You are on page 1of 1

Offensive realism

შემტევ რეალიზმში მთვარ როლს ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოები თამაშობებ .


აღნიშნულს განაპირობებს მათი გავლენა და ძალაუფლება, რომელიც შესაძლოა მთელს
მსოფლიოზე ვრცელდებოდეს. ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი რო
ლი აქვს საერთაშორისო სისტემაში აუცილებლად უნდა გააჩნდეს თანამედროვე
შეიარაღების დიდი რაოდენობა.

მიუხედავად ამისა, რეალიზმის ამ ფორმას ახასიათებს ლიმიტირებული მსჯელობა .


მაგალითად, ამარტივებს რეალობას და სახელმწიფოთა კომუნიკაციაზე, თუ შესაძლო
დაპირისპირებაზე საუბრისას არ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა მათი
იდეოლოგია, ლიდერები, პოლტიკური ელიტა და სხვა. მთავარი აქცემტი კეთდება,
სახელმწიფოს ძლიერებაზე, რომელიც იძლევა საშუალებას საერთაშორისო არენაზე
გადადგმულ იქნას დრამატული ნაბიჯი. ამასთან ერთად, შემტევი რეალიზმის თეორია
საერთაშორისო სისტემაში წამოჭრილ ყველა კითხვას ვერ ცემს პასუხს . მაგალითად , იგი
ვერ პასუხობს სიტყვაზე, თუ რატომ იყო სსრკ-ამერიკის დაპირისპირება უფრო მძაფრი
1945-63 წლებში, ვიდრე 1963-90 წლებში. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ შემტევი
რეალიზმი არის თეორია, რომელიც ბნელ ოთახში ფანარივით ანათებს, თუმცა არ
შეუძლია ყველა ბნელი კუთხის და დეტალის დანახვა. უმეტესად, ის არაჩვეულებრივი
საშუალებაა სიბნელეში ნავიგაციისთვის.

საერთო ჯამში, ოფენსივ რეალიზმი დესკრიფციული თეორიაა. ის განმარტავს , დიდ


ძალათა ურთიერთობას წარსულსში და ცდილობს იწინასწარმეტყველოს აღნშნული
იმომავალშიც. მიუხედავად ამისა, იგი პრესკრიფციული თეორიაცაა, რადგან მიიჩნევა ,
რომ სახელმწიოფოები ოფენსივ რეალიზმის მიხედვით უნდა ხელმძღვანელობდნენ ,
რათა გადარჩენ საერთაშორისო სისტემაში.

Defensive realism
თავდაცვით რეალიზმს ხშირად ასევე მოიხსენიებენ, როგორც სტრუქტურული რეალიზმი .
თუკი, ოფენსივ რეალიზმის მომხრეები ამბობენ, რომ სახელმწიფოები ერთმანეთს
უპირისპირდებიან ანარქიულ მსოფლიოში ძლაუფლების მოპოვებისთვის , თავდაცვითი
რეალიზმი სრულიად განსხვავებული შეხედულებით გამოდის. სტრუქტურული რეალიზმის
მიმდევართათვის, ძალაუფლების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა სახელმწიფოთა მხირდან
თავდაცვის, გადარჩენისა მშვიდობის ძიების ერთ-ერთი მექანიზმია . მორგენთაუს
თეორიაში ადამიანის ხარბი, მომხვეჭელი და ძალაუფლების მოპოვებისკენ მიდრეკილი
ბუნება განაპირობებს სახელმწიფოთა მიერ ძალაუფლებისკენ ყველაფრის ფასად
სწრაფვას. ხოლო ვოლტსი კი ამბობს, რომ თავდაცვითი რეალიზმის მიხედვით,
აღნიშნულს განაპირობებს მსოფლიოს ანარქიული ბუნება, რომელიც აიძულებს
სახელმწიფოებს თავდაცვისა და გადარჩენისათვის ძალაუფლებისთვის შეერკინონ სხვა
სახელმწიფოებს.

You might also like