You are on page 1of 3

პარიზის საზავო კომფერენცი, ერთა ლიგა

მძიმე იყო ომის შედეგები, როგორც გერმანიისთვის, ისე მსოფლიოსთვის. გერმანიაშ ომის
დამთავრებამდე, 9 ნოემბერს, გერმანიის სამხედრო ხელისუფლებამ, მოაწყო სახელმწიფო
გადატრიალება, ვილჰელმ მეორე აიძლეს უარი ეთქვა ტახტზე და გერმანია დაეტოვებინა.
ყოფილი იმპერატორი ნიდერლანდებში გაიქცა. გერმანიის ხელისუფლებაში 1918 წელს
მოვიდა სოციალისტური პარტიის ლიდერი, ფრიდრიხ ებერტი. ებერტს ომისგან გაწამებულ
მოსახლეობაში ბევრი მომხრე ჰყავდა, თუმცა მას კომუნისტები არ წყალობდნენ და მის
წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი. 1919 წლის 5 იანვარს, გერმანიაში კომუნისტურმა
დაჯგუფებამ, სპარტაკის ლიგამ გადატრიალების მოწყობა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
ძირითადად კომუნისტური და სოციალისტური პარტიების როლის გაზრდა გერმანიაში
განაპირობა ომმა. ებერტმა ჩაატარა საკანონმდებლო ორგანოს რაიხსტაგის არჩევნები, სადაც
მისმა პარტიამ გაიმარჯვა და 1919 წლის 11 თბერვალს ქალაქ ვაიმარში შეიკრიბა ვაიმარის
ახარი პარლამენტი (რაიხსტაგი). ძლიერ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური
ღატაკი ვაიმარის რესპუბლიკა, რომელმაც 1933 წლამდე, ჰიტლერის ხელისუფლებაში
მოსვლამდე იარსება. გემანიამ დაკარგა თავისი ყველა კოლონია. ქვეყანაში გამეფდა შიმშილი
და სიღატაკე. ეკონომიკის სრული კრახი და ჰიპერ იმფლაცია. პირველი მსოფლიო ომის
შედეგი კიდევ ის იყო, რომ დაიშალა ავსტრია უნგრეთის იმპერის, აგრეთვე ოსმალეთის
იმპერია. შეიცვალა ევროპის რუკა. თითქმის ყველა მეომარი ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ
მდგომარეობაში აღმოჩნდა. განსაკუთრებით საფრანგეთი, რადგან 4 წლის მანძლზე მის
ტერიტორიაზე გადიოდა ფრონტის ხაზი. ფრანგი მამაკაცების 27% ომში დაიღპა. ეკონომიკა
და იმფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეული იყო. ბრიტანეთმაც დაკარგა თავისი
ძლიერება და ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. რუსეთის იმპერია დაემხო. ნიკოლოზ მეორე
გადადგა. შემდეგ კი რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა და მთელი რუსეთი მოიცვა
სამოქალაქო ომმა. სამოქალაქო ომში გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და 1922 წლის 30
დეკემბერს, ახალი სახელმწიფო სსრკ შექმნეს. პირველი მსოფლიო ომის დროს კაცობრიობის
არსებობის ისტორიის მანძლზე, ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა 9-10 მილიონი კაცი.
პირველი მსოფლიო ომის საზავო მოლაპარაკებები, ჯერ კიდევ 1918 წლის ოქტომბერში
დაიწყო, როცა დასავლეთის ფრონტზე ამის შესახება არაფერი იცოდნენ. ამერიკის
პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი, შუამავლობდა მეომარ მხარეებს, დამსხდარიყვნენ
მოლაპარაკების მაგიდაზე. ვილსონი გერმანიას პირდებოდა, რომ საზავო ხელშეკრულება არ
იქნებოდა ძალიან მძიმე. ვილსონს მოჰყავდა არგუმენტი მეომერი მხარეების გასაგონად, რომ
თუ გერმანიას მკაცრად მოექცეოდნენ, გერმანელები აუცილებლად იფიქრებდნენ რევანშზე
და შურისძიებაზე. ვილსონმა ვერ შეძლო მოკავშირეთა დარწმუნება. მისი საზავო
დებულება, ეგრეთწოდებული „14 პუნქტი“ მოკავშირეთა სამხედრო მეთაურებისთვის
მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი მოითხოვდნენ გერმანიის სრულ კაპიტულაციას. „14 პუნქტი“
არც პოლიტიკოსებმა მოიწონეს. მაგალითად საფრანგეთის პრემიერმინისტრი ჯორჯ
კლემანსო 14 პუნქტს იდეალისტურ უაზრობად მიიჩნევდა. მან განაცხადა: „ბატონი
ვილსონი თავს მაბეზრებს თავისი 14 პუნქტით, მაშინ როდესაც თვით ყოვლის შემძლე
უფალიც 10-ით კმაყოფილდება“ არც ბრიტანელებს მოსწონდათ 14 პუნქტი და ამბობდნენ:
„ერთხელ გერმანელი ყოველთვის გერმანელია“. ამ დროს ბრიტანეთში საარჩევნო პერიოდი
იყო და ბრიტანელი პოლიტიკოსები ცდილობდნენ საკუთარი ამომრჩევლების გულის
მოგებას და აცხადებდნენ: „თ გერმანელებს მიეცემოდათ სახელმწიფოს შექმენის საშუალება,
ისინი პენს პენზე დადებდნენ და ხელახლა ააღორძინებდნენ გერმანულ მილიტარიზმს
(შეიარაღება)“. ჯორჯ კელმანსოს აზრით, ევროპაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი
საშუალება იყო, გერმანიის იმგვარი დასუსტება, რომ ის ვერასოდეს დამდგარიყო ფეხზე.
პარიზის საზავო კონფერენცია ვერსალის სარკეებიან დარბაზში გაიხსნა 1919წ. 18იანვარს 4
თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო პროცესს არ დაასწრეს გერმანიის მხარე.
გერმანიის დელეგაციას ხელშეკრულების გაცნობის უფლება, მხოლოდ ხელმოწერისას 1919
წლის 28 ივნისს მიეცა. მათი შთაბეჭდილება უმძიმესი იყო. ხელშეკრულების პირობები
მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა. ვერსალის ზავით გერმანიას ჩამოერთა ყველა კოლონია,
ასევე ტერიტორიების ნაწილი ევროპაში. გერმანიას სრულიად ჩამოართვეს სამხედრო
აღჭურვილობა, საბრძოლო ტექნიკა. მათ შორის ფლოტი და აუკრძალე სამხედრო ტექნიკის
წარმოება. დაუტოვეს მხოლოდ 100 000 კაციანი არმიის ყოლის უფლება. დააკისრეს ომის
დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რეპარაციების გადახდა პროდუქციით,
მატერიალური რესურსებით და ასე შემდეგ. ზუსტი ფულადი სარეპარაციო თანხის
განსაზღვრა საბოლოოდ ვერ მოხერხდა მაგრამ ის დაახლოებით 130 მილირდ რაიხს მარკას
უდრიდა. ხელშეკრულება დამნაშავედ ომის გამჩაღებლებად მხოლოდ გერმანიას და მის
მოკავშირეებს ცნობდა. არადა ომის გაჩაღებაში გერმანიასთან ერთად დამნაშავე იყო
სერბეთი, რუსეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. ვერსალის ზავის ასეთი ზედმეტად
მძიმე და უსამართლო პირობები, შემდგომში მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი
გახდა. გაწბილებული დარჩა ვუდრო ვილსონიც, რადგან მოკავშირეებმა არ გაითვალისწინეს
მისი 14 პუნქტი, თუმცა დათანხმდნენ მეთოთხმეტე პუნქტზე, ერთალიგის შექმნაზე. 14
პუნქტის მუხლები იყო: 1. ღია საზავო მოლაპარაკებები. 2. ზღვაზე ნაოსნობის სრული
თავისუფლება. 3. საბაჟო შეზღუდვების გაუქმება. 4. გარანტიების დაწესება, შეიარაღების
შემცირებაზე. 5. კოლონიური საკითხების მიუკერძოებლად მოგვარება. 6. გერმანიის მიერ
რუსეთის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება. 7. ბელგიის გათავისუფლება
და რესტავრაცია (აღდგენა). 8. გერმანიის მიერ საფრანგეთისთვის ყველა ოკუპირებული
ტერიტორიის დაბრუნება, ელზასისა და ლოტარიინგიის ჩათვლით. 9. იტალიის საზღვრების
შესწორება ეროვნული ნიშნით. 10. ავსტრია-უნგრეთის ერებისათვის დამოუკიდებლობის
მინიჭება. 11. გერმანიის მიერ რუმინეთის, სერბეთისა და ჩერნოგორიის გათავისუფლება.
12. ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე ეროვნული ავტონომიების შექმნა. 13.
დამოუკიდებელი პოლონეთის შექმნა. 14. ერთა ლიგის შექმნა. 1919 წლის სექტემბერში
ვილსონმა მატარებლით ტურნე მოაწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ მოსახლეობა
დაერწმუნნებინა ერთალიგის იდეის მხარდაჭერაში. მან ეს ტურნე ვერ დაასრულა.
მოგზაურობის დროს, დამბლა დაეცა და ვაშინგტონში დააბრუნეს. 1920 წელს მარტში,
სენატმა ვეტო (აკრძალვა) დაადო ამერიკის შეერთებული შტატების ერთალიგაში
გაწევრიანებას. კონგრესის სხდომის დასრულებისთანავე, ინვალიდის ეტლში მჯდომმა
ვილსონმა განაცხადა: „ჩვენ გვქონდა შანსი გავმხდარიყავით მსოფლიო ლიდერი. ჩვენ
დავკარგეთ ეს შანსი და მოწმენი გავხდებით ამ ამბის ტრაგიკული შედეგებისა.“. ერებს
შორის გაუგებრობის, ომის თავიდან აცილების და მშვიდობის დამყარების მიზნით, 1919
წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე დაფუძნდა მსოფლიოში პირველი საერთაშორისო
ორგანიზაცია ერთა ლიგა. მისი დამაარსებელი იყო 44 წვეყანა. მის წევრებს შორის არ იყო
ორი უმნიშვნელოვანსი სახემწიფო: აშშ და რუსეთი. ერთალიგა იყო პირველი
საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელსაც უნდა უზრუნველ ეყო მშვიდობა.
ერთალიგის მუშაობას ხელმძღვანელობდა გენერალური მდივანი. ერთა ლიგის შტაბბინა
იყო ჟენევაში. ერთალიგის ორგანოები იყო: ერთალიგის საბჭო, რომელიც შედგებოდა 4
მუდმივი (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია) და 4 არჩევით წევრისგან.
ერთალიგის მეორე ორგანო იყო მსოფლიო პარლამენტი. თითოეულ ქვეყანას ქონდა ერთი
ხმა და ვეტოს უფლება, რამაც არაქმედითუნარიანი გახადა ერთა ლიგა, ვინაიდან
მნიშვნელოვანი საკითხები ხშირად იბლოკებოდა. მესამე ორგანო იყო საერთაშორისო
სასამართლო, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ჰააგაში და შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან
არჩეული 15 მოსამართლისგან და განიხილავდა ქვეყანათაშორის დავებს. ერთა ლიგას
გააჩნდა სხვა სტრუქტურებიც: სამანდანტო კომისია, განიარაღების კომისია, ბავშვთა
ჯანმრთელობის დაცვის და ა.შ. საქართველოს საკითხი მიეღოთ ერთა ლიგაში,
განიხილებოდა 1920 წლის 16 დეკემბერს. 24 სახელმწიფოდან ასარჩევად საკმარისი იყო 16
ხმა. მომხრე აღმოჩნდა 10 წინააღმდეგი 14. საქართველო ვერ გახდა ერთალიგის წევრი.
დიდმა სახელმწიფოებმა, მალე დაივიწყეს გერმანიის მიმართ დადებული მკაცრი
ხელშეკრულება და წაყრუებით ხელი შეუწყვეს გერმანიის რეაბილიტაციას. 1924 წელს
იტალიაში, ქალაქ ლოკარნოში
ჩატარდა კონფერენცია, სადაც დაიდო ხელშეკრულება გერმანიას, ბელგიას, ბრიტანეთს,
საფრანგეთს იტალიას, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის. ამ ხელშეკრულებამ და
გერმანიის მიმართ ევროპის სახელმწიფოთა ორმაგმა სტანდარტმა ხელი შეუწყო გერმანიის
მიღებას ერთალიგაში 1926 წელს. ამიერიდან გემრმანია საერთაშორისო საზოგადოების
თვალში ევროპის ცოფიანი ძაღლი კი აღარ იყო, არამედ მისი სრულიფლებიანი წევრი. 1934
წელს ერთალიგაში მიიღეს სსრკ, რომელიც აგრეთვე გახდა ერთალიგის საბჭოს მუდმივი
წევრი. მხოლოდ 1939 წლის სსრკ- ფინეთის ომის დაწყების გამო გარიცხეს იგი
ერთალიგიდან. ერთა ლიგამ 20-30იან წლებში შეძლო რამდენიმე კონფლიქტის ეფექტურად
მოგვარება. კერძოდ იაპონიის აგრესია მანჯურიაში. გერმანიის მიერ რაინის ოკუპაცია.
იტალიის მიერ ეთიოპიის ოკუპაცია. ეპანეთის სამოქალაქო ომი და გერმანიის აგრესია
ჩეხოსლოვაკიასა და ავსტრიაში. ერთალიგამ იარსება 1941 წლამდე. ამ წელს გაიმართა მისი
უკანასკნელი სხდომა. ხოლო 1946 წლის აპრილში თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

You might also like