You are on page 1of 17

ბიზნეს სტატისტიკა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი


თბილისი

2023

მოწვეული ლექტორი: ციალა ქვათაძე


კორელაცია
ეკონომიკაში, ბიზნესში, სამეცნიერო და სხვა დარგებში ხშირად დგება
ორ ცვლადს შორის დამოკიდებულების შესწავლის ამოცანა. ამ
დამოკიდებულების აღწერა ხდება მათემატიკური მეთოდებით,
ფუნქციების გამოყენებით:
• წრფივი
• კვადრატული
• პოლინომური
სტატისტიკაში შეისწავლიან სტოქასტური (შემთხვევითი) ცვლადების
დამოკიდებულებას.
მაგ. შრომის ნაყოფიერება - ტექნოლოგიური განვითარების დონე;
შემოსავალი - მოხმარება, ...
გვაქვს შემთხვევითი სიდიდეების წყვილები და ვიკლევთ მათ შორის
ფუნქციონალურ დამოკიდებულებას. მოხერხებულია მარტივი
ფუნქციები (მაგ. წრფივი, პოლინომიური) ან რიცხვითი კოეფიციენტები.
კოვარიაცია
• კოვარიაცია არის ორ შემთხვევით სიდიდეს შორის
დამოკიდებულების მაჩვენებელი.
• კოვარიაცია მიუთითებს ცვლადებს შორის წრფივი
დამოკიდებულების მიმართულებას.

• თუ კოვარიაცია ორ ცვლადს შორის დადებითია, მიუთითებს


დადებით დამოკიდებულებას მათ შორის, თუ კოვარიაცია
უარყოფითია, ეს გულისხმობს უარყოფით
დამოკიდებულებას.

• კოვარიაცია ღებულობს მნიშვნელობებს (-∞, +∞)


ვთქვათ ცვლადებია
კორელაციის კოეფიციენტი
• კორელაცია მიუთითებს ცვლადებს შორის წრფივი
დამოკიდებულების მიმართულებას და სიმძლავრეს.
• თუ კორელაციის კოეფიციენტი = 1, გვაქვს ძლიერი
დადებითი კორელაცია;
თუ კორელაციის კოეფიციენტი = -1, გვაქვს ძლიერი
უარყოფითი კორელაცია.
• კორელაციის კოეფიციენტი ღებულობს მნიშვნელობებს -1
დან 1-მდე.
• r= −1, არის უარყოფითი წრფივი დამოკიდებულების მაჩვენებელი
და გაბნევის დიაგრამა ფაქტიურად წრფეა.
• r=+1, გვაქვს სრული წრფივი დამოკიდებულება
• r=0, წრფივი დამოკიდებულება არ გვაქვს.

მნიშვნელობების −1, 0, and +1 გარდა ინტერპრეტაცია ძნელია.


მაგ. r= −0.4. რაზე მიგვანიშნებს?
• ნიშანი „-“ მიგვითითებს უარყოფითი წრფივი დამოკიდებულებაზე;
• 0.4 უფრო ახლოსაა 0-თან ვიდრე 1-თან, ე.ი. წრფივი
დამოკიდებულება სუსტია.

დამრგვალების წესი: 3 ნიშანი ათწილადის მძიმის შემდეგ.


შერჩევის კორელაციის კოეფიციენტი

,,
ამოცანა
• სტატისტიკის გამოცდისთვის ელენე მეცადინეობდა კვირაში
დაახლოებით 4 საათის განმავლობაში და მიიღო შეფასება
‘C’. ამის შემდეგ გადაწყვიტა გამოეკითხა მისი რამდენიმე
ჯგუფელი თუ რა შეფასება მიიღეს მათ და რამდენი საათი
იმეცადინეს კვირის განმავლობაში რათა დაედგინა იყო თუ
არა კორელაციური კავშირი ტესტში მიღებულ ქულასა და
მეცადინეობის დროს შორის.
Excel-ში იხილეთ მონაცემები რომლებიც შეაგროვა ელენემ
და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.
კორელაციისკოეფიციენტიდაჰიპოთეზისშეწმება
 
1. ჰიპოთეზები
2. ტესტის მნიშველობა
3. კრიტიკული მნიშვნელობა
4. დასკვნა
კორელაციისკოეფიციენტიდაჰიპოთეზისშეწმება
 
1. ჰიპოთეზები
; არ არსებობს კორელაცია
არსებობს მნიშვნელოვანი კორელაცია
-ს არ უარვყოფთ ნიშნავს, რომ სა 0-ს შორის არ არის
მნიშველოვენი (significant) განსხვავება;
-ს უარვყოფთ ნიშნავს, რომ სა 0-ს შორის არის
მნიშველოვენი (significant) განსხვავება
კორელაციისკოეფიციენტიდაჰიპოთეზისშეწმება
 
2. ტესტის მნიშველობა ( შერჩევის მოცულობა)
; თავისუფლების ხარისხი,

t-განაწილების გამოყენება
3. კრიტიკული მნიშვნელობა. გამოიყენება ორმხრივი ტესტი
t critical = T.INV.2T(alpha,n-2)
p-value= T.DIST.2T(|t|,n-2)
-ის უარყოფის შემთხვევაში
ამ დროს შეიძლება არსებობდეს ცვლადი, რომელიც
მოქმედებს ფარულად, ე.წ. „ფარული ცვლადი“ .
მაგ. ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, 5 ჭიქაზე
მეტი ყავა დღეში, 3-ჯერ ზრდის გულსისხლძარღვთა
დაავადების რისკს. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის
მომხმარებელთა უმრავლესობა თამბაქოს მწეველია, ასევე
მათი კვების რაციონი შეიცავს მეტ ცხიმებს.
კვლევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა
შესაძლებლობა და შეირჩეს შესაბამისი მიდგომა.
კორელაცია ყოველთვის არ ასახავს მიზეზ-შედეგობრივ
კავშირს.

You might also like