You are on page 1of 6

I შუალედური

სახელი და გვარი: აკაკი ალთუნაშვილი


თარიღი: 30.06.2022
ტესტი შედგება შეკითხვისგან და თითო სწორი (სრულყოფილი) პასუხი ტესტის საერთო
ქულის 10%-ს წარმოადგენს.

1. მოკლედ განმარტეთ რას გულისხმობდა „ტრუმანის დოქტრინა“ და ”მარშალის გეგმა”? –


10%

ჰარი ტრუმანი, ამერიკის შეერშებული შტატების პრეზიდენტი, 1947 წელს წარდგა


კონგრესის წინაშე თხოვნით, რათა საბერძნეთისთვის გაეწიათ დახმარება. ამ დროს
საბერძნეთში ხელისუფლებასა და ადგილობრივ კომუნისტურ პარტიას შორის
მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი (1946-1949). მოცემული მოიაზრებდა ფინანსურ და
სამხედრო დახმარებას. ეს დოქტრინა ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ აშშ მსოფლიოს
მასშტაბით ქვეყნების საქმეებში ჩაერეოდა და უნდა ითქვას, რომ დღემდე ამ პოლიტიკით
მოქმედებს. დოქტრინის იდეას წარმოადგენდა ის, რომ დიდი გავლენა იყო საბჭოთა
კავშირის და მათი გავლენის შეჩერება უნდოდათ. მისი მთავარი მატარებელი იდეა იყო,
რომ ჩვენ შევებრძოლებით საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას მთელი მსოფლიოს
მასშტაბით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, თუ სად. ამ
დოქტრინით ამერიკაში პოლიტიკა შეიცვალა და დაიწყეს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა.
იზოლაციონალიზმის იდეა ამერიკაში დღესაც არის, მინიმუმ 40-45% დღევანდელი
ამერიკელებისა თანახმაა, რომ დაუბრუნდეს იზოლაციონალიზმს. ტრუმანის დოქტრინა,
რეალურად ნიშნავს, ამერიკის საგარეო პოლიტიკის, ხედვების ამობრუნებას.
ჯორჯ მარშალმა, რომელიც იყო აშშ-ს სახელმწიფო მდინავი, წამოაყენა იდეა, რომ ამერიკას
ბიუჯეტიდან თანხები უნდა გამოეყო ევროპული ქვეყნების დასახმარებლად, რადგან იმ
დროს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება იყო. ამ დახმარებით ისინი
ევროპაში ხედავდნენ ეკონომიკურ წინსვლას, საექსპორტო პროდუქციის გასაღებას
ევროპაში. ესე იგი, „მარშალის გეგმის“ თანახმად, ევროპა იქნებოდა აშშ-ს სავაჭრო
პარტნიორი, რაც, რა თქმა უნდა, ამერიკისთვის მომგებიანი იქნებოდა, მეორე მხრივ
გაძლიერდებოდა ევროპა, რაც თავისთავად გულისხმობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
არსებულ ძალას.

2. დაახასიათეთ როგორი იყო საფრანგეთის პოზიცია გერმანიასთან მიმართებაში მეორე


მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ? როგორ ხედავდნენ საფრანგეთში გერმანიის
მომავალს? – 10%

გერმანია და საფრანგეთი წარმოადგენს დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებს,


ისტორიულად საკმარისი იყო, რომელიმე ქვეყნის გაძლიერება იმისთვის, რომ ომი
მომხდარიყო. ომის ერთ-ერთ მიზეზი იყო ის, რომ ფრანგებს აქვთ რკინის საბადოები,
ხოლო გერმანელებს - ქვანახშირის.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთი მტრულად იყო განწყობილი გერმანიის
მიმართ. საფრანგეთი მოითხოვდა, რომ გერმანიას ჩამორთმეოდა ჯარის ყოლის უფლება
(ეს წესი დღესაც მოქმედებს, გერმანიას არ შეუძლია ჰყავდეს იმ რაოდენობის ჯარი,
რამდენიც სურს). ასევე გერმანია უნდა დაშლილიყო პატარ-პატარა სახელმწიფოებად.
ეკონომიკური კუთხით, ითხოვდნენ რურის ქვანახშირის საბადოებზე წვდომის უფლება
ჩამორთმეოდა გერმანიას. ამის შემდეგ გერმანია ფაქტობრივად ვეღარ გაძლიერდებოდა,
დიდ საფრთხესაც აღარ შექმნიდა და ამის ფონზე, საფრანგეთი შეძლებდა კონტინენტზე
თავისი გავლენა გაეზარდა. თუმცა იმ დროინდელი გერმანია ამერიკისთვის აღარაფერს
წარმოადგენდა, ამას ისიც მოჰყვა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა 1949
წელს.

3. რომელი ქვეყნები გაერთიანდნენ ექფგ-ში და რა მოტივაცია ამოძრავებდა თითოეულ


მათგანს? - 10%

ექფგ, იგივე ევროპული ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, ძალაში შევიდა 1951


წელს, რომელშიც შედიოდა 6 სახელმწიფო, ესენია: იტალია, დასავლეთ გერმანია,
საფრანგეთი და ბენელუქსის ქვეყნები: ლუქსემბურგი, ბელგია და ნიდერლანდები. ექფგ-ში
გაწევრიანებით, გერმანიას შესაძლებლობა ეძლეობა, რომ თავისი რეპუტაცია აღედგინა,
ამით ის ევროპულ სახელმწიფოებს დაანახებდა, რომ მტერი აღარ იყო და ამის შემდეგ
გახდებოდა მათი ეკონომიკური პარტნიორი. გარდა ამისა, ის შეძლებდა, თავის
ქვანახშირის საბადოებზე კონტროლს და საფრანგეთთან დაპირისპირების თავიდან
აცილებას.
საფრანგეთის მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ ამ გაერთიანების შექმნით, შეძლებდა
გერმანიის მიმართ დაძაბული ურთიერთობა განეიტრალებინა და აგრეთვე იგი მიიღებდა
ქვანახშირს გერმანული საბადოებისგან შეუფერხებლად.
რაც შეეხება იტალიას, მისი მიზანი იყო, როგორც ყოფილი ფაშისტური სახელმწიფოს,
წარსულის დავიწყება და რეპუტაციის აღდგენა. იმისათვის, რომ იტალიაში
ჩამოყალიბებულიყო დასავლური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა, ვინაიდან იმ
დროს იტალიაში კომინისტური მოძრაობა ბზინვარებდა, კარგ შესაძლებლობას იძლეოდა
ექფგ-ში გაწევრიანება.
ხოლო ბენელუქსის ქვეყნებს ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდათ. ნიდერლანდებს,
ბელგიას და ლუქსემბურგს აგრეთვე სურდათ, საფრანგეთსა და გერმანიას შორის
არსებული დაპირსპირება, რომელიც ომის რისკს ქმნიდა, აერიდებინათ თავიდან.

4. განმარტეთ რას ნიშნავს „ცარიელი სკამის პოლიტიკა“ - ვინ იყენებდა მას და რატომ
დასჭირდა ამ პოლიტიკის გამოყენება? – 10%

60-იანი წლების დასაწყისში, „ცარიელი სკამის პოლიტიკის“ დროს, 6 ქვეყანა იყო წევრი და
დადგა საჭიროება უმრავლესობის პრინციპზე გადასვლისა. როდესაც წამოიჭრა თემა
იმაზე, რომ შემდეგ შეხვედრაზე საკითხი დადგებოდა, ერთხმოვნებაზე ეთქვათ უარი და
გადასულიყვნენ ხმათა უმრავლესობაზე, შარლ დე გოლი, საფრანგეთის პრეზიდენტი, აღარ
მივიდა, რადგან ეს საკითხი აღარ დაეყენებინათ, ვინაიდან მისთვის ეს ნიშნავდა, სხვა
ქვეყნების ინტერესების თავზე მოხვევას და სუვერენიტეტის შელახვას. მან ამ პოლიტიკით
მთლიანად ჩააგდო პროცესი. მეორეს მხრივ, რეალურად რომ შევხედოთ, არცერთი
სახელმწიფო არ წავიდოდა იმაზე, რომ უმრავლესობის პრინციპზე გადასულიყვნენ,
რადგან ეს რეალურად ნიშნავს, სახელმწიფოები უარს ამბობენ სუვერენიტეტზე. „ცარიელი
სკამის პოლიტიკა“ გულისხმობდა იმას, რომ საფრანგეთი უბრალოდ აღარ მიდიოდა
შეხვედრებზე, არა თუ წილი ეყარათ, ხმა მიეცათ ამ პრინციპზე გადასულიყვნენ თუ არა,
არამედ საერთოდ ჩავარდნილიყო ეს თემა. საბოლოოდ შეთანხმდნენ ლუქსემბურგის
კომპრომისზე 1966 წელს. ამით ყველა სახელმწიფოს ექნებოდა ვეტოს უფლება და ყველა
ქვეყანას შეეძლო მისი გამოყენება, თუმცა უნდა დაესაბუთებინათ, თუ რატომ
ეწინააღმდეგებოდა მათ ეროვნულ ინტერესებს.
5. მოკლედ გადმოეცით ევროგაერთიანებაში საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის
შესვლის ისტორია - 10%
1969-1974 წლებში, საბერძნეთმა შეძლო, რომ აღედგინა დემოკრატია ქვეყანაში და
განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. თავიდან უარი მიიღო, რადგან
ეკონომიკურ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ
ევროპული და მინისტრთა საბჭოები თანახმა იყვნენ მისი მიღებისა, ვინაიდან ქვეყანას
კვლავ არ დაეკარგა დემოკრატია და არ გავრცელებულიყო კომუნიზმი. საბოლოოდ,
საბერძნეთი გახდა 1981 წელს ევროგაერთიანების წევრი. ხოლო, რაც შეეხება,
პორტუგალიასა და ესპანეთს, მათაც გამოთქვეს სურვილი ევროგაერთიანებაში
გაწევრიანებისა, როდესაც სამხედრო დიქტატურას თავი დააღწიეს. საყურადღებოა ის
ფაქტი, რომ საბერძნეთმა შეძლო, ქვეყნის მიზნები, პორტუგალიისა და ესპანეთის
სურვილებისგან შორს დაეჭირა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საფრანგეთი ესპანეთის სახით
კონკურენტს ხედავდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარზე გატანისას. აქ საუბარია
ერთნაირ პროდუქციაზე, საფრანგეთის მსგავსი პროდუქცია უნდა შეეტენათ და, რა თქმა
უნდა, ეს საფრანგეთს ურტყავდა, ამიტომაც გააჯანჯლა მათი მიღება. იმისათვის, რომ
საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო მისწრაფებები დაეკმაყოფილებინა,
ესპანეთი დათმობებზე წავიდა. საბოლოოდ, 1986 წელს ესპანეთი და პორტუგალია გახდნენ
ევროგაერთიანების წევრები.

6. განმარტეთ რას ნიშნავს საბაჟო კავშირი და ერთიანი ბაზარი? – 10%

ერთიანი ბაზარი საშუალებას აძლევს ხალხსა და ბიზნესს თავისუფლად გადაადგილდნენ


ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე იძლევა ვაჭრობის შესაძლებლობასაც. ერთიანი
ბაზარი მოიაზრება, როგორც ეკონომიკური სივრცე, რომელიც თავისუფალია
ტარიფებისგან, ქვოტებისგან. ერთიანი ბაზრის მეშვეობით, მომსახურებისა და
პროდუქციის შეუზღუდავი გადაადგილება, აგრეთვე, როგორც უკვე ვახსენე, კაპიტალისა
და ხალხის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილებაა შესაძლებელი.
რაც შეეხება, საბაჟო კავშირს, ის შეიქმნა რომის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც
ორ პრინციპს ემყარება. პირველი ეს არის, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის
უქმდება საბაჟო ტარიფები და მეორე, იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც არ არიან
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, წესდება ერთიანი საბაჟო ტარიფები.
7. ჩამოთვალეთ მაასტრიხტის ხელშეკრულებით ევროგაერთიენების ცხოვრებაში
შემოტანილი სიახლეები? - 10%

მაასტრიხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამ სვეტს. პირველი სვეტი ეს იყო


ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც ევროპული თანამეგობრობის სვეტი უწოდეს.
მოცემული მოიაზრება სოფლის მეურნეობის პოლიტიკას, კონკურენციის პოლიტიკას,
საბაჟო კავშირს, ერთიან ბაზარს, ერთიან ვალუტას. მეორე სვეტი უზრონველყოფდა შემდეგ
საკითხებს: სამშვიდობო მისიები, ადამიანის უფლებები, თანამშრომლობა საგარეო
პოლიტიკის შემუშავების საკითებზე, არაწევრი ქვეყნებისთვის დახმარება, განიარაღების
საკითხები. მესამე სვეტში შედიოდა: რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის,
ორგანიზებული დამნაშავეობის, ტერორიზმის, ტრეფიკინგისა და ადამიანების უფლებების
დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე მასში შედიოდა საპოლიციო თანამშრომლობა და
სისხლის სამართლის საკითხებში წევრი სახელმწიფოების სასამართლოსა და პოლიციის
თანამშრომლობა.

8. ახსენით რა პრობლემები ჰქონდა მარგარეტ ტეტჩერს ევროგაერთიანებასთან, რას


მოითხოვდა ევროგაერთიანებისგან და აღწერეთ რით დასრულდა ეს დაპირისპირება -
10%

მას შემდეგ, რაც მარგარეტ ტეტჩერი გახდა პრემიერ-მინისტრი, მაშინვე შეეწინააღმდეგა


იმას, რომ დიდი ბრიტანეთი საკამოდ დიდ თანხას ხარჯავდა ევროკავშირის
დაფინანსებაში. ტეტჩერი არ ეთანხმებოდა მსგავს პოლიტიკას, იქიდან გამომდინარე, რომ
ამას სულაც არ მოჰქონდა ქვეყნისთვის სარგებელი. ყველასთვის ცხადი იყო მისი
მოთხოვნა, თუმცა ტეტჩერის მოთხოვნის მანერებმა შეაფერთხა ზემო აღნიშნული. იგი
ითხოვდა კომპრომისების შემოღებას, რომელსაც 1980 წელს მოაწერეს ხელი, თუმცა 1983
წელს კვლავ პრობლემები წარმოიშვა, რამდენიმე სამიტის ჩაშლის საფუძველზე ევროპის
მთავრობები მიხვდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნილებები უნდა უზრუნველყოთ.
მოცემული დასრულდა 1984 წლის ფონტენბლუშის შეთანხმებით. ყველაფერი დასრულდა
იმით, რომ ბრიტანეთმა შეამცირა ევროკავშირის დაფინანსება, ამით მან საკმაოდ დიდი
თანხა დაზოგა. გარდა ამისა, ამის შედეგი იყო ის, რომ ერთიანი ბაზრის შექმნას გაუხსნა
გზა.
9. აღწერეთ რა ცვლილებები და სიახლეები მოუტანა დელორის კომისიამ ევროკავშირს? -
10%

დელორის კომისიის მიერ შექმნილ პროგრამას დელორის პაკეტი შეარქვეს, რომელიც


გულისხმობდა, საბიუჯეტო წესრიგის შექმნასა და დამკვიდრებას, საერთო აგრარულ
პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას, შეცვლას. ასევე მოიაზრებდა იმასაც, რომ უნდა
გაზრდილიყო სტრუქტურული და გათანაბრების ფონდის დაფინანსება. რაც შეეხება
მოტანილ სიახლეებსა და ცვლილებებს, დელორის კომისიის იდეით დაიწყო ევროპული
სავალუტო კავშირის პირველი ეტაპი, დიდი ბრიტანეთის გამოკლებით, სხვა
სახელმწიფოები გადავიდნენ ევროზე 2000 წლისთვის, შეიქმნა ერთიანი სავალუტო
სისტემა. მოცემულმა აგრეთვე მოიტანა ის სიახლეები, რომ შეიქმნა ერთიანი ბაზარი და
მოხდა ეკონომიკური და სოციალური ვითარების გათანაბრება.

10. ჩამოთვალეთ ქვეყნები, რომლებიც 21-ე საუკუნეში შეუერთდნენ ევროკავშირს? – 10%


7. ლიტვა
1. უნგრეთი
8. ლატვია
2. პოლონეთი
9. სლოვაკეთი
3. ჩეხეთის რესპუბლიკა
10. სლოვენია
4. მალტა
11. რუმინეთი
5. ესტონეთი
12. ბულგარეთი
6. კვიპროსი
13. ხორვატია

You might also like