You are on page 1of 8

მიუხედავად იმისა, რომ რომის რესპუბლიკამ განახორციელა უამრავი წარმატებული ომი , ის

დროთა განმავლობაში მაინც განიცდიდა კრიზისს. ამ კრიზისი მიზეზები უფრო მეტად


მილიტარისტული გახლდათ, რადგან რომს არ ჰყავდა ძირითადი არმია, რომელიც
გააკონტროლებდა რომაელების დაპყრობილ ტერიტორიებზე სიტუაციას. რომის
რესპუბლიკას არ ჰყავდა მხედართმთავარი, რომელიც იკისრებდა სამხედრო ომებში
წარმატების ვალდებულებას. სწორედ ამ დროს ასპარეზზე ჩნდება გაიუს მარიუსი , რომელიც
შეგვიძლია მივიჩნიოთ ძმები გრახკუსების გზის გამგრძელებლად, რადგან ისიც ღარიბთა
ფენიდან იყო და მაქსიმალურად ცდილობდა ოპტიმატების გავლენა შეემსუბუქებინა
საარჩევნო პროცესზე .გაიუს მარიუსი რომაელთა მხსნელი გამოდგა, რადგან ყველა ის
მილიტარისტული პრობლემა მოაგვარა, რომელიც არსებობდა მარიუსამდე, იგულისხმება
რეგულარული არმია, რომელიც იქნებოდა გაწვრთნილი და ძლიერი, ამავდროულად კი რომს
ჰქონდა ძალიან მძიმე სამხედრო კონფლიქტები, რომლების მოგვარებაც გაიუსმა მისი
საოცარი სამხედრო ნიჭით მოახერხა. მან ჯერ დაამარცხა ნუმიდიის იოგურთა, შემდგომ კი
ბოლო მოუღო ტევტონთა და კიმბრების ტომებს. ყველა ეს წარმატება ერთის მხრივ,
რესპუბლიკის წარმატება იყო , მაგრამ მეორეს მხრივ, ყველამ დაინახა თუ რამდენად
მომგებიანი და შედეგიანია, როდესაც ქვეყანას ჰყავს ძლიერი, ერთპიროვნული ლიდერი,
რომელიც ბიუროკრატიული მარწუხებისგან გათავისუფლებულია და მზადაა საკუთარი
ქვეყანა დაიცვას თავისი მხედრული ნიჭით და ბრძოლის ალღოთი, სწორედ ამის
გამოძახილივეა მარიუსის 5ჯერ კონსულად არჩევაც. რომი გრძნობდა, რომ სჭირდებოდა
მზრუნველი, ვინც გადაარჩენდა ნუმიდიისგან, ტევტონებისგან, კიმბრებისგან - .

სწორედ ამ დროს ასპარეზზე გამოდის ლომ-მელა, გაიუს მარიუს სულა - სხვათაშორის, არც
სულა ყოფილა მდიდარი ოჯახიდან, იგი ახალგაზრდობაშივე იმეცნებს ბერძნულ
ხელოვნებასა და ფილოსოფიას და საბოლოო ჯამში, არისტოკრატიის ნაწილიც ხდება. ის
ძალიან ცბიერი და კარგი პოლიტიკოსი იყო, ამავდროულად უსასტიკესი მეომარიც. სულა ,
როდესაც იგი მითრიდატული ომებიდან გამარჯვებული ჩამოვა რომში მარიუსის მომხრეებს
აქვთ კვლავ ძალაუფლება ხელში ჩაგდებული , მაგრამ პირველად რომის ისტორიაში -
რომაელი მხედართმთავარი იღებს რომს და ამყარებს დიქტატურას. Felix dictator- ბედნიერი
დიქტატორის სახელით შევიდა სულა ისტორიაში. სულას დიქტატურა მეტად მძიმე გამოდგა
მარიუსის მრავალრიცხოვან მომხრეთათვის, რადგან მან მათი სასტიკი დევნა დაიწყო ,
გამოსცა პროსკრიფციები, რომლებიც მარიუსის მომხრეების , ანუ პოპულარების დევნას
ითვალისწინებდა მიზნად. სულაც დიქტატურა დიდხანს არ გაგრძელებულა , იგი გადადგა
და საბოლოოდ მალევე გარდაიცვალა.

სულას მიერ გამარჯვების მოპოვება სამოქალაქო ომში ნიშნავდა იმას, რომ პოპულარები
დამარცხდნენ, მაგრამ ყველა ამჩნევდა რომ ეს მარცხი მხოლოდ დროებითი იყო. სულას
4წლიანმა დიქტატურამ კარგად დაგვანახა, თუ რა სიტუაცია იყო რომის რესპუბლიკაში.
დიქტატორი რომში მხოლოდ 6 თვის ვადაში ხდებოდნენ, მაგრამ სულას ეს ყველაფერი არ
აინტერესებდა. რომაელებმა დაინახეს რესპუბლიკის უსუსურობა ძალაუფლების წინაშე.

ერთის მხრივ, მარიუსის, როგორც რომაელთა მხსნელის ხატი - რომელიც ასევე არ ჰგავდა
რესპუბლიკის ხელწერას, რადგან 5 წლით ზედიზედ კონსულობა არანაირ ჩარჩოში არ
ჯდებოდა, ხოლო შემდეგ ლუციუს კორნელიუს სულას მიერ დამყარებული დიქტატურა
გამოძახილი იყო სამომავლოდ რომში განვითარებული მოვლენებისა, მოვლენებისა , რომლის
სახელიცაა - გაიუს იულიუს კეისარი.

ძვ.წ. პირველი საუკუნის პირველ ნახევარში რომის შიდა პოლიტიკურi ვითარება, არსებითად
არ განსხვავდებოდა გასული საუკუნისაგან. წამყვან ძალას ისევდა ისევ კონსერვატიული
ფრთა წარმოადგენდა, რომის კონფლიქტი აღმოსავლეთში,მითრიდატე პონტოელთან
იმეორებდა იაგურთასთან ომების ხასიათს, ვინაიდან ეს კომფლიქტი ისევ და ისევ არყევდა
და ეჭვქევშ აყენებდა რომის ძლევამოსილებას გეოპოლიტიკურ ასპარეზზე. პონტო იყო
მზარდი ძალა, ქარიზმატული ლიდერით,რომელის წარმატებაც ავტომატურად სხვა
აღმოსავლელი მონარქების რომის წინააღმდეგდაძვრას გამოიწვევდა. თუმცა ამ გამოწვევას
წარმატებით გაუმკლავდა გნეუსპომპეუსი, მოგვიანებით მაგნუსად წოდებული სწორედ ამ
ომებშო მოპოვებული წარმატებისგამო. იგი სარგებლობდა დიდი პოპულარობით როგორც
სამხედროებში ასევე უბრალო მოსახლეობაში, და რაც მთავარია მას ზურგს სენატორები
უმაგრებდნენ, ის იყო მათი ღირსეული პირმშო, რომლის ხელითაც წარმატებულად
ტარდებოდა მათი ინეტრესები. ანუ პომპეუსი არა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა
არამედსენატორთა მარიონეტი იყო, რომლის ამბიციებცი გადახდილ ტრიუმფებს არ
სცდებოდა. მმართველების დასაყრდენი ძალა სამხედროებთან ერთად რომის მდიდარი
მოსახლეობა იყო. ეს კომბინაცია კლასიკური სახეა არისტოკრატიას შერწყმულ
ოლიგარქიული მმართველობის, როდესაც სახელმწიფო იძულებულია ბიზნესის ინტერესები
გაატაროს, ვინაიდან ეს მისი დასაყრდენი ფენაა. სახელმწიფოსთვის კი ყოველთვის საზიანოა
იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ბიზნესისთვის ხელსაყრელია. ეს კომბინაცია
თავისთავშივე გულისხმობს მოსალოდნელ კორუფციასა და ნეპოტიზმს. ამ პერიოდში კი
რომში, სენატორთა უმრავლესობა იყო ერთი უმდიდრესი კაცის მოვალე, რომელსაც მარკუს
ლიცინიუს კრასუსი ერქვა. მისივე სიმდიდრე იყო მისი გავლენების მიზეზი. დაახლოებით
ძვ.წ. 60 წლისთვის კი ხდება ისე, რომ რომის სენატი საყრდენი ძალის ორივე მთავარ
წარმომადგენელს გაანაწყენებს. პომპეუსი პონტოში მიღწეული წარმატების საფასურს
ვერ იღებს, შესაბამისად მისი სამხედროები ვერ იღებენ კუთვნილ ჯილდოს, მიწების
სახით, რაც შობს აჯანყების საფრთხეს, თუმცა მხედართმთავრისადმი პატივისცემა იყო მათი
მოთმინების მიზეზი. პომპეუსს კი კარგად ესმოდა რამდენად ხანმოკლე და მყიფე
იქნებოდა ეს სიმშვიდე. კრარუს კი სურდა აღმოსავლეთის პროვინციების მართვა და
ახალი სიმდიდრეების მოხვეჭვა. მათი ინტერესების გამტარი კი სენატში არ
მოიძებნებოდა. ამ კონფიგურაციამ გზა გაუხსნა ახლად ამობრწყინებულ პოპულარ
პოლიტიკოსს, უპატრიციულესს გაიუს იულიუს კეისარს. მისი კონსულად დანიშვნა
განიხილებოდა სენატში, თუმცა მის წინააღმდეგ გაილაშქრა მარკუს პორციუს კატონმა,
რომელიც თავად იყო კონსერვატიული სენატის კონცეფიცური განსხეულება. და
ყოველმა ამან ჩაუყარა საფუძველი იმ მოვლენას, რომელსაც ჰქვია ტრიუმვირატი, სამთა
მმართველობა , იგივე სამთავიანი ურჩხული, როგორც ციცერონმა უწოდა. ამ იდეის
შემოქმედი კი იყო იულიუს კეისარი, მან დააკავშირა კრასუსი და პომპეუსი ერთმანეთს და
შექმნა ალიანსი. ,, ურჩხულის სამივე თავი’’ მაინც ერთში იყრიდა თავს - კეისრის თავში,
ჭკუაც, ძალაც და ფულიც ახლა კეისრის უმტკიცეს ხელს ეპყრა, რასაც ბოლოს და ბოლოს
უნდა შესწირვოდა თვით არისტოკრატია და მისი ,,რესპუბლიკა’’ . ამას მხოლოდ კატონი
მიხვდა იმთავითე - მუდამ სიმართლის მთქმელი კატონი, მაგრამ მაინც კასანდრას
სიმართლით მთქმელი. გვიან როცა მოსახდენი მოხდება და იტყვიან - რესპუბლიკა
კეისარისა და პომპეუსის ურთიერთგადამტერებამ დააქციაო - კატონი მაშინ უპსაუხებს:
პირიქით, მტრობამ კი არა, დამოყვრებამ და შეკავშირება, დააქციაო.“
ძვ.წ. 60 წელს ეს ალიანსი, სამომავლოდ რესპუბლიკის დამამხობელი და გარდამტეხი
მომენტი რომის ისტორიაში, იწყებდა არსებობას. ხმათა დიდი უმრავლესობით
კონსულად აირჩა გაიუს იულიუს კეისარი, მოერე კონსულად კი არისტოკრატიის
ერთგული შვილი მარკუს კალპურნია ბიბულუსი. პომპეუსმა და კეისარმა თავიანთი
ურთიერთბა დამოყვრებითაც განამტკიცეს, პომპეუსმა შეირთო კეისარის ასული,
რომელიც მოგვიანებით მათი მეგობრობის ერთადერთი შემაკავშირებელი ძაფი იქნება,
ეს ძაფი კი მისი გარდაცვალებით გაწყდება. თუმცა მანამდე ძვ.წ. 59 წელს კეისარი
შეუდგა კონსულობას, როგორც მოსალოდნელი იყო ერთპიროვნულად, იგი არანაირ
ანგარიშსს არ უწევდა სენატსა და მეორე კონსულს, ამისგამო იმდროშივე შეარქვეს consul
sine colegae - უკოლეგო კონსული. (კიდევ ერთი გამონაკლისი რესპუბლიკურ
მმართველობაში) უპირველესად მან სენატს წარუდგინა აგრარული კანონპროეტქი ,
რომელიც კამპანიის, სახელმწიფო მიწების ღარიბებს შორის დანაწილებას გულსოხმობდა.
ასევე, პომპეუსის აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი თანხებით მიწების შესიყდვასა და ამ
მიწების პომპეუსის ვეტრანებში დანაწილებას და იგი ასევე მოითხოვდა პომპეუსის
გაცემული განკარგულებების დაკანონებას აღმოსავლეთში. ბუნებრივია ამ მოთხოვნებზე
სენატორები აღშფოთდნენ და კატეგორიულად აღუდგნენ მის აღსრულებას, ამაზე კეისარმა
განაცხადა : ,, თქვენი ზვიდაობა და გულქვაობა მე მაიძულებს პირდაპირ ხალხს მივმართო’’
და გაეშურა ფორუმისაკნე. სადაც ტრიბუნა გააივსო ხალხითა და პომპეუსის ვეტერანებით.
ტიბერიუს გრახკუსის გზას დაადგა კეისარი და შეახსენა ყველას, რომ ძალაუფლება
ეკუთვნის ხალხს. კეისარი უძლიერესი სიტყვით გამოვიდა ტრიბუნაზე და ხალხში
სულისკვეთება გააღვიძა, შესაბამისად ვერსადიდებით ვეღარ შეძლებდა სენატი მის ნებას
აღდგომოდა, რადგან მისი იარაღი ამ დაპირისპირებაში ხალხი იყო. ეს კანონები შევიდა
ძალაში ,,იულიუსის კანონების’’ სახელით. ,, ტრიუმვირთა ხელში იყო სახელმწიფო , რადგან
მათთან იყო ხალხი და ჯარი.’’ საოცრად პარადოქსალურია იულიუს კეისარის საქმიანობა,
იგი მიილტვოდა და საკმაოდ წარმატებულადაც ერთპიროვნული მმართველობისკენ
დემოკრატიული გზებით. მისი ლეგიტიმაციის წყარო ხალხი იყო. თუმცა კონსულობის ერთი
წელი გავიდა, კეისარის განეიტრალების ფიქრში იყო გართული სენატი, თავის მხრივ
კეისარსაც ეს აფიქრებდა, თუ რა იქნებოდა შემდეგი. ვადის გასვლის შემდეგ სენატმა,
პროვინციათა მმართველობის ნაცვლად, ტყეებისა და საძოვრების ზედამხედველობა
დაუდგინა კონსულებს. ეს იმიტომ, რომ კეისრისთვის მოეჭრათ სიმდიდრისა და გავლენების
მოხვეჭვის გზა, თუმცა კრასუსისა და პომპეუსის შეწევნით ეს გადაწყვეტილება სახალხო
ტრიბუნამ გააუქმა და მიუნიჭა ცისალპიური გალიისა და ილირიკის მმართველობა სამი
ლეგიონით. ამის აღსანიშნავად კეისარმა ხალხს დაურიგა უფასოდ პური და გაუმართა
საცირკო სანახაობა - panem et circenses (პრინციპი რომლითაც მოგვიანებით ოქტავიანე
ავგუსტუსი ხელმძღვანელობდა). უცნაური ის არის, რომ თავად სენატმა იმის იმედით, რომ
ხალხში სიმპატიებს დაიმსხურებდა, კეისარს დაუმატა ტრანსალპიური გალიაც
სამართველოდ და კიდევ ერთი ლეგიონი. ამგავრად კეისარს ემორჩილებოდა მთლიანი
გალია და ოთხი ლეგიონი. ძვ.წ. 58 წელს კეისარი დაიძრა ჩრდილოეთისკენ, პომპეუსი დარჩა
დედაქალაქში. 8 წლის მნაძილზე რომში არეულობა სუფევდა, ძალაუფლება პუბლიუს
კლოდიუს პულხერის ხელში იყო, იგი ხალხისგან სახალხო ტრიბუნის რწმუნებით
აღჭურვილი პირი იყო და იაფასიანი პოპულისტობით, წარმატებულად ინარჩუნებდა თავის
პოზიციებს, მისი ზემგდომი ერთადერთი ძალა იყო ტრიუმვირატი, თუმცა კეისარი შორს
იყო, კრასუსიც აღმოსავლეთში თავის ექსპედიციას ატარებდა, რჩებოდა პომპეუსი ვისაც
უნდა ემართა, თუმცა როგორ უკვე აღვნიშნეთ კარგი მხედართმთავრობა ავტომატურად არ
გულისხმობდა კარგ პოლიტიკოსობას. იგი მარტივად დათრგუნა კლოდიუსმა, შეუბღალა
რეპუტაცია და აბუჩად აიგდო. მალევე კრასუსის ექსპედიცია კრახით დასრულდა იგი
მოკლეს- ტრიუმვირატს გამოიეთიშა მაწონასწორებელი წევრი. კეისარის სამხედრო
წარმატება ჩრდილოეთით რომის ხაზინას ავსებდა, ხალხს პურს და სანახაობას აძლევდა,
მისი პოპულარობა იზრდებოდა და ამით ხალხის გულს კიდევუფრო იგებდა, რაც უფრო
მწველი იყო კეისარის მზე , მითუფრო დიდ ჩრდილს აყენებდა პომპეუსს. ხალხს მოკლე
მეხსიერება აქვს, დაივიწყეს პომპეუსის გმირობები, ამ ყოველივემ კი კეისარი და პომპეუსის
ერთმანეთის კონკურენტებად აქცია. პომპეუსი - არისტოკრატიის უძღები შვილი დაბრუნდა
მამისეული ფრთის ქვეშ, გარდაიცვალა კეისარის ქალიშვილიც და მიიწურა 50 წელიც...
ისტორია მეორდებოდა, დემოკრატები და არისტოკრატები ერთმანეთს დაპირისპირებულები
იბრძვიან გამარჯვებისთვის. სენატი კანონებით ებრძოდა კეისარს და მის მომხრეებს, თუმცა
დიდი იყო კეისრის გავლენა, იგი წარმატებულად იგერიებდა დარტყმებს. საბოლოოდ
სენტამა გამოსცა დადგენილება, რის მიხედვითად გაიუს იულიუს კეისრს დაუყოვნებლივ
უნდა დაეშალა ჯარები, ტრანსალპიური გალია ჩაებარებინა აჰენობარბუსისათვის, ხოლო
ცისალპიური გალია ნონიანუსისათვის და თუ ამას არ შეასრულებდა იგი გამოცხადდებოდა
სამშობლოს მტრად! ამასთან ერთად სენატმა გნეუს პომპეუსს მიანიჭა მთელი საზღვაო და
სახმელეთო ჯარების მთავარსარდლობა და ასე თავისდა უნებურად აღმოჩნდნენ ისინი ომის
გამჩაღებლები. დადგა დრო იმ სულისშემკვერლი მომენტის, რომლის ანალოგიც ცოტა თუ
მოიძებნება კაცობრიობის ისტორიაში. ძვ.წ. 49 წელი კეისარი მდინარე რუბიკონის ნაპირას...
მომენტი როცა გადაწყდა რესპუბლიკის ბედი, კეისარმა კამათელი გააგორა - ALEA IACTA
EST ! წილი ნაყარია ! დაიძრა იულიუსი რომისკენ, გადალახა მდინარე რუბიკონი. (ამ
მდინარეზე ყოველი მხედართმთავარი დაშლილი ჯარბეით უნდა გადასულიყო, და
შესულიყო რომში როგორ კერძო პირი, სხვა გვარად მოქცევა რომის რეპუბლიკისთვის ომის
გამოცხადებას ნიშნავდა.) დაიწყო სამოქალაქო ომი, კეისარს დედაქალაქი უბრძოლველად
ჩაბარდა, სენატი გაიქცა ვინაიდან ჯარების შეკრება ვერ მოასწრო და გადამწყვეტი ბრძოლა -
ფარსალოსი საბერძნეთის ტერიტორიაზე წააგო, მიუხედავად იმისა, რომ მათი ძალა ორჯერ
აღემატებოდა კეისრისას. სამოქალაქო ომის დასრულების მიუხედავად კეისარი დიდხნას არ
დაბრუნებულა დედაქალაქში, ალექსანდრეთი შთაგონებულმა თითქმის მთელ სამყაროს
ლაგამი ამოსდო და დაუმორჩილა რომს. მისი საბრძოლო წარმატებები განსჯის ცალკე
საგანია. რომ დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს, ჩნდება კითხვა - თუ მარიუსისა და სულას
დიქტატორული გამონაკლისების შემდეგ რესპუბლიკამ განაგრძო არსებობა, რატომ იყო
კეისარი მისი აღსასრული? განსხვავებით წინამორბედებისგან. კეისარს არ გამოუცია
პროსკრიფციები და კონფისკაციები, მან ყველამ შეიწყალა და მეტიც, აღადგინა
თანამდებობეზე და მშვიდობის გარანტიები მისცა ყოფილ მტრებს. იგი ილტოვოდა
გადამტერებული სოციალური ფენების შერიგებისკენ. მისი მმართველობის სტილი
მეთოდური და გონებამახვილიური იყო და არა ძალმომრეობასა და სისხლიზღვრაზე
დაფუძნებული, ამის სიმბოლოა მის მიერ პომპეუსის ძეგლის აღდეგნა. კეისარი გდაიქცა
ხალხისა და სახელმწიფოს მამად, პატრონად, ლევიათანად. ის ავტორიტარული
სოციალისტური მეთოდებით მართავდა თავის იმპერიას. პირველი რეფორმა რაც ჩაატარა
იყო - lex lulia municipalis მუნიციპალური კანონი. უმუშევარ უკანასკნელი კატეგორიის ხალხს
ასახლებდა პროვინციებში და ასაქმებდა თავისი გრანდიზოული პროეტქების მშენებლობაში.
გაილაშქრა ბოროტმოქედების წინააღმდეგ საპატრულო მოდელის შექმნით. არისტოკრატია
ვალებში იხრჩობოდა ,,იაგურთას ომის დროიდან’’ კეისარმა მათაც უშველა, იგი გასცემდა
გულუხ ძღვენებს და კანონდემბლობაში გატარებული რეფორმებით აწესრიგებდა
კრედიტორებისა და მოვალეების ურთიერთობას. უმნიშვნელოვანესია მისი პოლიტიკა
დაპყრობილ ტერიტორიებზე, მან ადგილობრივებს მისა იდენტობა ანუ ფართო
თვითმრთველობის უფლება, სამართალწარმოების და წარმომადგენლის ყოლის. ამგვარად
იგი იყო ყოველი პროვინციის მფარველი. მისი პოლიტიკა ემსახურებოდა ისეთი
სახელმწიფოს შექმნას, რომლის შემადგენლობაში ყოფნა სასურველი იქნებოდა
ადგილობრივებისთვის კეისარს ესმოდა, რომ მათი რეპრესირებით მხოლოდ და მხოლოდ
ამბოხს და აჯანყების სურვილს გამოიწვევდა მათში. სწორედ ეს არის პირველი გამოწვევა
იმპერიის, შეინარჩუნოს დაპყრობილი ტერიტორიები, რომლის მოსახლეობაც ჭრელია.
მოკლედ რომ ვთქვათ კეისარს არ გამორჩენია არც ერთი დარგი მოუწესრიგებელი, მან არა
თუ რომი მოამზადა იმპერიულ ხანაში გადასასვლელად, არამედ საერთოდ იმპერიული
მოდელი შექმნა, ერპიროვნული მმართველით, სადაც სენატი, უბრალოდ მისი
განკარგულებების შემსრულებელია. გაიუს იულიუს კეისარის ნაწარმოები სწორი პოლიტიკა,
რომელიც კეთილდღეობის მომტანი იყო არა მხოლოდ მოქალაეებისათვის, არამედ სხვა
ხალხებისთვისაც გახდა რწმენის საბაბი კეთილსინდისიერი ერთმმათველის. სიცოცხლის
ბოლომდე, იგი ინარჩუნებდა ფორმალობას და დიქტატორად რჩებოდა კანონიერად, სენატის
მიერ მინიჭებული ვადით. ამით ის ხალხს ნელნელა, მათგან შეუმჩნევლად აგუებდა და მათ
ცნობიერებაში ამწიფებდა ნიადაგს ერთპიროვნული მმართველისთვის, რომელიც
მოგვიანებით მისი მემკვიდრე გახდება, იმპერატორების ათვლაც იწყება ოქტავიანე
ავგსტუსიდან და არა კეისრიდან.
ამ მოცემულობით გამოვიდა ისე, რომ ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 700 წლის წინ
დაიგმო რომაელთა ცნობიერებაში, გახდა დემოკარტი და იმ ფუნდამენტური სოცალიური
ხასიათის ინტერესების დამკმაყოფილებელი, რის მოტივზეც იქნა უარყოფილი
თავდაპირველად. საპირწონედ შექმნილი რესპუბლიკური ინსტიტუტი კი კონცეფციურად
არ მსახურებდა თავის თავს. ამ მოვლენებმა ცხადჰყო, რომ იმდროინდელი საზოგადოების
ანტიპათია არა ერთპიროვნულ მმართველობას მიემართებოდა, არამედ იმ მოვლენებს რაც
გამოცდილებით ამგვარ მმართველობას ახლავდა. ძვ.წ. პირველ საუკნეში კი საზოგადოების
ზემოთხსენებული წნეხი მომდინარებდა არისტოკრატიიდან, თავდადებული
კონსერვატიორი სენატორებისგან, შესაბამისად არსებითი მნიშვნელობა არ ექნებოდა ამ
წნეხქვეშ ერთი კაცი ამყოფებდათ თუ პარტია. რესპუბილკა და სენატი ხალხისგან იყო
ლეგიტიმირებული, ნდობის გამცხადების საფუძველზე. ამ ნდობის ცუდად გამოყენების
გამო, ეხსენბოდათ გზა ყოფილ დიქატორებს. უკანასკნელ პერიოდში სწორედ იაგურთასთან
ომების დროს, სენატი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა. კონსერვატორები ებრძოდნენ
კეისარს და მისგან მომდინარე საფრთხეს, რაც თუნდაც ძალაუფლების მემკვიდრეულად
გადაცემაა, როცა თავად სენატი ათწლეულების მანძილზე დაკომპლექტებული იყო
რამდენიმე ოჯახის წარმომადგენლებით, და მათ შთამომავლებსაც ასევე მემკვიდრეულობით
გარანტირებული ჰქონდათ თანამდებობები. ისინი სულაც არ იყვნენ კატონების ოჯახის
მსგავსინი, რომლებიც მართლაც ღირსეული რესპუბლიკელები იყვნენ. კლანური
მმართველობით, ერთმანეთის ინტერესების გატანით ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას და
სწორედ ამ პოლიტიკის სიმახინჯეს ავლენდა ომები იაგურთასთან თუ მითრიდატესთან.
კეისარის აპოეგოსი წერტილის დასმა იყო ამ დრომოჭმული მახინჯი მმართველობისა, მისი
მიმეკვიდრეც ღირსეული გამგრძელებელი იყო მისი საქმის. შესაბამისად იმ ეპოქაში
იმპერატორულ ხანაში გადასვლა არა დემოკრატიული პრინციპების უარყოფას არამედ მის
რეალურ ხორცშესხმას გულისხმობდა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები რეალობაში ეს
განსჯის სხვა საგანია. ამ გადმოსახედიდან, როცა სამყარო დაუბრუნდა სახელმწიფოს ცნების
იმ გაგებას, რომლის არქეტიპიც საბერძნეთიდან და რომის რესპუბლიკიდან მოდის,
რომელმაც გადაიხადა რევოლუციები და მოიშორა ობ მოდებული მონარქია, რთულია
დადებითად შეფასება იმ მოვლენების თუ როგორ იყრის ძალაუფლება თავს ერთი ადამიანის
ხელში, თუმცა ეპოქის გათვალისწინებით და იმ დროინდელი პოლიტიკური მდგომაროების
შეფასებით ეს მოვლენები ერთხმად, რომ პროგრესი იყო. გაიუს იულიუსისს პიროვნების
დიდებულების გამოსახატად იმის აღნისვნაც საკმარისია, რომ მისი სახელი ,,კეისარი’
ლინგვისტურად იმპერატორის სინონიმი გახდა და სხვადასხვა ერებსა თუ ენებში
დამკვიდრდა (კაიზერი, ცარი და სხვა).

რომში სენატორების დიდინაწილის უკმაყოფილებას იწვევდა იულიუს კეისარის


ერთპიროვნული მმართელობა და ის ძვ.წ 44 წელს შეთქმულებმა მოკლეს.ამ
გადაწყვეტილებას დიდი გმოხმაურება მოჰყვა რომში. საბოლოოდ, ისინი რომიდან გაიქცნენ.
იულიუს კეისარმა მის მემკვიდრედ გამოაცხადა გაიუს ოქტავიანე. ამის შემდეგ ძვ.წ 43 წელს
შეიქმნა მეორე ტრიუმვირატი. მათი მმართველობა განაწილებული იყო. ამ ტრიუმვირატის
წევრები იყვნენ: ანტონიუსი, ოქტავიანე და ლეპიდუსი. ამ უკანასკნელთა შორისაც ვხვდებით
დაპირისპირებას, რამაც საკმაოდ დიდი კონფლიქტი გამოიწვია. იმის გამო რომ ლეპიდუსს
აფრიკის მხარის მმართველობა ჩაბარდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდება ანტონიუსსა და
ოქტავიანეს სურდათ. მათ შორის გამართული აქციუმის ბრძოლა ძვ.წ.31 წელს ოქტავიანეს
გამარჯვებით დასრულდა და ანტონიუსმა კი თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ ოქტავიანე
ბრწყინვალე პოლიტიკოსობის მიუხედავად არ გამოირჩეოდა სამხედრო ნიჭით. იგი
აქციუმის ბრძოლაშიც კი არ იბრძვოდა, მისი გამარჯვების მომტანი მარკუს ვიფსანიუს
აგრიპა ოყო, მისი სიძე და უახლოესი მეგობარი. მასში მშვენივრად იყო კომბინირებული
მხედართმთავრული და პოლიტიკური ნიჭი. ოქტავიანე ავგუსტისის ხსენებისას, იქვე უნდა
აღინიშნოს- აგრიპაც და მისი გაწეული საქმე. .რაცშეეხება აქციუმში მოპოვებულ
გამარჯვებას, ეს პირველ რიიგში ეგვიპტის აღსასრულს ნიშნავდა, რომმა იგი მიიერთა.
რთული მისახვედრი არ არის რომ ყოველივე ამის შემდეგ ოქტავიანე გახდა რომის
ერთპიროვნული მმართველი - პრინცეფსი და მოგვიანებით ავგუსტუსი ეწოდა.
ოქტავიანემ რომში დაიწყო რეფორმების გატარება. საინტერესო ისაა, რომ ამ დროს
რესპუბლიკური მმართელობის ორგანოები მაინც არსებობდა, მაგრამ კიდევუფრო
შეიზღუდა. ეს ორგანოები იმავეს ქადაგებდნენ რასაც იმპერატორი ამბობდა.ფაქტობრივად
იმპერატორმა დაიმორჩილა ისინი და ის უფლებამოსილება რაც აქამდე ჰქონდათ დაკარგეს.
არც ის არის გასაკვირი რომ უმაღლეს თანამდებობები ოქტავიანეს ხალხმა დაიკავა.
ოქტავიანე ავგუსტუსს სურდა რომის იმპერიის ხელისუფლება მემკვიდრეობით
გადასულიყო მაგრამ მას პოლიტიკურად სუსტი მემკვიდრეები ჰყავდა.

ამ პერიოდში რომი გაძლიერდა როგორც პოლიტიკურად, ასევე კულტურულად.


სახელმწიფოს დედაქალაქი იქცა იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქად. სწორედ ამ
ეპოქაში აშენდა მრავალი აბანო, სასახლე, თაღები, ხიდები და სხვა მრავალი. ასევე
იმპერატორმა დაიწყო კოლეზიუმების მშენებლობა სადაც იმართებოდა გლადიატორების
შეჯიბრებები. ასევე პანთეონის მშენებლობა, რომელიც ასევე აგრიპას სახელთან არის
დაკავშირებული. . პანთეონს ზომით ეგვიპტის პირამიდებსაც კი ადარებდნენ. მისი
დამსახურებაა თეატრალური ხელოვნების წინსვლაც. ავგუსტემ უმკაცრესი კანონები
შემოიღო მონობასთან მიმართებით. მან კატეგორიულად აკრძალა მონისათვის
თავისუფლების მინიჭება.

კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი, რომელიც ძალიან აქტუალური ელემენტია მონარქიის და


რომელსაც სათავეს ოქტავიანე უდებს ეს სახელმწიფოს სულიერი წინამძოლობის შეთვისება
და გაერთიანებაა პოლიტიკურ წინამძღოლობასთან. მხედველობაში მაქვს უმაღლესი
ქურუმის - Pontifex maximus თანამდედობა, რომელსაც კეისარი იმ უმაღლეს პოლიტიკურ
წარმატებამდე იკავებდა. ოქტავიანეს რეფორმით მის შემდეგ ყველა იმპერატორი
ავტომატურად უმაღლესი ქურუმიც იყო, შებსამისად რელგიური ძალაუფლებაც
იმპერატორი ხელში მოაქცია. თუმცა იმდროინდელ რომში სასულიერო გავლენები სუსტი და
უფრო რიტუალური ხასიათის, ახლოს ვერ მივიდოდა ქრისტიანულ ფენომენთან, მაინც
შეგვიძლია მივიჩნიოთ არქეტიპად მაგალითად, ინგლისის მონარქის, რომელიც
სახელმწიფოს მეთაურობასთან ერთდ, ერის სულიერი წინამძღვარიც აირის დღემდე.

ისტორიკოსები საინტერესოდ აფასებენ ოქტავიანეს პიროვნებას და სწორედ ახლა ვისაუბრებ


მათ დასკვნებზე. ისტორიკოსები მას უნიჭიერეს პოლიტიკოსად მოიხსენიებენ. ისინი
წერდნენ, რომ მისი ყოველი გადადგმული ნაბიჯი გათვლილი იყო და სწორედ ამიტომ არ
დაუშვია არცერთი დიდი შეცდომა მმართელობის პერიოდში. მაგრამ ყოველივე ამის ხარჯზე
მან ადამიანობა დაკარგა. ისტორიკოსების შეფასებით ავგუსტუსი გახდა უნაკლო
პოლიტიკოსი, რომელიც თავის როლს ძალიან კარგად ასრულებდა.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იულიუს კეისარის პირადი წარმატების გარდა,
მისი საქმისა და პიროვნების უკვდავყოფაში დიდი წვლილი შეიტანა ოქტავიანე ავგუსტუსმა,
რაც მხოლოდ ხაზს უსვამს მემკვიდრის მნიშვნელობას. მან ყოველ იმ საქმეს, რომელსაც
კეისარმა საუფუძველი ჩაუყარა მისცა განვითარება, რაც არანაკლებ დიდი გამოწვევაა,
რადგან რეფორმებს, ცვლილებებს და ახალი საქმის წამოწყებას შემდგომ სწორი მართვა და
მყარი ფუნდამენტის შექმნა სჭირდება რაც მდგრადობასა და ურყეობას აძლევს სისტემას.
შეიძლება ოქტავიანეს პიროვნებას და მოღვაწეობას თან არ ახლავდა ის პოეტურობა რაც მის
წინამორბედს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება ოქტავიანე უფრო ცივ და
პრაგმატულ ნატურადაც მივიჩნიოთ, რომლის ღვაწლიც არათუ ჩამოუვარდება კეისრისას
არამედ განსაზღვრავს კიდეც მას.

წყაროები:
1. გ. ბოლოთაშვილი, გ. კაციტაძე, მსოფლიო ისტორია
2. ალ. წერეთელი, ძველი რომის ისტორია
3. ლ. სანიკიძე, კეისარიადა
4. Theodor Mommsen, The History of Rome

You might also like