You are on page 1of 6

გერმანიის გაერთიანება 187

გიორგი
გერმანიის იმპერია
1871-1918 წლებში

• გერმანიის გაერთიანება არის პოლიტიკური პროცესი,


რომელიც დასრულდა გერმანულენოვანი
სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ერთეულების
გადაქცევით გერმანიის იმპერიად, ფედერალური
სახელმწიფოს მახასიათებლების მქონე სახელმწიფოდ ,
რომელშიც პრუსია დომინანტურ როლს ასრულებდა.
ოფიციალურად გამოცხადდა 1871 წლის 18 იანვარს,
საფრანგეთის ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში.
ახლადშექმნილმა სახელმწიფომ ჩაანაცვლა გერმანიის
კონფედერაცია, სუვერენულ სახელმწიფოთა მყიფე
ასოციაცია და უაღრესად დეცენტრალიზებული საღვთო
რომის იმპერია. საფრანგეთ-პრუსიის ომში პრუსიის
გამარჯვების შემდეგ გერმანიის სახელმწიფოთა მთავრები
შეიკრიბნენ ცერემონიაზე სადაც ვილჰელმ I და
ჰოჰენცოლერნის სახლი გერმანიის იმპერატორად
აღიარეს.
-პრუსიის
სამეფო

• ავსტრიის მეტოქე გერმანულენოვანმა


ძალამ, პრუსიამ, ჰაბსბურგების
ყოფილმა ვასალმა, დაიწყო გერმანიის
კონფედერაციის შესუსტება როგორც
შიგნიდან, ისე გარედან. 1818 წელს
პრუსიამ „ცოლფერაინის“ საბაჟო
კავშირი შექმნა. მოგვიანებით ეს კავშირი
კიდევ უფრო გაფართოვდა და
ტრადიციულად ავსტრიის გავლენის ქვეშ
მყოფი გერმანული პოლიტიკური
ერთეულები მიიერთა. ამ კავშირმა
შეამცირა კონკურენცია გერმანულენოვან
სახელმწიფოებს შორის და მათ შიგნით.
ვილჰელ

I
-საღვთო რომის იმპერია

• საღვთო რომის იმპერიის დაშლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ,


ადმინისტრაციული და პოლიტიკური გაუგებრობების მიუხედავად , დაშლილი იმპერიის
გერმანულენოვანი რაიონების მოსახლეობას ჰქონდა საერთო ენობრივი , კულტურული
და იურიდიული ტრადიცია, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა საფრანგეთის
რევოლუციური ომებისა და ნაპოლეონური ომების დროს . ევროპულმა
ლიბერალიზმმა შექმნა გაერთიანების ინტელექტუალური საფუძველი სოციალური და
პოლიტიკური ორგანიზაციის დინასტიური და აბსოლუტიზმის მოდელების გამოწვევით ;
მისმა გერმანულმა მანიფესტაციამ ხაზი გაუსვა ტრადიციის , განათლებისა და ხალხთა
ენობრივი ერთიანობის მნიშვნელობას გეოგრაფიულ რეგიონში . გაერთიანებამ
გამოავლინა დაძაბულობა ახალი ერის მკვიდრთა შორის რელიგიური , ენობრივი ,
სოციალური და კულტურული განსხვავებების გამო , რაც იმაზე მეტყველებს , რომ 1871
წელი, უფრო დიდი კულტურული გაერთიანების პროცესების მხოლოდ ერთი მომენტია .
გადაადგილების ახალმა მეთოდებმა ხელი შეუწყო ბიზნესსა და მოგზაურობას , რამაც
გაზარდა კომუნიკაცია გერმანულენოვან ხალხებს შორის მთელი ცენტრალური
ევროპის მასშტაბით.
-ოტო ფონ
ბისმარკი

• ისტორიკოსები მსჯელობენ, ჰქონდა თუ არა ოტო ფონ ბისმარკს , პრუსიის


მინისტრს, გეგმა 1866 წელს, ჩრდილოეთ გერმანიის
კონფედერაციის გაფართოებასთან დაკავშირებით . მათ დაასკვნეს , რომ
ბისმარკის Realpolitik-ის განსაკუთრებული მნიშვნელობის გარდა, გერმანიის
გაერთიანების პროცესში მნიშნველოვანი როლი ასევე განაპირობა იმ
ცვლილებებმა და პროგრესმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა XIX საუკუნეში.
• გერმანული ნაციონალიზმის მანიფესტაციამ, როგორც რეაქციამ ფრანგულ
და დანიურ ნაციონალიზმზე, პრუსიის სამხედრო წარმატებებთან ერთად,
ხელი შეუწყო პრუსიის ირგვლივ გერმანულენოვანი სივრცის გაერთიანების
იდეის მხარდაჭერას. მეექვსე კოალიციის ომში ერთიანი ბრძოლის
გამოცდილებამ ასევე ხელი შეუწყო გერმანულენოვანი სივრცის
გაერთიანების იდეას.
გერმანიის გაერთიანება

• 1871 წელს, ავსტრიის


გარეშე გერმანიის
გაერთიანებამ,
საბოლოოდ
გადაჭრა ავსტრიისა და პრ
უსიის დაპირისპირების
დუალიზმი და საფუძველი
ჩაუყარა ერთიან
გერმანიის იმპერიას,
რომელშიც დომინანტურ
როლს პრუსია თამაშობდა.
გიორგი ჩარგეიშვილი

You might also like