You are on page 1of 37

ფინანსური

პოლიტიკა
ფინანსური პოლიტიკა
• მიზანმიმართული ქმედებების ერთიანობა ფინანსური
ურთიერთობების დარგში.
• ფინანსური პოლიტიკა ტარდება ფინანსური სისტემის
ნებისმიერ რგოლში
• ფინანსური პოლიტიკის ძირითადი ნაწილი მოდის
სახელმწიფო ფინანსურ პოლიტიკაზე
სახელმწიფო ფინანსური
პოლიტიკა
• არის სახელმწიფო ღონისძიებების ერთიანობა, რომელიც
მიმართულია ფინანსური რესურსების გამოყენებაზე და
მართვაზე დასახული მიზნების მისაღწევად.
• დაკავშირებულია საგადასახადო და ფინანსური (მათ
შორის ბაზრების და ინსტიტუტების) სისტემების
რეგულაციასთან და ზედამხედველობასთან ფინანსური
სტაბილურობის და ბაზრის ეფექტიანობის
უზრუნველსაყოფად.
ფინანსური პოლიტიკის მიზნები
• პოლიტიკური მიზნები - მიზნების მიღწევა შიდა და გარე პოლიტიკის
სფეროში ფინანსური ინტრუმენტების გამოყენებით (მაგ., იმპორტის
შეზღუდვის სატარიფო და არასატარიფო მეთოდების გამოყენებით)
• ეკონომიკური მიზნები - მიზნების მიღწევა ქვეყნის ეკონომიკის
სფეროში (მაგ. ეკონომიკის კონკრეტული დარგის სტიმულირება
ფინანსური ინსტრუმენტების საფუძველზე)
• სოციალური მიზნები - მიზნების მიღწევა საზოგადოებრივი
ურთიერთობების სფეროში (მაგ., სოციალური დაძაბულობის ან
სიღარიბის აღმოფხვრა ფინანსურ სისტემაში რესურსების
გადანაწილებით)
ფინანსური პოლიტიკის
ამოცანები
• ფინანსური რესურსების ფორმირების პირობების
უზრუნველყოფა
• ფინანსური რესურსების რაციონალური განაწილების და
გამოყენების პირობების შექმნა
• ეკონომიკური და სოციალური პროცესების რეგულირება
და სტიმულირება ფინანსური მეთოდების საფუძვლზე
• ფინანსების მართვის მაქსიმალურად ეფექტიანი
სისტემის შექმნა
ფინანსური მექანიზმი
• ფინანსური პოლიტიკის მიზნების და ამოცანების
რეალიზაცია ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტების
ერთიანობის საფუძველზე, რომელსაც ეძახიან ფინანსურ
მექანიზმს.
• ფინანსური მექანიზმი არის სახელმწიფოს მიერ
დაწესებული ფინანსური ურთიერთობების ორგანიზაციის
ფორმების და მეთოდების ერთიანობა
ფინანსური მექანიზმის
ელემენტებია:
• ფინანსური მეთოდები - ფინანსური აღრიცხვა, ანალიზი, დაგეგმვა,
პროგნოზირება, ფინანსური კონტროლი, დაბეგვრა.
• ფინანსური მართვის სპეციალური ინსტრუმენტები - კრედიტები და სესხები;
საპროცენტო განაკვეთი; სავალუტო კურსების კოტირება
• ფინანსური ბერკეტები - მოგება, შემოსავალი, დივიდენდები, პროცენტი,
დისკონტი, ფინანსური სანქციები, ანგარიშგების ფორმები, ინვესტიციები
• საკანონმდებლო უზრუნველყოფა - საკანონმდებლო აქტები,
დადგენილებები, ბრძანებები და ა.შ.
• ინფორმაციული უზრუნველყოფა - ეკონომიკური, კომერციული, ფინანსური
და სხვა ინფორმაცია
სახელმწიფო ფინანსური
მექანიზმის ელემენტებია
• ფინანსური დაგეგმვა
• ფინანსური რეგულირება
• ფინანსური კონტროლი
ფინანსური დაგეგმვა
• წარმოადგენს სახელმწიფოს საქმიანობას ფულადი
სახსრების ფონდების (ბიუჯეტი, მიზნობრივი ფონდები)
ფორმირების, განაწილების და გახარჯვის ძირითადი
პარამეტრების განსაზღვრის მიმართულებით
• სახელმწიფო ფინანსური დაგეგმვა გამოიხატება
ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების,
არასაბიუჯეტო ფონდების მაჩვენებლების
ჩამოყალიბებაში
ფინანსური კონტროლი
• დაკავშირებული ფინანსურ დაგეგმვასთან და რეგულირებასთან,
ვინაიდან ითვალისწინებს ფინანსური გეგმების შესრულიების და
ფინანსური რეგულირების ზომების შემოწმებას, ერთის მხრივ.
• ხოლო, მეორეს მხრივ, ფინანსური კონტროლის შედეგებს იყენებს
სახელმწიფო მომდევნო დაგეგმვისთვის და რეგულირებისთვის
• ფინანსური კონტროლის მიზანია ფინანსური გეგმების და
პოლიტიკის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გადახრის
აღმოჩენა და დროული რეაგირება, ფინანსური
სამართალდარღვევების აღმოჩენა
ფინანსური რეგულირება
• წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საზოგადოებრივი კვლავწარმოების პროცესზე და ზოგადად
ეკონომიკაზე მიზანმიმართული ზემოქმედება და მართვა დისპროპორციების და ბაზრის
„შეცდომების“ აღმოსაფხვრელად
• სახეობები:
• ფულად-საკრედიტო რეგულირება
• სავალუტო რეგულირება
• ფასების სახელმწიფო რეგულირება სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციაზე
• საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციების რეგულირება
• საგადასახადო რეგულირება
• სახელმწიფო შესყიდვების განაწილება სამეურნეო სუბიექტებს შორის
• პირდაპირი საბიუჯეტო ასიგნები და ინვესტიციები ეკონომიკის კონკრეტულ სფეროებში
• სოციალური პოლიტიკის საბიუჯეტო ფინანსირება
• ტერიტორიული უთანასწორების გამოთანაბრება და სხვა
ფინანსური პოლიტიკის
სახეობები
• საბიუჯეტო
• საგადასახადო
• საბაჟო
• ფულად-საკრედიტო
• საინვესტიციო
• ანტიკორუფციული
საბიუჯეტო-საგადასახადო
პოლიტიკა
• საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა - ეს არის, ერთის მხრივ, სახელმწიფოს
მიერ ჩატარებული ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა
საბიუჯეტო ურთიერთობების სფეროში მოახდინოს ფულადი სახსრებით
სახელმწიფო მართვის ორგანოების უზრუნვეყოფა.
• ხოლო, მეორეს მხრივ, სახელმწიფო საბიუჯეტო პოლიტიკის მეშვეობით და,
კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დონის
ცვლილების საფუძველზე, ხდება ზემოქმედება ეკონომიკაზე ეკონომიკური
ციკლის მერყეობის შემცირების მიზნით მოკლევადიან პერიოდში.
• პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტებია: გადასახადები, სახსრების გადაცემა
ბიუჯეტთაშორისო დონეზე (სუბსიდიები, ტრანსფერტები) და საქონლის
სახელმწიფო შესყიდვები
საბაჟო პოლიტიკა
• საბაჟო პოლიტიკა - ეს არის სახელმწიფო ღონისძიებების სისტემა, რომელიც
მიმართულია საბაჟო ტარიფების დაწესებაზე ქვეყანაში იმპორტირებულ
(შემოტანილ) და ქვეყნიდან ექპორტირებულ (გატანილ) საქონელზე
• საბაჟო პოლიტიკა ახდენს ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის
მოცულობის რეგლამენტაციას. ამის ერთ-ერთი გამოვლინება არის საბაჟო
პროტექციონიზმი, როდესაც ქვეყანას შემოაქვს მაღალი საბაჟო ტარიფები
იმპორტირებულ საქონელზე და შეღავათიანი ტარიფები ექსპორტზე
• საბაჟო ტარიფებთან ერთად გამოიყენება იმპორტის შეზღუდვის
არასატარიფო მეთოდები, მაგალითად: კვოტირება (რაოდენობის შეზღუდვა),
მაღალი ხარისხის სტანდარტების დაწესება, ეკოლოგიური სისუფთავის
სტანდარტები
ფულად-საკრედიტო (მონეტარული
პოლიტიკა) www.nbg.gov.ge
• "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებები" ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი
სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს
პარლამენტს.

"მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში" მოცემულია 


ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და 
მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც
ეროვნული ბანკი იყენებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის გატარებისას.
ინფლაციის მიზნობრივი
მაჩვენებელი
• საქართველოში მოქმედებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ინფლაციის
წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის მიღწევას საშუალოვადიან პერიოდში.
• ამდენად ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა არ
ითვალისწინებს ინფლაციის დონის 0 პროცენტამდე შემცირებას, არამედ ინფლაციის დონის 3 პროცენტზე
შენარჩუნებას.
• ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განისაზღვრება ეკონომიკის არსებული მდგომარეობის
გათვალისწინებით. იგი უნდა ასახავდეს ფასების ცვლილების ისეთ მაჩვენებელს, რომელიც ოპტიმალური
იქნება ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე.
• ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა ფაქტორები.
• პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ სამომხმარებლო კალათის სხვადასხვა კომპონენტებზე 
ფასების ცვლილება არ არის ერთნაირი. აქედან გამომდინარე ინფლაციის 0 პროცენტამდე შემცირება
გულისხმობს, რომ ზოგიერთ საქონელზე ან მომსახურებაზე ფაქტობრივად უნდა იყოს დეფლაცია.
• ინფლაციის დადებითი მიზნობრივი მაჩვენებელი კი საშუალებას იძლევა აცილებულ იქნას დეფლაციის
რისკი და მისი უარყოფითი შედეგები ეკონომიკაზე.
გაგრძელება
• ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ფორმულირება არის ორიენტირებული
მომავალზე (Forward-looking policy) და მისი  განსაზღვრა ხდება არა ქვეყნის
მიმდინარე ინფლაციის დონის მიხედვით, არამედ საპროგნოზო მაჩვენებლისა და
ეკონომიკური აგენტების ინფლაციის მოლოდინის გათვალისწინებით.
• ამისათვის მუდმივად ხორციელდება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის
შეფასება, ინფლაციის პროგნოზების შექმნა და იმ რისკების გათვალისწინება, რამაც
შეიძლება მომავალში გავლენა მოახდინოს ფასების დონეზე.
• იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი აღემატება მიზნობრივ
მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, რაც გამოიხატება 
მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ზრდით.
• ხოლო ინფლაციის დაბალი საპროგნოზო მაჩვენებლის შემთხვევაში გატარდება ექსპანსიური
მონეტარული პოლიტიკა, რაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას
გულისხმობს.
მონეტარული პოლიტიკის
ინსტრუმენტები
• ღია ბაზრის ოპერაციები
• მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები
• ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები
• სავალუტო აუქციონები
• ლიკვიდობის დამატებითი ინსტრუმენტები
• გირაოას სახეობები
ღია ბაზრის ოპერაციები
• რეფინანსირების განაკვეთი
• ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი
• სადეპოზიტო სერტიფიკატი
• ღია ბაზრის ოპერაციების მეორად ბაზარზე
ღია ბაზრის ოპერაციები
• ეს არის ეროვნული ბანკის მოღვაწეობა, რომელიც დაკავშირებულია
ფასიანი ქაღალდების (ძირითადათ სახლემწიფო ობლიგაციების) ყიდვა
გაყიდვასთან ღია ბაზარზე
• ეროვნული ბაკი იყენებს ამ ოპერაციებს, როგორც ფულად-საკრედიტო
პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტს
• ეროვნული ბანკი ყიდულობს და ყიდის სახელმწიფო ობლიგაციებს

მოსახლეობაზე (ოჯახური კომერციულ ბანკებზე


მეურნეობები) და ფირმებზე
გაგრძელება
• სახელმწიფო ყიდის ობლიგაციებს იმისათვის, რომ დააფინანსოს
ბიუჯეტის დეფიციტი (ანუ როდესაც ბიუჯეტის ხარჯები უფრო
მეტია, ვიდრე ბიუჯეტის შემოსავლები)
• ღია ოპერაციები ნიშნავს, რომ ოპერაციები ხორციელდება
ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე სადაც მონაწილეობის
მიღება შეუძლია ნებისმიერ სუბიექტს
• ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე მონაწილეობენ
მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ემიტენტები (ანუ ინსტიტუტები,
ორგანიზაციები, რომლებიც უშვებენ ფასიან ქაღალდებს)
გაგრძელება
• როდესაც ეროვნულ ბანკს სურს გაზარდოს ფულის მიწოდება
ეკონომიკაში, ის ყიდულობს სახელმწიფო ობლიგაციებს
მოსახლეობისგან და უხდის ფულს ქაღალდების გამყიდველებს,
შედეგად:
მოსახელობას და
იზრდება ფულის რაოდობა,
ფირმებს ეზრდებათ
რომელსაც მოსახლეობა და
ნაღდი ფულის
ფირმები ინახავენ დეპოზიტზე
რაოდენობა
=იზრდება ლიკვიდური აქტივების
მოცულობა ეკონომიკაში ანუ
ფულის მიწოდება
გაგრძელება
• თუ ეროვნულ ბანკს სურს შეამციროს ფულის რაოდენობა
ეკონომიკაში, ის ყიდის სახელმწიფო ობლიგაციებს მოსახლეობაზე
და ფირმებზე, და ამით ამცირებს ფულის რაოდენობას, რომელიც
მცირდება
გააჩნიათ ნაღდი
მოსახლეობა და ფირმებს. ან მცირდება საბანკო
ფულის მოცულობა დეპოზიტები, რადგან
მოსახლეობის მოსახლეობა (ფირმები)
ხელზე ამცირებენ დეპოზიტებს
ქაღალდების შესასყიდლად
მცირდება ნაღდი მცირდება მოსახლეობის და
ფული ბრუნვაში ფირმების დეპოზიტური
რესურსები

მცირდება ფულის მიწოდება ეკონომიკაში!


გაგრძელება
• თუ ეროვნული ბანკი ყიდის და ყიდულობს ფასიან
ქაღალდებს კომერციული ბანკებისგან.
თუ ეროვნული ბანკი
ყიდულობს სახელმწიფო ყიდის სახელმწიფო
ობლიგაციებს ობლიგაციებს
კომერციული ბანკების რეზერვები
იზრდება და მათ შეუძლიათ მცირდება და ისინი გასცემენ
უფრო მეტი კრედიტი გასცენ ნაკლებ კრედიტს
ფულის მიწოდება
იზრდება მცირდება
მინიმალური სარეზერვო
მოთხოვნები
• თავისი მნიშვნელობით მეორე ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ეროვნული ბანკი
ფულადი მასის რეგულირებისთვის, არის კომერციული ბანკების აუცილებელი
რეზერვების ნორმატივების დაწესება მოზიდული რესურსების მოცულობიდან
გამომდინარე
• როდესაც კომერციული ბანკი იზიდავს გარკვეული მოცულობის თანხებს
მოსახლეობისგან, ფირმიბისგან, აქედან გარკვეული წილი მან უნდა მოათავსოს
ეროვნული ბანკის სარეზერვო ანგარიშებზე
• ამ ინსტრუმენტის გამოყენების მიზანია:
 ლიკვიდურობის მართვა საბანკო სექტორში
 საბანკო სექტორიდან ეკონომიკაში შემოსული ფულადი მასის მართვა
 მეორადი ფუნქციები: უფასო რესურსების წყარო ეროვნული ბანკისთვის, დეპოზიტების დაზღვევის
საშუალება
გაგრძელება

ფული
96 ლარი კომერციულ 100 ლარი
მიწოდებული დეპოზიტი
ეკონომიკაში 92 ლარი ი ბანკი

რეზერვი 4% ეროვნული
სარეზერვო ბანკის
მოთხოვნის ზრდა რეზერვი 8% რეზერვები
იწვევს ფულადი
მასის შემცირებას
რეფინანსირების განაკვეთი
(მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი)
• მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის
მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისათვის. ეს არის საპროცენტო
განაკვეთი რომლითაც ეროვნული ბანკი სთავაზობს სესხს საკრედიტო ორგანიზაციებს
• გადაწყვეტილება პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ
ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ.
• მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება
ხდება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე  დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება.
• თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს
მონეტარული პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის
მატება.
• შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე.
• საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული
მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა -
შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს
და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.
ერთდღიანი სესხები და
დეპოზიტები
• ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები წარმოადგენს ეროვნული
ბანკის მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს, რომელთა შეთავაზება ხდება
კომერციული ბანკებისთვის მათი მოთხოვნის საფუძველზე.
• ერთდღიანი სესხი გაიცემა კომერციულ ბანკებზე შესაბამისი უზრუნველყოფის
საფუძველზე. სესხის უზრუნველყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნას
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, საერთაშორისო საბანკო გარანტიები და
ბანკების სასესხო აქტივები.
• სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება
საანგარიშსწორებო დღის დახურვამდე. ერთდღიან სესხზე საპროცენტო
განაკვეთი განისაზღვრება როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს
 პლიუს 0.75 პროცენტული პუნქტი.
სავალუტო აუქციონები
• სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის
მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორისო
სავალუტო ბაზარზე.
• სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი
ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო
საგარეო სალდოს დაბალანსება. 
• მაგალითად, იმისათვის რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები
შეინარჩუნოს ადეკვატურ დონეზე, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს სავალუტო
ინტერვენციას და ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები
ავტომატურად სტერილიზდება ღია ბაზრის ოპერაციებით.
• სტერილიზაცია - არის ეროვნული ბანკის ქმედებები, რომელიც მიმართულია ფულადი მასის
ცვლილების ნეიტრალიზაციაზე, რომელიც ხორციელდება ღია ბაზარზე ოპერაციების
საფუძველზე
მაგალითი
• წარმოიდგინეთ, რომ ხდება უცხოური ვალუტის გადინება ქვეყნიდან, შედეგად ქვეყანაში
იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და მცირდება მოთხოვნა ეროვნულზე. ასეთ
ტენდენციამ შეიძლება გამოიწვიოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ეროვნული ვალუტის
სავალუტო კურსის გამყარებისთვის აუცილებელია ფულის მასის შემცირება ეკონომიკაში
(მაგალითად, სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტის რეზერვების გაყიდვის ხარჯზე).
• მაგრამ ფულის მასის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური მოვლენები ეკონომიკაში.
მაგალითად, ფირმებს შეიძლება არ ეყოთ ლიკვიდური აქტივები გაფართოების
დასაფინანსებლათ, რადგან მათ შეუმცირდებათ შესაძლებლობა მიიღონ სესხი ბანკში
• ამიტომ ეროვნული ბანკი ატარებს კიდევ ერთ ოპერაციას, რომლის მიზანია ფული მიწოდების
წინა დონემდე დაბრუნება. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ყიდულობს სახელმწიფო
ობლიგაციებს ღია ბაზარზე. ობლიგაციების რაოდენობა ბრუნვაში მცირდება და ფულადი მასა
იზრდება წინა ნიშნულამდე.
გაგრძელება
• ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით. აუქციონის
ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ შეტყობინებას უგზავნის კომერციულ
ბანკებს. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება აუქციონის
მომდევნო საბანკო დღეს.
• გაცვლითი კურსის რეჟიმი. საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის
რეჟიმი. მსგავსი რეჟიმის არსებობის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება
მერყეობით მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო
იგი თამაშობს შოკების შემწოვ ფუნქციასაც და შესაბამისად სტაბილურია
გრძელვადიან პერიოდში.
• გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება
კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა
ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.
გაცვლითი კურსების
განსაზღვრა
• ბუღალტრული და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის ხშირად გამოიყენება ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც გაიანგარიშება ბლუმბერგის ელექტრონულ
სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე დადებული გარიგებების მიხედვით და
ყოველდღიურად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
• ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე ხდება მის
მონაწილებს შორის უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გარიგებების დადება.
• Bmatch პლატფორმაზე მონაწილეობის უფლება აქვთ ბლუმბერგის სისტემის მოსარგებლე
ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე ეროვნული
ბანკის თანხმობით სხვა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს.
• ყოველ სამუშაო დღეს პლატფორმის მონაწილეთა მიერ ხდება საკუთარი ყიდვა-
გაყიდვის კურსების (კოტირებების) გამოქვეყნება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში,
რომელიც შეუზღუდავად ხელმისაწვდომია ამ სისტემის ყველა მონაწილესათვის.
გაგრძელება
• ინფორმაცია სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების შესახებ ხელმისაწვდომია
საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, რომელიც წინა სამუშაო საბანკო დღის 16:30
საათიდან მიმდინარე სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათამდე დადებული გარიგებების
გათვალისწინებით გაიანგარიშებს ლარის საშუალო შეწონილ კურსს დოლარის მიმართ.
აღნიშნული კურსი ცხადდება ლარი/დოლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი
დღისთვის.
• სხვა ქვეყნის ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება
საერთაშორისო ბაზრებზე ან ემიტენტი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე (დღის სამი
საათისათვის) არსებული კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე.
• გადაანგარიშებისთვის საჭირო გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაციის წყაროს
წარმოადგენს „როიტერის“, „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი
ქვეყნების ცენტრალური ბანკები. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გავრცელება ამ
სისტემებიდან ხდება ავტომატურ რეჟიმში.
ლიკვიდობის მიწოდების
დამატებითი ინსტრუმენტები
• სავალუტო სვოპ-ი - წარმოადგენ ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვას საკრედიტო ორგანიზაციისგან
ლარით (სპოტ) მომავალში (1 თვე) გაყიდვის მიზნით (ფორვარდი).
• სავალუტო სვოპის გარიგება არის შეთანხმება ვალუტის კონვერტაციის ერთდროულად ყიდვა და გაყიდვის
შესრულებაზე, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, სხვადასხვა ანგარიშსწორების თარიღებზე.
სავალუტო სვოპის გარიგების შესრულება კონკრეტული თარიღისთვის, არის სავალდებულო. 
• ვინ და რა შემთხვევაში იყენებს სავალუტო სვოპს?
• კომერციული ბანკები რომლებსაც აქვთ ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში, ხოლო ანგარიშსწორება
პარტნიორთან ან ბიუჯეტთან უნდა მოახდინონ ეროვნულ ვალუტაში, ამავდროულად ძირითადი თანხის
შენახვა უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ;
• სურთ დროებით გაცვალონ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ფულადი სახსრები
კონტრვალუტაზე (ეროვნულ ვალუტაზე) დღეს მოქმედი მიმდინარე საბაზრო კურსით და მომავალში
დაიბრუნონ უცხოურ ვალუტაში ფულადი სახსრები დაფიქსირებული კურსით.
• კომერციული ბანკების მთავარი მიზანი არის მომავალში სავალუტო კურსის მკვეთრი გაუფასურების რისკის
აცილება კურსის დაფიქსირების საფუძველზე
ეროვნული ბანკის სადეპოზიტო
სერტიფიკატები
• სადეპოზიტო სერტიფიკატი – საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური ფასიანი
ქაღალდი;
• პირველად ბაზარზე სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა
ხდება აუქციონის მეშვეობით;
• სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი ბაზარი – ეროვნული
ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი
შეთავაზება კომერციული ბანკებისათვის წინასწარ დადგენილ
დროსა და დანიშნულ ადგილზე
გაგრძელება
• ბანკი გამოსცემს სადეპოზიტო სერტიფიკატს ნომინალური ღირებულებით (თანხა,
რომელიც ემიტენტმა (ეროვნულმა ბანკმა) უნდა გადაუხადოს ინვესტორს განაღდების
თარიღის დადგომისთანავე);
• აუქციონზე ხდება დისკონტის განაკვეთოს დადგენა. კომერციული ბანკისთვის მთავარი
ამოცანაა ნომინალურ ღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით სერტიფიკატის შეძენა. თუმცა
კონკურენციის გამო ის ვერ ახერხებს ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებას. აუქციონის
საფუძველზე ყალიბდება ეროვნული ბანკისთვის მისაღები სადიქკონტო განაკვეთი.
• საანგარიშსწორებო ფასი – თანხა, რომელსაც იხდის მყიდველი (ბანკი) სადეპოზიტო
სერტიფიკატების შეძენისას. ამ თანხის მოცულობა ჩამოყალიბდა აუქციონზე.
• დისკონტის თანხა – სხვაობა სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებასა და
მის საანგარიშსწორებო ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია. ეს
თანხა ფაქტიურად წარმოადგენს კომერციული ბანკის შემოსავალს.
გირაოს სახეობები
• 1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის
მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული
სასესხო ფასიანი ქაღალდები.
3. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის
შესაბამისად საჯარო შეთავაზების გზით და 2018 წლის 1 იანვრამდე
კერძო განთავსების გზით რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული
პირების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, გარდა
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული
სასესხო ფასიანი ქაღალდებისა;
4. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.

You might also like