You are on page 1of 4

პოსტსაბჭოთა ომები

აჯანყება, ეთნიკური კონფლიქტი და ეროვნება კავკასიაში

წიგნის რეცენზია

სტუდენტი: ლიკა ბერიძე

საგანი: თანამედროვე ევროპის ისტორია

კურსის ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
კრისტოფ ციურხერის წიგნი, „პოსტსაბჭოთა ომები: აჯანყება, ეთნიკური კონფლიქტი
და ეროვნება კავკასიაში“, გამოიცა 2007 წელს, New York University Press-ის მიერ. წიგნის
ავტორი კრისტოფ ციურხერი არის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ბერლინის
თავისუფალ უნივერსიტეტში. მისი კვლევისა და სწავლების ინტერესებში შედის,
კონფლიქტების კვლევა, სახელმწიფოებრივი განვითარება და ჩარევა, ხოლო მისი
რეგიონალური ყურადღება გამახვილებულია ყოფილ საბჭოთა კავშირზე,
განსაკუთრებით კი რუსეთსა და კავკასიაზე.1

აღნიშნულ წიგნში აღწერილია კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები, იგი ეხება


პოსტსაბჭოთა ომების შესწავლას კონფლიქტის თეორიის სფეროში და იკვლევს შიდა
კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებს. 1988 წლიდან 1997 წლამდე, შვიდი შიდა ომი
მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ხუთი მათგანი კი ამ წიგნშია
განხილული, კერძოდ, ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ომი საქართველოს,
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს შორის, სამოქალაქო ომი
საქართველოში და რუსეთის ომი სეპარატისტულ ჩეჩნეთში.

რაც შეეხება წიგნის სტრუქტურირებულ მხარეს, იგი დაყოფილია რვა თავად.


შესავალში ავტორი საუბრობს, მშვიდობასა და ომზე კავკასიის რეგიონში. შემდეგ თავში
განიხილავს ერის, სახელმწიფოსა და კონფლიქტის ცნებებს, რაც ნაშრომის ძირითადი
კონცეპტებია და ამოწმებს თუ როგორ მოხდა ისტორიულად ამ ცნებების
ინსტიტუციონალიზაცია კავკასიაში (გვ.11-23). მომდევნო თავებში წარმოდგენილია
კონფლიქტების განვთარების ანალიზი და განხილულია თითოეული ქვეყნის
კონფლიქტი. საბოლოოდ კი, წიგნის მთავარი აღმოჩენები დასკვნაშია თავმოყრილი.
ციურხერი ამ წიგნში პასუხობს კითხვებს, თუ რატომ დაიწყო ომი ზოგიერთ რეგიონში?
რატომ იყო ზოგიერთი კონფლიქტი უფრო დაძაბული, ვიდრე სხვები? და ა.შ.
კონფლიქტების შედარებითი ანალიზი უფრო ნათელს ხდის თითოეულ მათგანს.

ავტორი აკეთებს კონფლიქტების ანალიზს, სხვადასხვა ინფორმაციაზე, კვლევაზე,


სამეცნიერო ლიტერატურაზე და საარქივო მასალებზე დაყრდნობით. რაც შეეხება

1
ნათარგმნია ინგლისურიდან-christoph zürcher, https://christophzuercher.weebly.com/ 03.06.2020.
მეთოდოლოგიას ავტორი სიღრმისეულად შეისწავლის კონფლიქტებს და შემდეგ
აკეთებს მათ შედარებით აღწერას.

ციურხერი შესავალში ამბობს, რომ მისი მიზანია პოსტსაბჭოთა ომების უფრო


დეტალურად შესწავლა, ასევე იმის გაგება თუ რა სახისაა რეგიონებში წარმოშობილი
ძალადობა და რა შედეგები მოჰყვა ამ კონფლიქტებს. მას აქვე აქვს გამოყოფილი ის
ძირითადი დასკვნები, რაც ზრდის საზოგადოებაში შიდა ომების რისკის საშიშროებას
(გვ.4-5). ნაშრომში კარგად ჩანს, რომ პოსტსაბჭოთა ომების ყველა შემთხვევა
გამორჩეულია შესაძლებლობების უნიკალური შერწყმით. აქ ილუსტრირებულია
რეგიონების ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ასევე ის ცვლილებები, რაც ამ
ტერიტორიებზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა. ავტორს აღწერილი აქვს
რეგიონებში არსებული ვითარება ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური და
ეთნიკური მახასიათებლების მიხედვით, რაც მათ შორის განსხვავებებს და მსგავსებებს
კარგად ასახავს.

დასკვნაში ავტორი წერს, რომ მიღებულ და გაანალიზებულ ინფორმაციაზე


დაყრდნობით, თითოეული კონფლიქტის ორგანიზება ჯგუფების მიერ იყო ერთგვარი
რეაქცია მათი ჩაგვრის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ან სხვა ჯგუფების მიერ. ჩაგვრის
მექანიზმები კი ძირითადად მოიცავს კულტურულ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ
უთანასწორობას, ასევე სახელმწიფო რეპრესიებსა და დისკრიმინაციას.

ციურხერი რამდენიმე წელი მუშაობდა ამ წიგნზე. ნაშრომი ეძღვნება მის ცოლს და


შვილებს. გვერდში დგომისა და დახმარებისთვის იგი მადლობას უხდის მეგობრებსა და
კოლეგებს, ასევე ჰაინრიხ ბიოლის ფონდს ფინანსური მხარდაჭერისთვის.

ეს წიგნი საინტერესოა, არა მხოლოდ აკადემიური წრისთვის, არამედ უფრო ფართო


საზოგადოებისთვის, სტუდენტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, და ყველასთვის, ვინც
დაინტერესებულია ეთნიკური თუ ქვეყნებს შორის კონფლიქტებით, რადგან წიგნში
თითოეული კონფლიქტი სიღრმისეულად არის განხილული, რის შედეგადაც
მკითხველს შესაძლებლობა აქვს ბევრი საინტერესო და ახალი ინფორმაცია გაიგოს
პოსტსაბჭოთა ომებზე.
გამოყენებული ლიტერატურა:

1) Zürcher, C. The Post-Soviet Wars: Rebellion, Ethnic Conflict, and Nationhood in the
Caucasus . (2007). New York University Press. New york and London.
2) Christoph Zürcher, https://christophzuercher.weebly.com/ . წვდომილი 03.06.2020.

You might also like