You are on page 1of 5

რეფორმაცია ევროპაში

პროტესტანტული რეფორმაცია იყო მე-16 საუკუნის რელიგიური, პოლიტიკური,


ინტელექტუალური და კულტურული აჯანყება, რომელმაც დაარბია კათოლიკური ევროპა
და ჩამოაყალიბა სტრუქტურები და რწმენა, რომლებიც განსაზღვრავენენ ამ კონტინენტს
თანამედროვე ეპოქაში.

XV საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, პაპები ფაქტობრივად საერო მმართველებად


იქცნენ. მათი ვერცხლისმოყვარეობა და ზოგადად, კათოლიკურ ეკლესიაში ამ
დროისთვის გავრცელებული მანკიერებანი ბევრი ქრისტიანში აღშფოთებას იწვევდა .
ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში, რეფორმატორები, როგორებიც არიან მარტინ
ლუთერი, ჯონ კალვინი და ჰენრი VIII ეჭვქვეშ აყენებდნენ პაპის ავტორიტეტს.

რეფორმაციის დათარიღება

ისტორიკოსები, როგორც წესი, პროტესტანტური რეფორმაციის დასაწყისად მიიჩნევენ


1517 წელს, როდესაც მარტინ ლუთერმა გამოაქვეყნა „95 თეზისი“. რეფორმაციის
დასასრულად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ 1648 წლის ვესტფალიის ხელშეკრულება,
რომელმაც დაასრულა 30 წლიანი ომი ან 1555 წლის აუგსბურგის ზავი, რომელმაც დაუშვა
კათოლიციზმისა და ლუთერანიზმის თანაარსებობა გერმანიაში .

რეფორმაციის მიზეზი და საბაბი

ნებისმიერი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შესახებ საუბრისას აუცილებელია მის


მიზეზსა და საბაბს შევეხოთ. პროტესტანტული მოძრაობის დაწყები უშუალო საბაბი
ინდულგენციებით ვაჭრობა გახდა. ინდულგენცია წარმოადგენდა რომის პაპის მიერ
ცოდვების მისატევებლად გაცემულ სიგელს. ეს გავრცელებული იყო გერმანიაში
მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში და გერმანული კათოლიკური ეკლესია
ირწმუნებოდა, რომ ვინც შეიძენდა ზემოთხსენებულ ინდულგენციას გარკვეული თანხის
საფასურად, გათავისუფლდებოდა როგორც წარსულში , ასევე მომავალში ჩადენილი
ცოდვებისგანაც. ასევე არსებობდა რწმენა, რომ ინდულგენციებით შეიძლებოდა
ახლობელის ჯოჯოხეთიდან დახსნა.

მარტინ ლუთერი და მისი მოძღვრება

1515 წელს პაპმა ლეო მეათემ, წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობისათის საჭირო
სახსრების არარსებობის გამო, გადაწყვიტა ინდულგენციებით ვაჭრობისთვის მიემართა
და ეს საქმე ჩრდილოეთ გერმანიაში დომინიკელ ბერს იოჰანეს ტეტცელს დაავალა ,
რომელმაც ვიტენბერგის მახლობლად სავაჭრო ადგილი მოაწყო.
ამის საპასუხოდ, 1517 წლის ოქტომბერში მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე
მიაჭედა „95 თეზისი“, სადაც დაწვრილებით და გარკვევით ეწერა, რომ არა ფულადი
გადასახადითა და ინდულგენციებით, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტებით იყო
შესაძლებელი ცოდვებისგან დახსნა.

მარტინ ლუთერი ღიად უპირისპირდებოდა კათოლიკურ ეკლესიას და ამიტომაც 1518


წელს, რომში სასამართლო პროცესი დაიწყო ლუთერის წინააღმდეგ , ხოლო 1520 წელს
პაპმა ლეო მეათემ იგი ერეტიკოსად მოიხსენია და ეკლესიიდან მოკვეთა . ამის საპასუხოდ
კი, მარტინ ლუთერმა პაპის მიერ გამოგზავნილი ეკლესიიდან განკვეთის სიგელი
საჯაროდ დაწვა, რამაც კიდევ უფრო განარისხა კათოლიკური ეკლესია .

რომის პაპმა ლუთერის წინააღმდეგ დასახმარებლად საღვთო რომის იმპერატორს კარლ


მეხუთეს მიმართა, რომელმაც გერმანელი მთავრების კრება მოიწვია , რომლის წინაშეც
ლუთერს უარი უნდა ეთქვა თავის მოძღვრებაზე, რაზეც მარტინ ლუთერი რათქმაუნდა არ
დათანხმდა. საპასუხოდ კარლ მეხუთემ ედიქტი გამოსცა, რომელიც კანონგარეშედ
აცხადებდა ლუთერის მოძრაობას, ხოლო თვით ლუთერს დიდი ალბათობის კოცონზე
დაწვა არ ასცდებოდა, რომ არა ფრიდრიხ ბრძენი , რომელმას შეიფარა მარტინ ლუთერი .
ამ მოვლენამ გამოიწვია ბრძოლა გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და კარლ მეხუთეს
შორის, რომელიც საბოლოოდ 1555 წელს დასრულდა აუგსბურგის რელიგიური ზავით. ამ
ზავის თანახმად სარწმუნოებრივი თავისუფლება ენიჭებოდათ კათოლიკე და ლუთერან
მთავრებს. უფრო ზუსტად კი: „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება “. აუგსბურგის
რელიგიურმა ზავმა ასევე პროტესტანტიზმი კათოლიციზმთან ერთად აღიარა ოფიციალურ
სარწმუნოებად.

აუგსბურგის ზავის შემდეგ, ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში კათოლიკური


ეკლესიისა და პაპის ბიწიერების გაკიცხვა და ამასთანავე საკუთარი მრწამსის
ჩამოყალიბებაც. იგი უარყოფდა პაპის, როგორც ამქვეყნად ქრისტეს ნაცვლის
ავტორიტეტს და მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ ღმერთისკენ გზა მხოლოდ და
მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით.

რეფორმაცია შვეიცარიაში, ულრიხ ცვინგლი და ჟან კალვინი

გერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა შვეიცარიაშიც მიმდინარეობდა


ულრიხ ცვინგლის თაოსნობით. ამ ორ მოვლენას შორი მრავალი მსგავსების გარდა ,
აღსანიშნავია ასევე იდეოლოგიური განსხვავებებიც. ცვინგლის მიმდევრები უფრო
რადიკალურ ცვლილებებს ემხრობოდნენ და გერმანიის რეფორმაციას კონსერვატულად
თვლიდნენ. ეს მიმდევრობა დღესდღეობით ცნობილი ანაბაპტისტების სახელით .

ჟან კალვინი, ფრანგი პროტესტანტი, 1541 წელს მიიწვიეს ჟენევაში, რათა მისი
რეფორმირებული დოქტრინა პრაქტიკაში დაენერგა. მან თავისი ნაშრომი ემიგრაციაში
ყოფნის პერიოდში დაწერა, სახელად „დარიგებები ქრისტიანულ რწმენაში “(1536). ამ
დოქტრინის პრაქტიკაში დანერგვის შედეგი იძულებითი , მკაცრი მორალის
თეოკრატიული რეჟიმი. კალვინის ჟენევა მალე გადაიქცა პროტესტანტი ემიგრანტების
კერად და მისი დოქტრინები სწრაფად გავრცელდა შოტლანდიაში , საფრანგეთში ,
ტრანსილვანიასა და სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ჰოლანდიური კალვინიზმი გახდა
მძლავრი რელიგიური და ეკონომიკური ძალა მომდევნო 400 წლის განმავლობაში.

რეფორმაცია ინგლისში

როდესაც რეფორმაცია გერმანიაში დაიწყო, ამ პერიოდში ინგლისის მეფე ჰენრი მერვე


გახლდათ. თავდაპირველად იგი პროტესტანტიზმის წინააღმდეგი იყო, რის გამოც მას 1521
წელს რომის პაპის, ლეო მეათესგან საპატიო წოდება „რწმენის დამცველი “ მიენიჭა . თუმცა
მას შემდეგ რაც რომის პაპმა მას უარი უთხრა მორიგ განქორწინებაზე , 1525 წელს ჰენრი
მერვემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და ამ გადაწყვეტილებით რომს
განუდგა. ამას „ანგლიკანური ეკლესია“ ეწოდა. მისი შემდგომი რეფორმაცია ჰენრი
მერვეს მემკვიდრის, ედუარდ მეექვსეს დროს მოხდა. ეს რეფორმაცია კი კონკრეტულად
მოიცავდა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურად წირვა-ლოცვას. დანარჩენი
ღვთისმსახურების წესები ძირითადად უცვლელი დარჩა. თვით ედუარდ მეექვსეს
დედოფალი, მერი(კათოლიკედ წოდებული) კათოლიციზმს დაუბრუნდა , ხოლო მას
შემდეგ 1559 წელს ელიზაბეთ პირველმა ხელახლა არადგინა ანგლიკანური ეკლესიის
დამოუკიდებლობა. ამ მოვლენის შემდეგ ანგლიკანური ეკლესია მეფის
დაქვემდებარებაშია. საეკლესიო კანონებს კი პარლამენტი იღებს. მრწამსი , რომელიც 39
მუხლისგან შედგება ძირითადად დაფუძნებულია კალვინიზმზე .

კონტრ-რეფორმაცია

კონტრ-რეფორმაცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კათოლიკური რეფორმაცია,


არის მოძრაობა, რომელიც XVI საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა , როგორც კათოლიკური
ეკლესიის პასუხი პროტესტანტული რეფორმაციასადმი. მისი დაწყების თარიღად
მიჩნეულია ტრიენტის კრება(1545-1563) ხოლო იგი დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის
ხელშეკრულებით.

1545 წელს რომის პაპმა პავლე მესამემ მოიწვია ტრიენტის კრება, რომლის შედეგადაც
მრავალი ღონისძიება დაიგეგმა პროტესტანტიზმის შემდგომი გავრცელების
შესაჩერებლად. კათოლიკე ბერებმა დაიწყეს მისიონერული მოღვაწეობა ევროპის
სხვადასხვა ქვეყნებში, გამკაცრდა ცენზურა და გამწვავდა ინკვიზიციაც , რომელმაც
სასტიკი ფორმები მიიღო კათოლიკურ ქვეყნებში.

კონტრ-რეფორმაციის დიდი ნაბიჯი ასევე იყო 1534 წელს იექუიტთა ორდენის შექმნა . ამ
ორდენის ბერებს ევალებოდათ კათოლიკური ეკლესიის ოპონენტების(პროტესტანტების )
წინააღმდეგ ბრძოლა. იეზუიტებს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდათ , რომ მათი მეთაური ,
რომელსაც გენერალი ეწოდებოდა, რომის პაპის შემდეგ გავლენით მეორე პირი იყო
კათოლიკურ ეკლესიაში. იეზუიტების პირველი გენერალი იგნასიო ლოიოლა იყო.

რელიგიური დაპირისპირება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საფრანგეთში .


ფრანგ პროტესტანტებს ჰუგენოტები ეწოდებოდათ, ხოლო სახელმწიფო მათ დევნიდა ,
ხშირად აპატიმრებდნენ და ხოცავდნენ, თუმცა ჰუგენოტების რიცხვი სულ უფრო და უფრო
იზრდებოდა. რელიგიურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია 50-იან წლებში . 1562 წელს ,
კათოლიკეთა ერთ-ერთი ლიდერის ჰერცოგ ფრანსუა გიზის შეიარაღებულმა ამალამ
მლოცველი ჰუგენოტები ამოხოცა, რამაც პროტესტანტ მოსახლეობაში აღშფოთება
გამოიწვია. ამ საბაბით დაიწყო საფრანგეთში სამოქალაქო ომი . ომის დაწყებიდან 10
წლის შემდეგ, მხარეების შერიგების მიზნით დაქორწინდნენ ჰუგენოტთა ლიდერი ანრი
ბურბონი და საფრანგეთის მეფის შარლ მეცხრის და მარგარიტა ვალუა . თუმცა ამის
შემდეგ ეკატერინე მედიჩმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება , რომლითაც მან მოუწოდა
კათოლიკეებს ჰუგენოტების განადგურება. 23 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს
დღესასწაულის წინა ღამით კათოლიკეებმა დაიწყეს ჰუგენოტების უმოწყალო ხოცვა .
პარიზში დაწყებული რეპრესიები მთელ საფრანგეთს მოედო და რამდენიმე კვირა
გაგრძელდა. „ბართლომეს ღამეს“ ათეულობით ათასი ჰუგენოტი შეეწირა.

ბართლომეს ღამემ დიდი პროტესტი გამოიწვია არამარტო ჰუგენოტებში , არამედ


ნებისმიერ ჰუმანისტ ადამიანში, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა რელიგიური
დაპირისპირება. 1576 წელს მეფის მიერ გამოიცა შესარიგებელი ედიქტი , თუმცა ამის
მიუხედავად სამოქალაქო დაპირისპირებებმა უფრო მწვავე ხასიათი მიიღო . ეს
დაპირისპირება სამი ანრის ომის სახელით შევიდა ისტორიაში . ამ ბრძოლაში ანრი მესამე
და ანრი გიზი მოკლეს, შესაბამისად გამარჯვება ანრი ბურბონს დარჩა , რომელმაც
შემდგომში ბურბონთა დინასტიას ჩაუყარა საფუძველი.

30 წლიანი ომი(1618-1648)

1555 წელს დადებულმა აუგსბურგის ზავმა ბოლო მაინც ვერ მოუღო პროტესტანტებისა და
კათოლიკების დაპირისპირებას გერმანიაში. პროტესტანტები ნახევარ საუკუნეზე მეტი
ხნის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდნენ, სანამ იმპერატორმა ფერდინანდ მეორემ
დაიწყო ბოჰემიაში მცხოვრები ჩეხი პროტესტანტების(ჰუსიტების ) შევიწროება . 1617 წელს
კი პრაღაში პროტესტანტული სამლოცველოები დახურეს, რასაც ჩეხების აღშფოთება
მოჰყვა. ფერდინანდმა ჩეხეთში ორი წარმომადგენელი გაგზავნა , რომლებიც პრაღის
ციხიც ფანჯრიდან გადაყარეს. ეს მოვლენა ისტორიაში დეფენესტრაციის სახელით არის
ცნობილი. ამ ფაქტმა დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა და დაპირისპირებაში
გერმანელი პროტესტანტი დიდებულებიც კი ჩაერთნენ. თავდაპირელად ეს კონფლიქტი
გერმანიის საზღვრებს არ სცდებოდა, თმცა მალე კონფლიქტში ევროპის სხვა
სახელმწიფოების ჩაერთნენ, მაგალითად კათოლიკე ესპანელი ჰაბსბურგები და
პროტესტანტი დანიის მეფე. დაპირისპირებაში ასევე გუსტავ მეორე ადოლფიც ჩაერთო ,
შვედეთის მეფე. იმპერატორის მხარე დაპირისპირების დასაწყისში დიდებულების
არმიაზე ყველა მხრივ მაღლა იდგა, ამიტომაც მას არ გაუჭირდა ჩრდილოეთ გერმანიაში
გალაშქვრა, სადაც ქალაქები მიწასთან გაასწოდა. თუმცა შვედეთის და ფრანგების
საერთო შეჭრის შემდეგ გერმანიის ტერიტორიები ააოხრეს და იმპერატორმი იძულებული
გახდა ზავი ეთხოვა.

1648 წელს ვესტფალიაში დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომლის შედაგადაც


დასრულდა 30 წლიანი ომი.

შედეგები

რეფორმაციამ და კონტრრეფორმაციამ რელიგიურ შედეგებთან ღრმა და ხანგრძლივი


პოლიტიკური ცვლილებებიც მოიტანა. ჩრდილოეთ ევროპას ახალი რელიგიური და
პოლიტიკური თავისუფლება ძვირად დაუჯდა. მხოლოდ ოცდაათწლიანმა ომმა გერმანიის
მოსახლეობის 40 პროცენტი შეიწირა.

მაგრამ რეფორმაციის დადებითი შედეგები ინტელექტუალურ და კულტურულ აყვავების


მხრივ განხეთქილების ორივე მხარეში ნათლად ჩანს.

You might also like