You are on page 1of 2

თემა: ახალი დრო

საკითხი : საფრანგეთის რევოლუცია (1789-1791 წწ.)

სამიზნე ცნება: ისტორიული მოვლენა / პროცესი

შედეგები: საბაზო საფეხური:


7, 8, 9

კომპლექსური დავალების პირობა:


წარმოიდგინე, რომ ხარ ავსტრიის იმპერატორის მიერ საფრანგეთში გაგზავნილი დიპლომატი. უნდა
შეისწავლო ადგილზე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები და მოამზადო მოხსენება
იმპერატორისთვის.

ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:


 რამ გამოიწვია საფრანგეთში აბსოლუტიზმის კრიზისი? (მ.წ.1)
 რა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნები წამოაყენა მესამე ფენამ
გენერალურ შტატებში (მ.წ.4)
 რა შედეგი გამოიწვია საფრანგეთში მიმდინარე რევოლუციურმა გამოსვლებმა(მ.წ.2)
 რატომ შეაშფოთა ევროპული სახელმწიფოები საფრანგეთის მოვლენებმა და რა საფრთხის
წინაშე აღმოჩნდებოდა მათი მონარქიული სახელმწიფოები ამ რევოლუციას რეზონანსი რომ
გამოეწვია(მ.წ.3)

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:


ნაბიჯი 1. რა ცვლილებები მოხდა საფრანგეთის პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაში 1789-1791 წლებში?
რესურსი/აქტივობა: სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება.
სახელმძღვანელოში მოცემულ ნარატიულ ტექსტზე მუშაობა: მოსწავლის წიგნი, პარაგრაფები: 7,8;
დამფუძნებელი კრების დეკრეტი ფეოდალური უფლებებისა და პრივილეგიების გაუქმების შესახებ. წყაროს
ანალიზი შეკითხვების გამოყენებით. მოსწავლე განსაზღვრავს, როგორ ხდებოდა ფეოდალური წესრიგით
მინიჭებული პრივილეგიების და წოდებრივი უთანასწორობის გაუქმება.
“ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია”, 1789 წ. 26 აგვისტო წყაროს ანალიზი შეკითხვების
გამოყენებით. მოსწავლე განსაზღვრავს, როგორ ხდებოდა ფეოდალური წესრიგით მინიჭებული
პრივილეგიების და წოდებრივი უთანასწორობის გაუქმება.
რობესპიერის სიტყვა საარჩევნო უფლების დასაცავად, 1791 წლის აგვისტო ისტორიული წყაროს ანალიზი.
მსჯელობა პრობლემატურ საკითხებზე.
კონვენტის დეკრეტი ფეოდალური პრივილეგიების უსასყიდლოდ გაუქმების შესახებ წყაროს ანალიზი
შეკითხვების გამოყენებით. მოსწავლე განსაზღვრავს, როგორ ხდებოდა ფეოდალური წესრიგით მინიჭებული
პრივილეგიების და წოდებრივი უთანასწორობის გაუქმება.
სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
მმართველობის როგორი ფორმა იყო საფრანგეთში მე-17 საუკუნეში?
რა ფუნქცია ჰქონდა გენერალურ შტატებს?
როგორ შეიცვალა საფრანგეთის პოლიტიკური სისტემა გენერალური შტატების თვითდათხოვნის შემდეგ?
ფრანგული საზოგადოების რომელი სოციალური ფენისთვის იქნებოდა უფრო მისაღები განმანათლებლების
იდეები?
რა ბედი ეწია, დამფუძნებელი კრების დეკრეტის მიხედვით, ფეოდალურ წესრიგთან დაკავშირებულ
უფლებებსა და ვალდებულებებს?
დეკრეტის შემდეგ, რა პირობით არის შესაძლებელი გადასახადების დაწესება?
რას ამბობს ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია საზოგადოებრივ განსხვავებებთან
დაკავშირებით?
რა უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური კავშირის მიზანი, დეკლარაციის მიხედვით?
ვინ უნდა შექმნას კანონები და დააწესოს გადასახადები? დეკლარაციის მიხედვით, ვის ხელში ინაცვლებს
პოლიტიკური ძალაუფლება?
რაში ხედავს მაქსიმილიან რობესპიერი ახალი პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემას?
რობესპიერის მიხედვით, პირველ რიგში, რომელმა ფენამ შეიძინა საფრანგეთში გავლენა?
კონვენტის დეკრეტის მიხედვით, ფეოდალურ პრივილეგიებთან დაკავშირებული რომელი ვალდებულებები
გაუქმდა სამუდამოდ?
როგორ შეიძლება დაგვაფიქროს მოცემულმა რესურსებმა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესებაზე?
ნაბიჯი 2. როგორ წარიმართა რევოლუცია საფრანგეთში და როგორი მმართველობის ფორმები დამყარდა?
რესურსი/აქტივობა: ბასტილიის აღება, „პარიზის რევოლუცია“ N 1. ისტორიული წყარო ანალიზი. ბასტილიის
აღების პროცესი და მისი მნიშვნელობა.
1791 წლის კონსტიტუცია ისტორიული დოკუმენტის ანალიზი. მოცემული ინფორმაციის მიხედვით სქემის
შემუშავება
დეკლარატიულ და პირობისეულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები
პროცედურულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები:
თქვენი აზრით, რატომ ითვლება ბასტილიის აღება რევოლუციის დაწყების სიმბოლოდ?
1791 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ვის ხელშია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება?
1791 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ვის აქვს საკანონმდებლო კრების არჩევის უფლება?
1791 წლის კონსტიტუციის მიხედვით, რა ცვლილება განიცადა საფრანგეთში არსებულმა მმართველობის
ფორმამ?
ნაბიჯი 3.
რესურსი/აქტივობა: კარიკატურის განხილვა (მოსწავლის წიგნი, გვ. 67, სურ. 1);
https://ka.wikipedia.org/wiki/საფრანგეთის_რევოლუცია
სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
თქვენი აზრით, ვის განასახიერებს ადამიანი, რომელიც ზურგით ორ სხვა ადამიანს მიათრევს?
თქვენი აზრით, ვის განასახიერებენ ადამიანები, რომელიც სურათზე გამოსახული ადამიანის ზურგზე სხედან?
რისი თქმა სურს კარიკატურის ავტორს?
როგორ გამოიყურება ფრანგული საზოგადოების ფენები აბსოლუტიზმის ხანაში კარიკატურის მიხედვით?
რომელი ფენისთვის იქნებოდა მოუსავლიანობა უკმაყოფილების მიზეზე? პასუხი დაასაბუთე!

You might also like