You are on page 1of 3

მე გაგაცნობთ ჯონ ლოკს, ლიბერალიზმის მამას, როგორც მას ბევრი უწოდებს.

ჯერ მოკლედ
წარმოგიდგენთ მის ბიოგრაფიას და შემდეგ მას განვიხილავ , როგორც მოაზროვნეს, ანუ
იდეოლოგიური კუთხით.

ჯონ ლოკი დაიბადა 1632 წლის 29 აგვისტოს სომერსეტში, სოფელ ვტინგტონში. მისი
მშობლები პურიტანები იყვნენ. ჯონის ბავშვობის პერიოდში ინგლისი რევოლუციის
ქარცეცხლშიო იყო გახვეული. აღსანიშნავია, რომ ლოკის შეხედულებები სწორედ ინგლისის
რევოლუციის ფონზე ჩამოყალიბდა. და მოგვიანებით მას, როგორც აბოსუტიზმის უდრეკ
ოპონენტს, 1688 წლის ,,სახელოვანი რევოლუციის’’ ფილოსოფოსს უწოდებენ. იგი 10 წლის
იყო, როცა მამამისი ე.წ. პარლამენტის არმიის კაპიტანი გახდა. 1649 წელს მეფე ჩარლზს თავი
მოჰკვეთეს, და ეს რა იდგილასაც მოხდა, ჯონი მის გვერდით მდებარე უესტმინსტერის
სკოლასი სწავლობდა. საინტერესოა, რომ შემდეგ იხსენებს, რომ იმ დროს ბიბლიოთეკაში
იყო და გარედან შემოსულმა ბრბოს ყვირილმა და ყიჟინამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა .

ამის შემდეგ ლოკი ოქსფორდში აბარებს, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ან რავი , რატო უნდა
იყოს, მან მედიცინის სწავლა გადაწყვიტა. მაგრამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ,
როცა ამბიციური ვიგების პარტიის წევრი პოლიტიკოსი , ენტონი ეშლი კუპერი , იგივე პირველი
ერლი შაფტსბერი გაიცნო. კუპერი ოქსფორდს ესტუმრა, რადგან ღვიძლის ინფექცია ჰქონდა
და იმედი ჰქონდა, რომ იქ განკურნავდნენ. სწორედ ასე გაიცნეს ერთმანეთი . კუპერმა ლოკს
შესთავაზა, რომ ლონდონში წასულიყო და მასთან ემუშავა. ლოკი დათანხმდა და სხვათა
შორის ამ წინადადებამ მას ბევრი გზა გაუხსნა. როგორც კუპერის თანმხლები პირი
მონაწილეობას იღებდა მაღალი წრის საზოგადოებაში გამართულ დიდ სამეცნიერო ,
საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ პოლიტიკურ განხილვებში. ამასთანავე მან მოახერხა
შაფტსბერის დაავადება განეკურნა და ერლი მთელი ცხოვრება მისი მადლიერი დარჩა .

ერთ-ერთი კამათის დროს ლოკს ტვინში გაუჯდა კითხვა, თუ როგორ უნდა მოეგვარებინათ
განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელი ადამიანების პრობლემა . ეს ერთ-ერთი
პირველი საკითხი იყონ რაზეც მან საფუძვლიანი მუშაობა დაიწყო. ინგლისში ეს პრობლემა
მწვავედ იდგა - 16 საუკუნეში ჰენრი მერვის მიერ კათოლიკურ ეკლესიასთან გამოყოფის
შემდეგ პროტესტანტიზმსა და კათოლიციზმს შორის მწვავე დაპირისპირება მძვინვარებდა . ამ
პროცესის შესაშერებლად გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მთავრობას რელიგიაზე
ტოტალური კონტროლის დამყარებით და ძალის გამოყენებით უნდა აღმოეფხვრა ეს
პრობლემა. თუმცა ლოკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რწმენის თავისუფლების დასაცავად
გამოვიდა. 1689 წელს თავის წერილში ტოლერანტობის შესახებ მან ჩამოაყალიბა
ტოლერანტობის სამი არგუმენტი: ,,მიწიერ მოსამართლეებს, კონკრეტულად სახელმწიფოს
და ზოგადად ადამიანებს არ შეუძლიათ შეაფასონ რელიგიური შეხედულებების სისწორე ’’.
2. ,,რომც შეეძლოთ, ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიის გავრცელება არასდროს
გამოვიდოდა, რადგან რწმენის შეცვლა ძალადობით შეუძლებელია ’’ და მესამე :
,,ძალდატანებითი რელიგიური ერთგვაროვნება უფრო დიდ სოციალურ არეულობას იწვევს ,
ვიდრე მრავალფეროვნების დაშვება’’. ლოკი ამბობდა, რომ სახწლმწიფოს მთავარი მიზანი
იყო, უზრუნველეყო ადამიანის, როგორც საზოგადოების წევრის მშვიდი და კომფორტული
ცხოვრება და არაფერი ესაქმებოდა ადამიანის სულის გადარჩენაში . მისი მტკიცებით ,
რელიგია ინდივიდუალური არჩევანია და ეკლესიები სახელმწიფოსგან დამოუკიდებელნი
უნდა იყვნენ. ლოკს დიდი დამსახურება მიუძღვის იმაში, რომ რომ ინგლისში ხალხის
აღმსარებლობის გამო დევნა აღარ ხდებოდა.

ლოკი კიდევ აგრძელებდა საქმიანობას. 1689 წელს მან გამოსცა წიგნი ,,მმართველობის ორი
ტრაქტატი’’, რომელშიც ეცადა, პასუხი გაეცა, თუ ვის უნდა ემართა ქვეყანა და რა
ლეგიტიმაციით. იმ პერიოდში გავრცელებული იყო მოსაზრება , რომ პოლიტიკური
ავტორიტეტი ღმერთისგან მოდიოდა. პირველ ტრაქტატში ლოკი ამ მოსაზრებას
დაუპირისპირდა, ხოლო მეორეში გააჟღერა მისი უმნიშვნელოვანესი იდეა , რომ ჰობსისეული
ბუნებითი მდგომარეობის შემდეგ მთავრობის შექმნისას ხალხს ყველა უფლება არ დაუთმია
და არსებობდა ხელუხლებელი, ბუნებითი უფლებები, რომლებსაც ვერცერთი მმართველი
ვერ შელახავდა. ადამიანები ნებაყოფლობით უთმობენ სახელმწიფოს ძალადობის უფლებას ,
რათა მან დაიცვას მათი სიცოცხლე, საკუთრება და თავისუფლება. სამაგიეროდ , ადამიანები
ინარჩუნებენ იმ უფლებებს, რაც მათ სახელმწიფოსთვის არ გადაუციათ . მისი აზრით ხალხს
ასევე აქვს ტირანიის წინააღმდეგ აჯანყების და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების უფლება .

ლოკის ნაშრომებმა დასავლურ ცივილიზაციაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ,


განსაკუთრებით, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, მაგალითად ისეთ
საკითხებში, როგორიცაა სახელმწიფოს სეკულარიზება, ასევე მეორე დამატება იარაღის
ტარების უფლების შესახებ სწორედ ლოკის იდეების გაგრძელებაა. ასევე ლოკის სამი
ძირითადი პრინციპი: სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება
დამოუკიდებლობის დეკლარაციაში აისახა, როგორც სიცოცხლის, თავისუფლებისა და
ბედნიერების უფლება;

საინტერესოა ისიც, რომ ვინაიდან ლოკი ადრეული ლიბერალიზმის წარმომადგებელია, იგი


გარკვეულწილად განსხვავდებოდა დღევანდელი ლიბერალიზმისგან: მართალია, იგი
აღიარებდა, რომ ადამიანები ბუნებით თავისუფალნი და თანასწორნი არიან, მაგრამ
უპირატესობა, რომელსაც იგი საკუთრების უფლებებს ანიჭებდა,

ზემოთ აღნიშნული მეორე ტრაქტატი საინტერესოა იმით, რომ ლოკი მასში ლოკი
ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის ანუ შეზღუდული ძალაუფლების უმთავრეს
პრინციპებს აყალიბებს. ეს მას თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის პირველ
თეორეტიკოსად აქცევს.

წეღანაც ვახსენე, რომ ლოკი აბსოლუტიზმის დიდი მოწინააღმდეგე იყო და ისმა ამ იდეებმა
ინგლისის რევოლუციაზე დიდი გავლენა იქონია.

მისთვის ლიბერალური დემოკრატია არის დემოკრატიის ფორმა, როდესაც პოლიტიკური


ხელისუფლების მოპოვება ხდება პერიოდული არჩევნების გზით ფორმალური პოლიტიკური
თანასწორობის პირობებში

ლოკს კიდევ ერთი დიდი ინოვაცია უკავშირდება, ამჯერად განათლებაში. 1693 წელს თავის
წიგნში ,,აზრები განათლების შესახებ’’.

1684 წელს ერთ-ერთმა არისტოკრატმა, ედუარდ კლარკმა ლოკს რჩევა სთხოვა თავისი
მემკვიდრის აღზრდის შესახებ. ლოკმა პასუხად მრავალი წერილი დაწერა , რომლებიც 10
წლის შემდეგ წიგნად გააერთიანა. ლოკი ძირითადად ემპირისტულ იდეებს აჟღერებდა , რომ
ადამიანის აზროვნება გამოცდილებაზეა დამოკიდებული და ძალიან დიდი გავლენა აქვს იმ
იდეებს, რომლებსაც ადამიანს ბავშვობაში მიაწვდი. ლოკ დიდი წვლილი მიუძღვის დღეს
დამკვიდრებულ მოსაზრებაში, რომ აღზრდის დროს ბავშვთან მოპყრობას მისი მომავალი
განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ თემაზე ბევრს არ გავაგრძელებ ,
პოლიტიკურ იდეოლოგიებს დიდად არ უკავშირდება, მარა ისე ის საინტერესო კია , რო ის
ედუარდ კლარკი, რჩევა ვინც კითხა, ისე მოკვდა რო შვილები არ ყოლია.
ლოკი 1704 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა. ის თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ადამიანი იყო ევროპაში და მისი გავლენები დღასდღეობითაც ძალიან დიდია . სწორედ მისი
დამსახურებაა, რომ ჩვენ გვჯერა რელიგიური ტოლერანტობის და შეგვიძლია ზღვარის
გავლენა მთავრობასა და ტირანიას შორის.

You might also like