მაკიაველი 123

You might also like

You are on page 1of 3

ნიკოლო მაკიაველი,როგორც პოლიტოლოგიის მამამთავარი

ნიკოლო მაკიაველი გახლდათ მე-15 საუკუნის იტალიელი


პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი,
დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი.მას ეკავა
ფლორენციის რესპუბლიკის „ათთა კოლეგიის“ მდივნის თანამდებობა.
მედიჩების ტირანიის აღდგენის შემდეგ,მაკიაველი ჩამოაქვეითეს და
გადაასახლეს. მისი კაპიტალური ნაშრომი ,,მთავარი“ თანამედროვე
პოლიტიკური რეალიზმის საფუძველს წარმოადგენს.

მსოფლმხედველობა

ნიკოლო მაკიაველის მსოფლმხედველება ემყარება


პატრიოტიზმს.ის იტალიის დაქუცმაცებულობას მიიჩნევს ყველა
პრობლემის წყაროდ და აკრიტიკებს პაპების ჰეგემონიას,რის გამოც
მისი შემოქმედება მოგვიანებით აკრძალულ წიგნთა ნუსხაში მოხვდა.
მაკიაველის სახელს უკავშირდება რენესანსის ეპოქაში
პოლიბოსისეული მიდგომის აღორძინება რაც გულისხმობს მოვლენებს
შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძიებას. მისი იდეოლოგია
განმსჭვალულია სეკულარიზმით,პრაგმატიზმითა(როცა პოლიტიკური
ქმედების მოტივაცია განპირობებულია საზოგადო სიკეთის
მოსაზრებებით) და რენსანსისთვის დამახასიათებელი
პელაგიანიზმით. მაკიაველი სახელმწიფო პრობლემებისადმი
თეოლოგიურ მიდგომას გმობს,მაგრამ რელიგიას ცნობს
ცივილიზაციის ფუნდამენტად და აღიარებს მის როლს ადამიანის
სოციალურ და სახელმწიფო ცხოვრებაში.1 მისი კონცეფციის
თანახმად,ძლიერ ადამიანს ძალა შესწევს წინ აღუდგეს ბედისწერას,რაც
,,virtu e fortuna”-ს ფენომენის სახელითაა ცნობილი. ზოგი მოსაზრებით
მაკიაველის სკეპტიკური და ცინიკური დამოკიდებულება
ეკლესიისადმი მის ათეისტად შერაცხვის საფუძველს გვაძლევს.

სადავოა საკითხი მაკიაველის მოძღვრების ჰუმანიზმის თაობაზე.


მოაზროვნე მიიჩნევს,რომ ადამიანური პრობლემები ადამიანების
გზებით უნდა წყდებოდეს და მმართველი სახელმწიფოს
კეთილდრობას უნდა ემსახურებოდეს,რაც მეტად ჰუმანისტური
შეხედულებაა. მაგრამ მეორე მხრივ,ადამიანების სიკვდილით დასჯისა
და დიქტატურის გამართლება ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ
მიმდინარეობას.

ნიკოლო მაკიაველი პლატონის მსგავსად,როგორც სოციოლოგი


მიიჩნევს,რომ საშუალო ფენის არსებობა სახელმწიფოში
აუცილებელია ,რადგან ორპოლუსიანობა - (მდიდრებისა და ღარიბების
არსებობა ) ქვეყნის სტაბილურობას ძირს უთხრის. ის ყველა
სოციალური ჯგუფის ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებას
გვისახავს საკუთარი ინტერესებისა და მიზნების
განხორციელების,წარმატების მიღწევის ფორმულად. მაკიაველი
ახდენს ბრბოსა და ხალხის დიფერენცირებას და უპირატესობას ანიჭებს
საზოგადოებრივ აზრს.

მაკიაველს მმართველობის იდეალურ ფორმად რესპუბლიკა


მიაჩნდა,იტალიის მდგომარეობიდან გამომდინარე, იტალიისთვის
ერთხელისუფლებიანობას ანიჭებდა უპირატესობას.

იტალიელი მოაზროვნის აზრით, მთავარმა ძალაუფლების


შენარჩუნებისთვის შიში უნდა დანერგოს ხალხში და არა
სიყვარული.ქვეშევრდომების მიმართ სისასტიკეს ერთჯერადი ხასიათი
უნდა ჰქონდეს,რათა ხალხს გონს მოსვლის საშუალება არ მიეცეს და
ამრიგად, ნაკლებ მტკივნეულად განიცადოს იგი.ქველმოქმედება კი
ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით გამოვლინდეს, რათა ხალხმა უკეთ შეძლოს
მისი შეცნობა.მაკიაველიზმის არსი ვლინდება იმაშიც, რომ მისთვის
პოლიტიკაში განმსაზღვრელია არა პატიოსნება, არამედ ცბიერება.
მთავარი თანაბარი წარმატებით უნდა იბრძოდეს როგორც მხეცი(ძალის
მეშვეობით) და როგორც კაცი(კანონების მეშვეობით). მაკიაველი
ამართლებს მმართველების უპრინციპობას და ფლიდ ბუნებას. მისი
მტკიცებით,ხელისუფლების სხვადასხვა ფორმა გარდაუვლად
ენაცვლება ერთმანეთს:,,ერთმმართველობას,რომელიც ადვილად
გადაიზრდება ხოლმე ტირანიაში,აუცილებლად ცვლის ერთი ჯგუფის
მმართველობა,(ოლიგარქია)ეს უკანასკნელი,რომელიც ,,ხალხს
თავისუფალი ქმედებისათვის განაწყობს“, იცვლება ხალხის
მმართველობით,რომელიც ტავის მხრივ, ისევ ერტმმართველობის
(პრინციპატი)დამყარებით სრულდება.

მაკიაველის დევიზია ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“,რაც


დღესდღეობით მორალისგან დაცლილი მავნებლური პოლიტიკის
სინონიმად გამოიყენება. ამ დევიზის მაკიაველისეული დასაბუთება
მდგომარეობს იმაში,რომ მმართველი უნდა ემსახუროს სახელმწიფო
ინტერესებს და მათ განსახორციელებლად ყველა ხერხს მიმართოს2.
მორალური ჩარჩოების უგულებელყოფა კი არასწორია,რადგან
თანამდებობის პირმა პოლიტიკურ სივრცეში უნდა შეინარჩუნოს სახე
და ღირსება.

ამრიგად ,ნიკოლო მაკიაველიმ პოლიტიკურ მეცნიერებებს ჩაუყარა


საფუძველი და ისტორიის განმავლობაში ძირითადად
ტოტალიტარული რეჟიმების სულისჩამდგმელებისთვის გახდა
მისაბაძი. მაგრამ მაკიაველის მიერ პრაგმატიზმისა და სეკულარიზმის
დამკვიდრებამ შექმნა თეორიული საფუძველი იმისათვის, რომ
სახელმწიფოს რეალური საყრდენი იყო არა რელიგია და ეთნოსი
არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური ინტერესების ერთიანობა

, რაც განვითარების საშუალებას აძლევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

დამოწმებული ლიტერატურა

1. ნიკოლო მაკიაველი, ,,მთავარი“


2. ნიკოლო მაკიაველი, ,,მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი
ათი თავის შესახებ“

You might also like