენის ხელშეკრულების
თანახმად, ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს ნორმალურ ცხოვრებას; თანამედროვეობის
მნიშვნელოვანი საკითხები წყდება არა გამოსვლებითა და უმრავლესობის
გადაწყვეტილებით, რაც იყო შეცდომა 1848 და 1849 წლებში, არამედ სისხლითა და რკინით“.

332
საფრანგეთის ეროვნული კრების წევრები აიძულეს, რომ
მონარქიის დამხობა და რესპუბლიკური წყობის დამყარება
დაუყოვნებლივ გამოეცხადებინათ. ამასობაში გერმანიის არმია
პარიზს მიადგა და ალყა შემოარტყა. პარიზის მოსახლეობა
ძალზე მძიმე დღეში ჩავარდა. პარიზის ალყა 4 თვეზე მეტ ხანს
გაგრძელდა. ასეთ ვითარებაში რესპუბლიკის მთავრობამ
სამარცხვინო პირობებით პარიზის კაპიტულაცია გამოაცხადა
და მალე ვერსალში პრუსიასთან წინასწარ დაზავებას ხელი
მოაწერა. საბოლოოდ საზავო ხელშეკრულება პრუსიასა და
საფრანგეთს შორის 1871 წლის 10 მაისს გაფორმდა. ამ ზავით
ელზასი და აღმოსავლეთი ლოთარინგია გერმანიის ხელში
გადავიდა ამის გარდა, საფრანგეთს პრუსიის სასარგებლოდ პარიზი, 1871 წლის 29 მაისი.
უზარმაზარი კონტრიბუცია 5 მლრდ. ფრანკი უნდა გადაეხადა.
პარიზის მუშებმა დროებით დაზავებას აჯანყებით
უპასუხეს. ასე დაიწყო პარიზის კომუნა, რომელმაც 72 დღე
იარსება. კომუნა მუშათა კლასის მასობრივ რევოლუციურ
ორგანიზაციებს — კლუბებს ეკუთვნოდა. მათ შორის თავისი პარიზის კაპიტულაცია 1871 წლის
მრავალრიცხოვნებით კომუნის კლუბი გამოირჩეოდა. 28 იანვარს გამოცხადდა.
აჯანყებულებმა, რომლებიც ნაციონალურ გვარდიასთან ერთად
მოქმედებდნენ პარიზის ძირითადი სამთავრობო შენობები პრუსიასთან წინასწარ დაზავებას
დაიკავეს. მთავრობა პარიზიდან ჩრდილოთით 17 კმ-ის ხელი 1871 წლის 28 თებერვალს
დაშორებით, ვერსალში გაიქცა. მოეწერა.
ნაციონალური გვარდიის ცენტრალური კომიტეტი
პარიზის დროებით მთავრობად იქცა. ახალმა ხელისუფლებამ
თავიდანვე რამდენიმე შეცდომა დაუშვა. უმთავრესი შეცდომა კომუნა ლათინური სიტყვიდან
გახლდათ ის, რომ მან არ დაიწყო ვერსალზე დაუყოვნებლივი C o m m u n i s მომდინარეობს და
შეტევა, იმ დროს როდესაც გაქცეულ მთავრობას ჯერ კიდევ საერთოს აღნიშნავს.
ძალიან მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. აგრეთვე, არ დაწყე- პარიზის კომუნამ 72 დღე — 1871
ბულა ბრძოლა პარიზში კონტრრევოლუციური ელემენტების წლის 18 მარტიდან 28 მაისამდე
წინააღმდეგ. გვარდიის ნაციონალურმა კომიტეტმა მთავარი იარსება.
ყურადღება შედარებით მეორეხარისხოვან საქმეს — პარიზის
კომუნის არჩევნებს დაუთმო. არჩევნები 26 მარტს ჩატარდა,
ხოლო ორი დღის შემდეგ 28 მარტს კომუნა საზეიმოდ
გამოცხადდა. პარიზის კომუნის მიერ დაკარგული დრო გაქ-
ცეულმა მთავრობამ ვერსალში თავისი შეიარაღებული ძალების
გაზრდას მოახმარა. მისი თხოვნით გერმანიის მთავრობამ 80
ათასი ტყვე ფრანგი მეომარი გაათავისუფლა, რომლებმაც
გაქცეული მთავრობის შეიარაღებული ძალები შეავსო.
პარიზის მაგალითზე კომუნები, როგორც რევო-
ლუციური ხელისუფლების ორგანოები, საფრანგეთის მთელ
დიდ ქალაქებში: მარსელში, ლიონში, ტულუზაშიც შეიქმნა,
მაგრამ უკვე მოძლიერე–ბულმა ვერსალში მოკალათებულმა
რესპუბლიკურმა ხელისუფლებამ ისინი დაუნდობლად
გაანადგურა.
პარიზის კომუნა 86 წევრისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ:
მოწინავე მუშები, წვრილი ვაჭრები, ხელოსნები, მოხელეები,
ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები. კომუნის წევრებს
შორის ერთიანობა არ არსებობდა.
კომუნამ ძველი სახელმწიფო აპარატი მთლიანად
დაანგრია და ახალი ტიპის სახელმწიფო აპარატის შექმნას
შეუდგა. მან მუდმივი არმია გააუქმა და ის ნაციონალური
გვარდიით შეცვალა. პოლიციის ფუნქციას ნაციონალური
გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ასრულებდა. კომუნის დეკ-
რეტის მიხედვით უმაღლესი მოხელეების ხელფასი კვალი-

333
ფიციური მუშის ხელფასს გაუთანაბრდა. მალე კომუნამ პარლა-
მენტის არჩევაზეც უარი განაცხადა და ფაქტობრივად ერთდ-
როულად როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი
ხელისუფლების ფუნქციები შეითავსა. კომუნის დადგე-
ნილებებს უშუალოდ კომუნის ცალკეული კომისიისადმი
დაქვემდებარებული დაწესებულებები ახორციელებდნენ. 1
მაისს, როდესაც კომუნის მდგომაროება ძალზე გაუარესდა,
ხუთი წევრისაგან შემდგარი საგანგებო საზოგადოებრივი ხსნის
კომიტეტი შეიქმნა.
კომუნა თავიდანვე შეეცადა მშრომელთა მდგომაროება
გაეუმჯობესებინა. მუშათა ამხანაგობებს ის ფაბრიკები და
სახელოსნოები გადაეცა, რომლებიც მეპატრონეებმა მიატოვეს.
კომუნის დადგენილებით პარიზის განაპირა მცხოვრებ მუშებს
პარიზის ცენტრში დაცლილი ბინები გადაეცათ. მუშებს
დაუბრუნდათ ის ნივთები, რომლებიც გაჭირვების გამო ლომ-
ბარდში ჰქონდათ ჩაბარებული. კომუნამ ეკლესია სახელ-
მწიფოსგან გამოყო. მასწავლებლებს ხელფასი მოუმატა.
დაწყებით სკოლებში სავალდებულო და უფასო განათლება
შემოიღო.
მუშათა საერთაშორისო მოძრაობამ კომუნას სოლი-
დარობა გამოუცხადა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას
პარიზის კომუნას კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი აქცევ-
დნენ, რომლებიც თავიდანვე მიესალმნენ კომუნის გამოც-
ხადებას და თავისი წერილებით ცდილობდნენ ის შეცდო-
მებისაგან დაეზღვიათ.
კომუნის მშვიდობიანი განვითარება დაახლოებით ორი
კვირა გაგრძელდა. აპრილის დასაწყისში დაიწყო კომუნის
ნაციონალური გვარდიის შეტაკებები მთავრობის ჯარებთან.
მარტოდმარტო დარჩენილმა პარიზის კომუნამ ვერსალის
მთავრობის ჯარებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ
თანდათანობით მისი ძალები გამოილია. ვერსალის მთავრობის
ჯარები ქალაქში შეიჭრნენ. საკუთრივ პარიზის ქუჩებში
ბრძოლა შვიდი დღე გაგრძელდა. გმირული ბრძოლის მიუხე-
დავად კომუნა დაეცა. სულ ცოტა 30 ათასი კომუნარი დახვ-
რიტეს. 50 ათასი ადამიანი ციხეებში ჩასვეს, შემდეგ კი კატო-
რღაზე გააგზავნეს. სულ კომუნისთვის ბრძოლაში ასი ათასი
პარიზელი დაიღუპა.
1871 წლის 18 იანვარს ვერსალში ოფიციალურად გამოც-
ხადდა გერმანიის იმპერიის - მეორე რეიხის (ასე უწოდეს, რად-
გან თავს განიხილავდნენ საღვთო რომის იმპერიის მემკვიდ-
რედ) ჩამოყალიბება. ვილჰელმ I-მა კი მიიღო კაიზერის ანუ
იმპერატორის ტიტული.

საფრანგეთის III რესპუბლიკა. პარიზის კომუნის


დაცემის შემდეგ საფრანგეთის წინაშე რესპუბლიკური თუ
მონარქისტული წყობილების არჩევის საკითხი კიდევ ერთხელ
და უკანასკნელად დადგა. ნაციონალური კრება, რომელიც,
ძირითადად, მონარქისტებისგან შედგებოდა, სამ ჯგუფად
იყოფოდა: ლეგიტიმისტები ბურბონთა დინასტიის აღდგენას
ვერსალში, სარკეებიან დარბაზში ითხოვდნენ. ორლეანისტებს ტახტზე ლუი ფილიპეს მემკვი-
დრის აყვანა უნდოდათ. ბონაპარტისტები კი მეფის
ვილჰელმ I გამოაცხადეს გერ-
კანდიდატურას ნაპოლეონ ბონაპარტის საგვარეულოდან
მანიის იმპერატორად. ბისმარკი ეძებდნენ. ამასობაში, საფრანგეთის მთავრობამ გერმანიას
(ცენტრში, თეთრი ტანსაცმლით). კონტრიბუცია გადაუხადა და გერმანიის ჯარებმა საფრანგეთის

334
ტერიტორია დატოვეს. ისტორიის პარადოქსია, რომ მონარ-
ქისტებს შორის ბრძოლამ საფრანგეთში საბოლოოდ რესპუბ-
ლიკის დამყარება გამოიწვია. ნაციონალურმა კრებამ უმნიშვ-
ნელოვანესი საკონსტიტუციო კანონები მიიღო, რომელთა
ძალითაც საფრანგეთში რესპუბლიკური წყობილება დამკ-
ვიდრდა. რესპუბლიკის პრეზიდენტი შვიდი წლის ვადით
უნდა აერჩიათ ეროვნული კრების ორივე პალატის დეპუ-
ტატებს გაერთიანებულ სხდომაზე. ამასობაში ეროვნული
კრების ახალ არჩევნებში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა
მიიღეს, ასე, რომ საფრანგეთში რესპუბლიკური წყობილება
საბოლოოდ დამკვიდრდა. საფრანგეთისთვის ეს იყო III
რესპუბლიკა, რომელმაც 1940 წლამდე იარსება. ეროვნული კრების ახალ
არჩევნები
იტალიის გაერთიანების დასასრული. 1870 წელს 1876 წელს ჩატარდა.
საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს საფრანგეთის იმპერატორი
ნაპოლეონ III იძულებული გახდა რომიდან თავისი ჯარის
ნაწილები გაეყვანა. ამის შემდეგ იტალიის ჯარები რომში
შევიდნენ. რომის პაპს საერო ხელისუფლება ჩამოერთვა. ამით
იტალიის გაერთიანება დასრულდა. ამის შემდეგ იტალიის
სამეფო დედაქალაქი ფლორენციიდან რომში საზეიმოდ გადაი-
ტანეს. იტალიის ჯარები რომში 1870
მიუხედავად პოლიტიკურ ასპარეზზე ასეთი წარმა- წლის 28 სექტემბერს შევიდნენ.
ტებისა, ახალგაზრდა იტალიის ხელმძღვანელობამ ეკონო-
მიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეც- დედაქალაქი ფლორენციიდან
დომები დაუშვა. მან ჯერ გაყარა უცხოელი ინვესტორები ქვეყ- რომში 1871 წლის იანვარში
ნიდან, ხოლო მოგვიანებით (1887) კი საფრანგეთს ნამდვილი გადაიტანეს.
სატარიფო ომი გამოუცხადა, რაც მეტად მძიმე შედეგებით დას-
რულდა ორივე ქვეყნის ეკონომიკისათვის. მხოლოდ საუ-
კუნეთა მიჯნაზე, იტალიაში, ამჯერად გერმანიასთან მჭიდრო
კავშირის დამყარების შედეგად, არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ
მაინც გარკვეული ინდუსტრიული ძვრები დაიწყო და თუმცა,
XX ს-ის დასაწყისში იტალია ჯერ კიდევ ვერანაირად ვერ
ჩაითვლებოდა ინდუსტრიულ ქვეყნად, სამომავლო საფუძ-
ვლები მას მაინც უკვე შემზადებული ჰქონდა.

ოსმალეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა. 1860-


1870-იანი წლები ევროპის რუკაზე რამდენიმე ახალი დამოუკ-
იდებელი სახელმწიფო — სერბეთი, ჩერნიგორია, რუმინეთი და
ბულგარეთი წარმოიქმნა.
რუმინეთი ოსმალეთის დაქვემდებარებაში მყოფი ორი
სამთავროს ვლახეთისა და მოლდავეთის გაერთიანების შედე-
გად გაჩნდა, რაც ევროპის სახელმწიფოთა მოთხოვნით განხორ-
ციელდა. ამ გაერთიანებიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ
იმავე ევროპული სახელმწიფოების ზეწოლის შედეგად ოსმა-
ლეთი იძულებული გახდა ახლადშექმნილი რუმინეთის დამო-
უკიდებლობა ეღიარებინა (1861). ვლახეთის და მოლდავეთის
ამასობაში ბალკანეთში ვითარება კვლავ გამწვავდა — გაერთიანება 1858 წელს მოხდა.
სერბეთმა ოსმალეთისაგან სრული დამოუკიდებლობის მოპო-
ვებისათვის ბრძოლა დაიწყო. რუსეთი თავდაპირველად ოსმა-
ლეთის წინააღმდეგ ომის წამოწყებისაგან თავს იკავებდა,
მაგრამ საქმე ისე წარიმართა, რომ მისი ჩაურევლობა ბალ-
კანეთის სლავი ხალხებში მისი ავტორიტეტისა და გავლენის
დაკარგვის ტოლფასი შეიძლება გამხდარიყო.

335
რუსეთის საზოგადოებაც თავისი მთავრობისაგან
„მოძმე“ სერბი ხალხის დახმარებას დაჟინებით ითხოვდა. ასეთ
ვითარებაში რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. XIX ს-ის
განმავლობაში რუსეთის მიერ ოსმალეთის იმპერიის წინააღმ-
დეგ წარმოებული ეს რიგით მეოთხე ომი სან-სტეფანოს ზავით
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკ- დასრულდა.
რულებას ხელი 1878 წლის 19 ამ ხელშეკრულებით ოსმალეთის იმპერიამ საბოლოოდ
თებერვალს (ახალი სტილით 3 აღიარა ჩერნოგორიის, სერბეთის, რუმინეთის დამოუკი-
მარტს) მოეწერა. დებლობა. სახელმწიფოდ იქცა ბულგარეთიც, თუმცა ის
ოსმალეთისადმი ვასალურ დამოკიდებულებაში დარჩა.
სან-სტეფანოს ხელშეკრულებით მნიშვნელოვან წარმა-
ტებას მიაღწია რუსეთმა კავკასიის ფრონტზეც. სამხრეთ
კავკასიაში რუსეთის ხელში გადავიდა ყარსი, არდაგანი,
ბაიაზეთი, აგრეთვე ოსმალეთის საზღვრებში ამ დრომდე მყოფი
ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველო; მათ შორის:
აჭარა ქალაქ ბათუმითურთ, ასევე ე. წ. ოსმალეთის სომხეთის
დიდი ნაწილი. ინგლისისა და ავსტრია-უნგრეთის წინააღ-
მდეგობამ რუსეთის იმპერია აიძულა დათანხმებულიყო
ბერლინში კონგრესის მოწვევასა და ზავის პირობების გადასინ-
ჯვაზე. 1878 წლის ივლისში ხელი მოეწერა ბერლინის
ტრაქტატს, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა სან-სტეფანოს
ზავის პირობები. ბაიაზეთი და მისი ოლქი ოსმალეთის
საზღვრებში დარჩა. ბულგარეთი ორად გაიყო. ჩრდილოეთ
ბულგარეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ბულგარეთის
მეორე, სამხრეთი ნაწილი ადმინისტრაციული თვითმ-
მართველობით ოსმალეთის ხელში დარჩა. ამის შემდეგ
ჩრდილოეთი და სამხრეთი ბულგარეთის ერთ სახელმწიფოდ
გაერთიანებას კიდევ შვიდი წელი დასჭირდა.
ოსმალეთისაგან განთავისუფლებული სამხრეთ-აღმო-
ჩრდილოეთი და სამხრეთი სავლეთ ევროპის აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკას რაც
ბულგარეთი 1885 წელს შეეხება, ისინი უღარიბეს ქვეყნებად რჩებოდნენ. ოსმანთა იმპე-
გაერთიანდა. რიის უღლის ქვეშ საუკუნოვანმა ყოფნამ მძიმე დაღი დაასვა
მათ ეკონომიკას და ზოგადად, ყოფას. XIX ს-ის ბოლოსათვისაც
კი ყველა ეს ქვეყანა წმინდად აგრარული ტიპის გახლდათ და
რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-1878 ერთ სულ მოსახლეზე მათი შემოსავალიც ყველაზე დაბალი იყო
წლებში მიმდინარეობდა. მთელს ევროპაში.
ოსმალეთისაგან განთავისუფლების შემდგომ ამ ქვეყ-
ნებში საბანკო სისტემამ სწრაფად იწყო ჩამოყალიბება. იმავ-
დროულად სასოფლო-სამეურნეო თუ ინდუსტრიული ტექნ-
ოლოგიების დაუნერგაობის ფონზე, მთავრობების მიერ სამ-
ხედრო აღჭურვილობისა და გაზრდილი ბიუროკრატიის შესა-
ნახად, ისევე როგორც ადრე აღებული ვალების საპროცენტო
განაკვეთების დასაფარავად იოლი და დაუსაბუთებელი სეს-
ხების აღებამ, ეს ქვეყნები სულ მალე ფინანსურ კატასტ-
როფამდეც კი მიიყვანა.

ოსმალეთის I კონსტიტუცია. წარუმატებელი ომები


ოსმალეთის იმპერიის ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური
კრიზისის გამოხატულება იყო. ამ კრიზისს ევროპულ სახელ-
მწიფოთაგან ფინანსური დამოკიდებულება და დაპყრობილი
ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა კიდევ
უფრო ამძაფრებდა. ევროპულ სახელმწიფოთა ოსმალე-
თისათვის გაწეული დახმარება, რაც მომაკვდავის (როგორც იმ
ხანად უწოდებდნენ ოსმალეთს) მემკვიდრეობის ლომის წილის,

336
უპირველეს ყოვლისა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების
რუსეთის ხელში გადასვლის შიშით იყო გამოწვეული,
ოსმალეთის იმპერიას ევროპის სახელმწიფოთაგან კიდევ უფრო
დამოკიდებულს ხდიდა.
დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები, აქტიურად იყენებ-
დნენ სულთნების მიერ სხვადასხვა დროს ნაბოძებ „კაპიტუ-
ლაციებს“, რომელთა წყალობით ეკონომიკის მთავარი დარგები
მათ ხელში გადადიოდა. ევროპელთა კონტროლის ქვეშ მოექცა
ისეთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური დაწესებულება, როგო-
კაპიტულაციების რეჟიმი გულისხმობს
რიც ოსმალების საიმპერიო ბანკი იყო. თურქეთის ეკონომიკის
უცხოელთა პრივილეგიურ სამართ-
ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობა დაცემას განიცდიდა.
ლებრივ მდგომარეობას, რომელიც
სავარგულების მხოლოდ მცირე ნაწილი მუშავდებოდა. თურ-
შექმნილია სახელმწიფოს კანონმდებ-
ქეთის გლეხობას ვალები აღრჩობდა. ოსმალეთის სულთნის
ლობით ან საერთაშორისო შეთანხ-
ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება სწრაფად იზრდებოდა.
მებით. კაპიტულაციების რეჟიმის მიხე-
თანზიმათის რეფორმებმა, მათი ზედაპირულობის გამო,
დვით, უცხოელი ექვემდებარება არა ამ
ოსმალეთის იმპერიის თითქოსდა ერთგვარი მოდერნიზებით
სახელმწიფოს იურისდიქციას, არამედ
ქვეყნის ჩამორჩენილობის აღმოფხვრა და ცოტად თუ ბევრად
თავისი სახელმწიფოს კონსულს.
შესამჩნევი ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა ვერ
შეძლო. ადგილობრივ მოქალაქეებთან შედა-
საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ძირეული ცვლი- რებით მას აქვს პრივილეგიები ვაჭრობა-
ლების აუცილებლობას ხედავადა, XIX ს-ის 60-იან წლებში ნაოსნობაში, სამეურნეო საქმიანობასა და
„ახალი ოსმანების“ სახელით პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყა- თვითმმართველობაში. კაპიტულა–
ლიბდა. ციების რეჟიმი პირველად თურქეთმა
„ახალი ოსმანები“ ქვეყანაში კონსტიტუციური მონარ- უბოძა XV ს-ში გენუის, ვენეციის,
ქიის დამკვიდრებისათვის იბრძოდნენ. მოძრაობაში მრავალი საფრანგეთის, მერე კი ინგლისისა და
უმაღლესი რანგის სამხედრო პირი და მოხელე იყო ჰოლანდიის ვაჭრებს — გაათავისუფ-
გაერთიანებული. ლა ისინი მრავალი გადასახადებისგან.
ამასობაში (1875) სულთნის ხელისუფლებამ ქვეყნის ნაწი-
ლობრივი ფინანსური გაკოტრება გამოაცხადა. ასეთ ვითა-
რებაში „ახალმა ოსმანებმა“ მოწოდება გამოაქვეყნეს, სადაც
ფინანსური კრახისათვის პასუხისმგებლობას სულთან აბდულ-
აზიზის ხელისუფლებას აკისრებდნენ. ისინი სულთნის შეცვ-
ლას და პარლამენტის არჩევას მოითხოვდნენ. სტამბულში 50
ათასი დემონსტრანტი სულთნის სასახლის წინ შეიკრიბა.
დიდი ვეზირი — მთავრობის
სულთანი იძულებული გახდა ხალხისათვის დაეთმო და დიდი
მეთაური.
ვეზირი შეეცვალა. ხალხის დასაშოშმინებლად მმართველმა
წრეებმა სასახლის გადატრიალება მოაწყვეს და ტახტზე ახალი
სულთანი აიყვანეს. სამი თვის შემდეგ, როცა გაირკვა, რომ მანაც
ვერ გაამართლა — ისიც შეცვალეს. ამის შემდეგ ტახტზე აბ-
დულ-აზიზი აიყვანეს, რომელსაც პირობა დაადებინეს, რომ
კონსტიტუციას შემოიღებდა.
მართლაც სულთანი აბდულ-აზიზი იძულებული
გახდა, რომ კონსტიტუციის პროექტი დაემტკიცებინა (1876).
მიღებული კონსტიტუციით ოსმალეთი კონსტიტუციურ
მონარქიად ცხადდებოდა. სახელმწიფო ენად თურქული, ხოლო
სახელმწიფო რელიგიად ისლამი ხდებოდა. კონსტიტუციის
თანახმადვე მოწვეულ იქნა პარლამენტი — მეჯლისი.
ორი წლის შემდეგ (1878) სულთანმა დანაპირები
დაარღვია — მოწვეული პარლამენტი დაითხოვა და
კონსტიტუცია გააუქმა. ამის შემდეგ აბდულ აზიზი 1908
წლამდე ქვეყანას ერთპიროვნულად განაგებდა. აბდულ-აზიზი
ამერიკის შეერთებული შტატები. XIX ს-ის განმავ- ოსმალეთის სულთანი
ლობაში აშშ ეკონომიკური ზრდის ყველაზე თვალსაჩინო 1830-1876
მაგალითად რჩებოდა. ამას არა ერთი გარემოება უწყობდა

337
ხელს. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია მოსახლეობის ზრდის
უპრეცენდენტოდ მაღალი ტემპი: 1790 წელს აშშ-ში პირველად
ჩატარებულმა აღწერამ ოთხი მილიონი მოსახლე გამოავლინა;
ერთი საუკუნის შემდეგ, 1870 წელს — თითქმის ორმოცი
მილიონი, 1915 წლისთვის კი მოსახლეობის საერთო რიცხვმა
100 მილიონს გადააჭარბა. თუმცა, ამ პროცესში დიდი იყო
ევროპელ ემიგრანტთა წილი, მოსახლეობის ზრდის ყველაზე
მნიშვნელოვანი წინაპირობა მაინც ბუნებრივი ნამატი გახლ-
დათ.
შემოსავლებისა და ზოგადი კეთილდღეობის მაჩვე-
ნებლის ზრდის ტემპი კიდევ უფრო გამაოგნებელი იყო. ამის
ახსნა არაა ძნელი: საქმე ისაა, რომ მიწისა და რესურსების
მარაგი ქვეყანაში მნიშვნელოვნად აჭარბებდა გამოსაკვებ
ადამიანთა შესაძლო ზღვრულ ოდენობას. თუ ამას დავუმატებთ
ტექნოლოგიურ სიახლეებსა და კერძო ინიციატივის წახალი-
სების ტენდენციებს, ისევე, როგორც, ევროპასთან შედარებით
რელიგიური თუ პოლიტიკური თავისუფლების უჩვეულოდ
მაღალ ხარისხს, ანუ ფრიად ხელსაყრელ ინსტიტუციურ
მატრიცას, კეთილდღეობის მაჩვენებლის ზრდის ეს უჩვეულო
ტემპი განცვიფრებას აღარ გამოიწვევს.
მართლაც, ქვეყნის უზარმაზარი სივრცეები, ჰავისა და
ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნება განაპირობებდა
რეგიონალური სპეციალიზაციის იმგვარ დონეს, რაც შეუძ-
ლებელი იყო ევროპის ნებისმიერ ცალკე აღებულ ქვეყანაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე სწრაფ სტრუქტურულ
ცვლილებებს ჰქონდა ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში: მართალია,
დამოუკიდებლობის მოპოვების ჟამს, აქაური მოსახლეობის 90%
სოფლის მეურნეობაში იყო ჩართული, მაგრამ უკვე 1789
წლისათვის, აშშ-ში საფეიქრო მრეწველობის მთელი ქსელი
არსებობდა, რომელსაც ბამბის ნედლეულით თავისივე
სამხრეთი შტატები ამარაგებდნენ. თავდაპირველად სოფლის
მეურნეობაში და მრეწველოვაში დაკავებულთა ამ ერთგვარმა
დისპროპორციამ წარმოშვა უდიდესი დავა-კამათი ქვეყნის
ეკონომიკური გეზის თაობაზე: ალექსანდრე ჰამილტონი,
სახელმწიფოს მთავარი ხაზინადარი, რომელსაც სურდა მეწარ-
მეებს დახმარებოდა დამცავი ტარიფებისა და სხვა ზომების
გატარებით, პირდაპირ დაეჯახა თომას ჯეფერსონს, სახელმ-
წიფო მდივანსა და შემდგომში აშშ-ის მესამე პრეზიდენტს,
ვინც თავის მხრივ, პრიორიტეტად სოფლის მეურნეობას
მიიჩნევდა, ხოლო წარმოებას მხოლოდ მისი მსახურის როლს
აკუთვნებდა. მართალია, ჯეფერსონის მიმდევრებმა იმხანად
პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწიეს, მაგრამ უკვე ჰამილტონის
ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, საბოლოო გამარჯვება მაინც
ჰამილტონის იდეებმა მოიპოვა. მართლაც, 1820 წლიდან
მოყოლებული, საფეიქრო წარმოება ამერიკის ინდუსტრიის
თომას ჯეფერსონი,
წამყვან დარგად იქცა და პირველობას კარგა ხანს ინარჩუნებდა.
აშშ-ის მესამე პრეზიდენტი
ქვეყნის განვითარებისათვის კიდევ ერთი დიდი
1801-1809
უპირატესობა იყო ის, რომ თავისი ზომების გამო, მას,
ფაქტობრივად, უსაზღვრო, ხელოვნური ბარიერებისაგან

338
თავისუფალი შიდა ბაზარი ჰქონდა. მაგრამ ამ უპირატესობას
ამოქმედება სჭირდებოდა. საქმე ისაა, რომ XIX ს-ის დასაწყისში,
ხალხი ძირითადად ატლანტის სანაპიროზე იყო
განსახლებული და მიმოსვლა უმთავრესად სანაპირო ტიპის
გემებით შემოიფარგლებოდა. წყალვარდნილებისა და
მორევების სიუხვის გამო, სამდინარო მიმოსვლა გაძნელებული
იყო. შტატების, ადგილობრივი მმართველობებისა და კერძო
ინიციატივების წყალობით (ფედერალურ მთავრობას ამ საქმეში
ბევრი არაფერი მოეკითხებოდა) შემუშავდა ქვეყნის
ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა, რაც ძირითადად
ფასიანი გზებისა და სატრანსპორტო არხების მშენებლობას
ითვალისწინებდა. უკვე 1830 წლისათვის გზების საერთო
სიგრძე 11 ათას მილს შეადგენდა, ხოლო არხებისა — 4 ათასს
(1860 წლისათვის). აღსანიშნავია, რომ ამ პროექტზე
დახარჯული 188 მილიონი დოლარიდან 3/4 საზოგადოების
ჯიბეზე მოდიოდა, რაც იმის მანიშნებელია, თუ როგორ კარგად
ესმოდა მოსახლეობას ინფრასტრუქტურის განვითარების
საჭიროება.
სულ მალე, სატრანსოპტო ინფრასტრუქტურის მთავარ
მოქმედ პირად რკინიგზა იქცა. უკვე 1840 წლისთვის,
რკინიგზის ლიანდაგების ჯამურმა სიგრძემ ინგლისისას
გადააჭარბა, ხოლო ცოტა ხანში — მთელი ევროპისას. ისევე
როგორც ბრიტანეთში, სარკინიგზო ქსელის გაფართოებამ
ამერიკაშიც ისეთი დარგების სწრაფი განვითარება გამოიწვია,
როგორიცაა რკინისა და ფოლადის წარმოება,
ვაგონთმშენებლობა, ორთქმავალთმშენებლობა. მოგვიანებით,
ტრანსკონტინენტური ხაზის ამოქმედებამ, უკვე ფოლადის
წარმოება სულაც პირველ ადგილზე გაიყვანა. 1890 წლისთვის,
შეერთებული შტატები უკვე მსოფლიოს ნომერ პირველ
ინდუსტრიულ სახელმწიფოდ მოგვევლინა.
სამოქალაქო ომი აშშ-ში. XIX ს-ის II ნახევრის
მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ამერიკის
შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი (1861-1865) იყო. XIX ს-
ის შუა წლებში ამერიკის სამრეწველო განვითარება, როგორც
უკვე აღვნიშნეთ, ფრიად სწრაფი ტემპით წარიმართა და უკვე
50-იანი წლების ბოლოს აშშ მსოფლიოში სამრეწველო
პროდუქციის წარმოების მხრივ მეოთხე ადგილზე გავიდა. 1860
წლისათვის ქვეყანაში უკვე 1700 ფაბრიკა იყო, რომლებშიც
ორთქლის მანქანები მუშაობდა. მრეწველობაში კაპიტალ-
დაბანდებები 2-ჯერ და მეტად გაიზარდა და 1 მილიარდ
დოლარს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო კალიფორნიაში ოქროთი
მდიდარი საბადოების აღმოჩენამ.
ასეთი სწრაფი ზრდის მიუხედავად, ამერიკის
მრეწველობას ჯერ კიდევ არ შეეძლო საკუთარი ქვეყნის მოთ-
ხოვნების სრულად დაკმაყოფილება. ეს დეფიციტი ძირითადად
ინგლისიდან შემოზიდული სამრეწველო საქონლითა და
მანქანა-დანადგარებით იფარებოდა. იმავდროულად აღსანიაშ-
ნავია, რომ ქვეყანაში სამხრეთი და ჩრდილოეთი შტატები,
ეკონომიკის სტრუქტურის მიმართულებით, მნიშვნელოვნად

339
განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. თუ ჩრდილოეთში უფრო
მრეწველობა ვითარდებოდა, სამხრეთი მთლიანად სოფლის
მეურნეობას, კერძოდ, მსხვილ პლანტაციურ მეურნეობას
ეფუძნებოდა. პლანატატორები ბამბის მოყვანას მისდევდნენ.
ამერიკულ ბამბას თითქმის მთლიანად ინგლისის წარმოება
ითვისებდა. ინგლისში ბამბის ჩატანის შემდეგ, პლანტატორები
საწარმოო საქონელს, მათ შორის სამუშაო იარაღს თუ მანქანა
დანადგარებს, იქვე, ინგლისში ყიდულობდნენ. ამდენად,
ამერიკის სამხრეთ შტატებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ
ინგლისთან, მაგრამ პრაქტიკულად ეკონომიკურად არ იყვნენ
დაკავშირებულნი ჩრდილოეთის შტატებთან. ყოველივე ეს არ
უწყობდა ხელს ქვეყნის შიდა ბაზრის ფორმირებას. გარდა ამისა,
ერთი პრინციპული განსხვავებაც იყო: ჩრდილოეთ შტატებში
მონობა არ არსებობდა, იმ დროს, როდესაც პლანტატორები
პლანტაციებში შავკანიანი მონების შრომას იყენებდნენ. XIX ს-
ის 50-იან წლებში ყოველწლიურად აფრიკიდან 25 ათასი
შავკანიანი მონა შემოჰყავდათ, რაც ბევრად აღემატებოდა
მანამდე არსებულ ვითარებას. წინააღმდეგობის მიზეზი ჩრდი-
ლოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის სხვადასხვა
ეკონომიკური ინტერესებიც გახლდათ. მაგ. ჩრდილოეთში
მრეწველობის მძლავრი განვითარების ფონზე სამრეწველო
ბურჟუაზია მთავრობისაგან პროტექციონისტურ საბაჟო პოლი-
ტიკას მოითხოვდა, რათა საკუთარი ნაწარმი ინგლისური საქო-
აბოლიციონიზმი — შავკანიანების ნლის მხრიდან კონკურენციისაგან დაეცვა. რაც შეეხება სამხ-
მონობის წინააღმდეგ მიმართული რეთის პლანტატორებს, ისინი, როგორც უკვე აღვნიშნეთ,
მოძრაობა XVIII-XIX საუკუნეებში. ძირითადად, სწორედ ინგლისურ მრეწველობას იყვნენ მიბ-
მულნი და ასეთი პოლიტიკა არ აწყობდათ.
რა თქმა უნდა, ქვეყნისა და ერის ინტერესები წინააღმ-
დეგობაში მოდიოდა პლანტატორების ინტერესებთან. სურათი
თანამედროვე დემოკრატიული კიდევ უფრო გასაგები გახდება, თუ აღვნიშნავთ, რომ თვით
პარტია სამხრეთის შტატებში მსხვილი პლანტატორები მოსახლეობის
აშშ-ი 1828 წელს შეიქმნა. მხოლოდ 3%-ს შეადგენდნენ. მოსახლეობის 1/3 კი მონებზე მო-
დიოდა. საზოგადოება მონობის გაუქმებისათვის აქტიურად
იბრძოდა. ეს მოძრაობა აბოლიციონისტური მოძრაობის სახე-
ლითაა ცნობილი. იქმნებოდა სხვადასხვა საზოგადოებები,
რომლებიც გაქცეულ მონებს ეხმარებოდნენ და სხვ.

აბრაჰამ ლინკოლნი
აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი, ედუარდ რობერტი ლი ულის სიმპსონ გრანტი
1861-1865 1807-1870 1822-1885

340
გათიშული აღმოჩნდა ქვეყნის პოლიტიკური ელიტაც:
პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც მნიშვნელოვანწილად
განსაზღვრავდნენ საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებას,
დემოკრატიული პარტია, ტრადიციულად, სწორედ სამხრეთის
პლანტატორების სურვილს გამოხატავდა და მონობის
ინსტიტუტს უჭერდა მხარს. იმ დროს როდესაც XIX ს-ის შუა
წლებში აღმოცენებული რესპუბლიკური პარტია, პირიქით,
მონობის წინააღმდეგ ილაშქრებდა.
ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა, როდესაც 1861
წელს პრეზიდენტად რესპუბლიკელი აბრაჰამ ლინკოლნი იქნა
არჩეული. ამის შემდეგ სამხრეთის შტატები უკვე აქტიურ
მოქმედებაზე გადავიდნენ. სამხრეთის ექვსმა შტატმა —
სამხრეთის კონფედერაცია შექმნეს, რომლის დედაქალაქად ქ.
რიჩმონდი, პრეზიდენტად კი — მსხვილი პლანტატორი,
ჯეფერსონ დევისი გამოცხადდა. დაიწყო სამოქალაქო ომი,
რომელიც, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ომის სახელითაა
ცნობილი. სამხრეთის ჯარების მხედართმთავარი გენერალი
ლი იყო, ჩრდილოეთის ჯარებში კი, ომის გადამწყვეტ ეტაპზე
გენერალი გრანტის ფიგურა გამოიკვეთა, რომელიც
მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტიც გახდა. თავდაპირველად
ომი სამხრეთელების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ
ლინკოლნმა მთელი რიგი კანონები მიიღო, რამაც მას ხალხის
მასების დიდი მხარდაჭერა მოუტანა. ჯერ იყო და მოსახლეობას
ქვეყნის დასავლეთში მიწები უსასყიდლოდ გადაეცა, ამას ხომ
წვრილი ფერმერები დიდი ხანია მოითხოვდნენ. იმავდ-
როულად მთავრობამ აჯანყებული პლანტატორების მიწები
ჩამორთმეულად გამოაცხადა. ხელისუფლებამ სამხრეთის
შტატების საზღვაო სანაპიროს ბლოკადა დაიწყო, რამაც
სამხრეთის შტატებს დიდი პრობლემები შეუქმნა — ვეღარ
შემოჰქონდათ საქონელი ინგლისიდან. გარდა ამისა,
ლინკოლნმა პროკლამაცია გამოსცა მონების განთავისუფლების
შესახებ, რამაც მას აფრიკელ-ამერიკელებში დიდი ავტორი-
ტეტი და საყრდენი მოუპოვა. ამის შემდეგ აფრიკელ-
ამერიკელებმა შეერთებული შტატების არმიაში სამსახურის
უფლება მიიღეს, რამაც ჩრდილოელთა არმიას თითქმის ორი
ასეული ათასი ჯარისკაცი შესძინა.
ინგლისი ყველანაირად ეხმარებოდა სამხრეთის
შტატებს, რომელთა გამარჯვება შეერთებული შტატების,
როგორც სახელმწიფოს, დასუსტებას გამოიწვევდა. ინგლისი
ამარაგებდა სამხრეთელებს იარაღით, სურსათით, ფულით.
ომის მთელი პერიოდის განმავლობაში ინგლისის გემთსა-
შენებში აგებდნენ სამხრეთელებისათვის ხომალდებს. ინგლი-
სელთა მიერ აგებული გემებით სამხრელებმა ჩრდილოეთე-
ლების 300-ზე მეტი გემი ჩაიგდეს ხელში. საბოლოოდ
სამხრეთელთა ძალები ამოიწურა, ჩრდილოეთის შტატების
სამრეწველო პოტენციალმა თავისი ქნა. ჩამორჩენილი სამხრე-
თელი პლანტატორები დამარცხდნენ. 1864 წელს ლინკოლნი
პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო 1865 წლის 3

341
აპრილს ჩრდილოეთის ჯარმა სამხრეთელთა მთავარი
საყრდენი რიჩმონდი აიღო.
სამოქალაქო ომის დასრულებამ, ქვეყნის გაერთიანებამ
და მონობის გაუქმებამ ეკონომიკურ წინსვლას ახალი ძლიერი
მუხტი შესძინა.

342
1863 წლის 19 ნოემბერს, პრეზიდენტმა აბრაჰამ ლინკოლნმა
ჯარისკაცთა გეთისბურგის ეროვნულ სასაფლაოზე პენსელვანიაში
წარმოთქვა მისი ერთ-ერთი ცნობილი სიტყვა „გეთისბურგის
მიმართვა“. ეს მიმართვა ამოტვიფრულია ვაშინგტონში, კოლუმბიის
ოლქში მდებარე ლინკოლნის მემორიალის სამხრეთ კედელზე.
გეთისბურგის ბრძოლა, რომელიც გაგრძელდა 1863 წლის 1
ივლისიდან 3 ივლისამდე, მიჩნეულია ამერიკის სამოქალაქო ომის
გადამწყვეტ ბრძოლად. ამ ბრძოლაში პოტომაკის ფედერალურმა
არმიამ დაამარცხა ჩრდილოეთ ვირჯინიის არმია.

აბრაჰამ ლინკოლნის სიტყვა, წარმოთქმული გეთისბურგის


სასაფლაოს კურთხევისას

ოთხმოცდაშვიდი წლის წინათ ჩვენმა მამებმა ამ კონტინენტზე


დასაბამი მისცეს ახალ ერს. თავისუფლების წიაღში ჩასახულსა
და იმ რწმენის ერთგულს, რომ ყველა ადამიანი დაბადებითვე
თანასწორია.
ახლა ჩვენ ჩაბმულნი ვართ სამოქალაქო ომში, რომელმაც უნდა
გაარკვიოს, შეძლებს თუ არა ეს ერი, ან ამგვარდვე ჩასახული
და ამავე რწმენის მქონე სხვა რომელიმე ერი, დიდხანს
გაძლებას. ჩვენ შევიყარენით ამ ომის ერთ-ერთი დიადი
ბრძოლის ველზე; მოვედით, რომ ვაკურთხოთ ამ ველის ერთი
ნაწილი როგორც იმათი საუკუნო სავანე, ვინც თავი გაწირა ამ
ერის სიცოცხლისათვის; სამართლიანობა მოითხოვს და
გვმართებს კიდეც ასე მოვიქცეთ...
ალბათ უფრო ჩვენ ცოცხლებს, გვმართებს თავდადება იმ
დაუმთავრებელი საქმიანობისათვის, რაც აქ მებრძოლებმა
ესოდენ ღირსეულად აქამდე მოიტენეს; უფრო ჩვენ გვმართებს
თავი მივუძღვნათ იმ დიად ამოცანას, რომლის ხორცშესხმაც
ვალად გვადევს, რათა ჩვენმა სულმნათმა მიცვალებულებმა
ჩაგვინერგონ მეტი თავგანწირვის უნარი იმ საქმისათვის,
რომლისთვისაც მათ სრული თავგანწირვის უკიდურესი ზომა
გვიჩვენეს, - რათა საზეიმოდ განვაცხადოთ, რომ ფუჭად არ
ჩაუვლია აქ დაცემულთა სიკვდილს, რომ ეს ერი, ღვთის
წყალობით, ხელახლა ეზიარება თავისუფლებას და რომ
სახალხო ხელისუფლება, ხალხის მიერ და ხალხისთვისვე
შექმნილი, არასოდეს აღიგვება პირისაგან მიწისა.

აბრაჰამ ლინკოლნი
19 ნოემბერი, 1863 (თარგმ. თ. გამყრელიძე)

343
Tavi X

1837
ტახტზე ადის დედოფალი
ვიქტორია დიდი 1899
ბრიტანეთის
გაერთიანებული სამეფოსა იწყება ინგლის-ბურების ომი
და ირლანდიის დედოფალი. სამხრეთ აფრიკაში.

1800

344
1908 1911
სუნ იატ სენი (სურ: დგას
1905 „ახალგაზრდა თურქების“ ცენტრში) არის ჩინეთის
აქტივობის გამო რესპუბლიკის
რუსეთში იწყება პირველი სულთანმა აბდულ ჰამიდ დროებითი
რევოლუცია. II-მ დაკარგა ტახტი. პრეზიდენტი.

1900

345
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და წლების ცოდნა

სინდიკატი ალფრედ ნობელი 1867-1912- მეიძის ხანა


კონცერნი დედოფალი იზაბელა იაპონიაში
ოქროს საერთაშორისო სტანდარტი ჟუან პრიმისი 1912 - ჩინეთის გამოცხადება
მეიძის ხანა ხუან ბატისტა რესპუბლიკად
მენშევიკები ამადეო I  1929 - მსოფლიო ეკონომიკური
ბოლშევიკები პეტრე სტოლიპინი კრიზისის დასაწყისი 
დუმა ნიკოლოზ II  1905-1907 - რევოლუცია
„სისხლიანი კვირა“ მოჰამედ ალი შაჰ ყაჯარი რუსეთში
ბურები სესილ როდსი 1905 -1911 რევოლუცია ირანში
„ახალგაზრდა თურქები“ ბენჯამენ დიზრაელი 1899-1902- ინგლის-ბურების
უილიამ გლადსტონი ომი მეორე ომი
დედოფალი ვიქტორია  1837 -1901 -ვიქტორიას ხანა
  ბრიტანეთში
 

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე:

1. უახლესი ისტორიის პოლიტიკური და ეკონომიკური მახასიათებლები;


2. „დაგვიანებული“ რევოლუციები და მათი „დაგვიანების“ მიზეზები;
3. დასავლური იმპერიალიზმი და აზიისა და აფრიკის ხალხების ბრძოლა.

346

You might also like