You are on page 1of 4

შუალედური გამოცდის საკითხები რომის სამართლის საფუძვლებში

I. ღია ტესტები (1 ქულა):

1. როგორ ახასიათებდა გამოჩენილი რომაელი იურისტი და პოლიტიკოსი მარკუს


ტულიუს ციცრონი რომის სახელმწიფოს ადგილმდებარეობას მ. ტიბრის ნაპირზე
განლაგებით? (1 ქულა)
2. მხოლოდ ჩამოთვალეთ ის მოთხოვნები, რასაც ითვალისწინებდა ქრ. შობამდე 180
წელს მიღებული lex Villia annalis (1 ქულა)
3. პრინციპატის ხანაში ვინ ირჩევდა magistratus maiores-ბს: (1 ქულა)
4. რა იყო in integrum restitutio-ის სამართლებრივი საფუძველი: (1 ქულა)
5. როგორ განმარტავდა Gaius-ი Senatusconsultum-ის ცნებას? (1 ქულა)
6. რესპუბლიკის პერიოდში ვინ იწვევდა სახალხო კრებებს? (1 ქულა)
7. რას ნიშნავს დებულება: რომაული ოჯახი (familia) პატრიარქალური იყო, ანუ?
(1 ქულა)
8. დაასახელეთ ძველ რომში არსებული კანონების სახეები: (1 ქულა)
9. ცნობილი რომაელი ისტორიკოსი – ტიტუს ლივიუსი ამბობდა, რომ ეს
ერთდროულად არის რომის კერძო და საჯარო სამართლის წყარო. რომელ აქტს
გულისხმობდა რომაელი მეცნიერი? (1 ქულა)
10. ჩამოთვალეთ რომაული ჩვეულებრივი მაგისტრატურის ნიშნები: (1 ქულა)
11. რას ნიშნავდა Iurisdictio-ს ინსტიტუციური გამოყოფა consul-ის აღმასრულებელი
ხელისუფლებიდან? (1 ქულა)
12. ჩამოთვალეთ ძველ რომში მონობიდან (servi) გააზატების (manumissio) ყველაზე
გავრცელებული წესები: (1 ქულა)
13. როგორ განმარტავდა Gaius-ი lex-ის ცნებას? (1 ქულა)
14. პრინციპატი არის: (1 ქულა)
15. ჩამოთვალეთ რომაული სასამართლო პროცესის სახეები: (1 ქულა)
16. პრეტორული formula-ს მეორე ელემენტი – intentio ნიშნავდა: (1 ქულა)
17. მაგისტრატების ედიქტებს (edictum magistratuum) ჰქონდა: (1 ქულა)
18. Rex-ების ეპოქა იყო: (1 ქულა)
19. ჩამოთვალეთ ფორმულის შემადგენელი ელემენტები: (1 ქულა)
20. რამდენი და რა სტადიისგან შედგებოდა ძველრომაული კანონისმიერი
სასარჩელო სასამართლო პროცესი? (1 ქულა)
21. განმარტეთ Constitutiones principium-ის ცნება და ჩამოთვალეთ სახეები: (1 ქულა)
22. რამდენ ნაირსახეობად იყოფოდა რომაული მაგისტრატურა? (1 ქულა)
23. ჩამოთვალეთ persona (პირის) ძირითადი ნიშნები:(1 ქულა)
24. ძველ რომში მოსამართლე – iudex უნდა ყოფილიყო: (1 ქულა)
25. ვის ჰქონდა Lex-ის გამოცემის უფლება? (1 ქულა)
26. დაასახელეთ რექსების პერიოდში მოქმედი წარმომადგენლობითი მმართველობის
უმაღლესი ორგანო: (1 ქულა)
27. ჩამოთვალეთ ratio nonscripta (დაუწერელი გონის) ის ელემენტები, რომლებიც
Consuetudo-ში იყო ასახული: (1 ქულა)
28. რამდენი და რა სტატუსი იყო საჭირო, რომ სრული მოცულობით დადგენილიყო
Persona-ს უფლება- და ქმედუნარიანობა? (1 ქულა)
29. ჩამოთვალეთ ძველრომაული ქორწინების ნამდვილობის პირობები: (1 ქულა)
30. რას ნიშნავდა Sponsalia? (1 ქულა)
31. ჩამოთვალეთ ძველრომაული ქორწინების შეწყვეტის სახეები: (1 ქულა)
32. ჩამოთვალეთ Dos (მზითევის) სახეები: (1 ქულა)
33. განმარტეთ ძველრომაული Nuptiae-ს ორი ლეგალური დეფინიცია: (1 ქულა)
34. დაასახელეთ ძველრომაული ქორწინების სახეები და რიტუალები: (1 ქულა)
35. რას ნიშნავდა tutela და cura? (1 ქულა)
36. რას ნიშნავდა adrogatio და adoptio? (1 ქულა)
37. განმარტეთ პრეტორული ფორმულის მესამე ელემენტის - demonstartio არსი: (1
ქულა)
38. ჩამოთვალეთ adoptio წესით შვილადაყვანის ნამდვილობის პირობები: (1 ქულა)
39. დაასახელეთ ძველ რომში, პრინციპატის ხანაში დამკვიდრებული ტახტის
მემკვიდრეობის სახეები: (1 ქულა)
40. ჩამოთვალეთ paterfamilias ხელისუფლების წარმოშობისა და შეწყვეტის გზები: (1
ქულა)
41. ვისთვის იყო დადგენილი cofaerrartio ქორწინების რიტუალი? (1 ქულა)
42. მხოლოდ ჩამოთვალეთ Leges duodecim tabularum შექმნის მიზეზები და შედეგები:
( 1 ქულა)
43. რას ნიშნავდა დებულება: რომაული ქორწინება იყო პატრილოკალური? (1 ქულა)
44. ვის ჰქონდა magistratus maiores გადაწყვეტილებებზე veto (intercessio)-ს დადების
უფლება? (1 ქულა)
45. დაასახელეთ Civitas Romani პერიოდში მოქმედი კრებების სახეები: (1 ქულა)
46. დაასახელეთ დიოკლეტიანეს მიერ გატარებული რეფორმები: (1 ქულა)
47. რა განსხვავებაა სახელმწიფოს წარმოშობის თალასოკრატიული გზა? (1 ქულა)
48. ჩამოთვალეთ ძველ რომში არსებული ტახტის მემკვიდრეობის წესები: (1 ქულა)
49. დაასახელეთ ძველ რომში არსებული ნათესაური კავშირის ხაზები: (1 ქულა)
50. რას ნიშნავს დებულება: Patria potestas და პატრიარქალური ოჯახი - familia -
წმინდა რომაული ინსტიტუტებია? (1 ქულა)
51. რის შესახებ ამბობდა რომაელი იურისტი ულპიანე: „არის საღვთო და ადამინური
საქმეების შეცნობა, მეცნიერება სამართლისა და სამართლიანობის შესახებ“?
(1 ქულა)
52. განმარტეთ, რას ნიშნავს რომის სამართლის რეცეფცია შუა საუკუნეების
ევროპული ცივილიზაციების სამართაგანვითარებაში? (1 ქულა)
53. რას გულისხმობდა ცნობილი რომაელი იურისტი ულპიანე, როცა ამბობდა: „ეს
არის უცვლელი და ურყევი ნება, თითოეულისათვის თავისი უფლების მიცემისა“?
(1 ქულა)
54. ცნობილი რომაელი იურისტის ულპიანეს მოხდენილი განმარტებით,
„...პატიოსნად ცხოვრება, სხვისთვის ზიანის არმიყენება, თითოეულისათვის
თავისის მიზღვა, არის“: (1 ქულა)
55. ცნობილი რომაელი იურისტის ულპიანეს აზრით, ეს „...არის სიკეთისა და
სამართლისანობის ხელოვნება“ (1 ქულა)
56. ძველ რომში დომინატის ეპოქა არის: (1 ქულა)
57. ვინ განაგებდა პროვინციებს დიოკლეტიანეს რეფორმის შედეგად? (1 ქულა)
58. ვინ განაგებდა დიოცეზებს დიოკლეტიანეს რეფორმის შედეგად? (1 ქულა)
59. დაასახელეთ Consuetudo-ს ნამდვილობის აუცილებელ პირობები: (1 ქულა)
60. Ius civile-ს მიხედვით, ჩამოთვალეთ მონობის (servi) ყველაზე გავრცელებული
წყაროები: (1 ქულა)
61. რას ნიშნავდა ტეტრარქია დიოკლეტიანეს რეფორმის შედეგად? (1 ქულა)
62. რამდენი სახის condemnatio არსებობდა და რა განსხვავება იყო მათ შორის? (1
ქულა)
63. თანდაპირველად, per lege agere-ს პროცესში, რა სახის პასუხისმგებლობა
ეკისრებოდა პროცესის წამგებ მხარეს? (1 ქულა)
64. ჩამოთცალეთ ყველა უფლება, რომელიც მინიჭებული ჰქონდათ latini prisci-ს
(უძველეს ლათინებს) (1 ქულა)
65. დაასახელეთ ის სოციალური კატეგორია, რომელიც რექსების ხანაში პატრიციების
მფარველობით სარგებლობდა, თუმცა აღარ არსებობდა რესპუბლიკის პერიოდში
(1 ქულა)
66. რას ნიშნავდა postliminium-ი და რა შედეგი მოყვებოდა მას? (1 ქულა)
67. რა შეაფასება მისცა ელინისტური ხანის ისტორიკოსმა პოლიბიუსმა რომის
სახელმწიფოს რესპუბლიკის ხანაში? ( 1 ქულა)
68. რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პროცესის წამგებ მხარეს per formula
agere-ს პროცესის დროს? (1 ქულა)
69. რას ნიშნავდა extra ordinem cognitio და ვინ წარმართავდა მას? (1 ქულა)
70. ვინ იყვნენ libertinus-ები და როგორი იყო მათი სტატუსი? (1 ქულა)

II. რომაული იურიდიული ტერმინების განმარტება ქართულ ენაზე (2 ქულა):

1) consuetudo; 2) persona sui iuris; 3) interdictum; 4) rex; 5) manumissio inter amicos; 6)


Senatusconsultum; 7) comitia centuriata; 8) colonus; 9) Plebiscitum; 10) per lege agere;
11) capitis deminutio media; 12) Constitutiones principium; 13) scrinia; 14) Edictum
magistratuum; 15) cooptatio; 16) intentio; 17) Nuptiae; 18) lex; 19) demonstratio; 20)
sponsalia; 21) confarreatio; 22) tutela et cura; 23) divortium; 24) adrogatio et adoptio; 25)
dos; 26) manumissio vindicta; 27) ius gentium; 28) condemnatio; 29) postliminium; 30) dos
profecticia; 31) in integrum restitutio; 32) per formula agere; 33) principatus; 34)
repudium; 35) libertinus.

You might also like