You are on page 1of 2

4. მარტინ ლუთერი; რეფორმაციის დასაწყისი გერმანიაში.

მე-16 საუკუნე გერმანიისთვის დიდი ქარტეხილების ეპოქაა.ეს იყო რეფორმაციული


მოძრაობის დასაწყისი, რომელიც ევროპაში სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ
ცვლილებებს მისცემს საფუძველს. პროტესტი თავდაპირველად მიმართული იყო პაპიზმის
ინსტიტუტზე. პაპის აუცილებლობის საკითხი დადგა ეჭვის ქვეშ. გაილაშქრეს კათოლიკური
ეკლესიის საკულტო-რიტუალური ცერემონიალების წინააღმდეგაც. და, ამ რეფორმაციული
მოძრაობის ტვინი იყო მარტინ ლუთერი.
ჰუმანისტების შეხედულებები და ახალი რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობები უდიდეს
გავლენას ახდენდნენ გერმანიის პოლიტიკურ ვითარებაზე.
კათოლიკურმა ეკლესიამ დაკარგა „ერის სულიერი მწყემსის“ სტატუსი, ორიენტირებული
იყო მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისა და პოლიტიკური დივიდენდების
მოპოვებაზე. ცოდვათა მიტევების სიგელით - ინდულგენციებით გაცხოველებული ვაჭრობა
მიმდინარეობდა გერმანიაში, რომელსაც პაპის ლეგატი დომინიკელი ტეტცელი, წარმატებით
მეთაურობდა.თანდათან უფრო ცხადი ხდებოდა, რომ გერმანული საზოგადოების დაბალი
ფენები და მათთან ერთად ჰუმანისტებიც მოითხოვდნენ ისეთი რეფორმების გატარებას,
რომლებიც შევხებოდი როგორც არსებულ საზოგადოებრივ წყობი ლებას, ისე კათოლიკურ
ეკლესიას. ასეთი იყო გაგება სახალხო - ფორმაციისა. მაგრამ მარტინ ლუთერის
გამოსვლასთან დაკავშირებით წარმოიქმნა რეფორმაციის მეორეგვარი გაგება, რომელიც
თვით ლუთერს ეკუთვნოდა და, რომელიც მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას ეხებოდა
ლუთერის დებულებიდან გამომდინარეობდა. ისიც, რომ ადამიანის ღმერთთან დაკავშირება
რწმენის მეშვეობით უნდა ხდებოდეს და არა კათოლიკური ეკლესიის შუამავლობით. მ..
შასადამე, კათოლიკური ეკლესია იმ სახით, როგორითაც ის დღეს გევლინება, ზედმეტია.
საჭიროა მისი გარდაქმნა,გამარტივება და გაიაფება, ლუთერი მოითხოვდა რომ მეტი
ყურადღება დათმობიდა არა ,,საღვთო გადმოცემას" ე.ი პაპის დეკრეტების მიმართვებისა და
საეკლესიო კრების ავტორიტეტს არამედ ,,საღვთო წერილს". რომელიც გაცილებით უფრო
ადრინდელი წარმოშობისაა და სანდო ვიდრე კათოლიკური ეკლესია. მაგრამ ლუთერის
რეფორმაცია წმინდა დოგმატურ ჩარჩოებს არ ცილდებოდა, იგი არ მოითხოვდა რაიმე
ცვლილებების შეტანას საზოგადოებრივ წყობილებაში , ის უარყოფდა რევოლუციურ
მოძრაობას
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო, 1517 წლის 31 ოქტომბერი, როცა
ვიტენბერგის ციხე-დარბაზის ეკლესიის კარებზე ლუთერმა 95 თეზისი გააკრა.
გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს, რომში ლიბერალი პაპი ლევ X თავდაპირველად,
აუღევლებლად ადევნებდა თვალს. ის მიიჩნევდა, რომ ღვთისმეტყველების საკითხებზე
პოლემიკა მშვიდად დამთავრდებოდა და რომ ეს მხოლოდ კინკლაობა იყო ორ ბერს:
ავგუსტინელ ლუთერსა და დომინიკელ ტეცელს შორის. მისი ვარაუდები მისდა სამწუხაროდ
არ გამართლდა. საზოგადობაში, ლუთერის მიერ წამოჭრილი საკითხები თანდათან
მწვავდებოდა და კიდევ უფრო დიდ რეზონანსს იწვევდა.
ლუთერის გამოსვლებმა რომის პაპი ძლიერ აღაშფოთა და პაპის კურიამ გადაწყვიტა
სწრაფად მოეღო ბოლო. ლუთერისათვის, მაგრამ ლუთერი აღმოჩნდა რა ოპოზიციის
ცენტრში და იგრძნო რა მასების მხარდაჭერა პაპის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო
გაბედული პოზიცია დაიკავა. 1519 წელს ლაიფციგში მოწყობილ დის- პუტზე რომის პაპის
წარმომადგენელი შეეცადა ლუთერისათვის ბრალი დაედო ჰუსიტურ მწვალებლობაში და
მისთვის ისეთივე განაჩენი. გამოეტანა, როგორიც ჰუსს ხვდა წილად კონსტანცის საეკლესიო
კრებაზე. მაგრამ ამ დისპუტზე ლუთერმა გაბედულად განაცხადა, რომ სუსის მოძღვრება
ნამდვილ ქრისტიანულ დებულებებს შეიცავდა და ამიტომ მისი დაწვა უკანონოდ უნდა
ჩაითვალოსო .მისი განცხადება ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას წარმოადგენდა რომის
პაპთან და კათოლიკურ ეკლესიასთან
1520 წლის 15 ივნისს გამოქვეყნდა პაპის ბულა, რომლითაც ლუთერი შეჩვენებულად და
განკვეთილად გამოცხადდა. ამ ბულას ლუთერმა რამდენიმე წერილით მკვახე პასუხი გასცა
და იგი ვიტენბერგის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე 20 დეკემბერს საჯაროდ დაწვა.
ამის შემდეგ, რეფორმაციული მოძრაობის მონაწილეთა შორის ლუთერის ავტორიტეტი
თანდათან უფრო იზრდებოდა, თვით მოძრაობა კი უფრო რადიკალური და საშიში ხდებოდა,
რეფორმატორის მხარე დაიჭრა ჰუმანისტების უდიდესმა ნაწილმა, უპირველესად კი
ვიტენბერგის უნივერსიტეტის ბერძნული ენის ლექტორმა ფილიპე მელანხტონმა, რომელიც
თანამედროვეთა შორის ყველაზე კარგად ერკვეოდა ღვთისმეტყველების საკითხებში.
რომის პაპი თავისი მხრივ, ცდილობდა ყველას დაენახა, რომ ვინმე ლუთერის
”გამოხტომები” ვერ შეარყევდა საეკლესიო ხელისუფლებას და ასევე მკაცრად დაისჯებოდა
ერეტიკოსის მომხრეები და მფარველები. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა ზემოთ აღნიშნული
ბულა რომელიც გაიგზავნა გერმანიაში.
პაპის გამოწვევა მიიღო ლუთერმა და სწორედ ამ დროს გამოვიდა მისი ნაშრომი: ”გერმანელი
ერის ქრისტიანელ თავადაზნაურობას ქრისტიანობის გადასარჩენად”(1520 წლის აგვისტო),
სადაც არამარტო უმწვავესი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა პაპის კურია, არამედ ხაზგასმით
მიანიჭა უპირატესობა საერო ხელისუფლებას სასულიეროსთან მიმართებაში.
1520 წლის დეკემბერში, ვორმსის რაიხსტაგზე კარლოს V -მ რელიგიასთან დაკავშირებული
პრობლემების განხილვას მნიშვნელოვანი დრო დაუთმო. საბოლოოდ პაპის ლეგატის
ზეწოლის შედეგად ე.წ. ვორმსის ედიქტით ლუთერი კანონგარეშედ გამოცხადდა.
1520 წლის 10 დეკემბერს კი ლუთერმა პაპის ბულა და დეკრეტები დაწვა. ამ აქტით
საბოლოოდ მოახდინა პაპის ავტორიტეტისა და სასულიერო ხელისუფლების დაკნინების
დემონტრირება.
ლუთერმა თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდში (1517-1520) არა მარტო საეკლესიო
რეფორმის იდეა წამოაყენა, არამედ „აფეთქება გამოიწვია და ბზარი გაუჩინა ფეოდალიზმის
ციხის კედლებს“(ვ. პარინგტონი)

You might also like