You are on page 1of 11

ეკა ლოლუა

2021

ევროკავშირის შესახებ
მნიშვნელოვანი ფაქტები

ევროპის კავშირი, რომელსაც ყველაზე ხშირად, შემოკლებით, ევროკავშირს


ვუწოდებთ წარმოადგენს ევროპის ქვეყნების გაერთიანებას, რომელიც ეკონომიკურ -
პოლიტიკურ ერთობას უფრო გულისხმობს, ვიდრე ევროპის შეერთებულ შტატებს
(შტატების კლასიკური გაგებით) - რაც წარმოადგენდა ევროპის სახელმწიფოთა
გაერთიანების თავდაპირველ იდეას მეორე მსოფლიოს ომისა და ამერიკის
რევოლუციის შემდეგ. ერთ-ერთი პირველი იყო უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც
საჯაროდ გააჟღერა ევროპის შეერთებული შტატების შექმნის იდეა 1946 წლის 19
სექტემბერს შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში 1, რასაც
მალევე მოჰყვა (1948 წელს) ჰააგის კონგრესის გადაწყვეტილება ევროპის კოლეჯში
მომავალი ლიდერების ერთდ ცხოვრებისა და სწავლების შესახებ 2, რაც საბოლოოდ,
1949 წელს ევროპის საბჭოს (Council of Europe) შექმნით დასრულდა. საბჭო
ძირთადად ფოკუსირებული იყო ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული
პრინციპების დაცვაზე, ვიდრე ეკონომიკურ ან სავაჭრო საკითხებზე, თუმცაღა
გაერთიანება თითოეული სახელმწიფოსთვის შესაძლებელს ხდიდა, საბჭოს
ფორმატში, სახელმწიფოებს განეხილათ ურთიერთთანამშრომლობის
შესაძლებლობები ე.წ. “ზესახელმწიფოს“ უფლებამოსილების გარეშე.

ერთობის იდეის კიდევ უფრო წარმატებული განხორციელებისთვის, 1951 წელს


ექვსმა ევროპულმა სახელმწიფომ (ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები,
ლუქსემბურგი და დას. გერმანია) გადაწყვიტა პარიზის ხელშეკრულების
ხელმოწერით შეექმნათ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (ECSC),
რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის აშშ-ს „მარშალის გეგმით“ განსაზღვრული
სახსრების ეფექტურად აკუმულირებას და გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები (Alcide
De Gasperi, Jean Monnet, Robert Schuman, Paul-Henri) თვლიდნენ რომ ფოლადი და
ქვა-ნახშირი შესაძლოა ყოფილიყო ერებს შორის ომის მიზეზი, ამ ორი გიგანტი
ინდუსტრიის რესურსების ინტეგრირებით კი - ერებს შორის ომის დაწყების საფრთხე
უფრო მეტად იქნებოდა დაზღვეული. სწორედ რომ ეს ევროპელი ლიდერები,
სხვებთან ერთად იწოდებიან, როგორც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებად.

ექვსი სახელმწიფოს გაერთიანებას მოჰყვა 1957 წელს რომის ხელშეკრულება


(ევროპული ეკონომიკური საზოგადოება (EEC), საბაჟო კავშირი) და ატომური

1
"Ein britischer Patriot für Europa: Winston Churchills Europa-Rede, Universität Zürich, 19. September 1946" [A British Patriot for Europe:
Winston Churchill's Speech on Europe University of Zurich, 19 September 1946]. Zeit Online. Retrieved 13 January2010.
2
Dieter Mahncke; Léonce Bekemans; Robert Picht, eds. (1999). The College of Europe. Fifty Years of Service to Europe. Bruges: College of
Europe. ISBN 978-90-804983-1-0. Archived from the original on 28 December 2016.
ეკა ლოლუა
2021

ენერგიის ევროპული გაერთიანება (Euratom) (ბირთვული ენერგიის განვითარებაში


თანამშრომლობა).

ECC და Euratom წარმოადგენდნენ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადი


გაერთიანებისგან დამოუკიდებელ ერთობებს, თუმცაღა სარგებლობდნენ ერთი
სასამართლოთი და ქონდათ საერთო ასამბლეა. 1965 წლის შეთახმებით გადაწყდა,
რომ ამ სამი (ECC, Euratom, ECSC) გაერთიანებისთვის შექმნილიყო საერთო
ინსტიტუტები, რომელსაც ევროპის გაერთიანება ეწოდება (European Community).
1985 წელს კი ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შენგენის შეთანხმებას საზღვრების ღიაობის
შესახებ.

ევროკავშირი ფორმალურად დაფუძნდა მაასტრიხის ხელშეკრულების ხელმოწერით


1993 წლის 1 ნოემბერს. მისი გაფორმებით ევროგაერთიანებები გარდაიქმნა
„ევროკავშირად“ და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინა,
სწორედ რომ აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა ის სამი ძირითადი სვეტი,
რომელზეც არის ვირტუალურად ევროკავშირი განლაგებული, ესენია:
- ევროპული თანამეგობრობა (რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და
გარემოს დაცვით საკითხებს);
- საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP);
- საშინაო და სისხლის სამართლებრივ საქმეებში სამართლებრივი
ურთიერთთანამშრომლობა  (PJCCM).

2002 წელს შეიქმნა ე.წ. „ევროზონა“, რომლის საფუძველზეც ევროკავშირში დაიბეჭდა


საერთო ფულის ერთეული-ევრო.

2009 წლის ლისაბონის ხელშეკრულებით კი შეიცვალა ევროკავშირის


სამართლებრივი არქიტექტურა. იგი თავის თავში აერთიანებს მაასტრიხტის
ხელშეკრულებასა და რომის ხელშეკრულებას. ლისაბონის ხელშეკრულება მოიცავდა
ორგანიზაციის მიერ მიღებულ პროტოკოლებს, ასევე იმ ხელშეკრულებას, რომლის
საფუძველზეც დაფუძნდა ევროპული გაერთიანება ატომური ენერგიის დარგში, ე.წ.
ევრატომი. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირს
სამართალსუბიექტობა მიენიჭა.
ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისა
და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი
წარმომადგენლის თანამდებობები. ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ასევე
ევროკავშირის ადამიანის უფლებათა კანონპროექტი, ფუნდამენტური უფლებების
ქარტია, რომელსაც იურიდიულად სავალდებულო ხასიათი მიენიჭა. პირველად
ეკა ლოლუა
2021

ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში ამ ხელშეკრულებამ ევროკავშირის წევრ ყველა


სახელმწიფოს მისცა უფლება, სურვილისამებრ, დატოვოს კავშირი და კავშირიდან
გასვლის პროცედურებიც შეიმუშავა.

დღეისათვის ევროკავშირი არ არის ერთი სახელმწიფო, არამედ წარმოადგენს


სახელმწიფოთა კავშირს, რომელიც ეფუძნება ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ
უნიკალურ თანამშრომლობას. იგი არის 466 მილიონი ადამიანის (მსოფლიო
მოსახლეობის დაახლ. 6%) სახლი. ამჟამად ევროკავშირი მოიცავს 27 ქვეყანას3.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წლების მიხედვით4:

თარიღი წევრი ქვეყანა

01/01/1958
ბელგია

საფრანგეთი

გერმანია

იტალია

ლუქსემბურგი

ნიდერლანდები
01/01/1973
დანია

ირლანდია
01/01/1981
საბერძნეთი
01/01/1986
პორტუგალია

ესპანეთი
01/01/1995
ავსტრია

3
2020 წელს გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა ევროკავშირი 2019 წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად.
4
https://europa.eu/european-union/about-eu/countries_en#tab-0-1
ეკა ლოლუა
2021

ფინეთი

შვედეთი
01/05/2004
კვიპროსი

ჩეხეთი

ესტონეთი

უნგრეთი

ლატვია

ლიეტუვოა

მალტა

პოლონეთი

სლოვაკეთი

სლოვენია
01/01/2007 ბულგარეთი
რუმინეთი
01/07/2013 ხორვატია

სხვა:

ისლანდია - EEC წევრი

ლიხტენშტეინი - CoE წევრი

ნორვეგია - CoE წევრი

შვეიცარია -

კანდიდატი ქვეყნები: ალბანეთი, ჩდ. მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, თურქეთი.


პოტენციური კანდიდატი ქვეყნები: ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო
ეკა ლოლუა
2021

ევროკავშირს აქვს 24 ოფიციალური ენა - ნებისმიერ მათგანზეა შესაძლებელი


ევროკავშირის ინსტიტუტებთან ოფიციალური კომუნიკაციის წარმოება,
ევროკავშირის ოფიციალური ენაა, ყველა მისი წევრი ქვეყნის ენა, შესაბამისად, მას
შემდეგ რაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა ქართული ენა
დაემატება ევროკავშირის ოფიციალური ენების რიცხვს, ევროკავშირის
ინსტიტუტებთან შესაძლებელი იქნება ქართულ ენაზე ოფიციალური კომუნიკაცია.

სიმბოლიკა:
სლოგანი - „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ ("In Varietate Concordia" (Latin)/ "United
in Diversity"(ENG))

დროშა -
ლურჯ ფონზე დატანილი 12 ვარსკვლავი გამოხატავს ევროკავშირის ხალხის
ერთობას წრის სახით, ვარსკვლავების რიცხვი უცვლელად თორმეტია, თორმეტი
ციფრი სრულყოფისა და მთლიანობის სიმბოლოა, და არა როგორი მითიც
არაერთხელ გვსმენია, რომ, თითქოს, ევროკავშირის დროშაზე ვარსკვლავების
რაოდენობა ემთხვევა მისი წევრი სახელმწიფოების რიცხვს და დროთა განმავლობაში
ცვალებადია.

ჰიმნი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი. ბეთჰოვენმა


ჰიმნი შექმნა ფრიდრიხ შილერის ლირიკული პოემის „ოდა სიხარულს“ მიხედვით.
იგი ევროპულ ჰიმნად აღიარებულ იქნა 1972 წელს ევროპის საბჭოს მიერ ჰერბერტ
ფონ კარაიანის ოფიციალური საორკესტრო არანჟირებით. ევროკავშირის ენებს შორის
დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ჰიმნს ოფიციალური ტექსტი არ აქვს და
მაშასადამე არ იმღერება5.

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა


ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მიზანია
კონფლიქტების მოგვარება და საერთაშორისო ურთიერთგაგების გაძლიერება, იგი
ემყარება დიპლომატიასა და საერთაშორისო წესების პატივისცემას. სავაჭრო,
ჰუმანიტარული დახმარება და თანამშრომლობის განვითარება ასევე მნიშვნელოვან
როლს ასრულებს ევროკავშირის საერთაშორისო მიდგომებში6.

5
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E
%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98
6
https://europa.eu/european-union/topics/foreign-security-policy_en
ეკა ლოლუა
2021

2009 წლის ლისაბონის ხელშეკრულებით გაძლიერდა ევროკავშირის საგარეო ფრთა


შექმნილი ევროპის საგარეო მოქმედებების სამსახურით (EEAS).

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მიზნად ისახავს:

 მშვიდობის შენარჩუნებას;
 საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას;
 საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას;
 დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და
ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის განვითარებას და
კონსოლიდაციას.

ევროკავშირი ჰუმანიტარული სამშვიდობო მისიით ეხმარება არამხოლოდ


ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების,
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, კანონის უზენაესობის და სხვა
უსაფრთხოების/ საერთაშორისო ნორმების დაცვაში ან/და დარღვევების
გამოვლენაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს.

თანამეგობრობისა და გაფართოების პოლიტიკა


ევროკავშირის რეგიონული თანამშრომლობის პოლიტიკაში პრიორიტეტული
ადგილი უჭირავს აღმოსავლეთ თანამეგობრობას და ორიენტირებულია
თანამეგობრობის ქვეყნების გამოწვევების გამკლავების დახმარებაზე. აღმოსავლეთ
თანამეგობრობა კი თავის მხრივ, წარმოადგენს ექვსი ქვეყნის ინციატივას
(საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა), რომლებიც
გაერთიანებული არიან ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით.
რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირი შემდეგი
მიმართულებების განვითარებაშია ჩართული:
- დემოკრატია;
- კარგი მმართველობა;
- სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური განვითარება;
- თანამშრომლობის გაძლიერება ენერგეტიკის სფეროში;
- თანამშრომლობის გაძლიერება ტრანსპორტის სფეროში;
- გარემოს დაცვა;
- კონფლიქტების მოგვარება და სხვა.
ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დონორი საქართველოში,
რომელიც, სწორედ, რომ აღმოსავლეთ თანამეგობრობის რეგიონული
ეკა ლოლუა
2021

თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა დარგში, მასშტაბური პროექტების


განხორციელებით უზრუნველყოფს აღმ.პ. ქვეყნების ფინანსურ, ტექნიკურ და
ექსპერტულ დახმარებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის გარდა, ევროკავშირი აქტიურად მოღვაწეობს


ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებთან სამხრეთ თანამეგობრობის ფარგლებში, ასევე
ფართო რეგიონული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მიმართულებით.

ევროკავშირში გაერთიანება
ევროკავშირში გაერთიანება, ერთი შეხედვით, მარტივი, სამ საფეხურიანი პროცესია,
კერძოდ:
I. როდესაც ქვეყანა სათანადოდ არის მომზადებული, იგი ოფიციალურად
მოიპოვებს კანდიდატი წევრის სტატუსს, თუმცაღა ეს არ ნიშნავს რომ წევრობაზე
ოფიციალური მოლაპარაკებები გახსნილია;
II. კანდიდატმა უნდა შეძლოს და გადაინაცვლოს წევრობაზე მოლაპარაკებების
ფორმალურ ნაწილში, აღნიშნული მოიცავს ევროკავშირში მოქმედი
კანონმდებლობის მიღებას, მანამდე კი, დანერგილი კანონმდებლობის
აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ უზრუნველყოს სასამართლო,
ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ისეთი რეფორმების განხორციელება,
რომელიც პასუხობს ე.წ. „გაწევრიანების კრიტერიუმებს“;
III. მოლაპარაკებებისა და თანმდევი რეფორმების დამაკმაყოფილებლად
განხორციელების დასრულების შემდეგ, ქვეყანას შეუძლია შეუერთდეს
ევროკავშირის ქვეყნების რიცხვს.

მოლაპარაკებები წევრობაზე არ შეიძლება დაიწყოს მანამ, სანამ ევროკავშირის


მთავრობები არ დაეთანხმება კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების ჩარჩოს ან
მანდატს, ევროსაბჭოზე მიღებული ანონიმური გადაწყვეტილებით. მოლაპარაკებები
მიმდინარეობს ევროკავშირის მთავრობების მინისტრებსა და ელჩებსა და კანდიდატ
ქვეყანას შორის, რომელსაც მთავრობათაშორის კონფერენციას უწოდებენ.

ევროკავშირი კანონმდებლობა ე.წ. „თავებად“ არის დაყოფილი, რასაც ხშირად


მოლაპარაკებების თავებსაც უწოდებენ. აქტის თავები (ამჟამად 35) წარმოადგენს
გაწევრიანების მოლაპარაკებების საფუძველს თითოეული კანდიდატი ქვეყნისთვის.
ისინი შეესატყვისებიან იმ სხვადასხვა სფეროს, სადაც მნიშვნელოვანია რიგი
რეფორმები განხორციელდეს გაწევრიანებამდე, სხვანაირად რომ ვთქვათ კანდიდატ
ქვეყნებს მოეთხოვებათ თავიანთი ადმინისტრაციულ, ინსტიტუციური
ინფრასტრუქტურა მოარგონ და ეროვნული კანონმდებლობა შეუსაბამონ
ეკა ლოლუა
2021

ევროკავშირის კანონმდებლობას ამ სფეროებში, ეს თავებია: საქონლის თავისუფალი


გადაადგილება, მუშა ხელის თავისუფალი გადაადგილება, სერვისის დანერგვის
უფლება და გაწევის თავისუფლება, ქონების თავისუფალი მიმოცვლა, საჯარო
შესყიდვა, კორპორატიული სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების
სამართალი, კონკურენციის პოლიტიკა, ფინანსური სერვისები, მედიისა და
საზოგადოების ინფორმირებულობა, სოფლის მეუორნეობის განვითარება, სურსათის
უვნებლობა, ვეტერინარია და ფიტოსანიტარია, მეთევზეობა, ტრანსპორტის
პოლიტიკა, ენერგეტიკა, დაბეგვრა, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა,
სტატისტიკა, სოციალური პოლიტიკა და დასაქმება, წარმოება და ინდუსტრიული
პოლიტიკა, ტრანს ევროპული ქსელები, რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული
ინსტრუმენტების კოორდინაცია, მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები,
სამართლიანობა, თავისუფლება და უსაფრთხოება, მეცნიერება და კვლევა,
განათლება და კულტურა, გარემოს დაცვა, მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვა,
საზღვრების ერთიანობა (იგ. საკანონდებლო რეგულირება), საგარეო
ურთიერთობები, საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა,
ფინანსური კონტროლი, ინსტიტუციები და სხვა საკითხები, რომელიც შეიძლება
წარმოიშვას მოლაპარაკებების პროცესში.

თითოეული თავზე მოლაპარაკებები ემყარება შემდეგ ელემენტებს:

სკრინინგი - კანდიდატ ქვეყანასთან ერთად, კომისია ატარებს პოლიტიკის


თითოეულ სფეროს (თავი) დეტალურ გამოკვლევას ქვეყნის მომზადების დონის
გასარკვევად. კომისია წევრ სახელმწიფოებს წარუდგენს საბოლოო დასკვნების
შესახებ ანგარიშს, რომელიც არის კომისიის რეკომენდაცია 1. ან პირდაპირ დაიწყოს
მოლაპარაკებები 2.ან მოითხოვოს გარკვეული პირობების შესრულება.

მოლაპარაკებების პოზიციები - მოლაპარაკებების დაწყებამდე კანდიდატმა ქვეყანამ


უნდა წარადგინოს თავისი პოზიცია, ხოლო ევროკავშირმა უნდა მიიღოს საერთო
პოზიცია თავების განხორციელების პროგრესზე. უმეტეს შემთხვევაში ევროკავშირი
კანდიდატ სახელმწიფოს უწესებს ცალკეულ ნიშნულებს, რომელთა შესრულების
შემდეგაც მოლაპარაკებების პროცესი გადავა ახალ დონეზე, 23-ე (მართლმსაჯულება
და ფუნდამენტური უფლებები) და 24-ე (სამართლიანობა, თავისუფლება და
უსაფრთხოებ) თავებისთვის კომისიის დასკვნით ეს თავები გაიხსნება სამოქმედო
გეგმების საფუძველზე.
ეკა ლოლუა
2021

მოლაპარაკებების ტემპი დამოკიდებულია თითოეულ ქვეყანაში რეფორმის


სიჩქარეზე და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული რეგულირების
შესაბამისობაში მოყვანაზე.

მოლაპარაკებების დასრულება ასევე მოიცვას სამ ეტაპს:


„თავების“ დახურვა - თითოეულ თავზე მოლაპარკება ვერ დასრულდება მანამ, სანამ
ევროკავშირის წევრი თითოეული სახელმწიფო არ მიიჩნევს, რომ კანდიდატ
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეფორმები, რომელიც აისახა ევროკომისიის
ანგარიშში დამაკმაყოფილებელია.
პროცესი დახურულია მხოლოდ მაშინ, როდესაც თითოეულ თავზე გადაწყვეტილება
მიღებული იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან.

გაწევრიანების ხელშეკრულება - წარმოადგენს სახელმწიფოს ევროკავშირის


წევრობის ფუნდამენტურ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრობის
დეტალურ განმარტებებსა და პირობებს, ყველა გარდამავალ შეთანხმებას და ვადას,
ასევე ფინანსური შეთანხმებების დეტალებსა და დამცავ მუხლებს.
გაწევრიანების ხელშეკრულება არ არის საბოლოო სანამ:
- იგი არ მოიპოვებს ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის
მხარდაჭერას;
- არ არის ხელმოწერილი კანდიდატი სახელმწიფოსა და ევროკავშირის
არსებული წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ;
- არ არის რატიფიცირებული კანდიდატი სახელმწიფოსა და ევროკავშირის
წევრი თითოეული სახელმწიფოს მიერ.

მას შემდეგ, რაც გაწევრიანების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება კანდიდატი ქვეყანა


ოფიციალურად ხდება გაწევრიანებული ქვეყანა, ანუ იგი ჩაითვლება ევროკავშირის
წევრ სახელმწიფოდ იმ თარიღიდან, რომელიც განსაზღვრული იქნება გაწევრიანების
ხელშეკრულებაში. მანამდე კი, იგი სარგებლობს ისეთი უფლებამოსილებით,
მაგალითად, როგორიც არის ევროკავშირის შეთავაზებების, რეკომენდაციებისა და
ინიციატივების პროექტებზე კომენტარების გაკეთება და „აქტიური დამკვირვებლის
სტატუსი“ (საუბრის უფლება, ხმის მიცემის უფლების გარეშე) ევროკავშირის
ორგანოებსა და სააგენტოებზე.

ასოცირება
ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 217-ე მუხლი
განსაზღვრავს, რომ:
ეკა ლოლუა
2021

„კავშირმა შესაძლებელია დადოს ერთ ან მეტ მესამე ქვეყანასთან ან საერთაშორისო


ორგანიზაციასთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს
ურთიერთსავალდებულო უფლებებსა და მოვალეობებს, საერთო ღონისძიებებსა და
სპეციალურ პროცედურას“
რაც წარმოადგენს ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების სამართლებრივ
საფუძველს.
პირველი ასოცირებული სახელმწიფოები იყვნენ საბერძნეთი და თურქეთი.
დღეისათვის, ევროკავშირი ამა თუ იმ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულებას
ძირითადად დებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ან ადამიანის უფლებათა
რეფორმების ვალდებულების სანაცვლოდ, სანაცვლოდ, ქვეყანას შესაძლოა
შესთავაზონ ტარიფებისგან თავისუფალი წვდომა ზოგიერთ ევროპულ ბაზარზე და
ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება. ბოლო დროს დადებული ხელშეკრულებები
ასევე მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირსა და მესამე
ქვეყანას შორის.
მრავალი სახის ასოცირების შეთანხმებას დებს ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან,
ასე მაგალითად:

AA ასოცირებაზე დაფუძნებული ხელშეკრულება/ასოცირების ხელშეკრულება


ACPC ყოველმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება
ATDC ვაჭრობის, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება
CETA ეკონომიკისა და ვაჭრობის ყოველმხრივი ხელშეკრულება
CA თანამშრომლობის ხელშეკრულება
CCU თანამშრომლობისა და საბაჟო კავშირის ხელშეკრულება
CU საბაჟო კავშირი
DCFTA ღრმა და ყოველმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება
EPA ეკონომიკური პარტნიორობის ხელშეკრულება
EPPCCA ეკონომიკური პარტნიორობის, პოლიტიკური კოორდინაციისა და
თანამშრომლობის ხელშეკრულება
AA ასოცირებაზე დაფუძნებული ხელშეკრულება/ასოცირების ხელშეკრულება
ACPC ყოველმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება
ATDC ვაჭრობის, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება
CETA ეკონომიკისა და ვაჭრობის ყოველმხრივი ხელშეკრულება
CA თანამშრომლობის ხელშეკრულება
CCU თანამშრომლობისა და საბაჟო კავშირის ხელშეკრულება
CU საბაჟო კავშირი
DCFTA ღრმა და ყოველმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება
EPA ეკონომიკური პარტნიორობის ხელშეკრულება
EPPCCA ეკონომიკური პარტნიორობის, პოლიტიკური კოორდინაციისა და
ეკა ლოლუა
2021

თანამშრომლობის ხელშეკრულება

ასოცირების შეთანხმება არის მსოფლიოს ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის


სამართლებრივად გაფორმებული, დეკლარირებული დოკუმენტი.

ბოლო პერიოდში, ევროკავშირი ასეთი ტიპის სამართლებრივ აქტებს აფორმებს


პოლიტიკის ორი მიმართულების მხარდასაჭერად, ესენია: სტაბილიზაციისა და
ასოცირების პროცესი (SAP - ფოკუსირებულია დას. ბალკანეთის ქვეყნებზე)
და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP - ვრცელდება ხმელთაშუა ზღვის და
აღმოსავლეთ თანამეგობრობის ქვეყნების თანამშრომლობაზე).

გარდა იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ძირითად მიზანს წარმოადგენს


ევროკავშირმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ან ადამიანის უფლებათა
რეფორმების სავალდებულო განხორციელების სანაცვლოდ, ქვეყანას შესთავაზოს
გადასახადებისგან თავისუფალი წვდომა ევროპულ ბაზარზე და ფინანსური თუ
ტექნიკური დახმარება.

სწორედ რომ კანონმდებლობის დაახლოებისა და რიგი რეფორმების


განხორციელების შედეგად, ქვეყანას აქვს რეალური პერსპექტივა იმისა, რომ
ევროკავშირმა შეცვალოს მასთან თანამშრომლობის ფორმატი და მაგალითად,
საგარეო ურთიერთობებიდან გადავიდეს გაფართოების პოლიტიკაზე, როგორც ეს
ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში იყო.

You might also like