You are on page 1of 5

სალექციო კურსი: შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1.

მომზადებულია: მარიამ გულიევის მიერ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტერი 2022 წელი.


ნიკოლო მაკიეველი

იტალიელი ისტორიკოსი , მწერალი, დრამატურგი, პოლიტიკოსი და


ფილოსიფოსი ნიკოლო მაკიაველი დაიბადა 1469 წ 3 მაისს, ქალაქ
ფლორენციაშ და გარდაიცვალა იმავე ქალაქში 1527წ 21ივნისს.

ნიკოლო მაკიაველის ცხოვრების წლები თავსდება ისტორიულ პერიოდში ,


რომელიც მოიხსენიება სიტყვით ,,რენესანსი’’ , რომელიც ფრანგულად ხელახლა
დაბადებას ნიშნავს. რენესანსის მოღვაწეები (მოაზროვნეები, მწერლები,
არქიტექტორები) თავიანთ თავს ,,ახალ ადამიანებს“ უწოდებდნენ. მათი
შეგნებული მიზანი იყო თვით ადამიანისა და მისი საარსებო გარემოს
გაუმჯობესება. სწორედ ამ კუთხიდან უყურებდა ცხოვრებას ნიკოლო
მაკიაველი. ჩვენამდე მოღწეული პირველი მოწმობა იმისაა, რომ მაკიაველი
პოლიტიკით იყო დაინტერესებული. რესპუბლიკურ მთავრობაში
ადმინისტრაციული თანამდებობაზე მუშაობისას, მაკიაველი მრავალჯერ იქნა
წარგზავნილი დიპლომატიური მისიით ,,რომში , გერმანიაში და საფრანგეთში’’.
მაკიაველი აკვირდებოდა ყოფით და პოლიტიკურ ვითარებას. შემდეგ დაწერა
ორი ტრაქტატი: ,,გერმანიის ამბების აღწერა’’ და საფრანგეთის ამბოხების
აღწერა’’. მაკიაველი თავის თხზულებებში ავლენს თვალთახედვის
მრავალფეროვნებას. 1503წ მაკიაველის ფლორენციის რესპუბლიკის თავდაცვაც
მიანდეს. ყოველი ზემოთქმული მოწმობს , რომ მაკიაველის პოლიტიკური
ნაშრომები არ ყოფილა დაფუძნებული მხოლოდ თეორიულ გააზრებებსა და
სხვისი თხზულებების განხილვაზე. მაკიაველის პირადი გამოცდილება და
ღვაწლი საკმარისად დიდი იყო. სამწუხაროდ, მოაზროვნის პოლიტიკურ
კარიერას წერტილი დაესვა 1512წ. ასევე იწყება მაკიაველის ცხოვრებაში
მეორე , თეორიული პერიოდი . ამ დროს ყოფილი პოლიტიკოს მთლიანად
ეძლევა წარსულის შესწავლას და წერს მშობლიუირ ქალაქის მრავალტომიან
ისტორიას . განსხვავებით შუასაუკუნეობრივი მატიანეებისა, მაკიაველის მიერ
დაწერილი ,,ფლორენციის ისტორია’’ უფრო ახლოს დგას მეცნიერულ
კვლევასთან, რადგან აქ არა მარტო მოვლენების ქრონოლოგიური აღწერაა,
არამედ მათი მიზეზების დადგენის მცდელობაც შეინიშნება. ამავე პერიოდს
მიეკუთვნება მაკიაველის ყველაზე ცნობილი ტრაქტატი ,,მთავარი’’
ანუ ,,ხელმწიფე’’. ავტორის თხზულებათა შორის სწოედ მან მოიპოვა ყველაზე
დიდი პოპულარობა. წიგნის შესახებ აზრი არ ყოფილა ერთგვაროვანი. უნდა
ითქვას , რომ სწორედ სახელმწიფოს მმართველები ამჟღავნებდნენ მისდამი
ყველაზე დიდ ინტერესს. ნიკოლო მაკიაველი , რომელიც ძლიერი
სახელწიფოს ძალაუფლებას ქადაგებს , მომხრე იყო ყველანაირი საშუალების
გამოყებისა ძალაუფლების გასამყარებლად. ამ ყველაფერს კი მაკიაველი
თავის ნაშრომში ,,მთავარში’’ წერს , რომელშიც ვრცლად არის გადმოცემული
მისი პოლიტიკური შეხედულებები. ნაშრომი დაიწერა 1513წ, ხოლო
პირველად გამოქვეყნდა 1532წ. ნაშრომში დაწვრილებით არის
ჩამოყალიბებული ძალაუფლების ხელში ჩაგდების და შენარჩუნების ხერხები
სხვადასხვა ვითარებაში რესპუბლიკური თუ მონარქიული მართველობის
დროს. კარგად არის აღწერილი სახელმწიფოს სათავეში მოსვლის ისეთი
ხერხები და ვარიანტები , როგორიცაა იღბალი, ვერაგობა, ღირსება ან
დანაშაული, ასევე ხალხის , მოსახლეობის ჯგუფის, ელიტის , არჩევანი, ასევე
განხილულია მართველობის მეთოდები და იდეალური მართველობის უნარ-
ჩვევები. ამის შემდეგ ავტორი პრაქტიკულ რჩევებს იძლევა : როგორ უნდა
დაიპყროს მსურველმა ამა თუ იმ ტიპის სახელმწიფო და როგორ უნდა
შეინარჩუნოს ძალაუფლება რაც შეიძლება დიდხანს. მაკიაველის
გაღიზიანებას იწვევდა რჩევების პირდაპირი ხასიათი. მაკიაველი თითქოს
ანგარიშს არ უწევს იმ გარემოებას, რომ ხშირად სისასტიკისა და ბოროტების
ჩადენის რჩევას იძლევა ამ ყველაფრს მონარქიის , ხალხის და ეკლესიის
უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა მის მიმართ. მაკიაველი არსად არ
ამბობს, რომ ქრისტიანები ცდებიან :პირიქით, იქ, რასაც ეკლესიას სიკეთეს
უწოდებს, ნამდვილად სიკეთეა; ის, რასაც ეკლესია უწოდებს ბოროტებას,
ნამდვილად ბოროტებაა. ამას მაკიაველი არასდროს ეკამათება მისი
საფუძველი სხვაა და მდგომარეობას შემდეგში: ძალიან კარგი იქნებოდა,რომ
ადამიანებს შეეძლოთ ისე ქცევა და ცხოვრება, როგორც ამას მოითხოვს
სარწმუნოება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ და
ვერც შეძლებენ. მაკიაველს არ აინტერესებს სახელმწიფოს არსებობის
მიზეზები და მიზანი , ის განიხილავს უფრო მარტივ საკითხს : როგორი
სახელწიფოები არსებობენ. მაკიაველი თავისი ნაშრომში ,კერძოდ, ,,მთავარშ’’
გვესაუბრება თუ რანაირად უნდა მართავდე ქალაქსა თუ სახელწიფოს,
რომლებიც , დაპყრობამდე, თავიანთი კანონების მიხედვთ
ცხოვრობდნენ. ,,პირველი: მიწასთან გაასწორე ისინი, მეორე: დასახლდი იქ;
მესამე: თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრების ნება მისცეს და ხარკი
დაადოს მათ, ხოლო მართველობა მცირერიცხოვან პირთთ გადასცეს,
რომლებიც შეგინარჩუნებენ ამ ქვეყნის მეგობრობას’’. ასევე,,თავისუფლებას
ნაჩვევი ქალაქის შენარჩუნება უფრო ადვილია მისი მოქალაქეების მეშვეობთ’’.
ის გვეუბნება,რომ ,,ის , ვინც დიდებულთა შემწეობით აღწევს მართველის
ძალაუფლებას, უფრო ძნელად ინარჩუნებს მას, ვიდრე ის, ვინც
ხელისუფლებას ხალხის შემწეობით უდგება სათავეში. ის , ვინც ხალხის
შემწეობით აღწევს მთვარის ძალაუფლებას, ერთპიროვნული მბრძანებელი
ხდება და ირგვლივ არავინ, ან თითქმის არავინ ჰყავს ისეთი, ვინც
ურჩობას გაუბედავს.’’ მაკიაველი თავის ნაშრომდან გამოდინარე გადმოგვცმს ,
რომ ქვეყნის მთავარმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს თავისი
ქვეშევრდომთა ნდობა და ერთგულება, ასვე გადმოქვცემს ,რომ ლიდერი
უნდა იყოს ისეთი პიროვნება , რომელიც ხალხს ეყვარება . მთავარი
აუცილებლად უნდა ეთათბირებოდეს თავის მრჩეველებს , მხოლოდ ეგ კია,
როცა თვითონ მოეპრიანება და არა როცა სხვებს სურთ; მეტიც , ვერავინ
უნდა უბედავდეს იმის რჩევას, რაც მთავარს არ უკითხავს მისთვის. მაგრამ
თვითონ კი დაუზარებლად უნდა იძლეოდეს კითხვებს. ,,მთავარი მთლიანად
არ უნდა დაემორჩილოს ერთი კაცის და, თანაც, ძალზე ჭკვიანი კაცის
გავლენას. ამ შემთხვევაში გავლენა შეიძლება ნაყოფიერიც იყოს, მაგრამ
დიდხანს კი არ გასტანს, ვინაიდან ეს ჭკვიანი კაცი მთავარს მალე
წაართმევს ძალაუფლებას’’. სამხედრო საქმესთან დაკავშირებით მთავარს
უნდა ჰქონდეს სხვა მიზანი, სხვა საზრუნავი და არც სხვა ხელობ, გარდა
ომისა, ვინაიდან მბრძანებელს მხოლოდ სამხედრო ხელოვნება შეშვენის,
რადგან ამ ხელოვნების ძალა ისეთი დიდია, რომ არა მარტო ძალაუფლებას
უნარჩუნებს მას , ვინც მთავრად შობილა , არამედ კერძო პირსაც აღზევებს
ხოლმე მთავრის სიმაღლემდე. ,, რაც შეეხება გონებრივ რწვთნას, მთავარი
ხშირად უნდა კითხულობდეს ისტორიას, და განსაკუთრებულ ყურადღებას
უნდა აქცევდეს დიდი ადამიანის მოქმედებას, უნდა სწავლობდეს მათ
საომარ ხელოვნებას და იხილავდეს მათ გამარჯვებისა თუ დაღუპვის
მიზეზებს, რათა ბაძავდეს მათ წარმატებას და თვითონ იცილებდეს მათსავე
მარცხს’’.ასევე მთავრები სახელმწიფოს უკეთ შენარჩუნების მიზნით,
ჩვეულებისამებრ, ციხესიმაგრეებს აგებდნენ, რომლებსაც უნდა შეეჩერებინათ
და აელაგმათ მათი მტრები და პირველ შემოტევისას საიმედო თავშესაფრად
გამოსდგომოდნენ მათ. ,,მთავარს, რომელსაც თავის ხალხის უფრო ეშინია ,
ვიდრე უცხოელების , ციხე-სიმაგრეს უნდა აგებდეს, იმ მთავარს კი,
რომელსაც უცხოელების უფრო ეშინია, ვიდრე თავისი ხალხი, შეუძლია
არად აგდებდეს ამას’’. მაკიაველი თავის ნაშრომში ქადაგებს ,რომ
პასუხისმგებლიანი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული
ეთიკით , რადგან მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს რაც გააჩნია, კერძოდ, :
საკუთრება, თავისუფლება, მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგბლობა
პოლიტიკაში ცუდია, რადგან ლიდერს ამის უფლება არ აქვს, ვინაიდან მას
ხალხის ბედი აბარია . მართველების მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ
ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში და დაიცვას თავისი სახელმწიფოს
ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა.

ჩემი აზრით მაკიაველის მსგავსად პლატონი ფიქრობდა , რადგან მას მიაჩნა,


რომ საშუალო ფენა იყო სახელმწიფოს ძლიერება. ღარიბი ფენა, რომელიც
ქვეყნის ფართო მაშტაბს შეადგენდა, სწორედ ისინი იყვნენ აჯანყების,
მთავარი მონაწილეები.

მაკიაველი ფიქრობდა, რომ აჯანყებულების მიმართ მთავარი მტკიცე


ძალმომრეობით უნდა ყოფილიყო. მთავარი, რომელიც იბრძოდა საკუთარი
ადგილის , გავლენის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად, ამიტომ
არსებობს ბრძოლის ორი სახელი. პირველი: ბრძოლა კანონების მეშვეობით
და მეორე : ძალის მეშვეობით. მაკიაველი ამბობს, რომ ადამიანი უნდა იყოს
მტკიცე, შეუბრალებელი და შეუპოვარი. არ უნდა იყოს მერყევი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საჭირო დროს დიპლომატიასაც
უნდა მიმართოს.

You might also like