You are on page 1of 3

ბერიძე ლიკა - ჯგუფი N1

წყარო: „ივერია“ 1901 წ., N1, გვ.1 - მოწინავე წერილი

ავტორი აღნიშნულ წყაროში განიხილავს, თუ როგორი მდგომარეობა იყო მე-19


საუკუნის ბოლოს საერთაშორისო პოლიტიკაში და იმედებს ამყარებს მე-20 საუკუნეზე,
რადგანაც ახალი საუკუნე იძლევა ახალ შანსებსა და შესაძლებლობებს, რათა უფრო მეტად
პროგრესირებადები ვიყოთ და ყველაფერი ძირფესვიანად შევცვალოთ. თავდაპირველად
ავტორი აღწერს, თუ როგორ შეიცვალა მე-19 საუკუნეში სახელმწიფოთა ინტერესები და
როგორ ამჯობინებდნენ ისინი ლაშქრობებსა და გაუთავებელ ომებს, ქვეყნის
განვითარებასა და კეთილდღეობას. ამ პერიოდში, კერძოდ, 1899 წელს გაიმართა ჰააგის
კონფერენცია, სადაც 26 სახელმწიფო მონაწილეობდა. კონფერენციის ძირითადი თემა იყო
ომების დაწყების, წარმოებისა და იარაღის გამოყენების შეზღუდვის საკითხი. რის
შედეგადაც ჩამოყალიბდა ის საერთაშორისო ნორმები და წესები, რომლებიც ომის
წარმოებას ეხება და სავალდებულოა გათვალისწინებულ იქნას ყველა ქვეყნის მიერ.

ამავე პერიოდში შეიქმნა სამედიატორო სასამართლოც, იგივე დავების გადაწყვეტის


ორგანო, რომელიც იქმნება მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
აღნიშნული მოვლენების წარმოჩენით ავტორი გვიჩვენებს იმას, თუ როგორ იკიდებდა
ფეხს საერთაშორისო კანონები და სამართალი იმ პერიოდის ევროპულ ქვეყნებში და
როგორ იქცა მე-19 საუკუნე ქვეყნების დამოუკიდებლობის, განვითარებისა და
თავისუფლების პერიოდად.

თუმცა აქვე მას ამ ყოველივეს საპირისპიროდ მოჰყავს ის ფაქტი, რომ გაუმაძღრობამ და


ჰეგემონიზმის სურვილმა კვლავ იჩინა თავი. ამის მაგალითად კი წარმოდგენილია
ინგლის-ტრანსვაალის ომი. ინგლისელები, რომელებიც თავისი ჰუმანურობით
იწონებდნენ თავს, მზად იყვნენ რომ ტრანსვაალის მიწაზე არსებული სიმდიდრისთვის,
სასაფლაოდ გადაექციათ მთელი ეს ადგილი. ისინი ბურების წინააღმდეგ ბრძოლისას
ისეთ ველურ და არაადამიანურ ხერხებს მიმართავდნენ, რაც ატილასაც კი არ ჩაუდენია.
აღნიშნული ომი ბურების მეორე ომის სახელითაა ცნობილი და იგი პირველ ომთან
შედარებით უფრო ხანგრძლივი იყო, 1899 წელს დაიწყო და 1902-ში დამთავრდა, ეს ომი
იწოდება მეოცე საუკუნის პირველ ომად, და როგორც თავად ავტორმა აღნიშნა იგი ჩირქს
სცხებს მთელ საუკუნეს. გარდა ამისა, წერილში ასევე ნახსენებია ევროპელების
დამოკიდებულება ჩინელებზე და მათი ბარბაროსული ქცევა. აღსანიშნავი ფაქტია, ის,
რომ მე-19- მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ევროპელებს სჯეროდათ რომ მათი კულტურა
ყველაზე განვითარებული იყო და სხვა ყველა ცივილიზაცია უკან მოიტოვეს ზუსტად ამ
ეპოქაში წარმოიქმნა ევროპული იმპერიალიზმი. ევროპელების უმრავლესობა ფიქრობდა
რომ მსოფლიოს სხვა კუთხეებში მცხოვრბი ხალხი სწორედ ევროპული ცოდნისა და
იდეების შეთვისებით ჩაებმებოდა იმ პროგრესში, რომელსაც ევროპა უკვე განიცდიდა.

როგორც ცნობილია ამ სტატიის ავტორი გახლავთ ივანე მაჭავარიანი, ფსევდონიმით


ინ-ანი, იგი ქართველი მოღვაწე იყო, რომელიც პუბლიცისტურ წერილებსა და
რეცენზიებს აქვეყნებდა იმდროინდელ გაზეთებში და მათ შორის ერთ-ერთი არის
გაზეთი „ივერია“, რომელშიც მან ეს კონკრეტული სტატია გამოაქვეყნა 1901 წლის 1
იანვარს, ახალი საუკუნის დასაწყისს. ვფიქრობ ეს სტატია სრულიად ემსახურებოდა
ქართველი ერის ცნობადობის ამაღლებას იმ დროს არსებული მდგომარეობის შესახებ,
გარდა ამისა შეიძლება ის ერთგვარი მოწოდებაც ყოფილიყო ქართველებისთვის, რომ
დადგა ახალი დღე, ახალი საუკუნე, და დროა ახალ შესაძლებლობებს გავუხსნათ
საზღვრები, რადგან პატარა ერსაც შეუძლია მტკიცედ იდგეს და შეითვისოს ყოველი
ახალი და სასარგებლო, რაც მოიტანდა როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო მშვიდობასა
და თავისუფლებას. აღნიშნული ტექსტიდან ნათლად ჩანს თავად ავტორის
დამოკიდებულება იმდროინდელ საერთაშორისო პოლიტიკაზე. იგი კარგად გვიხატავს
ევროპელების დამოკიდებულებას სხვებზე, და მათ სურვილს იქცნენ მსოფლიოს მთავარ
აქტორებად. ავტორს მოსწონს იმ პატარა ერების სიძლიერე, რომლებიც თავიანთი მიწა-
წყლის დასაცავად ასე გამალებით იბრძოდნენ. რაც შეეხება იმ შედეგებს რაც მე-19
საუკუნის მიწურულს იყო, ამ საუკუნემ მოიტანა ის, რომ აღიარებულ იქნა აზრისა და
საკუთრების თავისუფლება, თუმცა ზოგიერთს ძველი ბარბაროსული ნაშთები მაინც
გადმოყვა. ავტორი იმედოვნებს რომ ეს ძველი ჩვევები მალე გაქრება და იგი იმედს
ამყარებს მე-20 საუკუნეზე, რადგან ახალი საუკუნე იძლევა ახალ შესაძლებლობებს
ადამიანებისთვის. აქ მისი მოლოდინი ნათლად გამოჩნდა და მას ღრმად სწამდა რომ
ახალი ხანა სრული თავისუფლების, მშვიდობიანობის, ძმობის, სიყვარულისა და
ერთობის იქნებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1) „ივერია“ 1901 წ., N1, გვ.1 - მოწინავე წერილი. თბილისი. 01.01.1901.


2) „კვირის პალიტრა“,ბურებთან, N50-51, 08.03.2010.

https://www.kvirispalitra.ge/history/2787-burebthan.html

You might also like