You are on page 1of 5

ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ ი ს

ი ს ტ ო რ ი ა
• ევროპის კონტინენტზე საუკუნეების მანძილზე მრავალმა ომმა და დაპირისპირებამ, საბოლოოდ კი XX
საუკუნეში მომხდარმა ორმა დამანგრეველმა მსოფლიო ომმა გაერთიანებული ევროპის იდეა წარმოშვა,
რომელიც ევროპელ ლიდერთა აზრით პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციით გახდებოდა
შესაძლებელი.

• ჟან მონეს იდეით შთაგონებულმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა 1950 წლის
9 მაისს გაახმოვანა ინიციატივა, შექმნილიყო ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის
მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება. გეგმის მიხედვით, გაერთიანების წევრ იმ ქვეყნებში, რომლებიც
ოდესღაც ერთმანეთს ებრძოდნენ, ქვანახშირის მოპოვება და ფოლადის წარმოება გაერთიანდებოდა და
დაექვემდებარებოდა საერთო უმაღლეს ორგანოს. „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება“
1951 წელს შეიქმნა, რომელმაც ექვსი სახელმწიფო გააერთიანა – ბელგია, დასავლეთ გერმანია,
ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. შედეგად, ომის წარმოებისთვის აუცილებელი
ნედლეული (ფოლადი და ქვანახშირი) ურთიერთშერიგებისა და მშვიდობის დასამყარებელ
ინსტრუმენტებად იქცა. წარმატებულმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ინტეგრაციის პროცესი
შეუქცევადი იყო და კიდევ უფრო უნდა გაღრმავებულიყო.

0 1 /1 3 /2 0 2 4 Sample Footer Text 2


• გაერთიანებული ევროპის იდეა პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა გაახმოვანა
1946 წლის 19 სექტემბერს, შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც განაცხადა: „ჩვენ
ხელახლა უნდა შევქმნათ ევროპული ოჯახი რეგიონული სტრუქტურით, რომელსაც შეიძლება დაერქვას ევროპის
შეერთებული შტატები“, თუმცა ჩერჩილის ამ იდეას მაშინ კონკრეტული ქმედებები არ მოჰყოლია. უფრო მეტიც –
ჩერჩილი არ გამოხატავდა ბრიტანეთის ოფიციალურ პოზიციას ევროგაერთიანების შესახებ, რადგან
გაერთიანებული სამეფო თავს გლობალურ ძალად აღიქვამდა, რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიც
ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თავის თანამეგობრობასთან (ყოფილ და არსებულ კოლონიებთან)
ურთიერთობები იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთი ნეგატიურად იყო განწყობილი
ევროგაერთიანების იდეისადმი.
• ევროპული ინტეგრაციის ათვლის წერტილად 1950 წლის 9 მაისი მიიჩნევა, როდესაც ფრანგი პოლიტიკოსის
ჟან მონეს ინიციატივა ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერ შუმანმა გაახმოვანა და დასავლეთ ევროპის
ქვანახშირისა და ფოლადის ინდუსტრიების გაერთიანების წინადადებით გამოვიდა. ჟან მონეს ინიციატივის
თანახმად, ისტორიულად დაუძინებელი მტრები – საფრანგეთი და გერმანია, სხვა ევროპულ ქვეყნებთან უნდა
გაერთიანებულიყვნენ, რათა დამოუკიდებლად აღარ დაემუშავებინათ ქვანახშირი და ფოლადი. ვინაიდან ნებისმიერ
ქვეყანას ომის საწარმოებლად ორი რამ სჭირდებოდა: ფოლადი, რომლისგანაც მზადდებოდა საბრძოლო მასალა და
ქვანახშირი – ქარხნებისა და რკინიგზის ენერგიით მოსამარაგებლად. ამ უმნიშვნელოვანესი რესურსების წარმოებისა
და რეალიზაციის დაქვემდებარება საერთო ზეეროვნული ორგანოსთვის („უმაღლესი მთავრობისთვის“),
ემსახურებოდა ძირითად მიზანს – უზრუნველეყო გერმანიისა და საფრანგეთის მშვიდობიანი თანაცხოვრება და
გაღრმავებულიყო ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური და მოგვიანებით, პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულება.
• 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (European Coal and Steel Community), რომელშიც
შევიდა ექვსი სახელმწიფო – ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები.
გადაწყდა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი სუპრაეროვნული (ზეეროვნული) ორგანო, ე.წ. ,,უმაღლესი
ხელისუფლება” (High Authority), რომელიც განაგებდა ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და
რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. უმაღლესი ხელისუფლების პირველ პრეზიდენტად დაინიშნა ჟან მონე.
1953 წელს შეიქმნა რკინის, ნახშირის, მადნეულის და ჯართის საერთო ბაზარი; იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით,
შეიქმნა ფოლადის საერთო ბაზარიც.

• ორი წლის შემდეგ, იტალიის ქალაქ მესინაში ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ
განეგრძოთ ინტეგრაციის პროცესი (ცნობილია მესინის ინიციატივის სახელით). შეიქმნა სამთავრობათაშორისო
კომიტეტი, რომელმაც მოამზადა საფუძველი რომის ხელშეკრულებისათვის, რის შედეგადაც საფუძველი
დაედო ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას – EEC . რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება
საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო
ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების,
კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე,
საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.
• რომში ცალკე ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“ , რომლის მიზანსაც
წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის
განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი
ქვეყნებისთვის.

• 1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით (Merger Treaty) მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა
და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა (შემდგომში ევროგაერთიანება) და „ევრატომის“
აღმასრულებელი ორგანოების – კომისიისა (შემდგომში ევროპული კომისიის) და საბჭოს გაერთიანება ერთ
ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“, ხოლო 1992 წელის
მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე – “ევროკავშირი” ეწოდა.

• ევროკავშირი დღეისათვის 27 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა,


რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 446 მილიონი
მოქალაქისთვის.

You might also like