You are on page 1of 20

სიმორ მარტინ ლიპსეტი

ჯორჯ ვაშინგტონი და
დემოკრატიის დაფუძნება
სარჩევი

შესავალი ........................................................................................2
სუსტი ლეგიტიმურობის პრობლემა ........................................5
ქარიზმა და ზომიერება ...............................................................9
ახალი სისტემის ლეგიტიმაცია ...............................................11
რელიგია და რასა .......................................................................15
ინსტიტუციური დემოკრატიის ჩამოყალიბება ....................17

ჯორჯ ვაშინგტონი და დემოკრატიის დაფუძნება

შესავალი
ჯერჯერობით ჯორჯ ვაშინგტონი ბოლომდე შეუფასებელ ფიგუ-
რად რჩება. აბრაამ ლინკოლნი, თომას ჯეფერსონი და ბენჯამინ ფრან-
კლინი ჩვეულებრივ ადამიანებად აღიქმებიან, რომლებსაც საკუთარი
ცხოვრება და პირადი ემოციები გააჩნიათ; ვაშინგტონი კი ის სურათია,
რომელიც კედელს ამშვენებს. მიუხედავად ამისა, მწამს, რომ იგი ამერიკ-
ული ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მის გარეშე რევო-
ლუცია, შესაძლოა, დამარცხებულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა არა მხოლოდ
ვაშინგტონის სამხედრო უნარების წყალობით - მან მრავალი ბრძოლა წაა-
გო და რევოლუციის გამარჯვება, როგორც ვიცით, მხოლოდ საფრანგე-
თის ჩარევამ განაპირობა. მისი პირველი დიდი მიღწევა კონტინენტური
არმიის რიგებში ზნეობის შექმნა და შენარჩუნება იყო; შემდგომ კი ერთობ
2
გაუსაძლის პირობებში ამავე არმიის ოფიცერთა ერთგულების დამსახუ-
რება. მოგვიანებით, 1783 წლის ნიუბურგის კრიზისის განმავლობაში, მან
შეძლო სამოქალაქო მმართველობისადმი ჯარისკაცთა დაქვემდებარება,
მაშინ როცა არმია ამის საპირისპიროდ მოქმედების ძლიერ ცდუნებას გა-
ნიცდიდა. ასე შეიქმნა პირადი ინტერესის შეგნებული უარყოფით განპი-
რობებული გმირობის პირველი პრეცედენტი.
სულ სხვა ჯორჯი, იმჟამად ინგლისის მეფე ჯორჯ III, რომელიც ვა-
შინგტონის დაუძინებელი მტერი იყო, მიდ სიდიადეს აღიარებდა. მონარ-
ქი ამერიკიდან ახლახან დაბრუნებულ კარის მხატვარს, ჯონათან ტრამ-
ბელს დაეკითხა, როგორ მოიქცეოდა, მისი აზრით, ომის დამთავრების
შემდეგ ვაშინგტონი. „იგი საკუთარ ფერმაში აპირებს დაბრუნებას“, - იყო
პასუხი. „თუ მართლაც ასე მოიქცევა მსოფლიოში უდიდესი პიროვნება
იქნება“, - აღმოხდა მეფეს. და ვაშინგტონიც ზუსტად ასე მოიქცა, თანაც
ორჯერ; პირველად - ომის დამთავრებისთანავე და მერე - მეორე საპრე-
ზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. საზოგადო სცენიდან მისი ხელმე-
ორედ წასვლისას ჯორჯ III-მ საკუთარი შეხედულება გაიმეორა: „ამ საქ-
ციელმა ვაშინგტონს ნებისმიერი მოკვდავისაგან გამორჩეულის სტატუსი
მიანიჭა და იგი ეპოქის უბრწყინვალეს ფიგურად აქცია“. ველინგტონის
ჰერცოგმა კი, რომელიც ბრიტანეთის საუკეთესო მეომრად და ვატერლო-
ოს გმირად იყო აღიარებული, ვაშინგტონი დაახასიათა, როგორც „თანა-
მედროვეობის უსპეტაკესი, ყველაზე ღირსეული“ ადამიანი.
ვაშინგტონს, როგორც თითქმის ყველა წარმატებულ ადამიანს, დი-
დი ამბიცია გააჩნდა. თუმცა, ეს არც ძალაუფლებისა და არც სიმდიდრი-
სადმი ლტოლვაში არ მდგომარეობდა (აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთი
აკლდა და არც მეორე). ვაშინგტონის ამბიცია რეპუტაციის მოხვეჭაში გა-
მოიხატებოდა - ე. ი. იმაში, თუ როგორ პიროვნებად შერაცხავდნენ მას.
ჯილდო, რომელსაც ვაშინგტონი ესწრაფოდა, იყო ის, რომ იგი თანამოძ-
მეთ ღირსეულ და უმწიკვლო ადამიანად ჩაეთვალათ. ორივე პოზიციაზე
ყოფნისას - უმაღლესი მთავარსარდლისა და პრეზიდენტისა - მან კუთ-
ვნილი ხელფასის მიღებაზე უარი თქვა. ასევე მონდომებით ცდილობდა
იგი სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების დათმობას და ვირჯინია-
ში, პოტომაკის სანაპიროზე, საკუთარ პლანტაციაში, მაუნთ ვერნონში,
დაბრუნებას. თუმცა, 1775 წელს, როდესაც ის კონტინენტური კონგრესის

3
წევრად აირჩიეს, კარი ვირჯინიის სახალხო ლაშქრის პოლკოვნიკის ფორ-
მაში გამოწყობილმა შეაღო (საინტერესოა ფაქტი, რომ ეს მუნდირი მისივე
ესკიზის მიხედვით იყო შექმნილი). ამ საქციელმა ბევრს აფიქრებინა კონ-
გრესში, რომ ვაშინგტონი იმ კონტინენტური არმიის სარდლის როლის-
თვის მზადყოფნაზე მიანიშნებდა, რომელიც იმჟამად ბოსტონის ბრიტა-
ნულ გარნიზონთან ბრძოლაში ყალიბდებოდა. თუმცა, ზოგიერთი ისტო-
რიკოსი უარყოფს ამგვარ ინტერპრეტაციას. ისინი ამტკიცებენ, რომ თავი-
სი კანდიდატურის დასახელებისთანავე ვაშინგტონმა დატოვა დარბაზი
და იქ დარჩენილ მეგობარს ამ იდეის წინააღმდეგ ღიად გამოსვლა სთხო-
ვა.
ზედმეტად მიმაჩნია ვაშინგტონის, როგორც გენერლის თვისებებზე
საუბარი, ანდა ლაპარაკი იმაზე, თუ რა მოიმოქმედა მან რევოლუციის
უკანასკნელ წლებში, თუმცა ამ ფაქტებს მისი კარიერისათვის უდავო
მნიშვნელობა აქვს. სამაგიეროდ, ვისაუბრებ ვაშინგტონზე, როგორც დამ-
ფუძნებელ მამაზე; კაცზე, რომელმაც შეერთებულ შტატებს თავისი იდენ-
ტობის ჩამოყალიბებისა და ამ ტიპის საარჩევნო დემოკრატიის ინსტიტუ-
ციურ გამყარებაში დაეხმარა; ან, თუ სათქმელს ვაშინგტონისათვის უფრო
მისაღები ტერმინებით ვიტყვით, ადამიანზე, რომელმაც საკუთარ სამ-
შობლოს რესპუბლიკის დაფუძნება შეაძლებინა.
ისტორიისათვის პიროვნულ თვისებათა მნიშვნელოვნების თემა
მრავალი დებატის მიზეზი გამხდარა. ფაქტი, რომ მეოცე საუკუნის კომუ-
ნისტური რეჟიმების ისტორია ხაზგასმით აღნიშნავს ლიდერის ფენომე-
ნის მნიშვნელობას, მარქსიზმის თეორიული დეტერმინიზმის ირონიულ
კონტრასტად გვევლინება. შესაძლებელია საფუძვლიანად არგუმენტირე-
ბა შეხედულებისა, რომ, თუ არა ლენინის რუსეთში დაბრუნება 1917
წლის აპრილში, ან ამის ნაცვლად მისი სიკვდილი ან დაპატიმრება, ოქ-
ტომბრის რევოლუცია არ იარსებებდა. ლენინის ფინეთის სადგურზე ჩა-
მოსვლამდე (რასაც გერმანიის გენერალურ შტაბს უნდა ვუმადლოდეთ)
და განცხადებამდე, რომ ბოლშევიკთა პარტია ძალაუფლების მთლიანად
ხელში ჩაგდებას გეგმავდა, არც ერთი მემარცხენე ჯგუფის ლიდერი არ
ეთანხმებოდა ამგვარ ქმედებას. ნაცვლად ამისა, ისინი აღიარებდნენ მარ-
ქსისტულ მოსაზრებას, რომ რუსეთის განვითარების მომდევნო საფე-
ხურს ბურჟუაზიული რევოლუცია წარმოადგენდა, თავისი კაპიტალიზ-

4
მითა და ინდუსტრიალიზაციით, და რომ „მშრომელთა“ დიქტატურა
მხოლოდ ასეთი განვითარების შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო. მხო-
ლოდ ტროცკი არ ფიქრობდა ასე; მაგრამ იმ დროისათვის იგი ბოლშევიკ-
თა რიგებს არ მიეკუთვნებოდა და არ გააჩნდა გავლენა არც მათზე და არც
რომელიმე სხვა ორგანიზებულ ძალაზე. ლენინმა კი, მიუხედავად სხვა
ბოლშევიკთა წინააღმდეგობისა, თავისი გაიტანა, რაც საკუთარი ლიდე-
რობის უნარის, დებატებისა და ორგანიზებაში დომინირების წყალობით
შეძლო. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ - რომ არა ლენინი, არ იარსებებდა
რუსული რევოლუცია.
თუმცა, ვერ განვაცხადებთ ასეთივე დარწმუნებითა და დასაბუთე-
ბით, რომ, თუ არა ვაშინგტონი - ამერიკულ დემოკრატიულ რესპუბლი-
კას არ ეწერა დაბადება. სავარაუდოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატე-
ბი ვაშინგტონის პოლიტიკურ სცენაზე ყოფნის გარეშეც შეიძლებოდა დე-
მოკრატიული ქვეყანა გამხდარიყო. არჩევნების კულტურა ბრიტანულ
კოლონიებში მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც არსებობდა.
როგორც ამას ისტორიკოსი უილიამ ჩემბერსი აღნიშნავს, ახალშობილი
ერი უკვე ფლობდა „სისხლსავსე დემოკრატიულ გამოცდილებასა და მას-
ში მონაწილეობისათვის“ აუცილებელ თვისებებს. მიუხედავად ამისა, მი-
სი პიროვნული მიმზიდველობისა და სამხედრო განსწავლულობის მეშ-
ვეობით ვაშინგტონმა აუცილებელი ფაქტორის ფუნქცია შეასრულა. ის
გასაოცარ რწმენას შთააგონებდა, და ისე, როგორც არავინ, ხელს უწყობდა
იმ ტრადიციისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომელნიც საჭირო-
ნი იყვნენ სტაბილური, ლეგიტიმური და ეფექტიანი დემოკრატიული
სისტემისათვის. მოკლედ, ვაშინგტონი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვის გა-
რეშეც ისტორია ძლიერ განსხვავებული იქნებოდა.

სუსტი ლეგიტიმურობის პრობლემა


არაბრიტანული, ექსკოლონიური სამყაროს, ასევე ბრიტანეთის იმ-
პერიის დიდი ნაწილის დამოუკიდებლობის შემდგომი გამოცდილება
სამხედრო გადატრიალებათა, დიქტატურათა და განხეთქილებათა ჯაჭ-
ვისაგან შედგება. გადატრიალებებისა და რევოლუციების შემდგომი ის-
ტორიები ძირითადად ვერშემდგარ დემოკრატიათა ისტორიებია. ძალიან
იშვიათია, რომ ყველა წამყვანმა ძალამ, როგორიცაა სამხედრო, ეკონომიკ-

5
ური და პოლიტიკური ელიტა, აღიაროს ახალი სისტემის წესებისადმი
მორჩილების აუცილებლობა. ახალ პოლიტიკურ რეჟიმებს ლეგიტიმუ-
რობის თანდაყოლილი სისუსტე ან ხარისხობრივი ნაკლოვანება ახასიათ-
ებთ.
მაქს ვებერი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არსებობს სამი ძირითა-
დი სახეობა, რომელთა მიხედვითაც ძალაუფლებას ლეგიტიმურობა შე-
იძლება გააჩნდეს. პირველი მათგანი ტრადიციულია, ისევე როგორც მო-
ნარქიები, რომლებსაც მეფენი „უხსოვარი დროიდან“ მართავენ. მეორე,
რაციონალური ლეგალური ძალაუფლება იმ საზოგადოებაში არსებობს,
რომლებშიც ხელისუფლებაში მყოფთ იმ მიზეზით მორჩილებენ, რომ
მათ საერთო, აღიარებულ წესთა მიხედვით მოიპოვეს გამარჯვება და ხე-
ლისუფლებაშიც ამის შედეგად იმყოფებიან. ასეთი სისტემის ფესვი აძ-
ლიერებს ეფექტიანი მართვის გრძელვადიან პერიოდებს, განსაკუთრე-
ბით, ეკონომიკის სფეროში. მესამე, ქარიზმატული ძალაუფლება ლიდე-
რისადმი ხალხის რწმენაში მდგომარეობს; ნდობაში, რომელიც მიმართუ-
ლია მათკენ, ვინც უბადლო ნიჭისა და არაორდინარულ ღირსებათა მატა-
რებლადაა მიჩნეული.
ასაკოვან სახელმწიფოებს ტრადიციული ლეგიტიმურობა გააჩნი-
ათ. მაგრამ იქ, სადაც იგი არ არსებობს, შესაძლოა, ლეგიტიმურობა პი-
როვნული ქარიზმის მეშვეობით სწრაფად განვითარდეს. მცირე გამონაკ-
ლისის გარდა, ახლად ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი თუ რევოლუ-
ციური რეჟიმები დაბალი ლეგიტიმურობით იწყებენ არსებობას. დემოკ-
რატიული ნორმები პოლიტიკური მარცხისადმი შეგუების მზადყოფნას
მოითხოვს - არჩევნებში დამარცხების შემდეგ თანამდებობის დათმობას
და თამაშის წესების მორჩილებას, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენს ინტერეს-
თა საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ახალგაზრდა დემოკრატთა სუსტი ლე-
გიტიმურობა ამ რეჟიმების პოტენციურ ხანმოკლე სიცოცხლეს განაპირო-
ბებს. ილუსტრაციისათვის შეგვიძლია ლათინური ამერიკის ისტორიის,
1945-წლამდელი ევროპის უმეტესობას და ამ თარიღის შემდგომი აფრი-
კისა და აზიის უდიდეს ნაწილს გადავხედოთ.
პოსტრევოლუციური შეერთებული შტატებიც, რომელსაც ასევე
სუსტი ლეგიტიმურობა ახასიათებდა, დროდადრო ძალაუფლების კრი-
ზისებს განიცდიდა, იმდენად, რამდენადაც „მნიშვნელოვან“ მოქმედ პი-

6
რებს თამაშის წესებისადმი მორჩილება უჭირდათ. დროის მონაკვეთში,
რომელიც 1800 წლიდან სამოქალაქო ომის დაწყებამდე გაგრძელდა,
ჩრდილოეთით, სამხრეთითა თუ დასავლეთით. მრავალი სეპარატისტუ-
ლი მიდრეკილება გამოიკვეთა. კერძო საუბრებში ვაშინგტონი საკმაოდ
პესიმისტურად იყო განწყობილი ახალშექმნილი კავშირის სიცოცხლისუ-
ნარიანობის მიმართ. იგი თავისუფალ და მონათმფლობელურ შტატებს
შორის განხეთქილებას საკუთარ სიცოცხლეშივე მოელოდა. დამოუკიდ-
ებლობის ომის დამთავრებამდეც კი მოუწია ერთი სამხედრო გადატრი-
ალების ჩახშობა. მისი გადადგომიდან სულ მცირე ხანში შესუსტებულმა
ფედერალისტთა უმრავლესობამ მიიღო კონგრესის 1797 წლის აქტი „უც-
ხოელთა და ამბოხებათა შესახებ“, რომელიც სინამდვილეში ოპონენტთა
შესავიწროებლად იყო შექმნილი და რომელიც ძლიერ ზღუდავდა სიტ-
ყვის თავისუფლებას. 1799 წლის დეკემბერში, ვაშინგტონის სიკვდილის
შემდეგ დამარცხებულ ფედერალისტთა ლიდერებმა გაყალბება სცადეს
იმ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგისა, რომელმაც მათი მოწინააღმდე-
გე თომას ჯეფერსონი ხელისუფლებაში მოიყვანა. მოგვიანებით, ფედერა-
ლისტთა სამიზნეში ამოღებული მსხვერპლი ჯეფერსონი და მისი დემოკ-
რატ-რესპუბლიკელებიც ასევე მოიქცნენ. ჯეფერსონის მტერმა და პირ-
ველმა ვიცე-პრეზიდენტმა, აარონ ბურმა თანამდებობის დატოვებისთანა-
ვე იმ შეთქმულების ხლართვა წამოიწყო, რომელიც დანარჩენი ქვეყნისა-
გან ტრანსაპალაჩური დასავლეთის განცალკევებას გეგმავდა.
ამგვარად, ნათელია, რომ ის პირობები, რომლებიც პოსტრევოლუ-
ციური რეჟიმებისა და ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების კოლაფსს იწ-
ვევს, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არსებობდა. მაგრამ, თითქმის
მთელი ლათინური ამერიკისა და სხვა ახალგაზრდა სახელმწიფოთაგან
განსხვავებით, შეერთებულ შტატებს აღმოაჩნდა უნარი, რომ ამგვარ
მარცხს საუკუნის სამი მეოთხედის განმავლობაში გადარჩენოდა საკუ-
თარ, შეჯიბრებითობაზე დაფუძნებულ საარჩევნო დემოკრატიასთან ერ-
თად. დროის ამ მონაკვეთში პოლიტიკურმა პარტიებმა ინსტიტუციურად
ჩამოყალიბება მოახერხეს, ამომრჩევლის უფლება მიენიჭა ყველა თეთრ-
კანიან მოქალაქე მამაკაცს და რესპუბლიკა, როგორც თავისი მოსახლეობ-
ით, ისე წარმოებული დოვლათითა და ახალ შტატთა ტერიტორიებით,

7
გაიზარდა. პასუხი კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ეს, ნაწილობრივ ქა-
რიზმატული ლეგიტიმურობის ფენომენში უნდა ვეძიოთ.
იმისათვის რომ გავიგოთ, რა მოხდა, აუცილებელია ვაშინგტონის
როლისა და ფუნქციების შესწავლა, რომელმაც სამხედრო ლიდერისა და
რევოლუციის გმირის სტატუსი ახალი ეროვნული ხელისუფლების მი-
მართ პატივისცემის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდა ერის ლეგიტიმუ-
რობის განსაცალკევებლად შეგნებულად გამოიყენა. პოსტკოლონიურ რე-
ჟიმთა ლიდერების უმრავლესობისაგან განსხვავებით, ვაშინგტონი თავი-
სუფალი ქვეყნის შექმნას ესწრაფოდა. მას ასევე კარგად ესმოდა სუსტი
ლეგიტიმურობით გამოწვეულ პრობლემათა არსი. ისტორია გვაფიქრები-
ნებს, რომ იგი იყო ერთადერთი პიროვნება, რომელსაც იმ ერთობის შექ-
მნა და შენარჩუნება შეეძლო, ახალი ერის ღირსებას რომ უზრუნველყოფ-
და.
ახალი კანონიერი სტრუქტურებისადმი მორჩილების ბრძანება ძა-
ლაუფლების სუსტი წყაროა. ეს ნამდვილად ასეა იმ საზოგადოებებში,
რომლებშიც მთავრობა და კანონი იმპერიული ძალებისა თუ წინამორბე-
დი ავტოკრატიული რეჟიმების ინტერესებთანაა გაიგივებული. ქარიზმა-
ტული ხელისუფლება კი კარგად ესადაგება ასეთი სახელმწიფოს საჭი-
როებებს. ქარიზმატული ლიდერი აქ რამდენიმე ფუნქციას ასრულებს.
პირველ რიგში, იგი ახალგაზრდა ერისა და პოლიტიკური სისტემის სიმ-
ბოლოდ გვევლინება; იმ გმირის როლში წარმოგვიდგება, რომელიც ამ
ერისა და სახელმწიფოს ფასეულობებსა და მისწრაფებებს განასახიერებს,
მაგრამ გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს სიმბოლოა, ისევე როგორც ტრა-
დიციულ სისტემათა მონარქი, იგი ხელისუფლებას ლეგიტიმურობას
სძენს საკუთარი „ღვთიური მადლით“. ქარიზმატული ავტორიტეტი შე-
საძლოა განვიხილოთ, როგორც გარდამავალი ფენომენი, რომელიც აიძ-
ულებს მოქალაქეთ, რომ ეს უკანასკნელნი ეროვნული სტაბილურობი-
სათვის აუცილებელ მოთხოვნებს ლიდერისადმი მიმართული რწმენის
საფუძველზე დაემორჩილონ. ეს კი გაგრძელდება მანამდე, სანამ ისინი
ანალოგიურ ქმედებას არ ისწავლიან, რაც განპირობებული იქნება უფრო
პიროვნებებისაგან დამოუკიდებელი სისტემისადმი ერთგულების ან რე-
ჟიმის საქმიანობით გამოწვეული კმაყოფილების გრძნობით.

8
ქარიზმა და ზომიერება
რადგანაც ქარიზმატული მმართველობა ასეა პიროვნებასთან გაიგ-
ივებული, იგი საფუძველშივე არამდგრადია. ტრადიციულ სისტემათაგან
განსხვავებით, ახალი ქარიზმატული მმართველობა განსხვავებას თით-
ქმის ვერ ხედავს საკუთარ თავსა და მის დაქვემდებარებაში მყოფთა შო-
რის (მონარქიაში კი, როგორც ვიცით, „მეფე არ სცოდავს“ - ე. ი. ბრალე-
ულობა მუდამ მიეწერება არა გვირგვინოსანს, არამედ მის მინისტრებს).
ქარიზმატული მმართველობისას კონკრეტულ გადაწყვეტილებათა ან
თანამდებობის პირთა მიმართ არსებული უკმაყოფილება შეიძლება ძა-
ლიან იოლად გახდეს მთლიანი სისტემითა და მოქმედი ხელისუფლებით
უკმაყოფილების საბაბი. ამ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებელი პირი
თვით ლიდერია. ამდენად, მან ან მთლიანად უნდა აკრძალოს საზოგა-
დოებრივი კრიტიკა და ოპოზიცია, ანდა უნდა ამაღლდეს ყოველდღიურ
პოლიტიკურ კინკლაობაზე და სისტემის სიმბოლოს ფუნქციასთან ერ-
თად კონსტიტუციური მონარქის როლს მოერგოს. თუ თავს იმ ფუფუნე-
ბის უფლებას მისცემს, რომ სპეციალურ გადაწყვეტილებებთან მიმართე-
ბაში ოპოზიციის არსებობა აღიაროს, მან არ უნდა დაუშვას ორგანიზებუ-
ლი წინააღმდეგობა საკუთარი პიროვნების, ანუ თვით ქარიზმატული
ლიდერის მიმართ.
განსხვავება ამ არჩევანთა შორის საბედისწეროა. ავტორიტარული
რეჟიმი სწორედ იმიტომ იმსხვრევა, რომ მათი ქარიზმატული ლიდერი,
პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ავტორი, არასასურველი შედეგების გა-
მომწვევ მიზეზად არის მიჩნეული. საპირისპიროდ ამისა, შეგვიძლია მო-
ვიყვანოთ არგუმენტი, რომ რევოლუციურ დიქტატურებს ქარიზმატული
ლეგიტიმაცია ესაჭიროებათ, რადგან ამის ერთადერთი ალტერნატივა აბ-
სოლუტური რეპრესიის ძვირად ღირებული და ურთულესი გზაა. კომუ-
ნისტური რეჟიმები ლეგიტიმაციისათვის მარქსიზმის დოქტრინას მიმარ-
თავენ, რომელიც ღიად უარყოფს „დიადი პიროვნების“ არსებობის ყო-
ველნაირ ისტორიულ თეორიას. მიუხედავად ამისა, ეს ქვეყნები ცნობილ-
ნი არიან, როგორც „პიროვნების კულტის“ ფენომენის შემოქმედნი. ლენი-
ნი, სტალინი, ტიტო, მაო, ჰო ში მინი, კიმ ელ სუნგი, ენვერ ხოჯა, ნიკო-
ლაე ჩაუშესკუ და ფიდელ კასტრო „შემთხვევითობებს“, როგორც მარ-
ქსისტები იტყოდნენ, სულაც არ წარმოადგენენ. იმ მმართველთათვის ზე-
9
ადამიანურ თვისებათა მინიჭება, რომელნიც ვითომცდა „ისტორიის სა-
მეცნიერო კანონზომიერებას“ ქმნიან, იყო ერთადერთი გამოსავალი სის-
ტემის მხოლოდ და მხოლოდ ტერორსა და ძალადობაზე დაფუძნების აღ-
იარების თავიდან ასაცილებლად.
რესპუბლიკა, რომელიც ამერიკული რევოლუციიდან იშვა, საკუ-
თარი ქარიზმის საშუალებით ლეგიტიმურად იქცა. ვაშინგტონს აღმერ-
თებდნენ ისეთი სულისკვეთებით, როგორიც დღეს ჩვენ ნაკლებად გვეს-
მის. მისი სახელი, იერსახე და პიროვნება თითქმის ღვთიურ სიწმინდეებ-
ად იხსენიებოდა. ვაშინგტონს ესმოდა ასეთი როლის ფუნქცია და, რო-
გორც მისი ბიოგრაფები ჰყვებიან, იგი უდიდეს პატივისცემას ნერგავდა
მართებული ქმედებით, სიმართლის მხარეზე დგომითა და დიდსა თუ
მცირე საქმეში მისაბაძი მაგალითის მიცემით. მისი „უმთავრესი ძღვენი
რესპუბლიკისა და პრეზიდენტისადმი იყო ღირსება, ძლევამოსილება და
კონსტიტუციონალიზმი“. საკუთარი პიროვნებისაგან მისაბაძი მოდელის
ძერწვა მან კონტინენტური არმიის მეთაურის როლში წამოიწყო. აჯანყე-
ბულთა ძალების წინამძღოლისათვის შესაფერი პატივისცემის მოსაპო-
ვებლად აუცილებელი იყო, რომ იგი ამაყი, ყოველგვარი ფამილარობის
წინააღმდეგი და მორჩილების მომთხოვნი ყოფილიყო. მიუხედავად იმი-
სა, რომ ახლო ურთიერთობისას იუმორითა და მხიარულებით გამოირჩე-
ოდა (ცეკვის მოყვარულიც გახლდათ), საზოგადოებაში ვაშინგტონი
მშრალად, თავშეკავებულად იქცეოდა. შარლ დე გოლი, რომელსაც ბედმა
ორი საუკუნის შემდეგ მსგავს პრობლემასთან ჭიდილი არგუნა, საკუთარ
პიროვნებას შეგნებულად და მეთოდურად თხზავდა დიდი ვირჯინიელ-
ის თარგზე. მას შემდეგ, რაც ამერიკული რევოლუცია მათი რევოლუცი-
ისთვის ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა, ვაშინგტონი ფრანგების გმირადაა ქცე-
ული. მისი, როგორც სამხედრო მეთაურის დამსახურება მდგომარეობს
არმიის სიცოცხლისუნარიანობის, მორჩილებისა და სულიერი სიმტკიცის
გამომუშავებაში, მაშინ როდესაც ეს არმია არ იყო მიჩვეული იერარქიას,
მცირე რამ რესურსი თუ გააჩნდა და მხოლოდ რამდენიმე ბრძოლა ჰქონ-
და მოგებული.
წინდახედულმა გენერალმა საკუთარ ჯარს პიროვნული სისუსტის
არც ერთი მაგალითი არ უჩვენა; არ მისცა ჯარისკაცებს მისდამი რწმენის
დაკარგვის თუნდაც ერთი მიზეზი. ცხოვრობდა მათთან ერთად, უარს ამ-

10
ბობდა ყველანაირ ანაზღაურებაზე და არ კადრულობდა, თუნდაც მცირე
ხნით საკუთარ ფერმაში, მაუნთ ვერნონში გამგზავრებულიყო. ბრძოლის
დასასრულს, 1783 წელს, როდესაც სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ კი-
დევ ხელმოუწერელი რჩებოდა, ვაშინგტონი ფილადელფიაში შეკრებილ-
მა კონგრესმა გამოიძახა. კონგრესი მისგან მოითხოვდა, რომ გენერალს
ჯარების სამოქალაქო მეთაურისადმი დაქვემდებარების იდეისათვის მხა-
რი დაეჭირა. ეს გათვლილი იყო მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალ-
ების თავიდან ასაცილებლად; იმ შეთქმულებისა, რომელშიც ვაშინგტო-
ნის თითქმის ყველა ოფიცერი მონაწილეობდა. ოფიცერთა ძირითადი
შეშფოთების საბაბი იყო ვარაუდი, რომ კონგრესი სიტყვას გატეხდა მათი
ხელფასის თაობაზე. ზოგი პოლიტიკოსი, ვაშინგტონის ყოფილი მოკავ-
შირის, ალექსანდერ ჰამილტონისა და რობერტ მორისის მეთაურობით,
ლამობდა კიდეც უკმაყოფილების გაღვივებას იმ მიზნით, რომ ამ უკანას-
კნელთ უფრო ძლიერი აღმასრულებელი ოფიცრის მიერ მართული ცენ-
ტრალური მთავრობის იდეისათვის მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ვაშინ-
გტონი იზიარებდა მათ მიზანს, მაგრამ არა ტაქტიკას. ის გამოთქვამდა
მკაცრ შეშფოთებას, რომ „არმია არის ის ინსტრუმენტი, რომელთანაც თა-
მაში სახიფათოა“.
ხშირად იხსენებენ, თუ როგორ გამოიყენა ვაშინგტონმა საკუთარი
ავტორიტეტი ნიუბურგში წამოწყებული აჯანყების ჩასაქრობად. ჩას-
ვლისთანავე ოფიცერთა კორპუსის შეკრება ბრძანა. თავყრილობის გან-
მავლობაში იმ ანონიმურ საჩივართა ჩამონათვალი განიხილა, რომლებიც
არმიის რიგებში სამოქალაქო პირთა მიერ იყო გავრცელებული. ვაშინ-
გტონმა მიანიშნა დამსწრეთ, რომ ამგვარი დოკუმენტების არსებობა მათი
მხედრული ღირსებისათვის შეუფერებელი იყო. წინასწარ მომზადებულ
მიმართვაში გამოთქვა რწმენა, რომ მისი თანამოძმენი შეძლებდნენ, დაემ-
ტკიცებინათ,

ახალი სისტემის ლეგიტიმაცია


ცვლილებანი, რომელთაც ვაშინგტონი მოითხოვდა, ფილადელფი-
ის კონსტიტუციურ კრებაზე, 1787 წლის ზაფხულში მიიღეს. ეს შეხვედ-
რა არსებული კონფედერაციის მუხლების გადასახედად დაიგეგმა, მაგ-
რამ პროცესმა მოულოდნელად სრულიად ახალი კანონი შექმნის სახე მი-

11
იღო. ვაშინგტონი ამ თავყრილობაზე დასწრებას თაკილობდა, რადგან მი-
აჩნდა, რომ შესაძლო იყო, ეს ვინმეს მისი საზოგადოებრივი სცენიდან
წასვლის დაპირების დარღვევად ჩაეთვალა. მაგრამ ”შეის” აჯანყებამ და
1786 წლის მასაჩუსეტსის ფერმერთა შეიარაღებულმა ამბოხმა ვაშინგტო-
ნი საკმაოდ შეაშფოთა და პროცესში ჩარევა გადააწყვეტინა... სიმართლეს
ემსგავსებოდა სკეპტიკოსთა წინასწარმეტყველება, რომ ახალი ერი საკუ-
თარი თავის მართვას ვერ შეძლებდა. ვაშინგტონი ფილადელფიაში კრე-
ბაზე დასასწრებად ჩავიდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, იგი თავმ-
ჯდომარედ აირჩიეს.
ამ როლში არც სიტყვა წარმოუთქვამს და არც კენჭისყრაში მიუღია
მონაწილეობა. ტრადიციისამებრ, ვაშინგტონმა ყველას უჩვენა აბსოლუ-
ტური დასწრებისა და პუნქტუალობის გაკვეთილი. კრების ყველა დამ-
სწრისათვის ცნობილი იყო, რომ იგი უპირატესობას პრეზიდენტის მიერ
წამოწყებულ, უფრო ძლიერი ცენტრალური მთავრობის მოდელს ანიჭებ-
და. სავარაუდოა, რომ ე. წ. „ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების”
პრინციპზე მსჯელობა ამ მოდელის თემაზე ფართო განხილვის შედეგი
იყო. მოსალოდნელმა ვარაუდმა, რომ პრეზიდენტის პოსტს ვაშინგტონი
დაიკავებდა იმ შემთხვევაში, თუ ეს სამსახური დაკანონდებოდა, ამ თა-
ნამდებობის შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამ რეალურმა პროგ-
ნოზმა ასევე უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა კონსტიტუციისადმი
დელეგატების მხარდაჭერის მოპოვებაში. არავინ შიშობდა, რომ ჯორჯ
ვაშინგტონი ძალაუფლებას პირადი მიზნებისათვის გამოიყენებდა. რო-
გორც აღინიშნა, თანამდებობისადმი მისმა გულწრფელმა ინდიფერენტუ-
ლობამ სიტუაციაზე საპირისპირო გავლენა მოახდინა და დამსწრეთაგან
ყველას აღუძრა სურვილი, რომ ეს პოსტი სწორედ ვაშინგტონს დაეკავებ-
ინა. ფილადელფიის კრებამდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულების
შემდეგაც ვაშინგტონის მხრივ, სხდომებზე დასწრება და საზოგადოდ,
კონსტიტუციის ტექსტის მხარდაჭერა ამ დოკუმენტის დამტკიცებისათ-
ვის უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენდა. კონსტიტუციის ოპონენტები,
რომლებიც უფრო ძლიერი აღმასრულებლის მბრძანებლობას უფრთხოდ-
ნენ, საკმაოზე მეტნი იყვნენ საიმისოდ, რომ მათი უარი კონსტიტუციის
ამოქმედებისათვის ფატალური გამხდარიყო. ვირჯინიის მიერ კონსტი-
ტუციის რატიფიცირებისას გამართული მსჯელობის დროს ჯეიმს მონ-

12
რომ ჯეფერსონს ბარათი მისწერა: ”დარწმუნებული იყავი, რომ მხოლოდ
მისმა გავლენამ იხსნა ხელისუფლება”.
1789 წელს ვაშინგტონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი
პრეზიდენტი გახდა. იგი საქმეს იმ მისიის სრული გაცნობიერებით მოეკ-
იდა, რომელიც ამ ინსტიტუტისათვის ღირსებისა და მოწონების მოპოვე-
ბაში მდგომარეობდა. ამგვარად, ვაშინგტონი მცირესა თუ დიდ საქმეში
საკუთარი პოზიციის უზენაესად აღიარებისათვის იღწვოდა; ცდილობდა,
რომ იგი ეროვნული ერთობის სიმბოლოდ მიეჩნიათ. მაგალითად, მასა-
ჩუსეტში ვიზიტისას მან მოსთხოვა შტატის გუბერნატორ ჯონ ჰენკოკს,
რომ ამ უკანასკნელს ფედერალური ხელისუფლების უპირატესობისათ-
ვის ხაზი გაესვა - მისთვის, ვაშინგტონისათვის, სიტყვის პირველობის მი-
ნიჭებით. ”პროცედურის ამგვარი წესებისადმი მორჩილება ახალგაზრდა
სახელმწიფოსათვის წინდახედული ნაბიჯი იქნება”, უთქვამს მას.
თუ ოდესმე უარსებია სახელმწიფოს ქარიზმატული ლეგიტიმაცი-
ის მაგალითს, ესაა ამბავი, თუ როგორ გააკეთილშობილა ვაშინგტონი-
სადმი თაყვანისცემამ ახალი რესპუბლიკა. პიროვნება, რომელმაც მეფო-
ბაზე უარი განაცხადა, რომელიც გულწრფელად გაურბოდა პოლიტიკაში
ჩაბმას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საკუთარ გაპრეზიდენტებას, აღ-
მოჩნდა მზად, რომ ახალი სისტემისათვის კანონიერების სტატუსი შეეძი-
ნა.
ვაშინგტონმა იცოდა, რასაც იქმოდა. მას არასოდეს წარმოუთქვამს
ფრაზა ”ქარიზმატული ლეგიტიმურობა” - ეს თანამედროვე ტერმინი.
მაგრამ კარგად ესმოდა, რომ თავისუფალი და მტკიცე საზოგადოება მო-
ითხოვდა ღირებულებათა წყებას, ეროვნულ ხასიათს, რომელიც პრინცი-
პის და არა პიროვნების მმართველობას აღიარებდა; რომელიც ენდობოდა
ხელისუფლებას და მზად იყო, პირადი ინტერესი და ჯგუფური კონ-
ფლიქტები უფრო დიდი, მთავარი სიკეთისათვის დაექვემდებარებინა.
მის მიზანს გადამდები მაგალითის მიცემა, საზოგადოებრივი ღირსების
მოდელის შექმნა შეადგენდა. მას სურდა პოლიტიკოსთა და საზოგადოებ-
ის იძულება, რომ ერთმანეთს საერთო კეთილდღეობის შექმნაში შესჯიბ-
რებოდნენ. თუმცა იგი კარგად ხედავდა, როგორც გამოსათხოვარ მიმარ-
თვაში წარმოთქვა, რომ ”დრო და ჩვეულება ხელისუფლების ნამდვილი

13
ხასიათის ჩამოყალიბებისათვის ასევე აუცილებელია, როგორც სხვა ადამ-
იანური ინსტიტუტებისთვის”.
ახალგაზრდა რესპუბლიკის მოქალაქეთა და ლიდერთა გულებში
ღირსებისა და ჯანსაღი თვითშეფასების ჩანერგვის მისეული მცდელობა
ეროვნული უნივერსიტეტის ქვეყნის დედაქალაქში დაფუძნების იდეაში
გამოიხატა. ვაშინგტონისათვის „გარანტია იმისა, რომ ამერიკული მმარ-
თველობა არასდროს განიცდის დესპოტიზმად გაუკუღმართებას, ძევს ამ-
ერიკელი ხალხის საუკეთესო თვისებებში“. პირველხარისხოვანი უმაღ-
ლესი განათლება, უდავოდ, ამ თვისებათა ჩამოყალიბებას ემსახურებო-
და. მას სწამდა, რომ „ეროვნული უნივერსიტეტი დაეხმარებოდა მომავალ
ლიდერებს ხასიათის ფორმირებაში, კუთხური პატრიოტიზმისა და ცალ-
კეული შტატების მიკერძოებებისაგან გათავისუფლებაში“. ასევე, ასწავ-
ლიდა მათ „კონსტიტუციისა და კანონთა პრინციპების გაგებას“. საკუთარ
პირველსა და უკანასკნელ მიმართვაში იგი კონგრესს უნივერსიტეტის
დაფუძნებას ურჩევდა. თავის ანდერძში კი, რომლითაც იგი უნივერსი-
ტეტს უტოვებდა მემკვიდრეობას, ზემოთხსენებულ შეთავაზებას ასე იხ-
სენიებდა: „ჩემს წარმოდგენაში სამარადისო მნიშვნელობის საგანი“. ვა-
შინგტონი არ იყო შეცდომებისაგან დაზღვეული. მაგალითად, მიაჩნდა,
რომ პარტიები თავიანთი არსით დემოკრატიისათვის მავნენი აღმოჩნდე-
ბოდნენ. მას აღიზიანებდა ჯგუფური კინკლაობა და პირადი თუ გუნდუ-
რი სარგებლისადმი საზოგადოების ლტოლვა. თუმცა, ესმოდა, რომ ვერ
შეძლებდა პირადი ინტერესით მართული კონფლიქტის მთლიანად გამო-
რიცხვას. რესპუბლიკის არსებობის პირველ წლებშივე მან მოახერხა ამ-
გვარ კონფლიქტთა გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა; ოპონენტთა თანამ-
შრომლობაში შეტყუება, ძლიერ დაპირისპირებულთა საერთო ინტერესი-
სადმი დაქვემდებარება. მისი საპრეზიდენტო ვადის უმეტესი დროის
განმავლობაში ალექსანდერ ჰამილტონი და თომას ჯეფერსონი, ლიდერე-
ბი იმ ორი გუნდისა, რომელთაც პირველ პარტიებად ეწერათ ჩამოყალი-
ბება, ვაშინგტონის კაბინეტის წევრები იყვნენ. ერთმანეთის მიმართ ანტა-
გონიზმის ღიად გადმოფრქვევის უფლება მათ ერთხელაც არ მიუციათ
საკუთარი თავისთვის. თუმცა, ვაშინგტონი ფარულად ემხრობოდა ხაზი-
ნის მდივან ჰამილტონსა და ფედერალისტებს, რომლებიც ძლიერ ცენ-
ტრალურ მთავრობასა და ეკონომიკის გასაძლიერებლად საზოგადოებრი-

14
ვი რესურსების მოხმარებას ამართლებენ, სახელმწიფოს მდივნის, თომას
ჯეფერსონისა და დემოკრატ-რესპუბლიკელების წინააღმდეგ, რომლებ-
საც ლოკალურობა და აგრარულობა უფრო მართებულ პოლიტიკად მი-
აჩნდათ. სახალხოდ კი, როგორც ვიხილეთ, ვაშინგტონი საკმაოდ
ფრთხილი იყო საიმისოდ, რომ პოლიტიკურ კინკლაობაზე ამაღლებუ-
ლიყო და ნეიტრალური არბიტრის როლში წარმოჩენილიყო. 1790-იან
წლებში, ყველაზე მწვავე უთანხმოებათა განმავლობაშიც კი, იგი ამერიკ-
ელთა უმეტესობის თაყვანისცემის ობიექტად რჩებოდა.

რელიგია და რასა
ვაშინგტონი სიტყვითა და საქმით ცდილობდა იმის დემონსტრი-
რებას, თუ როგორ უნდა მოპყრობოდა პლურალისტული საზოგადოება
რელიგიას. მას, უდავოდ, სწამდა ღმერთი და მთელი სიცოცხლის განმავ-
ლობაში საეპისკოპოსო ეკლესიის ფორმალური მრევლი იყო. თუმცა, აღ-
სანიშნავია, რომ რომელიმე კონფესიისაკენ ძლიერ მიდრეკილი არ ყოფი-
ლა. ასევე არსებობს საიმედო საბუთი მისი დეისტობის შესახებ. მიუხედ-
ავად ამისა, ვაშინგტონმა ის დაამკვიდრა, რასაც ინაუგურაციის რიტუალ-
ისას მის შემდეგ ყოველი პრეზიდენტი იმეორებს: „დაე, შემეწიოს უფა-
ლი“.
მეტად აღსანიშნავია ფაქტი, რომ მან უმცირესობაში მყოფ რელიგი-
ათა ინტეგრაცია და მათთვის პატივისცემის უზრუნველყოფა სცადა.
როდ-აილენდის ტუოროს სინაგოგისადმი გაგზავნილი მისი ცნობილი
წერილი შეიცავს ფრაზას: „მოხარული ვარ, რომ იუდაიზმი ამერიკაში არ-
სებულ რელიგიათა შორისაა“. იმავე წერილში იგი ტოლერანტობის იდე-
ას აკრიტიკებს, როგორც უსამართლოსა და უღირსს: „ეს სიტყვა გულის-
ხმობს აზრს, რომ თითქოს ერთი კლასი მოწყალებას გაიღებს მეორეთა მი-
მართ, რათა ამ უკანასკნელთ მიეცეთ შესაძლებლობა, სინამდვილეში სა-
კუთარი, განუყოფელი, ბუნებრივი უფლებით ისარგებლონ“. მისი აზ-
რით, ებრაელნი არ უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ ასატანნი, და რომ ისინ-
იც ამერიკელები იყვნენ. რევოლუციის დღეებში მან აკრძალა ახალინ-
გლისური ზეიმი, რომელსაც „პაპის დღე“ ეწოდებოდა. ვაშინგტონი ამ-
ბობდა, რომ ეს შეურაცხმყოფელი იყო კათოლიკე ჯარისკაცთათვის. ომის
შემდეგ ის ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მიერ ვირჯინიაში საეპისკოპო-

15
სო ეკლესიის სამუდამო „დაფუძნებას“. სამაგიეროდ, გამოდიოდა იდეით,
რომ კანონით გათვალისწინებული გადასახადი ყოველ რელიგიურ
ჯგუფს საკუთარი ეკლესიისათვის ეხადა; ურწმუნოთ კი იგივე თანხა ფი-
ლანთროპიისათვის მოეხმარათ.
ვაშინგტონის რელიგიურ ლიბერალიზმზე საუბარს იმ თემამდე
მივყავართ, რომელიც მას, როგორც მონათმფლობელს, ეხება. იმ დროის-
ათვის თავდაპირველი ცამეტი შტატის მონათა ორი მეხუთედი ვირჯინი-
აში ცხოვრობდა. ვაშინგტონს ასზე მეტი მონა ჰყავდა, რომლებიც მის რამ-
დენიმე ფერმას, მრავალ შენობასა და ულამაზეს მდინარისპირა კარმიდა-
მოს უვლიდნენ. ასაკობრივი სიმწიფის მიღწევისთანავე მას „ამ უჩვეუ-
ლო“ ინსტიტუტის ამორალურობაზე მოუხდა დაფიქრება, რამაც იგი სამ-
ხრეთელი ლიბერალების მხარეს დააყენა. ამჟამად მივიჩნევთ, რომ ამ
პრობლემაზე მთელი სერიოზულობით ვაშინგტონი დამოუკიდებლობის
ომის დროს დაფიქრდა. უცხოელი თუ შინაური მოკავშირენი ერთსა და
იმავე სამართლიან შეკითხვას სვამდნენ - როგორ ერწყმოდა ერთმანეთს
ორი ისეთი ცნება, როგორიც იყო მონათმფლობელობა და თავისუფლები-
სათვის ბრძოლა.
იგი მონათა გათავისუფლების განსხვავებულ გზებს განიხილავდა,
თუმცა გამოთქვამდა შეშფოთებას გაუნათლებელ და უპროფესიო ადამი-
ანთა მიმართ მოსალოდნელი დისკრიმინაციის გამოხატვის შესახებ. ომის
შემდეგ ცდილობდა საკუთარი მონებისათვის განათლების მიცემისა და
გარკვეული თანხის გადაცემას შესაძლო გათავისუფლებისათვის. ამ
მხრივ, მისი პირადი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. მრავალი მონა
მის მეუღლეს, მართას, წინა ქორწინებიდან მოჰყვა. ისინი ამ მანდილოს-
ნის უანდერძოდ გარდაცვლილ ქმარს ეკუთვნოდნენ. ამდენად, ვირჯინი-
ის შტატის კანონით ასეთი მონები არც ვაშინგტონის და არც მისი ცოლის
საკუთრებას არ წარმოადგენდნენ; ისინი ეკუთვნოდნენ ქალის პირველი
ქმრის მემკვიდრეებს. ასე რომ, ვაშინგტონს მხოლოდ საკუთარ მონათა გა-
თავისუფლება შეეძლო, და არა მათი, ვინც მის მეუღლეს თან მოჰყვნენ
ქორწინებისას.
ვაშინგტონმა საკმარის თანხას მოუყარა თავი იმისათვის, რომ თა-
ვისი მონებისათვის საკუთარი სიკვდილისთანავე ეჩუქებინა თავისუფ-
ლება; აგრეთვე იმისათვის, რომ გაეცა მათი შემდგომი ხარჯებისათვის სა-

16
ჭირო მინიმალური თანხა. ყოფილ მონათა შვილების განათლებისა და
სხვა ხარჯებს ვაშინგტონის მემკვიდრეობა 1833 წლამდე იხდიდა; ე. ი. მი-
სი სიკვდილიდან საუკუნის მესამედის განმავლობაში. მონათა თემასთან
მიმართებაში მისი განცდის სიღრმეზე მიგვანიშნებს აგრეთვე ადრეული
საპრეზიდენტო ვადის დროინდელი საუბრები, რომლებშიც იგი გამოთ-
ქვამდა შიშს, რომ ახალგაზრდა ერი ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტა-
ტებს შორის გაიხლიჩებოდა. ამ დროისათვის უკვე ვირჯინიელ მეგობ-
რებს ამცნობდა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება მას ჩრდილოელ-
თა მხარეს დგომას აიძულებდა. ვაშინგტონმა დაჩრდილა ჯეფერსონი და
თითქმის ყველა დამფუძნებელი მამა იმ დიდსულოვნებით, რომელიც
მან მონათა მიმართ გამოიჩინა.

ინსტიტუციური დემოკრატიის ჩამოყალიბება


ვაშინგტონი იმედოვნებდა, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის
გასვლისთანავე მიეცემოდა გადადგომის საშუალება. მაგრამ ჰამილტონსა
და ჯეფერსონს შორის გამწვავებულმა კონფლიქტმა ამის შესაძლებლობა
არ მისცა. მისი ამ ორი გამორჩეული თანამებრძოლისა და სხვათა დაჟინე-
ბული თხოვნით იგი დათანხმდა კიდევ ერთი ვადით სამსახურს. მიუხ-
ედავად იმისა, რომ არ მოსწონდა პარტიების ჩასახვის ფაქტი, იგი ამ პარ-
ტიებს საკუთარი პრეზიდენტობის განმავლობაში მშვიდობიანი გუნდუ-
რი დაპირისპირების უფლებას აძლევდა. ვაშინგტონის გადაწყვეტილება,
თანამდებობაზე დარჩენილიყო, საბედისწერო აღმოჩნდა. მისი მეორე ვა-
დის განმავლობაში ქვეყანაში ახალი, ურთიერთგამთიშავი ვნებები გაჩნ-
და: საფრანგეთის რევოლუციით გამოწვეული მწვავე დაპირისპირება და
დასავლური, ანტისაგადასახადო ამბოხი, რომელიც „ვისკის აჯანყების“
სახელითაა ცნობილი. ამ მოვლენებმა აუცილებელი გახადა პენსილვანი-
ის მთებში ფედერალური ჯარების გაწვევა.
საერთოდ, აშკარაა, რომ ვაშინგტონი შეუცვლელი ქარიზმატული
ლიდერი იყო. მაგრამ ასევე უეჭველია, რომ შეერთებულ შტატებს სწო-
რედ მან მისცა ბიძგი ხელისუფლების კანონიერი რაციონალური სისტე-
მის განვითარებისაკენ, რადგან მტკიცე უარი თქვა საკუთარი სტატუსით
სარგებლობაზე. ვაშინგტონი მოერია ყოველგვარ ცდუნებას, ხელში აეღო
ავტოკრატიული ძალაუფლება ან გამხდარიყო უვადო პრეზიდენტი. იგი

17
თანამდებობიდან ფიზიკურად ჯანსაღი გადადგა და საკუთარ თავს სიკვ-
დილამდე კანონის მორჩილებასთან აიგივებდა. ქარიზმატული ლიდე-
რის მისეულმა ვერსიამ საზოგადოების ევოლუციაზე გადამწყვეტი, ხელ-
შემწყობი გავლენა მოახდინა. მომავალი პრეზიდენტებისათვის პირველი
პაექრობა ჯეფერსონსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯონ ადამსს შორის ჯერ კი-
დევ ვაშინგტონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. შეიქმნა პრეცედენტი
იმისა, რომ თანამედროვე სახელმწიფოს პირველი მეთაური ნებაყოფლო-
ბით, შეგნებულად გადასცემდა ძალაუფლებას კანონიერად არჩეულ მემ-
კვიდრეს (ადამსს). საკმარისი იყო, ვაშინგტონს საპრეზიდენტო ოფისი
სიკვდილამდე დაეკავებინა, რომ თითქმის გარდაუვალი ხდებოდა საპრე-
ზიდენტო მონაცვლეობის პროცესის უკიდურესი გართულება. ნებისმიე-
რი დამარცხებული ეცდებოდა, არ ეცნო შედეგი, და თანამდებობაზე მყო-
ფი ყველა პრეზიდენტი ასევე შეეცდებოდა საკუთარი პოზიციის უვად-
ოდ შენარჩუნებას, როგორც ეს ლათინურ ამერიკაში მოხდა. მაგრამ ვაშინ-
გტონი ოფისში დარჩენის მკრეხელურ იდეას არც კი შესთამაშებია. მან
იცოდა, რომ ჰქონდა დიდი მისია ძალაუფლების შეგნებულად დათმობის
პრეცედენტის დაფუძნებისა. იგი ვერავის მისცემდა უფლებას, რომ მასზე
ეთქვა: „ძალაუფლების სიტკბოებას გაუგო გემო და აღარ ძალუძს ამის გა-
რეშე არსებობა“. ვაშინგტონის რეპუტაცია და მყარი რესპუბლიკისათვის
აუცილებელი პირობების მისეული გაგება მოითხოვდა მის გადადგომას.
ვაშინგტონის პიროვნების ქარიზმატულ ასპექტებს ამერიკის შეერ-
თებული შტატების პოლიტიკური ლიდერები შეგნებულად იყენებენ ახ-
ალგაზრდა ერის იდენტობის შექმნის მიზნით.
1800 წელს, ვაშინგტონის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ, ამერ-
იკაში მყოფმა დიდი ბრიტანეთის ელჩმა ასე დაახასიათა ვაშინგტონისად-
მი მიძღვნილ ცერემონიათა ფუნქცია: „ამ ქვეყნის მოწინავე პიროვნებანი
თვლიან, რომ ეს ცერემონიები ხალხის ჩამოყალიბებისათვის ხელშემწყობ
ფაქტორად გვევლინება. ეროვნულ ხასიათს აქ ჯერ არარსებულ, მაგრამ
აუცილებელ თვისებად მიიჩნევენ. და უთუოდ, თუ თვითშეფასების უნა-
რი ამ ხასიათის ჩამოყალიბებისათვის ის შემადგენელი ნაწილია, რომე-
ლიც ერის კეთილდღეობას განაპირობებს, მაშინ ამერიკელები ნამდვი-
ლად იხეირებენ საკუთარი რევოლუციური ომის საგმირო ამბების პერი-
ოდული გახსენებებითა და ვაშინგტონის ქება-დიდების ხშირი გამეორებ-

18
ით. ჰიპერბოლურ შეძახილებსა და კითხვითი ტონის შემცველ პანეგერი-
კებს აშკარა ზეგავლენის მოხდენა ძალუძთ ახალგაზრდა მსმენელთა გო-
ნებაზე და მათში სიამაყის გრძნობის გაღვივებაზე. ეს ყველაფერი უცხო-
ელთა ყურთათვის, რაღა თქმა უნდა, საკმაოზე მაღალი ჟღერადობის ხმა-
ურია“.
ვაშინგტონის მნიშვნელობა შეერთებულ შტატებში ინსტიტუციუ-
რი დემოკრატიის ჩამოყალიბებისათვის შეიძლება ასე შეჯამდეს:
1.გახლეჩის პირას მყოფ მცირე, მყიფე და ახალი პოლიტიკური ერ-
თეულის წიაღში მან ერთპიროვნულად შექმნა საფუძველი ერთობისათ-
ვის. მისი უდიდესი პრესტიჟი აიძულებდა სხვადასხვა დაჯგუფებათა
ლიდერებს და მთლიან საზოგადოებას, რომ აღიარებულ იდეალთა ერ-
თგულნი დარჩენილიყვნენ.
2. ვაშინგტონი მუხლჩაუხრელად იღვწოდა კონსტიტუციური მმარ-
თველობისათვის, როგორც იდეურად, ისე პრაქტიკულად. იგი არ იშურ-
ებდა რჩევებს მათთვის, ვინც ადმინისტრატორებისა და მმართველობის
მანქანის განვითარების პროცესში ჩაბმულიყო. მან შეინარჩუნა ძალაუფ-
ლება საკმაო დროით, რომ ჩანასახის მდგომარეობაში მყოფ პარტიათათ-
ვის კრისტალიზაციის საშუალება მიეცა, თუმცა პერსპექტივა მაინცდამა-
ინც არ ხიბლავდა.
3. საპრეზიდენტო ოფისიდან ნებაყოფლობითი წასვლით მან და-
ნერგა პრეცედენტი, რომელმაც ძალაუფლების მემკვიდრეობის პრობლე-
მას შესაფერისი რესპუბლიკური მიდგომა დაუპირისპირა.
ახალგაზრდა სახელმწიფოთა უმრავლესობას, რომელთაც ქარიზმა-
ტული ლიდერი ჰყოლიათ, ჩამოთვლილი სამი მისიის მხოლოდ პირვე-
ლი ნაწილისათვის თუ გაურთმევია თავი. ამ დროს ქარიზმატული ლი-
დერი სამშობლოს ფუნქციას ასრულებს, იმ სიმბოლოსი, რომელიც დამო-
უკიდებლობის მოპოვებამდე არსებული ერთობის სულის შენარჩუნებას
ემსახურება. დანარჩენი ორი მისიის უგულებელყოფა წარმოშობს შედეგს,
რომელიც განსხეულდება „ქარიზმატულ პერსონაჟებში, ე. ი. მათში, ვინც,
როგორც წესი, არ აშენებს პოლიტიკური საზოგადოების სიცოცხლისათ-
ვის აუცილებელ ინსტიტუტებს“. და როდესაც ასეთი პიროვნებანი ტოვე-
ბენ სცენას, მეორდება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მრავალ-
ჯერ მომხდარი მოვლენა, რომელიც გამოიხატება სიძნელეში, შენარჩუნე-

19
ბული იყოს ეროვნული ერთობა ჯგუფთა და ინტერესთა კონგლომერაცი-
აში.
მაშინაც კი, როდესაც ჯეფერსონი შიშობდა, რომ პირველი პრეზი-
დენტისა და რევოლუციის გმირის უზომო პოპულარობა ხელს შეუშლი-
და ოპოზიციური პარტიის განვითარებას, ის ხვდებოდა, თუ რის მიღწე-
ვას ცდილობდა ვაშინგტონი, როდესაც განსაკუთრებით ლამობდა სამო-
ქალაქო ღირსებისათვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭებას. ჯეფერსონის
სიტყვების თანახმად, ჯორჯ ვაშინგტონი „გულდასმით იცავდა კანონს
მისი მთლიანი, სამხედრო თუ სამოქალაქო კარიერის განმავლობაში“;
„იგი წარმოადგენდა მოდელს, რომლის მსგავს მაგალითსაც ისტორია ვერ
გვთავაზობს“. პირველი პრეზიდენტის ბრწყინვალე ბიოგრაფი ჯეიმს
ფლექსნერი თხრობას ასე ამთავრებს: „ვაშინგტონმა შეერთებულ შტატებს
მანამდე გაუგონარი ძღვენი მიართვა: უდიდესი პიროვნული ხიბლი, ყო-
ველგვარი საფასურის გარეშე“ .

20

You might also like