You are on page 1of 2

ქართული ტექსტი

საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერ
ნულ კონტექსტში

ავტორი / ბელა წიფურია

ანოტაცია
წიგნი ეხება თანამედროვე ქართული
ლიტერატურის საკითხებს მეოცე საუკუნის
პირველი ნახევრიდან, საბჭოური კულტურული
პოლიტიკის დამკვიდრებიდან
დღემდე.განხილულია ის პრობლემები,რასაც
ქართული ლიტერატურა აწყდება ცვალებადი
პოლიტიკური, იდეოლოგიური გარემოს
პირობებში.ნაჩვენებია, თუ როგორ აირეკლავს ამ
გავლენებს თუ პრობლემებს ლიტერატურა და
როგორ ახდენს მწერლობა ამ პრობლემებზე
რეაგირებას.XX საუკუნის ქართული
ლიტერატურაზე რა თქმა უნდა კულტურული და
პოლიტიკური კონტექსტები ზემოქმედებენ და მ
კონტექსტების გავლენას ის თავისებურება
ახასიათებს, რომ იდეოლოგიური და სოციალური
კონტექსტები (საბჭოთა/პოსტსაბჭოთა) ტექსტებზე
აგრესიულ ზეგავლენას ახდენენ და ტექსტი,
აღიბეჭდავს რა მათ ზემოქმედებას, ამავე დროს
ავლენს მათგან გათავისუფლების
მისწრაფებას. წიგნის მთავარი თემაა
საბჭოთა/პოსტსაბჭოთა გარემოს
წარმოჩენა.პირველ თავში საუბარია ქართული
ლიტერატურული ტექსტის
კონტექსტუალიზაციის ზოგად
პრობლემებზე;მეორე თავში ცალკეული
ლიტერატურული ტექსტებია განხილული;მესამე
ნაწილში გახილულია პოსტმოდერნიზმის ზოგადი
კულტურულ-მსოფლმხედველობრივი
პრინციპები.

You might also like