You are on page 1of 8

ბიზნესის რეგულირების

სამართლებრივი საფუძვლები
გეგა გიგუაშვილი
• მიზანი. არ არსებობს მიზნის არ მქონე იურიდიული პირი

• საკუთარი ქონება. იურიდიულ პირს, ფიზიკური პირის მსგავსად აქვს უნარი ჰქონდეს საკუთარი ქონება .

• ორგანიზაციულობა. წარმონაქმნის ორგანიზებულობა (ა) გულისხმობს შიდა სტრუქტურის არსებობას , რომელიც სუბიექტის

ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, (ბ) საჯარო რეგისტრაციის მიზნებისათვის დეკლარირებულია მისი კონსტიტუტიური აქტით

და (გ) ავლენს სუბიექტის მოქმედების გეგმაზომიერებას.

• დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობა. დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის ელემენტი მიუთითებს , (ა )

ზოგადად, წარმონაქმნის პასუხისმგებლობა-უნარიანობასა და ასევე , (ბ ) ასეთი პასუხისგების დამოუკიდებლად

განხორცილების შესაძლებლობაზე წარმონაქმნის მონაწილეთა ჩართვის გარეშე .

• საკუთარი სახელი. სახელის უფლება, ფიზიკური პირის მსგავსად, იურიდიულ პირსაც აქვს და იგი აიოლებს მის

მონაწილეობას სამოქალაქო ურთიერთობებში.

• გარიგებაუნარიანობა. გარიგების დადების უნარი, იურიდიული პირის ქმედუნარიანობის ნაწილია .

• საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა . წარმონაქმნის აქტიური და პასიური სასარჩელო უფლებაუნარიანობა


იურიდიული პირების კლასიფიკაცია
• საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

• საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეს არის ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი , რომელის წარმოშობა
სახელმწიფოს მიერ, კანონის საფუძველზე და კანონით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად .
• საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არ ახასიათებთ სამეწარმეო მიზნები და არ სარგებლობენ ზოგადი
უფლებაუნარიანობით.
• კერძო სამართლის იურიდიული პირები.

• კერძო სამართლის იურიდიული პირებს აერთიანებთ კერძო ავტონომია და ნების თავისუფალი გამოვლენა .
• მათი შექმნა უკავშირდება პირების თავისუფალ ნებას გამოიყენონ ეს სამართლებრივი კონსტრუქცია საერთო
მიზნის მისაღწევად.
• შექმნის შემდგომ კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან განსხვავებით კერძო სამართლის იურიდიულ
პირს გააჩნია კერძო სამართლებრივი ავტონომიის ფარგლებში ნებისმიერი მართლზომიერი მოქმედების
განხორციელების შესაძლებლობა და მისი კომპეტენცია არ არის შეზღუდული კანონით წინასწარ
განსაზღვრული კომპეტენციათა კატალოგით.
კერძო სამართლის იურიდიული პირების
კლასიფიკაცია

• სამეწარმეო იურიდიული პირები.

• სამეწარმეო იურიდიული პირები ეს არის კერძო სამართლის იმ იურიდიულ პირთა სახეები ,

რომელთაც გააჩნიათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიური კომპეტენცია.

• არასამეწარმეო იურიდიული პირები.

• არასამეწარმეო იურიდიული პირები არსებობის მთავარი დანიშნულება არასამეწარმეო ,

საზოგადოებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაა .


იურიდიული პირის რეგისტრაცია

• კერძო სამართლის იურიდიული პირის, მისი უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის


წარმოშობა უკავშირდება სუბიექტის რეგისტრაციის ფაქტს.
• იურიდიული პირის არსებობა წყდება სათანადო პროცედურების გავლის შემდგომ ამ სუბიექტის
რეგისტრაციის გაუქმების გზით.
• კერძო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრაციას საქართველოში ახორციელებს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო.
• იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ
პირებს.
სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები
იურიდიული პირის განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ
რეგისტრაციისათვის, დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
მარეგისტრირებელ
ორგანოს
განმცხადებელმა
უნდა წარუდგინოს: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ,
პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტი).

საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული


სარეგისტრაციო განაცხადი (წესდება/პარტნიორთა შეთანხმება);

უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე


დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით
დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი;

ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ


ნების გამომხატველი დოკუმენტი;

სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი



ამონაწერის მომზადება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი არის მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის , საჯარო -სამართლებრივი შეზღუდვის ,
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და
მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტი და ასახავს სუბიექტის
შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.
• სწორედ ამონაწერია ის დოკუმენტი, რომელსაც სამოქალაქო სამართლებრივი ურითიერთობის მონაწილენი
„რეესტრის უტყუარობის პრეზუმპციიდან“ გამომდინარე ეყრდნობია.
• ამონაწერში მითითებული მონაცემები იურიდიულ პირთან ურთიერთობის მეორე მხარეს ეხმარება მოახდინოს ამ
სუბიექთთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაციის:

• რეგიტრაციის ფაქტის;
• საფირმო სახელწოდების;
• საიდენტიფიკაციო კოდის;
• იურიდიული მისამართის;
• ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ;
• პარტნიორების და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირება .
ამონაწერის მომზადება
ამონაწერის მოთხოვნის უფლება გააჩნია ნებისმიერ პირს და გაცემული ამონაწერი ხდება საჯარო
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index

You might also like