You are on page 1of 5

*თანამედროვე საზოგადოების იდეა ეფუძვნება თავისუფლების კონცეფციას, რომლის

გააზრებაც და მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის ღირსების და


ფუნდამენტური უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულებების აღიარებითა და
უზრუნველყოფით.
- რას ეფუძვნება თანამედროვე საზოგადოების თავისუფლების კონცეფცია?

*საკონსტიტუციო სამართალი ეფუძნება ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფას და


ამ იედის სამსახურში სასხელმწიფოს და სამართლის შესაბამის ღირებულებებზე
დაყრდნობით განვითარების ხელშეწყობას.
- რას ეფუძვნება საკონსტიტუციო სამართალი?

*ხელისუფლების ადამიანის თავისუფლების სამსახურში ჩაყენებას უზრუნველყოფს:


1)ხელისუფლების ხალხიდან წარმომავლობა.
2) ხელისუფლების შეზღუდვა ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებით.
3)ხელისუფლების თვითშეზღუდვა.
-რა უზრუნველყოფს ხელისუფლების ადამიანის თავისუფლების სამსახურში ჩაყენებას>?

*საკონსტიტუციო სამართალი ემსახურება შემდეგი საკითხების გადაწყვეტას:


1)ქვეყნის მართვაში ადამიანის მონაწილეობის ფორმისა და ინტენსივობის განსაზღვრას.
2)კონსტიტუციური წყობის საფუძვლების განსაზღვრას
3)ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნას.
-რას ემსახურება საკონსტიტუციო სამართალი

*საკონსტიტუციო სამართლისთვის უმთავრესი საყრდელი კონსტიტუციაა.

*კონსტიტუციონალიზმი თანამედროვე თვალსაზრისით აღიქმება მმართველობის


კონსტიტუციურ მეთოდებზე დაფუძვნებულ პოლიტიკურ სისტემად.
-რა არის კონსტიტუციონალიზმი?

*კონსტიტუციონალიზმი, როგორც ხელისუფლების შეზღუდვის იდეა უპირველესად,


შეზღუდავდა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების საზღვრებს და
იმავდროულად უზრუნველყოფდა ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვას.
კონსტიტუციის მთელი იდეა ფორმულირებულია საფრანგეთის 1789 დეკლარაციაში,
რომლის 16 მუხლის მიხედვით: ,,საზოგადოებას სადაც არ არის უზრუნველყოფილი
უფლებათა გარანტია და არ არსებობს ძალაუფლების გამიჯვნა, არ გააჩნია კონსტიტუცია.
-კონსტიტუციონალიზმი როგორც ხელისუფლების შეზღუდვის იდეა

*მსოფლიოს პირველი კონსტიტუცია (მოსაზრებით) 1215 წელს ჯონ უმიწაწყლოს


მიერ ,,თავისუფლების დიდ ქარტიაზე’’ ხელმოწერით შეიქმნა, რომელიც მონარქისა და
ქვეშევრდომების ურთიერთობების საკითს განსაზღვრავდა.
-მსოფლიოს პირველი კონსტიტუცია

*კონსტიტუციონალიზმის ისტორია წარმოუდგენელია ისეთი საკონსტიტუციო აქტების


გარეშე, როგორებიცაა:
1)1679 წლის ,,ჰაბეას კორპუს აქტი’’-ამ აქტმა გააფართოვა თავისუფლების დიდ ქარტიაში
მოცემული სამოქალაქო უფლებების დაცვის პრინციპები. აქტი გულისხმობდა დაკავებული
ან დაპატიმრებული პირის სასამართლოში წარდგენის აუცილებლობას და უკანონოდ
დაკავებული პირის გათავისუფლებას.
2)1688 წლის ,,უფლებათა ბილი’’- მისი მიღება ე.წ დიდებულმა რევოლუციამ განაპირობა.
მან მსხვილი ბურჟუაზიისა და მიწათმფლობელი არისტოკრატიის აბსოლუტიზმზე
გამარჯვება განამტკიცა, პარლამენტის თანხმობის გარეშე მეფეს აღარ ქონდა უფლება
შეეჩერებინა კანონის მოქმედება და აღსრულება, აეკრიფა გადასახადები ტახტის
საჭიროებისთვის და სხვ.
-პირველი საკონსტიტუციო აქტები
*სხვადასხვა ქვეყანაში კონსტიტუციონალიზმის დამკვიდრება 18 საუკუნის მეორე
ნახევრიდან დაიწყო და საკონსტიტუციო პროცესის განვითარება შესაძლებელია დაიყოს
ოთხ ეტაპად:
1)ევროპისა და ამერიკის წამყვან სახელმწიფოებში ბურჟუაზიული საზოგადოების
ჩამოყალიბებიდან პირველ მსოფლიო ომამდე- ამ დროს ჩნდება პირველი დაწერილი
სისტემატიზებული კონსტიტუციები მაგალითად აშშ-ს კონსტიტუცია(1787). ამ
კონსტიტუციის მნიშვნელობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სწორედ მან დაადგინა
ისტორიაში პირველად რესპუბლიკანიზმის, ფედერალიზმის და პრეზიდენტის
ინსტიტუტები.
2)პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდი- ეს გამოიწვიარუსეთისა და
ავსტრია-უნგრეთის დაშლამ ევროპაში ხოლო აზიაში კოლონიური სისტემის კრიზისმა. ამ
პერიოდში გაძლიერდა პოლიტიკური რეჟიმების დემოკრატიზაციის პროცესი.
3)მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80-იანი წლების ბოლომდე- ხასიათდება
კონსტიტუციური პროცესის მასშტაბების ზრდითა და განხორციელებული კონსტიტუციური
ცვლილებებით. დასავლეთისთვის დამახასიათებელი იყო ახალი თაობის
კონსტიტუციების შემოღება, რაც ნაცისტური რეჟიმის დამარცხებამ განაპირობა. აღმ.
ტიპის კონსტიტუციებს მიეკუთვნებოდა სოციალისტური ბანაკისა და სსრკს მოკავშირე
რესპუბლიკების კონსტიტუციები.
4)სოციალისტური ქვეყნების დაშლიდან დღემდე- 1989-1995 წლებში 100-მდე
კონსტიტუცია ჩამოყალიბდა, ამგვარი მასობრივი განახლების პროცესის არსს
წარმოადგენდა ტოტალიტარულ საბჭოურ და სოციალისტურ კონსტიტუციურ მოდელზე
უარის განცხადება.
-კონსტიტუციონალიზმის დამკვიდრების პროცესი

*კონსტიტუცია წარმოადგენს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ


ნორმათა სისტემას, რომელიც ძირითადად აწესრიგებს სამართლებლივ ურთიერთობებს
სახელმწიფო ორგანოებს, ასევე სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ადამიანებს შორის.
-რა არის კონსტიტუცია

*განასხვავებენ კონსტიტუციის იურიდიულ და ფაქტობრივ ცნებებს:


1)იურიდიული კონსტიტუცია- ის გულისხმობს სამართლებრივად არსებულ ნორმათა
სისტემას, მიუხედავად იმისა, ისინი რეალიზებულია თუ არა ცხოვრებაში.
2)ფაქტობრივი- ნორმათა ერთობლიობა რომლებიც ფაქტობრივად მოქმედებენ.
-რაგვარი კონსტიტუციის მცნებები არსებობს

*კონსტიტუციის იურიდიული ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნებში, რომლებიც


იყენებენ კონსტიტუციას იგი ყველაზე ზემდგომი ნორმატიული აქტია და უმაღლესი ძალა
გააჩნია სხვა აქტებთან შედარების.
-კონსტიტუციის იურიდიული ძალა

*განასხვავებენ 2 კონსტიტუციის ფორმას:


1)დაუწერელი- როდესაც ქვეყანაში არ არსებობს რაიმე კონსტიტუციური მნიშვნელობის
აქტი, იერარქიულად და სხვა აქტებზე ზემდგომი ნორმატიული დოკუმენტი და
კონსტიტუციურსამართლებლივი მნიშვნელობის მქონე ნორმები სხვადასხვა ჩვეულებრივ
კანონებშია ასახული.
2)დაწერილი- ისინი გვხვდება ერთი ან რამდენიმე დოკუმენტის სახით, რომლებიც
აწესრიგებენ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ურთიერთობებს და სხვა კანონებისგან
იერარქიულად მაღლა დგანან. დაწერილი კონსტუტიციები შეიძლება შეგვხვდეს
კოდიფიცირებული ან არაკოდიცირებული სახით.
-რა და რა ფორმის კონსტიტუციები არსებობს

*ასევე ფორმის თვალსაზრისით არის კიდევ 3 სახის კონსტიტუცია:


1)ლაკონური- მოკლე კონსტიტუციები, სადაც ასახულია მხოლოდ კონსტიტუციური
მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი საკითხი, ამავდროულად-საკმაოდ ლაკონურად. ასეთი
სტილის კონსტიტუციებში არ არის დაცული ძრითადი კანონის თანამედროვე სტილი და ამ
სახის აქტები ძირითადად მიღებულია მონარქიებში.
2)ვრცელი- გარდა კონსტიტუციურსამართლებრივი საკითხებისა აწესრიგებენ სხვა
მრავალ ისეთ საკითხს, რომელიც ეხება სამართლის სხვადასხვა დარგს და როგორც
თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის ანალიზი მოწმობს, კანონების დონეზე უნდა
წესრიგდებოდეს.
3)საშუალო-მსოფლიო კონსტიტუციები უმეტესად საშუალო მოცულობისაა, გამომდინარე
იქედან, რომ გარკვეულწილად ჩამოყალიბდა კონსტიტუციის სტრუქტურისა და საკითთა
კონსტიტუციის დონეზე ასახვის პრაქტიკა.
-რა და რა სახის კონსტიტუციები არსებობს
*კონსტიტუციები როგორც წესი შედგება 4 ნაწილისგან. იშვიათ შემთხვევაში
კონსტიტუციას დანართის სახით შეიძლება ახლდეს დოკუმენტიც, რომელიც მის
შემადგენელ ნაწილად ითვლება.
1)პრეამბულა- გამოხატულია ხალხისა და მოქალაქეთა ნება დაამკვიდრონ
დემოკრატიული სახელმწიფო, მართლწესრიგი, კანონის უზენაესობა, ასევე ხაზგასმულია
კონსტიტუციონალიზმის ისტორიის თავისებურებებისა და დემოკრატიული ტრადიციების
შესახებ.
2)ძირითადი ნაწილი- დებულებები ქვეყნის ძირითადი სახელმწიფოებრიობის ნიშნების,
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების
ფორმირების, უფლებამოსილებისა და საქმოანობის წესის, ტერიტორიული მოწყობის,
ადგილობრივი თვითმმართველობის, კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ.
3-4)გარდამავალ და დასკვნით დებულებებში აისახება კონსტიტუციის ძალაში
შესასვლელად განსახორციელებელი ღონისძიებები, კონსტიტუციური ურთიერთობების
დროებითი რეგულირების წესი, კონსტიტუციის ძალაში შესვლის ვადები.
5)დანართი- ზოგიერთ შემთხვევაში კონსტიტუციას შეიძლება დანართის სახით ახლდეს
ძველი კონსტიტუციიდან ამონარიდი ნორმები, რომლებიც არ გაუქმდა და
შენარჩუნებულია უცვლელი ფორმით, არ იქნა შეტანილი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში
და ბოლოში დაერთო ძირითადი კანონის ტექსტს უცვლელად.
-რა ნაწილებისგან შედგება კონსტიტუცია

*კონსტიტუციები როგორც სხვა კანონები მიიღება განუსაზღვრელი ვადით მანამ, სანამ


იმავე მნიშვნელობის აქტით არ გაუქმდებიან, თუმცა არსებობს ,,დროებითი’’ ან ,,მცირე’’
კონსტიტუციები. როდესაც ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების გამო
აუცილებელია კონსტიტუციური საკითხების დროებითი მოწესრიგება და დროებითი
ნორმების დადგენა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღებამისი შემცვლელი
კონსტიტუციური აქტი.
-კონსტიტუციის ვადიანობა

*კონსტიტუციების მიღება და მათი ძალაში შესვლა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა


შეზღუდული იყოს ტერიტორიით, ანუ კონსტიტუცია გარკვეული პირობების დათქმით
ძალაში შედიოდეს მხოლოდ ქვეყნის ერთი ნაწილისთვის ან ზოგიერთი რეგიონისთვის.
-როგორ შეიძლება იყოს შეზღუდული კონსტიტუცია

*კონსტიტუციის შემმუშავებელი ორგანოები შეგვიძლია რამდენიმე სახედ დავყოთ:


1)კონსტიტუციის მიღება ხდება დამფუძნებელი კრების მიერ.
2)საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს აქტით
იქმნება დამოუკიდებელი ორგანოს სახით, სპეციალურად კონსტიტუციის პროექტის
შემუშავების მიზნით.ძირითადი კანონის პროექტის შემოშავების შემდეგ იგი წყვეტს
უფლებამოსილების განხორციელებას.
3)სახელმწიფო ორგანო რომელიც თავის შემადგენლობაში ქმნის სპეციალურ კომისიას ან
უკვე არსებულ სტრუქტურულ ერთეულს ავალებს კონსტიტუციის პროექტის მომზადებას.
4)გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება შეგვხვდეს კონსტიტუციის შემუშავების
განსხვავებული მოდელებიც, როგორიცაა 1945 წელს იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ
იაპონიის კონსტიტუციის ამერიკული ჯარების შტაბში მომზადების შემთვევა.
-კონსტიტუციის შემმუშავებელი ორგანოები

*კონსტიტუციის გადასინჯვის უფლება გაანია პარლამენტის პალატებს, დეპუტატთა


გარკვეულ რაოდენობას, პრეზიდენტსა და მთავრობას. ზოგიერთ ქვეყანაში კონსტიტუცია
შეიძლება გადაისინჯოს ამომრჩევლების-სახალხო საკანონმდებლო ინიციატივის
საფუძველზეც.

*ხშირად კონსტიტუციის მიღებისას მისი სრული გადასინჯვის წესი გამოიყენება< თუ


ძირითად კანონში სპეციალურად არ არის გაწერილი კონსტიტუციის მიღების წესი.

-კონსტიტუციის გადასინჯვის 2 შემთხვევა.

კონსტიტუციის მიღების რამდენიმე გზა არსებობს:


1)ერთ ერთი გავრცელებული ფორმაა საპარლამენტო გზით მიღება. ამ შემთვევაშ ქვეყნის
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ამტკიცებს ქვეყნის ძირითადი კანონის ტექსტს.
2)დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუციები პარლამენტისგან
მიღებულისგან განსხვავდება იმით, რომ მსგავსი ორგანოები ძირითადად გარდამავალ
პერიოდებში გვხვდება, მაგალითად ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისას,
როდესაც ჯერ არ არის არჩეული უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
3)არსებობს ე.წ სახალხო კონსტიტუციები, კონსტიტუციის მიღებისა დამტკიცების შესახებ
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება რეფერენდუმით - საარჩევნო კორპუსის
მონაწილეობით. სახალხო გზით მიღებულ კონსტიტუციას მხოლოდ მაშინ შეიძლება
ქონდეს ძალა, როდესაც ხმის მიცემის პროცესი დემოკრატიულად ჩატარდება.
-კონსტიტუციის მიღება.

*სახალხო კონსტიტუციების მიღების რამდენიმე ფორმა შეიძლება გამოიყოს:


1)სახალხო გზით მიღება- კონსტიტუციის მიღების პროცესში სხვა ორგანო არ იღებს
მონაწილეობას და შემუშავებული პროექტი პირდაპირ ხალხს წარედგინება
რეფერენდუმზე მისაღებად.
2) კონსტიტუციას იღებს უმაღლეს წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო შემდგომ მის
მიერ მიღებული რედაქცია მტკიცდება რეფერენდუმზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ
შევა ძალაში.
3) შერეული ფორმა გულისხმობს ზემოაღნიშნულ ფორმებს დამატებითი და
გართულებული პროცედურებით.
4)კონსტიტუციის მიღების კიდევ ერთი ფორმაა კონსტიტუციის აღდგენა, რაც მაშინ
გამოიყენება, როდესაც ქვეყანაში ბრუნდება ადრე არსებული დემოკრატიული
პოლიტიკური რეჟიმი და ქვეყანა გადაწყვეტილებას იღებს ახალი კონსტიტუციის ნაცვლად
აღადგინოს ძველი დემოკრატიული კონსტიტუცია, თუმცა ეს არ გამორიცხავს მასში
გარკვეული ცვლილებების შეტანას.
5)მიღების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოძველებული ფორმაა ე.წ ,,ნაჩუქარი
კონსტიტუცია’’. ამ შემთხვევაში როგორც წესი მონარქი უბოძებს თავის ქვეშევრდომთ
შესასრულებლად სავალდებულონ აქტს.
6)კიდევ ერთი სახეა თანამეგობრობის მეთაურის მიერ ,,ნაბოძები’’ კონსტიტუციები, თუმცა
მიღების ეს ფორმა ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან მონარქი
ფორმალურად ადასტურებს მასში შეტანილ ცვლილებებს და ეს ზეგავლენას არ ახდებს
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიულობის ხარისხზე.
7)კიდევ ერთი ფორმაა ე.წ ხელშეკრულებითი კონსტიტუცია. ამ ფორმის კონსტიტუციები
საკმაოდ იშვიათად გვხვდებოდა და წარმოადგენდა მონარქსა და პარლამენტს, როგორც
ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს შორის გარკვეული კომპრომისის შედეგს.
-სახალხო კონსტიტუციების მიღების ფორმები.

*კონსტიტუციის გადაინჯვა გულისხმობს კონსტიტუციის ტექსტში ცვლილებების და


დამატებების შეტანას, ან კონსტიტუციიდან რომელიმე ნორმის ამოღებას. განასხვავებენ
კონსტიტუციის სრულ და ნაწილობრივ გადასინჯვას.
-რას გულისხმობს კონსტიტუციის გადასინჯვა

*გადასინჯვის წესის მიხედვით განარჩევენ მარტივ, რთულ, განსაკუთრებით რთულ და


შერეულ მოდელებს.
1) მარტივი წესით გადასინჯვა გვხვდება კონსტიტუციური მნიშვნელობის აქტების შეცვლა
დაუწერელი ან ნაწირობლივ დაწერილი ტიპის კონსტიტუციების მქონე ზოგიერთ
ქვეყანაში.
2) გადასინჯვის რთულ წესს წარმოადგენს მისი გადასინჯვის შესაძლებლობა
კვალიფიციური უმრავლესობით. ეს შეიძლება იყოს პარლამენტის ან მის წევრთა 2/3,
3/4, 4/5, დამსწრე წევრთა 2/3 და სხვა უმრავლესობა, მთავარია, რომ ჩვეულებრივი
კანონისგან გასნსხვავებით მის გადასასინჯად შედარებით გართულებული წესი იყოს
დადგენილი. რთულ წესს უნდა მივაკუთვნოთ ასევე რეფერენდუმის გზით შესწორება.
3) განსაკუთრებით რთული წესის ასევე რამდენიმე ფორმა არსებობს:
ა)პარლამენტისა და ფედერაციის სუბიექტების მონაწილეობით.
ბ)ორი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მონაწილეობი.
გ)პარლამენტისა და ხალხის მონაწილეობით.
-კონსტიტუციის გადასინჯვის წესები.

*კონსტიტუციაში გვხვდება ე.წ დაცული მუხლები, რაც იმას გულისხმობს, რომ


კონსტიტუციის ზოგიერთი დებულება, რომელიც ძირითადად ქვეყნის
სახელმწიფოებრიობას, მის ძირითად ნიშნებს, მმართველობის ფორმას, კონსტიტუციის
გადასინჯვას და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითებს შეიძლება ეხებოდეს არ შეიძლება
იყოს გადასინჯვის საგანი ან რთულად შეიძლება გადაისინჯოს.
-რა არის დაცული მუხლები

*დაცული მუხლები 3 სახედ შეიძლება დავყოთ.


1)რომლებიც არ შეიძლება გადაისინჯოს.
2)რომლებიც განსხვავებული წესით შეიძლება გადაისინჯოს.
3)რომელთა მიღების შედეგად გადასასინჯად გარკვეული ვადა უნდა გავიდეს ან
გადასინჯვა გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც უნდა გახანგძლივდეს.
-დაცული მუხლების სახეები

*როგორც ცწესი ყველა ქვეყნის კონსტიტუცია ზღუდავს კონსტიტუციის გადასინჯვის


პროცედურების განხორციელებას საომარი, საალყო, საგანგებო მდგომარეობის ან
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის არსებობის სხვა პირობებში.
-რა დროს იზუდება კონსტიტუციის გადასინჯვა

*ზოგიერთ შემთხვევაში კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა საკონსტიტუციო


კონტროლის ორგნანოს მიერ სავალდებულო დასკვნის არსებობით არის გართულებული,
რომელიც ამოწმებს დაცულია თუ არა წარდგენის და განხილვის პროცედურა.
-როგორაა გართულებული გადასინჯვის პროცესი

*კონსტიტუცია, როგორც წესი იცვლება ტექსტში სათანადო ცვლილებების შეტანით და


კონსტიტუციის გადასინჯული ტექსტი თავდაპირველ ტექსტში რედაქტირების ფორმით
ქვეყნდება.
-როგორ იცვლება კონსტიტუცია

*როგორც წესი პროცედურულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება ცვლილებებისა


დამატებების შეტანის წესი და ნებისმიერი სახის გადასინჯვისთვის ერთნაირი
პროცედურაა დადგენილი.

You might also like