You are on page 1of 2

ახალი დროის ცვლილებები ბრიტანეთის იმპერიის მაგალითზე (ინგლისის

რევოლუციები)
კომპლექსური დავალება
წარმოიდგინე, რომ ხარ დამწყები ჟურნალისტი და რომელიმე პრესტიჟულმა ისტორიულმა
ჟურნალმა დაგავალა, მოამზადო სტატია თემაზე: „ინგლისის პოლიტიკური მმართველობის
განსაკუთრებულობა XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში“. სტატიის ფარგლებში იმსჯელებ
ყველა იმ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც აღნიშნულმა მოვლენებმა მოიტანა .

სტატიაში გამოკვეთე შემდეგი საკითხები:

 როგორ მოხდა ინგლისში აბსოლუტური მონარქიის გაუქმება და რას წარმოადგენდა ახალი


ინგლისური პოლიტიკური მოდელი — კონსტიტუციური მონარქია, რომელიც მსოფლიოს
მრავალი ქვეყნისთვის სამაგალითო გახდა? (1
ქულა)
 როგორი წესრიგის დამყარებისკენ მიისწრაფოდნენ საზოგადოების წევრები მონარქიული
მმართველობის პერიოდებში? როგორ გავლენას ახდენდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ის
ფაქტი, რომ ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის მეთაური თავად მეფე იყო? (1
ქულა)
 რა გახდა სამოქალაქო ომის მიზეზი? როგორი იყო პიროვნების როლი ამ კონფლიქტის
გაღვივებაში? რომელ მხარეს იყო სამართლიანობა? თქვენი მოსაზრებები არგუმენტებით
გაამყარეთ. არგუმენტაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსწავლის რვეულის 3.3 სავარჯიშოში
მოყვანილი ციტატაც. (1
ქულა)
 მეფისა და სამეფო ხელისუფლებისადმი შუა საუკუნეებში გავრცელებული შეხედულების როგორ
ცვლილებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მეფე თავის მოკვეთით დასაჯეს ? გააანალიზეთ ,
რამდენად მძიმე იყო მეფის მიმართ წაყენებული ბრალდება? რატომ გამოიყენეს მეფის მიმართ
სასჯელის უმაღლესი ზომა? (1
ქულა)
 ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯით მონარქია დაემხო. 11 წლის შემდეგ კი პარლამენტი მონარქიის
აღდგენას დათანხმდა. რატომ? გამომდინარეობს თუ არა აქედან, რომ პარლამენტისთვის
კონკრეტულად ჩარლზ I და მისი პოლიტიკა იყო მიუღებელი და არა თავისთავად მონარქია?
რაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიფიქროთ, მართებულია თუ მცდარია ეს ვარაუდი ? რა როლი
შეასრულა ამ გადაწყვეტილებაში კრომველის მართვის სტილმა?
(2 ქულა)
 ახალი დროის რომელ იდეებსა და ღირებულებებს იზიარებდნენ ინგლისისა მცხოვრებნი და
როგორ აისახა ეს მათ მიერ მიღებულ კანონებში? შეადარეთ ერთმანეთს Habeas corpus და
„თავისუფლების დიდი ქარტიის“ 39-ე მუხლი (წყარო ვ). ყურადღება მიაქციეთ მათი მიღების
თარიღებს. რაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ საზოგადოებას, პარლამენტს ინგლისის
ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სჭირდებოდა ამგვარი მუხლებისა და საკანონმდებლო
აქტების მიღება? (2 ქულა)
 წყარო ზ-ს (მუხლები 1689 წლის „უფლებების დეკლარაციიდან“) მიხედვით, რა ცვლილებები
განხორციელდა ინგლისის პოლიტიკურ ცხოვრებაში? (1 ქულა)
 იმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვან და სანდო წყაროს წარმოადგენს ისტორიის
შესწავლისათვის საკანონმდებლო დადგენილებები?
(1 ქულა)
 კონსტიტუციური (იგივე საპარლამენტო) მონარქიის პირობებში როგორ გაიზარდა ინგლისის
საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებების მიღებაში?
(1 ქულა)
 გამოიყენეთ წყარო თ (ფილოსოფოს ჯონ ლოკის შეხედულება) და დაასაბუთეთ თქვენი
მოსაზრება, თუ რატომაა მიზანშეწონილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლებების დანაწილება.
(1 ქულა )

მოსწავლე ------------ თარიღი -------------

You might also like