You are on page 1of 2

ანტიკური ლიტერატურის საგანი და პერიოდიზაცია

ანტიკურ ლიტერატურას ბერძნული და რომაული მწერლობის


ერთიანობა ჰქმნის, ბერძნულ-რომაული მწერლობის ისტორიას აქვს
თავ-თავისი პერიოდები. თუმცა შეიძლება აგრეთვე მსჯელობა
ზოგადად ანტიკური ლიტერატურის პერიოდიზაციაზეც.
ანტიკური სამყაროს ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ძვ.წ III
- II ათასწლეულთა მიჯნიდან ეგეიდა გამოდის ასპარეზზე. მინოსური
კრეტა ხუთი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ლიდერს და
არსებითად განსაზღვრავდა ეგეოსური კულტურის ტიპს. ამ პერიოდის
ისტორიიდან ჩვენამდე მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების
შედეგად აღმოჩენილმა მასალამ მოაღწია.
დღეს ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინოსური
კრეტა ბევრ საიდუმლოს ინახავს. ჩვენთვის ისიც არაა ცნობილი, თუ რა
ენაზე საუბრობდნენ ამ კულტურის ხალხი. მინოსური კულტურა ძვ.წ XV
ს-ში დაქვეითდა, რასაც ვულკანურ ამოფრქვევას უკავშირებენ.
მინოსურ მმართველობას მიკენური ჩაენაცვლა და ბერძნები ეგეიდაში
წამყვან ძალად მოგვევლინენ. მიკენური საბერძნეთი თითქმის მთელ
ეგეიდას აკონტროლებდა. მიკენური სამყარო ცალკეული რეგიონების
კავშირად წარმოგვიდგებოდა და თითოეულ ამ რეგიონს თავისი
მმართველები თუ მმართველი დინასტიები ჰყავდა.
მიკენური, ისევე, როგორც ეგეიდა ძვ. წ XII საუკუნიდან
მოყოლებული დაქვეითების სულმა მოიცვა, ამის მიზეზის განსაზღვრა
ზუსტად რთულია. ასე და ამგვარად დასრულდა ბრინჯაოს ხანის
ცნობილი ცნობილი კულტურის ეპოქა და დადგა აღმავლობის ხანა.
„ბნელი წლები“ - მართალია ეს პერიოდი დიდი დაქვეითებით
ხასიათდებოდა, მაგრამ , როგორც ჩანს, არც ისეთი ბნელი ყოფილა,
როგორიც გვეგონა.
 კრეტა- მიკენის ეგეოსური -ძვ.წ (XV – XII) (XII -X)სს.
 გეომეტრიული რენესანსის პერიოდი - ძვ.წ IX- VIII
სს.
 არქაიკის ჰომეროსის პერიოდი - ძვ.წ VII – VI სს.
 კლასიკის ეპოქა - ძვ.წ V-IV ს-ის 30-იანი წლები.
 ელინისტური ეპოქა - ძვ.წ 338- ძვ.წ I
 რომაული ბატონობა - ძვ.წ I ს - ახ.წ Vს.
ელინისტური პერიოდი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია.
ის იწყება ძვ. წ 336 წელს. ამ დროს ბერძნულმა ენამ ოფიციალური ენის
სტატუსი მიიღო. აღსანიშნავია ის, რომ ამ პერიოდში ლიტერატურას
ფართო გასაქანი მიეცა. ამ ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა რომანის
შექმნას.
ელინიზმი შეცვალა რომაული ბატონობის ეპოქამ. რომაელებმა
მრავალი ძველი ხალხისაგან განსხვავებით შესძლეს ბერძნული
კულტურის სათანადოდ ათვისება და უკვე ძვ. წ III საუკუნიდან
ბერძNულენოვან ლიტერატურას გვერდში ამოუყენეს
ლათინურენოვანი ლიტერატურა.

You might also like