You are on page 1of 6

ქართულმა ისტორიოგრაფიამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველმა თუ არა, ერთ-ერთმა პირველმა

დასვა საკითხი მსოფლიო ისტორიის მარქსისტული პერიოდიზაციის გადასინჯვის თაობაზე. ეს


თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი პლიუსია. მსოფლიო ისტორიის მარქსისტული
პერიოდიზაციის გადასინჯვის აუცილებლბოას არავინ უარყოფდა. მკაფიოდ გამოიკვეთა
საკითხისადმი ორი მიდგომა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი კატეგორიულად უარყოფს მსოფლიო
ისტორიის მარქსისტულ პერიოდიზაციას და მხარს უჭერს მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის
ევროპული მოდელის აღდგენას. "ჩვენ პირადად მიზანშეწონილად მიგვაჩნია ყოველგვარი
ორიგინალობის და ნოვაციების გარეშე საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში მსოფლიო ისტორიის
სწავლებისას შემოღებული იქნას ის პერიოდიზაცია, რომელიც მიღებულაი ცივილურ სამყაროში.
ძველ ისტორიას და შუა საუკუნეების ისტორიას შორის მიჯნას წარმოადგენს ქრისტიანობის
გავრცელება, გერმანელი ტომების შემოსევები, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა. შუა საუკუნეების
და ახალ ისტორიას შორის ზღვარია რენესანსი, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რეფორმაცია. ახალ
და უახლეს ისტორიას შორის მიჯნად,ჩვენი აზრით, ყველაზე უმჯობესი იქნებოდა ავიღოთ პირველი
მსოფლიო ომის დასაწყისი". აქ მსოფლიო ისტორიის მარქსისტულ პერიოდიზაციის კატეგორიულ
უფულებელყოფასთან გვაქვს საქმე. ამ პერიოდიზაციაზეა აგებული პროფ.კოტე ანთზის რედაქციით,
90 იან წლებში გამოსული მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოები. ეს ხაზი გავაგრძელეთ
ჩვენს შრომებში და ვცადეთ მოგვეცა ევროპის ცალკეული ქვეყნების, საერთაშორისო
ურთიერთობების,ისტორიული აზროვნების და მსოფლიო ისტორიის ცალკეული საკვანძო
საკითხების პერიოდიზაცია. ეს არის ერთი მიდგომა. არსებობს სულ სხვა თვალსაზრისიც. ასეთი
აზრთა სხვადასხვაობა,ცხადია, შემთხვევითი არ იყო და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულ
ისტორიოგრაფიაში არსებული თავისუფალი აზროვნების, ისტორიული მოვლენებისადმი
მრავალვარიანტული მიდგომის,ლოგიკური შედეგია. მეორე შეხედულებას ერთვარი კომპრომისული
ელფერი დაკრავს. აქ მარქსისტული პერიოდიზაციის გადასინჯვა სანახევრო,ზედაპირულ,პალიატურ
ხასიათს ატარებს და მხოლოდ დეკლამაციის დონეზე ხდება. მეორე მიდგომის მთავარ
ტონისმიმცემად ცნობილი ქართველი ისტორიკოსი პროფ.გივი ჟორდანია მოგვევლინა.

ამ თვალსაზრისით ყურადღებას იპყრობს მისი საინტერესო სტატია "შენიშვნები,მსოფლიო ისტორიის


პერიოდიზაციის საკითხებზე", რომელიც დაიბეჭდა ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გაზეთში. ის არ უარყოფს მსოფლიო ისტორიის მარქსისტული პერიოდიზაციის გადასინჯვის
აუცილებლბოას. შუა საუკუნეებს და ახალ ისტორიას შორის მიჯნად ის იღებს XV საუკუნის
მიწურულს და XVI საუკუნის დასაწყისს. ეს იყო სწორი ხედვა, მაგრამ ის რატომღაც თავს იკავებს
აქედან ახალი ისტორიის დაწყებაზე და მიზანშეწონილად ესახება ხანგრძლივი გარდამავალი
პრიოდის გამოყოფა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან საფრანგეთის დიდი რევოლუციის
დაწყებამდე (1492-1789). საკითხისადმი ფორმაციული მიდგომის დაძლევის მცდელობა ამ თემაზე
მისი მსჯელობის პლიუსია. საკითხისადმი ფორმაციული მიდგომა არ ცნობდა გარდამავალ ხანას.
ამგვარი ხედვა სიახლის შემცველი იყო, მაგრამ საკითხის ასეთი გადაწყვეტა საკამათო შეიძლება იყოს
და დამაჯერებლად არ მიგვაჩნია. ხომ არ ვართულებთ საქმეს? აქ, ცხადია, ვგულისხმობთ იმას, რომ
ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდის გამოყოფა სრულიად ზედმეტად გვეჩვენება. საფრანგეთის
დიდი რევოლუციით ახალი დროის ისტორიის დაწყება დაგვიანებული უნდა ჩანდეს და ძალიან
უახლოვდება მსოფლიო ისტორიის სტალინურ პერიოდიზაციას. ამიტომ ამგვარი მიდგომა, ჩვენი
აზრით, მსოფლიო ისტორიის სტალინური პერიოდიზაციის რეანიმაციის ფარულ მცდელობად
აღიქმება და პრინციპულად მიუღებელია. ეს არ არის არავითარი გარდამავალი პერიოდი. ეს არის
ადრეული ახალი დრო, როგორც ეს მიღებულია ისტორიკოსთა საერთაშორისო კონგრესებზე,
სიმპოზიუმებზე,კონფერენციებზე, სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებში,
სამეცნიერო ლიტერატურაში.

აღნიშნულ საკითხზე თავისი აზრი გამოთქვა ისტორიკოსმა პროფესორმა აკაკი გეთიაშვილმა. ამ


თემასთან დაკავშირებით მისი პოზიცია საინტერესოა,მაგრამ საკამათო. ამთავითვე უნდა აღინიშნოს,
რომ ამ პრობლემებისადმი მისი მიდგომა არათანმიმდევრულად მიგვაჩნია. საქმე ისაა, რომ მან ჯერ
კიდევ 2000 წელს კრებულში "შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები" გამოაქვეყნა პოლემისტური
ხასიათის ნაშრომი "რამდენად მისაღებია ეს ქრონოლოგია, ანუ განა უნდა დავუბრუნდეთ XV
საუკუნეს?" აქ ის, როგორც სათაურიდანაც კარგად ჩანს, ფაქტობრივად, უპირისპირდება იმ ნოვაციებს,
რომელსაც ადგილი ჰქონდა პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში და
ითვალისწინებდა მსოფლიო ისტორიის მარქსისტული პერიოდზაციის გადახედვას. შეიძლება
ითქვას,რომ ამ ნაშრომში იგი არსებითად ახალს არაფერს ამბობს და მხარს უჭერს ძველ ვერსიას, რომ
შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად დავტოვოთ XVII საუკუნის შუა ხანები. "აქედან
გამომდინარე, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი და მისი პროგრამა მსოფლიო
ისტორიაში,ჩვენი აზრით, შუა საუკუნეების ეპოქას უნდა განსაზღვრავდეს შემდეგი ქრონოლოგიით :
დასაწყისი მთელი V საუკუნე, დასასრულო, დაახლოებით XVI საუკუნის ბოლო და XVII საუკუნის
დამდეგი (კონკრეტული ქვეყნის, რეგიონის,კონტინენტის გათვალისწინებით). სხვანაირად შუა
საუკუნეების ისტორიას, როგორც ერთიან ეპოქას მთლიანობაში ვერ აღიქვამს და ვერ გაიაზრებს ვერც
ფართო მკითხველი და მით უმეტეს ვერც VII კლასის მოსწავლე. აქ, ფაქტობრივად, გულისხმობს XVII
საუკუნის შუა ხანების ინგლისის რევოლუციას, მაგრამ ამას არ აკონკრეტებს და ძალზე ბუნდოვნად,
ზოგადი ფრაზეოლოგიით შემოიფარგლება. ამგვარი მიდგომა ახალი არაა და გაჭრილი ვაშლივით
ჰგავს მსოფლიო ისტორიის მარქსისტულ პერიოდზაციას. რითი განსხვავდება იქი მარქსისტული
მიდგომისაგან? ვფიქრობთ, არაფრით. პრაქტიკულად, საქმე გვაქვს ახალი არგუმენტებით შეფუთულ
ძველ ვერსიასთან, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში, პროფ. კოტე ანთაძის რედაქციით
გამოსულ მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების შემდეგ, წინგადადგმულ ნაბიჯად
ძნელია მივიჩნიოთ. ამგვარი ხედვა მარქსისტული პერიოდზაციის წისქვილზე ასხამს წყალს და ,
ვფიქრობთ, მიუღებელი უნდა იყოს.

აღნიშნულ საკითხში სრულიად განსხვავებული პოზიცია უჭირავს მას "შუა საუკუნეების ისტორიის"
სასკოლო სახელმძღვანელოში, რომელიც მან პროფესორ ბეჟან ჯავახიასთან ერთად დაწერა. აქ ისინი
შუა საუკუნეების ისტორიის მეცნიერების და ტექნიკის განვითარებით და გეოგრაფიული
აღმოჩენებით ამთავრებენ. ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს XV საუკუნის მიწურულიდან ახალი
ისტორიის დაწყების უარყოფის მცდელობასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში კი შუა საუკუნეების
ისტორიას ვამთავრებთ XV საუკუნის ბოლოს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებით. სად არის ლოგიკა?
ამ შემთხვევაში პერიოდიზაციის საკითხში სრულ ქაოსთან გვაქვს საქმე, რაც,ცხადია, მიუღებელია.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ჩართვა შუა საუკუნეების ისტორიაში საკამათოდ მიგვაჩნია.
ალბათ,უფრო უპრიანი იქნებოდა სახელმძღვანელო დაგვესრულებინა წინა მონაკვეთით - რენესანსით.
ბოლო ნაწილი,ჩვენი აზრით,საჭირო არ იყო და ზედმეტია.

მსოფლიოს ისტორიის პერიოდიზაციის ევროპული ვერსიისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას


ამჟღავნებს ქართული მედიევისტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი პროფესორი გურამ
კუტალია. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იპყრობს 2004 წელს მისი ხელმძღვანელობით დაწერილი
შუა საუკუნეების ისტორიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი, რომელიც
ქრონოლოგიურად მოიცავს V-XV საუკუნეებს. ამ ჩანაფიქრის თანახმად, მეორე ნაწილი იქნებოდა XVI
საუკუნე და XVII საუკუნის პირველი ნახევარი. აქ პერიოდიზაციის საკითხისადმი დამოკიდებულება
ძალიან გამჭვირვალე და ნათელია. ავტორის ღრმა რწმენით, შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას
შორის მიჯნად უნდა დავტოვოთ XVII საუკუნის შუა წლები. ის ამ საკითხზე საგანგებოდ ჩერდება
სახელმძღვანელოს დასაწყისში "მსოფლიო ისტორიის სამწევროვანი დაყოფა". რომელიც ამ ნოვაციების
წინააღმდეგაა მიმართული,რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში
მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის საკითხში და მიზნად ისახავს მარქსისტული პერიოდიზაციის
რადიკალურ გადასინჯვას. აღნიშნული პრობლემისადმი მისი მიდგომა წინააღმდეგობრივად
მიგვაჩნია. ერთ ადგილას ის აღნიშნავს : "ამიტომ უპრიანია ვთქვათ, რომ XVI საუკუნე და XVII
საუკუნის დასაწყისი გარდამავალი პერიოდი ან უკეთეს შემთხვევაში "ადრეული ახალი დროა". მეორე
ადგილზე ის ამ პერიოდს, XVII საუკუნის პირველი ნახევარი, ახასიათებს, "როგორც გვიანდელი
ფეოდალიზმის ანუ ადრეული ახალი დროის პერიოდს". საქმე გვაქვს ფორმაციული მიდგომის
რეანიმაციის მცდელობასთან, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. საკითხისადმი ასეთი
მიდგომა იმდენად ნათელს არ ფენს თემას, რამდენადაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მას. ან ერთი
უნდა იყოს, ან მეორე. ორივე ერთად ვერ იქნება. ვფიქრობთ, საკითხი არის ძალიან გამჭვირვალე და
ზედმეტად ნუ გავართულებთ. ეს საჭირო არაა. ეს არც გარდამავალი პერიოდია და არც გვიანი შუა
საუკუნეები და ადრეული ახალი დრო ერთად. ეს ადრეული ახალი ისტორიაა. მისი არგუმენტაცია ვერ
გვარწმუნებს მისი მსჯელობის მართებულობაში. ის თავის მსჯელობას ჯ.ტრეველიანის მოსაზრების
არასწორ ინტერპრეტაციაზე აგებს. საკითხისადმი ინგლისელი ისტორიკოსის მიდგომა სწორად უნდა
გავიგოთ და არა სათავისოდ, როგორც ეს ამ შემთხვევაში ხდება. ინგლისელი ისტორიკოსი სავსებით
მართალია, რომ ახალი ისტორიის გარიჟრაჟზე კვლავ არსებობდნენ ძველი შუა საუკუნეების
სტრუქტურები, მაგრამ მისი ღრმა რწმენით, ეს არის არა შუა საუკუნეების ისტორია, არამედ ადრეული
ახალი დრო, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძველი და ახალი სტრუქტურების თანაარსებობა.
გამოჩენილმა ფრანგმა ისტორიკოსმა ჟაკ ლე გოფმა კარგად უწოდა "ხანგრძლივი შუა საუკუნეები".
ახალ ისტორიას ტრეველიანი იწყებს XIV-XV საუკუნეებიდან, როგორც ეს მიღებულია ევროპულ
ისტორიოგრაფიაში. აი ეს,იქნება ჯ.ტრეველიანის შეხედულებისადმი სწორი მიდგომა, ხოლო
სათავისოდ ინტერპრეტირება მიუღებელია. საინტერესოა, რატომ იწყებს ტრეველიანი თავის წიგნს
"ინგლისის სოციალური ისტორია" ჯეფრო ჩოსერიდან და არა სამრეწველო გადატრიალებიდან
ინგლისში. რა კავშირი არსებობს ჩოსერსა და დედოფალ ვიქტორიას შორის? ამ კითხვაზე, ჩვენი
შეხედულებით, ერთი პასუხი არსებობს. იმიტომ,რომ ინგლისელი ისტორიკოსი ამ ეპოქას ჩოსერიდან
ვიქტორიამდე მოიაზრებს როგორც ახალ დროს.

ახალი ისტორია მხოლოდ პროგრესთან როდი ასოცირდება. წინსვლასთან ერთად ადგილი აქვს
სტაგნაციას. ერთ შემთხვევაში ეს არის წინსლვ,აპროგრესი. ამის მკაფიო გამოხატულებაა ინგლისის,
ნიდერლანდების,საფრანგეთის განვითარება. მეორე შემთხვევაში ეს პროცესი შეფერხებით
მიმდინარეობს და ადგილი სტაგნაციას, რომელიც გამოხატულებას პოულობს შუა საუკუნეებრივი
სტრუქტურების კონსერვაციაში. ამ გზით ვითარდებოდა გერმანია,ესპანეთი,სკანდინავიის
ქვეყნები,აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ამ მიმართულებით წარიმართა საქართველოს
ისტორიული განვითარება. ეს ადრეული ახალი დროა და არა გვიანი შუა საუკუნეები. ნუთუ ასეთი
ძნელი გასაცნობიერებელია, რომ ადრეული ახალი ისტორიისათვის დამახასიათებელია შუა
საუკუნეების სტრუქტურების და ახალი ურთიერთობების თანაარსებობა.

XVI საუკუნეში ძველი შუა საუკუნეების სტრუქტურების დომინირებაზე საუბარი,ალბათ, მაინც დიდ
სიფრთხილეს მოითხოვს და გარკვეული უკმარისობის გრძნობას გვიჩენს. XVI საუკუნეში ძალუმად
დაბერა ახალმა სიომ. სულ უფრო იკრებს ძალას
რაციონალიზმი,ინდივიდუალიზმი,პრაქტიციზმი,აზროვნების სეკულარიზაცია. ყალიბდება ახალი
ტიპის ადამიანი, რომელსაც აქვს სრულიად ახალი მენტალიტეტი, ადამიანი - შემოქმედი, ახალი
ცივილიზაციის მესაძირკვლე. ამას მძლავი სტიმული მისცა რეფორმაციამ, პირველ რიგში კი, რა თქმა
უნდა , კალვინიზმმა. უპირატესობა ენიჭება სახელმწიფოს ინტერესებს. დომინანტი ხდება
"სახელმწიფოს ინტერესები" და არა ძველი რელიგიურ-იდეოლოგიური იმპერატივები. საერთაშორისო
ასპარეზზე ადგილი აქვს დაპირისპირებას არა ცალკეულ სახელმწიფოებს შორის, არამედ კოალიციებს
შორის. საძირკველი ეყრება კოლონიურ პოლიტიკას და ბოლოს, რაც მთავარია,
საზღვაოცივილიზაციიდან გადავდივართ საოკეანოზე. ნუთ ისევ შუა საუკუნეების ისტორია?
ვფიქრობთ რომ არა. XVI-XVII საუკუნეები მიღებულია ახალი ცივილიზაციის დაბადების ხანად. ეს
არის ადრეული ახალი სიტორია. ველოსიპედის თავიდან გამოგონება,ჩვენი აზრით, საჭირო არაა.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ XX დასაწყისის ქართულ ისტორიოგრაფიას ეს საკითხი საკმაოდ კარგად


უნდა ჰქონოდა გაცნობიერებული. აი, რას წერდა თეიმურაზ ჭუმბურიძე თავისი "ახალი ისტორიის"
სასკოლო სახელმძღვანელოში : "მართლაც ამერიკის აღმოჩენა და საერთოდ, დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენები... ღრმა მნიშვნელობის მოვლენააა..." ასე რომ, ამ დიდმნიშვნელოვანი მოვლენიდან ახალი
ისტორიის დაწყება არ არის მოკლებული ერთგვაროვან საფუძველს, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას,
რომ XV საუკუნის გასულს ისპობა ყველაფერ ის, რითაც საშუალო საუკუნეების ევროპა ცხოვრობდა. ამ
მხრივ, რასაკვირველია, შეუძლებელია, რომ XV საკუნის გასული ე.ი. დრო დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენებისა, გაუვალ საზღვრად დავიდოთ საშუალო საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის.
პირიქით, ის მოვლენები, რომელიც თავისი წარმოშობით საშუალო საუკუნეებს მიეკუთვნებიან,
განაგრძობენ თავის არსებობას ახალ ისტორიაშიც. ფეოდალური წესწყობილების ნაშთებმა
საფრანგეთის დიდი რევოლუციამდე მოატანეს, ხოლო ევროპის დანარჩენ კუთხეებში უფრო გვიან
მოისპნენ.

პირიქით, ის მოვლენები, რომლებიც ახალი ისტორიის დამახასიათებელ მოვლენებად ითვლება,


მაგალითად ფულის მეურნეობა, ქალაქური ცხოვრების განვითარება, ახალი ჰუმანისტური
მსოფლმხედველობა XV საუკუნეზე უფრო ადრე წარმოიშვა ევროპის ცხოვრებაში. ეს საკმაოდ
რეალისტური მიდგომაა.

დამოუკიდებელ საქართველოში 1918-1921 წლებში გამოსული ახალი ისტორიის პირველი ეროვნული


სასკოლო სახელმძრვანელოების მთავარ ღირსებად მსოფლიო ისტორიის სწორი პერიოდიზაცია
მიგვაჩნია. ისინი შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად ასახელებენ XV საუკუნის
მიწურულს და XVI საუკუნის დასაწყისს, კონკრეტულად კი რენესანსს, დიდ გეოგრაფიულ
აღმოჩენებს, რეფორმაციას. აზრთა სხვადასხვაობას იწევს კონკრეტული თარიღის განსაზღვრა. ერთნი
ამ ორ ეპოქას შორის მიჯნად დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს მიიჩნევენ, ხოლო მეორენი - რენესანსს და
რეფორმაციას. ეს კამათი პრინციპულ ხასიათს არ ატარებს და მხოლოდ დეტალებს შეეხება.
ანალოგიური მიდგომა გვხვდება რევოლუციამდელ რუსულ და XIV-XX საუკუნეების ევროპულ
ისტორიოგრაფიაში. ამ თვალსაზრისის რევიზია ზედმეტია. ეს უკვე გააკეთეს მარქსისტებმა. რა
შედეგი მოყვა ამას, ყველამ კარგად ვიცით.

შუა საუკუნეებს და ახალ ისტორიას შორის მიჯნად XVII საუკუნის შუა ხანების დატოვება
ანაქრონიზმად მიგვაჩნია. ამგვარი მიდგომა მსოფლიო ისტორიის მარქსისტული პერიოდიზაციის
წისქვილზე ასხამს წყალს და გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მას. ახალი ისტორია იწყებოდა XVII საუკუნის
შუა წლებში ინგლისის რევოლუციით, აღარ ვიტყვით ბურჟუაზიული, ეს მეტისმეტი იქნებოდა.
რამდენად მისაღებია ეს ქრონოლოგია, ანუ განა უნდა დავტოვოთ XVII საუკუნის შუა ხანები ამ ორ
ეპოქას შორის მიჯნად? ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია - არა. ჩვენი ღრმა
რწმენით, თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია წინ უნდა წავიდეს და არა უკან. ამიტომ
მსოფლიო ისტორიის მარქსისტული პერიოდიზაციის რეანიმაციის ნებისმიერი მცდელობა, რა
ფორმითაც არ უნდა იყოს ის, მიუღებლად მიგვაჩნია და ეს ქართული ისტორიოგრაფიის გუშინდელი
დღეა. ასეთი პოზიცია, ვფიქრობთ, შემთხვევითი არ ყოფილა და, ჩვენი აზრით, პირველ ყოვლისა,
თავდაცვის ინსტიქტით უდა იყოს განპირობებული, რომელსაც მკვეთრად გამოკვეთილი,პრაგმატული
სარჩული გააჩნია. ამ პერიოდს ახალი ისტორია წაგვართმევს. ეს შეუსაბამობა ხომ უნდა გასწორდეს.
ამიტომ,ჩვენ მიგვაჩნია რომ ამ დავას წმინდა სუბიექტური მოტივები უდევს საფუძვლად და ვიწრო
დარგობრივი ინტერესებითაა გამოწვეული. არსებითად აქ სადავო არც არაფერია.

ბუნებრივია, სერიოზული კორექტივების შეტანას მოითხოვს შუა საუკუნეების ისტორიის შიდა


პერიოდიზაცია. ამ პრობლემისადმი მარქსისტული მიდგომა დღეს უკვე მოძველებულია, ყავლი
გაუვიდა და ისტორიგრაფიული რეტროს სურნელი დაკრავს. საბჭოთა ისტორიოგრაფიის თანახმად,
შუა საუკუნეების ისტორია სამ პერიოდად იყოფა : 1) ადრეული შუა საუკუნეები (V-XI) 2. კლასიკური
შუა საუკუნეების ხანა (XI-XV) 3) გვიანი შუა საუკუნეები.მსოფლიო ისტორიის მარქსისტული
პერიოდიზაციის გადასინჯვა სურვილების დონეზე ხდება. ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მსოფლიო
ისტორიის პერიოდიზაციის რადიკალური გადასინჯვის მცდელობასთან, რომელსაც ბუნებრივია
გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები. მეორე შემთხვევაში ეს ხდება სურვილის დონეზე, ამ ორ
მიდგომას შორის პრინციპული განსხვავება სწორედ ამაში უნდა მდგომარეობდეს.

აღნიშნული პრობლემის სანახევროდ გადაწყვეტასთან გვაქვს საქმე სულ ახალხანს, 2015 წელს
პროფესორ მურმან პაპაშვილის რედაქციით გამოსულ სახელმძღვანელოში "დასავლეთ ევროპის
ისტორია". აქ იკვეთება ორი გარემოება. თავდაპირველი განზრახვით ეს წიგნი ჩაფიქრებული იყო
როგორც შუა საუკუნეების ისტორიის სახელმძღვანელოს გაგრძელება. საბოლოოდ სახელმძღვანელოს
ავტორებმა გაიზიარეს პროფესორ თეიმურაზ პაპასქირის და მერაბ კალანდაძის რჩევა და შეჩერდნენ
კომპრომისულ ვარიანტზე- "დასავლეთ ევროპის ისტორია" (XVI საუკუნე)

ქართველი მედიევისტებიდან მსოფლიო ისტორიის პერიდოზაციის საკითხში ყველაზე უფრო სწორი


პოზიცია პროფესორმა კარლო მეშველიანმა დაიკავა და მან მხარი დაუჭირა შუა საუკუნეების
ისტორიის მარქსისტული პერიოდიზაციის რადიკალურ გადასინჯვას. ერთ მოსაზრებას წინ
მივყავართ, მეორე კი უკან გვექაჩება.

You might also like