You are on page 1of 3

აღქმული სტრესის შკალა

უფრო ზუსრად პერსონალური სტრესის განსაზღვრა შესაძლებელია სხვადასხვა


ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც შექმნილნი არიან იმისათვის, რომ
დაგვეხმარონ ინდივიდუალური სტრესის დონის განსაზღვრაში. ერთ-ერთი ამ
ინსტრუმენტთაგანია - აღქმული სტრესის შკალა

აღქმული სტრესის შკალა (PSS) წარმოადგენს სტრესის შეფასებისთვის მოწოდებულ


კლასიკურ ინსტრუმენტს. PSS, მიუხედავად იმისა, რომ 1983 წელს შეიქმნა, მაინც არ
კარგავს პოპულარობას და გვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ როგორ გავლენას ახდენს
სხვადასხვა სიტუაციები ჩვენს გრძნობებსა და ჩვენს აღქმულ სტრესსზე. კითხვები,
რომლებიც მოყვანილია ამ შკალაში, გეკითხებათ ბოლო თვის განმავლობაში თქვენი
გრძნობებისა და აზრების შესახებ. თითოეულ შემთხვევაში მოგეთხოვებათ
მიუთითოთ რამდენად ხშირად გრნობდით თავს ან ფიქრობდით გარკვეული გზით.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეკითხვა მსგავსია, მათ შორის არის
განსხვავებები და თქვენ უნდა განიხილოთ თითოეული დამოუკიდებლად.
საუკეთესო მიდგომა არის პასუხის საკმაოდ სწრაფად გაცემა. რაც ნიშნავს, რომ არ
სცადოთ დათვალოთ თუ რამდენჯერ იგრძენით თუ იფიქრეთ ასე თუ ისე. არამედ
მიუთითეთ ისეთი ალტერნატივა, რომელიც გონივრული ვარაუდი იქნება.

თითოეულ შეკითხვას პასუხი გაეცით ჩამოთვლილი


ალტერნატივებიდან:
0 - არასდროს 1 - თითქმის არასდროს 3 - ზოგჯერ 4 - ხშირად 5 - ძალიანხშირად

1. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად განაწყენდით იმის


გამო, რომ რაღაც დაუგეგმავად მოხდა?
2. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად იგრძენით თავი
ისე, რომ ვერ აკონტროლებდით თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან
დეტალებს?
3. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად იყავით
განერვიულებული და სტრესში?
4. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად იგრძენით თავი
თავდაჯერებულად, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი პერსონალური
პრობლემების მართვა?
5. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად იგრძენით თავი
რომ საქმე ისე მიდის, როგორც ეს თქვენ გსურთ?
6. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად გიგრძვნიათ რომ
ვერ უმკლავდებით ყველაფერს, რაც გასაკეთებელი გაქვთ?
7. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად აკონტროლებდით
გაღიზიანებას?
8. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად გიგრძვნიათ თავი,
რომ სრული კონტროლი გაქვთ თქვენს ცხოვრებაზე?
9. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად გაბრაზდით იმის
გამო, რომ მოხდა რაღაც კონკრეტული, რომელიც თქვენი
კონტროლის ქვეშ არ იმყოფებოდა?
10. ბოლო თვის განმავლობაში, რამდენად ხშირად გიგრძვნიათ რომ
იმდენად იზრდებოდა სირთულეთა რაოდენობა, რომ მათ
დაძლევას ვერ ახერხებდით?

გამოვთვალოთ თქვენი PSS ქულა


თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ თქვენი PSS ქულა ამ მითითებების შესრულებით:

 პირველ რიგში, შეაბრუნეთ თქვენი ქულები კითხვებისთვის 4, 5, 7 და 8. ამ


ოთხ კითხვაში შეცვალეთ ქულები ასე:
0= 4, 1 = 3, 2 = 2, 3 = 1, 4 = 0.

 ახლა შეკრიბეთ თქვენი ყველა კითხვის ქულა და მიიღეთ ჯამი.


ჩემი ჯამური ქულა არის _________________

 ინდივიდუალური ქულები PSS-ში შესაძლებელია მერყეობდეს 0-დან 40-ის


ჩათვლით. მაღალი ქულა ასოცირებულია მაღალ აღქმულ სტრესთან.

 ქულები 0-13 ჩაითვლება როგორც დაბალი სტრესი


 ქულები 14-26 ჩაითვლება როგორც საშუალო სტრესი
 ქულები 27-40 ჩაითვლება როგორც მაღალი აღქმული სტრესი

აღქმული სტრესის შკალა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რადგან თქვენი


თვითშეგრძნება თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
განვიხილოთ იდეა, რომ გასულ თვეს ორ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ზუსტად
იგივე მოვლენები და გამოცდილებები მათ ცხოვრებაში. მათი აღქმაზე დაყრდნობით,
ჯამურმა ქულამ ერთი ინდივიდი შესაძლოა მოათავსოს დაბალი სტრესის მქონეთა
კატეგორიაში, ხოლო მეორე - მაღალი სტრესის კატეგორიაში.

You might also like