You are on page 1of 2

სოფიკო ქურასბედიანი

ბედისწერის საკითხი ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში ( ,, სულო ბოროტო“ , ,,მერანი „ )

უნდა აღინიშნოს , რომ ბარათაშვილის შემოქმედებაში გაჟღერებულია , პიროვნების მიერ


დასახული გზები , მისაღწევად იმ მიზნებისა რომლებიც მას ცხოვრების გზაზე ხვდება . ეს
საკითხი მეტად მტკივნეულია, ვინაიდან ყოველთვის დგება მომენტები , რომლებიც
ადამიანთა ქმედებების გზებს სასტიკად ხერგავენ . საინტერესოა, რომ ნიკოლოზ
ბარათაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ბედის საკითხმა .
ბარათაშვილმა მოცემულ საკითხზე ( მე19 საუკუნის ქართულ ლუტერატურაში) მეტად
მკაფიოდ ისაუბრა , რადგან მან პირდაპირ მიუთითა ისეთ საკითხებზე როგორიცაა შავი
ბედი და მისი ბრუნვა ბედისწერის ასპარეზზე, ამასთან ხაზი გაუსვა ბოროტი სულის
ზეგავლენასა და ადამიანის ხვედრს . ბარათაშვილი გამორჩეულია იმით რომ იგი ბედთან
ბრძოლაში ებმება , ერთგვარ ჭიდილში იღებს მონაწილეობას . იგი ამ ბრძოლაში მთავარ
იარაღად რწმენას იშველიებს და სწორედ ამგვარად ახერხებს დაუპირსპირდეს ბედისწერის
მარწუხებს . აქ მისი დაუცხრომელი ენერგიაც მნიშვნელოვან ატრიბუტად გვევლინება . რაც
შეეხება კონკრეტულად ,,სულო ბოროტო“-ს , უნდა აღინიშნოს, რომ პოეტი ბოროტი
სულისადმი სარჩელის წარმდგენია და მას ვერავითარი დაბრკოლება უნელებს ბრძოლის
სურვილს ბოროტი სულის წინააღმდეგ . ეს იკვეთება არაჩვეულებრივ ელეგიაში რომელიც
პოეტის მებრძოლ ხასიათზე მიუთითებს . ის იმ დღეებს ეურჩება რომლებიც მეტად
არახელსაყრელი აღმოჩნდა, ეს ყპველივე შემდეგიდანაც ჩანს : ,, წყეულიმც იყოს დღე იგი,
როს შენთა აღთქმათა ბრმად მივანდობდი ვუმსხვერპლიდი ჩემს გულის თქმათა ; განვედი ,
ჩემგან, ჰოი, მაცდურო სულო ბოროტო“ სწორედ აქ ვხვდებით ბარათაშვილის სულიერ
ბობოქრობას . აქ არა მარტო ბედთან შეჭიდების სურვილი , არამედ ბრძოლის შედეგით
ინტერესიც იკვეთება . პოეტის სულში ერთგვარი კრიზისია. ბოროტი სული დომინანტი
ძალაა რომელიც ზემოქმედებს ბარათაშვილზე. ამასთან, თავიდან ბოროტი სული თითქოსდა
კეთილი მოტივით ევლინება პოეტს, რომ მას თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარება, თუმცა
შემდგომში მოვლენები რადიკალურად იცვლება და დომინანტი ძალა უარყოფით გავლენას
ახდენს მასზე . სწორედ ამის შემდეგ იწყებს პოეტი ამ ძალასთან დაპირისპირებას, რათა
სული ბორკილდბისგან გაითავისუფლოს და თავისუფლება იგრძნოს . ბოროტმა სულმა
პოეტში ბავშვური რწმენა ჩაკლა და უიმედობით აღავსო იგი , რის შემდეგაც ბარათაშვილი
რეალობაში დასაბრუნებლად არ უშინდება წინააღმდეგობებს . რაც შეეხება ,,მერანს“ .
აღსანიშნავია, რომ ბარათაშვილმა მოახერხა ადამიანის ბრძოლის დადებითი შედეგის
ჩვენება . ამასთან , ,,მერანში“ ვხედავთ მის საერთო რომანტიკულ ქარგას , რომელშიც
გამოხატულია ჭიდილი ადამიანის და ბედისა . ადამიანი ამ შემთხვევაში იმ ბარიერის
გადალახვას ცდილონს , რომშიცაა მოქცეული . მთავარი მიზანი თავისუფლენაა
რომელისთვისაც პოეტი ისეთ დათმობებზე მიდის, როგორიცაა მეგობრებისა და სატრფოსგან
მოცილება და თუნდაც უცხო ქვეყანაში დასაფლავება . ,, ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში ,
ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა , ნუღა დამეცეს
ცრემლი მწუხარის „ . საინტერესოა იმის გაგებაც თუ რას გულისხმობს პოეტი თვალბედითი
ყორნისგან გაქცევაში რომელსაც იგი ლექსში ახსენებს . უნდა ითქვას, რომ ყორნისგან
გაქცევა მზადებაა ცხოვრების გარდაქმნისთვის ზრუნვაზე და სწორედ ამ ყოველივეს
წყალობით შემოქვს პოეტს იმედისა და ოპტიმიზის ნათელი სხივი . პოეტი ადამიანის
ცხოვრების აზრს სწორედ იმ გარდაქმნებში ხედავს რომელსაც იგი ცხოვრების მანძილზე
ახერხებს . ლექსში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს იმ წინააღმდეგობების გადალახვა ,
რომელიც სიძნელის მიუხედავად ხელმისაწვდომია. ბარათაშვილმა ყოვლად
მიუწვდომელისადმი დაპორისპირებაც კი მოახერხა : ,, გასწი, გაფრინდი ჩემო მერანო ,
გადამატარე ბედის სანზღვარი“ . ის გამბედაობა რაც მერანში იხატება, ბარათაშვილის მთელს
შემოქმედებას სდევს თან . ნიკოლოზ ბარათაშვილი მუდმივად იმის ძუებაშია თუ როგორ
დაუპირისპირდეს მედისწერის მტკივნეულ შემოტევებს და თავი დააღწიოს დაბრკოლებებს .
ლექსის მთავარ სათქმელს პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობა წარმოადგენს ,
რომელიც მეტად რთული მოსაპოვებელია ცხოვრების გზაზე.

You might also like