You are on page 1of 2

ქართულის შემაჯამებელი

ბარათაშვილის სევდა ხმა იდუმალის, სულო ბოროტოს, სული ობოლი, ფიქრი მტკვრის პირას და
პირადი წერილების მიხედვით

ეს დღეც დამთავრდა როგორც არა ერთი და როცა ამდენი ნათესავი ახლობელი და ადამიანი ყავს და
მაინც მარტოა სად გამოშვების სულმა სად მიიდრიკოს თავი - ანუ სად ვიპოვო სიმშვიდე როგორ
შეიძლებოდა ისეთი მხიარული როგორც ახასიათებენ ყოფილიყო ასეთი სევდიანი პოეზიაშიო გავდა ეს
იყო მისი ნიღაბი. აქედან გამომდინარე ასათიანი ასკვნის რომ მოქმედებისთვის დაბადებული ადამიანი
რომელსაც დრომ უმოქმედობა მიუსაჯა ამაზე წუხს ბარათაშვილი მთელი ცხოვრება რაც გამოიხატება
ლექსებში და წერილებში ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია და ამას ფიზიკური ნაკლიც დაერთო რომლის
გამოც მამამ უარი უთხრა ჯარში წაყვანაზე გრიგოლ ორბელიანმა უთხრა თუ ინვალიდთა კომანდაში
სხვაგან სად მიგიღებენო ფინანსური პრობლემების გამო პეტერბურგშიც ვერ წავიდა გურამ ასათიანმა .
ბარათაშვილი ყველაფერში ბოროტ ძალას ადანაშაულებს და თავის წინამძღვრად მიიჩნევს "ჩემის
გონების აღმაშფოთრად" რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება უკიდეგანოდ სევდიანი
ბარათაშვილი დანებებას არ აპირებს უსაგნოდ მარტო არ ეპუება ის კატეგორიი ჰოი გამოვედი ჩემგან
მაცდურო სულო ბოროტო აღარაფრად მიაჩნია რწმენა დაკარგული და მწუხარებაში არსებობა და
უმოქმედოდ მყოფა ვერ პოულობს თავის ადგილს და ამიტომ უჭირს ყოფა რადგან ყოველ მომენტში ხმა
არ აძლევს მოსვენებას.

ხმა იდუმალი სულო ბოროტო პირადი წერილები

როგორც წანამძღვარს ვწერთ იმის თაობაზე თუ როგორი იყო ბარათაშვილი, როგორ უკვირდა
კრიტიკოსებს ის რომ მისი თანამედროვეთა დახასიათების შეთავსება მის შემოქმედებასთან გაუჭირდა .
დასკვნა, გურამ ასათიანი ასკვნის რომ ბარათაშვილი იყო მოქმედეისთვის დაბადებული ადამიანი ,
რომელსაც დრომ უმოქმედობა მიუსაჯა, ეს გამოიხატა მის პირად წერილებში და ლექსებში. ვერც ერთ
მიზანს მიაღწია და ხელმოცარული აღმოჩნდა ამას თან დაემატა ფიზიკური ნაკლი და მამის უარი
განათლების სამხედრო სასწავლებელში გაგრძელების შესახებ.
კრიტიკოსებს, განსაკუთრებით კი გურამ ასათიანს, დიდად უკვირდათ , თუ როგორ განსხვავებულად
ახასიათებდნენ ბარათაშვილს მისი თანამედროვენი. მას ყველა აღწერდა როგორც მხიარულს და
ხუმარას, თუმცა სწორედ ამის საპირისპიროს ვხედავთ მის ლექსებში .

თავისი მეგობრის – მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ ერთ წერილში პოეტი გვიხატავს თავისი
სულიერი მარტოობის მღელვარე სურათს: “...სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ
წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა , რომელსაც მამაცა ჰყავს , დედაცა , დებიც ,
მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს
სოფელში!“ ბარათაშვილის ამ წერილის ეს მონაკვეთი მე ვფიქრობ ნათლად აღგვიწერს , თუ როგორ
მდგომარეობაში იყო „ტოტო“ სულიერად.

გურამ ასათიანი წერს, რომ ბარათაშვილი იყო მოქმედებისთვის დაბადებული ადამიანი , ხოლო
წუთისოფელმა მას უმოქმედობა არგუნა, ამაზე წუხს ბარათაშვილი მთელი ცხოვრება, რაც გამოიხატება
მის ლექსებსა და წერილებში. მან ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია ცხოვრებაში, რასაც თან დაერთო
ფიზიკური ნაკლიც, რომლის გამოც მამამ უარი უთხრა სამხედრო განათლების მიღებაზე.

სწორედ ამ მოტივზეა დაწერილი „ხმა იდუმალი“. ამ ლექსიდან ჩანს, რომ ბარათაშვილი ამ


წუთისუფელში თავის ბედისწერას ეძიებს, მაგრამ ვერ პოულობს და სწორედ ამიტომ ვერ იშორებს
კაეშანს.

„სულო ბოროტოც“ შინაარსობრივად ახლოს არის „ხმა იდუმალთან“. ამ ლექსშიც ავტორი რაღაც
აბსტრაქტულ „ბოროტ სულს“ ელაპარაკება.ბარათაშვილი ყველაფერში მას ადანაშაულებს.
რწმენადაკარგული, ვერ პოულობს თავის ადგილს ამ წუთისოფელში:

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს


შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი,
ვუმსხვერპლიდი
ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე
მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი
მიკვლენ წყრუვილსა!

“ბოროტი სული“ შეიძლება აღვიქვათ როგორც ბარათაშვილის იმედები უკეთესი მომავლისა , რომელიც
მას შემდგომში გაუცრუვდა და დაემსხვრა:
ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას,
ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად
თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა
დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა
გარდამიქცევდი!
მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი
ესე აღთქმანი?

You might also like