You are on page 1of 11

კავშირი სტუდენტების ზოგად

თვითეფექტურობას, აკადემიურ
მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებას
შორის.

სტუდენტი: გვანცა ცხოვრებაშვილი


კურსის ხელმძღვანელი: ნინო ჯავახიშვილი
მიმართულება: განათლების ფსიქოლოგია
სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია
წერეთელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


2023
საკვლევი კითხვები

1. რა კავშირია სტუდენტების ზოგად თვითეფექტურობას,


აკადემიურ მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებას შორის?
2 . არის თუ არა ზოგადი თვითეფექტურობა და აკადემიური
მოტივაცია აკადემიური მოსწრების პრედიქტორი?
3 . განსხვავდება თუ არა ზოგად თვითეფექტურობას,
აკადემიურ მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებას შორის
კავშირი სქესის მიხედვით?
ჰიპოთეზები
1 . ზოგადი თვითეფექტურობა დადებით კავშირშია
აკადემიურ მოსწრებასთან. ზოგადი თვითეფექტურობა
უარყოფით კავშირშია გარეგან მოტივაციასთან. შინაგანი
მოტივაცია დადებით კავშირშია აკადემიურ
მოსწრებასთან
2 . ზოგადი თვითეფექტურობა და აკადემიური მოტივაცია
აკადემიური მოსწრების დადებითი პრედიქტორებია
3 . კავშირი სტუდენტების ზოგად თვითეფექტურობას,
აკადემიურ მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებას
შორის განსხვავდება სქესის მიხედვით
მეთოდი
 კვლევაში გამოვიყენებ რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს
 კორელაციური კვლევა

მონაწილეთა შერჩევა
 კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის
საფეხურის სტუდენტები
 გამოვიყენებ ხელმისაწვდომ შერჩევას
 სტუდენტების რაოდენობა- 100-150
პროცედურა

 მონაცემებს შევაგროვებ დისტანციურად,ონლაინ


პლატფორმის (Google Forms) გამოყენებით.
 კვლევის მონაწილეებს გადაეგზავნებათ კითხვარის
ელექტრონული ვერსია, რომელიც შედგება
დემოგრაფიული მონაცემების(ასაკი, სქესი), ზოგადი
თვითეფექტურობის, აკადემიური მოტივაციისა და
აკადემიური მიღწევის კითხვარებისგან.
 კვლევის მონაწილეებს კითხვარის შევსების დაწყებამდე
მიეწოდებათ კვლევის მიზნების შესახებ ზოგადი, მოკლე
ინფორმაცია და ინფორმირებული თანხმობის ტექსტი.
ინსტრუმენტები
ზოგადი თვითეფექტურობის სკალა (General Self-Efficacy Scale (GSE))
Schwarzer, R., & Jerusalem, M. (1995)
 კითხვარი შედგება 10 დებულებისგან და ზომავს ზოგად თვითეფექტურობას.
მაგ: „ სხვების წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად შემიძლია გამოვძებნო გზები
მიზნის მისაღწევად“
 კვლევისას გამოვიყენებ ორიგინალი ვარიანტის ქართულად ნათარგმნ ვერსიას.
 თითოეული დებულება ფასდება ლიკერტის სკალაზე (არ არის
სიმართლე (1 ქულა), მცირედით სიმართლეა (2 ქულა),
თითქმის სიმართლეა (3 ქულა), სრულიად სიმართლეა(4 ქულა)
 ზოგადი ქულა ითვლება თითოეული ქულის დაჯამებით. ზოგადი
თვითეფექტურობის საერთო ქულა მერყეობს 10 დან 40 ქულის ჩათვლით.
უფრო მაღალი ქულა ნიშნავს უფრო მეტ თვითეფექტურობას.
 აღნიშნული კითხვარის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია
ვალიდირებულია(Schwarzer, R., & Jerusalem, M. (1995), J. Weinman, S. Wright, &
M. Johnston.)
აკადემიური მოტივაციის სკალა (ACADEMIC MOTIVATION
SCALE (AMS-C 28) (vallerland et al, 1992)
 ინსტრუმენტის სათაურია: „რატომ სწავლობ უნივერსიტეტში?“
 კითხვარი შედგება 28 დებულებისგან და ზომავს:
o შინაგან მოტივაციას (12) „იმ ინტენსიური განცდებისათვის, რომელიც
მეუფლება მაშინ, როდესაც საკუთარ იდეებს სხვებს ვუზიარებ“
o გარეგან მოტივაციას(12) „იმიტომ რომ, უნივერსიტეტში მიღებული განათლება
დამეხმარება უკეთ მოვემზადო ჩემს მიერ არჩეულ პროფესიისთვის“
o ამოტივაციას (4) „სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი, ვგრძნობ, რომ
უნივერსიტეტში დროს ვკარგავ“
 თითოეული დებულება ფასდება ლიკერტის სკალაზე
1= საერთოდ არ შეესაბამება
1 2 3 4 5 6 7 7= სრულიად შეესაბამება

 აღნიშნული კითხვარის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია


ვალიდირებულია (Vallerand, R.J., Blais, M.R., Brière, N.M., & Pelletier, L.G. (1989)
აკადემიური მოსწრება

 აკადემიურიმოსწრება შეფასდება სასწავლო პროცესის


მოცემულ ეტაპზე სტუდენტების მიერ დაგროვილი საშუალო
ქულით

„გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო პროცესის მოცემულ ეტაპზე


არსებული თქვნი საშუალო ქულა“
მონაცემების დამუშავება
 მონაცემები დამუშავდება SPSS გამოყენებით
 ჰიპოთეზები შემოწმდება პირსონის კორელაციის
კოეფიციენტით, მრავლობითი რეგრესიული ანალიზით და t
დამოუკიდებელი ჯგუფებისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like