You are on page 1of 42

-უცოდინრობა ისლამის კანონებში, შარიათის მიკროსკოპის მეშვეობით.

(არის თუ არა უცოდინრობა გამართლება რელიგიის ფარგლებში?)

- აბუ იუსუფ მადხატ იბნ ჰასან აალი ფარრაჯი.

შესავალი

ღმერთს მივენდობი განდევნილი ეშმაკისაგან, მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის


სახელით.

დიდება ალლაჰს, მას ვემადლიერებით, მისგან დახმარებას ველით, მისგან პატიებას


ვითხოვთ, მას შევეფარებით ჩვენი სულების სიავისგან დ ცუდი საქმეებისგან.

ალლაჰი ვისაც ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, მას არ ეყოლება გზასამბნევი, და ვისაც გზას
აუბნევს მას არ ეყოლება ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი. და ვამოწმებ, რომ არ არსებობს
ღირსეული სათაყვანებელი ალლაჰის გარდა, ის ერთია, არ ჰყავს მოზიარე. და ვამოწმებ რომ
მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია.

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით, და ისე არ


მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები! (ალი იმრან 3:102)

ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი


სულისგან , და გააჩინა მისგან მისი მეწყვილე (მეუღლე), და მათ ორისგან გაამრავლა
უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს,
და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა.უეჭველად, ალლაჰი ზედამხედველია
თქვენი! (ნისა 4:1)

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით!


თქვენი საქმეები გამოასწოროს და სასარგებლო ჰქმნას და გაპატიოს თქვენი ცოდვები. და
ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!
(აჰზაბ 33:70-71)
(ნესაი14:1405)

ამის შემდეგ:

ყველაზე სწორი სიტყვა ალლაჰის წიგნია, გზათგან საუკეთესო მუჰამმადის სუნნეთია,


ყველაზე ცუდი საქმე ისლამში არ არსებულის კეთებაა, ყოველი ისლამში არ არსებული
ბიდ'ათია, და ყოველი ბიდ'ათი გზააბნეულობაა, და ყოველი გზააბნეულობა ცეცხლშია.

ჩვენს დროში ასეთი გაგებები როგორიც არის ქუფრი, შირქი, ბი'და და ამ სტატუსის
ხალხზე მინიჭება, შესაბამისად თაქფირი, ტაფსიყი და სიახლის მოტანაში ბრალდება
ატარებს ბუნდოვან ხასიათს. არსებობს უამრავი ხალხი რომლებიც იმყოფებიან ორ
უკიდურესობაში ამ საკითხთთან მიმართებაში თანამედროვე მურჯიტები ამდაბლებენ
საზღვარს რწმენასა და ურწმუნოებას შორის ისე, რომ მისი მეშვეობით მუსლიმანებს შორის

~1~
მოიპარება ისეთი ხალხი, რომლებიც მუსლიმანები არ არიან. ხარიჯიტები კი ამაღლებენ
საზღვარს ისე, რომ მას ვერ ლახავენ ცოდვილები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არიან
ცოდვილები მაინც მუსლიმანების რიცხვში რჩებიან. ამის მიზეზია რწმენის არსის
არასწორი განსაზღვრა, კერძოდ რწმენის არსი არის ნორმების წყარო თაქფირის საკითხებში.
ამ ეტაპზე (თანამედროვე ეპოქაში) ეგრედწოდებულ მუსლიმანურ სამყაროში დომინირებს
მურჯიტული იდეოლოგია. ის შეძვრა ბევრი "სწავლულის" , "მქადაგებლის " და უბრალო
ხალხის გონებაში, რომლებიც თავიანთ თავებს თვლიან მუსლიმანებად. მურჯიტულმა
კონცეფციამ დაეხმარა ასეთ ინსტიტუტებს როგორიც არის ურწმუნოების, ტაღუთის,
სეკულარიზმის, სუფიზმის და ასე შემდეგ, რომ მათ დაემალათ მათი ურწმუნოების არსი,
რადგანაც მათი სიმბოლოები და დროშები თავისუფლად ფარფატებს "ისლამურ" მიწებზე.
ყოველ სახლში შეიჭრა მათი კანონები, ბავშვები იზრდებიან მათი გაგებით, ახალგაზრდები
ბერდებიან ცხოვრებით, რომელიც გაჟღენთილია მათი სისტემით. როგორც არეულობა
ეფარება ყველაფერს და აღწევს ყველაფერში, ნამდვილი ისლამი ხდება უცნობი და ეული,
რადგან მას უარყოფს ხალხი და ღებულობენ როგორც სიცრუედ. საქმე მივიდა იქამდე, რომ
ის ვინც მიისწრაფის თავჰიდისკენ, ცხადდება როგორც ურწმუნო მიმყოლი მოციქულისა
(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). სუნნათის აღიარება როგორც ბი'დას მიმყოლი, კარგი
ცხადდება როგორც ცუდი, და ცუდი კი როგორც კარგი. ტაღუთმა მიიღო "მუსლიმანთა
წინამძღოლის" სახე. ერეტიკები "გახდნენ", როგორც თავმდაბალი და მორიდებული ხალხი.
სიახლის მომტანებს ისლამში ხალხი ღებულობს როგორც სუნნათის მიმყოლებს,
გარყვნილები და ცოდვილები ხასიათდებიან როგორც სამართლიანები და ღვთისმოსავები.

"30/ 41. გამოიკვეთა უკეთურება ხმელეთზე და ზღვაში იმის გამო, რაც მოიხვეჭეს
ადამიანთა ხელებმა, რათა აწიოს მათ ზოგი რამ იქიდან, რაც ჩაიდინეს, რათა ეგების უკან
დაბრუნდნენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ერთი ჯგუფი მაინც აგრძელებს ჭეშმარიტ გზაზე ყოფნას,


იბრძვიან სიცრუისა და გზააბნეულობის მიმყოლებთან. მათ ვერავინ მიაყენებს ზიანს, ვერც
მოწინაღმდეგეები და ვერც მოღალატეები. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოვა ალლაჰის
ბრძანება ( განკითხვის დღე) ჩვენ ვთხოვთ ალლაჰს გაგვხადოს ერთ-ერთი ამ ჯგუფის
ხალხთა შორის. დღეს ჩვენს თვალწინ იფურჩქნება შირქისა და ქუფრის ყოველგვარი
სახეობა. ისლამური მოძრაობა კი ხელფეხ შეკრულია და არ შეუძლია შეაჩეროს
გზააბნეულობის ჭუჭყიანი დინება. მიზეზი ამისა არის ის, რომ გზააბევისკენ
მომწოდებლები ბოროტი მისიონერები იყენებენ ჩვენს სახეს, ჩვენს სიტყვებსა და
გამოთქმებს. განსაკუთრებით აუარესებს სიტუაციას შემდეგი აზრები, რომელიც არის
გავრცელებული ბოროტი მისიონერების ქადაგებებში, მათი აზრის თანახმად, ყველა წიგნი
მოვლენილია, ყველა შუამავალი იყო გამოგზავნილი, მუსლიმანების ქარქაშიდან ხანჯლები
ამოღებულია, თავები იჭრებოდა, სისხლი იღვრებოდა, ომის ცეცხლი ჩაუქრობელია ახლაც
და ყველაფერი ეს კეთდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მტკიცება " ლა ილაჰა ილლა ალლაჰ"
ყოფილიყო ნათქვამი მხოლოდ ენით, შირქის, ტაღუთების და ურწმუნოების უარყოფის
გარეშე. მდგომარეობა მივიდა იქამდე, რომ მათი თვალსაზრისით, კიდევაც თუ ადამიანმა
არ იცის მტკიცების აზრი, არ ასრულებს მის პრაქტიკულ მნიშვნელობას და მოთხოვნებს, არ
ტოვებს შირქს, და მხოლოდ იმეორებს მტკიცების სიტყვებს ის მაინც ითვლება
მუსლიმანად. აი, ამ მიზეზით მთელ სამყაროს გადაეფარა შირქისა და მუშრიქების ზვავი.
აქედან გამომდინარე ირგვლივ ყველაფერი ჩაეფლო უმეცრების ჭაობში. ცოდნა და
განსაკუთრებით თავჰიდის ცოდნა თითქმის მიწასთან გასწორდა. ამ ყოველივეს მიზეზი -
არის მცდარი აზრი. ბუნებრივი შედეგი მურჯიტების ამ აზრისა არის ის, რომ არცოდნა -
უკეთესია ვიდრე ცოდნა. რადგან, სანამ ადამიანი ამბობს მტკიცების სიტყვებს ის არ არის
პასუხისმგებელი მაშინაც, თუ თავისი საქციელით არღვევს მტკიცებას, თუნდაც ის
ეთაყვანებოდეს საფლავებს, რთულ და ჩვეულებრივ მდგომარეობის დროს, საკუთარ თავს
ანდობდეს გარდაცვლილის მფარველობას, უყვარდეთ ისინი როგორც ალლაჰი უნდა
~2~
უყვარდეთ, ირჩევდნენ ტაღუთის განაჩენს ვიდრე ალლაჰისას. მურჯიტების გაგებით ის
თითქოს არ არის პასუხისმგებელი რადგან ის უმეცარია (ჯააჰილია). თუ ის მოკვდება ამ
მდგომარეობაში ის მუსლიმია, რომელიც ადრე თუ გვიან სამოთხეში მოხვდება. მაგრამ თუ
ასეთ ადამიანს აჩვენებენ არგუმენტებს ( აუხსნიან რწმენას) ის ხდება მცოდნე,
(ავტომატურად) ურწმუნო გახდება, თუ არ გაიწმინდება ზემოთ ჩამოთვლილო ჭუჭყისაგან.
თუ ის მოკვდება ამ მდგომარეობაში მყოფი, მაშინ ის მოხვდება ჯოჯოხეთში, ამავე დროს
ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ხალხის უმეტესობა არ იწმინდება ბოროტებისგან და არ
მიჰყვებიან ალლაჰის ბრძანებებს და აკრძალვებს. აი ამ მუტჯიტების აზრის თანახმად,
უმეცრებას ყოველთვის მიჰყავს ადამიანი სამოთხეში და ცოდნას კი უმეტეს შემთხვევაში
ჯოჯოხეთში. ეს თვალსაზრისი გამოიწვია იმან, რომ მქადაგებლების უმეტესობამ ჩათვალა,
რომ ზედმეტია თავჰიდისკენ მოწოდება. რადგან ხალხის მოწოდება თავჰიდზე ეს ნიშნავს
მათზე დაღუპვისკენ ბიძგს, და მათი ჯოჯოხეთში შესვლის მიზეზს. უბრალო ხალხი ამის
გამო ირჩევს, რომ არ ისწავლონ თავჰიდი. (მათი გაგებით) რა საჭიროა სწავლა თუ ისედაც
მოხვდები სამოთხეში. თავჰიდის სწავლა კი მათ გზაზე წამოჭრის ბევრ პრობლემას და
რათქმაუნდა ამას საბოლოოდ შეუძლია მიიყვანოს ისინი ჯოჯოხეთში. მაშინ რატომ უნდა
გარისკონ? აი რატომ გადაწყვიტეთ ჩვენ დავწეროთ ამ თემაზე წიგნი. წიგნის თემა კი
ასეთია:"

არის თუ არა უმეცრება გამართლება მუშრიქისთვის?

" წიგნი მე გავყავი ოთხ ნაწილად -

პირველი ნაწილი: ამ ნაწილში მე ავხსენი, რომ შირქის თვისება(ადამიანების


დახასიათება, როგორც მუშრიქების, ხალხზე მუშრიქის სტატუსის მინიჭება) სინამდვილეა
მოციქულის მოწოდებამდეც იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს წარდგენილი აქვს შემდეგი
მტკიცებულება:

სიტყვა რომელიც აიღო უზენაესმა ალლაჰმა მათგან, როცა ისინი იყვნენ ჯერ კიდევ
სულების სამყაროში მიწაზე ჩამოსვლამდე. ფიტრა - ბუნებრივობა და გონება, რომელიც
აქვს ყველა ადამიანს, რომელიც აიძულებს, უარყოფითი ფაქტორების უქონლობის დროს
მიმართონ თავჰიდს. მაგრამ სასჯელი ამ სამყაროში , განსხვავებით წოდებისა(მუშრიქი)
ხდება მტკიცებულების წარდგენის შემდეგ.

მეორე ნაწილი

ამ ნაწილში მე ავხსენი ისლამის ელემენტებზე, რომელიც ადამიანმა უნდა იცოდეს და


გამოიყენოს ის პრაქტიკაში იმისთვის, რომ ჩაითვალოს გარეგნულად ქუფრიდან ისლამში
გადასული და შიგა სიტუაციას(გულს) ჩვენ ვუტოვებთ ალლაჰის სასამართლოს.. ეს ნაწილი
მე დავასრულე კავშირის აღწერით რწმენის და მის საფეხურების - ისლამთან. ( გარეგნული
ქმედებებით,)

-მესამე ნაწილი:" ამ ნაწილში მე ავღწერე ადამიანის მდგომარეობა, რომელიც


გარეგნულად ჰგავს მუსლიმს და შემდეგ კი უცოდინრობის შედეგად, სიმართლის მსგავსი
გადაწყვეტილებების ან შეცდომის გამო შევიდა განდგომილობაში( გახდა მურთადი) ან
სიახლეში (ბიდა)

-მეოთხე ნაწილი: ამ ნაწილში მე ვუარყავი ზოგიერთი ეჭვები რომლებიც დათესეს


მოწინააღმდეგეებმა. მე ვეცადე გამოვიყენო ჰადისები მუსლიმისა და ალ ბუხარის
კრებულებიდან, რომ მტკიცებები იყოს სწორი და სანდო. ყველაფერ ამასთან ერთად მე არ
ვამტკიცებ, რომ არ დამიშვია შეცდომა არცერთ საკითხში და საერთოდ შეცდომისგან არ
არის არავინ დაცული. თხოვნაა მკითხველებზე, გამოიყენეთ რაც არის სწორი ამ წიგნში და
შეცდომა კი დაუტოვეთ მწერალს. მე ვთხოვ ალლაჰს მაპატიოს. ჩემთვის საკმარისია, რომ მე
~3~
ვეცადე ჩემი ძალის მიხედვით გავაშუქო ეს პრობლემა. მე შევთხოვ ალლაჰს მიიღოს ეს
წიგნი ჩემგან და გახადოს იმის მიზეზად, რომ მე მივიღო ალლაჰის წყალობა. მე არ
დამიწერია არავისთვის გარდა ალლაჰისა. მშვიდობა და ალლაჰის კმაყოფილება ალლაჰის
მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)მის ოჯახს, საჰაბეებს და ყველას
ვინც მიყვება მის გზას. ქება დიდება ალლაჰს ამ სამყაროს მეუფეს.

შინაარსი
პირველი განყოფილება:

1 თავი: მტკიცებულება იმისა, რომ შირქს აქვს ადგილი მტკიცების


მოსვლამდე(მოციქულის მოწოდებამდე) მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი იმყოფება
უმეცრებაში.

2 თავი: ფატრას პერიოდი - მოციქულების შორის შუალედი, ასეთი პერიოდია როცა


ერთი მოციქულის სწავლება დამახინჯებულია და შემდგომი მოციქული ჯერ კიდევ არ
მოსულა, და ჭეშმარიტებაზე მიყოლის მსურველებს არ აქვთ საშუალება მოიპოვონ ცოდნა.

3 თავი: შირქი და უმეცრება ერთმანეთისგან განუყოფელი თვისებებია. –

- მეორე განყოფილება. მიზეზები იმისა რომ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და სალამი


მას)მოსვლამდე იყო მუშრიქი რეალობაა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არის
უმეცრებაში.

1 თავი: მისაყ - აღებული სიტყვა, უკვე თავისთავად მტკიცებულებაა.

2 თავი: ყველა მონა შექმნილია ფიტრათულლაჰის საფუძველზე - საწყის


ბუნებრივობაზე, რომელიც ადამიანებს მიმართავს თავჰიდისკენ.

3 თავი: ერთადერთობა ალლაჰის თაყვანისცემაში - "თავჰიდ ფილ -ულუჰიია" არის


შედეგი უზენაესის მბრძანებლობის ერთადერთობის " თავჰიდ ფირ რუბუბიია"

4 თავი: ის რომ ხალხისგან იყო აღებული სიტყვა საკმარისი მიზეზია იმისა, რომ ისინი
ჩაითვალონ მუშრიქებად მაგრამ არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ის დაისაჯოს იმ ქვეყნად.
ნამდვილი მიზეზი სასჯელია ეს არის მუშრიქზე არგუმენტის წაყენება.

5 თავი: სიკეთე და ბოროტებ. სიკეთე და ბოროტება შარიათის მტკიცებულების


მოსვლამდე და მოსვლის შემდეგაც.

პირველი განყოფილება
პირველი თავი:

მტკიცებულება იმისა, რომ შირქს აქვს ადგილი მტკიცების


მოსვლამდე(მოციქულის მოწოდებამდე) მიუხედავად იმისა, რომ
ადამიანი იმყოფება უმეცრებაში .
პირველი არგუმენტი:

"9/ 6. და თუ რომელიმე წარმართი(რომელსაც შენ ებრძვი) თავშესაფარს( თუ მოგთხოვს


შენ გარანტიას, რომ მას არ შეეხებიან) გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის

~4~
სიტყვა. მერე(თუ ის მაინც არ მიიღებს ისლამს ) კი უსაფრთხო ადგილას მიიყვანე. ეს
იმიტომ, რომ ისინი უცოდინარი ხალხია."

იმამ ტაბარი ამ აიათის თაფსირში ამბობს:" უზენაესი ეუბნება თავის მოციქულს


(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას):" ეი მუჰამმად, თუ ერთერთი მუშრიქებს შორის,
რომლებთანაც შენ ალლაჰმა გიბრძანა ბრძოლა და მისი მოკვლა, იმის შემდეგ რაც დადგება
აკრძალული თვეები, მოგთხოვს შენ უსაფრთხოების გარანტიას, მაშინ მიეცი მას დრო, რომ
მან მოისმინოს ალლაჰის სიტყვა."

-". შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა. მერე(თუ ის მაინც არ მიიღებს
ისლამს) კი უსაფრთხო ადგილას მიიყვანე. ....."- ეს ნიშნავს რომ უზენაესი ამბობს: თუ
ყველაფრის მერე რაც ის შენგან მოისმენს ალლაჰის სიტყვას და ის არ იმოქმედებს მასზე, ის
არ გახდება მუსლიმანი, მაშინ მიიყვანე ის უსაფრთხო ადგილას."

"ეს იმიტომ, რომ ისინი უცოდინარი ხალხია."- ანუ მიზეზი იმისა, რომ შენ მიიყვან მას
უსაფრთხო ადგილას, არის ის რომ ისინი უმეცარი ხალხია და ვერ გებულობენ ალლაჰის
მტკიცებულებებს. ასევე იმათ არ შეუძლიათ დაინახონ სხვაობა რწმენასა და ურწმუნოებას
შორის. (ტაბარის თაფსირი)

- იმამ ბაღავი ამ აიათის თაფსირში ამბობს:"..რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა.." - ანუ


სანამ არ გაიგებს განსხვავებას დაჯილდოვებულისა (თავჰიდით) და დასასჯელს( შირქით)
შორის.

"...ეს იმიტომ, რომ ისინი უცოდინარი ხალხია."- ანუ იმათმა არ იციან ალლაჰის რელიგია
და თავჰიდი. ამიტომაც მათ სჭირდებათ რომ მოისმინონ ალლაჰის სიტყვა. ჰასანმა თქვა:
მნიშვნელობა ამ აიათისა ნამდვილია(მოქმედებს) განკითხვის დღემდე. (ბაღავის თაფსირი)

- იმამ შავქანმა თქვა ამ აიათის თაფსირში: ანუ ეს იმიტომ რომ იმათმა - დაკარგეს
სასარგებლო ცოდნა, რომელიც აძლევდა მათ საშუალებას გაეგოთ ბოროტებასა და სიკეთეს
შორის განსხვავება. ამ აიათში ადამიანები რომლებსაც ჯერ კიდევ არ გაუგონიათ
მოციქულის მოწოდება - ალლაჰის მიერ მათთვის წარდგენილი მტკიცებულებებით,
მიუხედავად არ ცოდნისა ისინი წოდებულნი არიან როგორც მუშრიქები. ეს აიათი ნათლად
აჩვენებს, რომ იყო მუშრიქი დამახასიათებელია ხალხისთვის, რომელიც ცხოვრობდნენ იმ
პერიოდში როცა შარიათის ნაკვალევი დაიკარგა და ყველა აღმოჩნდა უღრმეს უმეცრებაში.
ასეთ მდგომარეობას ეძლევა სახელი" ჯაჰილიია" - უმეცრება.

იმამ ნავავიმ მუსლიმის მიერ მოყვანილ ჰადისის კომენტარში, რომელიც გადმოგვცა


ჯუდანამ ( მუსლიმ 3/87) თქვა:" "ჯაჰილიია" იგულისხმება დროის პერიოდი მოციქულამდე.
ამ პერიოდს უწოდებენ იმ მიზეზის გამო, რომ ხალხი რომელიც ცხოვრობდნენ ამ პერიოდში
იყვნენ უკანასკნელი დონის უმეცრები. (მუსლიმის შარხი)

იბნ თაიმია ჯაჰილიას განმარტავს შემდეგი სახით:" და იქნება ცნობილი, რომ იმ დროს
როცა უზენაესი აგზავნიდა მოციქულს, ამ სამყაროს ხალხი გარდა ზოგიერთ გაქრობის
გზაზე მყოფ ხალხისა რომლებიც ფლობდნენ წიგნს ( აჰლი ქითაბ) გინდა არაბი, გინდა არა
არაბი იმყოფებოდნენ ალლაჰის რისხვის ქვეშ და ჰქონდათ წართმეული ალლაჰის
სიყვარული. იმ პერიოდში ხალხი იმყოფებოდა ორ შესაძლებელ მდგომარეობაში:

1.აჰლი ქითაბ - მიჯაჭვულნი რომელიმე წიგნზე მიუხედავად იმისა, როგორი იყო ეს


წიგნი დამახინჯებული თუ გაუქმებული. ზოგიერთები აჰლი ქითაბის წარმომადგენლები
იყვნენ მიჯაჭვულნი რელიგიებს რომლის კვალი უკვე გაიბნა, უმეტესი ნაწილი რელიგიისა
უკვე დაკარგული იყო და დავიწყებას მიეცა.

~5~
2. კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს შეადგენდა გაუნათლებელი(რომლებსაც საერთო
არაფერი არ ქონდათ წიგნთან) ადამიანები. ისინი ეთაყვანებოდნენ სხვადასხვა ნივთებს,
რომლებსაც მათი ვარაუდით სიკეთე მოჰქონდათ. ეს შეიძლება ყოფილიყო ვარსკვლავები,
ქვები, საფლავები, ძეგლები ან სხვა რამეები. ხალხი ამ ორივე კატეგორიაში იმყოფებოდნენ
საშინელ უმეცრებაში, ისეთში, რომ მათი ზოგიერთი სიტყვები - სინამდვილეში იყო
უნიკალური ნიმუშები მათი განუვითარებლობის და უმეცრობის - ითვლებოდა ცოდნად.
მათ ზოგიერთ ქმედებებს რომელიც სავსე იყო გაუგებრობით და ბოროტებით
ღებულობდნენ როგორც სიკეთეს. იმ დროის სწავლულების საქმეები იყო ცოდნის
ნარჩენების ძიება, რომელიც იყო შემორჩენილი ძველი მოციქულებისგან, რომლებშიც უკვე
იყო არეული მიკერძოება და ცრუ ცოდნა რელიგიაში სიახლის მომტანების და
შარლატანენის მიერ. ან ისინი ჩართულნი არიან მეცნიერებაში, რომელშიც ცოტა იყო
სასარგებლო და ბევრი მავნე. ისინი ცდილობდნენ მოეძებნათ რაიმე სასარგებლო თავისი
ჭკუით ფილოსოფიის, ბუნებისმეტყველების , მათემატიკის და ეთიკის ფარგლებში,
საბოლოოდ უზარმაზარი ძალისხმევის მერე იმათმა შეძლეს მიეღოთ სულ მცირე ნაწილი
ჭეშმარიტებისა, რომელსაც არ შეეძლო დაეკმაყოფილებინა მწყურვალი და არ შეეძლო მიეცა
სიმშვიდე მძებნელისთვის. ამ ცოდნას არავითარ შემთხვევაში არ შეეძლო შეეცვალა
მოციქულების მიერ მოტანილი ცოდნა, მით უმეტეს, რომ იქ სიცრუე მეტი იყო ვიდრე
ჭეშმარიტება. თუ ყველაფერ ამას დავუმატებთ იმას, რომ ამ პიროვნებებს შორის იყო ღრმა
უთანხმოება, რომ ისინი ძალიან ცოტა რამეებში ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაშინ ხდება
გასაგები უცოდინრობის არსი, რომელშიც იყო ხალხი მოციქულების წინა პერიოდში.
(იყთიდა ას-სირატ ალ- მუსთაყიმ, 2)

- მეორე არგუმენტი:

" 98/ 1 ღვთიური წიგნის მფლობელნი და წარმართნი, რომელთაც უარყვეს ჭეშმარიტება,


სანამ არ მოუვათ ნათელი მტკიცება (ცხადი სასწაული), მანამ არ გაემიჯნებიან
(ურჯულოებას).
2 ალლაჰის მხრიდან წარმოგზავნილი შუამავალი უკითხავს მათ სიცრუისგან განწმენდილ
(ყოველგვარი ეჭვისგან შორს მყოფ) ფურცლებს,
3 მასშია ძირითად საკითხთა უცვლელი კანონები. "

- შავქანი ამ აიათის თაფსირში ამბობს:" ვაჰიდმა თქვა, რომ ამ აიათში ალლაჰი


გვაცნობებს, რომ სანამ მან არ გამოგზავნა მოციქული ურწმუნოებთან, რომ მას ყურანით
აეხსნა მათი შეცდომა , მოეწოდებინა მათთვის რწმენისკენ, ურწმუნოები არ დატოვებდნენ
თავის შირქს და ურწმუნოებას. ამით უზენაესს სურს ახსნას წყალობა, რომელიც მან მათ
აღმოუჩინა მოციქულის გაგზავნით და ამით ისინი მიმართა ჭეშმარიტი გზისკენ იმ ძველ
უმეცრებისგან და გზააბნეულობისგან. (თაფსირ " ფათჰ ალ- ყადირ)

ეს აიათი ნათლად აჩვენებს, რომ ხალხს თან ახლავს იყვნენ მუშრიქები და ურწმუნოები
მანამ სანამ მათზე იყო გამოგზავნილი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას მას) და
ყურანის მტკიცებულება. საერთოდ სალაფების სიტყვებში ყოველთვის გხვდება ერთად
"უმეცრება და შირქი". რთულია ყველა აიათის ჩამოთვლა სადაც მუშრიქებს და ურწმუნოებს
აწერენ უმეცრის და უყურადღებოების თვისებებს. აი ერთერთი იმ უამრავ აიათთაგან.

"62/ 2. იგია, რომელმაც მოავლინა უსწავლელთა შორის შუამავალი მათივე წიაღიდან,


რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და
სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში."

ტაბარანი ამ აიათის თაფსირში ამბობს:" უზენაესი ალლაჰი ამბობს, რომ მანამ, სანამ
ალლაჰმა გაუგზავნა იმ უსწავლელ ხალხს მოციქული, ისინი იყვნენ დაშორებულნი
ჭეშმარიტ გზას და შორს იყვნენ ჭეშმარიტებიდან" ( ატ ტაბარანის თაფსირი)

~6~
- იბნ ქასირი ამ აიათის თაფსირში ამბობს:" ალლაჰმა გამოგზავნა მოციქული, იმიტომ,
რომ იყო ძლიერი საჭიროება. მოციქულების ჯაჭვი იყო გაწყვეტილი, ჭეშმარიტების კვალი
დაკარგული იყო და უზენაესი ალლაჰი განრისხებული იყო ამ სამყაროს ბინადრებზე
არაბებისა და არა არაბების ჩათვლით, გარდა ხალხის პატარა ნაწილისა, რომლებიც იყვნენ
მიჯაჭვულნი პრინციპებზე, რომელიც იყო შემორჩენილი 'ისა მარიამის ძისგან. (იბნ ქასირის
თაფსირი)

ზოგიერთებმა შეიძლება ამტკიცონ შემდეგი სახით:" იმ დროის პერიოდში მუჰამმადამდე


(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) , არსებობდა მტკიცებულება წინა მოციქულებისგან.
მიზეზი ამ ხალხის უმეცრებისა იყო არათუ არ ქონა მოციქულების მტკიცებულებისა,
არამედ ის რომ ხალხმა ზურგი აქცია ამ მტკიცებულებებს. ამიტომაც მუშრიქებად ყოფნა ამ
ხალხისთვის ძალაში იყო" მაგრამ სალაფების გამოთქმა რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ
უარყოფს ამ აზრს იმიტომ, რომ ისინი ახასიათებენ ამ პერიოდს როცა მოციქულების ჯაჭვი
გაწყვეტილი იყო და ჭეშმარიტების კვალი დაკარგული. მაგრამ მე მაინც მოვიყვან ზოგიერთ
აიათებს , რომლებიც ამტკიცებენ, რომ მოციქულების ქადაგებები იყო დაკარგული
მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოსვლამდე და წიგნის მოვლენამდე.

იბნი თაიმიამ თქვა: მუშრიქობა შუამავლების მოსვლამდეც იყო. რადგანაც მუშრიქი,


ალლაჰის თანაზიარის, თანასწორის დამდგენი, ალლაჰთან ერთად სხვა სათაყვანებლების
დამდგენი ვინმეა. ხალხი ამ საქმეებს შუამავლების მოსვლამდეც აკეთებდნენ.
(მეჯმუ'ულ ფეტავა ტომი 20 გვერდი 37-38)

ფატრას პერიოდი
მეორე თავი:
ფატრა - შუალედი მოციქულებს შორის , ისეთი დროის პერიოდი როცა ერთი მაცნის სწავლება
დამახინჯებულია, მომდევნო მოციქული კი ჯერ კიდევ არ მოსულა და ჭეშმარიტების მიყოლის
მსურველებს არ აქვთ საშუალება იპოვონ ის.
აიათი პირველი:" 5/ 19 ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო! უეჭველად, ჩვენი შუამავალი მოვიდა
თქვენთან, ცხად ჰყოფს თქვენთვის, შუამავალთა წყვეტილის შემდგომ. რომ არ თქვათ: არ
გვწვევია ჩვენ არც მახარობელი და არც შემგონებელიო, უკვე მოვიდა თქვენთან მახარობელი და
შემგონებელი. და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი! "
ყურტუბმა ამ აიათის თაფსირში თქვა:" ჩვენი შუამავალი მოვიდა თქვენთან, ცხად
ჰყოფს"- ანუ (მოავლინა)მოციქული, მაცნე ამხსნელი, რომ იმათ(ადამიანებს) არ დარჩეთ
არავითარი არგუმენტი, რომელიც შეუძლიათ წარმოაყენონ, და თქვან: ჩვენ არ გვწვევია არც
მახარობელი და არც შემგონებელი. " წყვეტილის შემდგომ( დიდი ხნის შუალედის-
"ფათრას" შემდეგ) მოვიდა თქვენთან-" ფათრა" ნიშნავს შეჩერებას, ჩაცხრომას. ასევე
ნათქვამია, რომ ეს არის შუალედი ორ მოციქულს შორის. ასეთი ახსნა გადმოგვცა აბუ ალიმ
და სხვა სწავლულებმა. არ- რუმანი ამბობს:" ფათრას მნიშვნელობის მთავარი არსი არის -
რაიმე ქმედების შეწყვეტა, შეჩერება. ( ალ ყურტუბის თაფსირი)

იბნ ქასირმა ამ აიათის თაფსირში თქვა:" ალლაჰმა მოავლინა მუჰამმადი (ალლაჰის


ლოცვა და სალამი მას) , პერიოდში როცა შეწყვეტილი იყო მოციქულების ჯაჭვი და
ჭეშმარიტების კვალი დაკარგული იყო. ამ პერიოდში რელიგია დამახინჯდა, გაიზარდა ცრუ
ღვთაებების: კერპების, ხატების, ჯვრების, ცეცხლის მიმართ თაყვანისცემა. ამიტომაც
ალლაჰის ეს წყალობა იყო დიდი სიკეთე ხალხისთვის. ნებისმიერი ქვეყანა იყო
საზიზღრობებით სავსე, არეულობით და უმეცრებით, ამიტომაც მოციქულის მოვლენა
გახდა საყოველთაო აუცილებლობა, შემორჩენილი იყო სულ ცოტა რაოდენობის ხალხი
დაკავშირებული ფასეულობასთან რომელიც შემორჩა წინა მოციქულისგან. "........ შემდეგ

~7~
ალლაჰმა გადმოხედა დედამიწას და განრისხდა ყველაზე- არაბებზე და არა არაბებზე,
გარდა ნარჩენებისა ისრაელის შვილებს შორის." ( ეს ჰადისი გადმოგვცა იმამ აჰმადმა და
ასევე სხვა ჯაჭვით ნასაიმ და მუსლიმმა)

დედამიწაზე რელიგია დამახინჯდა და აირია მანამდე სანამ ალლაჰმა არ მოავლინა


მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), ამით განუმარტა ხალხს ჭეშმარიტება,
ღვთიური კანონები და გამოიყვანა ისინი უმეცრების სიბნელიდან, და მიმართა ისინი
სწორი გზისკენ. ამიტომაც ალლაჰმა თქვა:" რომ არ თქვათ: არ გვწვევია ჩვენ არც
მახარობელი და არც შემგონებელიო, უკვე მოვიდა თქვენთან მახარობელი და შემგონებელი.
და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი! " ანუ, " ეი თქვენ, რომლებმაც დაამახინჯეთ და შეცვალეთ
თქვენი რელიგია , რომ თქვენ არ თქვათ , რომ თქვენთან არ მოსულა მოციქული, რომელიც
აცხადებს ჯილდოს მიღებაზე და აფრთხილებს სასჯელის შესახებ. აი ახლა მოვიდა
თქვენთან უკვე ასეთი მოციქული" (იბნ ქასირის თაფსირი)

ტაბარი ამ აიათის თაფსირში ამბობს:" ფათრას პერიოდი"- ანუ შუალედი მოციქულების


მოვლენის პროცესში. ფათრა აქ ნიშნავს შესვენებას, შეწყვეტას, გაჩერებას, შუალედს. "რომ
არ თქვათ: არ გვწვევია ჩვენ არც მახარობელი და არც შემგონებელიო, უკვე მოვიდა
თქვენთან მახარობელი და შემგონებელი და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი! "- ეს ნიშნავს,
რომ თქვენ არ თქვათ:"ჩვენთან არ მოსულა გამაფრთხილებელი და მაუწყებელი მოციქული,
ჩვენ გიგზავნით თქვენ მოციქულს, რომელიც აგიხსნით თქვენ. ალლაჰი აცნობებს იმათ,
რომ ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც მათ შეუძლიათ წამოაყენონ თავის
გასამართლებლად გაქრა ალლაჰის მოციქულის მოსვლისთანავე და მათზე უკვე
მტკიცებულებები წარდგენილია. ( ტაბარის თაფსირი)

შავქანი ამ აიათის თაფსირში ამბობს:" რომ არ თქვათ: არ გვწვევია ჩვენ არც მახარობელი
და არც შემგონებელიო, უკვე მოვიდა თქვენთან მახარობელი და შემგონებელი. და ალლაჰს
ძალუძს ყველაფერი! " - ანუ ჩვენ გამოგიგზავნეთ ამხსნელი მოციქული, რომ თქვენ არ
თქვათ ეს საძაგელი სიტყვა( არ ვიცოდით) თქვენი შეცდომების გამართლების მიზნით.
ახლა ნუ ეცდებით თავი გაიმართლოთ რადგან მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
მოვიდა" (ფათჰ ალ- ყადირ)

მეორე აიათი:" 28/ 47 და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის


გამო, რაც წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ
მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით
მორწმუნენი?“
48. და როცა მიუვიდათ ჩემგან ჭეშმარიტება, თქვეს: „რატომ მას არ ებოძა ის, რაც ებოძა
მუსას?“ განა არ უარყვეს ის, რაც წინათ ებოძა მუსას? მათ თქვეს: „ეს ორი ჯადოქრობა
ერთმანეთს ეხმარება.“ და დასძინეს: „უეჭველად, უარვყოფთ ყველას!“

ტაბარი ამ აიათის თაფსირში ამბობს:" უზენაესი ალლაჰი ამბობს: იმათთან ვისთანაც ჩვენ
შენ გაგგზავნეთ, რომ არ დაიწყონ თავის გასამართლებელი საუბარი, ანუ ჩვენ, რომ
მათთვის გვეგემებინა ტანჯვა და სასჯელი იმის გამო, რომ ისინი ჩავარდნენ ურწმუნოებაში,
ცოდვაში და უმსგავსობაში მანამ სანამ გაგგზავნეთ შენ, ისინი დაიწყებდნენ ლაპარაკს:" ო
ჩვენო ღმერთო, სანამ ჩვენზე განრისხდებოდი და გამოგვიგზავნიდი სასჯელს,
გამოგეგზავნა ჩვენთვის მაცნე, მაშინ ჩვენ გავყვებოდით შენი წიგნის აიათებს.
გაღიარებდით ერთადერთს თაყვანისცემაში და ვაღიარებდით შენს მოციქულს შენს
ბრძანებებში და აკრძალვებში." აი მათ ასე, რომ არ ეთქვათ ჩვენ დაუყონებლივ დავსჯიდით
მათ მათი შირქის გამო. მაგრამ ჩვენ გაგგზავნეთ შენ, რომ გაგეფრთხილებინა ისინი
სასჯელზე იმ მიზნით, რომ ადამიანებს არ დარჩენოდათ არავითარი არგუმენტი თავის
გასამართლებელად.(ატ ტაბარის თაფსირი)

~8~
შავქანი ამ აიათის თაფსირში გადმოგვცემს აზ-ზაჯაჯასგან : აიათის არსი ასეთია: მათ
რომ არ დაეწყოთ ასეთი საუბარი, ჩვენ არ გავუგზავნიდით მათ მოციქულს. მიზეზი იმისა,
რომ ჩვენ გავუგზავნეთ მათ მოციქული არის ის, რომ მათ ჩამოერთვათ ყოველგვარი
არგუმენტი. ეს მსგავსია შემდეგი აიათისა:
4/ 165 და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ არ
ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია,
ბრძენია." - აიათის არსი შემდეგია: ჩვენ რომ მოგვევლინა სასჯელი მათთვის მაშინ ისინი
იტყოდნენ:" ალლაჰმა არ გამოგვიგზავნა ჩვენ მოციქული, მიუხედავად იმისა, რომ
შუალედი მოციქულებს შორის გრძელდებოდა დიდი ხანი" ისინი ივარაუდებდნენ, რომ ეს
გამართლებაა მათთვის, მაგრამ სინამდვილეში მათ არ აქვთ გამართლება იმის შემდეგ რაც
მათთან მივიდა მცნებები (სახარება, თორა) მაგრამ ჩვენ გავაძლიერეთ მტკიცებულებები
ხალხის საწინაღმდეგოდ, გაგგზავნეთ შენ და დავასრულეთ ახსნა , რომ ჩამოგვერთვა
მათთვის არგუმენტები. (ფათჰ ალ- ყადირ)

ყურტუბი ამ აიათის თაფსირში ამბობს :" და ეს რომ არ მომხდარიყო" - ანუ მათ რომ არ
მოეყვანათ ასეთი არგუმენტები, ასეთ სასჯელს დაქვემდებარებულები( დამსახურებულ),
მაშინ ჩვენ არ გავუგზავნიდით მოციქულს; ან მათ რომ არ მოეყვანათ ასეთი არგუმენტები
ასეთ სასჯელ დაქვემდებარებულებზე , მაშინ ჩვენ დავსჯიდით იმათ საჯელით
დაუყონებლივ. მოციქულების გამოგზავნის მიზანია ურწმუნოებზე ყოველგვარი
არგუმენტების ჩამორთმევა, რაზეც მითითებულია აიათებში.

"17/ 15. ვინც ჭეშმარიტი გზა გაიგნო, მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც
აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი ცოდვილი არ იტვირთავს
სხვის ცოდვას. და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!
16. და როცა ვინებეთ, რომ გაგვენადგურებინა რომელიმე მხარე, ვუბრძანეთ ფუფუნებით
განებივრებულ მის მცხოვრებლებს, ამის მიუხედავად, უკეთურება ჰქმნეს იქ, ამიტომაც
გაცხადდა სიტყვა მასზე, და ამგვარად გავანადგურეთ ერთიანად! "

"20/ 134 და რომ, უეჭველად, ჩვენ დაგვეღუპა ისინი სასჯელით მანამდე, უთუოდ
იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! ნუთუ არ შეიძლებოდა მოგევლინა ჩვენდა შუამავალი, რომ
გავყოლოდით შენს აიათებს, სანამ შევიქნებოდით დამცირებულნი და დაკნინებულნი?“

ქუშარაიმ თქვა:" მართალია ის, რომ გამოთქმის ახსნა " ვა ლიაუ ლიაია"- შემდეგია:"
თქვენ რომ დაგეწყოთ ასეთი ლაპარაკი, მაშინ არ იქნებოდა თქვენთვის მოციქულის
გაოგზავნის აუცილებლობა იმიტომ, რომ ამ ურწმუნოებს ისედაც არ აქვთ გამართლება,
მათთან ადრეც მიდიოდა მოციქულების მოწოდება( თორა და სახარება). მაგრამ გავიდა
საკმარისად დიდი დრო და ჩვენ რომ ისინი დაგვესაჯა მაშინ მათ შორის იქნებოდნენ,
რომლებსაც შეეძლოთ ეთქვათ, რომ გავიდა დიდი დრო და ეს არის ჩვენი გამართლება.
სინამდვილეში კი მათთან მიდიოდა მოწოდებები. მაგრამ ჩვენ მაინც განვამტკიცეთ
მოწოდება , რომ არ დარჩენილიყო აბსოლოტურად არავითარი არგუმენტი სასჯელის
საწინაღმდეგოდ. ამიტომაც ჩვენ შენ გაგაზავნეთ. ალლაჰმა ჩამოაყალიბა პოზიცია იმის
შესახებ, რომ არ დასჯის მონებს სანამ არ გაუგზავნის მათ მოციქულს. (ყურტუბის
თაფსირი)

იბნ ქასირი ამ აიათის თაფსირში ამბობს: ანუ ჩვენ გაგგზავნეთ შენ იმისთვის, რომ
ჩამოგვერთვა იმათთვის ყოველგვარი არგუმენტი იმაზე, რომ მათთან არ მისულა
მოციქული, რომელსაც ისინი წამოაყენებენ მაშინ როცა ალლაჰი დასჯის მათ მათი
ურწმუნოების გამო. (იბნ ქასირის თაფსირი)

ბაღავი ამ აიათის თაფსირში ამბობს:" არსი აიათისა ასეთია; მათ რომ არ მოეყვანათ თავის
გასამართლებლად ის რომ მათთან არ მისულა მოციქული, მაშინ ჩვენ დავსჯიდით მათ

~9~
დაუყონებლივ. ან თუ ისინი არ მოიყვანდნენ თავის გასამართლებლად იმას, რომ მათთან
არ ყოფილა მისული მოციქული, ჩვენ არ გაგაგზავნიდით შენ და აი ჩვენ გაგგზავნეთ შენ,
რომ ადამიანებს არ დარჩეთ არავითარი არგუმენტი. ( ბაღავის თაფსირი)

ჩვენს მიერ მოყვანილი ორი აიათი ამტკიცებს შემდეგს: ალლაჰს რომ დაესაჯა
ურწმუნოები და მუშრიქები მათი შირქის გამო მანამ, სანამ გაუგზავნიდა მათ მოციქულს ,
მათ შეეძლოთ წამოეყენებინათ არგუმენტი, რომ მათთან დიდი ხანია არ მისულა
მოციქული, რომ ჩამოერთვა ალლაჰს მათთვის ეს არგუმენტი მან გაგზავნა მათთან
მოციქული მუჰამადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). მაგრამ ამასთან ერთად სალაფები
ერთხმოვანნი არიან იმაში, რომ ისინი არ არიან მუსლიმანები, არამედ ისინი არიან
მუშრიქები და ურწმუნოები, მიუხედავად იმისა რომ ისინი იყვნენ სრულ უმეცრებაში.
უთანხმოება არის მხოლოდ იმაში, რომ უმეცარი ურწმუნოები დაუყონებლივ იქნებიან
დასჯილი გამოცდის გარეშე და არგუმენტების წინასწარ წარდგენის გარეშე.

მესამე მტკიცებულება: ნუჰის ხალხის შირქი, რომელიც არის ყველაზე პირველი შირქი
დედამიწაზე. ცნობილია რომ, ადამმა დატოვა მისი შთამომავლები სუფთა
ერთღმერთიანობაზე. მრავარღმერთიანობა გავრცელდა შემდეგ, ერთღმერთიანობის გზის
ნელი ტრანსფორმაციით, შირქში შაიტანის შთაგონებით. როგორც კი გახდნენ ისინი
მუშრიქები ალლაჰმა მათ გაუგზავნა ნუჰი, რომელიც სანდო ჰადისის თანახმად იყო
პირველი მაცნე დედამიწაზე. ზუსტად ასევე ცნობილია, რომ ნუჰი მიმართავდა მის ხალხს
არათუ როგორც მუსლიმანებს არამედ როგორც მუშრიქებს.(როგორც ცნობილია ადამმა მისი
შთამომავალი დატოვა წმინდა თავჰიდზე) ახლა კი იბადება კითხვა: სად არის მაცნე
რომელმაც წარუდგინა მათ მტკიცებულება , რომ მათზე ყოფილიყო მიცემული თვისებები
რომ ყოფილიყვნენ მუშრიქები? ალლაჰმა ბრძანა:

" 2/ 213 ადამიანები ერთ თემად იყვნენ და ალლაჰმა შუამავალნი წარმოგზავნა


მახარობლებად და შემგონებლებად. და ღვთიური წიგნი ზემოავლინა მათთან ერთად
ჭეშმარიტებითურთ, რათა ადამიანთა შორის ის გადაეწყვიტა, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ."

იბნ ქასირმა ამ აიათთან დაკავშირებით იბნ ჯარირისგან გადმოგვცა შემდეგი: ადამსა და


ნუჰს შორის გავიდა ათი თაობა . საწყისში ყველა ისინი მიყვებოდნენ ადამის რელიგიას,
მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ჩავარდნენ უთანხმოებაში . აი მაშინ გაუგზავნა
ალლაჰმა მათ მოციქულები, სიკეთის მაუწყებლები ( ჯილდოს) და მტკიცებლები
სასჯელისა. შემდეგ იბნ ქასირი აგრძელებს:" ადამიანები მანამ სანამ არ გამოვლინდა
კერპების მიმართ თაყვანისცემა, იყვნენ მიჯაჭვულნი ადამის რელიგიაზე. როგორც კი
გამოჩნდა მათში შირქი ალლაჰმა გაგზავნა მათთან ნუჰი - პირველი მაცნე, რომელიც
გამოგზავნა ალლაჰმა დედამიწაზე" (იბნ ქასირის თაფსირი)

იბნი თაიმიამ თქვა: ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ ადამის შემდეგნუჰამდე


მიყვებოდნენ სუფთა ერთღმერთიანობას, მსგავსად მათი წინაპრისა - ადამის. ეს
გრძელდებოდა მანამ სანამ იმათმა არ შემოიტანეს რელიგიაში სიახლე და არ დაუწყეს
თაყვანი კერპებს თაყვანისცემა. იმ დროს როცა მათ ამაზე არ ჰქონდათ მტკიცებულება, არც
მოციქულისგან და არც წიგნიდან. ეს საზიზღრობა იმათმა მოიტანეს შაიტანის შთაგონებით,
რომელმაც შთაუნერგა მათ ცრუ ლოგიკური გადაწყვეტილებები და გალამაზებული ეჭვები.
ერთერთმა ტომმა დაიწყო მტკიცება შემდეგის : უდაოდ, ეს ქანდაკებები არის უდიდესი
სულები, ვარსკვლავების მაგიურობა და ზეცის საფეხურები" მეორე ტომი ამტკიცებდა და
აკეთებდნენ ამ ქანდაკებებს როგორც მორწმუნე ხალხის გამოსახულებებს და ძეგლებს,
რომელიც იყო მათი სიმბოლო სიკვდილის შემდეგ. სხვა ტომმა გააკეთა ეს ქანდაკებები
როგორც დემონური და სატანური სულების სიმბოლოები. სხვა ტომებს კი ჰქონდათ სხვა
წარმოდგენები. უმეტესობა მათ შორის იყო დიდ შეცდომაში იმის გამო, რომ ბაძავდნენ
თავიანთ ლიდერებს და ხელმძღვანელებს. აი მაშინ მოუვლინა მათ ნუჰი უზენაესმა,
~ 10 ~
რომელმაც მოუწოდა ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემისკენ და რომ არ ეცათ თაყვანი
არავისზე გარდა ალლაჰისა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს
ქანდაკებები სიმბოლოა მართლმორწმუნე ხალხისა და სულებისა, რომლებიც
შუამდგომლები არიან მათსა და ალლაჰს შორის და ისინი მათ აახლოებს ალლაჰთან."
( მაჯმუ'ლ ფეთავა 28/ 603-604)

აბდ ბ. ჰუმაიდმა გადმოგვცა აბუ მუტახხარის ნათქვამი, რომ აბუ ჯაფარ მუჰამმად ბ.
ბაქირმა თქვა:" ვადდი ( ერთერთი კერპი ხუთ კერპს შორის რომლებსაც ეთაყვანებოდა
ნუჰის ხალხი) იყო ერთერთი საყვარელი ადამიანი თავის ტომში. როცა ის მოკვდა
ბაბილონელებმა შეიკრიბნენ მისი საფლავის ირგვლივ და დაიწყეს გლოვა, როცა შაიტანმა
დაინახა მათი ტირილი და გოდება, შევიდა ადამიანის ფორმაში, მოევლინა ხალხს და
უთხრა მათ:" მე ვხედავ თუ როგორი დამწუხრებული ხართ, მოდით მე თქვენ გაგიკეთებთ
მის გამოსახულებას ( ქანდაკებას) და თქვენ დააყენებთ მას თქვენი თავყრილობის ადგილას,
ასეთი სახით თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ ის " ისინი დათანხმდნენ და შაიტანმა
გააკეთა ვადდის ქანდაკება და დააყენა ის თავშეყრის ადგილას, ხალხი იქ თავს იყრიდა რომ
ეხსენებინათ ის. როცა იბლისმა ეს გააკეთა და დაინახა, რომ ხალხი აკეთებდა იმას რაც მან
ჩაიფიქრა მან შეტოპა კიდევ უფრო ღრმად და შესთავაზა მათ:" მოდით მე გაგიკეთებთ
გამოსახულებას ყველა სახლში, მაშინ თქვენ შეძლებთ ის მოიხსენიოთ სახლშიც. ისინი
დათანხმდნენ და დაიწყეს მისი სახლში მოხსენიება. მომავალი თაობა ხედავდა თუ რას
აკეთებდნენ წინაპრები და თანდათან, ნელნელა იქნა დავიწყებული უბრალო მოხსენიება
და ხალხი გადავიდა მის თაყვანისცემაზე. ასე გახდა ვადდი პირველი ვისაც დაუწყეს
ხალხმა თაყვანისცემა ალლაჰთან ერთად. "

ყურტუბი გადმოგვცემს, რომ მუჰამმად ბ. ქააბმა თქვა, რომ ადამს ჰყავდა ხუთი ბიჭი:
ვადდი, იაღუსი, ია'უყი და ნასრი. ისინი იყვნენ რელიგიური ადამიანები, როცა ერთერთი
მათგანი მოკვდა ხალხი ძლიერ დამწუხრდა, შაიტანმა უთხრა მათ:" ნუ სწუხხართ, მე
გაგიკეთებთ თქვენ მის გამოსახულებას და როცა მას შეხედავთ გაგახსენდებათ ის. იმათმა
უთხრეს:" მოდი გაგვიკეთე" შაიტანმა გამოძერწა მისი გამოსახულება სპილენძისა და
ტყვიისგან, და დააყენა მათ სალოცავ ადგილას. შემდეგ როცა მოკვდნენ სხვები იყო
გაკეთებული მათი ქანდაკებებიც. დროთა განმავლობაში ცოდნა შემცირდა და ხალხმა
შეწყვიტა ალლაჰზე თაყვანისცემა. შაიტანმა ჰკითხა მათ:" რა გჭირთ თქვენ რატომ არ
ეთაყვანებით" მაშინ იმათმა ჰკითხეს:" ვის ვცეთ თაყვანი?"შაიტანმა უთხრა მათ:" ნუთუ
თქვენ ვერ ხედავთ თქვენს სალოცავს მასში დგას ქანდაკება და თქვენი წინაპრები
ეთაყვანებოდნენ მას" მაშინ იმათმა დაუწყეს თაყვანისცემა იმ ქანდაკებებს და ალლაჰმა
მოუვლინა მათ ნუჰი."

ყურტუბი გადმოგვცემს რომ მუჰამმად ბ. ქააბმა და მუჰამმად ბ. ქაისმა თქვა:" ნუჰის


ხალხის (გამოძერწილი) კერპები იყვნენ მორწმუნე ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ ადამსა
და ნუჰს შორის პერიოდში. მათ ჰყავდათ მიმყოლები როცა ისინი მოკვდნენ, შაიტანმა
გაულამაზა მათ (ხალხს) აზრი, რომ გაეკეთებინათ მისგან გამოსახულება, რომ მათი
შეხედვის დროს იმათ დაემშვიდებინათ თავიანთი სულები და გაეხსენებინათ ისინი და
მათი რელიგიური საქმეები. როცა მოკვდნენ ისინი ვინც გააკეთა ეს გამოსახულებები მათმა
შთამომავლობამ დაიწყო ფიქრი:" ეხ ნეტა ვიცოდეთ ჩვენმა წინაპრებმა რისთვის გააკეთეს ეს
გამოსახულება " შაიტანი მოვიდა მათთან და უთხრა:" თქვენი წინაპრები თხოვდნენ მათ
დახმარებას და ისინი( გამოსახულებები) იცოდებდნენ მათ და უგზავნიდნენ მათ წვიმას"
მაშინ შთამომავლობამ დაუწყო მათ თაყვანისცემა."

ბუხარი გადმოგვცემს იბნ აბბასის სიტყვებს:" ნუჰის ხალხის კერპები გადმოვიდნენ


არაბებთანაც . სინამდვილეში ისინი იყვნენ ღვთისმოსავი ხალხი, როცა ისინი მოკვდნენ
შაიტანმა შთააგონა გაეკეთებინათ მათი ქანდაკებები და დაეწყოთ ისინი იმ ადგილებში,

~ 11 ~
სადაც ისინი ცხოვრობდნენ და მიეცათ მათთვის სახელები, რომ მათ შეძლებოდათ მათი
გახსენება ყოველთვის(გაეხსენებინათ მათი მითითებები, შესაბამისად ალლაჰიც) და
იმათმაც გააკეთეს. მათ თაყვანს არავინ სცემდა, სანამ არ გარდაიცვალნენ ისინი ვინც ეს
ქანდაკებები გააკეთა და ცოდნა ამ საკითხში არ დაიკარგა შემდეგ გავრცელდა ამ
ქანდაკებებზე თაყვანისცემა. " ( ბუხარი, თაფსირ ალ ყურან სურა 71)

მიაქციეთ ყურადღება იბნ აბბასის სიტყვებს" საწყისში ამ ქანდაკებებს არავინ არ


ეთაყვანებოდა, მიზეზი იმისა, რომ მათ დაუწყეს თაყვანისცემა ეს იყო ცოდნის დაკარგვა და
უმეცრების გავრცელება. ყველასთვის ცნობილია, რომ როგორიც არ უნდა იყოს მუშრიქი , ის
ყოველთვის ვარაუდობს, რომ რელიგია რომლითაც ის ცხოვრობს, აახლოვებს მას
უზენაესთან. არავინ არ ეცდება მიუახლოვდეს ალლაჰს, მეთოდით, რომელსაც თვითონ
თვლის სიცრუედ. შირქის წყარო დაუმორჩილებლობისგან განსხვავებით თითქმის
ყოველთვის არის რაღაცის რწმენა .ცოდვების წყარო (დაუმორჩილებლობის) რწმენა კი არ
არის , არამედ ვნება, ცდუნება და სულის სურვილია , რომელიც უბიძგებს მას ცოდვების
შესრულებისკენ. მაგალითად, მრუშმა, ქურდმა და ლოთმა იცის მისი ქმედებების
აკრძალულობა და ამაზრზენობა, მაგრამ მისი დაბალი სულის ვნებები, ისეთები როგორიცაა
სურვილი, გაუმაძღრობა, ალკოჰოლის სურვილი და სხვა. უბიძგებს მას შეასრულოს ეს
ქმედებები. რაც ეხება პატიების თხოვნას გარდაცვლილზე, მათზე მსხვერპლის შეწირვა ,
ბრმა მორჩილება, ამ ქმედებებისკენ ადამიანს უბიძგებს მისი რწმენა. ძნელია იპოვო ისეთი
მუშრიქი რომელსაც სჯერა, რომ შირქი აკრძალულია, იცოდეს ის რომ ეს მას აგდებს
ჯოჯოხეთში და შემდეგ ისევ აგრძელებდეს ამ შირქის შესრულებას.

მესამე თავი:

შირქი და უმეცრება ერთმანეთს შორის განუყოფელი თვისებებია.

ამიტომაც იცოდე, რომ შირქი უმეცრების განუყრელი თანამგზავრია და თავჰიდი განუყრელი


თამამგზავრია ცოდნისა. ალლაჰი ბრძანებს:
"12/40. მის გარდა, რასაც ეთაყვანებით, მხოლოდ ცარიელი სახელებია, რომლებიც
შეარქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს არ გარდმოუვლენია მათ შესახებ სამტკიცი.
უეჭველად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მან ბრძანა, რომ არ სცეთ
თაყვანი არავის, მის გარდა. აი, ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცაღა ადამიანთა
უმრავლესობა არ უწყიან ამას!"

იბნ ქასირმა ამ აიათის თაფსირში თქვა:" აი ამიტომაც ხალხის უმრავლესობა მუშრიქია." -


მსგავსი აზრი (რომ უმეტესობა ხალხთა შორის ვარდებიან უმეცრობის გამო ურწმუნოებაში)
არის სხვა აიათებშიც:"

"12/106. მათგან უმეტესი ისე არ ირწმუნებენ ალლაჰს, თუ არ დაუდგენენ თანაზიართ" –

"6/116 და თუ დაჰყვები შენ იმ მრავალთ, დედამიწაზე რომ არიან, ეგენი ალლაჰის გზას
აგაცდენენ შენ. ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ და მხოლოდ სიცრუეს თხზავენ."

- "31/25. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწაო? უთუოდ, გიპასუხებენ:


„ალლაჰმაო“. უთხარი: „დიდება ალლაჰს!“ მაგრამ მათგან უმეტესობა არ უწყის."

- "6/37 და თქვეს: „ეგებ ერთი სასწაული მაინც გარდმოვლენოდა მას თავისი


ღმერთისგან!“ თქვი შენ: „უეჭველად, შემძლეა ალლაჰი სასწაული გარდმოავლინოს, მაგრამ
მათგან უმრავლესმა არ უწყიან ეს.“

~ 12 ~
- "8/34. და რა აბადიათ მათ, რომ არ დასაჯოს ალლაჰმა? და ეგენი სდევნიან მესჯიდი
ჰარამიდან, ხოლო არ არიან ეგენი მისი მცველები,მხოლოდ ღვთისმოშიშნი არიან მცველები
მისი, მაგრამ არ უწყიან უმეტესობამ მათგან."

- "44/39. არ გაგვიჩენია ჩვენ ისინი, თუ არა ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ მათი


უმრავლესობა არ უწყიან."

- "30/30. მაშ, მოაქციე შენი სახე ერთმორწმუნე სარწმუნოებისკენ, ალლაჰმა ასეთი


თვისება თანდააყოლა ადამიანს დაბადებიდანვე. ალლაჰის გაჩენილს შეცვლა არ უწერია. ეს
არის ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა არ ურწიან!"

- "6/119 და რა გემართებათ თქვენ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც ალლაჰის სახელია


ნახსენები, რამეთუ მან უკვე განგიცხადათ რაც აკრძალა თქვენთვის, იმის გამოკლებით,
თუკი იძულებული იყოთ თქვენ. უეჭველად, მათგან უმეტესნი უვიცობით გზას აცდნენ
თავიანთი ვნებებით. უეჭველად, ღმერთმა შენმა ყველაზე უკეთ უწყის, ზღვარგადასულნი
ვინც არიან."

- "7/179 ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ბევრი ჯინი და ადამიანი ჯოჯოხეთისთვის. მათ გული
აქვთ, რომლითაც არ შეიმეცნებენ და მათ თვალები აქვთ, რომლითაც არ დაინახავენ და მათ
ყურები აქვთ, რომლითაც არ შეისმენენ. ეგენი პირუტყვებივით არიან, ოღონდ უფრო
გზააბნეულნი მათზე. ისინი უგულისყურონი არიან!"

- "25/44. თუ ფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა შეისმენს ან შეიგნებს? ისინი სხვა არავინ
არიან, თუ არა მსგავსნი პირუტყვისა, ან მათზე მეტად გზააბნეულნი!"

- "2/78. არიან მათში ისეთებიც, ვინც არც წერა იცის, არც კითხვა, რომელთაც ღვთიური
წიგნის (თორასი) არა გაეგებათ რა, გარდა გაგონილისა და მხოლოდ ვარაუდობენ ისინი"

როგორც აჩვენებს ეს და სხვა აიათები, ხალხის უმრავლესობას ახასიათებს შირქი და


უმეცრება. ახლა ჩვენ უნდა ვიკითხოთ, როცა ალლაჰი ამბობს:

" 2/48. და გეშინოდეთ იმ დღის, როცა ვერც ერთი სული, ვერც ერთ სულს (სხვის
მაგივრად) ვერაფერს გადაუხდის. და არ იქნება მიღებული (ღვთის წინაშე) შუამდგომლობა
(სხვისი), და არც არავისგან აიღება გამოსასყიდი. და არც იქნება შეწევნა მათი." - აქ
გულისხმობს ალლაჰი მხოლოდ ისეთ მუშრიქს, რომელმაც იცის და ჯიუტობს, მიუხედავად
მისი ცოდნისა?

- ეს თუ ასეა აიათის გამოყენება იქნება ძალზედ ვიწრო ჩვენ კი ვიცით, რომ ეს აიათი არ
იფარგლება გამოყენებისთვის შეზღუდული სპექტრით, პირიქით, ამ აიათის განაჩენი
ფართოა და გავრცელებული .

იმამ აბუ ბატინს მოჰყავს ციტატა, იბნი თაიმია ამბობს:" ნებისმიერი ვინც ასრულებს
შირქს ხდება მუშრიქი, მას მოუწოდებენ, რომ მოინანიოს და თუ არ მოინანიებს კლავენ.
იბნი თაიმიამ ბევრ ადგილებში ნათლად გამოთქვა, რომ ერთერთი სახეობის შირქის
შემსრულებელი ხდება მუშრიქი სწავლულების ერთხმოვანი აზრით. ამავე დროს მას არ
გაუკეთებია განსხვავება მცოდნესა და უმეცარს შორის. უზენაესმა ბრძანა:

4/48 უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს


ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ
უდიდეს ცოდვას სჩადის!"

5/ 72 ვფიცავ, ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰია მესიჰი, შვილი


მარიამისა; და თქვა მესიჰმა: ისრაილის შვილნო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთსა და
~ 13 ~
თქვენს ღმერთს. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა
სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია •••"

- ვინც შეზღუდავს ამ აიათების მნიშვნელობას( გამოყენებას) და იტყვის, რომ ეს


ვრცელდება მხოლოდ მუშრიქებზე, რომლებმაც იციან მაგრამ ჯიუტობენ თავიანთ ქუფრში,
ჩამოშორდება ალლაჰის და მისი მოციქულის გზას (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და
გავა მორწმუნეების რიცხვიდან.

ისლამის" იურისტებს "( ყადი, მოსამართლე) გამოაქვთ გადაწყვეტილება იმის მიმართ


რწმენიდან განდგომაზე ვინც ასრულებს შირქს და არასოდეს არ შეუზღდავთ ეს
გადაწყვეტილება მხოლოდ იმათით ვინც შეასრულა შირქი როგორც მცოდნემ. ეს ძალიან
ნათელი საკითხია. სიტყვა ეკუთვნის მხოლოდ ალლაჰს.
(ალ- იხტისარ ლი ჰიზბი ლლაჰი ალ- მუვაჰიდ)

გარდა ამისა ჩვენთვის ცნობილია იბნ აბბასის აზრი ნუჰის ხალხის შირქის წარმოშობის
შესახებ, ის ამბობს, რომ კერპებს არ ეთაყვანებოდნენ მანამ სანამ არ გაქრა ის ხალხი ვინც
იცოდა ამ კერპების წარმოშობა და მისი ქანდაკებებად გაკეთების მიზეზი. ეს ხალხი
საწყისში იყვნენ ერთღმერთიანობის მიმყოლები, მაგრამ თანდათან, დროთა განმავლობაში,
უცოდინრობის გავლენით და ცრუ აზროვნების გამო იმათმა შეიყვანეს რელიგიურ
პრაქტიკაში შირქი როგორც სიახლე, რომელზეც ალლაჰს არ მოუვლენია არავითარი
მტკიცებულება. ამავე დროს ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამ შირქის შესრულებით ისინი
პატივსცემდნენ მის ღმერთს და უფრო უახლოვდებოდნენ მას. აი ასეთ სიტუაციაში
გამოგზავნა ნუჰი ალლაჰმა როგორც მაცნე, რომ აეხსნა ხალხისთვის ერთღმერთიანობა და
რომ დასჯილი იყოს ისინი ამ სამყაროში და იმ სამყაროშიც ვინც ეწინააღმდეგება მას.

უზენაესი ბრძანებს:

" 11/25. და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან: „უეჭველად, მე ვარ ცხადი
შემგონებელი თქვენთვის. 26. არ სცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა. უეჭველად, მე
მეშინია, რომ არ გეწიოთ თქვენ იმ მწარე დღის სასჯელი“!

- ტაბარი ამ აიათის თაფსირში ამბობს:" უზენაესმა ალლაჰმა მოგვიყვა სხვადასხვა


მოციქულებზე. პირველი ხსენდება ნუჰი იმიტომ, რომ ის იყო მოციქული, იმ დროს როცა
მუშრიქები რომლებმაც ალლაჰს აუყვანეს თანაზიარი პირველად გამოჩნდნენ დედამიწაზე.
ნუჰმა უთხრა მათ: " მე თქვენთვის ბრწყინვალე გამაფრთხილებელი ვარ , დატოვეთ
კერპებზე თაყვანისცემა და ეთაყვანეთ მხოლოდ ალლაჰს. თუ თქვენ ასე გააგრძელებთ მე
მეშინია(რომ) თქვენ მოგიწევთ სასტიკი სასჯელი განკითხვის დღეს" მაგრამ ნუჰის ხალხმა
არ მოუსმინა მას და საბოლოოდ იყვნენ დაღუპულნი, დაიხრჩვნენ წყალში. (ტაბარის
თაფსირი)

იბნ ქასირმა თქვა:" ალლაჰი აქ მოგვითხრობს ნუჰზე, როგორც პირველ მოციქულზე,


რომელიც იყო გამოგზავნილი ამ სამყაროს მუშრიქებზე. (იბნ ქასირის თაფსირი)

ის რაც არის მართალი (მოვლენილი) ნუჰის ხალხისთვის მართალია ნებისმიერი სხვა


თემისთვის ფათრას პერიოდში (ორ მოციქულის შორის შუალედში) ყველა მოციქული არის
გამოგზავნილი უმეცარ ხალხისთვის(მუშრიქებისთვის) ისლამისკენ მოწოდებით. უმეტესი
მათგანი უარყოფენ მოციქულს,და ის (ხალხის) ნაწილი რომელიც ალლაჰის წყალობით
იძენს სწორ გზას ხდება მორწმუნე, შემდეგ ალლაჰი მათ გამოჰყოფს ჯგუფისგან და ღუპავს
ყველა დანარჩენს ვინც წავიდა მოციქულის წინააღმდეგ და დატოვეს ერთღმერთიანობა.
ისინი აგრძელებენ ცხოვრებას ერთღმერთიანობის გზით განსაზღვრულ დრომდე
რომელსაც ადგენს ალლაჰი. შემდეგ თანდათან იკარგება ცოდნა და შირქი იწყებს
გავრცელებას. კიდევ მეტიც, მათ შირქი შემოაქვთ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე
~ 14 ~
ალლაჰზე ტყუილის მოგონებით, მაშინ ალლაჰი ისევ უგზავნის მათ მოციქულს, რომ
გამოიყვანოს ისინი სიბნელიდან სინათლეზე, მიმართოს ისინი შირქიდან და
გზააბნეულობიდან ერთღმერთიანობისკენ და გააფრთხილოს ისინი სასჯელზე, რომელიც
მათ ელით, თუ გაუწევენ წინააღმდეგობას. ეს აღწერილია შემდეგ აიათებში:

"2/ 213. ადამიანები ერთ თემად იყვნენ და ალლაჰმა შუამავალნი წარმოგზავნა


მახარობლებად და შემგონებლებად. და ღვთიური წიგნი ზემოავლინა მათთან ერთად
ჭეშმარიტებითურთ, რათა ადამიანთა შორის ის გადაეწყვიტა, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. "

"4/ 165და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ


არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია,
ბრძენია. "

ყველაფერ ამის შემდეგ ნათელი ხდება შემდეგი : წოდება მუშრიქი არსებობს მოწოდების
მოსვლამდეც. ამ საკითხში უთანხმოება სწავლულებს შორის არ არის . უთანხმოება არის
იმაში იქნება თუ არა უმეცარი მუშრიქი დასჯილი მის მიერ შესრულებული შირქის გამო
სანამ მასთან მივა მოწოდება.

იბნ თაიმიას მოჰყავს მუჰამმად ბ. ნასრა ალ- მარვაზის აზრი :" იცოდე ალლაჰი(მისი
ერთადერთობა თაყვანისცემაში ბატონობაში და თვისებებში) არის რწმენა . არ ცოდნა
ალლაჰისა არის ურწმუნოება მსგავსად ამისა იცოდე ფარძი (ვალდებულება ისლამში) არის
რწმენა და არ ცოდნა ფარძისა მანამ სანამ გვაცნობებენ არ არის ურწმუნოება. ეს ასეა იმიტომ,
რომ საჰაბეები რომლებმაც აღიარეს მოციქულის მოწოდება მისი ქადაგების პირველ
პერიოდში გახდნენ მორწმუნეები. მაგრამ ამასთან ერთად მათ არ იცოდნენ ფარძი,
რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ნაბრძანები( ხუთი ნამაზი, მარხვა, ჰაჯი, ზაქათი) მიუხედავად
ამისა მომავალი ფარძის არ ცოდნამ არ გახადა ისინი ურწმუნონი. შემდეგ უზენაესმა
მოიუვლინა მათ ეს ფარძი. საჰაბეების მიერ ამ ფარძის აღიარება გახდა მათთვის რწმენა,
ისინი კი ვინც უარყოფდნენ ამ ფარძს ხდებოდნენ ურწმუნონი მაგრამ ისინი რომ არ
ყოფილიყო ნაბრძანები, მაშინ მხოლოდ ამ ფარძების არ ცოდნის გამო არავინ არ გახდებოდა
ურწმუნო. ამიტომაც ის მუსლიმანები რომლებიც ცხოვრობენ შორეულ ადგილებში ,
რომლებთანაც არ მისულა ფარძის შესრულების ბრძანება , რომ ალლაჰმა მოავლინა ეს
ფარძები, არ ხდებიან ურწმუნოები. მაგრამ ალლაჰის ერთადერთობის არ ცოდნა ამ
ფარძებისგან განსხვავებით არის ქუფრი ნებისმიერ შემთხვევაში, გინდა ეს იყოს
მტკიცებულების მოსვლამდე და გინდა მისი მოსვლის შემდეგ. (მეჯმუ'უ ფეთავა 7/ 325)

აბუ იუსუფი ( იმამ აბუ ჰანიფის მოსწავლე) გადმოგვცემს იმამ ჰანიფის ნათქვამს:
"შემოქმდის ატრიბუტების არ ცოდნა არ არის გამართლება არცერთი ადამიანისთვის.
ყველამ უნდა იცოდეს თავისი ღმერთი და აღიარონ ის ერთადერთად, არ აუყვანონ მას
თანაზიარი(ტოლი თაყვანისცემაში და მორჩილებაში) იმიტომ, რომ ისინი ხედავენ თავიანთ
და ყოველგვარი რამეების შექმნას. მაგრამ რაც შეეხება ფარძებს მისი ცოდნა შეუძლებელია
ალლაჰის შესაბამისი მცნების გარეშე. ამიტომაც არ მცოდნე ამისა არ არის პასუხისმგებელი."
( ბადაიუს -სანაი 7/ 132)

იბნ თაიმიამ თქვა:" ყველა ადამიანი იმსახურებს სასჯელს, გარდა იმათისა ვინც
ეთაყვანება ალლაჰს. ის ვინც არ ასრულებეს შირქს, მაგრამ არ ეთაყვანება
ალლაჰს(მაგალითად ფარაონი) სინამდვილეში უფრო უარესია ვიდრე მრავალღმერთიანი .
უნდა შესრულდეს ორი რამ:

1) თაყვანისცემა ალლაჰის მიმართ;

2) არ სცე თაყვანი არავის სხვას( გარდა ალლაჰისა) ეს არის ისლამის არსი და ნებისმიერი
ადამიანი პასუხისმგებელია ამაზე. ამ საკითხში არავის არ აქვს უპირატესობა და ეს
~ 15 ~
ვალდებულება არავის არ ეხსნება. მაგრამ ამასთანავე ალლაჰი არ სჯის სანამ არ მოავლენს
მოციქულს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის არ სჯის უმეცარ მუშრიქს მას არ შეჰყავს ის
სამოთხეში იმიტომ, რომ სამოთხეში არ შევა არავინ გარდა ერთღმერთიანებისა. როგორც
გადმოცემულია სანდო წყაროდან ალლაჰი გამოცდის ცალკე იმათ ვისთანაც არ მისულა
მოციქულების მოწოდება, მაგალითად: ბავშვები, გიჟები და ისინი ვინც მოკვდა ფათრის
პერიოდში" (მაჯმუ'ულ ფეთავა ტ 7 გვ. 477)

- იბნ თაიმიამ თქვა:" ალლაჰმა განაჩენის გამოტანისას, ერთიმხრივ გაჰყო ხალხი იმათზე
ვინც ცხოვრობდა ფათრის პერიოდში - პერიოდში როცა ერთი მოციქულის მოწოდება იყო
დავიწყებული და მეორე მოციქული კი ჯერ კიდევ არ იყო მოვლენილი და იმათზე
ვისთანაც მივიდა მოწოდება.; სხვა მხრივ არ გაჰყო ისინი, (არამედ) გააერთიანა ერთში. ეს
ორი ჯგუფის ხალხის ურთიერთ საწინააღმდეგო აზრია; პირველი ჯგუფი ამბობს:"
ქმედებებში არ არის სისაძაგლე ან სიკეთე, ნივთები ხდება კარგი ან ცუდი, მხოლოდ იმის
შემდეგ რაც ალლაჰი გვაცნობებს ამაზე შარიათის მეშვეობით. მეორე ჯგუფი ამბობს:" ისინი
დაისჯებიან მიუხედავად იმისა, რომ მათთან არ მისულა მოწოდება" პირველი ჯგუფის
აზრის უარმყოფელია.

20/24 წადი ფარაონთან, უეჭველად, იგი ზღვარს გადავიდა!" "

26/10. და აკი, შენმა ღმერთმა უხმო მუსას: „წადი უსამართლო ხალხთან" "

28/4. უეჭველად, ფარაონი გადიდგულდა ქვეყანაზე და დაადგინა მისი მცხოვრებლები


ჯგუფებად. ერთნი დააკნინა, კლავს მათ ძეებს და ცოცხალს უტოვებს ასულებს. უეჭველად,
ის იყო უკეთურობის გამავრცელებელთაგანი!"

ალლაჰი უწოდებს ფარაონს და მის ხალხს უკეთურობის გამავრცელებელთაგანს - ეს


სიტყვა გაკიცხვის სიტყვაა და გაკიცხვა კი შეიძლება იყოს საზიზღარი ქმედებების მიმართ.
ეს ნიშნავს, რომ ქმედება ხასიათდება როგორც ცუდი და ამაზზრზენი მანამ სანამ იქნა
მოციქული მოვლენილი. რაც შეეხება წამებას როგორც ალლაჰმა გვაცნობა შემდეგ აიათში
იქნება მხოლოდ მოციქულის მოწოდების შემდეგ.

17/15 . "...და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!"

ალლაჰი გვაცნობებს რომ ჰუდმა უთხრა თავის ხალხს:"

და (წარვაგზავნე) ადის ტომთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: ჰეი ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით
ალლაჰს, არა გყავთ სხვა ღვთაება მის გარდა, თქვენ კი კმხოლოდ სიცრუეს
თხზავთ. (სურა ჰუდ 11:50)

- როგორც ვგებულობთ ამ აიათიდან ჰუდმა უწოდა მათ სიცრუის შემთხზავები მანამ,


სანამ ხალხმა უარყო ის. მან ასე დაახასიათა ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებდნენ
შირქს. დამტკიცებულია ყურანით და სუნნათით, რომ უნდა დავარქვათ შირქის
შემსრულებელს მუშრიქი მოწოდებამდეც. მან გადავიდა საზღვარს, დაუდგინა ალლაჰს
თანაზიარი შუამავლის ქადაგებების მოსვლამდეც. და ამიტომაც მუშრიქის წოდება მას
ეძლევა შუამავლის ქადაგებების მოსვლამდე. წოდება ჯაჰილი - უმეცარი მსგავსია ამ
მხრივ. ეს სახელი ერქმევა ქადაგებების მოსვლამდე, მაგრამ ისჯება შუამავლის ქადაგებების
მოსვლის შემდეგ. (მაჯმუ'ულ- ფეთავა ტ. 20 გვ. 37,38)

იბნ თაიმიამ თქვა:" ის ვინც არ გაჰყვა მოციქულს, არ გამოიყენა თავის ცხოვრებაში


მოციქულის სწავლება, შეიძლება იყოს ორ მდგომარეობას შორის ერთ-ერთიდან. ან ის
საერთოდ არ იყენებს მოციქულის სწავლებას, ან ის იყენებს სისტემას რომელიც მაცნის
სწავლების საპირისპიროა. თუ ის იყენებს მაცნის საწვლების საპირისპირო სისტემას, მაშინ

~ 16 ~
ის უარყოფს მაცნეს და ვარდება უარყოფის ქუფრში, ეგრედ წოდებულ სისტემურ ქუფრში.
თუ არ იყენებს არაფერს , მაშინ იქნება უბრალო ქუფრში, რომელიც თავის მხრივ იყოფა
ეჭვის(უნდობლობლობის) ქუფრი, ზურგშექცევის ქუფრი(ანუ არ აქცევს ყურადღებას) და
უმეცრების (უცოდინარობის (გაუნათლებლობის,) ქუფრი . შევცვალოთ:" ქააფირი შეიძლება
იყოს ორ მდგომარეობიდან ერთერთში :" ან მან არ იცის მოციქულის სწავლება ან იცის, თუ
ქააფირმა არ იცის ეს ნიშნავს რომ უმეცარია და ამიტომ არ ირწმუნა , აი როგორც ამ აიათში:

"18/28 და არ მოუხარო ქედი მათ, ვისი გულიც უგულისხმო ვაქციეთ ჩვენი ხსოვნისადმი;
და ვინც საკუთარ სურვილებსაა აყოლილი, ისედაც ის თავის საქმეში ზღვარს გადასულა!

"აი აიათი უარყოფაზე: "

7/136 უკვე დავსაჯეთ და ზღვაში დავახრჩვეთ ისინი იმისთვის, რადგანაც ჩვენს ნიშნებს
ცრუდ რაცხავდნენ და იყვნენ მისადმი უსულგულო "

- უეჭველად უსულგულობას აქვს ადგილი ასეთ ქააფირებისთვის , რომლებთანაც არ


მისულა მოციქულის მოწოდება. მაგრამ სასჯელს ექვემდებარება მხოლოდ ის ქააფირები
ვისთანაც მივიდა მოწოდება, ამიტომაც აიათში ხსენდება" ცრუდ შემრაცხველები" ცრუდ
შერაცხვის მოვლენა მეტად ვიწროა ვიდრე ქუფრი, ნებისმიერი რომელიც ცრუდ
შერაცხავს(უარყოფს) მოციქულის სწავლებას - არის ქააფირი, მაგრამ არ არის აუცილებელი,
რომ ყოველი ქააფირი - არის მოციქულის უარმყოფელი. მაგალითად, ქააფირი შეიძლება
იყოს ეჭვებში მყოფი ან ისეთი ვისთანაც არ მისულა ისლამი და ის უმეცრებაშია, მაგრამ
უმეცარი ქააფირი არ ისჯება სანამ მასთან არ მივა მოწოდება.

(მეჯმუ'ულ ფათავა ტ.2 " დაშვებული შეცდომები საკითხში ღვთიურ ცოდნაზე")

მტკიცება მეოთხე.

"6/131 ეს იმიტომ, რომ ღმერთი შენი როდია უსამართლოდ გამნადგურებელი სოფელთა


თუ მკვიდრთა მათთა ისე, რომ არ იყონ შეგონებულნი"

ტაბარის თაფსირი: "ეს იმიტომ" - ანუ ჩვენ ვაგზავნით მოციქულებს, რომ იმათმა
გააფრთხილონ ჯინები და ადამიანები. ეს იმიტომ, რომ ალლაჰი არ ღუპავს ქვეყნებს,
შირქისა და ქუფრის გამო სანამ არ მოუვლენს მოციქულებს. (თაბარის თაფსირი) - ყურტუბი
ამ აიათის თაფსირში ამბობს:" ეს იმიტომ" - ანუ ჩვენ არ ვღუპავთ ქვეყანას შირქისა და
ქუფრის გამო, სანამ წინასწარ არ გავუგზავნით მოციქულს, რომ იმათმა არ თქვან, რომ ისინი
არ გაუფრთხილებიათ.(ყურტუბის თაფსირი)

შავქანმა თქვა:" ალლაჰი უსამართლოდ არ ანადგურებს ქვეყანას შირქისა და ქუფრის


გამო სანამ არ იქნებიან გაფრთხილებულნი წინასწარ მოციქულის მოვლენით" (ფათჰ ალ
ყადირ)

სალაფების ეს გამოთქმები ნათლად ამტკიცებენ იმას, რომ უმეცარ ხალხს მოციქულის


მოსვლის პერიოდამდე მუშრიქად ყოფნას აქვს ადგილი, სასჯელს კი მხოლოდ
გაფრთხილების შემდეგ მოციქულის მხრიდან. ახლა მე მოვიყვან აიათს, რომელიც
დააყენებს ყველაფერს მის ადგილას . ამ აიათის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ იმის
მიზეზი, რომ მოციქულის მოწოდების მოსვლამდე მუშრიქად ყოფნის თვისებას ჰქონდა
ადგილი მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი იმყოფება უმეცრებაში. ეს აიათია მისაყზე -
აღებულ სიტყვაზე. რომ ხელი შევუწყოთ მის გაგებას, სანამ შევისწავლით აიათს
დეტალურად, მანამ მოვიყვანთ მდგომარეობებს , სადაც სწავლულები გამოთქვამენ
ერთხმოვნობას და ასევე უთანხმოებას. სწავლულები ერთხმოვანი არიან იმაში, რომ ეს
აიათი საკმარისია, რომ უმეცარს ეძლეოდეს მუშრიქის სტატუსი, მაგრამ უთანხმოება არის

~ 17 ~
საკითხში:" საკმარისა თუ არა მისაყი თავისთავად როგორც მიზეზი და არგუმენტი, რომ
ექვემდებარება (უმეცარი) სასჯელს?" როგორც ცნობილია სწავლულების აზრი გაიყო ორად.
ასევე სწავლულებს შორის არის უთანხმოება საკითხში მისაყის ხარისხზე(ადამის შვილებზე
აღბული სიტყვა). ზოგიერთი თვლის, რომ ეს მტკიცება მოხდა სინამდვილეში, ამ სიტყვის
პირდაპირი გაგებით, სხვები კი ფიქრობს, რომ ეს მტკიცება მოხდა მაგრამ არა პირდაპირი
გაგებით , არამედ ალეგორიულია( მტკიცების ქვეშ იგულისხმება ადამიანის ფითრა
ბუნებრივობა თავჰიდის მიმართ. უზენაესმა ყველას ჩაუნერგა ბუნებრივობა, რომელიც
ავლენს მის თავს ადამიანის სურვილის მიუხედავად, ამით ხდება არგუმენტი ადამიანის
საწინაღმდეგოდ)

მეორე განყოფილება

მიზეზები იმისა, რომ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)


მოსვლამდე წოდება - იყო მუშრიქი რეალობაა მიუხედავად იმისა, რომ
ადამიანი არის უმეცრებაში.
1 თავი: მისაყი - აღებული სიტყვა, უკვე თავისთავად მტკიცებულებაა.

7/172 აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა, და
საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი?“ უთხრეს: „დიახ,
ვამოწმებთ“ რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს ჩვენ არ ვიცოდითო.
173 ანდა არ ეთქვათ: ჩვენმა მამებმა უწინ თანაზიარი დაუდგინეს და ჩვენ მათი შემდგომი
შთამომავლობა ვართ . განა დაგვღუპავ იმის გამო, რაც გააკეთეს ცრუმორწმუნეებმა?
174 და ამგვარად განვმარტავთ აიათებს, რათა ეგების დაბრუნებულიყვნენ.

-- შავქანმა ამ აიათის თაფსირში თქვა:" ჩვენ ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ თქვენ არ


აგეღოთ თავის გასამართლებლად ის, რომ თქვენ აკეთებდით შირქს უცოდინრობის გამო ან
რომ არ დაგებრალებინათ თქვენი დანაშაული თქვენს მამებზე. ისინი ღებულობენ თავის
გასამართლებლად ორ რამეს:" პირველი:" ჩვენამდე,"- ან ჯერ კიდევ ჩვენამდე " ჩვენმა
მამებმა თანაზიარი გაუჩინეს და ჩვენ ვართ მათი შემდგომი შთამომავლობა."- ანუ ამ
მიზეზის გამო ჩვენ ვერ გავიგნეთ ჭეშმარიტება. მეორე:" ანდა არ ეთქვათ: ჩვენმა მამებმა
უწინ თანაზიარი დაუდგინეს და ჩვენ მათი შემდგომი შთამომავლობა ვართ . განა
დაგვღუპავ იმის გამო, რაც გააკეთეს ცრუმორწმუნეებმა? " - ანუ დაგვღუპავ შენ ჩვენ ჩვენი
მამების გამო, რომლებსაც აჰყავდათ ალლაჰისთვის თანაზიარი? რადგან ჩვენზე არ არის
დანაშაული იმის გამო, რომ გავყევით წინაპრებს რომლის მიზეზი არის ჩვენი უმეცრება და
უძლურობა ჭეშმარიტების მოძებნაში. ალლაჰი უზენაესი გვაუწყებს ამ აიათში, თუ რის
გამო აიძულა ისინი დაედასტურებინათ მისი ღვთაებრიობა. იმისთვის, რომ განკითხვის
დღეს არ ეთქვათ ეს სიტყვები და არ მოეყვანათ ფუჭი, არასწორი არგუმენტები. ( შავქანის
თაფსირი " ფათჰ ალ ყადირ)

იმამ ყურტუბმა გვაუწყა რომ :" ტარტუშმა თქვა:" ადამიანი პასუხისმგებელია და


მიჯაჭვულია ამ ჩვენებით, მიუხედავად იმისა, რომ არ ახსოვს და ვალდებულია, რომ
შეასრულოს ის. მსგავსად იმისა, რომ ვინმემ მისცეს განქორწინება ცოლს და შემდეგ
დაავიწყდეს ეს მიუხედავად იმისა, რომ არ ახსოვს მისი ცოლი მისგან გაშორებულად
ითვლება........" იბნ აბბასი და ვაბაი ბ. ქაბმა თქვეს აიათში ნათქვამი სიტყვა " „დიახ,
ვაღიარეთ ჩვენ."- არის სიტყვა , რომელიც თქვეს ადამის შვილებმა და ნიშნავს, რომ ჩვენ
ვაღიარებთ , რომ შენ ჩვენი ღმერთი და ღვთაება ხარ" გამოთქმა:" ანდა არ ეთქვათ: ჩვენმა
მამებმა უწინ თანაზიარი დაუდგინეს და ჩვენ მათი შემდგომი შთამომავლობა ვართ . განა

~ 18 ~
დაგვღუპავ იმის გამო, რაც გააკეთეს ცრუმორწმუნეებმა?"- ნიშნავს:" შენ არ გააკეთებ ამას",
მაგრამ არ აქვს თავჰიდის სფეროში გამართლება იმას, ვინც მიყვება (შირქს) უმეცრების
გამო. (ალ ყურტუბის თაფსირი)

იმამ ტაბარიმ თქვა:" ან (რომ არ) გვეთქვა: თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი
გაუჩინეს და ჩვენა ვართ მათი შემდგომი შთამომავლობა"- ესეიგი ჩვენ ავიღეთ თქვენგან
აღიარება, რომ თქვენ არ თქვათ , ან (რომ არ) გვეთქვა: თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა
თანაზიარი გაუჩინეს და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა, რომლებმაც უმეცრების
გამო გავყევით მათ. ნუთუ დაგვღუპავ შენ ჩვენ წინაპრების გამო იმიტომ, რომ ისინი
აღიარებდნე ღვთაებებს გარდა ალლაჰისა" (ტაბარის თაფსირი)

იბნ ქასირმა ამ აიათის თაფსიში თქვა:" ალლაჰი გვაუწყებს, რომ როცა გამოიყვანა ადამის
შთამომავლობა ადამის წელიდან, მან აიძულა ისინი ეღიარებინა , რომ ალლაჰი მათი
ღმერთი და მეუფეა, რომ არ არსებობს ღვთაება მის გარდა. ეს არის ის ფიტრა (ბუნებრივობა)
რომლის საფუძველზე მან შექმნა ადამიანები. ზოგიერთმა საჰაბეებმა და სწავლულებმა
თქვეს, რომ აღიარების ქვეშ იგულისხმება, რომ უზენაესმა შექმნა ადამიანები
ერთღმერთიანობის საფუძველზე. (ახლა კი იბნ ქასირს მოჰყავს ამ აზრის სისწორის
არგუმენტები) ის ფაქტი, რომ ალლაჰმა დაადგინა მტკიცებულება იმათ საწინაღმდეგოდ
ვინც აკეთებს შირქს, ადამის შვილების აღიარება მათივე წინააღმდეგ აჩვენებს რომ, ამ
აღიარებისა არსი არის ის, რომ ალლაჰმა შექმნა ადამის შვილები, თავჰიდისკენ
მიდრეკილნი. რომ ეს აღიარება, მომხდარიყო სინამდვილეში იმისთვის, რომ ეს აღიარება
ყოფილიყო მტკიცებულება შირქის საწინაღმდეგოდ, ნებისმიერ ადამიანს ემახსოვრებოდა
ის. ზოგიერთმა შეიძლება გამოავლინოს უთანხმოება, შემდეგი სახით:" რომ მოციქულმა
(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვაცნობა ის, რომ ეს მოხდა სინამდვილეში და
საკმარისია, რომ ეს იყოს მტკიცებულება მუშრიქების საწინაღმდეგოდ" პასუხი ამ
უთანხმოებაზე ასეთია:" ისინი იმ მუშრიქებს, ვინც უარყოფს მოციქულს (ალლაჰის ლოცვა
და სალამი მას) , უარყოფენ ყველაფერს, რაც მან თქვა, მტკიცებულებების ჩათვლით. ასეთ
შემთხვევაში ეს მტკიცებულება როგორ უნდა იყოს მათ საწინაღმდეგოდ? ეს გვიჩვენებს,
რომ მტკიცებულებების ქვეშ იგულისხმება ის, რომ ადამიანები შექმნილნი არიან ისე, რომ
მათი ფიტრათი მიდრეკილია თავჰიდისკენ. ამიტომაც ალლაჰი ამბობს:" ...... რომ არ ეთქვათ
აღდგომის დღეს.ან (რომ არ) გვეთქვა: თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს
და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა. ანდა არ ეთქვათ: ჩვენმა მამებმა უწინ
თანაზიარი დაუდგინეს და ჩვენ მათი შემდგომი შთამომავლობა ვართ . განა დაგვღუპავ
იმის გამო, რაც გააკეთეს ცრუმორწმუნეებმა?" (იბნ ქასირის თაფსირი)

იმამ ბაღავიმ თქვა:" თუ ვინმე იკითხავს:" როგორ შეიძლება იყოს ადამიანი


პასუხისმგებელი იმ სიტყვებისა რომელიც არ ახსოვს?" აი მისთვის პასუხი:" ალლაჰმა ახსნა
მტკიცება მისი ერთადერთობის შესახებ, მისცა მტკიცებულება ჭეშმარიტების შესახებ,
რომელსაც გვაცნობებს მოციქულები. ამ ყველაფრის შემდეგ, ვინც უარყოფს ამ
ჭეშმარიტებებს, არღვევს ალლაჰზე მიცემულ სიტყვას, შეგნებულად უარყო ის და პასუხს
აგებს ამის გამო. მოციქულების მოსვლის შემდეგ, ადამიანებს არ გადაარჩენს
პასუხისმგებლობისგან ის რომ მათ დაავიწყდათ და არ ახსოვთ მათ მიერ მიცემული სიტყვა.
აიათის არსი ...... .ან (რომ არ) გვეთქვა: თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს
და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა. ანდა არ ეთქვათ: ჩვენმა მამებმა უწინ
თანაზიარი დაუდგინეს და ჩვენ მათი შემდგომი შთამომავლობა ვართ . განა დაგვღუპავ
იმის გამო, რაც გააკეთეს ცრუმორწმუნეებმა? " შემდეგი: "ეი მუშრიქებო! ჩვენ ავიღეთ
თქვენგან სიტყვა, რომ თქვენ არ თქვათ: ჩვენმა მამებმა მოიგონეს შირქი, ჩვენ კი მხოლოდ
გავყევით მათ. ნუთუ ჩვენ დაგვღუპავ მათ გამო?" იმის შემდეგ რაც ალლაჰმა შეახსენა, რომ
აიღო ხალხისგან სიტყვა თავჰიდის შესახებ, წარმართები უკვე ვერ შეძლებენ თავი
გაიმართლონ მსგავსი არგუმენტებით. გამოთქმა:""და ასე განვმარტავთ აიათებს,..."- ნიშნავს.

~ 19 ~
ჩვენ ასეთი სახით გიხსნით აიათებს, რომ აიღოთ მითითება. გამოთქმა:"ეგების
უკუმოიქცნენ"- ნიშნავს, შესაძლოა ურწმუნოებიდან ისინი მიმართავენ თავჰიდს." (ბაღავის
თაფსირი)

იბნ ყაიმმა თქვა ალლაჰის სიტყვებზე:" აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან
მათივე შთამომავლობა გამოიყვანა, და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა
ვარ თქვენი ღმერთი მე?“ უთხრეს: „დიახ, ვაღიარეთ ჩვენ.........“ აი ღმერთმა აიძულა თავისი
მონები აღიარონ მისი ღვთაებრიობა, და ასეთი სახით დამყარდა მტკიცებულება მათ
საწინააღმდეგოდ, თუ ისინი გააკეთებენ შირქს. გამოვლინება იმისა, რომ მუშრიქებისთვის
დამყარდა ეს მტკიცებულება(მისაყ) არის ის იძულებითი აღიარება მრავალღმერთიანებისა,
რომელიც იმათმა გააკეთეს, როცა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
ზეწოლას აკეთებდა მათ ფიტრათზე, ასეთ აიათებში როგორიც

14/ 10. მათმა შუამავლებმა უთხრეს: „ნუთუ ეჭვი გეპარებათ ცათა და დედამიწის გამჩენ
ალლაჰში?
31/25. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწაო? უთუოდ, გიპასუხებენ: „ალლაჰმაო.

23/84. ჰკითხე: ვის ეკუთვნის მიწა და ისინი ვინც მასზეა, თუკი უწყით თქვენ?“
85. იტყვიან: „ალლაჰსო“. უთხარი: „ნუთუ აღარ შეიგონებთ?“
86. ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი შვიდფა ცისა და დიდებული 'არშისა?“
87. იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „ნუთუ არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?“
88. ჰკითხე: თუ იცით: „ვინაა იგი, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნისა? და ვინ არის
დამცველი და ვინ არ საჭიროებს დაცვას?“
89. იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „მაშ, როგორღა ჰტყუვდებით!“
90. არა, ჩვენ ვუბოძეთ მათ ჭეშმარიტება, და უეჭველად, ეგენი ცრუ და მატყუარა არიან"

- არის კიდევ ბევრი მსგავსი აიათები, სადაც ალლაჰმა მოუწოდა ხალხს თაყვანი ეცათ
მასზე თანაზიარის აყვანის გარეშე, ახსენებს მათ , რომ ისინი შეიქმნილნი არიან ალლაჰის
თაყვანისცემის მიზნით. ეს არის ყურანის მეთოდი. ამიტომაც ამ სურაში

7/172 აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა,
და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი?“ უთხრეს:
„დიახ, ვამოწმებთ“ რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს ჩვენ არ ვიცოდითო.

რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს ჩვენ არ ვიცოდითო.“ - ალლაჰმა ამ აიათში მტკიცების


სახით თქვა, რომ მათთვის აუცილებელია შეწყვიტონ შირქი კეთება და ახსენებს იმას, რომ
იმათმა აღიარეს მისი ღვთაებრიობა და შესაბამისად აცნობებს მათ, რომ იმათმა არ
მოიყვანონ თავის გასამართლებლად ის, რომ ისინი აკეთებდნენ შირქს უცოდინრობის გამო,
მათი წინაპრების მიბაძვით. იმიტომ, რომ შეცდომის მხოლოდ ორი მიზეზი არსებობს:

1) იყო უმეცრებაში ჭეშმარიტების შესახებ.


2) გაყოლა გზაბნეულებზე, და მათზე მიბაძვა. ( აჰქამუ აჰლუზ- ზიმმა ტ.2 გვ. 553- 557)

იბნ ყაიმმა ასევე თქვა:

/172 აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა, და
საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი?“ უთხრეს: „დიახ,
ვამოწმებთ“
აი ეს არის აღიარება მათ საწინააღმდეგოდ. გამოთქმა:" რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს ჩვენ
არ ვიცოდითო.“ - ნიშნავს, რომ თქვენ არ თქვათ: არ ვიცოდით, რომ უნდა გვეღიარებინა
ალლაჰის ღვთაებრიობა და მიგვემართა ჩვენი თაყვანისცემა მხოლოდ მისთვის და რომ არ
აგვეყვანა თანაზიარი მისთვის." " ან (რომ არ) გვეთქვა: თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა

~ 20 ~
თანაზიარი გაუჩინეს და ჩვენა ვართ მათი შემდგომი შთამომავლობა. " უზენაესი ალლაჰი აქ
იუწყება ორ მართლებაზე რომელიც მათ შეუძლიათ მოიყვანონ მტკიცებულებების
წინააღმდეგ. პირველი რაც მათ შეუძლიათ მოიყვანონ მართლებად " რომ არ ეთქვათ
აღდგომის დღეს ჩვენ არ ვიცოდითო."- უზენაესი ალლაჰი კი გვაუწყებს, რომ არ ცოდნა არ
არის გამართლება, რადგანაც ყველანი შექმნილია არიან თავჰიდის საფუძველზე, რომელიც
ვლინდება ნებისმიერში და ამიტომაც ყველამ სულის სიღრმეში იცის და გრძნობს თავჰიდს.
მეორე რაც მათ შეუძლიათ მოიყვანონ მართლებად " ანდა არ ეთქვათ: ჩვენმა მამებმა უწინ
თანაზიარი დაუდგინეს და ჩვენ მათი შემდგომი შთამომავლობა ვართ . განა დაგვღუპავ
იმის გამო, რაც გააკეთეს ცრუმორწმუნეებმა?" - ჩვენი მამები იყვნენ მუშრიქები, ნუთუ შენ
დაგვსჯი ჩვენ ჩვენი მამების ცოდვათა გამო?. მუშრიქები თვლიდნენ, რომ თუ ალლაჰს
უნდოდა მათთვის ჭეშმარიტი გზა, მაშინ მას უნდა მიეცა მათთვის მამები რომლებიც
იმყოფებიან ჭეშმარიტ გზაზე. რადგანაც მომავალი თაობა სრულიად ბუნებრივია და
მოსალოდნელია, რომ გაყვებიან მათ გზას. საერთოდ, თუ ვინმე აღიზრდება მამის მიერ,
მაშინ ის თავის სამუშაოზე , სახლში, ჩაცმაში, საჭმლის ჭამაში და მსგავს საქმეებში ბაძავს
თავის მამას, ამიტომაც თუ მისი მშობლები არიან ქრისტიანები, იუდეველები ან
ზოროასტრიტები მაშინ ის ემსგავსება მათ. ადამიანის ბუნება ასეთია , რომ ის ბაძავს
მშობლებს ყველაფერში, რაც არ ეწინააღმდეგება მის გონებას და ბუნებრივ ნატურას. ისინი
ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს გასამართლებელი საბაბი, რადგანაც ჩვენ ვართ თაობა რომელიც
წარმოიშვა მუშრიქების თაობიდან, და ჩვენ არ გვქონდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც
გვაცნობებდა, რომ ჩვენი მამები არასწორნი იყვნენ. სინამდვილეში კი მათ, რომ არ
დაერღვიათ თავისი ფიტრა , მაშინ დაინახავდნენ შირქის სიცრუეს, რომელშიც იყვნენ ისინი
და მათი მამები. თუ ისინი დაიწყებენ მტკიცებას, რომ ისინი გაყვნენ მამებს ბუნებრივია და
გარდაუვალი, რადგან ასეთია კაცის ბუნება, მაშინ ისინი ამ მტკიცებით უარყოფენ საკუთარ
თავებს. რადგანაც თავჰიდზე გაყოლა უფრო მეტად ბუნებრივია და გარდაუვალი , რადგან
თავჰიდს საწყისში აქვს ჩანერგილი ადამიანში როგორც ფიტრა.(ნატურა, არსი).
მოციქულები, რომლებიც მიუთითებენ თავჰიდისკენ, არ არიან ერთადერთი
მტკიცებულებები მუშრიქების საწინააღმდეგოდ, მტკიცებულებად ასევე არის მათი ფიტრა ,
რომელიც შემდეგ აიძულებს მიიღოს მეორე მტკიცებულებაც - მოციქულები. ისინი უნდა
დაყრდნობოდნენ თავიანთ ნატურას და გონებით მიხვედრილიყვნენ ალლაჰის
ღვთაებრიობის ერთადერთობას და შირქის სიცრუეს. ამისთვის არ არის აუცილებელი
მოციქულების ყოფნა, რადგანაც არ იყო მოციქულები მაშინ როცა უზენაესმა მათ აცნობა მის
ღვთაებრივობაზე. და ეს არ ეწინააღმდეგება შემდეგ აიათს:

"17/15 . და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს" -


ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს განკითხვის დღეს შირქის და ურწმუნოების სფეროში
ასეთი არგუმენტებით, " მე არ ვიცოდი" "დანაშაული ჩვენზე არ არის ჩვენს მამებზეა"
პირიქით მან დაიმსახურა სასჯელი. მაგრამ ალლაჰმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი
იმსახურებენ სასჯელს, თავისი სიკეთის და მოწყალების გამო არ სჯის მათ სანამ არ
გამოუგზავნის გამაფრთხილებელ მოციქულს. ალლაჰი გვაცნობებს, რომ არ დასჯის სანამ
არ იქნება ორი მტკიცებულება ერთდროულად. პირველი: ადამიანის შექმნა ალლაჰის მიერ
ფიტრას საფუძველზე, მათ მიერ ალლაჰის ღვთაებრიობის და მეუფეობის აღიარებაზე და
მასზე თაყვანისცემის აღიარებით, თანაზიარის აყვანის გარეშე. მეორე: მოციქულების
მოვლენა, თავჰიდის დეტალურად ამხსნელების განკითხვის დღეს ფიტრა და
მქადაგებლობის ინსტიტუტი ხდება ორ მტკიცებად ადამიანის საწინაღმდეგოდ და ის
თვითონ აღიარებს, რომ ურწმუნოა და იმსახურებს სასჯელს, როგორც ამას აქვს ადგილი
შემდეგ აიათში:

6/ 130 ჰეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო! განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი


თქვენი წიაღიდან, რომელნიც გამცნობდნენ ჩემს აიათებს და გაფრთხილებდნენ თქვენ ამ
დღესთან შეხვედრის გამო? თქვეს მათ: ჩვენ ვმოწმობთ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ.
~ 21 ~
ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა ისინი და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ
ურწმუნონი იყვნენ " -

და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ სჯის უზენაესი ადამიანს, ეს არის ზეციური


მმართველობა. ( აჰქამუ აჰლუზ-ზიმმა ტ. 2, გვ. 562)

მეორე თავი:

ყველა ადამიანი შექმნილია ფიტრათულლაჰის საფუძველზე - საწყის


ბუნებრივობაზე, რომელიც მიმართავს ადამიანებს თავჰიდისკენ.

აბუ ჰურაირამ გადმოსცა, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:ყველა
ბავშვი იბადება მუსლიმანი, მერე კი მისი მშობლების გავლენით ხდება იუდეველი,
ქრისტიანი თუ მაზდეანი. ისევე როგორც ყველა სულიერი იბადება ფიტრათით, უზადოდ
(ალ-ბუხარი 23/138)

იბნი თაიმიამ თქვა:


ისლამის ბუნებრივობა ეს არის ბუნება რომლის საფუძველზე უზენაესმა ალაჰმა
შექმნა ადამიანები. ეს ბუნებრივობა არის ბუნებრივობა რომლის საფუძველზე ისინი
შეიქმნენ იმ დღეს როცა მათ თქვეს:" დიახ, ვაღიარებთ ჩვენ"უზენაესი ალლაჰის
კითხვაზე :" განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?" ეს ის ფიტრაა რომელიც მიმართავს
ადამიანს ჭეშმარიტებისკენ და აშორებს სიცრუეს. ეს ფიტრა არის ისლამი, რადგანაც
ისლამი ნიშნავს თაყვანისცემას მხოლოდ ალლაჰის მიმართ და არავის სხვაზე.
ამასთანავე ფიტრა არის ფორმულის "ლა ილაჰა ილლა ალლაჰ"
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)მოიყვანა მაგალითი ფიტრასი და
თქვა:" მაგალითი ამ ბუნებრივობის არის ის, რომ ცხოველი, როცა შობს თავის შვილს
ის შობს მას ორგანოების ყოველგვარი ნაკლის გარეშე, გინახავთ თქვენ როდესმე
ცხოველი დაბადებული დეფექტებით?"
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)სულის სისუფთავე და უმანკოება
შეადარა სხეულის უმანკოებას, მსგავსად იმისა , თუ როგორ იწყება დარღვევები
ორგანოებში რაიმის შედეგად (მაგალითად კუდის ან ყურის მოჭრა და ას. შემ.) ასევე
მრავალღმერთიანობაც არ არის საწყისი , ის მოდის შემდეგ(გარეგნული ზეწოლის
შედეგად), როგორც ავადმყოფობა.
მუსლიმი საჰიჰში გვაცნობებს,რომ იიად ბ. ხამარმა გადმოგვცა , რომ ყუდსის
ერთერთ ჰადისში მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)გვაუწყა, რომ
უზენასემა ბრძანა :" მე შევქმენი ჩემი მონები ჰანიფებად (ერთმორწმუნე - შირქისა
და ურწმუნოების გარეშე).შემდეგ მათთან მივიდნენ შაიტნები და აუკრძალეს იმათ
ის, რისი უფლებაც მივეცი მე და უბრძანეს მათ აეყვანათ ჩემთვის ტოლი, მაშინ
როცა მე ამის მტკიცებულება არ გამიგზავნია"
~ 22 ~
გადმოცემულია ცნობილი გადმოცემით, რომ იმამ აჰმადმა ამ ჰადისზე
დაყრდნობით, მისცა გადაწყვეტილება იმაზე რომ, ბავშვი, რომლის ურწმუნო
მშობლები მოკვდნენ არის მუსლიმანი, რადგან გაქრა ფაქტორი რომელიც
მოქმედებდა ბავშვის ნატურაზე რომლის საწყიში ისლამურია.
ასევე გადმოცემულია იმამ აჰმადისგან, იბნ მუბარაქისგან და სხვებისგან, რომ:"
ისინი (ადამიანები) იბადებიან მუსლიმანები " ეს გადმოცემა არ ეწინააღმდეგება
პირველს, ნებისმიერი ბავშვი იბადება ქუფრისგან და შირქისგან სუფთა, მაგრამ
ალლაჰმა იცის, ვინ იქნება ბავშვი მომავალში და დაწერა შენახულ გრაგნილზე.
ქააფირი იქნება ის თუ მორწმუნე იმიტომ, რომ ახალშობილი მიდის თავის ბოლო
პოზიციამდე იმ გზით რაც ჩაწერილია და რაც განსაზღვრულია. ეს მსგავსია იმისა,
რომ უზენაესმა იცის, რომ ცხოველი დასახიჩრდება მაგრამ მაინც ქმნის მას
უნაკლოდ. შემდეგ აგრძელებს:"ადამის შვილების შექმნა ფიტრას საფუძველზე არ
ნიშნავს მათ შექმნას როგორც მორწმუნენი რეალობაში, რადგან ალლაჰი გვაცნობებს,
რომ ჩვენ ვიბადებით შეუგნებელნი და გაუგებარნი ყველაფრის მიმართ, ფიტრას
ქვეშ იგულისხმება გულის სისუფთავე შირქისა და ქუფრისგან, მისი მიდრეკილება
ჭეშმარიტებისკენ და ისლამის მიღებისკენ მიდრეკილებას. თუ არ იქნება ადამიანის
ნატურის შემცვლელი ფაქტორი, მაშინ ის აუცილებლად უნდა გახდეს მუსლიმანი.
თუ არ იქნება რაიმე საწინაღმდეგოდ მოქმედი, მაშინ ნატურა აუცილებლად
გაიტაცებს ადამიანს თავჰიდისკენ. ეს არის სხემა ალლაჰისა, რომლის თანახმად მან
მოაწყო ადამიანის სული. (მეჯმუ'ულ -ფეთავა ტ.4 ტვ. 245)

იბნი თაიმიამ თქვა: მტკიცებულება და ხელშეკრულება რომელიც აიღო ჩვენგან


ალლაჰმა გვიჩვენებს, რომ მან შეგვქმნა ჩვენ ისლამის ბუნებრივობის
საფუძველზე(ფიტრა), ალლაჰმა ჩაუნერგა ნებისმიერს ბუნებრივობა, რომელიც
იზიდავს მის მფლობელს ჭეშმარიტებისკენ, ამიტომ თუ ბუნებრივობა არ
დაირღვევა , მაშინ მისი მფლობელი მომავალში გახდება მუსლიმანი, აქედან
გამომდინარე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შემდეგი: წარმართი , რომელთანაც არ
მისულა ისლამი ითვლება მოცემული სიტყვის დამრღვევი, რომელიც ალლაჰმა
აიღო მისგან . ( აქ მთავრდება იბნი თაიმიას სიტყვა)

როგორც მოჩანს ამ გამოთქმებიდან, შეიხი იბნი თაიმია თვლის, რომ მისაყი - ეს


არის ბუნებრივობა, (თანდაყოლილი ნატურა ) - ადამიანის მიდრეკილება
თავჰიდისკენ. თუ ის არ გამრუდდება გარეგნული ფაქტორების მეშვეობით, მაშინ
ადამიანი აუცილებლად გახდება მუსლიმანი. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ
ნებისმიერი მუშრიქი თვითონ არის დამნაშავე, რომ დაარღვია ბუნებრივობა. ამ
ციტატების - მისაყზე აიათების თაფსირის შემდეგ , ამ ნათელი ნასების (აიათების
და ჰადისების)შემდეგ, ამ თემის შესახებ დარჩა კიდევ საჭიროება სხვა ნასებში?
საჭიროა კიდევ მტკიცებები ამ მტკიცებების შემდეგ?
საჭიროა კიდევ მეტი ახსნა ამ ახსნა-განმარტებების შემდეგ? ჩვენს მიერ
მოყვანილი სწავლულები გამოთქვამენ ერთხმოვნობას, რომ აიათი მისაყზე არის
საკმარისი მტკიცებულება, მუშრიქებზე მათზე შირქის ბრალდების გამოსატანად.

მაგალითად ყურტუბი ამბობს:" არ არის გამართლება თავჰიდის სფეროში


იმათზე, ვინც მიყვება შირქს უცოდინრობის გამო"

~ 23 ~
ტაბარი ამბობს, რომ მისაყის არგუმენტი აკარგვინებს საშუალებას მოიყვანოს
თავის გასამართლებლად თავისი უმეცრობა და წინაპრებზე ბრმა მიყოლა. ასევე ამ
აზრს გამოთქვამენ ბაღავი და შავქანი. იბნ ქასირმაც აიღო მისაყი როგორც
მტკიცებულება შირქის საწინააღმდეგოდ.
იბნ ყაიმი ამბობს:" აი ალლაჰმა აიძულა თავისი მონები ეღიარებინათ მისი
ღვთაებრიობა და ასეთი სახით დამყარდა მტკიცებულება მათ საწინააღმდეგოდ, თუ
ისინი გააკეთებენ შირქს. ალლაჰმა ამ აიათში როგორც მტკიცებულება იმისა, რომ
იმათმა უნდა შეწყვიტონ შირქი, ახსენებს მათ, რომ იმათმა აღიარეს მისი
ღვთაებრიობა და შესაბამისად აცნობებს მათ, რომ არ მოიყვანონ თავის
გასამართლებლად ის, რომ ისინი შირქს აკეთებდნენ არ ცოდნის გამო, ან
აკეთებდნენ მას მათ წინაპრებზე მიბაძვით.
ჭეშმარიტად ალლაჰმა ეს სამყარო შექმნა მხოლოდ იმისთვის, რომ მას
ერთადერთს ეთაყვანონ, ისე რომ არავინ არ აუყვანონ თანაზიარად. მხოლოდ ამის
გამო იყვნენ გამოგზავნილნი მოციქულები და მოვლენილი წიგნები, ამის თანახმად
(ადამიანი თავჰიდით არის) თუ არა ხალხი განკითხვის დღეს იქნება განაწილებული
სამოთხესა და ჯოჯოხეთში. (იბნ ყაიმის სიტყვები დამთავრდა)

დასკვნაში შევეხებით ერთ ეჭვს, რომელიც ეწვია ზოგიერთების გონებას, ისინი


ამბობენ:" მტკიცების სიტყვა იყო აღებული ღვთაებრიობის სფეროში არათუ
ალლაჰის მიმართ თაყვანისცემის სფეროში ამიტომაც მისაყი - მტკიცებულება არის
ღვთაებრიობის სფეროში არათუ თაყვანისცემის.
სწავლულების უმეტესობა რომელთა შორის არის იბნი თაიმია, იბნ ალ ყაიიმი,
იბნ ქასირი, მიყვებიან აზრს, რომ მისაყის განხორციელება ადამიანში არის
მიდრეკილება თავჰიდისკენ.(ფიტრა). ეს აზრი აბათილებს ზემოთ მოყვანილ ეჭვს.
ის რომ ყველა გამოვლენაში ფიტრა არის ისლამი და თავჰიდი და ეს არის საერთო
მიღებული ფაქტი, როგორც ეს მოჩანს ჩვენს მიერ მოყვანილ სწავლულების
ციტატებში. მუფასსირები (ყურანის ანმმარტებელები) გაერთიანდნენ იმ აზრზე,
რომ ფიტრას ქვეშ იგულისხმება ისლამი. სანდო ჰადისები ამტკიცებენ იგივეს,
მაგალითად:"

....მერე კი მისი მშობლების გავლენით ხდება იუდეველი, ქრისტიანი თუ მაზდეანი....."


მოყვანილ ჰადისებს აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფიტრას ქვეშ
რომელსაც მშობლები ცვლიან, შვილებს ხდიან ქრისტიანებს ან იუდეველებს
იგულისხმება, რომ რელიგია რომელიც არის ცრუ რელიგიების(ქრისტიანობის,
იუდეიზმის) საპირისპირო(გამბათილებელი) - ეს არის ისლამი.
ასევე იმავე ჰადისის სხვა ვერსიაში, რომელიც მუსლიმის მიერაა მოყვანილი,
გამოთქმა:" ნებისმიერი ახალშობილი იბადება ამ რელიგიის (ისლამის)
საფუძველზე" გარდა ამისა ცნობილია აბუ ჰურაირა აიათის 30/30 განმარტება, სადაც
ფიტრა ინმარტება როგორც ისლამი. ეს საკითხი იმდენად ნათელია , რომ მე ვერ
ვხედავ აუცილებლობას გავაგრძელო მტკიცებულებების მოყვანა , სინამდვილეში ამ
თემას მტკიცებები საერთოდ არ სჭირდება. ჩვენ განვიხილეთ საკითხი ერთი
გაგებით ორ გაგებას შორის. ახლა კი განვიხილოთ სხვა ჯგუფის თავსაზრისით,
რომლებიც ამბობენ, რომ საუბარი (აღიარება) ადამის შვილებსა და ალლაჰს შორის
ალეგორიული კი არ არის არამედ სინამდვილეში მოხდა.

~ 24 ~
მესამე თავი“

ერთადერთობა ალლაჰისა თაყვანისცემაში - "თავჰიდ ფილ


-ულუჰიია" არის შედეგი უზენაესის ერთადერთობა ბრძანებლობაში- "
თავჰიდ ფირ რუბუბიია"

ნებისმიერმა ვინც გაიგო ყურანის სიტკბო იცის , რომ ერთადერთობა ალლაჰის


მბრძანებლბაში აუცილებლად იწვევს ერთადერთობას თაყვანისცემაში. ყურანი მოუწოდებს
მუშრიქებს ალლაჰისადი თაყვანისცემას მათზე მტკიცებულების წარდგენის მეშვეობით.

შანყიტმა აიათის (17/9) თაფსირში " ადუაულ- ბაიანში" თქვა:" ჭეშმარიტად ამ ყურანს
მიჰყავს ყველაზე სწორი გზით" - ყურანი აგებს თავის მოწოდებას ერთადერთობას
თაყვანისცემაში , მუშრიქების მიერ ალლაჰის მბრძანებლობის აღიარების საფუძველზე. ანუ
როგორც კი ისინი მოუსმენენ თავიანთ ფიტრას და აღიარებენ ალლაჰის მბრძანებლობას,
ყურანი აიძულებს მათ აღიარონ თაყვანისცემა მხოლოდ ალლაჰის მიმართ. ასეთი სახით
ყურანი სამართლიანად კიცხავს მუშრიქებს იმის გამო, რომ დატოვეს თავჰიდი
მიუხედავად იმისა, რომ ეს თაყვანისცემის თავჰიდი ბუნებრივი შედეგია თავჰიდის
მბრძანებლობაში, რომელიც ჩადებულია ნებისმიერის სულში დაბადებიდან.

აი ერთერთი აიათებიდან:

"10 /31. უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? ან ვინ განაგებს
ყურთასმენასა და თვალთახედვას? და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს
მკვდარი ცოცხალისგან? და ვინ განაგებს საქმეებს?მაშინ ისინი იტყვიან: ალლაჰი! მაშ
უთხარი: განა არ უნდა შეგეშინდეთ?

32. აი, ესაა ალლაჰი, ჭეშმარიტი ღმერთი თქვენი! რა შეიძლება იყოს ჭეშმარიტების მიღმა,
თუ არა გზააბნევა? მაშ, როგორღა უხვევთ!

- აქ იმის შემდეგ როგორც კი მუშრიქები აღიარებენ, რომ ყველა ჩამოთვლილ


თვისებების მფლობელი არის ალლაჰი, იმ წუთშივე ისმება კითხვა:" (ასეთ შემთხვევაში)
განა არ უნდა შეეშინდეთ? სხვა აიათში:

"23/81. არა! თქვეს მათ იგივე, რაც წინა თაობებმა


82. თქვეს: „ნუთუ როცა მოვკვდებით და გარდავიქცევით მიწად და ძვლად, ნამდვილად
უნდა აღვსდგეთ?
83. ვფიცავ, ჩვენც და ჩვენს მამებსაც აღეთქვა. მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდაა ძველი
ხალხების!“
84. ჰკითხე: ვის ეკუთვნის მიწა და ისინი ვინც მასზეა, თუკი უწყით თქვენ?“
85. იტყვიან: „ალლაჰსო“. უთხარი: „ნუთუ აღარ შეიგონებთ?“
86. ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი შვიდსა ცისა და დიდებული არშისა?“
87. იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „ნუთუ არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?“
88. ჰკითხე: თუ იცით: „ვინაა იგი, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნისა? და ვინ არის
დამცველი და ვინ არ საჭიროებს დაცვას?“
89. იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „მაშ, როგორღა ჰტყუვდებით!“

- მუშრიქების მხრიდან, მეუფეობის სხვადასხვა სფეროში თითოეული აღიარების


შემდეგ, იმ წუთშივე მათ ეგზავნებათ შეურაცხყოფა და გაკიცხვა მათი შირქის გამო. აი
კიდევ სხვა აიათები:

~ 25 ~
"13/ 16 ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი ცათა და მიწის?“ უპასუხე: „ალლაჰია!“ უთხარი: განა
დაიდგინეთ მის გარდა მფარველები, რომელთაც არ ძალუძთ არგონ ან ავნონ საკუთარ
თავსაც კი?“ უთხარი: „განა, თანასწორია ბრმა და მხედველი ან წყვდიადნი და ნათელი?
ნუთუ დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარნი, რომელთაც ალლაჰის გაჩენის მსგავსად გააჩინეს
რაიმე და ეს გაჩენა მათ მსგავსი მოეჩვენათ? უთხარი: „ალლაჰია გამჩენი ყოველივესი, და
იგი ერთადერთია, ძლევამოსილია!“

"29/ 63. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გარდმოავლინა ზეციდან წყალი და გააცოცხლა მისით
მიწა მას მერე, რაც ის მკვდარი იყო?“ უსათუოდ გიპასუხებენ -„ალლაჰმა!“ უთხარი: „ქება-
დიდება ალლაჰს ეკუთვნის!“ მაგრამ უმრავლესობა მათი ვერ განსჯიან.

"31/ 25. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწაო? უთუოდ, გიპასუხებენ:
„ალლაჰმაო“. უთხარი: „დიდება ალლაჰს!“ მაგრამ მათგან უმეტესობა არ უწყის.

- აქ მბრძანებლობის სფეროში ყოველ დაკითხვას მოყვება დაკითხვა ღვთაებრიობის


სფეროში ( ვინ არის თქვენი ღმერთი ალლაჰი თუ სხვა ვინმე ალლაჰის გარდა? ) და შემდეგ
კი დაგმობა ( მაგრამ უმრავლესობა მათი ვერ განსჯიან.)

27/59. თქვი: „დიდება ალლაჰს და მშვიდობა მის რჩეულ მსახურთ! ალლაჰი უკეთესია
თუ ისინი, რასაც თანაზიარად უხდიან?“
60. ვინ გააჩინა ცანი და ქვეყანა და გარდმოავლინა თქვენთვის ზეციდან წყალი, რომლის
მეშვეობითაც ჩვენ აღმოვაცენეთ მშვენიერი ბაღები? თქვენ ვერ გაზრდიდით მათში ხეებს.
მაშ, არის ღმერთი ალლაჰთან ერთად? არამც და არამც, მაგრამ ისინი არიან ადამიანები,
რომლებიც აცდნენ ჭეშმარიტებას!
61. ვინ დაადგინა დედამიწა საცხოვრებლად, გაიყვანა მის ღარებში მდინარეები, დაადგა
მასზე ურყევი მთები და დაადგინა საზღვარი ზღვებს შორის? განა არის ღმერთი ალლაჰთან
ერთად? არამც და არამც, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის ეს!
62. ვინ შეისმენს შევიწროებულისას, როცა ის შეჰღაღადებს მას, აშორებს ავს და დაგადგენთ
ქვეყნის მემკვიდრეებად? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? რაოდენ ცოტას შეიმეცნებთ!..
63. ვინ დაგადგენთ სწორი გზით ხმელეთისა და ზღვის წყვდიადში და გიგზავნით ქარს
მახარობლად მისი წყალობისა? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? ალლაჰი დიადია
იმაზე, რასაც უხდით თანაზიარად! "

- აიათები ასეთი არსით ყურანში ძალიან ბევრია. მოვიყვან ერთერთ ნაწყვეტს ჩვენს სხვა
წიგნიდან:" კითხვები ალლაჰის მეუფეობაზე, რომელიც მიმართულია მუშრიქების მიმართ,
ყოველთვის გულისხმობს, რომ მუშრიქები ამას (მეუფეობას) აღიარებენ( რადგან მათი
ფიტრა ყოველთვის აიძულებს, რომ აღიარონ ეს) მიზანი ამ კითხვებისა არის მუშრიქებზე
მიმართვა თავჰიდის აღიარებისკენ. იმიტომ, რომ თავჰიდი თაყვანისცემაში არის
გარდაუვალი შედეგი თავჰიდის მბრძანებლობაში. აი რამდენიმე მაგალითი ამ დაკითხვისა:

"14/ 10. მათმა შუამავლებმა უთხრეს: „ნუთუ ეჭვი გეპარებათ ცათა და დედამიწის გამჩენ
ალლაჰში? გიხმობს თქვენ, რათა მოგიტევოს, შეცოდებანი თქვენი და გადაგივადოს
დათქმულ დრომდე...."

"6/ 164უთხარი შენ: განა ვეძიო მე სხვა ღმერთი ალლაჰის გარდა? როცა იგია ღმერთი
ყოველივესი. და რასაც მოიხვეჭს ყოველი სული, " ( ადუაულ -ბაიან)

46/ 4.უთხარი: „შეხედეთ ერთი, რას მოუხმობთ მაგიერ ალლაჰისა? მაჩვენეთ მიწის რა
ნაწილი გააჩინეს მათ? თუ მათთვის ერთგვარი წილხვედრაა ცათა? თუკი თქვენ ხართ
მართალნი, მომიტანეთ წიგნი ან ცოდნის რაიმე კვალი წინამდებარე ამისა.“

~ 26 ~
აი როგორ ხსნის ამ აიათს ატტაბარი: " 46/4.უთხარი: „შეხედეთ ერთი, რას მოუხმობთ
მაგიერ ალლაჰისა? მაჩვენეთ მიწის რა ნაწილი გააჩინეს მათ? " ყოვლისშემძლე ალლაჰი
ამბობს:" ჰეი, მუჰამმად, უთხარი მუშრიქებს:" ჰეი, ჩემო ხალხო, ხედავთ თქვენ კერპებს
რომლებსაც ეთაყვანებით? მითხარით მე, რა შექმნეს იმათმა დედამიწაზე? ჩემმა ღმერთმა კი
შექმნა ყველაფერი, რაც არის ამ საყაროში. მაჩვენეთ მე, რა საქმის(შექმნის) გამო მიმართავთ
მათ, მაჩვენეთ მტკიცებულება. ჩემი მტკიცებულება იმისა, რომ მე ერთადერთს ვაღიარებ
ალლაჰს მბრძანებლობაში და ღვთაებრიობაში ეს არის ის, რომ ალლაჰმა შექმნა ყველაფერი,
რაც ამ მიწაზე არსებობს ყოველგვარი დამხმარის გარეშე. ".....თუ მათთვის ერთგვარი
წილხვედრაა ცათა?......." "ჰეი, ხალხნო, თუ თქვენს ერთერთ მტკიცებულებაში იმისა, რომ
მიმართავთ თქვენს "ღვთაებებს" არის მათი თანამეგობრობა მეშვიდე ცაზე? "...... თუკი
თქვენ ხართ მართალნი, მომიტანეთ წიგნი ან ცოდნის რაიმე კვალი წინამდებარე ამისა.“
მომიტანეთ მე რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ იმათ ვისაც თქვენ ეთაყვანებით , აქვს
საერთო ალლაჰთან მიწაზე ან ზეცაში. მომიტანეთ ერთერთი ღვთიური წიგნი ან რაიმე
კვალი ადრინდელების( წინაპრების) ცოდნისგან. ეს რომ იყოს დამტკიცებული მაშინ
თქვენი თაყვანისცემა მათზე იქნებოდა ბუნებრივი იმიტომ, რომ ვინც ქმნის იმსახურებს
იმას, რომ მას ემსახურონ და შეაქონ. (ატ ტაბარის თაფსირი)

2/ 21. ჰეი, ადამიანნო! თაყვანი ეცით ღმერთსა თქვენსა, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ და
თქვენ უწინარეს ვინც იყო! ამგვარად, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან.

22. რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა კამარად, ზეციდან


წვიმა გარდმოავლინა და ამ წვიმით ნაირ-ნაირი ნაყოფი სარჩოდ აღმოგიცენათ. დაე,
შეგნებულად არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარნი! "

- იბნ ქასირი ამ აიათის ახსნაში ამბობს:" აიათის არსი არის ასეთი:" ალლაჰი - შემოქმედი
და სარჩოს მომცემია, მთელი დედამიწის ბატონ-პატრონი, ყოველთვის კვებავს მათ ვინც
მასზე იმყოფება. ამიტომაც ის იმსახურებს, რომ ეთაყვანონ მას და არ აუყვანონ თანაზიარი.
(იბნ ქასირის თაფსირი)

ბაღავი ამ აიათის ახსნაში წერს:" ჰეი, ადამიანნო! თაყვანი ეცით ღმერთსა თქვენსა," - ანუ
აღიარეთ ის ერთადერთად (არ აუყვანოთ თანაზიარი) იბნ აბბასმა თქვა:" ყურანში, ყველგან,
სადაც ნათქვამია თაყვანისცემაზე - იგულისხმება თავჰიდი "........ იცოდეთ ყველაფერი ეს (
ალლაჰის ჩამოთვლილი თვისებები) დაე, შეგნებულად არ გაუჩინოთ ალლაჰს
თანაზიარნი."- ანუ ეთაყვანებით სხვებს, რადგანაც იცით, რომ ის ყველაფრის ერთადერთი
შემოქმედია. (ბაღავის თაფსირი)

იბნ ყაიმი ამბობს:" ულუჰიია ეს არის რისკენაც მოუწოდებდნენ მოციქულები თავის


ხალხს, ანუ ალლაჰის ღვთაებრიობისკენ და მასზე თაყვანისცემისკენ, მტკიცებულებად
ალლაჰის ერთადერთობა თაყვანისცემაში მუშრიქების საწინააღმდეგოდ ემსახურა იმას რომ
მათ აღიარეს, რომ ღმერთი ერთია (მეუფე) იმიტომ, რომ ერთადერთობა მეუფეობაში
თხოულობს მასთან ერთად ერთადერთობას თაყვანისცემაში როგორც ბუნებრივი შედეგი. "
(იღასატულ- ლუხაფან, 2/135)

მუჰამმადი ბინ აბდულ -ვაჰაბმა თქვა შემდეგი:" ჭეშმარიტად ალლაჰი ესროლილება


მუშრიქებს სახეში ბრალდებებს, იყენებს იმ ფაქტებს, რომ ისინი აღიარებენ ალლაჰის
მბრძანებლობას იმიტომ, რომ რადგანაც ალლაჰი ყველა საქმის ერთადერთი მმართველია
და ყველა დანარჩენი მის გარდა მცირეოდენსაც კი არ ფლობენ არაფერს ძალაუფლებისგან,
რადგანაც ისინი ამას ღებულობენ მაშინ როგორ გამოდის, რომ ისინი მიმართავენ ლოცვით
სხვებს და თხოვენ მათ დახმარებას"
( ქითაბ რასაილ აშ- შახსიია მინ თარიხ ან- ნაჯდ, 432)

~ 27 ~
ყველა ეს გამოთქმები აჩვენებს ერთადერთობას მბრძანებლობაში და თაყვანისცემის
ურთიერკავშირს . ამიტომაც ყურანს აქვს საშუალება წამოაყენოს მტკიცებულება
მუშრიქების საწინააღმდეგოდ და გამოაცხადოს გაბათილებულად მათ მიერ უზენაესის
ერთადერთობა მბრძანებლობაში, თაყვანისცემაში ერთადერთობის გარეშე.

საერთოდ ცნობილია, რომ მბრძანებლობის აღიარება ნიშნავს ვაღიაროთ ჩვენი მონობა


ალლაჰის მიმართ. მოვიყვანოთ მაგალითი თუ როგორ სრულდება ეს. ერთერთი სფერო
არის მბრძანებლობის, კანობების დამყარება ჰარამი - ჰალალი. ეს ხდის სავალდებულობს
გადმომცემლის(კანონის) - მოციქულის ყოლას და წიგნის ქონას. ასეთი სახით, აღიარება ამ
სფეროში შეიცავს აღიარებას მოციქულების და წიგნის, ასევე შეიცავს მასში მორჩილებას და
ეს კი თავის მხრივ არის თაყვანისცემა. ანალოგიურად აღიარება მბრძანებლობის ყველა
სფეროში აუცილებლად გამოიწვევს ალლაჰზე თაყვანისცემას, მიმართვას მისკენ ყველა
სახეობის თაყვანისცემაში. ამიტომაც ერთღმერთიანობის ყველა სახეობა და რწმენის
პირობები შედის ერთ პატარა მაგრამ ყველაფრის მომცველ გამოთქმაში:" განა არა ვარ
თქვენი ღმერთი მე? " ამასთან დაკავშირებით მოვიყვანთ მუჰამმად ბინ აბდულ -ვაჰაბის
სიტყვებს: "ტერმინი მბრძანებლობა (რუბუბია) და ღვთაებრიობა (ულუჰია) საუბარში
ხანდახან გვხვდება ერთად, ხანდახან კი ცალ-ცალკე. მათ ერთად გამოყენების დროს
პირველ ადგილზე გამოდის მათი აზრობრივი ნიუანსები, რომელშიც ისინი გასხვავდებიან,
მაგალითად როგორც შემდეგ აიათში:

114/1 თქვი: «საშველად მივაშურებ უფალს კაცთა, 2. მეუფეს კაცთა, 3. ღვთაებას კაცთა,"

როცა ისინი გამოიყენება ცალ-ცალკე ერთმანეთისგან მაშინ მათი აზრი ერთიანდება.


მაგალითად ამას აქვს ადგილი ანგელოზების მიერ საფლავში დაკითხვის დროს: " ვინ არის
თქვენი ღმერთი? " როცა ამას კითხულობენ ისინი არა მარტო ამას გეკითხებიან არამედ
ასევე:" ვინ არის შენი ღვთაება (მაღბუდი - სათაყანებელი)?" - ანუ ის ვისაც შენ
ეთაყვანებოდი?" ანალოგიური სიტუაცია არის შემდეგ აიათებში

22/40 ისინი უსამართლოდ გამოაძევეს საცხოვრებლებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ


ამბობდნენ: „ჩვენი უფალი ალლაჰიაო!

“ 6/164უთხარი შენ: განა ვეძიო მე სხვა ღმერთი ალლაჰის გარდა? როცა იგია ღმერთი
ყოველივესი.

41/30. უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი,
ზეგარდმოვლენ მათზე ანგელოზები: „ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით, და იხარეთ
სამოთხით, რომელიც იყო აღთქმული.

ამ აიათებში ღმერთი(მბრძანებელი) გულისხმობს ასევე ღვთაებრიობას"


(თარიჰუ ნ-ნაჯდ 259)

ეს არის სწავლულის გამოთქმა, რომელმაც გაიგო ყურანის მცნება. ყურანი მოევლინა ამ


საფუძველზე. და " განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?" ასევე ნიშნავს :"ნუთუ თქვენი ილაჰი
(სათაყანებელი) მე არ ვარ?" ამას ნათლად ამტკიცებს ჰადისი რომელიც გადმოცემულია:

გადმოგვცემენ ანნასის სიტყვებიდან, რომ ალლაჰის შუამავალმა


‫ﷺ‬.თქვა: «ალლაჰი ჰკითხავს ცეცხლში მყოფს, რომლის სასჯელიც
ყველაზე იოლია: «რომ გქონდეს შენ ყველაფერი, რაც არის დედამიწაზე მისცემდი რომ
აგეშორებინა ეს ტანჯვა? ის იტყვის: «დიახ!» მაშინ ალლაჰი იტყვის: «როცა შენ იყავი ადამის
წელში, მე მაშინ გთხოვდი ამაზე ცოტას - არ ეთაყვანო არავის ჩემთან ერთად, მაგრამ შენ
უარყავი - ( ირჩიე შენი მრავალღმერთიანობა).
(ბუჰარი, ქითაბ-რიყაქ 49,51).

~ 28 ~
იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანმა ამ ჰადისის შესახებ თქვა: «იაიდმა თქვა, რომ ეს ჰადისი
მიუთითებს აიათს:

«7/172. აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა»

წიგნში ფათჰულ ბარი გადმოცემულია: როცა იყვნენ ისინი ადამის წელში, ეს მოთხოვნა
(ჰადისში) და ეს სიტყვები იქნა დამოწმებული ალლაჰის წინაშე ყველა ადამიანისგან. ვინც
იქნება ამ მიწაზე სიტყვის ერთგული - იქნება მორწმუნე. ვინც არ იქნება ერთგული - იქნება
ურწმუნო. ჰადისში ნათქვამია შემდეგი:

«მე ავიღე სიტყვა, როცა შენ იყავი ადამის წელში. შენ კი დაარღვიე ის და გააკეთე შირქი»
(ფათჰულ-ბარი, ტ 11, გვ 411)

როგორც მოჩანს ჰადისიდან ადამიანისგან აღებული თანხმობა, იყო არა მარტო


მბრძანებლობაში ერთადერთობა არამედ ის იყო აღებული ღვთაებრიობაშიც ერთადერთობა
იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ვიცით მხოლოდ მბრძანებლობის აღიარება არ არის საკმარისი
მითუმეტეს გამოთქმა მოყვანილია საერთო აზრით:" როცა შენ იყავი ადამის წელში. შენ კი
დაარღვიე ის და გააკეთე შირქი» " ეს გამოთქმა საკმარისია, რომ გაიქარწყლოს ეჭვიანების
ეჭვები.

სანამ დავამთავრებთ აიათის ახსნას, განვმარტავთ კავშირს (ზემოთ მოყვანილ) 7/172


აიათსა და ამ აიათს შორის:"

17/15 და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!...

" იმიტომ, რომ ბევრი ვერ გებულობს და ვარაუდობენ, რომ ამ აიათებს შორის არის
წინააღმდეგობა.

მეოთხე თავი:

ის რომ ხალხისგან სიტყვა იყო აღებული საკმარისი მიზეზია იმისა, რომ ისინი
ჩაითვალონ მუშრიქებად მაგრამ არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ის დაისაჯოს იმ
ქვეყნად. ნამდვილი მიზეზი სასჯელისა ეს არის მუშრიქზე არგუმენტის წაყენება.

- მტკიცებულება, აიათში ნახსენები მისაყის შესახებ, არის მტკიცება უმეცრების


საწინააღმდეგოდ იმის შესახებ, რომ ჩავთვალოთ ისინი მუშრიქებად. რაც შეეხება სასჯელს
მათი შირქის გამო, მაშინ დასჯას მუშრიქი ექვემდებარება იმის შემდეგ, როცა მასთან მივა
ისლამის მოწოდება. აიათში ნათქვამია:" და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი"- მაგრამ
აიათში არ არის ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვთვლით არავის მუშრიქად, სანამ არ გავუგზავნით
მათ წინასწარ მოციქულს.პირიქით სალაფები ერთხმოვანნი არიან იმაში, რომ ნებისმიერი,
ვინც შევა შირქში ხდება მუშრიქი, მიუხედავად იმისა იცოდა მან ეს თუ არა. მაგალითად
ყველა სწავლული გაერთიანდა იმ აზრზე, რომ ადამიანები ფათრას პერიოდის მკვიდრნი,
რომლებთანაც არ მისულა მოწოდება, შეუძლებელია ჩაითვალონ მუსლიმანებად და მათზე
ისტიღფარის გაკეთება არ შეიძლება - მათ შესახებ ალლაჰზე თხოვნა, რომ ცოდვები
მიუტევოს. უთანხმოება არის მხოლოდ იმაში, ისინი დაუყონებლივ ისჯებიან თუ იქნებიან
გამოცდილნი.
(იხ. აყიდათლ- მუაჰიდინ ვარ-რადდ ალიად - დულლიალ ალ - მუბტადაინ 151)

ერთი ყველაზე დიდი მტკიცებულება იმ სიმართლისა რაც ჩვენ ვთქვით არის სალაფების
მიერ გაგება აიათისა 17/15.
აი რას ამბობს შანყიტი ამ აიათის შესახებ: აიათის არსი შემდეგია:"ალლაჰი არავის არ სჯის

~ 29 ~
არც ამ სამყაროში და არც იმ სამყაროში, სანამ არ გამოგზავნის მოციქულს, რომელიც
გააფრთხილებს მათ. შემდეგ თუ გაუწევენ წინააღმდეგობას მის მაცნეს და იქნებიან
ჯიუტები თავიანთ ქუფრში და შირქში, აი ამის შემდეგ ხდება ცნობილი, რომ ისინი
იგემებენ სასჯელს. ასეთი მდგომარეობა მოყვანილია ბევრ აიათებში. მაგალითად," 4/165 და
შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ არ ჰქონოდათ
ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია."

- ამ და მსგავსი აიათებიდან გამომდინარეობს, რომ ფატრის ხალხი გამართლებულნი


არიან იმაში, რომ ისინი არ ისჯებიან დაუყონებლივ იმის გამო, რომ მათთან არ მისულა
გამაფრთხილებელი მოციქული. ამ აზრს მიყვება სწავლულების ერთი ჯგუფი,
სწავლულების სხვა ჯგუფი კი ამბობს, რომ ნებისმიერი ვინც მოკვდა ქუფრში გახდება
ცეცხლის ბინადარი, იუხედავად იმისა მივა მასთან მოციქული თუ არა. მტკიცებულებად
იმათმა მოიყვანეს ბევრი აიათები და ჰადისები. აი ერთერთი აიათი, რომელიც მოჰყავთ:
" 4/18 და არ არის შენდობა მათთვის, რომელნიც სჩადიან უკეთურობას, სანამ მათ
სიკვდილი არ მიადგება კარზე. იტყვიან: სწორედ ახლა მოვინანიე!... და რომელნიც
აღესრულებიან ურწმუნოდ, სწორედ მათთვის გავამზადეთ მტანჯველი სასჯელი"

- შემდეგ შანყიტი იწყებს მათი მტკიცებულების ჩამოთვლას, მაგალითად ჰადისი, სადაც


მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)ამბობს:" მამაშენიც და მამაჩემიც ცეცხლშია" და
დასკვნაში ამბობს: "უთანხმოება იმაზე ჯოჯოხეთშია თუ არა უმეცარი მუშრიქი, ფათრას
პერიოდში მცხოვრები თუ გამართლებულია? არის ერთერთი საერთო ცნობილი
უთანხმოება სწავლულებს შორის, რომლებიც სწავლობენ აყიდის მეთოდოლოგიის
საკითხებს" ( ადუა ალ-ბაიან)

წიგნში "მარაყიუს-სუუდ" ნათქვამია: " ფატრას პერიოდის მცხოვრებლები არ არიან


პასუხისმგებლები დეტალებში(ფურუატ) რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ისინი
პასუხისმგებლები საფუძველში(უსულ) ამ საკითში არის ცნობილი უთანხმოება. ერთერთი
სწავლულებს შორის რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფატრას პერიოდის მუშრიქები
ჯოჯოხეთშია, არის იმამი ნავავი - მუსლიმის კრებულის ამხსნელი. ქარაფიმ შარხში "ატ
-ტანყიხ" მიუთითა, რომ ამ საკითხში არის იჯმა - ერთხმოვნობა(რომ უმეცარი მუშრიქი
ცეცხლშია). ქარაფის ეს მითითება ასევე გადმოცემულია წიგნში " ნაშრ ალ - ბუნუდ"
ყურტუბი, აბუ ხაიიანი, შავქანი ამ აიათის თაფსირებში ამბობენ, რომ აზრი (რომ უმეცარი
მუშრიქი ცეცხლშია) არის სწავლულების უმეტესობის აზრი, მუქაიიდი ამბობს შემდეგს:" ამ
საკამათო საკითხში ჩვენი აზრით სწორია შემდეგი:" უმეცარი მუშრიქი არ ისჯება მიწაზე, იმ
ქვეყნად კი ალლაჰი გამოცდის მას ცეცხლით. ის უბრძანებს მათ ცეცხლში შესვლას. ვინც
შევა ითვლება, რომ გამოცდა ჩააბარა და შედის სამოთხეში. იმიტომ, რომ ეს მის
მორჩილებას ნიშნავს, რომ მიწაზე რომ მასთან მოსულიყო მოციქული მაშინ ის გაყვებოდა
მას. ვინც არ შევა ცეცხლში , ის ვერ გადის გამოცდას და ამიტომ ისინი ისჯებიან
ჯოჯოხეთით. იმიტომ, რომ მან ეურჩა ღვთის ბრძანებას. ეს ნიშნავს, რომ ის მიწაზეც
ეურჩებოდა მოციქულს. ალლაჰს ასეთი სახით გამოაქვს გარეთ მათი პოტენციალები - რას
გააკეთებდნენ ისინი მიწაზე თუ მაცნე მოვიდოდა მასთან"

ეს ისეთი საკითხია, რომელშიც შეცდნენ ბევრი თანამედროვე მუშრიქები. ისინი


ფიქრობენ რომ აიათი:

" 17/15და ჩვენ არ ვყოფილვალთ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით შუმავალს"- არის


მტკიცებულება გამართლება იმისა, რომ ვინც შევიდა შირქისა და ქუფრის ჭუჭყში
უცოდინრობის გამო. ისინი თვლიან ასეთ ადამიანს ერთღმერთიანად რომელიც გადარჩა და
შევა სამოთხეში, მიუხედავად იმისა, რომ თავით ჩაძირულია შირქში.

~ 30 ~
ამ მტკიცების სიმცდარე ნათელი ხდება ჩვენს მიერ მოყვანილი სწავლულების
ერთხმოვანი აზრის მეშვეობით, ისინი ამბობენ შემდეგს:" ნებისმიერი ვინც ასრულებს შირქს
იმ მიზეზის გამო, რომ დაარღვია თავისი მტკიცებულება და ფიტრა ( ბუნებრივობა) ხდება
მუშრიქი, დაუმოკიდებლად იმისა ცხოვრობდა ის ფატრას პერიოდში თუ არა ან არ იცოდა
რაიმე სხვა მიზეზის გამო. მაგრამ სწავლულები გაიყვნენ იმ საკითხში, იქნება თუ არა
უმეცარი მუშრიქი დასჯილი ამ სამყაროშიც და იმ სამყაროშიც. მაგრამ ამავე დროს
სწავლულები ერთხმოვანნი არიან იმაში, რომ ასეთები ვერ შევლენ სამოთხეში(გამოცდის
გარეშე) რადგანაც ალლაჰმა აუკრძალა მუშრიქებს სამოთხე.

ალლაჰი ბრძანებს:" 3/ 19 უეჭველად, ალლაჰის წინაშე სარწმუნოება ისლამია"

"3/85 და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის
წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის."

- ასეთი ადამიანები არ არიან მუსლიმანები. სამოთხეში კი შევლენ მხოლოდ


მუსლიმანები. ეს დამტკიცებულია სანდო ჰადისით. მუშრიქებს აკრძალული აქვთ სამოთხე.

"5/72 უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე
და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი".

- იბნი თაიმიამ თქვა:" ყველა ადამიანი იმსახურებს სასჯელს, გარდა იმათისა ვინც
ეთაყვანება ალლაჰს. ის ვინც არ ასრულებს შირქს, მაგრამ არ ეთაყვანება
ალლაჰს(მაგალითად ფარაონი) სინამდვილეში უფრო უარესია ვიდრე მრავალღმერთიანი .
უნდა შესრულდეს ორი რამ:

1) ალლაჰისადმი თაყვანისცემა.
2) არ სცე თაყვანი არავის სხვას( გარდა ალლაჰისა) ეს არის ისლამის არსი და ნებისმიერი
ადამიანი პასუხისმგებელია ამაზე. ამ საკითხში არავის არ აქვს უპირატესობა და ეს
ვალდებულება არავის არ ეხსნება. მაგრამ ამასთანავე ალლაჰი არ სჯის სანამ არ მოავლენს
მოციქულს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის არ სჯის უმეცარ მუშრიქს მას არ შეჰყავს ის
სამოთხეში იმიტომ, რომ სამოთხეში ვერ შევლენ გარდა ერთღმერთიანებისა. როგორც
გადმოცემულია სანდო წყაროდან - ალლაჰი გამოცდის ცალკე იმათ ვისთანაც არ მისულა
მოციქულების მოწოდება, მაგალითად: ბავშვები, გიჟები და ისინი ვინც მოკვდა ფატრის
პერიოდში" (მეჯმუ'ულ ფეთავა ტ 7 გვ. 477)

თუ მოციქულის მოსვლის წინა პერიოდის მუშრიქის მდგომარეობა ასეთია, მაშინ


როგორი იქნება იმათი ვინც შედის შირქში მოციქულის მოსვლის შემდეგ, მაშინ როცა მისი
მოწოდება დაცული და შენახულია. დასასრულში მოვიყვანთ მოკლე, ჩვენს მიერ
ჩატარებული გამოკვლევების შემაჯამებელ დასკვნებს.

1- ყველა ადამიანისგან იყო აღებული მტკიცებულება(მისაყ) ალლაჰის მბრძანებლობის


შესახებ ისე, რომ ეს ირთავს მასში ასევე მის ერთადერთობას თაყვანისცემაშიც.

2-აღებული სიტყვა არის მტკიცებულება იმისთვის, რომ ჩათვალოთ უმეცრები


მუშრიქებად, მაგრამ არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის რომ ისინი იყვნენ
დასჯილნი(ცეცხლით)

3- მუშრიქის წოდებას აქვს ადგილი უმეცარ ხალხისთვის, რომლებიც ასრულებენ შირქს


მოციქულის მოსვლამდეც. შირქი ასევე თავისთავად ფლობს თვისებას იყოს ამაზრზენი,
ცუდი და დასაგმობი მოციქულის მოსვლამდეც. თუ ადამიანი გააგრძელებს ცხოვრებას
შირქში , იმის შემდეგ რაც მას აჩვენეს მტკიცებულებები, მაშინ ისჯება ორივე სამყაროში (
დაირან)
~ 31 ~
4- სწავლულებმა გამოავლინეს ერთხმოვნობა იმაში, რომ უმეცარი შირქის
შემსრულებელი ადამიანები (მაგ. ფათრის ხალხი) არიან მუშრიქები და არავითარ
შემთხვევაში არ ითვლებიან მუსლიმებად. ეს არის მიწიერი გადაწყვიტილების
გამოტანა(რომელიც აქვს გამოტანილი ადამიანებს) მათ შესახებ( თუ როგორ უნდა მოექცნენ
მუშრიქს მუსლიმანები: არ ჭამონ მათ მიერ დაკლული ხორცი,, არ გამოავლინონ მათ
მიმართ ვალა და ას.შემ.) და რაც შეეხება ჰუქმს რომელიც ალლაჰმა გამოუტანა მათ(ჰუქმი იმ
ქვეყნისა) ისინი არ ისჯებიან ორივე სამყაროში დაუყონებლივ, დამატებითი გამოცდის
გარეშე, ასევე მათ არ უშვებენ სამოთხეში გამოცდის გარეშე. გამოცდის მეშვეობით
ვლინდება ალლაჰის განსაზღვრული მათ შესახებ(სამოთხისთვის შექმნა ისინი ალლაჰმა
თუ ჯოჯოხეთისთვის). როგორც აჩვენებს მტკიცებულება, ვინც გაივლის გამოცდას შევა
სამოთხეში, ვინც ვერ გაივლის ისინი კი ჯოჯოხეთში. იყო მუსლიმანი ნიშნავს ალლაჰის
ერთადერთოას თაყვანისცემასა და მბრძანებლობაში. ვინც მოკვდება და არ იყო ამ
მტკიცებაზე ის სამოთხეში ვერ შევა, რადგან სამოთხე განსაზღვრულია მხოლოდ
მუსლიმანებისთვის. და ჩვენი სურვილია და ვთხოვთ ალლაჰს, რომ ვიყოთ ერთერთი
მათგანი.

5- არსებობს ორი სხვადასხვა აზრი.

პირველი აზრი ეს იმის შესახებაა, დაუყონებლივ ექვემდებარებიან თუ არა სასჯელს


ასეთი ადამიანები(ფატრას ხალხი) მეორე აზრი - ეს არის ითვლება ასეთი ხალხი
მუშრიქებად თუ არა. აუცილებელია ამ აზრების განსხვავების ცოდნა, რადგან ისინი არ
არიან ექვივალენტები. ამ ორ აზრს შორის არ არის არავითარი საერთო კავშირი. ნებისმიერი
ვინც ექვემდებარება სასჯელს არის მუშრიქი, მაგრამ არ არის სავალდებულო, რომ ყველა
მუშრიქი იყოს დასჯილი. ეს დამოკიდებულია იმაზე მასზე წარდგენილი იყო
მტკიცებულებები თუ არა. - წარმატებები კი მხოლოდ ალლაჰისგანაა.
ყურტუბი ამ აიათის"და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით
შუამავალს!" თაფსირში ამბობს: სწავლულების უმატესობის აზრით ეს აიათი სასჯელზეა,
რომელიც იქნება არა იმ სამყაროში, არამედ დედამიწაზე. ესეიგი ალლაჰი არ გაანადგურებს
ადამიანებს ( დედამიწაზე) სანამ არ მოუვლენს მათ მოციქულს.
იბნ ატიია ამბობს: " ჰადისი იმის შესახებ რომ ალლაჰი გამოცდის ფატრას პერიოდის
ხალხს, გიჟებს და ბავშვებს არ არის სანდო ჰადისი. გარდა ამისა ის ფაქტი, რომ ის სამყარო
არ არის მინდორი გამოცდებისთვის, აძლიერებს ამ ჰადისის არა საიმედობას.
(ყურტუბის თაფსირი)

"17/15. ვინც ჭეშმარიტი გზა გაიგნო, მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც
აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი ცოდვილი არ იტვირთავს
სხვის ცოდვას. და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!
16. და როცა ვინებეთ, რომ გაგვენადგურებინა რომელიმე მხარე, ვუბრძანეთ ფუფუნებით
განებივრებულ მის მცხოვრებლებს, ამის მიუხედავად, უკეთურება ჰქმნეს იქ, ამიტომაც
გაცხადდა სიტყვა მასზე, და ამგვარად გავანადგურეთ ერთიანად!
17. და რამდენი თაობა გავანადგურეთ ნუჰის შემდგომ! და კმარა შენი ღმერთი თავისი
მსახურნის ცოდვების მცოდნედ და დამნახველად!"

"20/128 ნუთუ ჯერ არ დამდგარან სწორ გზაზე, მიუხედავად იმისა, მაგათ უწინ რამდენი
თაობა გავანადგურეთ, რომელთა საცხოვრებლებზეც დადიან? უეჭველად, ამაში
სასწაულებია გონიერთათვის!"

"26/208 ჩვენ არ დაგვიღუპავს არც ერთი დასახლება, რომელშიც შემგონებლები არ


მისულან

~ 32 ~
209. შეგონებით. და ჩვენ არ ვყოფილვართ უსამართლონი"

"7/4 და რამდენი დასახლება გავანადგურეთ ჩვენ! აჰა, ეწია მათ ჩვენი რისხვა დღისით ან
ღამით, როცა ეძინათ.
5 და, როცა ჩვენი რისხვა დაატყდებოდათ, სხვა არღა იყო რა მათი ძახილი, თუ არა
მოთქმა: „უეჭველად, უსამართლონი ვიყავით ჩვენ"

"7/134 და როცა დაატყდათ მათ სასჯელი, უთხრეს: ჰეი, მუსა! შესთხოვე ჩვენთვის შენს
ღმერთს, რაც აღგითქვა შენ. და სასჯელს თუ მოგვაშორებ, უთუოდ, ჩვენ გიწამებთ შენ და
უსათუოდ ისრაილის შვილთ წარმოვგზავნით შენთან ერთად.
135 მაგრამ, როდესაც დათქმულ დრომდე სასჯელი მოვაცილეთ, მაშინ სიტყვას ტეხდნენ
ეგენი.
136 უკვე დავსაჯეთ და ზღვაში დავახრჩვეთ ისინი იმისთვის, რადგანაც ჩვენს აიათებს
ცრუდ რაცხავდნენ და იყვნენ მისადმი უსულგულო."

მეხუთე თავი:

სიკეთე და ბოროტება არის შარიათის მტკიცებულების მოსვლამდე და


მოსვლის შემდეგაც.
სანამ დავასრულებთ იმის მიზეზების ახსნას, რატომ არის მუშრიქის წოდება
მტკიცებულების წარდგენამდეც, უფრო სრულყოფილი ახსნისთვის შევეხებით ერთ
საკითხს, რომელსაც აქვს პირდაპირი კავშირი ამ თემასთან. ეს საკითხია სიკარგეზე და
სიცუდეზე: არის რაიმე(საქმე) კარგი თუ ცუდი თავისთავად, შესაბამისი შარიათის
მტკიცებულებების მოსვლამდე. სწავლულებმა ამ საკითხიში წამოაყენეს სამი სხვადასხვა
აზრი: ორი უკიდურესი და ერთი ოქროს შუალედი - ჭეშმარიტება.
პირველი უკიდურესობა: ქმედებები ფლობს თვისებას იყოს კარგი და ცუდი
მტკიცებულებების მოსვლამდე და თანახმად ამისა თუ უმეცარი შეასრულებს მას
ღებულობს მის (ქმედებების) შესაბამის სასჯელს ან ჯილდოს.
მეორე უკიდურესობა: თვისებას იყოს კარგი ან ცუდი ქმედება, ღებულობს მხოლოდ იმის
შემდეგ, როცა ამას აცნობებს კანონის დამამყარებელი. ამიტომაც მისი შემსრულებელი არ
ღებულობს არც ჯილდოს და არც სასჯელს.
ოქროს შუალედი (ჭეშმარიტი) აზრი: ქმედებები არის კარგი ან ცუდი შარიათის
მოსვლამდე, მაგრამ სასჯელი არის მხოლოდ მტკიცებულების წარსდგენის შემდეგ. და ეს
არის აჰლი სუნნას სწავლულების უმეტესობის აზრი.
- 17/15 ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!"
ზოგიერთი ქალამისტები, ასევე ჰანაფიტები და მალიქიტები ხსნიან ამ აიათს:" ეს აიათი
ეხება დეტალებს რელიგიაში, რომელიც შუძლებელია იპოვო გონებით, რაც შეეხება შირქსა
და ქუფრს მისი ამაზრზენობის აღქმა გონებით შესაძლებელია. ამიტომაც შირქისა და
ქუფრის სფეროში ადამიანები სასჯელს ექვემდებარებიან. სასჯელისგან თავისუფლდება
ადამიანები რომლებმაც არ იციან შარიათის მდგომარეობა( რელიგიის დეტალები).ეს აიათი
საერთოა მუშრიქებისთვის და მუსლიმანებისთვის(ესეიგი მუშრიქებიც არ ისჯება
რელიგიის დეტალების გამო, სასჯელი, რომელსაც ისინი ღებულობენ არის შირქის გამო)
ძველი თაობის და ასევე შემდეგი თაობის სწავლულების აზრი არის შემდეგი:" შირქი და
უმეცრება რომელშიც იმყოფებიან მუშრიქები, იყო ცუდი და დასაგმობი მოციქულის

~ 33 ~
მოსვლამდეც, მაგრამ სასჯელს ისინი დაიმსახურებენ (თუ გააგრძელებენ) მხოლოდ
მოციქულის მოსვლის შემდეგ.
საერთოდ ამ მხრივ ადამიანების აზრი შირქის შესახებ, უსამართლობის სიცრუის და
ამაზრზენობის საკითხში იყოფა სამ მოსაზრებად:
1) ეჭვგარეშე ამაზრზენი ქმედება თეორიულად შემეცნებადია, ამიტომაც მისი
შემსრულებელი იმსახურებს სასჯელს, კიდევაც რომ მასთან არც მივიდეს
გამაფრთხილებელი მოციქული. ამ აზრს მიყვებიან მუთაზილიტები და ჰანაფიტების
უმრავლესობა. ჰანაფიტებმა გადმოსცეს ეს აზრი აბუ ჰანიფასგან.
2) ისინი ფიქრობენ რომ თეორიულად, კარგია თუ ცუდი შეუძლებელია გონებით
აღიქვა, ამის გაგება, შეგნება მხოლოდ შარიათის მტკიცებულების გაგონების შემდეგ
შეიძლება . ცუდი იქნება ის რაც შარიათმა აკრძალა და კარგია ის რაც შაიათით
დაშვებულია ან ნაბრძანებია. ეს თქვა აბულ- ჰასან ალ-აშარიმ და სხვებმა.
3) ისინი ამბობენ, რომ ამაზრზენი ქმედება ცუდია მოციქულის მოსვლამდეც, მაგრამ
სასჯელი მოდის ქმედებების გამო მხოლოდ მოციქულის მოსვლის შემდეგ. ასე ფიქრობს
სალაფების და მუსლიმანების უმეტესობა და მიყვებიან ამ აზრს. წიგნი და სუნნა
ამტკიცებს ამ აზრს. ორივე ისინი ამტკიცებენ რომ ქააფირების ქმედებები არის ცუდი და
ამაზრზენი მოციქულების მოსვლამდეც, მიუხედავად იმისა რომ სასჯელი იქნება
მხოლოდ მათ მოსვლის შემდეგ.
4) ჰუზაიფასგან საჰიჰში გადმოცემულია შემდეგი ჰადისი: აბუ ჰუზეიფამ ჰკითხა:"ო
ალლაჰის მოციქულო, ჭეშმარიტად ადრე ჩვენ ვიყავით უმეცრობაში და ბოროტებაში,
ალლაჰმა გამოგვიგზავნა ჩვენ ეს ეს სიკეთე. იქნება თუ არა ამ სიკეთის შემდეგ კიდევ
ბოროტება? " მან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)უპასუხა: "კი იქნება მქადაგებლები ,
ჯოჯოხეთის კარებში მდგომები. ვინც გაყვება მათ , მას მოისვრიან იქ(ჯოჯოხეთში).

აი ზოგიერთი აიათები, სადაც ალლაჰმა გვაცნობა ურწმუნოების ქმედებების


ბოროტებაზე ჯერ კიდევ მოციქულების მოსვლამდე.

"20/24 წადი ფარაონთან, უეჭველად, იგი ზღვარს გადავიდა!"

26/10. და აკი, შენმა ღმერთმა უხმო მუსას: „წადი უსამართლო ხალხთან "

"28/4. უეჭველად, ფარაონი გადიდგულდა ქვეყანაზე და დაადგინა მისი მცხოვრებლები


ჯგუფებად. ერთნი დააკნინა, კლავს მათ ძეებს და ცოცხალს უტოვებს ასულებს.
უეჭველად, ის იყო უკეთურობის გამავრცელებელთაგანი"

- ამ აიათში მოგვითხრობენ იმ დროზე, როცა მუსა არ იყო დაბადებული, წარსულ


დროზე სადაც ფარაონი ჯერ არ შეხვედრია მოციქულს, მაგრამ ალლაჰმა ის მაშინაც აღწერა
როგორც ტაღუთი - უსამართლო და არეულობის, განხეთქილების და მტრობის ჩამგდები.
ალლაჰი ბრძანებს:

"20/39 „რომ ჩასვი იგი (მუსა) ზანდუკში, შემდეგ ჩაუშვი მდინარეში, ამგვარად, იგი
გამოიტანოს მდინარემ ნაპირზე. აიყვანს მას ჩემი მტერი და მისი მტერი"

--- აქ ალლაჰი საუბრობს ფარაონზე როგორც ალლაჰის მტერზე, იმ დროს როცა მასთან
არც ყოფილა მოწოდება მისული. - ალლაჰი შემდეგ აიათებში უბრძანებს ადამიანებს
მოინანიონ და შესთხოვონ პატიება თავიანთი ქმედებების გამო, მიუხედავად იმისა რომ
მათ ეს ბოროტებები შეასრულეს როგორც უმეცრებაში მყოფებმა,. ეს ქმედებები რომ
ყოფილიყო ზუსტად ისეთი როგორიც ეპატიება ბავშვებს და გიჟებს, მაშინ ალლაჰი არ
უბრძანებდა მათ, რომ ის მოენანიებინათ. აქედან ხდება ნათელი, რომ ეს იყო საზიზღარი
და ამაზრზენი ქმედებები. მაგრამ ალლაჰი არ სჯის მათ გამო, სანამ მთლიანად (ბოლომდე)
არ წარადგენს მტკიცებულებას.

~ 34 ~
"11/.1. ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომლის აიათები განმტკიცდა, მერე კი განიმარტა
ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ.
2. რათა არ ეთაყვანოთ არავის, ალლაჰის გარდა. უეჭველად, მე ვარ თქვენთვის მის მიერ
(მოვლენილი) შემგონებელი და მახარობელი.
3. და რომ მიტევება შესთხოვოთ თქვენს ღმერთს და შემდეგ მოინანიოთ მის წინაშე, რათა
მან მოგმადლოთ კეთილი საზრდო დადგენილ ვადამდე და წყალობა მიანიჭოს ყველა
კეთილშობილს. და თუ პირს იბრუნებთ, მაშინ, უეჭველად, მეშინია, რომ თქვენ არ გეწიოთ
უდიდესი დღის სასჯელი!"

41/6. უთხარი: „მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენსავით. ზეშთამეგონა, რომ ღმერთი
თქვენი ერთადერთი ღმერთია. მაშ, წარსდექით მის წინაშე ჭეშმარიტი რწმენით და
მიტევება შესთხოვეთ მას. და ვაი, წარმართთა მდგომარეობას!"

"71/1. უეჭველად, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, რომ: „შეაგონე შენი ხალხი
ვიდრე მიეწევა მათ სასჯელი მწარე“!
2. უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.
3. თაყვანი ეცით ალლაჰს, გეშინოდეთ მისი და გამომყევით მე!
4. რომ მოგიტევოს, შეცოდებანი თქვენი და გადაგივადოს დათქმულ დრომდე. უეჭველად,
ალლაჰის დადგენილი ვადა როცა დადგება, არ გადავადდება, რომ იცოდეთ თქვენ!"

- ეს აიათი მიუთითებს იმაზე რომ, ცოდვის ქმედებები, ნუჰის ხალხის მიერ


შესრულებული იყო გაფრთხილებამდეც.

სხვა აიათებშიც არის ნათქვამი:"

"11/50. და ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით
ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! თქვენ კი მხოლოდ სიცრუეს
თხზავთ.
51. ხალხო ჩემო! მე თქვენ არ გთხოვ ამისათვის საზღაურს, ჩემი საზღაური მხოლოდ მას
ეკუთვნის, რომელმაც გამაჩინა. განა არ მოუხმობთ გონებას?
52. ხალხო ჩემო! მიტევება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს, მერე კი მოინანიეთ მის წინაშე. იგი
ზეგარდმოგივლენთ ზეციდან უხვად წვიმას და თქვენს ძლიერებას ძალას შეჰმატებს. და არ
იბრუნოთ პირი, როგორც ცოდვილნი!“

- ალლაჰი გვაცნობებს, რომ ადის ხალხი იყვნენ ყოველგვარი სიცრუის შემთხზავები


თავიანთ ცოდვებში და ეს (აიათი) კი დაგმობის სიტყვებია

"7/80 და ლუტი, აკი, უთხრა თავის ხალხს: განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ სისაძაგლეს
თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე?
81 უეჭველად, თქვენ ქალების ნაცვლად, კაცებთან მიდიხართ ვნებით. მართლაც, რომ
აღვირახსნილი ხალხი ხართ თქვენ! – ამ აიათის თანახმად ლუტის ხალხი იყვნენ
უმსგავსოები გაფრთხილებამდეც, და ეს აიათი არის არგუმენტი იმათ მტკიცებების
საწინააღმდეგოდ ვინც ამტკიცებს, რომ ქმედებები ხდება ცუდი მხოლოდ გაფრთხილების
შემდეგ. სხვა აიათში იბრაჰიმი ამბობს:

"19/42 აკი, უთხრა თავის მამას: „ჰეი, მამაჩემო! რატომ ეთაყვანები იმას, რაც ვერ ისმენს,
ვერ ხედავს და არანაირი სიკეთის მოტანა არ შეუძლია შენთვის?"

- ეს აჩვენებს, რომ ის გმობს მამის ამ (შირქის) ქმედებებს ჯერ კიდევ გაფთხილებამდე.


მსგავსი აზრი არის შემდეგ აიათში:

~ 35 ~
"37/85. აკი,უთხრა თავის მამას და თავის ხალხს: „თქვენ რაებს ეთაყვანებით?
86. განა ცილისწამებად გინდათ სხვა ღვთაებები, მაგიერ ალლაჰისა?!
87. მაშ, თქვენ რა გგონიათ სამყაროთა ღმერთი?“

- ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ უმეცრების ქმედებები იყო ცუდი მოციქულების


აკრძალვამდეც.

თავჰიდი თავისთავად რომ არ ყოფილიყო კარგი და შირქი ცუდი , მაშინ მათზე არ


იქნებოდა მიმართული მსგავსი გაკიცხვები, იმიტომ რომ მაშინ გამოვიდოდა ისინი
იკიცხებიან იმის გამო რაშიც არ არიან დამნაშავეები. მაშინ განსხვავება შირქსა და
ჩვეულებრივ ქმედებებს შორის არ იქნებოდა. შირქი და სხვა საძაგელი ქმედებები არის
ამაზრზენი თავისთავად თავისი არსით, არა იმიტომ რომ ის აკრძალულია, როგორც ამას
ამტკიცებენ ჯაბრიები.

ყურანში ბევრ ადგილას ხაზი ესმება შირქისა და სხვა ქმედებების ამაზრზენობას, და ეს


კეთდება ლოგიკური მტკიცებულებებისა და არგუმენტების მოყვანის გზით. ალლაჰი
ბრძანებს:

" 6/54 და როცა მოვლენ შენთან, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები, უთხარი: „მშვიდობა
თქვენდა!“ ღმერთმა თქვენმა თავს დაუწერა მწყალობლობა. უეჭველად, რომელი
თქვენგანიც უმეცრებით ჩაიდენს სიავეს, მერე მოინანიებს ამის შემდგომ და გამოასწორებს,
უეჭველად, იგი შემნდობია, მწყალობელია"

"4/17 ალლაჰის წინაშე მიღებული მიტევება მხოლოდ იმათთვისაა, ვინც უმეცრებით


უკეთურობას სჩადის და მერე მაშინვე ინანიებს, სწორედ ასეთებს შეუნდობს ალლაჰი.
ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!"

"16/119. უეჭველად, რომელთაც ჰქმნეს სიავე უვიცობით, მაგრამ მოინანიეს და


გამოასწორეს, ღმერთი შენი ამის შემდგომ შემნდობია, მწყალობელია!"

- ვინც შეასრულა აკრძალული ქმედებები, ისე რომ არ იცოდა მისი აკრძალულობა , ასევე
ექვემდებარება ამ აიათის განაჩენს. ეს გვაჩვენებს, რომ ამ ქმედების შემსრულებელი
ასრულებს ცუდ ქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გაუგონია ამ ქმედების შესახებ
აკრძალვა. ამიტომ მართალია ის არ ექვემდებარება სასჯელს მაგრამ მაინც უნდა მოინანიოს,
რომ ალლაჰმა შეიწყალოს და მოუტევოს მას.

თუ ვინმე არის წინააღმდეგი და იტყვის:" თუ ადამიანი არ იქნება დასჯილი მის მიერ


შესრულებული ქმედებების გამო რომელიც შეასრულა უცოდინრობის გამო, მაშინ რა აზრი
აქვს მის ქმედების მიღებას როგორც ცუდის?" მაშინ პასუხი ჩვენგან იქნება ასეთი:" აზრი
არის და ერთი კი არა ორი:

1- ქმედების ამაზრზენობა არის დასჯის მიზეზი. უბრალოდ დასჯის აღსრულებაში


მოყვანას აქვს პირობები. და ეს პირობა არის მტკიცებულების წარდგენა.
2- ამ ხალხის მდგომარეობა (ბოროტების შემსრულებლების უმეცრობის გამო)
დეფექტურია და წამგებიანი. ეს ასეც უნდა იყოს ბუნებრივია. მაშინაც კი თუ დადგენილია ,
რომ ისინი არ ექვემდებარებიან სასჯელს, სულერთია მათ არ მიუღწევიათ იმათ დონისთვის
და ჯილდომდე ვისაც არ შეუსრულებია ის ქმედებები და შეინახეს თავი სუფთად
ცოდვების ჭუჭყისგან. ის რომ იმათმა (ბოროტების შემსრულებლებმა უმეცრობის გამო)
დაკარგეს სისუფთავე და ჯილდო მათ მიერ შესულებული ქმედებების გამო, ეს ეკვე ერთი
სასჯელია მათთვის. იბნი თაიმია აგრძელებს თავის ახსნას 690 გვერდამდე და ამბობს:";სხვა
აიათში ალლაჰი აერთიანებს თავჰიდს ისტიღფართან ( პატიების თხოვნასთან)

~ 36 ~
47/ 19. მაშ იცოდე, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა. და ითხოვე მიტევება
შენი ცოდვებისთვის და მორწმუნე კაცებისა და მორწმუნე ქალებისთვის, რამეთუ ალლაჰი
უწყის თქვენს საქმიანობას და თქვენს თავშესაფარს."

- აქ მორწმუნეები თხოვენ პატიებას იმის გამო, რომ მათ არ შეასრულეს ადრე თავჰიდის
მოთხოვნები, მიუხედავად იმისა რომ მათთან არ მოსულა ამის შესახებ გამაფრთხილებელი
მოციქული (მეჯმუ'ულ ფეთავა, ტ. 11 გვ.675-690)

იბნი თაიმიამ სხვა ადგილას თქვა:" ალლაჰმა გადაწყვეტილების გამოტანით, ერთი მხრივ
გაჰყო ხალხი იმათზე ვინც ცხოვრობდა ფატრას პერიოდში, როცა მოციქულის მოწოდება
დამახინჯებული იყო და დავიწყებული. და იმათზე ვინსთანაც მივიდა მოწოდება; მეორე
მხრივ არ გაუყვია და გააერთიანა ისინი ერთში.

ეს აზრი ორი ჯგუფის ხალხის საპირისპიროა:

პირველი ჯგუფი ამბობს: "ქმედებებში არ არის საწყისი ამაზრზენობა ან სიკარგე, რაიმე


(ქმედება) ხდება კარგი თუ ცუდი, იმის შემდეგ რაც უზენაესი გვაცნობებს ამის შესახებ
შარიათის მეშვეობით"

მეორე ჯგუფი ამბობს:" ისინი იქნებიან დასჯილნი , მაშინაც კი თუ მათთან არ მისულა


მოწოდება" პირველი ჯგუფის ხალხის აზრის უარყოფას(გაბათილებას) ემსახურება შემდეგი
მტკიცებულებები: "

20/24 წადი ფარაონთან, უეჭველად, იგი ზღვარს გადავიდა!"

"26/10. და აკი, შენმა ღმერთმა უხმო მუსას: „წადი უსამართლო ხალხთან -"

"28/4. უეჭველად, ფარაონი გადიდგულდა ქვეყანაზე და დაადგინა მისი მცხოვრებლები


ჯგუფებად. ერთნი დააკნინა, კლავს მათ ძეებს და ცოცხალს უტოვებს ასულებს. უეჭველად,
ის იყო უკეთურობის გამავრცელებელთაგანი!"

- ალლაჰი უწოდებს ფარაონს და მის ხალხს უკეთურობის გამავრცელებლებს,


უსამართლოებს და არეულობის მომტანებს.

ეს სიტყვები გაკიცხვის სიტყვებია, და გაკიცხვა შეიძლება იყოს მხოლოდ ამაზრზენი


საქმებიისთვის. ეს ნიშნავს, რომ მათი ქმედებები ხასიათდება როგორც ცუდი და ამაზრზენი
ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოციქული მოევლინებოდა. რაც შეეხება დასჯას როგორც
გვაცნობებს ალლაჰი შემდეგ აიათში ხდება მხოლოდ მოციქულის ქადაგებით მოსვლის
შემდეგ.

"17/15 და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი, სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს"

შემდგომ ალლაჰი გვაცნობებს, რომ ჰუდმა უთხრა თავის ხალხს შემდეგი:

"11/50. და ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით
ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! თქვენ კი მხოლოდ სიცრუეს
თხზავთ.

- როგორც მოჩანს ამ აიათებიდან ჰუდმა უწოდა მის ხალხს სიცრუის შემთხზავები მანამ,
სანამ მისმა ხალხმა უარყო ის, მან ისინი დაახასიათა ასე იმიტომ, რომ ისინი ასრულებდნენ
შირქს. დამტკიცებულია ყურანით და სუნნათით, რომ უნდა დავარქვათ შირქის
შემსრულებელს " მუშრიქი" მოწოდების მოსვლამდეც. მან დაარღვია საზღვრები, აუყვანა

~ 37 ~
ალლაჰს თანაზიარი მოციქულის მოსვლამდე, ამიტომაც წოდება" მუშრიქი" მას ეძლევა
ალლაჰის მოციქულის მოსვლამდეც. "

( მაჯმუ'ულ ფეთავა ტ 20 გვ. 37,38)

იბნ ალ-ყაიმიი ამბობს:" აქ ადგილი აქვს ორ კითხვას, რომლებიც არ არიან მაინცდამაინც


დაკავშირებული ერთმანეთს შორის:

1) ფლობს თუ არა ქმედება, ამაზრზენობის და სიკარგის თვისებას? ასევე არის თუ არა


თვით ქმედებების არსში რაღაც ისეთი, რომ იყოს ბოროტების და სიკეთის წყარო?

2) აუცილებელია თუ არა ჯილდოს ან სასჯელის მიღება, კარგი და ცუდი ქმედებების


შესრულების შესაბამისად? არის თუ არა ეს ისეთი ფენომენალური, რომელიც შეიძლება
აღიქვა გონების (ჭკუით) მეშვეობით, თუ ეს შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ შარიათის
შესაბამისი მტკიცებულების მოსვლის შემდეგ?

აი ამ ორი საკითხის მოგვარება

ეს ორი საკითხი არ არის ერთმანეთის აუცილებელი შედეგი (ერთი რომ გამოდიოდეს


მეორესგან). ქმედებები თავისთავად არის ცუდი და კარგი, მსგავსად იმისა როგორც ისინი
არიან სასარგებლო და საზიანო, მაგრამ მათი შესრულება არ იწვევს ჯილდოს და სასჯელს
შესაბამისი ბრძანების ან აკრძალვის გარეშე. ისინი კარგია ან ცუდი ჯერ კიდევ ბრძანების ან
აკრძალვის მოსვლამდე. მაგრამ რომ ისინი ცუდია ან კარგი, თავისთავად არ ხდის
სავალდებულოს ჯილდოს ან საჯელს მათ გამო. ალლაჰი არ სჯის მხოლოდ იმიტომ რომ
ქმედება ცუდია , ისე რომ არ გაგზავნოს მოციქული. რეალურად თაყვანისცემა სატანაზე ან
კერპებზე, ტყუილი, უსამართლობის შესრულება, მრუშობა ეს თავისთავად ცუდია. მაგრამ
როცა საქმე მიდის სასჯელზე, მაშინ ეს დამოკიდებულია შარიათის მტკიცებულებაზე. ვინც
არ ეთანხმება ამას ისინი გაიყვნენ ორ ჯგუფად:

1-ეს ქმედებები არ არის თავისთავად ცუდი, ისინი ცუდი გახდა იმის გამო რომ ალლაჰმა
აკრძალა ისინი და დაამყარა შესაბამისი სასჯელი მათი შესრულების გამო
2- მუთაზილიტები კი, რომლებიც შედიან მეორე ჯგუფში ამბობენ ამ ქმედებების
ამაზრზენობა და სასჯელი მათ გამო შეიძლება იყოს ჭკუითაც.

მაგრამ ოთხი მაჰზაბის მუსლიმანი იურისტები (ყადი) ამბობენ შემდეგს:" ამაზრზენობა


ამ ქმედებებისა შეიძლება იყოს დატკიცებული ჭკუით, მაგრამ სასჯელი დამოკიდებულია
მოვლენილი (ალლაჰისგან) შარიათის მტკიცებულებებზე. შაფიტების ეს აზრი გადმოგვცა
სადბ. ალი აზ-ზანჯანმა, ჰანბალიტებისგან აბულ- ჰატტაბმა, ასევე ეს გადმოცემულია
ზოგიერთ ჰანაფიტებისგან. მაგრამ ის ჰანაფიტები რომლებსაც გადახრა აქვთ
მუთაზილიტებისკენ დაამატეს ასევე, რომ სასჯელი მყარდება ჯკუითაც,

( ადამიანს შეუძლია მიხვდეს მისი ქმედების ბოროტება, ამიტომაც მისი შემსრულებელი


ღებულობს სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არ მისულა მოწოდება) მაგრამ ყურანი
მიუთითებს , არ არის აუცილებელი , რომ ეს ორი მდგომარეობა იყოს აუცილებლად
ურთიერთკავშირში. ყურანი მიუთითებს შემდეგს: სასჯელი არის ძალაში მხოლოდ
მოციქულის გაგზავნის შემდეგ. მაგრამ ქმედებები ფლობს თვისებებს იყოს კარგი ან ცუდი
მოციქულის მოსვლამდეც.

მოდით გამოვიძიოთ ეს ორი მდგომარება დეტალურად: 1-- აიათში ნათქვამია:

"4/165 და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ


არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია,
ბრძენია."
~ 38 ~
"6/131 ეს იმიტომ, რომ ღმერთი შენი როდია უსამართლოდ გამნადგურებელი სოფელთა
თუ მკვიდრთა მათთა ისე, რომ არ იყონ შეგონებულნი."

- უზენაესი არ ღუპავს ადამიანებს მათი ცოდვების გამო, სანამ არ გაუგზავნის მათ მაცნეს:
აიათი მიუთითებს შემდეგ ორ პრინციპს:

ა- ცოდვიანი ქმედებები უმეცრებისთვის არის ამაზრზენი მოციქულის მოვლენამდეც.

ბ- ამასთან ერთად ალლაჰი არ სჯის მათ ვიდრე არ მოუვლენს მოციქულს.

ეს აიათი ასევე მიუთითებს ამ ორ პრინციპზე.

28/47. და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის გამო, რაც


წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ
მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით
მორწმუნენი?“

- ეს აიათი მიუთითებს შემდეგზე:" ქმედებები, რომელიც შეასრულეს უმაცარმა


მუშრიქებმა, რეალურად არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ისინი დაისაჯონ. ეს
ქმედებები რომ არ ყოფილიყო ამაზრზენი, მაშინ ისინი არ იქნებოდა დასჯის მიზეზი.
დაბრკოლება იმისთვის, რომ იმათმა დამსახურებულად მიიღონ სასჯელი, ემსახურება
ალლაჰის წყალობით დამყარებული პირობები სასჯელის შესრულებისთვის - მოციქულის
მოსვლა.

2- არის ბევრი აიათები, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ქმედება თავისთავად ფლობს
თვისებას - იყოს კარგი ან ცუდი. მსგავსად იმისა რომ შირქი არის შირქი, ბოროტი
ქმედებები ასევე არის ცოდვიანი და ამაზრზენი. არ არსებობს ეჭვი რომ შირქი არის შირქი,
აკრძალვის მოსვლამდე და მოსვლის შემდეგაც. ვინც იტყვის რომ ბოროტება, საძაგლობა და
ცოდვიანი ქმედებები ფლობენ ამ თვისებებს მხოლოდ აკრძალვის შემდეგ, მსგავსია იმისა,
რომელიც იტყვის, რომ შირქი გახდა შირქად აკრძალვის შემდეგ, რომლის არასწორობა
ცხადია.

- ამ დებულების სხვა მტკიცებულება არის ის, რომ ალლაჰი უარყოფს სხვაზე


თაყვანისცემას და უწოდებს ამას უდიდეს უსამართლობას. მას მოჰყავს უამრავი
მაგალითები და ლოგიკური მტკიცებულებები იმისთვის რომ, აჩვენოს შირქის სიცრუე.
შირქის ამაზრზენობა რომ ისაზღვრებოდეს მხოლოდ აკრძალვით, მაშინ ამ ლოგიკური
ანალოგიების და მაგალითების მოყვანა იქნებოდა უაზრობა. გარდა ამისა საქმე რომ
ყოფილიყო ასეთი სახით, იქნებოდა თეორიულად შესაძლებელი, რომ ალლაჰს შეეძლო
ებრძანებინა სხვაზე თაყვანისცემა და აეკრძალა მასზე თაყვანისცემა. წმინდაა ალლაჰი! ასეთ
შემთხვევაში, რა აზრი აქვს გონებას, ბუნებრივობას (ფიტრას) და საღ აზროვნებას,
რომლებისკენაც არის მიმართული ლოგიკური მტკიცებულებები და შირქზე მაგალითები.
მით უმეტეს რომ შირქი უდიდესი ბოროტება და უსამართლობაა. თუ გონებაში და
ბუნებრივობაში არ არის არაფერი ასეთი, რაც იძლევა შირქის გაგების ამაზრზენობას, მაშინ
რა უნდა გაიგოს ადამიანმა? რადგან შირქის სიყალბე ნათელი და აშკარაა ყველა დასკვნებს
შორის რომელთანაც მიდის ადამიანი მსჯელობით.

ყურანი სავსეა მაგალითებით და ლოგიკური ანალოგებით, რომლებიც უარყოფენ შირქს.


აი ერთერთი აიათი:

"30/ 28. მან მოგიყვანათ იგავი თქვენზევე. არიან კი ისინი, ვინც თქვენმა მარჯვენამ
მოიპოვა თანაზიარნი იმის, რაც ჩვენ მოგმადლეთ თქვენ, აქვთ კი მათ ისეთივე უფლებები

~ 39 ~
ამაზე და უფრთხილდებით ამათ ისევე, როგორც საკუთარ თავს? ასე ცხადვჰყოფთ ჩვენს
აიათებს გონიერ ხალხთათვის!"

- ალლაჰს მოჰყავს ეს მაგალითი მათი ცხოვრებიდან, აიძულებს მუშრიქებს ჭკუით და


თავისი გრძნობებით გაიგონ რეალურად შირქის უგვანობა. მართლაც, თუ თქვენ არ
ღებულობთ თქვენს ქონებაში და ხელისუფლებაში მოახლეს რომელიც
განკარგავს(გაუძღვება) თქვენთან ერთად თქვენს ქონებას( და ხელისუფლებას ოჯახში),
მაშინ როგორ შეგიძლიათ თქვენ მიიღოთ თანაზიარი ჩემს ქონებასა და ძალაუფლებაში,
რომელიც უხელმძღვანელებს ჩემს ქონებას და ექნება წილი ხელისუფალებაში, და შემდეგ
მიმართოთ მას თაყვანისცემა ჩემთან ერთად?

ეს მიუთითებს იმაზე, რომ შირქის ამაზრზენობა და სიყალბე დამტკიცებულია გონებით


და ბუნებრივობით, მოციქულები კი მხოლოდ ახსენებენ და მიუთითებენ უკვე
გამზადებულ ინფორმაციისკენ, შირქის სიცრუეზე და მიმართავენ უკვე სულში
გამზადებულ თავჰიდისკენ. შემდეგი აიათი ანალოგიურია:

"39 /29. მაგალითად მოიყვანა ალლაჰმა კაცი, რომელიც მოურიგებელი მოწილენის


ხელშია და კაცი რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანის ბრძანებაზე არის დამოკიდებული.
ნუთუ მაგალითად შესადარები არიან? ქება-დიდება ალლაჰს, მაგრამ მათი უმრავლესობა არ
უწყიან."

- ნებისმიერი ვინც დაუფიქრდება ამ მაგალითს, ჭკუით და თავისი ბუნებრივი ნატურით


შეძლებს გაიგოს განსხვავება ამ ორ ადამიანს შორის და ასეთი სახით შეიძლება გაიგოს
შირქის ამაზრზენობაც. მსგავსად იმისა როგორც აღწერილ მაგალითში ხალხი
არათანასწორია; ის ვინც ემორჩილება და მიჯაჭვულია ერთ ღვთაებაზე არ არის თანასწორი
იმისი, ვინც ემორჩილება და მიჯაჭვულია რამდენიმეზე (მადარიჯ ას-სალიქინ, 1/246-256.)

პატივცემული მწერალი( იბნ ყაიმიი) ამ წიგნის სხვა ნაწყვეტში ამბობს:

"28/47. და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის გამო, რაც


წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ
მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით
მორწმუნენი?“

- ალლაჰი აქ გვაცნობებს შემდეგს: ის ქმედებები რომელსაც ასრულებდნენ ურწმუნოები


სინამდვილეში საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ისინი იყვნენ დასჯილნი. მაგრამ
ალლაჰს ისინი რომ დაესაჯა დამსახურებული სასჯელით მაშინ (უმეცრები)თავის
გამართლებას დაიწყებდნენ, რომ მათთვის არ იყო გამოგზავნილი მოციქული და რომ არ
იყო მოვლენილი წიგნი. ალლაჰმა იმით რომ გამოგზავნა მოციქული საფუძველში
ამოძირკვა ყველა არგუმენტი, რომელიც შეეძლოთ მოეყვანათ ურწმუნოებს. ყველაფერი ეს
ამტკიცებს, რომ ურწმუნოების ქმედებები უკვე ამაზრზენი იყო ალლაჰის მიერ
მოციქულების გამოგზავნამდე. იმიტომ რომ იმათმა ამ ქმედებებით უკვე დაიმსახურეს
სასჯელი. მაგრამ ალლაჰმა წყალობის გამო დაამყარა კანონი, რომ დასჯის მხოლოდ
მოციქულების გაფრთხილების შემდეგ. ამ წიგნის მე -11-ე გვერდზე ამბობენ შემდეგს:
აიათში ნათქვამია:

" 21/21. ნუთუ მათ დაიდგინეს ღვთაებები დედამიწიდან? ისინი გააცოცხლებენ?

22. რომ ყოფილიყო ორივეში(ცაში და მიწაზე) ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებები, უთუოდ
ორივე აირევ-დაირეოდა (არსებული სისტემა აირეოდა) . თუმცაღა ტახტრევნის გამჩენი
ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც მიაწერენ!"

~ 40 ~
- ესეიგი თუ მიწაზე და ცაში იქნებოდა სხვა ღვთაებები, რომელსაც დაემორჩილობდნენ
ალლაჰის გარდა, მაშინ ყველაფერი გაფუჭდებოდა და აირევ დაირეოდა. უნდა მივაქციოთ
ყურადღება რომ აქ არ იხმარება სიტყვა მეუფე ( მბრძანებელი) არამედ გამოყენებულია
სიტყვა ღვთაება( ილაჰ) რომლის არსია - ის ვისაც ემორჩილებიან, ემსახურებიან და
ეთაყვანებიან. აიათიდან გამომდინარეობს, რომ სამყაროში არ არსებობს ასეთი მოვლენა -
ვინმეზე თაყვანისცემა გარდა ალლაჰისა. ეს (ვინმეზე თაყვანისცემა) ეწინააღმდეგება
გონებას და ლოგიკას, იმიტომ რომ, ეს რომ ყოფილიყო სინამდვილეში ცა და მიწა აირეოდა.
ამ სამყაროში ჰარმონიის და წესრიგის წყარო არის ის, რომ ალლაჰი ერთადერთი ღმერთია,
რომელსაც ყველა ემორჩილება. არეულობა და უწესრიგობა კი მოდის ალლაჰის გარდა
სხვაზე თაყვანისცემის დროს. ამიტომ არარეალურია, რომ ალლაჰმა ბრძანოს რაიმე ისეთი,
რაც გამოიწვევს არეულობას და უწესრიგობას. ის ამ ყველაფერზე დიადია.

მეთორმეტე გვერდზე ის ამბობს შემდეგს:

23/115 ნუთუ ჩათვალეთ, რომ ჩვენ გაგაჩინეთ ტყუილუბრალოდ და რომ თქვენ არ


იქნებით მობრუნებულნი?"

ამ სიტყვებით მან უარყო მის შესახებ ცრუ აზრი და ამბობს, რომ ის ამ ყველაფერზე
დიადია. უყურეთ, აქ როგორ ლოგიკურად და მიყოლებით იხატება რელიგიის სურათი,
სადაც ეწყობა ლიგიკური ურთიერთ არასაწინააღმდეგო კავშირი შარიათს, სასჯელს და
ჯილდოს შორის. შეხედეთ, როგორ გონივრულად მტკიცდება განკითხვის დღე. ადამიანის
გონებაში არის რელიგიის ყველა მთავარი პრინციპი, რომელიც მოაქვთ მოციქულებს.
მოციქულების მიერ მოტანილი ცნობები აღვიძებს ჩაძინებულ ფიტრათს და მიმართავს მას
თავჰიდისკენ, ღვთის კანონებისკენ და იმ სამყაროს აღიარებისკენ.

ოცდამეცხრამეტე გვერდზე ის ამბობს: ამ თემაში ეჭვგარეშე, სწორი არის შემდეგი:"


სასჯელის მიზეზი - ქმედებების ამაზრზენობა არსებობს მოწოდების მოსვლამდეც, მაგრამ
ამ მიზეზის ქონა არ ხდის აუცილებელს სასჯელის აღსრულებას. ალლაჰმა დაამყარა
სასჯელის აღსრულების პირობები - გამაფრთხილებელი მოციქულების მოსვლა. ის რომ
ურწმუნოები იმ წუთშივე არ ექვემდებარებიან სასჯელს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი
დამნაშავეები არ არიან და არ იმსახურებენ იმას ( სასჯელს) ( მიფტაჰ დარუს -სა'ადა, 2/7-39)

ამ ყველაფრისგან ჩვენ გამოგვაქვს შემდეგი დასკვნა:

1- ეჭვგარეშეა, რომ შირქში ბრალდებას აქვს ადგილი, მანამ, სანამ უმეცარ მუშრიქზე
იქნება წარდგენილი მტკიცებულება.

2- მიზეზი ამისა არის ალლაჰის მიერ ხალხისგან აღებული სიტყვა - მისაყი, გონება და
შინაგანი ნიშნები კი ადამიანის ბუნებაა, რომელიც შეიცავს რაღაცას რომელიც უბიძგებს
ადამიანს თავჰიდისკენ.

3- შირქის შემსრულებელი ადამიანი დამნაშავეა, გასაკიცხია და არასრულყოფილია,


მიუხედავად იმისა, რომ მან შეასრულა შირქი უცოდინრობის გამო. საერთოდ ასეთი
იმყოფება უფსკრულის პირას და ცეცხლთან თამაშობს, მას ყოველ წუთში ელის საფრთხე -
სასჯელი, რადგან შირქი არის უდიდესი ბოროტება. მაგრამ ყველაფერ ამასთან სასჯელი
აღსრულდება განსაზღვრული პირობის დროს - მოციქულის მოსვლა. ალლაჰმა დაამყარა ეს
მონების მიმართ მისი წყალობის გამო. უმეცრების ზოგიერთ მდგომარეობას აქვს
გამართლება და ზოგიერთს არა. ის რომ ისინი არ ექვემდებარებოდნენ სასჯელს
მოციქულის მოსვლამდე, ამ საკითხში მათ ექნებოდათ გამართლება, და არ ჩაითვლებოდნენ
მუშრიქებად. ისინი ითვლებიან შირქში ჩაფლულებად და ისინი არ იმარხებიან
მუსლიმების სასაფლაოზე, მათ გამო არ სრულდება ჯანაზა ნამაზი და მათ გამო დუა არ

~ 41 ~
კეთდება, რასაც ისინი დაკლავენ არ იჭმევა, მათსა და მუსლიმებს შორის არ არსებობს
ქორწინება, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ მდგომარეობებში არის ის, რომ მათ არ აქვთ
გამართლება და ისინი ამ მდგომარეობაში მყოფნი ვერ შედიან სამოთხეში.

~ 42 ~

You might also like