You are on page 1of 5

რატომ ვერ ქმნის რუსული თვითმპყრობელობა რეფორმების შესაძლებლობებს და რატომ

საჭიროებს დესპოტურ მმართველს? შეადარეთ ალექსანდრე I-ს და ნიკოლოზ I-ს

მმართველობა.

რუსეთისთვის რთული იყო შეექმნა

თვითმპყრობლური რეჟიმის დროს რეფორმები რომლებიც იქნებოდა ეფექტური და

ამასთანავე ხალხისთვისაც გამოსადეგი, რადგან რუსეთი ატარებდა მმართველობის

საკმაოდ მძიმე და დიქტატორულ როლს ქვეყანაში. მას შემდეგ რაც ალექსანდრემ

სამეფო გვირგვინი მოიპოვა ის იყო ყველაზე შორეული მიზნით და იმედებით

გამსჭვალული. მას ჰქონდა მცდელობა, რომ რუსეთი გარდაექმნა მისი ოთხი

ახალგაზრდა, განათლებული და ლიბერალური ხედვების მქონე მეგობრის

დახმარებით, რომელსაც ეწოდებოდა არაოფიციალური კომიტეტი. კომიტეტის

წევრები იყვნენ, ნიკოლაი ნოვოსილცევი, გრაფი პაველ სტროგანოვი, გრაფი ვიქტორ

კოჩუბეი და პოლონელი პატრიოტი პრინცი

ადამ ცარტორისკი, ისინი ასახავდნენ იმ პერიოდის განათლებულ საზოგადოებსა,

რომელთა დახმარებით და მეშვეობით ალექსანდრე ცდილობდა ქვეყნის

რეფორმირება და რადიკალური ცვლილების მოხდენას. ის ფაქტი, რომ ალექსანდრე

პირველი ცდილობდა რეფორმების გატარებას მკაფიოდ ჩანს, მაშინ, როცა

სტროგანოვი წერს შეხვედრაზე სადაც ალექსანდრე პირველი თავდაპირველად

აქტიურად განიხილავდა ავტოკრატიისა და ბატონობის გაუქმებას.თუმცა გარდა


ამისა ამ რეფორმების განხორციელების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი იყო ხალხი

ვისთვისაც ეს ახალი სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა და თავისუფლება

უჩვეულო იქნებოდა და ამ ყოველივესთან ადაპტაცია გაუჭირდებოდათ კიდეც

გაუნათლებელ გლეხებს, რომლებსაც არ იცოდნენ თავისუფლების

ფასი.ალექსანდრესათვის სამწუხაროდ, ასევე ამ საკითხების საფრთხეები და

სირთულეები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რეფორმები არ იყო მზად, რათა ეს

თემები და საკითხები სრულყოფილად განეხორციელებინათ. ბატონობა

წარმოადგენდა, ასე ვთქვათ, უდიდეს ინტერესს იმპერიის მიმართ და მისი გაუქმება

ეს აუცილებლად იმოქმედებს მთელ რუსულ საზოგადოებაზე რა თქმა უნდა

უარყოფით კონტექსტში და მეფის მიმართ გამოიწვევდა დიდ აგრესიას აზნაურების

მხრიდან და წარმოქმნიდა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არეულობას. თუმცა

მიუხედავად სტროგანოვის ამ ნათქვამისა თანამედროვე მკვლევრები ამტკიცებენ,

რომ ალექსანდრე პირველი შეიძლება არც არასდროს ფიქრობდა სერიოზულადიმაზე,

რომ გაეუქმებინა ავტოკრატია, ასევე როგორც მასზე ხშირად ამბობენ ის გამუდმებით

იყენებდა სიტყვა დემოკრატიას თუმცა მისი მნიშვნელობა სხვაგვარად

ესმოდა.შეიძლება ითქვას, რომ პეტრე დიდს, ეკატერინე დიდს და ალექსანდრეს

სჯეროდათ აუცილებლობის

ძლიერი და რაციონალური ცენტრალური სახელმწიფოს აუცილებლობის და

სიძლიერის, რომელსაც შეეძლო წესრიგისა და ბედნიერების გარანტია მოეტანა

სახელმწიფოსთვის. ალექსანდრეს სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად


ამდენი საუბრისა ალექსანდრეს რეფორმებზე მას არცერთი დიდი რეფორმა არ

გაუტარებია, თუმცა მოხდა ის რომ ალექსანდრე მეფობის პირველ წლებში გატარდა

და მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მათ სენატმა აღადგინა და ამასთანავე

შეძლო დაწინაურება სახელმწიფოში ძალიან მაღალ თანამდებობაზე თუ შეიძლება

ასე ითქვას. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ განათლება მიიღო და დაიმსახურა საკმაოდ

დიდი პრიორიტეტი და დაიკავა მნიშვნელოვანიადგილი ოფიციალურ გეგმებში და

აქტივობებში ალექსანდრეს მეფობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში. დიდი

თანხის დახარჯვა განათლებაზე პირველად რუსეთში სწორედ ალექსანდრეს

ეკუთვნის მან დააარსა რამდენიმე უნივერსიტეტი და ორმოცდაათამდესკოლა იმ

დროისათვის განათლებისადმი ამგვარი დამოკიდებულება შეიძლება მივიჩნიოთ

ლიბერალურად თუ გავითვალისწინებთ დროს და კონტექსტს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ პირველსაც მისი

ძმის მსგავსი ასე თუ ისე ბევრი რამ ჰქონდა საერთო. ის გამოირჩეოდა

პასუხისმგებლობით და შრომისუნარიანობით. ის გამოირჩეოდა გარეგნობით მას

ისტორიკოსები ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სრულყოფილ აბსოლუტურ მონარქს.

ის სიამოვნებას იღებდა ჯარის დისციპლინირებულ ბრძოლაში. ის დიდ

მნიშვნელობას ანიჭებდა აღლუმებს, სამხედრო წვრთნებს. მან ბრძანა უნიფორმის

შეცვლა, საპარადო მოედანი ნიკოლოზისთვის წარმოადგენდა საზოგადოების და

პოლიტიკის მოდელს. სწორედ ამიტომ და ასევე ჯარის სიძლიერის გამოც ანიჭებდა

ასეთ მნიშვნელობას ჯარის წესრიგში ყოფნას ნიკოლოზ პირველი და ალბათ, არც


არის გასაკვირი, რომ მისი რეფორმების უმრავლესობა მისი ძმისგან განსხვავებით

ჯარს უკავშირდება. ის დიდ ყურადღებას აქცევდა თავდაცვას ალექსანდრესთან

შედარებით მან გააძლიერა იარაღით ჯარი და ააგო ციხესიმაგრეები ის ასევე გახდა

საინჟინრო ჯარის მეთაური ერთი სიტყვით მან ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ მისი

ქვეყნის მთელი მიწა აუღებლად გადაექცია. ნიკოლოზი ასევე იყო რელიგიური და

მორალური ღირებულებების მქონე პიროვნება მას საზოგადოებაშიც მსგავსი იმიჯი

ჰქონდა მორგებული ის ითვლებოდა სასტიკ ავტოკრატად.ჩემი აზრით, მიუხედავად

ამ არც თუ ისე დეტალურმა განხილვა და დახასიათებამ ნიკოლოზისა უკვე ცხადყო,

რომ ბევრად ძლევამოსილი და ჭკვიანი მეფე იყო ის ვიდრე მისი ძმა ალექსანდრე.

დისციპლინა წესრიგი და ერთგულება იყო მთავარი ღირებულება ნიკოლოზისთვის

და სახელმწიფოს აგებასაც სწორედ ამ პრიორიტეტული ღირებულებებით

ცდილობდა.კითხვები მეფის პიროვნებისა და გემოვნების შესახებ შეიძლება ითქვას,

რომ ტრივიალური მნიშვნელობის იყო უფრო მეტიც, მისი პერსონაჟი ძალიან კარგად

ერგებოდა თავისი ძალაუფლებისა და მმართველობის იდეოლოგიით მიერვე შექმნი

სისტემას. ნიკოლოს მიაკუთვნებენ და იგი გარკვეულწილად მიდრეკილი იყო

ნაციონალიზმისაკენ და მისი პირადი ძალაუფლების გაზრდას, რომელიც

ემყარებოდა პატრიარქალურ ავტორიტარიზმს და ამასთანავე.მთელი მისი მეფობისას

იმპერატორს ეშინოდა აჯანყების, რევოლუციის გლეხებისა და ასევე აზნაურების

მხრიდანაც.რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო აქამდე გამოწვეული დეკაბრისტთა

აჯანყებით, რომლის ჩახშობაც ნიკოლოზმა მალევე შეძლო გაასამართლა


აჯანყებულები და ჩამოახრჩო მათი ყოველი ლიდერი, რაც ცხადყოფს მის სიმტკიცესა

და სიმკაცრეს ამასთანავე ნიკოლოზ 1-ის მეფობის დროს დაიწყო ქვეყანაში

სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუციის პერიოდი. 1834 და 1955 წლებში

პირველი რუსეთში რკინიგზა, ასევე ნიკოლოზ პირველის დროს გამოჩნდა პირველი

საჯარო ბანკები და საფონდო ბირჟები სამრეწველო რუსეთი ძლიერდებოდა ამგვარი

რეფორმების ხარჯზე, რაც ნაკლები იყო ბატონი ალექსანდრეს მეფობის პერიოდში.

ნიკოლოზ პირველი ამბობდა, რომ მისი მეფობის მთავარი ამოცანა იყო ბატონობის

გაუქმება. თუმცა ამ პრობლემის უშუალოდ გადაჭრა ვერ შეძლო. რაც

განპირობებულია იმით, რომ ელიტა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მას ამ

ყველაფრის განხორციელებაში სიტუაციას ართულებდა ის რომ მეფეს ეშინოდა

გარკვეულწილად მათი და საფრთხე სრულიად რეალური იყო მათგან ამიტომ არცა

მეფის შიში გასაკვირი. ბატონობის გაუქმების საკითხი უკიდურესად რთული და

უკიდურესად მწვავე იყო ამ მიზეზის გამო. ალბათ, რუსეთის ელიტარული

საზოგადოება იყო ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომაც ვერ შეძლეს

მთავარი რეფორმის გატარება და ბატონობის გაუქმება ალექსანდრე პირველმა და

ნიკოლოზ პირველმა ასევე.

You might also like