You are on page 1of 4

მოლაპარაკების ტაქტიკები (აირჩიეთ 5 ტაქტიკა შესაბამისი მაგალითებით)

სალამი - ამ ტაქტიკის სახელწოდება შემოიტანა უნგრეთის კომუნისტური პარტიის


გენერალურმა მდივანმა მ.რაკოშიმ. ტაქტიკა „ნაჭერ-ნაჭერ“ თანდათანობით, პატარა
ნაწილების მიღებით აღწევთ მთელის ხელში ჩაგდებას.

„სალამი“ ასევე ცნობილია, როგორც „თანდათანობითი სტრატეგია“ (piecemeal strategy).


სალამის ტაქტიკის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ნაცისტური პარტიის მცდელობა,
მიეღწია აბსოლუტური მმართველობისთვის გერმანიაში, რომელიც დაიწყო 1933 წლიდან.
1933 წლის 27 თებერვალს, რაიხსტაგის შენობაში ცეცხლი( Reichstag Fire) გაჩნდა. კომუნისტები
დაადანაშაულე ცეცხლის მოწყობაში, თუმცაღა ბევრი მიიჩნევს, რომ ნაცისტებმა ეს განზრახ
ჩაიდინეს. ჰიტლერის რჩევით იმ დროინდელმა პრეზიდენტმა (ჰინდენბურგმა) ჰიტლერის
დიდი მოთხოვნით ხანძარს უპასუხა და 28 თებერვალს გამოსცა დეკლარაცია (Reichstag Fire
Decree), რომელმაც გააუქმა ჩვეულებრივი უფლებები, რის შედეგადაც პოლიციას უფლება
მიეცა დაპატიმრება სასამართლოს ნებართვის გარეშე მოეხდინა. ამას მოყვა გერმანელების
სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა, შეიზღუდა კომუნისტური პარტია და სოციალ-
დემოკრატიული პარტია, ნაცისტები დაინიშნენ მაღალ თანამდებობებზე, დაახლოებით 10,000
ადამიანი დააკავეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. მალევე მიიღეს საგანგებო
უფლებამოსილების აქტი (Enabling Act). ამ აქტმა ჰიტლერს მიანიჭა სრული ძალაუფლება
(plenary power). მალევე ჰიტლერმა და ნაცისტებმა გააუქმეს პროფკავშირები და კონკურენტი
პოლიტიკური პარტიები, რომლებისგანაც შესაძლო წინააღმდეგობის შანსი არსებობდა.
შეიქმნა ორგანიზაციები სავალდებულო წევრობით, როგორიცაა ჰიტლერის ახალგაზრდობა
(Hitler Youth), გერმანიის გოგონების ლიგა (League of German Girls) და რაიხის შრომის
სამსახური (Reich Labour Service). საგანგებო უფლებამოსილების აქტი განაახლეს 1937 და 1941
წლებში. 1942 წლის 26 აპრილს რაიხსტაგმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ჰიტლერი
გახდა „oberster Gerichtsherr“ ან უზენაესი მოსამართლე, რომელიც მას სიცოცხლისა და
სიკვდილის ძალაუფლებას აძლევდა ყველა მოქალაქეზე. მოკლედ, ნაწილ-ნაწილ ხელში
ჩაიგდო მთლიანი მმართველობა და გახდა ავტოკრატი ლიდერი.
ერთობა - ამ ტაქტიკას იყენებდნენ ამერიკის დიპლომატიური წრეები მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ, რომლებიც პარტნიორობას თავაზობდნენ სხვა ქვეყნებს.

დასავლური საზოგადოების მარცხი, რაც გამოიხატა მათი მარცხით საბერძნეთის


კომუნისტებისგან დაცვის საკითხში, არამარტო საფრთხეს შეუქმნიდა თურქეთს, არამედ
კიდევ უფრო გააძლიერებდა საბჭოთა კავშირის შესაძლებლობას ახალი ომის შემთხვევაში და
თავისათავად დაასუსტებდა დასავლეთს. ტრუმენის დოქტრინა იყო პირველი ნაბიჯი,
რომელიც შეკავების პოლიტიკის კუთხით გადაიდგა, მას მოჰყვა ეკონომიკური და სამხედრო
ინსტრუმენტების ამოქმედება, რისი განხორციელებაც მარშალის გეგმითა და ჩრდილო-
ატლანტიკური კავშირის შექმნით გახდა შესაძლებელი. ტრუმენის სიტყვებით, ამერიკის
პოლიტიკა მიმართული იყო იმ თავისუფალი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც
ეწინააღმდეგებოდნენ შეიარაღებულ უმცირესობებს ან მათ მიერ გარედან განხორციელებულ
ზეწოლას, რომელიც მათი დამორჩილებისკენ იყო მიმართული. ტრუმენი განმარტავდა, რომ
ეს პოლიტიკური რეჟიმები, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ თავისუფალ ხალხებზე, (რაც
დღესაც გრძელდება) წარმოადგენდნენ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და ამერიკის
ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ტრუმანის დოქტრინის მაგალითით და ასევე მარშალის
გეგმით ამერიკული დიპლომატიური წრეები არა მხოლოდ პარტნიორობას ამყარებდნენ
ქვეყნებთან და ეწინააღმდეგებოდნენ კომუნიზმის გავრცობას, არამედ ხდებოდა გაერთიანება
- მაგალითად: თურქეთი და საბერძნეთი „ნატო“-ს წევრები გახდნენ 1952 წელს (ამერიკა 1949
წელს შეუერთდა ნატოს). ასევე შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირიც იყენებდა ერთობის
ტაქტიკას, მცდელობით - გაეფართოვებინა „ვარშავის პაქტის“ წევრთა რიგები.

უმაღლესი ავტორიტეტის შექმნა - მოლაპარაკების დროს მხარეები იყენებენ სხვადასხვა


ავტტორიტეტებს, რომელთა აზრს დიდ ყურადღებას აქცევენ. მეორე მხარემ არ უნდა მიიღოს
ამ ავტორიტეტის აზრი.

უძრავი ქონების დეველოპერი ითხოვს საკრედიტო ხაზს ადგილობრივი საბანკო


ფილიალისგან. ფილიალის მენეჯერის განცხადებით, სესხის გაცემა უარყო სესხის გამცემმა
კომიტეტმა(loan committee) (უმაღლესი ორგანო) ბანკში. დეველოპერი ითხოვს, თუ არსებობს
რაიმე გზა რითაც მოხდება გადახედვა გადაწყვეტილების, რომ მიენიჭოს სესხის აღების
უფლება. ფილიალის მენეჯერი ბოდიშს უხდის, და უცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც
კომიტეტმა უარყო სესხი, მას აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. ეს არის ტიპიური მაგალითი
უმაღლესი ავტორიტეტის - რომლის გავლენითაც ფილიალის მენეჯერი ვალდებულია მიყვეს
მის მითითებებს.

საერთაშორისო ურთიერთობიდან თუ მოვიტანთ მაგალითს, კარგი იქნება თუ


ვახსენებთ კემპ დეივიდის შეთანხმებას(1979). მშვიდობის ხელშეკრულება გაფორმდა
ისრაელსა და ეგვიპტეს შორის, ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ ალ-სადათსა და ისრაელის
პრემიერ მინისტრ მენახემ ბეგინს შორის. მოლაპარაკებას მედიატორობდა ამერიკის
პრეზიდენტი კარტერი, რომელიც ორივე მხარისთვის იყო უმაღლესი ავტორიტეტი.
შესაბამისად ამერიკის ავტორიტეტის გათვალისწინებამ შედეგი გამოიღო და ორივე მხარე
დათმობებზე წავიდა: ეგვიპტე გახდა პირველი არაბული სახელმწიფო, რომელმაც სცნო
ისრაელის დამოუკიდებლობა (სადათი მალევე მოკლეს ამ გადაწყვეტილების გამო), ისრაელმა
კი დაუბრუნა სინაის ნახევარკუნძული ეგვიპტეს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ისრაელი
ამერიკას წარმოაჩენს, როგორც უმაღლეს ავტორიტეტს, ხოლო პალესტინა - არაბულ ლიგას.

ულტიმატუმი - ამ ტაქტიკას უმეტესად იყენებენ ტერორისტები, როდესაც ყავთ მძევლები და


მეორე მხარეს უყენებენ მოთხოვნებს ულტიმატუმის სახით.

შენაუს ულტიმატუმი (Schoenau ultimatum) იყო მძევლების აყვანის ინციდენტი


მარჩეგში, ავსტრიაში პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის ას-საიკას (As-Sa'iqa) მიერ. 1973 წლის
28 სექტემბერს, ებრაელი ემიგრანტები მძევლად აიყვანეს, მათ შორის 73 წლის მამაკაცი,
ავადმყოფი ქალი და სამი წლის შვილი, ავსტრია-ჩეხოსლოვაკიის საზღვარზე სირია-
პალესტინის არაბული ბოევიკების ჯგუფმა, ას-საიკამ. მათ არამარტო თავისუფალი
გასასვლელი მოითხოვეს არაბულ სახელმწიფოში, არამედ ასევე ულტიმატუმი წაუყენეს
ავსტრიის მთავრობას დაეხურათ შონას სატრანზიტო ცენტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში
მძევლებს დახოცავდნენ. ავსტრიის კანცლერმა ბრუნო კრეისკმა დააკმაყოფილა მოთხოვნები
და დაიხურა ებრაული სააგენტოს სატრანზიტო ობიექტი. ევროსაბჭომ ურჩია კრეისკს, რომ არ
დაეკმაყოფილებინა მოთხოვნები, მაგრამ იგი მაინც დათანხმდა და მებრძოლებს მიეცათ
ლიბიაში თავისუფლად გადასვლის საშუალება.
გამიჯვნა - ეს ტაქტიკა „ერთობის“ საპირისპიროა. აქცენტი პრობლემის, რომელიმე საკითხის
მიუღებლობაზე კეთდება.

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბრექსითი. 1975 წლის შემდეგ ბრიტანულ


საზოგადოებას საკუთარი ხედვა არ დაუფიქსირებია ბრიტანეთის ევროკავშირთან ყოფნის
შესახებ. 2016 წლის 23 ივნის, ბრიტანელი ამომრჩევლები ამ კითხვის ქვეშ ისევ დიდი
ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობაზე გამართულ რეფერენდუმში აღმოჩნენ. ეს
რეფერენდუმი პარლამენტის მიერ იყო ორგანიზებული. რეფერენდუმის შედეგების თანახმად
ბრიტანეთს უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი, თუმცა შედეგები ისევ პარლამენტის მიერ უნდა
იქნეს რატიფიცირებული. ბრიტანეთში ყოველთვის არსებობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც
ევროკავშირის წევრობას არ ემხრობოდნენ. თუმცა, ბრიტანული ევროსკეპტიციზმი 2008 წლის
ფინანსური კრიზის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ევროკავშირის წევრობის
მოწინააღმდეგენი არგუმენტად ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში რთულ ეკონომიკურ
სიტუაციას იყენებდნენ. ასე რომ ბრიტანეთის განსხვავებულმა შეხედულებებმა, საკუთარ
პრინციპებზე ფოკუსირებამ, რომლებმაც ფართო მასების ყურადღება მიიპყრეს, ამის გამო
ბრიტანეთმა უარყოფითი რეპუტაცია შეიძინა.

You might also like